განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002352852
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/108-18 5 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე
1.1. პროკურორი ლ------------
2. დაცვის მხარე
2.1. ბრალდებული მ----------------------------------------------------------------–-------–-–------------------------------–------------------–-----------------------------------------------------------------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა
2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
2.1.3. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: განზრახ მკვლელობა
2.2. ადვოკატი რ------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
მ-----------------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იგი ასევე საბრძოლო მასალას ინახავდა დაბა მესტიაში, ნ---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის, მიღებაში (ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა). შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას (ბინაში, სარდაფში, მიწაში და სხვა).
მოწმე ზ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სროლის ხმა გაიგო. არ შეწყდა სროლა. გააღო კარი და გავიდა. ბრალდებული გარბოდა, ავტომატი ეკავა.
მოწმე ი-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გაიგო სროლის ნახა შეიარაღებული პირი. პიროვნება ზურგით ნახა ავტომატით ხელში. უკონდახო ავტომატი ეკავა ყვითელი მჭიდით. ავტომატის გილზები ეყარა ახლოს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეების: ო-–-----------ს, მა--------------ს, დ---------–-–--ს და ჯ------------------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა მესტიაში, თ-----------------------ში მდებარე მესტიის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს 3 ცალი მასრა, სისხლის ლაქები, ხელთათმანები, ჟაკეტი, ხისტარიანი ჩაქუჩი, 2 ცალი ტყვიის გარსი და ტყვიის გულა, რაც დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
მ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ--------------ს, გ-------------ს და ჯ---------–----ს ჩვენებების თანახმად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 2 ცალი ვაზნა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ გ---------------ს ჩვენების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ-----------------ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. გულმკერდის ღრუში სისხლი და სისხლის კოლტები განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად.
მოწმე ნ-----–------–-----ს ჩვენებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ პაკეტებში კოდით FCD 695561 და FCD695562 არსებული ოთხი ობიექტი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის, ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს - ორ ცალ ტყვიის გარსს და ორ ცალ ტყვიის გულას; პაკეტებში კოდით FCD695558; FCD 695559; FCD695560 არსებული სამი მასრა წარმოადგენს ხსენებული კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. გამოსაკვლევი ორი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისთვის. მარჯვენა ხელის ხელთათმანის სამ სათითურზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N5, 6-6ა და 7-7ა დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოაშბისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით. ლ-----------------ის ნივთებიდან ქურთუკზე და შარვალზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1,3 და 4 დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით.
მოწმე ლ-----------–---–-ს ჩვენებითა და ნივთიერთა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამ ცალ მასრაზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქნილი მიკრონაწილაკები; მარჯვენა და მარცხენა ხელთათმანების ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მ-----------------ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახვდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ზოგიერთი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.
ვინაიდან მ-----------------ს არ გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, დღის წესრიგში დგება ამ ნივთების შეძენისა და შენახვის სამართლებრივი საფუძვლების საკითხის გარკვევა, ვინაიდან საქართველოში ამ ტიპის ნივთები ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ მ-----------------ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის უფლება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა. ამდენად, მ-----------------ის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენითა და შენახვით არღვევდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესს, თუმცა აღნიშნულს არ შეუშლია მისთვის ხელი, შეეძინა და შეენახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 27 ივნისს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა გახდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მაშინ, როცა მანამდე ის იყო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რომელი რედაქცია უნდა იქნეს გამოყენებული, აუცილებელია ძველი და ახალი რედაქციის სანქციების შედარება. ირკვევა, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ახალი რედაქციით სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამდენად, ირკვევა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით მოხდა ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება. ქმედებამ ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან გადაინაცვლა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონს რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დღეს მოქმედი, არამედ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, რომელიც არის უფრო მსუბუქი და სასჯელიც სწორედ ამ რედაქციის ფარგლებში უნდა იქნეს განსაზღვრული.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენის და შენახვისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ქმედებებიდან აკრძალული ნივთების მართლსაწინააღმდეგო შენახვა არის დენადი დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. ამიტომაც ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს მუხლში ჩამოთვლილ საგნებს, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ-----------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ-----------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
მ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარმოებას წარმოადგენს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის თავის არიდება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის საფუძველზე უფრო მძიმე დანაშაულის გამოწვევა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთების შეძენა, შენახვა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების სპეციალური ნებართვის გარეშე შეძენა და შენახვა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (არის ძებნილი).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სანქციით გათვალისწინებული, მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
II. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
მ-----------------ი 2017 წლის 2------------ს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას დაბა მესტიაში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აუცილებელია, ისინი იყოს გამოყენებისთვის ვარგისი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღია პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი თოფი და სხვა. საბრძოლო მასალა არის – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებია მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აუცილებელია, ისინი იყოს გამოყენებისთვის ვარგისი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ სვეტლანა ნავერიანის ჩვენებით ირკვევა, რომ შემოესმა გასკდომის ხმა. ნახა, რომ ბრალდებული ავტომატით გარბოდა.
მოწმე ზ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სროლის ხმა გაიგო. არ შეწყდა სროლა. გააღო კარი და გავიდა. ბრალდებული გარბოდა, ავტომატი ეკავა. როცა გავიდა, იარაღი შემართული ჰქონდა და მისკენაც გამოიშვირა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ი-----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2------------ი იყო. მესტიის ბაზარში გაიგო სროლის ხმა. ნახა შეიარაღებული პირი. პიროვნება ზურგით ნახა ავტომატით ხელში. უკონდახო ავტომატი ეკავა ყვითელი მჭიდით. დაზარალებულს ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი და 2 თითი ჰქონდა დაზიანებული. ავტომატის გილზები ეყარა ახლოს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეების: ო-–-----------ს, მა--------------ს, დ---------–-–--ს და ჯ------------------ს ჩვენებების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა მესტიაში თ-----------------------ში მდებარე მესტიის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს 3 ცალი მასრა, სისხლის ლაქები, ხელთათმანები, ჟაკეტი, ხისტარიანი ჩაქუჩი, 2 ცალი ტყვიის გარსი და ტყვიის გულა, რაც დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ გ---------------ს ჩვენების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ-----------------ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. გულმკერდის ღრუში სისხლი და სისხლის კოლტები განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად.
მოწმე ნ-----–------–----- ჩვენებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ პაკეტებში კოდით FCD 695561 და FCD695562 არსებული ოთხი ობიექტი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის, ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს - ორ ცალ ტყვიის გარსს და ორ ცალ ტყვიის გულას. პაკეტებში კოდით FCD695558; FCD 695559; FCD695560 არსებული სამი მასრა წარმოადგენს ხსენებული კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. გამოსაკვლევი ორი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. ის ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისთვის. მარჯვენა ხელის ხელთათმანის სამ სათითურზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N5, 6-6ა და 7-7ა დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოაშბისაა. ლ-----------------ის ნივთებიდან ქურთუკზე და შარვალზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1,3 და 4 დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით.
მოწმე ლ-----------–---–-ს ჩვენებითა და ნივთიერთა, მასალათ, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამ ცალ მასრაზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქნილი მიკრონაწილაკები. მარჯვენა და მარცხენა ხელთათმანების ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთვის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულს გააჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მასში მოთავსებული საბრძოლო მასალა, რომელსაც ატარებდა დაბა მესტიაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე. მის ხელთ არსებული საგნები ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რომ იყო, ამას ადასტურებს ბალისტიკური, ტრასოლოგიური, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები, ხოლო ბრალდებულის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის ვარგისი რომ იყო, აღნიშნული დადასტურებულია იმავე მტკიცებულებებით, რომლებიც მიუთითებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების განხორციელებაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 27 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომლის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება გახდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, ირკვევა, რომ ქმედებამ სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაინაცვლა სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილში. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რომელი რედაქცია უნდა იქნეს გამოყენებული, აუცილებელია ძველი და ახალი რედაქციის სანქციების შედარება. ირკვევა, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე, ხოლო ახალი რედაქციით სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამდენად, ირკვევა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით მოხდა ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონს რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დღეს მოქმედი, არამედ ქმედების განხორციელებისას მოქმედი რედაქციით, რომელიც არის უფრო მსუბუქი და სასჯელიც სწორედ ამ რედაქციის ფარგლებში უნდა იქნეს განსაზღვრული.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც ნიშნავს მათთან ერთად გადაადგილებას. ამასთან, ეს ნივთები შესაძლოა მოთავსებული იყოს ჩანთაში, ტანსაცმელში, ეჭიროს სუბიექტს ხელში და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების ტარებისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული საგნები ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იყო, აცნობიერებდა ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით მას არ ჰქონდა მათი ტარების უფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურდა ამ ქმედების ჩადენა, ე.ი. ის განზრახ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ-----------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ-----------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
მ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარმოებას წარმოადგენს გამოძებისთვის და სასამართლოსთვის თავის არიდება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებით მძიმე შედეგის გამოწვევა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთების ტარება), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების ტარება დღისით საჯარო ადგილას ხალხის თვალწინ), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (არის ძებნილი).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
III. განზრახ მკვლელობა
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 2------------ს, დაახლოებთ 13:30 საათზე, დაბა მესტიაში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მ-----------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანება ლ-----------------ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, ხოლო მ-----------------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1.მკვლელობა
მოწმე სვეტლანა ნავერიანის ჩვენებით ირკვევა, რომ მეუღლე და შვილი ამაგრებდნენ ბოძს. ლ-----------------ი და მ-----------------ი კამათობდნენ. შემდეგ კამათი შეწყდა, შემოესმა გასკდომის ხმა. ფანჯარას ეცა. ლ-----------------ი ფეხზე იდგა. ბრალდებული ავტომატით გარბოდა. მერე ნახა წაქცეული მეუღლე და გონება დაკარგა. ბრალდებული ლ-----------------თან კამათის დროს იდგა თავის ეზოში. კამათი რომ შეწყდა, ბრალდებული შევიდა სახლში. ლ-----------------ის შვილი შეესწრო ამას. დღეს ბავშვის ფსიქო-ნერვოლოგიური მოტორიკა დარღვეულია. ბავშვი იხსენებდა, რომ კამათი იყო, მერე ბავშვი გაუშვა რაღაცის მოსატანად. 4 წლის წინ იყო კონფლიქტი ბრალდებულსა და ლ-----------------ს შორის, რაც უკვე მივიწყებული იყო. 4 წელი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და პრობლემა ამის გამო არ ჰქონიათ. მე-2 სათულიდან ნახა ბრალდებული და მეუღლე - დაახლოებით 10 მეტრიდან. ბრალდებულს კარგად იცნობს და არ ცდება, ნამდვილად ბრალდებული ნახა შემთხვევის ადგილზე ავტომატით.
მოწმე ზ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზამთარი იყო, ღუმელთან იჯდა მაღაზიაში. 14 საათი იქნებოდა, როცა სროლის ხმა გაიგო. არ შეწყდა სროლა. გააღო კარი და გავიდა. ბრალდებულს ავტომატი ეკავა და გარბოდა. როცა გავიდა, იარაღი შემართული ჰქონდა და მისკენაც გამოიშვირა. 8 მეტრიდან ნახა ბრალდებული. მიწის გამო ჰქონდათ კონფლიქტი ბრალდებულს და ლ-----------------ს. ბრალდებული თავისი სახლისკენ გაიქცა. თვითონ როცა გამოვიდა, სხვა არავინ იყო იქ. პირველი თვითონ მივიდა ლ-----------------თან. როცა გავიდა, ბრალდებულსა და ლ-----------------ს შორის 6 მეტრი იქნებოდა.
მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2 საათი იყო დაწყებული, როცა გაიგეს „ხლაპუშკისმაგვარი“ ხმა 5-6 ჯერ. მეუღლემ დაუძახა, ავტომატის ხმა გავიგეო. ლ-----------------ის შვილი ნახა, რომ საშინელ დღეში იყო. პირველად თვითონ დარეკა სასწრაფოში. გარეთ რომ გავიდა, მისი მეუღლე ბავშვს მივარდა, რა მოგივიდაო. მე არაფერი, მამა-მამაო და ხელი გაიშვირა ლ-----------------ისკენ. ბავშვი გაფითრებული იყო. ხალხი შეიკრიბა. ლ-----------------ი ძირს ეგდო, თითები დაზიანებული ჰქონდა, ნატყვიარი იყო კედელზე. ხალხმა თქვა, ბრალდებულმა ესროლაო.
მოწმე ი-----------------ის ჩვენების თანახმად, 2------------ი იყო. მესტიის ბაზარში გაიგო სროლის ხმა. ჯერ ეგონა, ბავშვები თამაშობდნენ. მე-3 გასროლის მერე ნახა შეიარაღებული პირი და გაიგო ლ-----------------ის შვილის განწირული ხმა. ჩოჩქოლი იყო, ბავშვი წამოაყენა, რომელმაც მიუთითა ლ-----------------ისკენ ხელით. ლ-----------------ი თავისი ავტომანქანის მარცხენა მხარეს იყო ჩაწოლილი თოვლში. პიროვნება ზურგით ნახა ავტომატით ხელში. როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბრალდებული. თოვდა და ვერ გაარჩია, ვინ იყო. ხალხი იძახდა, ბრალდებული იყოო. იმ პირს უკონდახო ავტომატი ეკავა ყვითელი მჭიდით, შავებში იყო ჩაცმული, შავი ქუდი ეხურა. ლ-----------------ს მუცელში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია და 2 თითი ჰქონდა მრაცხენა ხელზე დაზიანებული. ავტომატის გილზები ეყარა ახლოს.
მოწმე ჯ------------------ს ჩვენების მიხედვით, დაესწრო შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. როცა მივიდა, ტერიტორია დაცული იყო, პოლიციელები იქ იყვნენ. თოვლი იდო. მასრა ამოიღეს მაღაზიის კარის წინა ადგილიდან, 2 მასრა სხვა ადგილიდან ამოიღეს კიდევ და 2 ხელთათმანი. ერთ-ერთს ცერა თითის ნახევარი ჰქონდა მოწყვეტილი. ჟილეტი ამოიღეს. კედელს ეტყობოდა 2 დაზიანება. იქიდან 2 ტყვიის გულა ამოიღეს. ავტომანქანის საბურავთან სისხლის ლაქა იყო, რაც ამოიღეს. ოქმი იქვე შედგა. მეორე მასრა მეორე კართან იყო, მესამე -საბურავთან.
მოწმე გ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ამოიღო დაზარალებულისგან ტანსაცმელი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეების: ო-–-----------ს, მა--------------ს, დ---------–-–--ს ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა მესტიაში, თ-----------------------ში მდებარე მესტიის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს 3 ცალი მასრა, სისხლის ლაქები, ხელთათმანები, ჟაკეტი, ხისტარიანი ჩაქუჩი, 2 ცალი ტყვიის გარსი და ტყვიის გულა, რაც დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ გ---------------ს ჩვენებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ლ-----------------ის სიკვდილის მიზეზია შინაგანი ორგანოების ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, გულმკერდის მიდამოს ცეცხლნასროლი ბრმა ჭრილობით დაზიანებული გულმკერდის ღუს ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღდეგება მითითებულ დროს. ლ-----------------ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ცეცხლნასროლი ბრმა ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, ტერფის ძირიდან 156 სმს-ის დაშორებით, კანის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მაჯვენა ფილტვის ზედა და შუა წილის და მარჯვენა ფილტვის შუა წილის ბრონქის დაზიანება. ჭრილობის არხი მიმართულებით უკნიდან-წინ, ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარჯვნიდან-მარცხნივ. გულმკერდის ღრუში მარჯვნივ 2200 მლ-მდე მოცულობის სისხლი და სისხლის კოლტები განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან.
მოწმე ნ-----------–---–-ს ჩვენების და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში ამოღებული დაბა მესტიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომობილის სიახლოვიდან წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-----------------ს.
მოწმე ნ-----–------–----- ჩვენების და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პაკეტებში კოდით FCD 695561 და FCD695562 არსებული ოთხი ობიექტი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის, ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს - ორ ცალ ტყვიის გარსს და ორ ცალ ტყვიის გულას. პაკეტებში კოდით FCD695558; FCD 695559; FCD695560 არსებული სამი მასრა წარმოადგენს ხსენებული კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. გამოსაკვლევი ორი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური, მათი მოდიფიკაციის და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ვარგისი იყო გამოსაყენებლად სროლისთვის. მარჯვენა ხელის ხელთათმანის სამ სათითურზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N5, 6-6ა და 7-7ა დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით N5 დაზიანების მიხედვით ძლიერ ახლო, შესაძლოა მიბჯენით სროლისას ხელთათმანის მიმართ მარჯვენა გვერდითა მხირდან. NN6-6ა და 7-7ა დაზიანების შემთხვევაში სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა არასრული ინფომრაციული მონაცემების გამო, თუმცა დაზიანებათა წამოშობის თავისებურების, მდებარეობის და ურთიერთგანლაგების გათვალისწინებით, ისინი შესაძლოა განვითარებული იყოს N5 დაზიანებასთან ერთდროულად, ერთი დამაზიანებელი ჭურვის მოქმედების შედეგად. ლ-----------------ის ნივთებიდან ქურთუკზე და შარვალზე, კვევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1, 3 და 4 დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით, ამასთან N1 დაზიანება განითარებულია ძლიერ ახლო, შესაძლოა მიბჯენით სროლისას, N3 და 4 დაზიანება კი არაახლო - სროლის დამატებითი ფაქტორების მოქმედების ზონის მიღმა, დაახლოებით 1-1,5 და ზემოთ მანძილიდან სროლისას.
მოწმე ლ-----------–---–-ს ჩვენებით და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ სამ ცალ მასრაზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქნილი მიკრონაწილაკები. მარჯვენა და მარცხენა ხელთათმანების ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთვის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
მოწმე ნ----–---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული და ლ-----------------ი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სროლის ხმა გაიგო, „ხლაპუშკები“ ეგონა, ლ-----------------ი ძირს რომ ეგდო, ნახა. გზაში გაიგო, რომ მ-----------------მა მოკლა ლ-----------------ი.
მოწმე ნ------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მოკლულის შვილი მოთქვამდა. სახურავზე მუშაობდა ბრალდებული, ბავშვს შეაგინა. შევიდა ბრალდებული, გამოიტანა ავტომატი და მამა გადაეფარა შვილს. ბავშვმა თქვა, ბრალდებულმა მოკლაო ლ-----------------ი. ბავშვი იქ იმყოფებოდა სროლის დროს.
მოწმე ვარდო ფალიანის ჩვენების თანახმად, ბრალდებულს ეუბნებოდა, შერიგებოდა ლ-----------------ს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ-----------------ს და ლ-----------------ს ჰქონდათ კონფლიქტი. ასევე დადგენილია, რომ მ-----------------ი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მიუახლოვდა ლ-----------------ს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რამდენჯერმე, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ-----------------ი გარდაიცვალა.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების, განსაკუთრებით კი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ-----------------ისთვის ტყვიის სროლა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ-----------------ის სიკვდილთან, ვინაიდან ტყვიის სროლა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ლ-----------------ის სიკვდილი ამჯერად ამ სახით არ დადგებოდა.
ასევე მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს - ბრალდებულის მოქმედებას, კერძოდ უშუალოდ მ-----------------ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ-----------------ის მიმართ გასროლის განხორციელებას ადასტურებს მოწმეების: სვეტლანა ნავერიანის, ზ--------------ს ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ, რომ სროლის შემდეგ ნახეს ბრალდებული, რომელიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გარბოდა, მოწმეთა: ნ------------------ს, ე-–----------------ის, ი-----------------ის ჩვენებები, რომლებიც უთითებენ, რომ აწგარდაცვლილის შვილი იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, უთითებდა აწგარდაცვლილისკენ და ამბობდა, რომ ბრალდებულმა ესროლა მის მამას. ასევე მოწმეთა ჩვენებებთ დადგენილია, რომ იმ ადგილზე, სადაც მოხდა სროლა, იყვნენ მხოლოდ აწგარდაცვლილი, მისი შვილი და ბრალდებული, სხვა მახლობლად არავინ ყოფილა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე წერილობითი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნივთები.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ-----------------ის მიერ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება.
2.2. განზრახვა
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.
ბრალდებულის მიერ განზრახ მოქმედებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა:
მოწმე სვეტლანა ნავერიანის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-----------------ი და ბრალდებული კამათობდნენ. მერე კამათი შეწყდა. კამათი რომ შეწყდა, ბრალდებული შევიდა სახლში, შემოესმა გასკდომის ხმა, ფანჯარას ეცა, მისი მეუღლე ფეხზე იდგა, ხოლო ბრალდებული ავტომატით გარბოდა.
მოწმე ზ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სროლის ხმა გაიგო. არ შეწყდა სროლა, გააღო კარი და გავიდა. ბრალდებული გარბოდა ავტომატი ეკავა. რომ გავიდა, იარაღი შემართული ჰქონდა და მისკენაც გამოიშვირა.
მოწმე გ---------------ს ჩვენებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ლ-----------------ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ცეცხლნასროლი ბრმა ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, ტერფის ძირიდან 156 სმს-ის დაშორებით, კანის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მაჯვენა ფილტვის ზედა და შუა წილის და მარჯვენა ფილტვის შუა წილის ბრონქის დაზიანება. ჭრილობის არხი მიმართულებით უკნიდან-წინ, ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარჯვნიდან-მარცხნივ.
ამდენად, ირკვევა, რომ ლ-----------------ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვით ბრალდებულმა ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ახლო მანძლიდან რამდენჯერმე, მათ შორის გულმკერდის არეში უკნიდანაც.
განსახილველ შემთხვევაში მ-----------------ის მიერ ლ-----------------ის სასიცოცხლო ორგანოებისა და ფუნქციების ხელყოფისთვის ყველაზე მოწყვლად ადგილას - გულ-მკერდის მიდამოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდნიმე დაზიანების მიყენება, ხოლო უფრო ადრე მასთან სიტყვიერი დაპირისპირება და კონფლიქტი მიუთითებს, რომ ბრალდებული ითვალისწინებდა, რომ ლ-----------------ისთვის გულ-მკერდის მიდამოში დაზიანების მიყენება წარმოადგენდა მისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით აკრძალულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი და სურდა ეს შედეგი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-----------------მა ლ-----------------ს სიცოცხლე მოუსპო განზრახ.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 23 ივნისს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო 2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, ირკვევა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით მოხდა სასჯელის დამატება. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონს რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დღეს მოქმედი, არამედ ქმედების განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით, რომელიც არის უფრო მსუბუქი და სასჯელიც სწორედ ამ რედაქციის ფარგლებში უნდა იქნეს განსაზღვრული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს, სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის (ნებისმიერი ფორმის) განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. მისი ხელყოფა გამოიხატება თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკუუბრუნებელ შეწყვეტაში. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე უმოქმედობას. სსკ-ის 108-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ სსკ-ის 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. ამასთან, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი (ევენტუალური) განზრახვით. მკვლელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ-----------------ს, რითაც განახორციელა აქტიური მოქმედება. მისი მოქმედების მიზანი იყო ლ-----------------ის სიცოცხლის მოსპობა. ის აცნობიერებდა, რომ საკუთარი ქმედებით არღვევდა მისთვის დაკისრებულ, სხვისი სიცოცხლის ხელშეუხებლობის დაცვის მოვალეობას და ამ მოვალეობის დარღვევით სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ლ-----------------ის სიკვდილი და სურდა ასეთი შედეგის დადგომა. დადგენილია ასევე, რომ ლ-----------------ი გარდაიცვალა სწორედ ბრალდებულის მიერ მისი მიმართულებით წარმოებული გასროლით მიღებული დაზიანების შედეგად.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ-----------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ-----------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
მ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაერთი ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენება ხალხმრავალ ადგილას შუადღეს, აწგარდაცვლილის შვილის თანდასწრებით, რომელმაც მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა, გამოძიებისათვის და მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (შურისძიება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (უმაღლესი ღირებულების - ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამწვავებისას), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენება ხალხმრავალ ადგილას, აწგარდაცვლილის შვილის თანდასწრებთ, რის შემდეგაც აწგარდაცვლილის შვილმა მიიღოო ფსიქოლოგიური ტრამვა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი ან სახდელდადებული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (არის ძებნილი).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, უპირველესად უნდა შეფასდეს, საკმარისია თუ არა სასჯელის მიზნების მისაღწევად სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საქმის ყველა გარემოება: დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულამდე შექმნილი ვითარება და მასში ბრალდებულისა და დაზარალებულის მონაწილეობის ხარისხი, უშუალოდ ქმედების განხორციელების ხერხი, საშუალება, პირობები, პოსტდანაშაულებრივი ქცევა და სხვა. სასჯელის ზომის შერჩევისას სათანადოდ უნდა შეფასდეს როგორც შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა რაოდენობა, ასევე თითოეული მათგანის ხარისხი. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქმედების განხორციელების დროს ადგილს, სახეს, ვითარებას და მის შედეგებს.
ყოველივე აღნიშნულის კომპლექსური გაანალიზების შედეგად, იღებს რა მხედველობაში საქმის ყველა გარემოებას, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. ამდენად, მ-----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს. რაც შეეხება საქმეზე დართულ, რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----------------ი სსკ-ის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ-----------------ს მოსახდელად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: მასრები, სისხლისმაგვარი ლაქები, ჩაქუჩი, ხელთათმანები, ტყვიები, ტყვიის გარსები, ტყვიის გულები, სისხლის, თმის ნიმუშები, ფრჩხილის ანაჭრელები, ანაწმენდები განადგურდეს; ერთი ცალი ჟაკეტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შოთა ბიჭია