გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
030210919002955711
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210919002955711

N2/338-2019

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში

ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: შპს „მ-----”,წარმომადგენელი: გ---–- ა--–---,მოწინააღმდეგე მხარე: რ------ გ---------,მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 19 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა შპს „მ-----ს” წარმომადგენელმა გ---–- ა--–---მ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №FL25102017/0109 ხელშეკრულება. ლიზინგის საგანს წარმოადგენს ავტომობილი: მარკა NISSAN, მოდელი - MARCH, გამოშვების წელი 2003, ფერი ნარინჯისფერი 5/8, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი - D- 5-----, ძრავის მოცულობა 1240, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - A---------. შპს „მ-----მ” აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეიძინა 2670 ლარად და იმავე დღეს გადაეცა სარგებლობაში რ------ გ---------ს. ლიზინგის თანხა განისაზღვრა 2937 ლარის ოდენობით, თვეში 4,/85%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ოქტომბრამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 147,31 ლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5%-ის ოდენობით.

მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა და 2019 წლის 10 აპრილის მდგომარეობით ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ერიცხება დავალიანება 4386,26 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების რ------ გ---------- მფლობელობიდან ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

ასევე ითხოვს, მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შპს „მ-----ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (სადავო თანხის - 2670 ლარიდან).

შპს „მ-----ს” ,განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, შპს „მ-----ს”,სახელზე გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ტექ. პასპორტის ასლი, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის მფლობელობაში გადაცემის აქტი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მ-----ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შპს „მ-----ს”, განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

''სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოპასუხე რ------ გ---------ს შპს „მ-----ს”, სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს „მ-----ს”,მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპს „მ-----ს”, წარმომადგენლის გ---–- ა--–---- განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ლიზინგის საგნის გამცემს - შპს „მ-----ს” დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების რ------ გ---------- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა NISSAN, მოდელი - MARCH, გამოშვების წელი 2003, ფერი ნარინჯისფერი 5/8, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი - D- 5-----, ძრავის მოცულობა 1240, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - A---------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.

4. რ------ გ---------ს შპს „მ-----ს”, სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შპს „მ-----ს”, მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ.№3-ში) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე