გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210118002673353
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29709-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „ე----–----ი“

წარმომადგენელი: თ-------–-–---–ი

 

მოპასუხეები: შპს „ჯ---------------ეს“, ნ---------–-----ე

ნ---------–-----ის წარმომადგენელი: ნ-------------–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ჯ---------------ესსა“ და ნ---------–-----ეს შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 13 597 ლარისა და პირგასამტეხლოს - 24 474.6 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „ე----–----ი“ ახორციელებს კვერცხის დისტრიბუციას. შპს „ჯ---------------ესმა“ შპს „ე----–----თან“ თანამშრომლობა დაიწყო 2015 წლის 25 სექტემბრიდან. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ე----–----ი“ მიაწვდიდა, ხოლო შპს „ჯ---------------ესი“ ეტაპობრივად გადაიხდიდა მიწოდებული პროდუქციის საფასურს. თუმცა, 01.04.2016წ. მდგომარეობით, მისმა დავალიანებამ შეადგინა 15 869.5 ლარი.

 

2016 წლის 22 მარტს გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება და განისაზღვრა გრაფიკი, რომლის თანახმადაც შპს „ჯ---------------ესმა“ აღიარა შპს „ე----–----ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 15 869.50 ლარის ოდენობით, რომელსაც ეტაპობრივად დაფარავდა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. დავალიანების დაფარვის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 სექტემბერი. თუმცა, აღნიშნულმა ვადამ უშედეგოდ ჩაიარა, ვინაიდან შპს „ჯ---------------ესმა“ დავალიანება გადაიხადა მხოლოდ ერთხელ 2000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ არც ერთი გადახდა არ განუხორციელებია. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 09 ოქ---------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---------–-----ე გახდა 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების სოლიდარული თავდები და იკისრა პასუხისმგებლობა შპს „ჯ---------------ესის“ დავალიანება - 13 597 ლარი დაეფარა პირადად. თუმცა, მიუხედავად ამისა ვალი მაინც არ შემცირებულა.

 

თავდებობის ხელშეკრულების 2.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.2%-ის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დავალიანებამ საერთო ჯამში, დღეის მდგომარეობით, შეადგინა 24 474.6 ლარი. როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, პირგასამტეხლოს დასახელებული ოდენობა დაანგარიშებულია შპს „ჯ---------------ესის“ მიერ 22.03.2016წ. ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკით განსაზღვრული გადახდის მეორე ვადის დარღვევიდან- 2016 წლის 30 აპრილიდან.

 

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოვალე მიზანმიმართულად თავს არიდებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ჯ---------------ესს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია. ხოლო, მოპასუხე ნ---------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა, შესაგებელში მითითებული არ არის იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 მარტს შპს „ე----–----სა“ და შპს „ჯ---------------ესს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ჯ---------------ესმა“ აღიარა შპს „ე----–----ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 15 869.5 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია შპს „ე----–----ის“ მიერ შპს „ჯ---------------ესისათვის“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განისაზღვრა დავალიანების გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც შპს „ჯ---------------ესს“ დავალიანების პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 31 მარტს, ხოლო ბოლო გადახდა 2016 წლის 30 სექტემბერს.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

3.1.2. შპს „ჯ---------------ესის“ მიერ მასსა და შპს „ე----–----ს“ შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით (ვალის აღიარების შესახებ) გათვალისწინებული დავალიანების დაფარვის მიზნით, გადახდილ იქნა მხოლოდ - 2000 ლარი.

 

3.1.3. 2017 წლის 09 ოქ---------ს შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დასათაურებულია როგორც თავდებობის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, რომ თავდებად დაუდგეს შპს „ჯ---------------ესს“ ამ უკანასკნელის მიერ 2016 წლის 22 მარტს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, თავდები ნ---------–-----ე კისრულობს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე მასზედ, რომ პირადად დაფარავს შპს „ჯ---------------ესის“ დავალიანებას 13 597 ლარს, რომელიც გააჩნია შპს „ე----–----ის“

მიმართ.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს თავდებს გადახდის ვადის ვაგადაცილების შემთხვევაში პირგასატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა დავალიანების გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმად ნ---------–-----ეს დავალიანების პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 30 ოქ---------ს, ხოლო ბოლო გადახდა 2018 წლის 30 აპრილს.

 

3.1.4. ნ---------–-----ის მიერ არ შესრულებულა მასსა და შპს „ე----–----ს“ შორის 2017 წლის 09 ოქ---------ს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

3.1.5. 2017 წლის 20 დეკემბერს შპს „ე----–----მა“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ნ---------–-----ეს, რომლითაც აცნობა 09.10.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ და მოითხოვა დავალიანებისა და იმ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა 2 დღის ვადაში, თუმცა უშედეგოდ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „ე----–----ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 891-ე, 893-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს 2017 წლის 09 ოქ---------ს შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე - თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის - კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს - მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ პირს - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა. მოვალემ შეიძლება არც კი იცოდეს თავდებობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ ან არ დაეთანხმოს მას, თუმცა, ეს არ მოქმედებს თავდებობის ხელშეკრულების ძალმოსილებაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და სამართლებრივ საფუძველს თავისივე თავში ატარებს.

 

თავდებობა (თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება) წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი არსებობა და ფარგლები სრულად დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობასა და ფარგლებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. თავდებობის აქცესორულობა კანონის იმპერატიული პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ.

 

კანონი მკაცრად ადგენს თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს. თუ ეს წინაპირობები თავიდანვე არ არსებობს ან ისპობა შემდგომში, აღნიშნული ავტომატურად იწვევს თავდებობის ბათილობასაც (არარსებობას). ეს წინაპირობებია - გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა; უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობა (თავდებობის აქცესორულობა) და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მარტს შპს „ე----–----სა“ და შპს „ჯ---------------ესს“ შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ჯ---------------ესმა“ აღიარა შპს „ე----–----ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 15 869.5 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა დავალიანების გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც დავალიანების პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 31 მარტს, ხოლო ბოლო გადახდა 2016 წლის 30 სექტემბერს.

 

დადგენილია, ასევე, რომ 2017 წლის 09 ოქ---------ს შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება პირადად დაეფარა 2016 წლის 22 მარტის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჯ---------------ესის“ დავალიანება - 13 597 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა დავალიანების გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმად დავალიანების პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 30 ოქ---------ს, ხოლო ბოლო გადახდა 2018 წლის 30 აპრილს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადახდის ვადის ვაგადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

ამდენად, მართალია ნ---------–-----ემ იკისრა შპს „ჯ---------------ესის“ დავალიანების გადახდა, თუმცა როგორც აღნიშნული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, შპს „ე----–----ის“ მოთხოვნის უფლება ნ---------–-----ის მიმართ აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული 22.03.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჯ---------------ესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობასა და მის ფარგლებზე. 09.10.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის განმსაზღვრელი არ არის 22.03.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა. 09.10.2017წ. ხელშეკრულებით, ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრა, როგორც დავალიანების ოდენობა, ისე მისი გადახდის წესი. აქედან გამომდინარე, 09.10.2017წ. ხელშეკრულებას არ გააჩნია აქცესორული ხასიათი, რაც თავდებობის განსაზღვრისათვის კანონის იმპერატიულ პრინციპს წარმოადგენს. გარდა ამისა, 09.10.2017წ. ხელშეკრულებით არათუ განისაზღვრა თავდებობის კონკრეტული ფარგლები, რაც ასევე თავდებობის ნამდვილობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, არამედ დამატებით, ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად, შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო გადახდის ვადის ვაგადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის 2017 წლის 09 ოქ---------ს დადებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ არის დასათაურებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია მხოლოდ მისი შინაარსი და მხარეთა მიერ გამოხატული ნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. აღნიშნული დანაწესისგან განსხვავებულ რეგულაციას გვთავაზობს სსკ-ის 203-ე და 204-ე მუხლები. აღნიშნული ნორმები მოიცავს ვალის გადაკისრების ინსიტუტის მომწესრიგებელ დებულებებს, რაც გამოიხატება ახალი მოვალის მიერ ძველი მოვალის ჩანაცვლებაში ამ უკანასკნელის ვალდებულების აღების გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

 

ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება. ვალის გადაკისრებით ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თუმცა, ვალდებულების შინაარსი რჩება უცვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. ვალის გადაკისრების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა, ისე ახალი მოვალის მიზანი დაიცვას თავდაპირველი მოვალის ინტერესები კრედიტორის მოთხოვნებისგან. სსკ-ის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე.

 

ვალის გადაკისრების დროს მესამე პირის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკავება იმ მოცულობით ხდება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. თავდაპირველ მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. აპრიორს წარმოადგენს, რომ არ უნდა იცვლებოდეს ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ვალი ისეთივე მდგომარეობაში გადადის მესამე პირზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი მოვალის ხელში.

 

ვალის გადაკისრების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი გარიების დროს, მისი დადებულად მიჩნევისათვის აუცილებელია მხარეების მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, არსებითად კი მიიჩნევა ის პირობები, რაზედაც თავდაპირველი მოვალე და კრედიტორი იყვნენ შეთანხმებული, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მასში მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული გადაკისრებული ვალის ოდენობა, თუ რა ოდენობით აგებს პასუხს ახალი მოვალე კრედიტორის წინაშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 09 ოქ---------ს შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მისი სამართლებრივი ბუნებით, არ წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულებას. ამასთან, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასმართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულებას ვალის გადაკისრების შესახებ. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულია მოთხოვნის მფლობელს - შპს „ე----–----სა“

და ახალ მოვალეს - ნ---------–-----ეს შორის. ხელშეკრულებიდან ცალსახად და არაორაზროვნად დგინდება კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. აღნიშნული ხელშეკრულებით არ შეცვლილა კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ნ---------–-----ემ იმ მოცულობით იკისრა ვალდებულების გადახდა რა მოცულობითაც ეს შპს „ჯ---------------ესს“ ეკისრებოდა შპს „ე----–----ის“ მიმართ. კერძოდ, 09.10.2017წ. ხელშეკრულებით ნ---------–-----ემ იკისრა ვალდებულება დაეფარა 22.03.2016წ. ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარეს შპს „ჯ---------------ესის“ დარჩენილი დავალიანება - 13 597 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, როგორც 22.03.2016წ. ხელშეკრულებაში, ისე 09.10.2017წ. ხელშეკრულებაში, პირგასამტეხლოს ერთი და იგივე მოცულობა იქნა განსაზღვრული - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.2%-ის ოდენობით.

 

ამდენად, ვინაიდან დადგინდა, რომ შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის 2017 წლის 09 ოქ---------ს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებით თავდაპირველი მოვალის - შპს „ჯ---------------ესის“ ვალდებულება შეწყდა, რის გამოც კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის 2017 წლის 09 ოქ---------ს დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება. დადგენილია, ასევე რომ ნ---------–-----ეს არ შეუსრულებია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ არ არის გადახდილი გრაფიკით განსაზღვრული არც ერთი თვის გადასახდელი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე----–----ის“ სარჩელი ნ---------–-----ის მიმართ ძირითადი დავალიანების -13 597 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

09.10.2017წ. შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.2%-ის ოდენობით. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „ე----–----ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხე ნ---------–-----ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი - 24 474.6 ლარისა.

 

6.6. რაც შეეხება შპს „ე----–----ის“ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე შპს „ჯ---------------ესის“ მიმართ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ვინაიდან სასამართლომ შპს „ე----–----სა“ და ნ---------–-----ეს შორის 2017 წლის 09 ოქ---------ს დადებული ხელშეკრულება მიიჩნია არა თავდებობის, არამედ ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულებად, აღნიშნული ხელშეკრულებით თავდაპირველი მოვალის - შპს „ჯ---------------ესის“ ვალდებულება შეწყდა, რის გამოც კრედიტორს - შპს „ე----–----ს“ თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. რის გამოც, შპს „ჯ---------------ესის“ მიმართ შპს „ე----–----ის“ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. (დასაბუთება სრულად იხ. გადაწყვეტილების 6.2., 6.3. პუნქტებში)

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 1143 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ---------–-----ეს მოსარჩელე შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (16 597 ლარი) მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 497.91 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე----–----ის“ სარჩელი შპს „ჯ---------------ესისა“

და ნ---------–-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ნ---------–-----ეს შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 16 597 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 13 597 ლარი და პირგასამტეხლო - 3000 ლარი.

 

2. შპს „ე----–----ის“ სარჩელი შპს „ჯ---------------ესის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ნ---------–-----ეს შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 497.91 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/29709-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „ე----–----ი“

წარმომადგენელი: თ-------–-–---–ი

 

მოპასუხეები: შპს „ჯ---------------ეს“, ნ---------–-----ე

ნ---------–-----ის წარმომადგენელი: ნ-------------–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე----–----ის“ სარჩელი შპს „ჯ---------------ესისა“

და ნ---------–-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ნ---------–-----ეს შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 16 597 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 13 597 ლარი და პირგასამტეხლო - 3000 ლარი.

 

2. შპს „ე----–----ის“ სარჩელი შპს „ჯ---------------ესის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ნ---------–-----ეს შპს „ე----–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 497.91 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი