განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002928656
№1/280-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 27 “ თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ია მეფარიშვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - იოსებ ბოლოთაშვილის,ბრალდებულ გ--–- მ----–--ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდების გამო:
გ--–- გ-------ს-ძე მ----–--ის (დაბადებული 1--- წლის 1---------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაო-ჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე - ქ--–------------------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–----------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 19 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- ჯ-----–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტომი N1, ს.ფ. 1).
გ--–- მ----–--ე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2017 წლის 19 მაისს, 23 საათსა და 50 წუთზე, (ტომი N1, ს.ფ. 9-15). 2017 წლის 21 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ტომი 1, ს.ფ. 121-123) და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობით უზრუნველყოფით, (ტომი N1, ს.ფ. 135-138).
გირაოს შეტანის შემდეგ - 2017 წლის 23 მაისს - ბრალდებული გ--–- მ----–--ე გათავი-სუფლდა პატიმრობიდან, (ტომი N1, ს.ფ. 140-145).
2017 წლის 28 ივნისს გ--–- მ----–--ეს წარედგინა ბრალდება დაზუსტებული ფორმული-რებით, დანაშაულის იმავე კვალიფიკაციით, (ტომი N1, ს.ფ. 213-215). კერძოდ,გ--–- მ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი - სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათის.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- მ----–--ის მიერ ჩადენილი ქმე-დება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში: 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ--–--------–----------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ--–- მ-----–--ემ შელაპარაკებისას, თანნაქონი დასაკეცი დანით, გ------- ჯ-----–---–ს მუცლის წინა ზედაპირზე, შემავალი მუცლის ღრუში და მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირ-ზე მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი ჭრილობა - მუცლის წინა ზედაპირზე - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მეორე, მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე არსებული ჭრილობა - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ია მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები - დაზარალებულ გ------- ჯ-----–---–ის, დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი მოწმეების: ნ------------–---–ის, ნ-------------–---–ის და, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და ცივი იარაღის კრიმინალისტიკური ექსპერტზის დასკვნები, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები არის უტყუ-არი, ერთმანეთთან შეთანხმებული და მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ--–- მ----–--ის მიერ გ------- ჯ-----–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩადენის ფაქტი. ამასთან, პროკურორის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა უარყოს ბრალდებულ გ--–- მ----–--ისა და მოწმე ა------------–------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, იმ მიზეზით, რომ ისინი აშკარად ეწინააღმდეგება როგორც მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ გ--–- მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, (2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:29:50-15:22:55 (დასკვნითი სიტყვა); 15:45:00-15:55:35 (რეპლიკა)).
გ--–- მ----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ითხოვა გამარ-თლება, იმ მოტივით, რომ გ------- ჯ-----–---–ისათვის დაზიანების მიყენებისას იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. კერძოდ, დაცვის მხარის წარმო-მადგენლებმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნეს, რომ გ--–- მ----–--ის ბრალდების საქმეზე გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არაობიექტურად, სამართლებრივი შეფასება არ მიეცა გ------- ჯ-----–---–ის ქმედებას, რომელმაც გ--–- მ----–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაამსხვრია მისი საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის მინა და უკა-ნონოდ შევიდა ამ ბინაში, სადაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა გ--–- მ----–--ის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას დაზიანება მიაყენა მოგერიების მიზნით. ამდენად, ადვოკატ იოსებ ბოლოთაშვილის განმარტებით, გ--–- მ----–--ის მოქმედება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობამ, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:23:15-15:44:50 (დასკვნითი სიტყვა); 15:55:40-16:02:27 (რეპლიკა); 2019 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდო-მის ოქმი, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა - 14:47:39-14:48:45).
სასამართლომ განიხილა გ--–- მ----–--ის ბრალდების საქმე, შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–- მ----–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 122-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწი-ლებით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექ-სით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოიხმოს სხვას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადა-ცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდას-ხმის ხასიათთან და საშიშროებასთან
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- მ----–--ემ გ------- ჯ-----–---–ს დაზიანება მიაყენა არა შურისძიების მოტივით, როგორც ეს გამომდინარეობს გ--–- მ----–--ისათვის წარ-დგენილი ბრალდების ფორმულირებიდან, არამედ - მასზე განხორციელებული თავ-დასხმის მოგერიებისას, რა დროსაც მისი მოქმედება და მის მიერ გამოყენებული საშუა-ლება იყო აშკარად შეუსაბამო თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფა-სების შედეგად:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ--–- მ----–--ემ აჩვენა, რომ იგი ცხოვრობს ქ--–--------–----------------------ში მდებარე ბინაში მეუღლის დედასთან - ა------------–------ესთან, გერთან - ნ------------–---–თან და ნ------------–---–ის მცი-რეწლოვან შვილებთან ერთად. 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, იგი იმყოფებოდა თავის სახლში, ელოდებოდა ნ------------–---–ს და ვინაიდან ამ უკანასკნელს სახლში მისვლა დააგვიანდა, დაახლოებით 22:00 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა მას, რა დროსაც ნ------------–---–მა განუცხადა, რომ სახლში მალე მივიდოდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კვლავ დარეკა ნ------------–---–თან, რა დროსაც ტელეფონში მოესმა მამაკაცის გინების ხმა, მაგრამ ვისი მისამართით იყო შეგინება - მან ვერ გაარჩია. ნ------------–---–ი მალევე მივიდა სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფ გ------- ჯ-----–---–თან ერთად, რომელმაც დააპირა ნ-----სთან ერთად სახლში შესვლა, მაგრამ გ--–- მ----–--ემ, რომელიც ამ დროს იდგა ბინის შესასვლელ კართან არსებულ კიბეზე, გ------- ჯ-----–---–ი სახლში არ შეუშვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა სიტ-ყვიერი შეურაცხყოფა. მან ხელის კვრით მოიშორა გ------- ჯ-----–---–ი, შევიდა სახლში და დაკეტა შესასვლელი კარი, მაგრამ გ------- ჯ-----–---–მა, მინის ჩამტვრევის გზით, გააღო კარი, შევარდა სახლში და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად იგი დაეცა სამზარეულო ოთახის იატაკზე, ხოლო გ------- ჯ-----–---–ი მოექცა მას ზემოდან და დაუწყო ცემა სახისა და ტანის არეში. იგი ცდილობდა გ------- ჯ-----–----–ის მოგერიებას, რა დროსაც, სავარაუდოდ, გამოიყენა მცირე ზომის დასაკეცი დანა, რომელიც შარვლის ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული. გ------- ჯ-----–---–ი მას მოაცილა და გარეთ გაიყვანა ნ-------------–---–მა.
გ--–- მ----–--ემ აგრეთვე აჩვენა, რომ მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე გ------- ჯ-----–---–მა მას სამჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა “მუხ-ლების დახვრეტით“, იმ მიზეზით, რომ იგი ნ------------–---–თან შეხვედრის მიზნით გ------- ჯ-----–---–ის მის საცხოვრებელ სახლში მისვლის წინააღმდეგი იყო, (2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:54:57-16:12:50).
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაზარალებულმა გ------- ჯ-----–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ნ-------------–---–თან და ნ-------------–---–თან ერთად იგი იმყოფებოდა რესტორანში, სადაც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ მან და ნ-------------–---–მა, ამ უკანასკნელის ავტო-მანქანით, ნ------------–---–ი მიიყვანეს სახლში, რა დროსაც მან დააპირა ნ-------------–---–თან ერთად მის სახლში შესვლა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცა აივანზე მყოფმა გ--–- მ----–--ემ, რის გამოც მასთან მოუხდა შელაპარაკება და გ--–- მ----–--ემ მას გულ-მკერდის არეში დაარტყა ფეხი. აღნიშნულზე განაწყენებულმა, მან ხელი დაარტყა გ--–- მ----–--ეს, რომელიც შევიდა სამზარეულო ოთახში, სადაც (მისი ვარაუდით - დანის აღების მიზნით) შეეცადა სამზარეულო კარადის უჯრის გამოღებას, რაშიც მას ხელი შეუშალა ნ------------–---–მა. სამზარეულოში მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც დაეცნენ იატაკზე და ამ მდგომარეობაში აგრძელებდნენ ერთმანეთის ცემას. ამ დროს იგრძნო წვა მუცლის მიდამოში, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. ისინი გააშველეს ნ-------------–---–მა, ნ------------–---–მა და ა------------–------ემ, კერძოდ - ნ-------------–---–მა ის გაიყვანა გარეთ, ხოლო ნ------------–---–ი და ა------------–------ე აკავებდნენ გ--–- მ----–--ეს. გარეთ გასვლის შემდეგ მან, გაბრა-ზებულმა, ხელის დარტყმით დაამსხვრია ბინაში შესასვლელი კარის მინა, ამასთანავე ნახა, რომ დაჭრილი იყო მუცლის არეში, რის შემდეგაც ნ-------------–---–მა წაიყვანა იგი საავადმყოფოში, (2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:08:35 -15:39:20).
სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ნ-------------–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, გ------- ჯ-----–---–თან და ნ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა რესტორან “ნაჭარმაგევში“, სადაც გ------- ჯ-----–---–მა დალია ალკოჰო-ლური სასმელი. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ, მისი კუთვნილი ავტომანქანით ნ------------–---–ი მიიყვანეს ქალაქ გ----–--------------------ში მდებარე მის საცხოვრე-ბელ სახლთან, რა დროსაც მან ავტომანქანა გააჩერა სახლის კიბესთან, სადაც იდგა გ--–- მ----–--ე. გ------- ჯ-----–---–ი და ნ------------–---–ი გადავიდნენ ავტომანქანიდან და წავიდნენ ნ-----ს სახლის მიმართულებით. გ--–- მ----–--ემ ნ------------–---–ი გაატარა სახლში შესასველი კარისკენ, ხოლო გ------- ჯ-----–---–ს წინ დაუდგა და მათ დაიწყეს საუბარი, რომელიც არ ესმოდა. დაინახა, რომ გ--–- მ----–--ემ ფეხი დაარტყა გ------- ჯ-----–---–ს, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ჩხუბი და ჩხუბით შევიდნენ სახლში, სადაც თვითონაც შევიდა და ნახა, რომ გ--–- მ----–--ე და გ------- ჯ-----–---–ი წაქცეულები იყვნენ სამზარეულო ოთახში და ამ მდგომარეობაში აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ნ------------–---–ი და ა------------–------ე ცდი-ლობდნენ მათ გაშველებას. მან შეძლო გ------- ჯ-----–---–ის გარეთ გაყვანა, მაგრამ იგი დაუსხლტა ხელიდან და ისევ შევიდა სახლში, სადაც გაგრძელდა ჩხუბი მასსა და გ--–- მ----–--ეს შორის. ისინი კვლავ გააშველეს და გ------- ჯ-----–---–ი მან გაიყვანა სახლი-დან, ნ------------–---–მა კი მიხურა სახლის შესასვლელი კარი, რის შემდეგ გ------- ჯ-----–---–მა ხელის დარტყმით დაამსხვრია ამ კარის მინა. ამავე დროს მისთვის ცნო-ბილი გახდა, რომ გ------- ჯ-----–---–ი დაჭრილი იყო მუცლის არეში და იგი დაუყოვ-ნებლივ წაიყვანა საავადმყოფოში, (2018 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანა-წერი: 15:20:45-15:41:55).
მოწმე ნ------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია შემ-დეგი გარემოებები:
ნ------------–---–ი ცხოვრობს ქ--–--------–----------------------ში მდებარე ბინაში, ბები-ასთან - ა------------–------ესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან და მამინაცვალ გ--–- მ-----–--ესთან ერთად, ხოლო მისი დედა - მ----------–---–- იმყოფება თურქეთში. გ------- ჯ-----–---–ი არის მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გ--–- მ----–--ესთან იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი გ------- ჯ-----–---–ს უკრძალავდა მათთან სახლში მისვლას. 2017 წლის 19 მაისს, საღამოს, იგი იმყოფებოდა რესტორანში გ------- ჯ-----–---–თან ერთად, რომელმაც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო. მოგვიანებით მათთან მივიდა გ------- ჯ-----–---–ის მეგობარი ნ-------------–---–ი. რეს-ტორანში ყოფნისას მას ტელეფონზე დაუკავშირდა გ--–- მ----–--ე, რომელმაც სთხოვა, რომ მალე მისულიყო სახლში, რის გამოც გ------- ჯ-----–---–ი გაღიზიანდა და უწმაწუ-რი სიტყვებით გამოხატა უკმაყოფილება გ--–- მ----–--ის მისამართით. ამის შემდეგ მალევე წამოვიდნენ რესტორნიდან და ნ-------------–---–მა თავისი ავტომანქანით, გ------- ჯ-----–---–ის ინიციატივით, მიიყვანა ისინი მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დახვდათ გ--–- მ----–--ე, რომელიც იდგა ბინაში ასასვლელ კიბეზე. ვინაიდან გ------- ჯ-----–---–ი იყო გაღიზიანებული და იგინებოდა გ--–- მ----–--ის მისამართით, ნ------------–---–მა მას სთხოვა, რომ მანქანიდან არ გადასულიყო, მაგრამ გ------- ჯ-----–----–ი მაინც გაყვა მას სახლის მიმართულებით. ნ------------–---–ი ავიდა კიბეზე, შეაღო ბინის კარები და გაჩერდა გ--–- მ----–--ის უკან, რომელმაც გ------- ჯ-----–---–ს განუ-ცხადა, რომ ის სახლში ვერ შევიდოდა. გ------- ჯ-----–---–მა შეაგინა გ--–- მ----–--ეს და დააპირა კიბეზე ასვლა, რა დროსაც გ--–- მ----–--ემ მას ტანის არეში დაარტყა ფეხი, რის შემდეგაც გ------- ჯ-----–---–მა გ--–- მ----–--ეს რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ნ------------–---–მა შეძლო გ--–- მ----–--ის სახლში შეყვანა, სადაც ასევე შევიდა გ------- ჯ-----–---–ი და სამზარეულოში მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგად გ--–- მ----–--ე წაიქცა, ხოლო გ------- ჯ------–---–ი მოექცა მას ზემოდან და ხელით დაუწყო ცემა სახის არეში. ნ------------–---–ის განმარტებით, სამზარეულო ოთახში არსებული სივიწროვის გამო გ--–- მ----–--ე თავის დაცვას ვერ ახერხებდა, ამასთანავე მას პირიდან მოსდიოდა სისხლი. გ------- ჯ-----–----–ი შეაკავა და გარეთ გაიყვანა ნ-------------–---–მა, ხოლო ნ------------–---–მა დაკეტა ბინაში შესასვლელი კარი, რომლის მინაც გ------- ჯ-----–---–მა ჩაამსხვრია და კვლავ შევიდა სახლში, სადაც მან და გ--–- მ----–--ემ იჩხუბეს შესასვლელ ოთახში, თუმცა ისინი მალევე გააშველეს და ნ-------------–---–მა გ------- ჯ-----–---–ი გაიყვანა სახლი-დან. ამავე დროს მათ ნახეს, რომ გ------- ჯ-----–---–ი იყო დაჭრილი და იგი საავადმყო-ფოში წაიყვანა ნ-------------–---–მა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს გ--–- მ----–--ე და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანა.
მოწმის განმარტებით, გ------- ჯ-----–---–თან ჩხუბის დროს გ--–- მ----–--ის ხელში მას დანა არ დაუნახავს და არ იცის, თუ რა ვითარებაში მიაყენა მან დაზიანება გ------- ჯ------–---–ს.
ნ------------–---–ის ჩვენებით აგრეთვე არ დასტურდება ნ-------------–---–ის მიერ სასა-მართლოში მიცემული ჩვენება იმის შესახებ, რომ გ--–- მ----–--ე სამზარეულოს კარა-დის უჯრიდან სავარაუდოდ აპირებდა დანის აღებას, რაშიც მას ხელი შეუშალა ნ------------–---–მა. კერძოდ, მოწმის განმარტებით, გ--–- მ----–--ეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გ------- ჯ-----–---–ის მასთან მიახლოებამდე სამზარეულოში აეღო ნებისმიერი დანა, (2017 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმია, აუდიოჩანაწერი: 13:42:14-14:10:34).
მოწმე ა------------–------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისს იგი სახლში იმყოფებოდა გ--–- მ----–--ესთან და არასრულ-წლოვან შვილთაშვილებთან ერთად, რა დროსაც, საღამოს საათებში, სახლში მივიდა მისი შვილიშვილი - ნ------------–---–ი, რომელსაც გ--–- მ----–--ემ გაუღო კარი, ხოლო ნ-----სთან ერთად მყოფ გ------- ჯ-----–---–ს მან აუკრძალა სახლში შესვლა. გ------- ჯ-----–---–მა გ--–- მ----–--ეს ჯერ შესასვლელთან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჩხუბით შეყვა მას სახლში, რა დროსაც გ--–- მ----–--ე წაიქცა სამზარეულოში, ხოლო გ------- ჯ-----–---–ი ზემოდან მოექცა მას და დაუწყო ცემა სახისა და თავის არეში. გ------- ჯ-----–---–ი სახლიდან გაიყვანა მისმა მეგობარმა ნ-------------–---–მა. მოწმის განმარტებით, გ--–- მ----–--ის ხელში მას დანა ან სხვა საგანი არ დაუნახავს და არ იცის, თუ რა ვითარებაში დაიჭრა გ------- ჯ-----–---–ი, (2017 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:27:56-15:58:25)
ამ მოწმეთა ჩვენებებით აგრეთვე დასტურდება, რომ გ--–- მ----–--ესა და გ------- ჯ-----–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს სახლში იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ზ---------------–--ემ, ს--------------იძემ და ა---------–------–----–-ვილმა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას აჩვენეს, რომ 2017 წლის 19 მაისს, 22:30 საათზე, შპს “გორმედიდან“ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ამავე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ნ-------------–---–ისაგან მიიღეს ინფორ-მაცია იმის შესახებ, რომ გ----–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დროს გ--–- მ----–--ემ, დანის გამოყენებით, მუცლის არეში დაზიანება მიაყენა გ------- ჯ-----–---–ს. მათ ნ--------------–---–- მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში, რის შემდეგაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გ--–- მ----–--ე, რომელიც დააკავეს და ჩაატარეს მისი პი-რადი ჩხრეკა. გ--–- მ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ხის ტარიანი დასაკეცი დანა, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის მსგავსი ლაქები, (2017 წლის 19 ოქტომ-ბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:35:50-13:41:40 (ზ---------------–--ე); 14:11:07-14:17:50 (ს--------------იძე); 14:18:18-14:23:35 (ა---------–------–----–ვილი))
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ--–- მ-----–--ე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2017 წლის 19 მაისს, 23:50 საათზე, ქ--–--------–----------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაკავების ად-გილზე ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, გ--–- მ----–--ის შარვლის მარ-ცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ხისტარიანი დასაკეცი დანა, რომლის პირზე აღინიშნე-ბოდა სისხლის მსგავსი კვალი, (ტომი N1, ს.ფ. 9-15).
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნი-კური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის - დ--------------ის მიერ სასა-მართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 ივნისს, გამომძიებელ ბ---------------–---–ის დადგენილებისა და წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების - გ--–- მ----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის - საფუძველზე მის მიერ ჩატარე-ბულ იქნა ცივი იარაღის ექსპერტიზა და გაიცა №1063/ცი დასკვნა, (2018 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:52:54-14:01:27).
კრიმინალისტიკური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N1963/ცი დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ--–- მ----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, გააჩნია სპეციალური ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც დანის პირს გახსნილ მდგომარეობაში აფიქსირებს. გაშლილ მდგომარეობაში დანის საერთო სიგრძე არის 164 მმ. დანის პირის სიგრძე - 71მმ. დანა ცალპირიანია, პირის ორმხრივი ალესვით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგო-რიას, (ტომი N1, ს.ფ. 192-194).
ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გამომძიებელ გ------- ქ-------–---–ის მიერ გ--–- მ----–--ისაგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რაც მას სავარაუდოდ ეცვა შემთხვევის დროს, კერძოდ - მუქი ნაცრის-ფერი ჯემპერი და ლურჯი ფერის სპორტული შარვალი, (ტომი N1, ს.ფ. 31-35).
დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მაისს, გამომძიებელ ლ--------------–-–---–ის მიერ შპს “გორმედის“ მედდის - ე------------------–---–-საგან ამოღებულ იქნა გ------- ჯ-----–---–ის ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც მას ეცვა სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას, კერძოდ - ლურჯი ფერის მაი-სური, ღია ფერის ჯინსის შარვალი, ყავისფერი ქამრით, ერთი წყვილი წინდა და ერთი წყვილი ზამშის ფეხსაცმელი, (ტომი N1, ს.ფ. 64-68).
ბრალდებულის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 ივნისს, გამომძიებელ ბ---------------–---–ის მიერ შპს “გორმედის“ სამედიცინო დაწესე-ბულებაში, ამავე სამედიცინო დაწესებულების მედდის - ნ--–---------–---–ის მონაწი-ლეობითა და ბრალდებულის ადვოკატის - იოსებ ბოლოთაშვილის თანდასწრებით ბრალდებულ გ--–- მ----–--ისაგან, მისივე თანხმობით, საექსპერტო კვლევისათვის აღე-ბულ იქნა თხევადი სისხლის ნიმუში, (ტომი N1, ს.ფ. 198-201).
დაზარალებულის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მაისს, გამომძიებელ ლ--------------–-–---–ის მიერ შპს “გორმედის“ სამედიცინო დაწე-სებულებაში, ამავე დაწესებულების მედდის - ეთ---------------–---–-ს მონაწილეობით, შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, გადაუდებელ შემთხვევაში აღებულ იქნა დაზა-რალებულ გ------- ჯ-----–---–ის თხევადი სისხლის ნიმუში, (ტომი N1, ს.ფ. 76-79).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 მაისს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------------------------------------------------–-------------------–-–---–--------------------------–---------------------------–---–----------–------------- მონაწილეობით დათ-ვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქ--–--------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, რომელსაც შესასვლელი აქვს ეზოს მხრი-დან ოთხსაფეხურიანი ლითონის კიბით. შესასველი კარის მინა, დათვალიერების დროს, იყო დაზიანებული, ხოლო მინის ნამსხვრევები - მიმოფანტული შესასვლელი ოთახის იატაკზე. სამზარეულო ოთახში მდგარი ხის კარადის ზედაპირზე ნანახი იქნა სისხლის მსგავსი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია მინის ნამსხვრევების ხუთი ნაწილი და სისხლის კვალი, (ტომი N1, ს.ფ. 45-52).
ამ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და შედეგად მიღებული წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა დადასტურებუ-ლია შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ქ-------–---–ის და თანაშემწე გამომძიებელ ზ---------------ს, შსს გორის რაიონული სამ-მართველოს ინსპექტორ-გამომძიებლების - ბ---------------–---–ის და დ------------–-–----–-ს, ექსპერტ-კრიმინალისტ ნ---------------–---–-სა და შპს “გორმედის“ მედდის - ნ--–---------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, ხოლო მოწმე ლ--------------–-–---–ის ჩვენებით დასადგენი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმე-ბით მიჩნეულ იქნა უდავოდ, (2019 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:34:35-13:45:25 (გ------- ქ-------–---–ი); 2018 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიო-ჩანაწერი: 14:11:03-14:27:44 (ბ---------------–---–ი); 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:43:48-15:50:30 (ზ---------------); 2018 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:09:27-15:16:46 (დავით მჭედლიშვილი); 2018 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:17:36-15:22:20 (ნ---------------–---–-); 2018 წლის 17 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:24:50-15:28:55 (ნ--–---------–---–ი)).
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამებტის ბიო-ლოგიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის - ნ----------–------–----–----–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული N200/სბ სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერ-ტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ჯ-----–---–ისა და გ--–- მ----–--ის სის-ხლი, აგრეთვე - გ------- ჯ-----–---–ის მაისურსა და შარვალზე, გ--–- მ----–--ის სვი-ტერზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული სისხლი, ჯგუ-ფის და ტიპის მიხედვით, იდენტურია. დანაზე აღმოჩნდა სისხლი, რომლის სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა, (ტომი N1, ს.ფ. 228-239 (ექსპერტის დასკვნა); 2019 წლის 30 იანვრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:28:25-13:33:50 (ექსპერტის ჩვენება)).
შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტის ი-------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით და მის მიერ 2017 წლის 21 ივნისის თარიღით გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N263/ქმ დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ჯ-----–---–ის მაისურის და შარვლის ზედაპირზე აღმოჩენილ ყავისფერ შალის ბოჭკოს მიკრონაწილაკებსა და გ--–- მ----–--ის სვიტერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ყავისფერ შალის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება, (ტომი N1, ს.ფ. 220-221 (ექსპერტის დასკვნა); 2018 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:48:02-13:52:08 (ექსპერტის ჩვენება)).
2017 წლის 30 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N539/ტრ დასკვნით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
- გ--–- მ----–--ის ტანსაცმლის ზედაპირზე, აგრეთვე გ------- ჯ-----–---–ის შარვლის, ქამრის, წინდის და ფეხსაცმლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება;
- გ------- ჯ-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარ-მოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედე-გად და შესაძლებელია წარმოქმნილიყო გ--–- მ----–--ისაგან ამოღებული დანით ან სხვა დანით, რომლის პირის სიგანის ერთერთი მონაკვეთი შეადგენს 10 მმ-ს;
- გ------- ჯ-----–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება დაახ-ლოებით შეესაბამება გ------- ჯ-----–---–ის მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე არსებულ ჭრილობას, (ტომი N1, ს.ფ. 241-245).
გ------- ჯ-----–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარე-ბული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N003394617 დასკვნით დასტურდება, რომ:
- ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების საფუძველზე;
- გ------- ჯ-----–---–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2017 წლის 19 მაისს, რა დროსაც მას დაუდგინდა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, მუცლის ღრუს სხვა ორგანოების ტრავმა (პერიეტალური პერიტონეუმის და დიდი ბადექონის დაზიანებით) ჰემოპერიტონიუმი
- დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის (საგნების) მოქ-მედებით;
- დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე მიე-კუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
- დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით მუცლის წინა ზედაპირზე (ჭიპის მიმდებარედ) მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახი-ფათო, (ტომი N1, ს.ფ. 183-184 (ექსპერტის დასკვნა); ს.ფ. 157-178 (სტაციონარული პაციენტის სამედი-ცინო ბარათი)).
გ--–- მ----–--ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სასამარ-თლო-სამედიცინო ექსპერტიზის N003394917 დასკვნითა და შპს “გორმედის“ სტაციონა-რული პაციენტის სამედიცინო ბარათის მონაცემებით დადგენილია, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გ--–- მ----–--ემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2017 წლის 20 მაისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს, კერძოდ: მარჯვნივ ტუჩის კუთხესთან - კანის სიწითლე და ესკორაცია; მარჯვენა იღლიის ფოსოს გარეთა კიდეზე - კანის სიწითლე; წელის არეში, მარჯვნივ - ესკორაციები; მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე - მცირე ზომის სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და როგორც ცალცალკე, ასევე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, (ტომი N1, ს.ფ. 186-187 (ექსპერტის დასკვნა); ს.ფ. 173-179 (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი)).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ--–----------------მა დაადასტურა, რომ გ------- ჯ-----–---–ისა და გ--–- მ----–--ის სხეულის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, სამედიცინო დოკუმენტებში ასახული მონაცემების საფუძველზე მან აწარმოა საექსპერტო კვლევა და გასცა შესაბამისი დას-კვნები, (იხ. 2018 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:28:32-14:42:10)
სასამართლო სხდომაზე შპს “გორმედის“ არქივის სპეციალისტმა - მ------------ემ ასევე დაადასტურა გ------- ჯ-----–---–ის და გ--–- მ----–--ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათების ასლების გამოძიებისთვის გადაცემის ფაქტი, (2018 წლის 17 აგვის-ტოს სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:29:41-15:33:12).
ამდენად, განხილული მტკიცებულებების ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურე-ბული ის ფაქტი, რომ ქ--–--------–--------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში გ--–- მ----–--ემ, ცივი იარაღის გამოყენებით, გ------- ჯ-----–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ამასთანავე, მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაზა-რალებულ გ------- ჯ-----–---–ისა და მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებები, საქმი-სათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებაში, არ შეესაბამება ბრალდებულისა და სხვა თვითმხილველ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანო-ნით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამომდინარე აქედან, სამართლოს მიაჩნია, რომ თვით ბრალდებულის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებით, მოწმეების - ნ------------–---–ის და ა------------–------ის ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შემდეგი გარემოებები: გ------- ჯ-----–---–ისათვის დაზიანების მიყენე-ბისას გ--–- მ----–--ე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრ ქალებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ხოლო გ------- ჯ-----–---–ი ამ სახლში შევიდა გ--–- მ----–--ისა და მისი ოჯახის წევრების ნების საწინააღმდეგოდ; ამასთანავე, სამზა-რეულო ოთახში იატაკზე დაცემის შემდეგ, გ------- ჯ-----–---–ი გ--–- მ----–--ეს მოექცა ზემოდან და ასეთ მდგომარეობაში აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც გ--–- მ----–--ემ მას დანით მიაყენა დაზიანება. გარდა აღნიშნულისა, სასამარ-თლოში წარმოდგენილი არც ართი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ--–- მ----–--ე არის გ------- ჯ-----–---–ზე ფიზიკურად უფრო ძლიერი.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის ვითარებაში გ--–- მ----–--ეს ჰქონდა უფლება დაეცვა საკუთარი ჯანმრთელობა, თავისი და მისივე ოჯახის პატივი და ღირსება უკანონო ხელ-ყოფისაგან. ესე იგი, გ------- ჯ-----–---–ის მხრიდან თავდასხმის შედეგად მას შეექმნა აუცილებელი მოგერიების ვითარება და უფლება.
ამასთანავე, გ--–- მ----–--ის მოქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლე-ბის გადაცილება, ვინაიდან დადასტურებულია, რომ გ------- ჯ-----–---–ს მის მიმართ არ გამოუყენებია იარაღად რაიმე საგანი და თავდასხმა არ ატარებდა სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს. ამასთანავე, გ------- ჯ-----–---–თან ერთად მყოფ ნ-------------–---–ს ჩხუბის დროს არ გამოუხატავს მის მიმართ აგრესია და მხოლოდ ცდილობდა მდგომა-რეობის განმუხტვას. ასეთ ვითარებაში ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების ფაქტს სასამართლო აფასებს როგორც აშკარა შეუსაბა-მოს თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა საქმის არსე-ბითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები, აგრეთვე - მხარეთა მიერ პრეიუდი-ციულად მიჩნეული ფაქტები და გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე მტკი-ცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული გ--–- მ----–--ის მიერ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, გ------- ჯ-----–---–ის ჯან-მრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი, რის გამოც გ--–- მ----–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარ-დგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 122-ე მუხ-ლით.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღ-მდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და მიაჩნია, რომ გ--–- მ----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს.
ამ გარემოებების, აგრეთვე ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობისა და დანაშა-ულის სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 122-ე მუხლთ გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში გ--–- მ----–--ეს ძირითად სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც უზრუნველ-ყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშა-ვის რესოციალიზაციას.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით, გ--–- მ----–--ეს უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–- მ----–--ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალი-ფიცირდეს ამავე კოდექსის 122-ე მუხლით;
2. გ--–- გ-------ს-ძე მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზო-მად დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3. გ--–- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბა-მისად, სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 19 მაისიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით გ--–- მ----–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
5. განაჩენის აღსრულება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრუ-ლების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს გ--–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ--–-------------------------------------;
6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.1 გ--–- მ----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მინის ნამსხვრევები და სისხლის კვალი, გ------- ჯ-----–---–ისა და გ--–- მ----–--ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6.2 გ--–- მ----–--ის და გ------- ჯ-----–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი