გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210018002435166
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13432-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდი-ანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შპს „ჰ------- ს-–------“

წარმომადგენელი - ფ------ მ-------ე

მოპასუხე - შპს „ე------------- ჯ-------ა“

წარმომადგენლები - ს------- ს-----ე, ც-–- ც-–---ე

მესამე პირი - სს ,,H------------------------------------------’’

წარმომადგენელი - ზ------ დ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს შპს "ე------------- ჯ-------ას" 11000 ლარის გადახდა შპს "ჰ------- ს-–------ს" სასარგებლოდ №----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 15 დეკემბერს შპს "ე------------- ჯ-------ასა" და “ჰ----–---- თ---–---- ზ----- პ-–---ას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება №----- შიდა რემონტის რეგულაციის თაობაზე. შპს "ე------------- ჯ-------ა" იჯარით ფლობს ფართს თ---–---- ზ----- პ-–---ის პირველ სართულზე, სი-რცე - A, ფართის ნომერი №------.

 

ხელშეკულებით შპს "ჰ------- ს-–------მ" იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები აღნიშნულ ფართში, ხოლო შპს "ე------------- ჯ-------ამ" იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა რემონტზე გახარჯული თანხები და მომსახურების საფასური. შპს "ე------------- ჯ-------ამ" ასევე თავისი ხარჯებით შეიძინა და გადასცა სარემონტო მასალები შპს "ჰ------- ს-–------ს“ სამუშაოების ჩასატარებლად. სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 16 დეკემბერს და დასრულებულიყო 2017 წლის 26 დეკემბერს.

 

მოსარჩელემ შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება. შპს "ჰ------- ს-–------ს" წარმომადგენლების ფართში იმყოფებოდნენ 2017 წლის 15 დეკემბერსა და 20 დეკემბერს და განახორციელეს ყველა საჭირო სამუშაო. საბოლოო ჯამში რემონტზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 11000 ლარი. რემონტის დასრულების შესახებ ეცნობა “ჰ----–---- თ---–---- ზ----- პ-–---ას” ადმინისტრაციას, როგორც ზედამხედველ პირს, ასევე შპს "ე-------------- ჯ-------ას", როგორც მომსახურების მიმღებს.

 

აღსანიშნავია, რომ გაფორმდა "ჰ----–---- თ---–---- ზ----- პ-–---ას" მოიჯარეთა მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე გაიცა ცნობა, რითიც დასტურდება ყველა ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასევე ფართი დასურათდა სამუშაოების დაწყებამდე და მის შემდგომაც. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოსაწერად წარედგინა ჰ----–---- თ---–---- ზ----- პ-–---ასა და შპს "ე-------------- ჯ-------ას", მაგრამ ამ უკანასკნელმა გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, ამავდროულად მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. სამუშაოების დასრულების შემდგომ მოპასუხე შევიდა გარემონტებულ ფართში და აგრძელებს სარგებლობას. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად შპს "ე------------- ჯ-------ა" არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და სრულიად უსაფუძვლოდ უარს აცხადებს გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია არც წერილობით და არც ზეპირად, შესაბამისად, მოსარჩელისათვის არც სარემონტო მასალები გადაუცია. მოსარჩელეს არ უწარმოებია სარემონტო სამუშაოები მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართში.

 

მესამე პირის პოზიცია:

 

სს ,,H------------------------------------------’’ წარმომადგენლის განმარტებით შპს „ჰ------- ს-–------ს“ მიერ “ჰ----–---- თ---–---- ზ----- ს-------- პ-–---ას” საიჯარო ფართში დაშვება განხორციელდა შპს „ე------------- ჯ-------ას“ მიერ რწმუნებული პირის ნ---- მ---------ის თანხმობით, რომლის საფუძველზე რემონტის განხორციელების უფლება საიჯარო ფართში მიენიჭა შპს „ჰ------- ს-–------ს“.

 

3. ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.1.1. მეიჯარე სს “H------------------------------------------”-სა და მოიჯარე შპს „ე------------- ჯ-------ას“ შორის 2017 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული №----- კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა 12 თვის ვადით, საიჯარო ფართი, საკადასტრო კოდი 0---------------, №1 სართული, A ფრთა, №------, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა. მთლიანი საიჯარო ქირა 14880 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 27 ნოემბრის №----- კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 218-237).

- „ჰ----–----. თ---–---- ზ----- ს-------- პ-–---ის შიდა რემონტის რეგულაცია“ „დანართი II საიჯარო ფართის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი“ (ს.ფ. 107).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება მხარეებს - შპს „ჰ------- ს-–------სა“ და შპს „ე------------- ჯ-------ას“ შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი.

 

ამასთან, არ დგინდება შპს „ჰ------- ს-–------ს“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე------------- ჯ-------ას“ სასარგებლოდ 11000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები მხარეებს შორის სარემონტო შეთანხმების არსებობის, მოპასუხის მიერ სარემონტო მასალების მოსარჩელისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ სარემონტო სამუშაოების (გადაცემული მასალებით) შესრულების შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნი-თიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ზემოთდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯ-ბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდი-იდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლი-ი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლი-ი ანალიზით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ შპს „ჰ------- ს-–------სა“ და შპს „ე------------- ჯ-------ას“ შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით შედგა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე შპს ,,ჰ------- ს-–------ს’’ მოთხოვნაა დაეკისროს შპს ,,ე------------- ჯ-------ას’’ 11000 ლარის გადახდა #----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე შპს ,,ჰ------- ს-–------ს’’ მიერ მითითებული #----- ხელშეკრულება დადებულია ერთის მხრი- მეიჯარეს სს “H------------------------------------------”-სა და მეორეს მხრი- მოიჯარე შპს „ე------------- ჯ-------ას“ შორის 2017 წლის 27 ნოემბერს კომერციული ფართის იჯარის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს მოსარჩელე, აღნიშნული ხელშეკრულებით არ დგინდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება. ერთადერთი გარემოება, რაც ამ ხელშეკრულების პირობებიდან მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია - დგინდება, რომ მოიჯარე შპს „ე------------- ჯ-------ა“ ვალდებული იყო იჯარით მიღებულ ფართში სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა (ს.ფ. 218-237).

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი - „ჰ----–----. თ---–---- ზ----- ს-------- პ-–---ის შიდა რემონტის რეგულაციის დანართი II საიჯარო ფართის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტის“ თანახმად, მაღაზიის ნომერია „------, რემონტისათვის შესვლის დროა 16.12.2017, რემონტის დასრულების დრო - 26.12.2017. აქტს ხელს აწერს სამეურნეო დეპარტამენტის მენეჯერი ი-. ზ------–---–ი, მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელი ნ---- მ---------ე და სინდი ფონგი, რომლის მონაცემები ამ დანართზე დაფიქსირებული არ არის, თარიღი მითითებულია - 2018 წლის 05 იანვარი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილი „დანართი III მოიჯარის პ-–---აში რემონტისათვის შესვლის სააპლიკაციო ფორმა“, რომლის მიხედვით, მოიჯარეა - შპს „ე------------- ჯ-------ა“ რემონტის განმახორციელებელი - “H----------------------”, აპლიკანტის სარემონტო პროექტის შინაარსი - „ჭერი, ელექტრობა, კაბელები, თაროები, ჩამრთველები“. აღნიშნულ სააპლიკაციო ფორმაზე არ არის შპს ,,ჰ------- ს-–------ს’’ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ს.ფ. 108). აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, სადაც მითითებულია, თუ რა სახის სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო საიჯარო ფართში (ჭერი, ელექტრობა, კაბელები, თაროები, ჩამრთველები).

 

ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, „ჰ----–--- თ---–---- ზ----- პ-–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის 2018 წლის 16 აპრილის ცნობა - „ჰ----–--- თ---–--ი ზ----- პ-–---ას მაღაზიაში №------” განხორციელებული რემონტის შესახებ’’, რომლის თანახმად, №------ მაღაზიაში რემონტი (შეკიდული ჭერი, ელექტროქსელის მოწყობა - კაბელების, განათების, ჩამრთველებისა და თაროების მოწყობა) ჩაატარა “H----------------------“-მა 2017 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრის განმავლობაში. სარემონტო სამუშაოები გადმოიბარა „ჰ----–--- თ---–---- ზ----- პ-–---ას“ სამეურნეო-ტექნიკურმა დეპარტამენტმა, რემონტის რეგულაციის დოკუმენტის თანახმად. ცნობა დადასტურებულია „ჰ----–--- თ---–---- ზ----- პ-–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის ი---- ზ------–---–ის ხელმოწერით (ს.ფ. 34). სასამართლო მიიჩნევს, რომ „ჰ----–--- თ---–---- ზ----- პ-–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული ცნობა არ წარმოადგენს სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მტკიცებულებას მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ. მხარეებს - შპს ,,ჰე----ის ს-–------სა'' და შპს ,,ე------------- ჯ-------ას'' შორის შესრულებული სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, არც „ჰ----–--- თ---–---- ზ----- პ-–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩაბარებას დასწრებია შპს ,,ე------------- ჯ-------ას'' უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება თანხის ოდენობას, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა (№----- 1------. 16 აპრილი, 2018 წელი) (ს.ფ.32), რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას და განსაზღვრავს მის მიერ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს 11000 ლარით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებულ საქონლის მომსახურების დასახელებებზე. კერძოდ: სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი, მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, ელექტრომომსახურება - 2000 ლარი, მონტაჟის მომსახურება - 3000 ლარი, ჯამში 11000 ლარი.

 

ანგარიშფაქტურიდან არ ირკვევა კონკრეტულად რა მომსახურების ან/და რა პირობებით მომსახურების გაწევაზე შეთანხმდნენ მხარეები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ ირკვევა ანგარიშფაქტურაში აღნიშნული მომსახურების შინაარსი (სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი, მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი) მოიცავდა თუ არა სარემონტო სამუშაოებს ან თუ უკავშირდებოდა რაიმე ფორმით მაინც. როგორც 2019 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განიმარტა - მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე გაუწია მთარგმნელობითი მომსახურება დაჩქარებული წესით. შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის მომსახურება - სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი და მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, შეეხება არა სარემონტო სამუშაოებს, არამედ სხვა მომსახურებას, აღნიშნულ ახალ გარემოებაზე მოსარჩელემ მიუთითა საქმის მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე სსსკ 219-ე მუხლის დარღვევით და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. ამასთან, ანგარიშფაქტურიდან შეუძლებელია დადგინდეს მხარეებს შორის რაიმე პირობებზე შეთანხმება და ასევე ის ფაქტი, რომ შპს „ჰ------- ს-–------მ“ შპს „ე------------- ჯ-------ას“ გაუწია თუ არა სარემონტო სამუშაოები თუნდაც დარჩენილი 5000 ლარის ნაწილში.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „ე------------- ჯ-------ამ“ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით აპრილის თვის დღგ-ის ჩათვლის დანართიდან №----- 1------ ანგარიშფაქტურის ამოღების მოთხოვნით (1677,96 ლარი), განმცხადებლის განმარტებით, ანგარიშფაქტურა არ იყო განმცხადებლისთვის განკუთვნილი და ვინაიდან გამყიდველთან არ ჰქონდა არც ზეპირი და არც წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული და ანგარიშფაქტურა დადასტურებული იყო შეცდომით შპს „ე------------- ჯ-------ამ“ მოითხოვა ანგარიშფაქტურაზე ჩათვლის გაუქმება, რაც გაზიარებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ (ს.ფ. 81-98). ამდენად, საგადასახადო მიზნებისათვის ანგარიშფაქტურის შედეგები ანულირებულია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისთვისაც №----- 1------ ანგარიშფაქტურა აღარ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას შესრულებული სარემონტო სამუშაოებისა და მათი ღირებულების თაობაზე.

 

ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, 2017 წლის 25 დეკემბერს დ----- ჯ-----–---–--ა (მენარდე) და შპს „ე------------- ჯ-------ას“ (შემკვეთი) შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში მოპასუხეს ელექტროგაყვანილობის დამონტაჟების მომსახურება „ჰ----–--- თ---–--ი ზ----- პ-–---აში“, №------ მაღაზიაში გაუწია ფიზიკურმა პირმა დ----- ჯ-----–---–მა, 300 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხის მიერ სარემონტო მასალების გადაცემისა და ამ მასალით სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, არ დასტურდება, ვინაიდან თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისით (23/12/2017; №---------; ს.ფ.29), დგინდება, რომ გადამხდელს წარმოადგენს შპს „ე------------- ჯ-------ა“, მიმღებს - „ჯ- - ე-–------------ი“, ელექტროგაყვანილობის მასალების ღირებულებაა - 249,00 ლარი. ინვოისის შესაბამისად, აღნიშნული მასალები შპს „ე------------- ჯ-------ამ“ შეიძინა „ჯ- - ე-–------------ისგან“, თუმცა ფაქტები, რომ მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს შესაბამისი მასალა, რომლითაც შპს „ჰ------- ს-–------მ” გაუწია მოპასუხეს მომსახურება, მით უფრო მონტაჟის მომსახურება - 3000 ლარის ღირებულების დაუსაბუთებელია და სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ასევე მოსარჩელის მიერ თაროების მოწყობის ფაქტი და თავის მხრი- წარმოადგინა მტკიცებულებები თაროების შეძენის თაობაზე (იხ. ს. ფ. 142, 146, 147).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მტკიცება მის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, მოთხოვნა მაინც დაუსაბუთებელია, ვინაიდან სათანადო მტკიცებულება შესრულებული სამუშაოების ღირებულების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებების შეფასება არ იძლევა საკმარის საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები.

 

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნასა და მითითებულ სარჩელის ფაქტობრი- გარემოებებს (მხარეებს შორის სარემონტო მომსახურების შესახებ შეთანხმების არსებობის, მოპასუხის მიერ სარემონტო მასალების გადაცემისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ მითითებული გარემოებები), რაც, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭიროებდა დამტკიცებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სამოტი-აციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრი-ი გარემოებების სამართლებრი-ი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი მოკლებულია ფაქტობრი- და სამართლებრი- საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 629-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრი-ი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდესქის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არსებითად მიჩნეულია პირობები „რომლებზედაც ერთ - ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“.

 

მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.

 

ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრი-ი მიზნის მიღწევისკენ. ხელშეკრულების დახასიათებისას მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრი-ი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. სამართლებრი-ი შედეგი შეიძლება მოიაზრებდეს როგორც ახალი სამართლებრი-ი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება-მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. შესაბამისად, თუკი არ არსებობს მხარეთა კონსესუსი, სამართლებრი-ი შედეგი, რაც მხარეებს რაიმე უფლებებსა და მოვალეობებს წარმოუშობს, ვერ დადგება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შპს „ჰ------- ს-–------სა“ და შპს „ე------------- ჯ-------ას“ შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი ვერ დადგინდა, ასევე ვერ დადასტურდა შპს „ჰ------- ს-–------ს“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე------------- ჯ-------ას“ სასარგებლოდ სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ ოფერტის აქცეპტირება ანუ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრი-ი მოდელი. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხარეები სხვაგვარად გამოხატავენ თავის თანხმობას და გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულების დადების პროცესის ოფერტ-აქცეპტამდე დაყვანა. ამდენად, მხარეთა ნების გამოვლენათა კონსესუსი შესაძლოა მიღწეულ იქნას როგორც ოფერტისა და აქცეპტის, ისე სხვაგვარი მოქმედების მეშვეობითაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

 

იმისათვის, რომ მხარეთა ურთიერთობა დაკვალიფიცირდეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრი- ურთიერთობად მოსარჩელემ მინიმუმ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმება მოპასუხესთან როგორიცაა ხელშეკრულების საგანი (მომსახურების შინაარსი), ფასი და ხელშეკრულების ვადა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეთანხმება წერილობითი, ან ზეპირი ფორმით ვერ დაადასტურა.

 

ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირობათა დაცვით ვერ დადგინდა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად მენარდეს შემკვეთის მიმართ წარმოუშობდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ამდენად, შპს „ჰ------- ს-–------“ მოკლებულია უფლებამოსილებას მოსთხოვოს მოპასუხეს 11000 ლარის გადახდის ანაზღაურება იმ მომსახურებისთვის, რომლის მოსარჩელის სასარგებლოდ გაწევა ვერ დაადასტურა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრი- დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონი-რულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრი-ი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვიანიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხე ითხოვს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება და ინვოისი (79-80). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯ- 440 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ჰე----ის ს-–------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ჰე----ის ს-–------ს“ შპს „ე------------- ჯ-------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს - 440 ლარის ანაზღაურება იურიდიული მომსახურების ხარჯ-ს სახით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩი-რების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩი-რების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე