გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/32521 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი
წარმომადგენელი ლი---–--------ი
მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი
წარმომადგენელი ნუ--- სე----–---–ი, ნა-- ცხ------–---–ი
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი მა-------–---------–---ი
დავის სა--ნი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გი-----ი გო---–---–ს არასრულწლოვანი შვილის, გა-- გო---–---–ის (დ----------–--------–-–----------------, პირადი N0----------) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ, თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში დროებით (ზამთრის არდადეგების პერიოდში ერთი კვირით, ზაფხულში ერთი თვით) გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში;
მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი და მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 0-----------–------ მათ თა--ცხოვრების პერიოდში 2010 წლის 1------------ შეეძინათ შვილი გა-- გო---–---–ი. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეთა ოჯახური თა--ცხოვრება შეწყდა და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თა--ცხოვრების განმავლობაში, მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი ნი--- შე----–-ა-გო---–---–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც არაერთხელ შესწრებია მათი არასრულწლოვანი შვილი. მხარეთა შორის ოჯახური თა--ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე ნახულობს არასრულწლოვან შვილს და მასთან ხშირად აქვს სატელეფონო კონტაქტი. მოსარჩელის და, ძმა და ძმისშვილები ცხოვრობენ საზღვარგარეთ და მოსარჩელეს სურს კონკრეტული პერიოდით ის და მისი არასრულწლოვანი შვილი გა-- გო---–---–ი ესტუმრონ მათ. მოსარჩელის ძმა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფება ეს------ში, ქალაქ მა-------ში, ხოლო მოსარჩელის და ცხოვრობს და მუშაობს სა---------ში, ქალაქ ათ--ში. არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს კონკრეტული დროით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს, საზღვარგარეთ, კერძოდ, ეს------ში, იტ--–--ში, თუ------სა და სა---------ში გამგზავრება, ბიძაშვილების მონახულება და უცხო ქვეყნების დათვალიერება, მათი კულტურის გაცნობა. მოპასუხე მხარე წინააღმდეგია და აძლევს საშუალებას მოსარჩელეს გაიყვანოს არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ი დროებით საზღვარგარეთ, რითაც არამართებულად ილახება არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესები.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ იგი მოითხოვს მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას არასრულწლოვანი ბავშვის, გა-- გო---–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში) დროებით გაყვანის ნაწილში. მოსარჩელის მითითებით, მას არასრულწლოვნის გაყვა-- სურს ზამთრის არდადეგების დროს არაუმეტეს ერთი კვირით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ერთი თვის ვადით.
(სარჩელი, 18.10.2018 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში. მოპასუხის მითითებით, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა. მომავალში, კონკრეტული ქვეყნის და ზუსტი ვადის მითითებით ბავშვის გაყვანის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოპასუხე მხარესთან შეთანხმების გზით მოსარჩელემ შეძლოს არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის დროებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვა--. მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ შესაძლებელია მოსარჩელემ საცხოვრებლად წაიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი, რითაც მოპასუხეს აღარ ექნება შესაძლებლობა მონაწილეობდეს შვილის აღზრდაში და ჰქონდეს მასთან რეგულარული პირადი ურთიერთობები.
(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვის უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, თა--ბარი პირობებით. ორივე მშობლის ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დაუბრკოლებლად მოხდეს მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება. ასევე, აუცილებელია, არამართლზომიერად არ შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. მოსარჩელე მხარემ დააზუსტა კონკრეტული ქვეყნები და პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მას სურს არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის საზღვარგარეთ გაყვა-- ახლობელი ადამიანების მონახულებისა და დასვენების მიზნით. ამავდროულად, გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვნის სურვილი, რომელმაც ნათლად და გარკვევით დააფიქსირა პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. არასრულწლოვან გა-- გო---–---–ს სურს თავისი ბიძაშვილების, ნათესავების მონახულება, უცხო ქვეყნის დათვალიერება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას პასპორტის აღებისა და სასწავლო პერიოდიდან თავისუფალ დროს (ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში) მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ქვეყნებში (ეს------ი, იტ--–--, თუ------ი და სა---------ი) არასრულწლოვანი ბავშვის დროებით გაყვანის ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.
(არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი და გი-----ი გო---–---–ი დაქორწინდნენ 2010 წლის 0------------–-- მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 1------------ შეეძინათ შვილი გა-- გო---–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N8---------- (ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N04--------- (ს.ფ. 17).
3.1.2. მხარეები 2018 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, გა-- გო---–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთან საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის მამა დასაქმებულია ე.წ. ,,ტაქსის“ მძღოლად, ხოლო დედა დიასახლისია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. მოსარჩელე მხარე დასაქმებული იყო კომპანია ,,ნა---ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. ამჟამად, ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი არ არის დასაქმებული. მან გაიარა მაკიაჟის შემსწავლელი კურსი და აპირებს ამ სფეროში დასაქმებას. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად ეხმარებიან მისი და-ძმა, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.4. სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის-------------ს სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ვა--------–---------------------------------------. აღნიშნული ბინა არის მოსარჩელის მშობლების, ლია შე----–-ას და ვაჟა შე----–-ას საკუთრება. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ბინაში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი ბინა უსაფრთხოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. არასრულწლოვან გა-- გო---–---–ს არ აღენიშნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბავშვი ირიცხება თბილისის N1-- საჯარო სკოლაში. ვიზიტის დროს არასრულწლოვანი გამოიყურებოდა მოწესრიგებულად. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის გადმოცემით, იგი თავად არ არის დასაქმებული. მას ფინანსურად მშობლები და და-ძმა ეხმარებიან. მოსარჩელის გადმოცემით, მისი და, ძმა და ძმისშვილები ცხოვრობენ საზღვარგარეთ და სამომავლოდ გეგმავს გა-- გო---–---–თან ერთად ცოტა ხნით ესტუმროს ძმას და ასევე, დასაც. მოპასუხე მხარე კი არ აძლევს სავალდებულო თანხმობას იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა დაუბრკოლებლად მიიღოს პასპორტი და გადალახოს საქართველოს საზღვარი. სოციალური მუშაკი ასევე გაესაუბრა გა-- გო---–---–ს. არასრულწლოვანი დასმულ კითხვებს პასუხობდა მორიდებულად, თუმცა გა--ცხადა, რომ მამასთან აქვს კარგი ურთიერთობა, ნახულობს და ტელეფონზეც ესაუბრება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის-------------ს სერვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 62);
3.1.5. მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი დასთან შო----ა გო---–---–თან, სიძესთან ირა--–--–---–-----თან და არასრულწლოვან დისშვილებთან, დ--- და დ----- წ---–----------- ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ვა------------------------------------------ აღნიშნული ბინა გი-----ი გო---–---–ის დის ოჯახს აქვს ნაქირავები. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გი-----ი გო---–---–ის გადმოცემით, იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დროებით და სამომავლოდ გეგმავს საცხოვრებლად მარტო გადასვლას. მისი ინფორმაციით, იგი მუშაობს სალარო აპარატების კომპანიაში შპს ,,ლ-------------------–-“ და მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 400 ლარია. მოპასუხის გადმოცემით, თა--ცხოვრების განმავლობაში მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ნი--- შე----–-ა-გო---–---–ისათვის არასდროს მიუყენებია; მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ამისათვის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან მისი მითითებით, მოცემულ ეტაპზე არ დგას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა. მოპასუხეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნი--- შე----–-ა-გო---–---–ს არასრულწლოვანი შვილის გაყვა-- სურს საცხოვრებლად, რითაც იგი ხანგრძლივად ჩამოაშორებს ბავშვს ბიოლოგიურ მამას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის-------------ს სერვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 62);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით მხარეებს, ნი--- შე----–-ა-გო---–---–ს და გი-----ი გო---–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება ალიმენტის გადახდის დაკისრებისა და არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოპასუხე გი-----ი გო---–---–მა იკისრა ვალდებულება არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 2018 წლის 07 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. ამავე განჩინებით, გი-----ი გო---–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 140-143);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის ძმა, თავის ოჯახითან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ეს------ში, ქალაქ მა-------ში. მოსარჩელის ძმისშვილები სწავლობენ ქალაქ მა-------ში. ასევე, მოსარჩელის და რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს სა---------ში. მოსარჩელე მხარეს ნათესავები ჰყავს თუ------შიც. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი არ აპირებს საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებას, ვინაიდან იგი ვერ დატოვებს თავის მშობლებს საქართველოში. მისი მიზანია მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყა--ში გამგზავრება, თავისი დედმამიშვილების მონახულება და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);
3.2.2. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვა-- მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვა--ს. მოცემული დავის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი მოითხოვს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის გა-- გო---–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში) დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას. მოსარჩელის მითითებით, მას სურს ზაფხულის პერიოდში ერთი თვის ვადით, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს ერთი კვირით ჰქონდეს ბავშვის საზღვარგარეთ (ზემოთ მითითებულ ქვეყნებში) გაყვანის უფლება. არასრულწლოვანი გა-- გო---–---–მა დამაჯერებლად, ადეკვატურად დააფიქსირა თავისი პოზიცია. მას სურს საზღვარგარეთ დროებით წასვლა, ნათესავების მონახულება და სხვა ქვეყნების დათვალიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყნებში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელიშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
_მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, გარემოებები, რომელიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინა--ნი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინა--ნ რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-12-ე, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–მა მოითხოვა მოპასუხე გი-----ი გო---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, გა-- გო---–---–ის (დ----------–-------–-–-- 1------------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში) დროებით გაყვანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თა--ხმად, შვილების მიმართ მშობლებს თა--ბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თა--ბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთა--ც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თა--ხმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისა--ნ დამოუკიდებლად.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. დადგენილია, რომ მხარეები, ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი და გი-----ი გო---–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მხარეები 2018 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, გა-- გო---–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთან საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის მამა დასაქმებულია ე.წ. ,,ტაქსის“ მძღოლად, ხოლო დედა დიასახლისია. თავად მოსარჩელე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. მოსარჩელე მხარე დასაქმებული იყო კომპანია ,,ნა---ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. მან გაიარა მაკიაჟის შემსწავლელი კურსი და აპირებს ამ სფეროში დასაქმებას. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად ეხმარებიან მისი და-ძმა, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ვა--------–---------------------------------------. აღნიშნული ბინა არის მოსარჩელის მშობლების, ლია შე----–-ას და ვაჟა შე----–-ას საკუთრება. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ბინაში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვი ირიცხება თბილისის N1-- საჯარო სკოლაში. ვიზიტის დროს არასრულწლოვანი გამოიყურებოდა მოწესრიგებულად. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავის საცხოვრებელ ადგილას შექმნილი აქვს ბავშვის აღზრდისათვის ნორმალური საცხოვრებელი და სოციალური გარემო-პირობები. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იზრდება უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.
სოციალური სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა მოპასუხე გი-----ი გო---–---–ის საცხოვრებელი გარემო-პირობები. მოპასუხე გი-----ი გო---–---–ი დასთან შო----ა გო---–---–თან, სიძესთან ირა--–--–---–-----თან და არასრულწლოვან დისშვილებთან, დ--- და დ----- წ---–----------- ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ვა------------------------------------------ აღნიშნული ბინა გი-----ი გო---–---–ის დის ოჯახს აქვს ნაქირავები. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გი-----ი გო---–---–ის გადმოცემით, იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დროებით და სამომავლოდ გეგმავს საცხოვრებლად მარტო გადასვლას. მოპასუხის გადმოცემით, თა--ცხოვრების განმავლობაში მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ნი--- შე----–-ა-გო---–---–ისათვის არასდროს მიუყენებია. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ამისათვის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან მისი მითითებით, მოცემულ ეტაპზე არ დგას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა. მოპასუხეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნი--- შე----–-ა-გო---–---–ს არასრულწლოვანი შვილის გაყვა-- სურს საცხოვრებლად, რითაც იგი ხანგრძლივად ჩამოაშორებს ბავშვს ბიოლოგიურ მამას.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თა--ხმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკა--სკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგი---ს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარია--დ აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთა--ვე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
,,ბავშვის უფლებების კონვენციის“ მე-12 მუხლის თა--ხმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათა--დო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმი---ნ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
მოცემულ საქმეზე, არასრულწლოვან გა-- გო---–---–თან 2019 წლის 28 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოხდა გასაუბრება. სასამართლომ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვან გა-- გო---–---–თან გასაუბრება, მხარეთა დასწრების გარეშე, მხოლოდ სოციალური ორგანოს წარმომადგენლის (როგორც ბავშვის ინტერესების წარმომადგენელი, სსსკ-ის 1200-ე მუხლი) თანდასწრებით. სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებით, გა-- გო---–---–თან გასაუბრების ჩა--წერი გასაიდუმლოვდა და დადგინდა მისი ხელმისაწვდომობა მხოლოდ სასამართლოსთვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისათვის (პირის სრულწლოვანებამდე). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არასრულწლოვანი ბავშვთან გასაუბრების დეტალებს არ აღნიშნავს, თუმცა, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმაც განმარტა სასამართლოს სხდომაზე და მხარეთათვისაც ცნობილია, რომ არასრულწლოვანი დამაჯერებლად, ნათლად აფიქსირებს თავის სურვილს, კერძოდ, მას ჰყავს ნათესავები სა---------ში, ეს------ში, ასევე თუ------ში და სურს მათ სა--ხავად წასვლა და უცხო ქვეყნის დათვალიერება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფ ბიძასთან, ბიძაშვილებთან და დეიდასთან აქვს მუდმივი კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით.
არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით მხარეებს, ნი--- შე----–-ა-გო---–---–ს და გი-----ი გო---–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება ალიმენტის გადახდის დაკისრებისა და არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოპასუხე გი-----ი გო---–---–მა იკისრა ვალდებულება არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 2018 წლის 07 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. ამავე განჩინებით, გი-----ი გო---–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი. მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იმაზე მითითებით, რომ არ იკვეთება კონკრეტული საჭიროება და აუცილებლობა არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე.
მშობლებს აქვთ თა--ბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვა-- მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვა--ს. ამასთან, არსებობს იმის სამართლებრივი გარანტია, მოსარჩელე მხარის ვალდებულება, რომ კონკრეტულ პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი. მოცემული დავის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ი მოითხოვს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის გა-- გო---–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში) დროებით (ზაფხულის პერიოდში ერთი თვით, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს - ერთი კვირით) გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას. არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ი დამაჯერებლად და ნათლად აფიქსირებს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მას სურს საზღვარგარეთ დროებით წასვლა, ნათესავების მონახულება და სხვა ქვეყნების დათვალიერება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას და ბავშვის საზღვარგარეთ დატოვების ვარაუდის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. თავად მოსარჩელე მხარე იგი არ აპირებს საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებას, ვინაიდან იგი ვერ დატოვებს თავის მშობლებს საქართველოში. მისი მიზანია მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყა--ში გამგზავრება, თავისი დედმამიშვილების მონახულება და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება. ამასთან, მოსარჩელე საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს იმ დროის შუალედით, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვან ბავშვს სასწავლო პროცესში. მოცემულ საქმეზე, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყნებში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა. ამდენად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალისაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია მისთვის გა--თლების უწყვეტობის და სწორად აღზრდა-განვითარების პირობების უზრუნველყოფა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პერიოდი უნდა განისაზღვროს სწავლისა--ნ თავისუფალ დროს, ზამთრის და ზაფხულის არდადეგების განმავლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის სა--ნთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თა--მედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისა--ნ განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისა--ნ თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისა--ნ. მოპასუხე გი-----ი გო---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
გი-----ი გო---–---–ს (პირადი N1----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის გა-- გო---–---–ის (დ----------–-------–-–-- 1------------; პირადი N0----------) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში, კერძოდ არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ი გაყვანილ იქნეს თუ------ში, იტ--–--ში, ეს------ში და სა---------ში - ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ზაფხულში ერთი თვით, ზამთარში ერთი კვირით. ნი--- შე----–-ა-გო---–---–ის მიერ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არასრულწლოვანი გა-- გო---–---–ის გაყვა-- არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით (საქმე 2---------) დადგენილ ურთიერთობის წესს;
2. დაეკისროთ გი-----ი გო---–---–ს (პირადი N1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე