განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/08-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----მ მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- გ-----იძე.
მამის სახელი: გ---–-.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ტ----------.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
მცხოვრები: ხ----------------------–-----------ი.
ადვოკატი - მა------ ა----------ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (რ----- გ-----იძე):
- ჯამრთელბის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ----- გ-----იძემ 2019 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხ----------------------–-----------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ----- ც-------ეზე. კერძოდ, მან ღუმელზე დადგმულ ჩაიდანს განზრახ ჰკრა ხელი და ადუღებული წყალი შეასხა ღუმელთან მჯდომ მეუღლეს. აღნიშნულის შედეგად ნ----- ც-------ემ მიიღო მეორე ხარისხის დამწვრობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ----- გ-----იძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკთხნენ მოწმეები ს-----–---------–------, ა--------------------–-–------------. გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, შეტყობინება. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებული) ნ----- ც-------ემ, ლ---- გ-----იძემ და გ-------– გ-----იძემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - რ----- გ-----იძის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----- გ-----იძემ განმარტა, რომ ჩაიდანს ხელი შემთხვევით მიარტყა და ზიანის მიყენება არავისთვის სურდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხონის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა ლ-–------------მ განაცხადა, რომ ამ საქმეზე მან დააკავა რ. გ-----იძე და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---- გ-----იძემ განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე, გამომძიებელ ს-----–-ნა ტ---–----ნთნ ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გ-------– გ-----იძემ მიუთითა ადგილი სადაც იყო დანა და ღუმელი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ გამომძიებელმა ს-----–-ნა ტ---–----ნმა განაცხადა, რომ არის ამ საქმის გამომძიებელი და ყველა საგამოძიებო მოქმედება გარდა ბრალდებულის დაკავებისა, ჩაატარა თვითონ. რ. გ-----იძის დაკავება კი მოხდა ნ. ც-------ის განმარტების საფუძველზე, რომ რ. გ-----იძემ მას გადაასხა მდუღარე წყალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს დანა, რომლითაც ნ. ც-------ის განმარტებით, რ.გ-----იძე ცდილობდა მიეყენებინა თვითდაზიანება.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 იანვრის N000380419 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 04.01.2019წ-ს 17:20 – 17:35 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ----- ც-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები მეორე ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით . დაზიანებები განვითარებულნი ა----ნ რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს . (ს.ფ. 1-–16).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის N000916919 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით რ----- გ-----იძის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ნ----- ც-------ის ტანჯვას. (ს.ფ. 96–101).
2.10. 2019 წლის 04 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დათვალიერების დაწყებამდე ნ----- ც-------ემ თანხმობა განაცხადა მისი საკუთრებაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ----------------------–-----------ში და წარმოადგენს ნ----- ც-------ის და მისი ოჯახის საცხოვრებელს, სახლი არის კაპიტალურად ნაშენი. შენობაში შევდივართ ხის ორ საფეხურიანი კიბით. შენობას აქვს ღია აივანი და ერთმანეთის გვერდით განთავსებულია სამი ოთახი ხის შესასველი კიბეებით. ნ----- ც-------ის მითითითებით შევდივართ შესასვლელი კიბის პირდაპირ მდებარე რიგით მეორე ოთახში, სადაც დასავლეთით (მარცხენა) მხარეს კედელთან დგას ორი საწოლი და ერთი დივანი, აღმოსავლეთ მხარეს (მარჯვნივ) კედელთან დგას სამზარეულოს კარადა, ხის მაგიდა სამი სკამით, მაგიდაზე დევს ტელევიზორი, ალაგია წყლის დოქი და ჭიქა, სამხრეთ დასავლეთით კედელთან დგას ორი ხის სავარძელი, სავარძლების შორის კი დგას შეშის ღუმელი, რომელზედაც დგას ჩაიდანი, ხოლო ღუმელის ქვეშ ალაგია შეშის ნაჭრები. ოთახში იატაკი არის ხის, რომელიც ალაგ ალაგ დაზიანებულია. ნ----- ც-------ემ მიუთითა ხის მაგიდასთან იატაკზე ადგილი სადაც ჩააგდო დანა, რომელიც მის მეუღლეს წაართვა. აღნიშნულ ადგილზე ხის იატაკი ჩატეხილია და აქვს 10 სმ სიგრძის ნაპრალი. დანის ამოღების მიზნით დათვალიერებული იქნა სარდაფი, რომელიც წარმოადგენს მიწურს, სადაც ნ----- ც-------ის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილი იქნა დანის პირი, რომლის სიგრძეა 15 სმ. რომელზეც შერჩენილია 4სმ. სიგრძის მოწითალო ფერის პლასმასის ტარის ნაწილი, იქვე 10სმ. მოშორებით აღმოჩენილი იქნა ლურჯი და თეთრი ფერის პლასმასის მასალის დანის ტარის მეორე ნაწილი რომელზეც აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების კვალი გატეხილია აღნიშნული დანა და დანის ტარი ამოღებული იქნა მოთავსდა პაკეტში და დაილუქა ლუქის ბეჭდით 33/8. დათვალიერების დროს ნ----- ც-------ემ ასევე მიუთითა ადგილი სამზარეულოს კართან როდესაც მის მეუღლეს წაართვა დანა და შეშის ღუმელთან ადგილი სადაც სავარძელში იჯდა იმ დროს როცა მისმა მეუღლემ განზრახ გადაასახა შეშის ღუმელზე შემოდგმული ჩაიდნიდან ადუღებული წყალი ქვედა კიდურზე. აღნიშნული ადგილი მდებარეობს შეშის ღუმელის გვერდით, სადაც დგას ორი სავარძელი. დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა კვალი ან მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 02–35).
2.11. 2019 წლის 06 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ნ----- ც-------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 04 იანვარს მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2019 წლის 03 იანვარს მისი მეუღლე რ----- გ-----იძე იყო მთვრალი 04 იანვარს გვიან ღამით მთვრალმა მოულოდნელად სამზარეულოს კარადის უჯრიდან აიღო სამზარეულოს დანა და აპირებდა თავის დაზიანებას, მაგრამ შვილების დახმარებით წაართვა დანა, რომელიც წართმევის დროს გადატყდა ტარი და ჩააგდო იქვე სამზარეულოს მაგიდასთან იატაკის ქვეშ. დილით როცა ადგა მისი მეუღლე ისევ ნასვამი იყო და დაუწყო კამათი. დასახელებულ დღეს 10 საათი იქნებოდა როცა მისმა მეუღლემ მოულოდნელად აიღო შეშის ღუმელზე დადგმული ჩაიდანი, რომელშიც წყალი დუღდა და ადუღებული წყალი განზრახ გადაასხა ფეხებზე რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ჩვენების დადასტურების შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ნ----- ც-------ის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც მივიდნენ ხონის რაიონული სამმართველოს სამსახურეობრივი ავტომანქანით. ნ----- ც-------ემ საცხოვრებელ სახლში მიუთითა ადგილი სადაც მისმა მეუღლემ სამზარეულოს უჯრიდან აიღო დანა, ასევე მიუთითა ადგილი სამზარეულოს მაგიდასთან სადაც ჩააგდო დანა, რომელიც შვილების დახმარებით წაართვა მის მეუღლეს. ამის შემდგე ნ----- ც-------ემ მიუთითა შეშის ღუმელზე, რომელზეც იდგა ჩაიდანი ადუღებული წყლით და შეშის ღუმლის მარცხენა მხარეს ხის სავარძელზე, რომელშიც იჯდა იმ დროს როცა მისმა მეუღლემ განზრახ გადაასხა ჩაიდნიდან ადუღებული წყალი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა ფოტოგადაღება, რითაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
(ს.ფ. 36–46).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რ----- გ-----იძის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3.5. რ----- გ-----იძეს ბრალი დაედო მასში, რომ „...ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ----- ც-------ეზე. კერძოდ, მან ღუმელზე დადგმულ ჩაიდანს განზრახ ჰკრა ხელი და ადუღებული წყალი შეასხა ღუმელთან მჯდომ მეუღლეს. აღნიშნულის შედეგად ნ----- ც-------ემ მიიღო მეორე ხარისხის დამწვრობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ...“ .
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს განზრახვა, ე.ი. დამნაშავეს უნდა სურდეს ზიანის მიყენება ან სულ მცირე, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.1-. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ----- ც-------ემ, მოწმეებმა ლ---- გ-----იძემ და გ-------– გ-----იძემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - რ----- გ-----იძის მიმართ.
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.17. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რ. გ-----იძის მიერ ნ. ც-------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
3.18. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.23. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- გ-----იძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რ----- გ-----იძის ბრალეულობაში, კერძოდ მასში, რომ რ. გ-----იძემ განზრახ გადაასხა მდუღარე წყალი ნ. ც-------ეს.
3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რ----- გ-----იძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- გ-----იძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ----- გ-----იძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
რ----- გ-----იძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულება გატეხილი დანას პირი და ტარი, რაც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრინდეს დაზარალებულს.
განემარტოს გამართლებულ რ----- გ-----იძეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი