განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100118002632038
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1--------

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ს------ კ-----ე - დაბადებული 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ-----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ----------------------.

 

ადვოკატები: ს--–---- კ--–-----–---–ი, ი---- ი--------ე

 

კვალიფიკაცია:

ს------ კ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–---------ში მდებარე ნ--- ჩ-----–--ის კუთვნილი სახლიდან ს------ კ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ--- ჩ-----–--ეს მიადგა 25 340 (ოცდახუთი ათას სამას ორმოცი) ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ს------ კ-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით.

 

1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ კ-----ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. დაზარალებულმა ნ--- ჩ-----–--ემ განაცხადა, რომ მისი კუთვნილი სახლი მდებარეობს ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–---------ში, რომელიც არის დაკეტილი და პერიოდულად მიდიოდნენ. 2018 წლის 4 თებერვალს, ნ--- ჩ-----–--ე მივიდა სახლში, კარის გაღების შემდეგ ნახა, რომ სახლში ყველა საგანი და ნივთი არეულ მდგომარეობაში იყო, კედლებიდან მოხსნილი იყო რადიატორები და საშრობები - ღირებული 2000 ლარად, ცენტრალური გამათბობლის ,,----------ის’’ ფირმის ქვაბი - ღირებული 4000 ლარად, ასევე წაღებული იყო ბავშვის სათამაშოები - ღირებული 700 ლარად, საპირფარეშოს შესასვლელი კარი მოხსნილ მდგომარეობაში იყო, ასევე საპირფარეშოდან მოხსნილი და წაღებული იყო უნიტაზი, პირსაბანი, გამათბობელი საშრობი. ნ--- ჩ-----–--ის განცხადებით, ანალოგიური სიტუაცია იყო მანსარდულ სართულზე, საიდანაც მოხსნილი იყო რადიატორები, უნიტაზი, პირსაბანი, საშრობი გამათბობელი, ონკანი, დუში. ნ--- ჩ-----–--ის განმარტებით, ასევე სახლიდან მოპარული იყო თეთრეული, ფარდები, ყავის ჭიქები, დანები და ჩანგლები. სახლის პირველი სართულიდან მოპარული იყო სხვადასხვა სახის სარემონტო მასალები, მუხლები, ე.წ. ,,სვარკის“ აპარატი იყო დაშლილ მდგომარეობაში და ამოღებული იყო სპილენძის მასალა; ასევე, მოპარული იყო სამუშაო ხელთათმანები, ფუნჯები, საღებავები, ქანჩების ნაკრები, გაზის ბალონი, გაზის კამფორა, ასფალტის საჭრელი დანადგარი, არაყი და ღვინო, ორი ცალი ჭაღი. მეუღლის გადმოცემით იცის, რომ ქანჩების კრებული 250 ლარი ღირდა, არყის სახდელი ქვაბი დაახლოებით 800 ლარი, ასფალტის საჭრელი დანადგარი 5000 ლარი. გამოძიების ეტაპზე გამორჩა მოპარული სხვა ნივთები. ნ--- ჩ-----–--ის განმარტებით, მას მიადგა დაახლოებით 25 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2.2. მოწმეებმა ლ---- ხ--–-–---–მა და გ------- თ----------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.3. ბრალდებულმა ს------ კ-----ემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან ჩაიდინა ს------–---------ში, ჩ---–----–---–---------ში მდებარე ნ--- ჩ-----–--ის სახლის ქურდობა და რა ნივთებიც მოიპარა, ყველა ნივთი ამოღებულ იქნა გამოძიების პროცესში. სხვა ნივთები, რასაც ბრალდება ედავება მას არ მოუპარავს. ს------ კ-----ის განმარტებით, მის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება დაზარალებულის მიერ არის გაზვიადებული, რადგან ნივთები იყო ძველი, დაზიანებული, არც ერთი ნივთის ღირებულების დამდასტურებელი საბუთი დაზარალებულს არ წარმოუდგენია; რაც შეეხება მისი ბინიდან ამოღებულ ჭურჭელს, იგი არის მისი ოჯახის კუთვნილება და არ არის ნ--- ჩ-----–--ის ბინიდან წამოღებული. ს------ კ-----ე თავს დამნაშავედ ცნობს ბინაში შეღწევით ქურდობის ჩადენაში, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებაში.

 

2.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–----------3-ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა 3 (სამი) ცალი სუნის კვალი, 2 (ორი) ცალი კარის საკეტის გულა.

2.4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ-------– თ----------მ; შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს მოწმეებმა ა-----– წ----–-–---–მა, ლ------ ლ-----მ და გ------- ვ------------მ.

 

2.5. ამოღების ოქმის თანახმად, ს------ კ-----ის კუთვნილი სათავსოდან, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------------------------, ამოღებულ იქნა ქ. თბილისი, ს------–-----------, ჩ---–----–---–----------3-ში მდებარე სახლიდან ს------ კ-----ის მიერ მოპარული ნივთები. კერძოდ: 1 (ერთი) ცალი მართკუთხა ფორმის ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება წარწერა ,,A------”; 1 (ერთი) ცალი ცენტრალური ქვაბის ტრუბა; 2 (ორი) ცალი ცენტრალური გათბობის საშრობი; 12 (თორმეტი) ცალი გამათბობელი რადიატორი; 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის უნიტაზი, თავისი სახურავით; 2 (ორი) ცალი ჭაღი; თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარი; 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. ,,მუხლები“; ერთი ცალი მეტალის ხელსაწყო, თავისი ორი ცალი ბრტყელი და ერთი ცალი წაწვეტებული პირით; ერთი ცალი მეტალის ნივთი; დიდი ზომის შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული სხვადასხვა ზომის და ფორმის თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ყავის, ღვინის და წვენის ჭიქები.

2.5.1. ამოღების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ზ------- ს------ემ.

 

2.6. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ცენტრალური გათბობის ქვაბის, ქვაბის მილის, ცენტრალური გათბობის რადიატორების და საშრობების გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ ნივთები (ცენტრალური გათბობის ქვაბი, ქვაბის მილი, ცენტრალური გათბობის რადიატორები (12 ცალი) და საშრობები (2 ცალი) ეკუთვნის პირადად მას და სწორედ ის ნივთებია, რომლებიც ქ. თბილისი, ს------–-----------, ჩ---–----–---–----------3-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა დამნაშავემ.

 

2.7. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ორი ცალი ჭაღის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ ორივე ჭაღი ეკუთვნის მას და ორივე ჭაღი მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.

 

2.8. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ერთი ცალი უნიტაზის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ უნიტაზი ეკუთვნის მას და ის მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.

 

2.9. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ერთი ცალი მეტალოპლასტმასის კარის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ მეტალოპლასტმასის კარი ეკუთვნის მას და ის მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.

 

2.10. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ერთი ცალი ხელჩანთის და მასში არსებული ნივთების გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ ხელჩანთა და მასში მოთავსებული თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგლები და კოვზები არცერთი არ ეკუთვნის მას და უცნობია თუ ვისი კუთვნილებაა აღნიშნული ნივთები.

 

2.11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის მონაწილეობით. განხორციელდა ს------ კ-----ისგან ამოღებული ხელსაწყოს და სხვადასხვა დასახელების ნივთების გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ--- ჩ-----–--ემ დათვალიერებისას განმარტა, რომ საშუალო ზომის მეტალის ხელსაწყო, ასევე ხელსაწყოს სამი ცალი ლითონის პირი, ორი ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. ,,მუხლი“ და ერთი ცალი მოვერცხლისფრო ფერის მეტალის ნივთი წარწერით ,,-----” ეკუთვნის მას, რომლებიც დამნაშავემ მოიპარა მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან.

 

2.12. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ------- თ----------მ.

 

2.13. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 4 თებერვალს, ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–----------3-ში მდებარე ნ--- ჩ-----–--ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე გამათბობელის საკიდის წინ ბეტონის იატაკის ზედაპირიდან, მეორე სართულზე მისაღებ ოთახში რადიატორის ძირს პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და სახლის მანსარდში რადიატორის ძირს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმე ს------ ზ------ს ძე კ-----ისაგან (დაბადებული 2-----1--- წელს პ/ნ5----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

2.13.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.

 

2.14. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე საკეტის როგორც კორპუსზე ასევე მათ მექანიზმში რაიმე სახის დაზიანება, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე საკეტი გახსნილია თავისი ან ანალოგიურად დამზადებული გასაღებით.

2.14.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- შ----–----ემ.

 

2.15. ს------ კ-----ის ადვოკატის პოზიციით, მიუხედავად იმისა რომ გამოძიებისას მტკიცებულებათა მოპოვების პროცესი წარიმართა კანონდარღვევით, ს------ კ-----ე აღიარებს ნ--- ჩ-----–--ის სახლის გაქურდვის ფაქტს, რითაც დაეხმარა გამოძიებას და აღნიშნული გათვალიწინებულ უნდა იქნას სასამართლოს მიერ, რაც შეეხება ქურდობას ჩადენილს დიდი ოდენობით, იგი არის უსაფუძვლო და ამ ნაწილში ადვოკატი ითხოვს ს------ კ-----ის გამართლებას.

 

2.16. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.17.სასამართლომ შეაფასა რა ს------ კ-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:

2.17.1. დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის და ბრალდებული ს------ კ-----ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–---------ში მდებარე ნ--- ჩ-----–--ის კუთვნილი სახლიდან ს------ კ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს.

2.17.2. დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის და ბრალდებულ ს------ კ-----ის ჩვენების სისწორეს ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სახლის პირველ სართულზე გამათბობელის საკიდის წინ ბეტონის იატაკის ზედაპირიდან, მეორე სართულზე მისაღებ ოთახში რადიატორის ძირს პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და სახლის მანსარდში რადიატორის ძირს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ს------ კ-----ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

2.17.3. ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის ჩვენებით, ბრალდებულ ს------ კ-----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ კ-----ის კუთვნილი სათავსოდან ამოღებული ნივთები არის ნ--- ჩ-----–--ის საკუთრება.

2.17.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, ს------–---------ში, ჩ---–----–---–---------ში მდებარე ნ--- ჩ-----–--ის კუთვნილი სახლიდან ს------ კ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს.

 

2.18. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით

 

2.19. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული ნ--- ჩ-----–--ის საკუთრებაშია ქ. თბილისი, ს------–-----------, ჩ---–----–---–----------3-ში მდებარე სახლი. 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროის პერიოდში მას საცხოვრებელი სახლი დაკეტილი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდში, ს------ კ-----ემ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ ბინაში და დაეუფლა სხვადასხვა სახის და დასახელების ნივთებს.

 

2.20. სამართლებრივი თვალსაზრისით, ბინაში შეღწევა უკანონოა თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით, რასაც ს------ კ-----ის ქმედებაში ჰქონდა ადგილი. ს------ კ-----ემ უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ ბინაში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან ბინა იყო ნ--- ჩ-----–--ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრება და მათი თანხმობის გარეშე ს------ კ-----ეს არ ჰქონდა უფლება შესულიყო მათ საცხოვრებელ ბინაში.

 

2.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.22. დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის განმარტებით, ს------ კ-----ის ქმედების შედეგად მას მიადგა დაახლოებით 25 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2.23. ამოღების ოქმში მითითებული დიდი ზომის შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული სხვადასხვა ზომის და ფორმის თეფშები, დანა-ჩანგალი, კოვზები, ყავის, ღვინის და წვენის ჭიქები, როგორც დაზარალებულმა ნ--- ჩ-----–--ემ განმარტა არ არის მისი საკუთრება. ბრალდებულ ს------ კ-----ის განმარტებით ეს ნივთები მისი საკუთრებაა.

 

2.24. ბრალდებულმა ს------ კ-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებაში და განმარტა, რომ ნ--- ჩ-----–--ის სახლიდან მოპარული ყველა ნივთი ამოღებულ იქნა გამოძიების პროცესში. სხვა ნივთები, რასაც ბრალდება ედავება მას არ მოუპარავს. მის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება დაზარალებულის მიერ არის გაზვიადებული, რადგან ნივთები იყო ძველი, დაზიანებული, არც ერთი ნივთის ღირებულების დამდასტურებელი საბუთი დაზარალებულს არ წარმოუდგენია; მოპარული ნივთების ღირებულება არაფრით არ იქნებოდა 10 000 ლარს ზევით.

 

2.25. ს------ კ-----ის ადვოკატის პოზიციით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ქმედების კვალიფიკაციას, დაზარალებულის ჩვენება სხვა მტკიცებულებით არ არის გამყარებული, საქმეზე არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა და გაურკვეველია თუ რას დაეყრდნო ბრალდება ს------ კ-----ისთვის დიდი ოდენობით ქურდობის ბრალის წარდგენისას. ადვოკატმა მოითხოვა ბრალდების ამ ნაწილში ს------ კ-----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაამტკიცოს ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. აღნიშნული ასევე მოიცავს დაცვის მიერ ბრალდების მტკიცებულებების გაბათილების მცდელობის შეფასებას, რა დროსაც ეჭქვეშ დგება ბრალდების მტკიცებულებათა სარწმუნოობა და სანდოობა.

 

2.27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთების ღირებულება 10 000 ლარს ზევით.

 

2.28. ნ--- ჩ-----–--ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაზარალებულის ჩვენებას აფასებს ამოღების ოქმთან მიმართებაში, რადგან ამოღების ოქმის თანახმად, გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა ნ--- ჩ-----–--ის სახლიდან მოპარული ნივთები, რომელთა ღირებულება დაზარალებულის მიერ იქნა განსაზღვრული. კერძოდ, ამოღებულ იქნა: 1 (ერთი) ცალი ცენტრალური გათბობის ქვაბი, დაზარალებულის განმარტებით, ღირებული დაახლოებით 4 000 ლარი; 2 (ორი) ცალი ცენტრალური გათბობის საშრობი, 12 (თორმეტი) ცალი გამათბობელი რადიატორი, დაზარალებულის განმარტებით, ჯამში ღირებული დაახლოებით 2 000 ლარსი 2 (ორი) ცალი ჭაღი - დაზარალებულის განმარტებით, ღირებული დაახლოებით 1000 ლარი; რაც შეეხება 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის უნიტაზს, თავისი სახურავით, თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარს, 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. ,,მუხლებს“, ერთი ცალი მეტალის ხელსაწყოს, თავისი ორი ცალი ბრტყელი და ერთი ცალი წაწვეტებული პირით, ერთი ცალი მეტალის ნივთს - მათი ღირებულება დაზარალებულის მიერ ცალ-ცალკე არ არის მითითებული. ამდენად, ამოღების ოქმით და დაზარალებულის ჩვენებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- ჩ-----–--ის ბინიდან მოპარული ნივთების ღირებულება შეიძლება არ აღემატებოდეს 10 000 ლარს.

2.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისთვის დანაშაულის სავალდებულო შემადგენელი ელემენტია უტყუარად დადგინდეს, რომ მიყენებული ზიანი არის 10 000 ლარს ზემოთ. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ის ჩვენება არ არის საკმარისი წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისთვის, რადგან სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ იძლევა განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამგვარ ფაქტს სასამართლო მხოლოდ სავარაუდოდ მიიჩნევს. სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დადოს ვარაუდი.

2.29.1. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიდი ოდენობით ქურდობაში პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე ბრალდების მხარის პოზიცია არ არის გაზიარებული იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - ,,in dubio pro reo’’-ს გათვალისწინებით სრულიად კანონიერად წყდება მსჯავრდებულის სასარგებლოდ (საქმე #651აპ-17);

 

2.30. ზ/აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს------ კ-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც წარმოადგენს ს------ კ-----ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველს.

 

2.31. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.

 

2.32. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ კ-----ის მიერ ნ--- ჩ-----–--ის სახლიდან მოპარული ნივთების ღირებულება აღემატება 150 ლარს.

 

2.33. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს------ კ-----ის ბრალდებას მაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ კ-----ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული წარმოადგენს ს------ კ-----ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების საფუძველს.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ კ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს------ კ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ს------ კ-----ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, არის დაოჯახებული - ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ს------ კ-----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. ს------ კ-----ეს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან იგი გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-------ს განაჩენით, რომლის თანახმად ს------ კ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება ს------ კ-----ეს ჩადენილი აქვს 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლის დროის პერიოდში.

 

5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ს------ კ-----ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. ს------ კ-----ის კუთვნილი სათავსოდან ამოღებული ,,----------ის“ ფირმის ცენტრალური გათბობის ქვაბი, ცენტრალური გათბობის რადიატორები 12 (თორმეტი) ცალი, საშრობები 2 მეტალოპლასტმასის კარი, 2 (ორი) ცალი ჭაღი, 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. ,,მუხლი“, 1 (ერთი) ცალი მეტალის ხელსაწყო, თავისივე პირები და 1 (ერთი) ცალი მეტალის ნივთი, რომლებიც ინახება დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ესთან -დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ეს;

6.2. 1 (ერთი) ცალი შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ჭურჭლით, კარის საკეტის 2 (ორი) ცალი გულა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

6.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილად, ს------ კ-----ის სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------ კ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.

 

2. ს------ კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. ს------ კ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

5. საბოლოოდ, ს------ კ-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. ს------ კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან 2019 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-------ს განაჩენით სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2018 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდი.

 

7. ნივთმტკიცება:

7.1. ს------ კ-----ის კუთვნილი სათავსოდან ამოღებული ,,----------ის“ ფირმის ცენტრალური გათბობის ქვაბი, ცენტრალური გათბობის რადიატორები 12 (თორმეტი) ცალი, საშრობები 2 მეტალოპლასტმასის კარი, 2 (ორი) ცალი ჭაღი, 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. ,,მუხლი“, 1 (ერთი) ცალი მეტალის ხელსაწყო, თავისივე პირები და 1 (ერთი) ცალი მეტალის ნივთი, რომლებიც ინახება დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ესთან - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ--- ჩ-----–--ეს.

7.2. 1 (ერთი) ცალი შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ჭურჭლით, კარის საკეტის 2 (ორი) ცალი გულა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილად, ს------ კ-----ის სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/