განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
200100116001208515
დავის ტიპი
19 - 109 3 ე , 19 - 109 3 ა , 237 1 , 108
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100116001208515

№ 1/01-16

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

22 აპრილი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------------–---–ი

ბრალდებული: შ----- ვ----–---ი

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ი------------–ო

მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ი------------–ო

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი ან მეტი პირის მიმართ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით.

 

თარჯიმანი: ვ-----–-------------ი

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2013 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნ-–------ში მცხოვრებმა მ----- გ-----------მა თავისი კუთვნილი 36 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 24000 ლარად მიჰყიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში მცხოვრებ შ----- ვ----–---ს, რომელმაც საქონლის ღირებულების ნაწილი გადაუხადა, ხოლო 14000 ლარი დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი. შეთანხმების თანახმად, შ----- ვ----–---ს საქონლის ღირებულება მ----- გ-----------ისთვის უნდა მიეცა საქონლის წაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ. მიუხედავად შეთანხმებისა, შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ს საქონლის წაყვანის შემდეგ არ გადაუხადა ვალი. კუთვნილი ფულის მისაღებად მ----- გ-----------ი პერიოდულად აკითხავდა შ----- ვ----–---ს და სთხოვდა ვალის გადახდას. უკანასკნელი შეხვედრის დროს შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ს უთხრა, რომ ვალის გადახდას არ აპირებდა და თუ კიდევ მიაკითხავდა მას, მოკლავდა.

2. 2015 წლის 19 ნოემბერს მ----- გ-----------მა სიძეებს, თავისი შვილების მეუღლეებს - ნ------- ფ------–-–---–სა და კ------------- ს------ს სთხოვა, რომ გაყოლოდნენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში, რათა ენახათ შ----- ვ----–---ი. 2015 წლის 20 ნოემბერს მ----- გ-----------ი, კ------------- ს------თან და ნ------- ფ------–-–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით B------, მივიდა შ----- ვ----–---ის სახლთან სოფელ ლ-----–--ში. მ----- გ-----------ს თავდაცვის მიზნით თან ჰქონდა თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი - „МАКАRОВ“ „ПМ“ მოდელის N P------- პისტოლეტი, მჭიდში მოთავსებული ხუთი საბრძოლო ვაზნით. სახლთან მისვლის შედეგ მათ დაუძახეს შ----- ვ----–---ს. შ----- ვ----–---ი დაძახების ხმაზე გავიდა ეზოდან გზაზე. მათ დაიწყეს საუბარი, რა დროსაც მ----- გ-----------მა კვლავ მოსთხოვა ვალი შ----- ვ----–---ს, რაზედაც ამ უკანასკნელმა ვალის გადახდაზე განუცხდა უარი. შ----- ვ----–---ი განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით და განიზრახა მ----- გ-----------ის, კ------------- ს------ისა და ნ------- ფ------–-–---–ის მოკვლა. ამ მიზნით, ჯიბიდან ამოიღო დანა, გახსნა და დაიწყო მ----- გ-----------ის მიმართულებით ქნევა. დანის დანახვაზე მ----- გ-----------მა ამოღო თავისი კუთვნილი პისტოლეტი, ხოლო კ------------- ს------ი და ნ------- ფ------–-–---–ი მივარდნენ შ----- ვ----–---ს და კ------------- ს------მა მოახერხა შ----- ვ----–---ისთვის დანის წართმევა. ხსენებული ფაქტის მიმდინარეობისას შ----- ვ----–---მა დაიწყო ყვირილი და საშველად უხმო თავისი ოჯახის წევრებს. შ----- ვ----–---ის ყვირილზე სახლიდან გზაზე გავიდნენ შ----- ვ----–---ის შვილი - რ------– ვ----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი. რ------– ვ----–---მა თავის ხელთ არსებული რაღაც საგანი მ----- გ-----------ს ჯერ მარჯვენა ხელში ჩაარტყა და ხელიდან დააგდებინა პისტოლეტი, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა და დააკარგინა გონება. გონების დაკარგვის შედეგად მ----- გ-----------ი დაეცა ძირს. შ----- ვ----–---მა ისარგებლა ამ მომენტით და მიწიდან აიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი „MAKAROV PM“ მოდელის პისტოლეტი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მან პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ ესროლა და მუცლისა და ფეხის არეში დაჭრა ჯერ მ----- გ-----------ი, შემდეგ ორჯერ ესროლა და კისრისა და მუცლის არეში დაჭრა ნ------- ფ------–-–---–ი. ყოველივე დაინახა რა კ------------- ს------მა შიშისა და დაბნეულობისგან დაეცა ძირს. ამ დროს მასთან მივიდა შ----- ვ----–---ი და ხელთარსებული პისტოლეტიდან ჯერ ესროლა გულმკერდის მიმართულებით, რომელიც ააცდინა, ხოლო შემდეგ კი პისტოლეტის ლულა დაადო შუბლზე და გამოკრა სასხლეტს, მაგრამ, ვინაიდან, იარაღში ვაზნები აღარ იყო იარაღიდან გასროლა აღარ მოხდა. ყოველივე ამით ისარგებლა კ------------- ს------მა, წამოდგა ფეხზე და გაიქცა იქიდან. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ------- ფ------–-–---–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ----- გ-----------ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩენილი იქნა მისი სიცოცხლე. შ----- ვ----–---ი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული იყო რა მ----- გ-----------ის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღს - „МАКАRОВ“ „ПМ“ მოდელის N P------- პისტოლეტს, მიისაკუთრა იგი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა შ----- ვ----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ის იცნობდა მ----- გ-----------ს, რომლისგანაც მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინა. მან მ-----ს საქონლის საფასური ნაწილი გადაუხადა, ხოლო ნაწილი ერთ თვეში უნდა გადაეხადა, მაგრამ დაუგვიანდა გადახდა. 2015 წლის 20 ნოემბერს ის იმყოფებოდა სახლში და ეძინა. მისი სახლის ეზოში შევიდნენ და სახლს გვერდიდან ამოეფარენ მ----- გ-----------ი, კ------------- ს------ი და ნ------- ფ------–-–---–ი. მისთვის არავის არ დაუძახია. ტუალეტში გავიდა და როდესაც სახლის გვერდზე ჩაიარა ერთ-ერთმა ყელში მოუჭირა, მ-----მა იარაღი მიაბჯინა ყელზე, ხოლო მესამე პირმა, რომელსაც დანა ეჭირა ხელი ამოუტრიალა. იგი სახლიდან გაიყვანეს მანქანასთან. მან კითხა რატომ იქცეოდნენ ასე. უპასუხეს, რომ ფულს როცა გადაიხდიდა, გაუშვებდნენ. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ცდილობნენ მის მანქანაში ჩასმას. რა დროსაც თავის შვილს, რ------–ს დაუძახა საშველად. იგი ერთი ხელით პისტოლეტს უჭერდა მ-----ის, პისტოლეტმა ორჯერ გაისროლა, მაგრამ აცდა მას, ამ ვითარებაში ის წაიქცა. წაქცევისთანავე ისევ რამდენიმე გასროლა იყო. ამ დროში მისი მეუღლე და შვილიც მივიდნენ. მისმა შვილმა იკითხა მამამისს რას უშვებოდნენ და იმას თავში ჩაარტყეს მაკაროვის კონდახი. მან მოახერხა და ხელი სტაცა იარაღს, რომ შვილი მაინც არ მოეკლათ მისთვის. მან ფეხით დაარტყა პისტოლეტიან კაცს სახის არეში. დარტყმის შედეგად პისტოლეტით შეიარაღებული პირი უკან გადავარდა და იარაღი მას შერჩა ხელში. იგი მოტრიალდა და დაინახა, რომ ორი პირი მას ისევ თავს ესხმოდა. თავდაცვის მიზნით მან პისტოლეტიდან ფეხებში ესროლა თავდამსხმელებს, რომლებიც გაიქცნენ. ის მივიდა მესამე პირთან, უნდა ეკითხა რა უნდოდათ მისგან, მაგრამ ნახა, რომ მას თავიდან სისხლი მოსდიოდა და გარდაცვლილი იყო. შვილს პოლიციის ნომერი უთხრა და მისმა შვილმა დარეკა პოლიციაში. მან ცოლ-შვილი სახლში შეიყვანა და გამობრუნდა. ეშინოდა ის პირები უკან არ მობრუნებულიყვნენ. რადგან ყველას ეგონა, რომ მან მოკლა ეს პირი, შეეშინდა, არ დაეწიოკებინათ მისი ოჯახი, არ დაეხოცათ და იმალებოდა. ბოლოს კი თვითონ ჩაბარდა პოლიციას. მან შემთხვევის ადგილიდან თან წაიღო იარაღი, რომელიც იორზე გადასვლის დროს დაკარგა.

4. მანვე განმარტა, რომ ფ------–-–---–ისთვის თვითონ არ უსვრია, მისი მიმართულებით არც კი გაუსროლია. ფიქრობს მ-----მა რომ გაისროლა, ფ------–-–---–ს ტყვია მაშინ მოხვდა, მაგრამ ეს მომენტი არ უნახავს.

5. მოწმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ------- ფ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ნ------- ფ------–-–---–ი მისი ქმარი იყო. მ----- გ-----------ი მამამისი, ხოლო კ------------- ს------ი მისი დის ქმარი. როგორც იცის შ----- ვ----–---ს მამამისის ვალი ჰქონდა. 2015 წლის 20 ნოემბერს, მამამისი მისი მეუღლე და სიძე, მისი მეუღლის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით წავიდნენ შ----- ვ----–---თან. მან მამისგან და სიძისგან იცის, რომ ჩხუბის დროს მის მეუღლეს შ----- ვ----–---მა ესროლა მისი მამის ცეცხლსასროლი იარაღიდან. იგი ითხოვს შ----- ვ----–---ის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.

6. მოწმის, დაზარალებულ კ------------- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს, სიმამრთან მ----- გ-----------თან და ქვისლთან ნ------- ფ------–-–---–თან ერთად, ნ------- ფ------–-–---–ის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით წავიდნენ სოფელ ლ-----–--ში მცხოვრებ შ----- ვ----–---თან, ვალის დაბრუნების თაობაზე უნდა დალაპარაკებოდნენ. შ----- ვ----–---ს ჰქონდა მისი სიმამრის ვალი. შ----- ვ----–---ის სახლში როდესაც მივიდნენ, მისმა სიმამრმა შ.ვ----–---ს ჰკითხა როდის დაუბრუნებდა ვალს, რაზეც შ----- ვ----–---მა უპასუხა, რომ მისი ვალი არ ქონდა და ვალი მისთვის ი-–-------–------ს უნდა დაებრუნებინა. მისმა სიმამრმა შესთავაზა პოლიციაში წასვლა და ამის თაობაზე ხელწერილის დაწერა, რაზეც უარი მიიღო. ამის მერე შ----- ვ----–---მა სცადა ეზოში შესვლა, მაგრამ მისმა სიმამრმა არ მისცა შესვლის საშუალება. ამ დროს შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო და მოუქნია მის სიმამრს. მისმა სიმამრმა იარაღი ამოიღო გადატენა და უთხრა, თუ არ დააგდებდა დანას, ესროდა. ამ დროს მან და მისმა ქვისლმა შ----- ვ----–---ს ხელი ამოუტრიალეს და დანა წაართვეს. შ----- ვ----–---ი თავი ენაზე ყვიროდა. მის ყვირილზე შ-----ის შვილი და უცხო კაცი მოვიდნენ, შ-----ის შვილმა მის სიმამრს ქვა ჩაარტყა, მისი სიმამრი წაიქცა და იარაღი დაუვარდა. მეორე კაცმა იგი წააქცია და წიხლებს ურტყამდა. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგო. დაინახა, რომ მის ქვისლს, რომელიც მანქანისკენ გარბოდა მოხვდა ტყვია. შ----- ვ----–---მა მეორეჯერაც ესროლა და მისი ქვისლი წაიქცა. მერე დაინახა, რომ მისი სიმამრი გარბოდა, შ----- ვ----–---მა ორჯერ ესროლა და მისი სიმამრიც წაიქცა. მის სიმამრს ფეხში და მუცელში ქონდა ჭრილობები. როდესაც მისი სიმამრი წაიქცა, შ----- ვ----–---მა მას ესროლა, შ----- ვ----–---ი დაახლოებით 4 მერტის მანძილზე იყო მოისგან. შ----- ვ----–---ი ფეხზე იდგა, ხოლო თვითონ წაქცეული იყო. შ----- ვ----–---მა ერთხელ დამიზნებით ესროლა, მაგრამ არ მოხვდა ტყვია. შემდეგ ორი ნაბიჯით მივიდა მასთან და თავში დაუმიზნა იარაღი და მხოლოდ ჩხაკუნის ხმა იყო, იარაღი არ გავარდა. შ----- ვ----–---მა მის შვილს დაუწყო საუბარი. ამ დროს იგი წამოდგა და მისი ქვისლისკენ წავიდა, თავი ააწევინა და დაინახა, რომ სისხლიანი იყო, ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. შემდეგ სიმამრისკენ წავიდა და წამოაყენა და გზისკენ წაიყვანა, ბოლოს ტაქსში ჩასხდნენ და პოლიციაში მივიდნენ. პოლიციაში მისვლისას შ----- ვ----–---ის დანა ჯიბეში ჰქონდა და პოლიციას ჩააბარა, რაზეც შედგა ოქმი და ოქმზე მოაწერეს ხელი. მან პოლიციას ასევე ჩააბარა სისხლიანი შარვალი. მისგან სისხლის ნიმუშიც აიღეს.

7. მანვე განმარტა, რომ მისი ქვისლი ნ------- ფ------–-–---–ი გარდაიცვალა. მისი სიმამრი დაიჭრა. მას დაზიანება არ მიუღია. მხოლოდ ნაცემი იყო.

8. მოწმის, დაზარალებულ მ----- გ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–---ს შორიდან იცნობს. შ----- ვ----–---ი და ი-–-------–------ი საქონელს ყიდულობდნენ. 2015 წელს 36 სული საქონელი შ----- ვ----–---მა მისგან იყიდა, 24 000 ლარად. თანხის ნაწილი - 10000 ლარი გადაუხადეს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას, ერთ კვირაში შეპირდნენ. მათ პირადობის მოწმობები დაუტოვეს. ერთი კვირის შემდეგ უთხრეს, რომ ვერ გაყიდეს საქონელი და სთხოვეს თანხის დაკლება. მან დაუკლო, თუმცა არც ერთი და არც ორი კვირის შემდეგ თანხა არ გადაუხდიათ. შ----- ვ----–---ს ურეკავდა, აკითხავდა სახლში, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციასაც მიმართა. პოლიციასთან ერთადაც მივიდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

9. შ----- ვ----–---ი მას იარაღის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა. ვინაიდან შ.ვ----–---ი მოკვლით ემუქრებოდა, მან იარაღი წაიღო და სიძეებთან ერთად პარასკევ დღეს მივიდა შ.ვ----–---თან. ვ----–---ს ჰკითხა, რატომ არ აძლევდა ვალს, რაზეც ვ----–---მა უპასუხა, რომ მას არ ქონდა ვალი. მაშინ სთხოვა პოლიციაში წაყოლოდა და ხელწერილი დაეწერა, რომ სხვას ქონდა მისი ვალი. შ----- ვ----–---ი ეზოში შებრუნებას აპირებდა და იგი კარებთან დაუდგა არ მისცა შეცვლის საშუალება, ამოიღო ტელეფონი და უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა. ამ დროს შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო. მისმა სიძეებმა ეს დაინახეს და დანის წასართმევად შ.ვ----–---ს ხელი დაუჭირეს. მას შეეშინდა, რომ ვ----–---ს დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის და ამოიღო იარაღი, იარაღში ხუთი ტყვია ჰქონდა. მან ვ----–---ს უთხრა, დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის, თორემ ესროდა. ვ----–---მა ყვირილი დაიწყო, ყვირილზე სახლიდან ხალხი გამოვიდა და მას ვ----–---ის ბიჭმა დაარტყა და წააქცია. ამ დროს იარაღი დაუვარდა. მისი იარაღი ვ----–---მა აიღო და წაქცეულს ორჯერ ესროლა, ერთი ჭრილობა ფეხში აქვს, მეორე მუცელში. ტყვია მუცელში მარჯვენა გვერდიდან მოხვდა და გავიდა მარცხენა გვერდზე. იგი მისმა სიძემ წაიყვანა საავადმყოფოში. საავადმყოფოში რომ გამოფხიზლდა, გაიგო, რომ მისი ერთი სიძე ნ------- ფ------–-–---–ი გარდაიცვალა.

10. მოწმის გ----------------–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კ---------------–------------------------------–--ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, მ----- გ-----------ის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოყენებით ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ----- გ-----------ს შპს „ჯ--------------–-ში“ მოთავსების დროს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. ა) მუცლის წინა კედელზე მარცხნივ აქსილარულ ხაზზე ნეკნთა რკალს ქვემოთ აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შემავალი ხვრელი, გამომავალი ხვრელით წელის I-II მალის პროექციაზე. ჭრილობის არხის შესაბამისად მსხვილი ნაწლავის , ბადექონის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯალის თირკმლის კაფსულის და თირკმლის ლატერალური კიდის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. არსებული ჩანაწერების მიხედვით, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან და მარცხნიდან მარჯვნივ.

11. ბ) მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში მედიალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. გამავალი ხვრელით ბარძაყის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ჭრილობის არხის მიმართულბის დადგენა ამ შემთხვევაში შეუძლებელია სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერებით.

12. გ) მ----- გ-----------ს ასევე მარჯვენა მტევნის ზურგზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (იხ. სხდომის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ. 306-308)

13. მოწმის, ა-–---------------–ის და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ნ------- ფ------–-–---–ის გვამზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ნ------- ფ------–-–---–ის სიკვდილის მიზეზია კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ზურგის ტვინის კისრის დონეზე და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებათა გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არანაკლებ 7 სთ-ისა. ნ------- ფ------–-–---–ის გვამს აღეიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: კისრის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: კისრის მარცხენა ნახევრის ჭრილობა - ტყვიის შემავალი ხვრელი, კისრის მე-3 მალის, ზურგის ტვინისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით, გულმკერდის მარჯვენა გვერდითა კედლის რბილი ქსოვილების უცხო სხეული - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. მუცლის მარცხენა ქვედა მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: შარდის ბუშტისა და მარჯვენა ტაბუხის ფოსოს დაზიანებით, მარჯვენა თეძოს ძვლის სხეულის უცხო სხეულის - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან იკან და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 20. 11. 2015 წელს.

14. მისივე განმარტებით გვამიდან ამოღებული ტყვიის გულები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.

15. მანვე გვამამიდან აიღო სისხლის ნიმუში, რომელიც გადასცა ექსპერტ ც-----------------ეს. იგი ეთანხმება თავისი დასკვნის სინამდვილეს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ოქმზე მოაწერა ხელი. მან დათვალიერებისას დაათვალიერა ნ------- ფ------–-–---–ის გვამი. (იხ. სხდომის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ტომი 1- ს.ფ.320-337)

16. მოწმის თ----------------ის ჩვენებით და ფიზიკო ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------------------- დასკვნებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, 2015 წლის 4 დეკემბერს ჩაატარა ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა რ------------------მა, ხოლო ტექნიკური ექსპერტიზა თვითონ. მან გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: კ------------- ს------ის შარვალზე ცეცხლნასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

17. ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N1 და N2 წარმოქმნილია სპილენძის გარსის შემცველი ჭურვების ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დაზიანება N15 გამომწვევი ჭურვის სახეობის და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხეხრდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო;

18. ნ------- ფ------–-–---–ის ერთ წყვილ წინდაზე, ორ ცხვირსახოცზე, ქამარზე, ერთ წყვილ ფეხსაცმელზე, ქუდზე ცეცხლნასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

19. მ----- გ-----------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N2; N6 წარმოქმნილია სპილენძის გარსის შემცველი ჭურვებით, დაზიანება N2 წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დაზიანება N6 არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. ხოლო დაზიანება N7 გამომწვევი ჭურვის სახეობის და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო;

20. მ----- გ-----------ის ცხვირსახოცზე, ერთ წყვილ წინდაზე, ერთი წყვილ ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლის წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

21. ნ------- ფ------–-–---–ის და მ----- გ-----------ის ტანსაცმელზე არსებული შემავალი დაზიანებები მდებარეობს ტანსაცმლის წინა ზედაპირზე;

22. მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო, ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების ტრაექტორიის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.(იხ. ფიზიკო ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N-------------------- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ.275-298)

23. მოწმის რ------------------ის ჩვენებით და ფიზიკო ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------------------- დასკვნებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ტექნიკური ექპერტიზის განყოფილების, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, 2015 წლის 4 დეკემბერს ჩაატარა ფიზიკო-ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, ტრანსოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა თვითონ, ხოლო ტექნიკური ექსპერტიზა თ----------------ემ. მათნ გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ----- გ-----------ის ქურთუკზე არსებული ზედაპირული დაზიანებები, წარმოქმნილია გახეხვით და გაგლეჯვით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

24. მ----- გ-----------ის პულოვერის და პერანგის მთლიანობის დარღვევა, წარმოქმილია გაჭრის, გახევის და ნაკერის განარღვევის შედეგად და შესაძლებელია განვითარებულიყო გახდის პროცესში. (იხ. ფიზიკო ტექნიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N-------------------- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ.275-298)

25. მოწმის მ---------------ს ჩვენებით და ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხუთი ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПМ“ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „АПС“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: РА-63, Р-64, РК-59 და სხვა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- ნ---ს ძე გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის კონსტრუქციის ნომერი Р-------- პისტოლეტებში;

26. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამი ცალი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის АПС, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: РА-63, Р-64, РК-59 და სხვა. აქედან #11 პაკეტით წარმოდგენილი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან სესადარებლად, ხოლო დანარცენი ორი (პაკეტი N6) ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- ნ---ს ძე გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის კონსტრუქციის ნომერი Р-------- პისტოლეტიდან. (იხ. ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ. 299-305)

27. მოწმის მ--------------ის ჩვენებით და ქიმიური ექსპერტიზის N4------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შ----- ვ----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ნ. ფ------–-–---–ის მარცხენა ხელიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე მცირე ინტენსივობით და მ. გ-----------ის მარცხენა ხელიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე ს-–----–-- ინტენსივობით, ნ. ფ------–-–---–ის ქურთუკის დაზიანების ადგილებზე მცირე ინტენსივობით, მ.გ-----------ის ქურთუკის ორივე სახელოზე მცირე ინტენსივობით, შავი პულოვერის წინა მხარეს არსებულ დაზიანების ადგილზე ს-–----–-- ინტენსივობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა.

28. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა მ.გ-----------ისა და ნ. ფ------–-–---–ის ქურთუკის მარჯვენა და მარცხენა სახელოზე ს-–----–-- ინტენსიობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა არ დაფიქსირდა. (იხ. ქიმიური ექსპერტიზის N4------- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ. 364-379)

29. მოწმის ნ------------ის ჩვენებით და ბიოლოგიური ექსპერტიზის N8----- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შ----- ვ----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ----- გ-----------ის სისხლის ნიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. კ------------- ს------ის სისხლის მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს. ნ------- ფ------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს. მ----- გ-----------ის ქურთუკზე, პულოვერზე, პერანგზე, შარვალზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, წინდებზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. კ------------- ს------ის შარვალზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ნ------- ფ------–-–---–ის ორ ქურთუკზე, ჯემპრზე, სვიტერზე, მაისურზე, ორ შარვალზე, ტრუსზე, წინდებზე, ფეხსაცმელებზე, ორ ცხვირსახოცზე და ქუდზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს.

30. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: - ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს. - კენჭებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს.

31. გამოსაკვლევად წარმოდგენილ:- ორ ტყვიაზე (ამოღებული ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს.; - ერთ ტყვიაზე სისხლი არ აღმოჩნდა.

32. კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილ დანაზე სისხის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

33. მ----- გ-----------ის სისხლი და მ----- გ-----------ის ქურთუკზე, პულოვერზე, პერანგზე, შარვალზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, წინდებზე და ფეხსაცმელებზე, კ------------- ს------ის შარვალზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კენჭებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს.

34. კ------------- ს------ის და ნ------- ფ------–-–---–ის სისხლი, ნ------- ფ------–-–---–ის ორ ქურთუკზე, ჯემპრზე, სვიტერზე, მაისურზე, ორ შარვალზე, ტრუსზე, წინდებზე, ფეხსაცმელებზე, ორ ცხვირსახოცზე და ქუდზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ორ ტყვიაზე (ამორებული ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან) არსებული სისხლი მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს. (იხ. ბიოლოგიური ექსპერტიზის N8----- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ. 320-336).

35. მოწმის დ--------------ის ჩვენებით და ცივი იარაღის ექსპერტიზის N2----–- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–---------------------------ის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შ----- ვ----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ცივი იარაღის ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. (იხ. ცივი იარაღის ექსპერტიზის N2----–- დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 267-272)

36. მოწმის კ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა კ-------------------------------–---------------------ში ექსპერტ კრიმინალისტად. შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 20 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ვ-----------–---–თან და გამომძიებელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში. შემთხვევის ადგილზე საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი დახვდათ. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ხუთი ცალი მასრა, სისხლის მაგვარი ლაქები, ტყვიის გულა, ტელეფონი, ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი. ამოღებული ობიექტები დალუქეს სპეციალურ პაკეტებში, მოაწერეს ხელი და გადასცეს გამომძიებელს. დათვალიერების ოქმზე ხელი მოაწერეს. გვამი ქუჩაზე მოხრეშილ გზაზე გულაღმა იყო. მოახდინეს ფოტოგადაღება და ფოტოები დაურთეს დათვალიერების ოქმს.

37. მოწმის ვ-----------–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------------------–---------------------ში ექსპერტ კრიმინალისტად. შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 20 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე კ-----------–---–თან და გამომძიებელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დააფიქსირა და ამოიღო ნივთმტკიცებები, გადაუღო ფოტოები, რაც გადასცეს გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მამაკაცის გვამი, ვინმე ფ------–-–---–ის. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მასრები, მოწითალო ფერის ლაქები, ტელეფონი, ავტომანქანის ავზის სახურავი, ქუდი. ამორებული ნივთები დაასურათეს და დალუქეს. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა სამედიცინო ექსპერტი. როგორც ახსოვს ხუთი მასრა ამოიღეს. გაეცნო დათვალიერების ოქმს და მოაწერა ხელი.

38. მოწმის რ------– ვ----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–---ის შვილია. იგი დაზარალებულებს არ იცნობდა. 2015 წლის 20 ნოემბერს დილით ადრე, ჯერ ამდგარი არ იყო, პატარა ძმამ ტირილით უთხრა, რომ მამა ჩხუბობდა. გარეთ რომ გავიდა, გაიგო მამამისი შველას ითხოვდა და ყვიროდა პოლიციაში დაერეკათ. დაინახა, რომ ჭიშკრიდან სამ მეტრში იდგა შავი მანქანა, რომლის საბარგული იყო ღია. მამამისი მანქანის ქვეშ იყო, როგორ მოხვდა იქ არ დაუნახავს. მამამისს ორი პიროვნება იჭერდა, ხოლო მესამეს ხელში იარაღი ეჭირა. ის საშველად გაიქცა შავი ფერის მანქანისკენ. იმ პიროვნებამ, რომელსაც იარაღი ეჭირა, თავში ჩაარტყა. ამ დროს მამამისმა ფეხზე ადგომა შეძლო და ეჭიდავა ამ პიროვნებას, რომ იარაღი წაერთმია. ამ დროს მოხდა პირველი გასროლა, იარაღი ჯერ კიდევ უცხო კაცის ხელში იყო. მამამისმა იარაღის წართმევა შეძლო, ეგონა მას კლავდნენ და სამჯერ თუ ოთხჯერ იარაღის გასროლის ხმა გაიგო. იარაღი რომ გავარდა, დაინახა, რომ ერთი კაცი წაიქცა. მამამისი სახლისკენ მხარეს უკუსვლით მიდიოდა. ერთმა პირმა დანა ამოიღო. მან დაინახა, რომ ერთ-ერთს, ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. ხოლო მეორე პიროვნება, რომელიც ეხლა გარდაცვლილია, მანქანის უკან იყო წაქცეული და ფეხები ჩანდა მხოლოდ და არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილი იყო. მამაისმა ის ეზოში შეიყვანა. ვინაიდან მამამისიც გასისხლიანებული იყო ოჯახის წევრებს ისიც ეგონათ დაჭრილი. სახლში შესვლის შემდეგ მათ პოლიციაში დარეკეს და ამ დროს ის ორი პიროვნება, რომელიც მამამისს ეჩხუბებოდა გაიქცა. შემდეგ მამამისი წაქცეულ პირთან მივიდა და ყვირილი დაუწყო და, რომ ვერ ადგა ეს პიროვნება, პოლიციაში დარეკა. მამამისმა იარაღიც იქვე დააგდო, ასევე გზაზე იპოვნა დანა. დანაც იქვე დააგდო.

39. მოწმის ვ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და მონაწილეობა მიიღო შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. გამოძიება მიდიოდა გ-----------ის მკვლელობის მცდელობისა და ფ------–-–---–ის მკვლელობის ფაქტზე. მან გამოკითხა კ------------- ს------ი და დაათვალიერა კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა და ტანსაცმლი. აიღო ანაწმენდები და სისხლის ნიმუში. დაკითხა ბრალდებულ შ----- ვ----–---ის შვილი. მან შეადგინა შესაბამისი ოქმები და მოაწერა ხელი.

40. მოწმის ზ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის გამომძიებლის თანამდებობაზე და მონაწილეობა მიიღო შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. 2015 წლის 20 ნოემბერს კ------------–-–-------------------ში შევიდა შეტყობინა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში შ----- ვ----–---მა ჩაიდინა ნ------- ფ------–-–---–ის მკვლელობა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. თვითონ სამსახურში დარჩა დაარეგისტრირა საქმე და დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ნ------- ფ------–-–---–ის გვამზე. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.

41. მოწმის დ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა ექსპერტი ა-–---------------–ი. დაათვალიერა ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

42. მოწმის ლ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კ------------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. წარმოებაში ქონდა და იძიებდა შ----- ვ----–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. 2015 წლის 20 ნოემბერს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი., რომელიც მდებარეობდა შ----- ვ----–---ის საცხოვრებელ სახლთან, გზაზე. შემთხვევის ადგილზე მამაკაცის გვამი იყო, რომელსაც მუცლის და ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დათვალიერებისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლილი მასრები, სისხლისმაგვარი ლაქა. ადგილზე იმყოფებოდა ლურჯი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და ერთი ტყავის ქუდი. დათვალიერებას ესწრებოდნენ ექსპერტები, რომელბმაც ამოიღეს და დალუქეს მტკიცებულებები და მონაწილე პირებმა ხელი მოაწერეს. მათ გადაიღეს ფოტოები, როემლიც დაერთო საქმეს. მან შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან მოწმის სახით დაკითხა ლ--–-----------ე, რომელთანაც ინახებოდა დაჭრილის მ----- გ-----------ის ტანსაცმელი და დაათვალიერა, ამოიღო, შეფუთა და დალუქა ეს ტანსაცმელი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან ასევე დაკითხა ა---------------–---ა, რომელიც როგორც ახსოვს შ----- ვ----–---ის მეზობელია. მან შეადგინა კ------------- ს------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი. ნიმუში აიღო მედდამ, რომელიც დაილუქა და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან გაჩხრიკა შ----- ვ----–---ის საცხოვრებელი სახლი, შედგინა შესაბამისი ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. ჩხრეკისას არაფერი არ ამოუღიათ. მან ასევე საავადმყოფოს შენობაში დაკითხა მ----- გ-----------ი. მან შეადგინა ასევე სხვა საპროცესო მოქმედებების ოქმები, მათ შორის დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

43. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა (ექსპერტი - ც-----------------ე) და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს

 

სამართლებრივი შეფასება:

 

44. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ შ----- ვ----–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, შ----- ვ----–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ნ------- ფ------–-–---–ის მკვლელობა განხრახული არ ჰქონია, ასევე არ უცდია მოეკლა მ----- გ-----------ი და კ------------- ს------ი. მან მხოლოდ წაართვა იარაღი თავდამსხმელწებს და შეშინების მიზნით მიწისკენ ისროლა.

45. დაცვის მხარე, შ----- ვ----–---ი სადავოდ არ ხდის და სასამართლოც დადსტურებულად მიიჩნევს, რომ მან 2013 წელს მ----- გ-----------ისგან შეიძინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. გ-----------ს ნაწილი თანხა გადაუხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადასახდ3ელი ჰქონდა.

46. მისივე ჩვენებით სადავო არ არის და სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს, შ----- ვ----–---ის საცხოვრებელი სახლის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა ნ------- ფ------–-–---–ი. ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლისა და ფეხის არეში დაიჭრა მ----- გ-----------ი.

 

განზრახი მკვლელობა, ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა:

 

47. ნ------- ფ------–-–---–ის გვამის გამოკვლევის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ სიკვდილის მიზეზია კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ზურგის ტვინის კისრის დონეზე და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებათა გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 7 საათი. ნ------- ფ------–-–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: კისრის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: კისრის მარცხენა ნახევრის ჭრილობა - ტყვიის შემავალი ხვრელი, კისრის მე-3 მალის, ზურგის ტვინისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით, გულმკერდის მარჯვენა გვერდითა კედლის რბილი ქსოვილების უცხო სხეული - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. მუცლის მარცხენა ქვედა მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: შარდის ბუშტისა და მარჯვენა ტაბუხის ფოსოს დაზიანებით, მარჯვენა თეძოს ძვლის სხეულის უცხო სხეულის - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება თარიღს - 20. 11. 2015 წელს.

48. გვამიდან ასევე ამოღებული იყო ტყვიის გულები, რაც გადაეცა გამომძიებელს. (იხ. სხდომის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ტომი 1- ს.ფ.320-337)

49. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, მ----- გ-----------ს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. ა) მუცლის წინა კედელზე მარცხნივ აქსილარულ ხაზზე ნეკნთა რკალს ქვემოთ აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შემავალი ხვრელი, გამომავალი ხვრელით წელის I-II მალის პროექციაზე. ჭრილობის არხის შესაბამისად მსხვილი ნაწლავის, ბადექონის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯალის თირკმლის კაფსულის და თირკმლის ლატერალური კიდის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. არსებული ჩანაწერების მიხედვით, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან და მარცხნიდან მარჯვნივ.

50. ბ) მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში მედიალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. გამავალი ხვრელით ბარძაყის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ჭრილობის არხის მიმართულბის დადგენა ამ შემთხვევაში შეუძლებელია სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერებით.

51. გ) მ----- გ-----------ს ასევე მარჯვენა მტევნის ზურგზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (იხ. სხდომის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ტომი 1- ს.ფ. 306-308)

52. დაზარალებული კ------------- ს------ი განმარტავს, რომ მისმა სიმამრმა, მ----- გ-----------მა, შ----- ვ----–---ს შესთავაზა, რომ წასულიყვნენ პოლიციაში და ვალის თაობაზე მას ხელწერილი დაეწერა, რაზეც უარი მიიღო. ამის მერე შ----- ვ----–---მა სცადა ეზოში შესვლა, მაგრამ მისმა სიმამრმა არ მისცა შესვლის საშუალება. ამ დროს შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო და მოუქნია მის სიმამრს. მისმა სიმამრმა იარაღი ამოიღო გადატენა და უთხრა, თუ არ დააგდებდა დანას, ესროდა. ამ დროს მან და მისმა ქვისლმა შ----- ვ----–---ს ხელი ამოუტრიალეს და დანა წაართვეს. შ----- ვ----–---ი თავი ენაზე ყვიროდა. მის ყვირილზე შ-----ის შვილი და უცხო კაცი მოვიდნენ, შ-----ის შვილმა მის სიმამრს ქვა ჩაარტყა, მისი სიმამრი წაიქვცა და იარაღი დაუვარდა. მეორე კაცმა იგი წააქცია და წიხლებს ურტყამდა. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგო. დაინახა, რომ მის ქვისლს, რომელიც მანქანისკენ გარბოდა მოხვდა ტყვია. შ----- ვ----–---მა მეორეჯერაც ესროლა და მისი ქვისლი წაიქცა. მერე დაინახა, რომ მისი სიმამრი გარბოდა, შ----- ვ----–---მა ორჯერ ესროლა და მისი სიმამრიც წაიქცა. მის სიმამრს ფეხში და მუცელში ქონდა ჭრილობები. როდესაც მისი სიმამრი წაიქცა, შ----- ვ----–---მა მას ესროლა. შ----- ვ----–---ი დაახლოებით 4 მერტის მანძილზე იყო მოისგან. შ----- ვ----–---ი ფეხზე იდგა, ხოლო თვითონ წაქცეული იყო. შ----- ვ----–---მა ერთხელ დამიზნებით ესროლა, მაგრამ არ მოხვდა ტყვია. შემდეგ ორი ნაბიჯით მივიდა მასთან და თავში დაუმიზნა იარაღი და მხოლოდ ჩხაკუნის ხმა იყო, იარაღი არ გავარდა.

53. კ------------- ს------ის ჩვენებას ასევე ადასტურებს მ----- გ-----------ი, სახელდობრ, ის განმარტავს, რომ როდესაც შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო, მისმა სიძეებმა სცადეს დანის წართმევა და მას ხელი დაუჭირეს. მას შეეშინდა, რომ ვ----–---ს დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის და ამოიღო იარაღი, იარაღში ხუთი ტყვია ჰქონდა. მან ვ----–---ს უთხრა, დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის, თორემ ესროდა. ვ----–---მა ყვირილი დაიწყო, ყვირილზე სახლიდან ხალხი გამოვიდა და მას ვ----–---ის ბიჭმა დაარტყა და წააქცია. ამ დროს იარაღი დაუვარდა. მისი იარაღი ვ----–---მა აიღო და წაქცეულს ორჯერ ესროლა, ერთი ჭრილობა ფეხში აქვს, მეორე მუცელში. ტყვია მუცელში მარჯვენა გვერდიდან მოხვდა და გავიდა მარცხენა გვერდზე. იგი მისმა სიძემ წაიყვანა საავადმყოფოში. საავადმყოფოში რომ გამოფხიზლდა, გაიგო, რომ მისი ერთი სიძე ნ------- ფ------–-–---–ი გარდაიცვალა.

54. სასამართლო ვერ გაიზიარებს შ----- ვ----–---ის ჩვენებას, რომელშიც განმარტავს, რომ მას პისტოლეტიდან არ უსვრია კ------------- ს------ის, ნ------- ფ------–-–---–ისა და მ----- გ-----------ისათვის და ფიქრობს, რომ მ-----ის ნასროლი ტყვია მოხვდა ფ------–-–---–ს, თუმცა ეს მომენტი არ უნახავს. მისი ასეთი ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულ კ------------- ს------ისა და მ----- გ-----------ის ჩვენებებს. ასევე ეწინააღმდეგება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ნ------- ფ------–-–---–ს აქვს კისრის მარცხენა ნახევრის ჭრილობა - ტყვიის შემავალი ხვრელი, კისრის მე-3 მალის, ზურგის ტვინისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით, გულმკერდის მარჯვენა გვერდითა კედლის რბილი ქსოვილების უცხო სხეული - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ და ზემოდან ქვემოთ. ანუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ნ------- ფ------–-–---–ს შემავალი ჭრილობა აქვს უკანა ზედა მარცხენა მხრიდან, არხი მიემართება ზევიდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ.

55. შ----- ვ----–---ისავე ჩვენებით, მ----- გ-----------ი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი როდესაც მის მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ ამ დროს გაისროლა პისტოლეტმა. ასეთ ვითარებაში ნ------- ფ------–-–---–ი ზურგის მხრიდან, ზემოდან შემავალ ჭრილობას ვერ მიიღებდა. ნ.ფ------–-–---–მა უკანა მხრიდან შემავალი ჭრილობა მიიღო სწორედ იმ ვითარებაში, რასაც აღჭერს კ.ს------ი. კ.ს------მა დაინახა, რომ ნ.ფ------–-–---–ი გარბოდა, რა დროსაც ესროლა შ.ვ----–---მა.

56. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მ----- გ-----------ი, კ------------- ს------ი და ნ------- ფ------–-–---–ი მის მოტაცებას ცდილობდნენ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და თვითონ ბრალდებულიც ადასტურებს, რომ მას მ----- გ-----------ისთვის გადასახდელი ჰქონდა 14 000 ლარი. მ----- გოგრიჭიანი და კ------------- ს------ი ადასტურებენ, რომ მათი მიზანი იყო შ----- ვ----–---ი წარედგინათ სამართალდამცავ ორგანოში, პოლიციაში, რათა ვალთან დაკავშირებით გაერკვიათ საქმის ვითარება.

57. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ მ----- გ-----------ის ჩვენებას, სადაც ის განმარტავს, რომ ის ითხოვდა რა კუთვნილი ვალის გადახდას, შ----- ვ----–---ი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. მუქარიდან გამომდინარე, როდესაც მიდიოდა შ.ვ----–---ის სანახავად, თან წაიღო ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც მოწმე კ.ს------ი და დაზარალებული მ.გ-----------ი ადასტურებენ, შ----- ვ----–---ი მათ დახვდა დანით და მოუქნია კიდეც მ----- გ-----------ს, სწორედ ამიტომ ამოიღო იარაღი მ.გ-----------მა.

58. მხედველობაშია ასევე მისაღები, რომ მ.გ-----------ის ჩვენებით მას პისტოლეტში 5 ტყვია ჰქონდა. საქმის მასალებით, მ.გ-----------ისა და კ.ს------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნით დადგენილია, რომ ორი შემავალი ჭრილობა აქვს ნ------- ფ------–-–---–ს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე ორი შემავალი ჭრილობა აქვს მ----- გ-----------ს, ხოლო მეხუთე ტყვია შ.ვ----–---მა ესროლა კ.ს------ს, რაც ააცილა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითაც დგინდება, რომ დათვალიერების დროს ამოღებული იყო 5 მასრა. ამდენად მ----- გ-----------ისა და კ------------- ს------ის ჩვენებები შეესაბამება ერთმანეთს, ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სასამართლო იზიარებს ამ ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის გატაცება

 

59. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ----- გ-----------ი შენახვის უფლებით ფლობდა „მაკაროვის“ მოდელის N Р-------- პისტოლეტს. (ს.ფ131).

60. დაზარალებული მ----- გ-----------ი ადასტურებს, რომ მას თან ჰქონდა შენახვის უფლებით გაფორმებული ზემოხსენებული პისტოლეტი, რომელიც წაართვა შ----- ვ----–---მა, მოკლა მისი სიძე ნ------- ფ------–-–---–ი და მას კი მიაყენა მძიმე ხარისხის დაზიანება.

61. ის გარემოება,რომ მ----- გ-----------ს შემთხვევის ადგილზე ნამდვილად თავისი პისტოლეტი ჰქონდა, გარდა მისი ჩვენებისა, დადგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით. სახელდობრ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 5 ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- ნ---ს ძე გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ნომერი Р-------- პისტოლეტით.

62. თვითონ შ----- ვ----–---იც ადასტურებს, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი წაართვა მის წინ მდგომ მამაკაცს და მიწისკენ გაისროლა, როცა ყველაფერი დამთავრდა მან დატოვა შემთხვევის ადგილი, პისტოლეტი წაიღო თან, რომელიც მდინარე იორზე გადასვლის დროს დაკარგა.

63. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ პისტოლეტი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.

64. ობიექტური მხრივ 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ამ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, დამთავრდა მაშინ, როდესაც შ----- ვ----–---მა შეძლო პისტოლეტის ამოღება მესაკუთრის მფლობელობიდან, დაეუფლა მას და მიეცა შესაძლებლობა განეკარგა თავისი სურვილისამებრ. დატოვა რა შემთხვევის ადგილი, თან წაიღო მ----- გ-----------ის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.

65. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

66. ამრიგად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ის კუთვნილი პისტოლეტიდან გასროლით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, განზრახ მოკლა ნ------- ფ------–-–---–ი და სცადა მოეკლა კ------------- ს------ი და მ----- გ-----------ი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

67. სასამართლოს ბრალდებულ შ----- ვ----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

68. დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის ის, რომ იმყოფებოდა მიმალვაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

69. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

70. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ----- ვ----–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

71. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ერთი ტყვიის გულა, სისხლის ლაქები, ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან ამოღებული ტყვიის ორი გულა, კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა, კ------------- ს------ის სისხლის ნიმუში, მ----- გ-----------ის სისხლის ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის სისხლის ნიმუში, კ------------- ს------ის ანაწმენდების ნიმუში, მ----- გ-----------ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ფრჩხილების ნიმუში და თმის ნიმუში, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

72. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი, მობილური ტელეფონი და ავტომობილი, ნ------- ფ------–-–---–ის მობილური ტელეფონი და სანთებელა, მ----- გ-----------ის ტანსაცმელი, ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი, კ------------- ს------ის შარვალი, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა „ოპელი“, რაც ინახება საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ი------------–ოს განყოფილების ეზოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

73. მ----- გ-----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

74. ბრალდებული შ----- ვ----–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.

75. შ----- ვ----–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

76. შ----- ვ----–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლით.

77. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ----- ვ----–---ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

78. შ----- ვ----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან 2019 წლის 22 აპრილიდან.

79. შ----- ვ----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 17 ივნისიდან, 2018 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

80. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ერთი ტყვიის გულა, სისხლის ლაქები, ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან ამოღებული ტყვიის ორი გულა, კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა, კ------------- ს------ის სისხლის ნიმუში, მ----- გ-----------ის სისხლის ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის სისხლის ნიმუში, კ------------- ს------ის ანაწმენდების ნიმუში, მ----- გ-----------ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ფრჩხილების ნიმუში და თმის ნიმუში, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

81. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი, მობილური ტელეფონი და ავტომობილი, ნ------- ფ------–-–---–ის მობილური ტელეფონი და სანთებელა, მ----- გ-----------ის ტანსაცმელი, ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი, კ------------- ს------ის შარვალი, რაც ინახება შსს კ------------–-–-------------------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა „ოპელი“, რაც ინახება საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ი------------–ოს განყოფილების ეზოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

82. მ----- გ-----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

83. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

84. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური