გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.04.2019
საქმის ნომერი
330310019002803937
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/200-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - თა---- თე-----ე

წარმომადგენელი - ლე---- კუ-------ე

მოპასუხე - საქართველოს სახალხო დამცველი

წარმომადგენელი - მა-- ლი--------–----

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანება, ს--------------------------------------------------------------------------------–-----------------–---–------ საშტატო ერთეულის გაუქმების ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანება;

 

1.3. დაევალოს საქართველოს სახალხო დამცველს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე თა---- თე-----ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ს--------------------------------------------------------------------------------–-----------------–---–------ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.4. დაევალოს საქართველოს სახალხო დამცველს მოსარჩელე თა---- თე-----ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით;

 

1.5. დაევალოს საქართველოს სახალხო დამცველს მოსარჩელე თა---- თე-----ის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 1---- ლარის ოდენობით ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სა----თლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თა---- თე-----ე 2015 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა ს----------–---------–--------–---–----------------------–--------------------------------------------–-------------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ იგი მუშაობდა იმავე აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ს-----------–-----------------–---–------------------------------------------------------------–-------–-----------------------------------–---–-----) თანამდებობაზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 15 იანვრის №1- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც განსაზღვრული იყო სამმართველოს უფროსის 1 და მთავარი სპეციალისტის (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 3 საშტატო ერთეული.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 მაისის №1-- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (ვებ-ადმინისტრატორის) სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდის, მათ შორის, ინგლისურენოვანის ადმინისტრირება, აპარატის ვებგვერდზე პრესრელიზების, სახალხო დამცველის მოხსენებების. ანგარიშების და სხვა მასალის სისტემატიზირებული განთავსება, აპარატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისტემატიური განახლება, ვებგვერდის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და ძებნის შედეგების გაუმჯობესება და ტრაფიკის გაზრდა, ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება და ვებგვერდზე ატვირთვა, ვებგვერდის უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა, სარეზერვო ასლის და სხვა დამატებითი ფუნქციების მონიტორინგი, ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა სერვისებზე ინფორმაციის განთავსება (Facebook, youtube, twitter, flick და სხვა) და ა.შ., ხოლო იმავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (მედია მონიტორის) სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენდა სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის პრესრელიზების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) გავრცელება შესაბამის ადრესატებთან, ბეჭდვა და დაარქივება, ყოველდღიური პრესის, ასევე ელექტრონული მედია-საშუალებების მიმოხილვის მომზადება და გავრცელება აპარატის შიდა ქსელში, ადრესატებისათვის შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნა, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის პრესრელიზების და განცხადებების განთავსება შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში და ა.შ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა----თლო:

- ცნობა (ტ.1, ს.ფ. 23);

- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 15 იანვრის №1- ბრძანება და მისი დანართი (ტ.2, ს.ფ. 67-71);

- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შინაგანაწესის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 16 ნოემბრის №1-- ბრძანების დანართ №2-ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 მაისის №1-- ბრძანება და მისი დანართი (ტ.2, ს.ფ. 47-59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 სექტემბრის №3-- ბრძანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გამოცხადდა რეორგანიზაცია და აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს შეეცვალა დასახელება და განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო და იმავე სამმართველოში დადგინდა სამმართველოს უფროსის 1, ღონისძიებების ორგანიზატორის 1 (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) და პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველოს პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების მედიასთან ეფექტურად კომუნიკაციის წარმართვის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, კონფერენციების და ბრიფინგების ჩატარების ორგანიზება, მათზე დასასწრებად ჟურნალისტების მოწვევა და სათანადო მასალების მიწოდება, მედია საშუალებებთან აპარატის თანამშრომლების კომუნიკაციის უზრუნველყოფა, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება მედია საშუალებებისათვის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის ვებგვერდზე ინფორმაციის ინფორმაციის დროული განთავსება და გამოქვეყნებული ინფორმაციის მუდმივად განახლება, სოციალური მედიის მართვა, ინფორმაციის (ტექსტური, ვიდეო, ფოტო, ინფოგრაფიკების, გამოკითხვების და ა.შ) სოციალური მედიის ფორმატის შესაბამისად დამუშავება და განთავსება და ა.შ.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანებით, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თა---- თე-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა----თლო:

- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეორგანიზაციის დაწყების, რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 სექტემბრის №3-- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 249);

- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანება და მისი დანართი (ტ.1, ს.ფ. 206-21-);

- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცალკეულ თანამდებობათა სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანება და მისი დანართი (ტ.1,ს.ფ. 333-347);

- “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 212-214);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თა---- თე-----ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სა----თლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასა----თლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსა----თლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სა----თლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასა----თლოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სა----თლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სა----თლებრივი შედეგი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-8-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამრიგად, სასა----თლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- და “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასა----თლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს, მოსარჩელე თა---- თე-----ის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის, ასევე კომპენსაციის ანაზღაურების საკითხი.

 

6.2. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არა----თლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სა----თლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სა----თლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არა----თლზომიერი ჩარევა.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ შრომითი-სა----თლებრივი საქმიანობა, ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს, რადგან ასეთი საქმიანობის პროცესში პირი ახორციელებს ურთიერთობებს სხვა პირებთან, უზრუნველყოფს საკუთარი, პიროვნული შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელფასის სახით გამოიმუშავებს არსებობისათვის აუცილებელ ფინანსურ შემოსავალს და ა.შ.

 

სასა----თლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს პრეცედენტულ სა----თალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 1- დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/1-) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა----თლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სა----თლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასა----თლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სა----თლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არა----თლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასა----თლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სა----თლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სა----თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სა----თლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

მითითებული კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.

 

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასა----თლო მიუთითებს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის №45 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად, აპარატის მოსამსახურეთა რაოდენობა, თანამდებობები და შრომის ანაზღაურება, განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეორგანიზაციის, ასევე აპარატის თანამდებობათა დასახელებების, საშტატო ნუსხის და მათი თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის დისკრეციული უფლებამოსილება, კანონით მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო დამცველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 სექტემბრის №3-- ბრძანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გამოცხადდა რეორგანიზაცია და აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს შეეცვალა დასახელება და განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო და იმავე სამმართველოში დადგინდა სამმართველოს უფროსის 1, ღონისძიებების ორგანიზატორის 1 (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) და პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანება, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოსცა მისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კანონით დადგენილი ერთადერთი მიზანი, საქართველოს სახალხო დამცველისათვის საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელების ორგანიზაციულ-სა----თლებრივი უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ზემოთ აღინიშნა მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურა, თანამდებობათა დასახელება, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და თითოეული საშტატო ერთეულის უფლება-მოვალეობა, რათა თვითონ ჰქონდეს შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად შეაფასოს, თუ როგორი სტრუქტურის და რა სახის საშტატო ნუსხით იქნება უფრო ეფექტური საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა.

 

ამასთან, სასა----თლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის კანონიერების დასასაბუთებლად, მხოლოდ შესაბამის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება საკმარისი არ არის და სასა----თლო კონტროლს ექვემდებარება, ასევე ის, თუ როგორ განხორციელდა დისკრეციული უფლებამოსილება, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-7 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, თუმცა სასა----თლო არ მიიჩნევს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტს უკანონოდ მხოლოდ მისი მიზანშეუწონლობის საფუძვლით, თუ იგი გამოცემულია კანონით დადგენილ ფარგლებში, მითითებულია და დასაბუთებულია მისი გამოცემის აუცილებლობა და დაცულია კანონით დადგენილი ზემოთ აღნიშნული პირობები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტით საშტატო ნუსხის განსაზღვრა, მართვის ეფექტურობის გაზრდისა და საშტატო ერთეულებს შორის ფუნქციათა გამეორების აღმოფხვრის მიზნით იყო განპირობებული და საქართველოს სახალხო დამცველმა, აღნიშნული მიზნით მიიჩნია მიზანშეწონილად საშტატო ნუსხის ზემოთ აღნიშნული სახით განსაზღვრა, რისი უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. შესაბამისად, “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანება გამოცემულია კანონის საფუძველზე და არ ეწინააღმდეგება მას.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელე თა---- თე-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტს - ბრძანებას, სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-0-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასა----თლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასა----თლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასა----თლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასა----თლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 15 იანვრის №1- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც განსაზღვრული იყო სამმართველოს უფროსის 1 და მთავარი სპეციალისტის (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 3 საშტატო ერთეული, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 სექტემბრის №3-- ბრძანებით, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს შეეცვალა დასახელება და განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო და იმავე სამმართველოში დადგინდა სამმართველოს უფროსის 1, ღონისძიებების ორგანიზატორის 1 (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) და პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული (III რანგი, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).

 

ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველოში რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა III რანგის, საჯარო დაწესებულების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 მაისის №1-- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (ვებ-ადმინისტრატორის) სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდის, მათ შორის, ინგლისურენოვანის ადმინისტრირება, აპარატის ვებგვერდზე პრესრელიზების, სახალხო დამცველის მოხსენებების. ანგარიშების და სხვა მასალის სისტემატიზირებული განთავსება, აპარატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისტემატიური განახლება, ვებგვერდის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და ძებნის შედეგების გაუმჯობესება და ტრაფიკის გაზრდა, ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება და ვებგვერდზე ატვირთვა, ვებგვერდის უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა, სარეზერვო ასლის და სხვა დამატებითი ფუნქციების მონიტორინგი, ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა სერვისებზე ინფორმაციის განთავსება (Facebook, youtube, twitter, flick და სხვა) და ა.შ., ხოლო იმავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (მედია მონიტორის) სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენდა სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის პრესრელიზების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) გავრცელება შესაბამის ადრესატებთან, ბეჭდვა და დაარქივება, ყოველდღიური პრესის, ასევე ელექტრონული მედია-საშუალებების მიმოხილვის მომზადება და გავრცელება აპარატის შიდა ქსელში, ადრესატებისათვის შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნა, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის პრესრელიზების და განცხადებების განთავსება შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში და ა.შ.

ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (ვებ-ადმინისტრატორის) და მთავარი სპეციალისტის (მედია მონიტორის) სამსახურებრივი ფუნქციები არსებითად ერთიდაიმავე შინაარსის იყო, რაც ამ ორ საშტატო ერთეულზე დასაქმებულ პირების არსებითად თანაბარ სა----თლებრივ მდგომარეობაში ყოფნას განაპირობებდა.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი სა----თლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური, თუ სხვა რწმენის, ეროვნული, თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობის.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გა----თლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გა----თლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის, როგორც არსებითად თანასწორი, თანაბარ, საკმარისად მსგავს პირობებში მყოფი პირების მიმართ უკანონოდ განსხვავებულად მოპყრობის შინაარსი, პირის მიმართ, მის ანალოგიურ პირობებში მყოფი პირისაგან, დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ განსხვავებული მოპყრობაა.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს შეფასებაზე, რაც დისკრიმინაციის განმარტებას ეხება (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები„ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 1/1/493). მითითებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლომ განმარტა, რომ მე-14 მუხლის არსის გაგებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისაგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება, თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას. კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით. მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისათვის, სასა----თლომ, პირველ რიგში უნდა დაადგინოს პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ, ისინი ამა თუ იმ შინაარსით კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა, თუ ურთიერთობებში, ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილული იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით - არა. მეორე, აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით. არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სა----თლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი თუ, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს.

 

სასა----თლო მიუთითებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს პრეცედენტულ სა----თალზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს 201- წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „შტუმერი ავსტრიის წინააღმდეგ“ განაცხადის № 37452/02, პუნქტი 81 და 87). მითითებულ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა----თლომ განმარტა, რომ მე-14 მუხლი ავსებს კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების სხვა არსებით დებულებებს. დაუშვებელია მხოლოდ მე-14 მუხლის დარღვევის დადგენა, ვინაიდან მას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ ამ დებულებებით გარანტირებული „უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების“ კონტექსტში. სასა----თლომ თავისი პრეცედენტული სა----თლით დაადგინა, რომ მხოლოდ იდენტიფიცირებად მახასიათებლებზე, ან „სტატუსზე’ დაფუძნებული განსხვავებება მოპყრობაში, შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად მე-14 მუხლის მნიშვნელობით (იხ. ზემოხსენებული Carson and Others, § 61). დისკრიმინაცია ნიშნავს მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების განსხვავებულ მოპყრობას, მაშინ როცა არ არსებობს ამგვარი განსხვავების ობიექტური და გონივრული გა----თლება. „ობიექტური და გონივრული გა----თლების არარსებობა“ ნიშნავს, რომ განსხვავება არ ემსახურება „კანონიერ მიზანს“ ან, რომ არ არსებობს „გონივრული კავშირი და პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის“.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №4-- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველოს პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის სამსახურებრივ ფუნქციებს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების მედიასთან ეფექტურად კომუნიკაციის წარმართვის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, კონფერენციების და ბრიფინგების ჩატარების ორგანიზება, მათზე დასასწრებად ჟურნალისტების მოწვევა და სათანადო მასალების მიწოდება, მედია საშუალებებთან აპარატის თანამშრომლების კომუნიკაციის უზრუნველყოფა, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება მედია საშუალებებისათვის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის ვებგვერდზე ინფორმაციის ინფორმაციის დროული განთავსება და გამოქვეყნებული ინფორმაციის მუდმივად განახლება, სოციალური მედიის მართვა, ინფორმაციის (ტექსტური, ვიდეო, ფოტო, ინფოგრაფიკების, გამოკითხვების და ა.შ) სოციალური მედიის ფორმატის შესაბამისად დამუშავება და განთავსება და ა.შ.

 

ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (ვებ-ადმინისტრატორის) და მთავარი სპეციალისტის (მედია მონიტორის) სამსახურებრივი ფუნქციები ტრანსფორმირდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველოს პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის სამსახურებრივ ფუნქციებში და 1 საშტატო ერთეულის შემცირების პირობებში, მთავარი სპეციალისტის (ვებ-ადმინისტრატორის) და მთავარი სპეციალისტის (მედია მონიტორის) საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირებს შორის წარმოიქმნა კონკურენცია ახლად შექმნილ 1 საშტატო ერთეულზე შერჩევის მიზნით. ამასთან, შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანებით, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თა---- თე-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

მითითებული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სა----თლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასა----თლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სა----თლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტში - “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანებაში არ არის ასახული გარემოებები, რომლითაც მოპასუხემ - საქართველოს სახალხო დამცველმა იხელმძღვანელა მოსარჩელე თა---- თე-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმიების (კვალიფიკაცია და ა.შ) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირს უპირატესობა ზემოთ აღნიშნულ, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველოს პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მას უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა პრესასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის სპეციალისტის საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც მოსარჩელე თა---- თე-----ე, მთავარი სპეციალისტის (ვებადმინისტრატორის) საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასა----თლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასა----თლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სა----თალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

ამრიგად, სასა----თლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სა----თლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მოპასუხემ - საქართველოს სახალხო დამცველმა ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევის საფუძველზე, კერძოდ მოსარჩელის და მისი კონკურენტი პირის კვალიფიკაციის, ასევე სხვა შესაბამისი მონაცემების ობიექტურად, გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სა----თლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტში - “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სა----თლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სა----თლებრივ ნორმებთან, რამდენადაც იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და საქართველოს სახალხო დამცველს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე თა---- თე-----ესთან დაკავშირებით.

 

6.5. მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნებთან - სამსახურში აღდგენასთან, განაცდური ხელფასის და კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-8-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასა----თლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სხვა თანმდევი სა----თლებრივი შედეგები, კანონის შესაბამისად დაკავშირებულია სასა----თლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტასთან, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გაუქმებასთან და პირის სამსახურში აღდგენასთან. შესაბამისად, ვინაიდან სასა----თლომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანება და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თა---- თე-----ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა---- თე-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნეს ბათილად ცნობილი “თა---- თე-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №5-- ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს სახალხო დამცველს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე თა---- თე-----ესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში;

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოსარჩელე თა---- თე-----ეს დაუბრუნდეს მის მიერ, 2019 წლის 15 იანვარს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსა----თლე დავით წერეთელი