განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თა-------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ალ---------- გ----------- გუ---–---–- (დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, პ--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: მ–----ის რაიონის სოფელ ნ----------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - ზუ--------------–---–- და და--------------–---
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და (გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
დისპოზიცია: (ა) განზრახ მკვლელობის მცდელობა; (ბ) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და (გ) ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალ---------- გუ---–---–- იმყოფებოდა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის, T-----------ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რ-------------ს, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან რ-------------ს მიაყენა დაზიანება მარცხენა მხრის ზედა ძვლის ფოსოს მრავალფრაგმენტიანი ცეცხლნასროლი მოტეხილობა.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევს და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები: 25ი-ნბომე (25I -NBOMe) და ჰეროინი, წონით 0,000023 გრამი.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევს და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა ცივი იარაღი - დანა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები: 25ი-ნბომე (25I -NBOMe) და ჰეროინი, წონით 0,000023 გრამი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა ცივი იარაღი - დანა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ალ---------- გუ---–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ალ---------- გუ---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ალ---------- გუ---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა რ-------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს დეიდასთან - ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ში. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, იგი იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც ღია ფერის - თეთრი ან ვერცხლისფერი, ო---–ის ან ფ------ის მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა მოტრიალდა ქუჩის ბოლოს და გაჩერდა მის წინ. მძღოლმა, რომელიც იყო დაახლოებით 23-27 წლის, მაღალი, გამხდარი, ტალღოვანი თმით და რომელსაც ეხურა კეპი, ჩაუწია ავტომანქანის მარცხენა მინა და გამოელაპარაკა, კერძოდ, ჰკითხა სახელი და გვარი და ასევე, იმ ჩიხში თუ ცხოვრობდა, ხოლო თავად მძღოლი გაეცნო ალ----------დ. მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ იგი იყო იმ ჩიხში მცხოვრები რ---, მძღოლმა მას ესროლა გადაჭრილი საფანტი იარაღიდან, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით წავიდა გ------ ქუჩისკენ. გასროლის ხმაზე გამოვიდნენ მეზობლები, რომელთაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მათ მოსვლამდე კი აღმოუჩინეს დახმარება. რ-------------ის განმარტებით, იმ პიროვნებას ვინც მისი მიმართულებით გასროლა განახორციელა არ იცნობს, თუმცა, მისი სახე კარგად დაინახა და ამოცნობა შეუძლია. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელმაც მას ესროლა, სასამართლო სხდომის დარბაზში არ იმყოფება და წარმოდგენილ ბრალდებულს საერთოდ არ იცნობს. მისი განმარტებით, გამოძიებაში მას ჩაუტარდა ფოტოსურათით ამოცნობა, კერძოდ, გამომძიებელმა მას წარუდგინა ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთზე, მართალია, აღნიშნა, რომ ჰგავდა იმ პიროვნებას, რომელმაც მას ესროლა, თუმცა, იქვე კატეგორიულად მიუთითა, რომ ფოტოსურათებში წარდგენილი პირებიდან არცერთი არ იყო ის პირი, რომელმაც მას ესროლა. რ-------------მა ასევე განმარტა, რომ მას დამთავრებული აქვს ქართული სკოლის რუსული სექტორი, რის გამოც მან კარგად არ იცის ქართული და გამოძიების ეტაპზე მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას, რაც მოითხოვა კიდეც, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა თარჯიმნის მომსახურებაზე უარი უთხრეს შემდეგი მიზეზით: „ქართულად ნორმალურად საუბრობ და თარჯიმანი არ გჭირდებაო“. რ-------------მა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული უთანხმოება არავისთან ჰქონია, შესაბამისად, არ იცის ვინ ან რატომ ესროლა.
4.2. მოწმე კა--------–-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–------ში. მასთან ცხოვრობს აგრეთვე მისი დისშვილი რ-------------ი. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, იგი იმყოფებოდა მეზობელთან - რი-----------სთან და ეხმარებოდა საბნის კერვაში, რა დროსაც გაიგეს სროლის ხმა და გამოვიდნენ გარეთ. მან დაინახა, რომ მის დისშვილს ხელი მარცხენა მხარზე ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც სდიოდა სისხლი. მან აღმოუჩინა პირველადი დახმარება და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამასთან, მის კითხვაზე რ-------------მა უთხრა, რომ არ იცოდა ვინ და რატომ ესროლა. იგივე უპასუხა ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს. შემდეგ იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, რ-------------ის თქმით, დღეის მდგომარეობითაც არ იცის ვინ და რატომ ესროლა 2018 წლის 12 აგვისტოს.
4.3. მოწმე რი-----------მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–------ში. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, მასთან იმყოფებოდა მეზობელი კა--------–-------–---–ი, რომელიც საბნის კერვაში ეხმარებოდა. დაახლოებით 19:00 საათზე მათ გაიგეს სროლის ხმა და ხალხის ხმაური, რის გამოც გავიდნენ ქუჩაში და დაინახეს, რომ რ-------------ს მხარზე ხელი ჰქონდა მიბჯენილი და ამბობდა „მგონი დამჭრესო“, თუმცა, მას არ უთქვამს ვინ და რატომ დაჭრა, შესაბამისად, არ იცის ვინ ესროლა მას. მალე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაც მოვიდა და რ-------------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
4.4. მოწმე ქ-------------------მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ში. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 18:00-19:00 საათზე, იგი იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში და თავის მცირეწლოვან შვილს ოთახში აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც გაიგო ხმა, თუმცა, ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ეგონა, რომ ბავშვები თამაშობდნენ და იყო ე.წ საახალწლო პიროტექნიკის ხმა. შემდეგ ქუჩიდან შემოესმა ხალხის ხმაური და როდესაც გავიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის თანამშრომლები უკვე მისულები იყვნენ და შეიტყო, რომ მისი მეუღლის დეიდაშვილი - რ-------------ი იყო დაჭრილი, თუმცა, არ იცის ვინ ან რატომ დაჭრა იგი.
4.5. მოწმე ს-------–------------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-------ში. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, სახლში ჰყავდა სტუმრები, კერძოდ: ბიძაშვილები - სე----------------, გა------------ი, რუ------------–---ი და მეზობელი გო---------ე და აივანზე თამაშობდნენ კარტს, რა დროსაც გაიგეს აფეთქების ძლიერი ხმა, რაც ეგონათ ე.წ. საახალწლო ასაფეთქებელი. მეზობელი - გო---------ე გავიდა ქუჩაში, რათა გაერკვია რა ხმა იყო, როდესაც დაბრუნდა, უთხრა, რომ რ-------------ი იყო დაჭრილი, თუმცა, ვინ და რატომ დაჭრა, არ იცის. შემდეგ ყველანი გავიდნენ ქუჩაში, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია უკვე მოსულები იყვნენ. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ გასროლის შემდეგ მან დაინახა, თეთრი ფერის ავტომანქანა (მოდელი და ნომერი არ დაუნახავს), რომელმაც ზემოდან ქვემოთ სწრაფი სიჩქარით ჩაიარა.
4.6. მოწმე გო---------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა მეზობელთან ს-------–------------თან, სადაც მის სხვა სტუმრებთან ერთად კარტს თამაშობდა. მას შემდეგ რაც დაასრულა თავისი პარტია, სიგარეტის საშოვნელად გავიდა ქუჩაში. ქუჩაში მას დახვდა რ-------------ი, რომელსაც გამოართვა სიგარეტი და კვლავ შებრუნდა მეზობელთან კარტის სათამაშოდ. ამასთან, როდესაც იგი სიგარეტის საშოვნელად გამოვიდა ქუჩაში, მან შენიშნა თეთრი ფერის „ტ-------------ს“ მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეფარა კეპი. ს-------–------------ის სახლში შებრუნების შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, შემოესმა გასროლის ხმა, როდესაც გავიდა ქუჩაში, დაინახა, რომ რ-------------ი იყო დაჭრილი. მან ასევე დაინახა, რომ ზემოაღნიშნული თეთრი ავტომანქანა სწრაფი სიჩქარით ჩავიდა ქვევით - გ------ ქუჩის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, მას ავტომანქანის მძღოლის სახე და ავტომანქანის ნომერი არ დაუნახავს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი, რ-------------თან ჰქონდა საუბარი მის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, არ იცის ვინ და რატომ ესროლა დაზარალებულს.
4.7. მოწმეებმა - სე---------------მა, გა------------მა და რუ------------–---მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ ბიძაშვილთან - ს-------–------------თან სახლში და თამაშობდნენ კარტს, რა დროსაც გაიგეს აფეთქების ხმა, რაც აღიქვეს რომ იყო საახალწლო პიროტექნიკის ხმა და განაგრძეს თამაში. შემდეგ გაიგეს, რომ მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რის გამოც გავიდნენ ქუჩაში და შეიტყვეს, რომ დაჭრილი იყო ს-------–------------ის მეზობელი რ-------------ი, თუმცა, ვინ დაჭრა, არცერთმა იცის. მოწმე სე---------------მა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა თეთრი ფერის ავტომანქანა (მოდელი და ნომერი არ დაუნახავს), რომელმაც ზემოდან ქვემოთ სწრაფი სიჩქარით ჩაიარა.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივ-გამომძიებელმა მოწმე კო-----------ამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, დღის საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ-------------ის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ალ---------- გ----------- გ-----–---–ს, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე უნდა ყოფილიყო მეუღლის ლი--------–---–-ს მფლობელობაში და ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული T-----------ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანით, რომელიც რეგისტრირებული იყო ი-----–-------–-–---–ის სახელზე, ხოლო აღნიშული ავტომანქანა ინფორმაციის მიღების მომენტისათვის გაჩერებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, დ----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.
4.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე გი-------------------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ-------------ის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ალ---------- გ----------- გ-----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომელსაც უნდა სცმოდა გრძელსახელოებიანი პერანგი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის თეთრ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი (კეტები), ასევე, ალ---------- გ-----–---–ს თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.
4.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- უფროსმა - მა-------------მ და მისმა მოადგილემ - გი--------------ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, ძველი თბილისის მ--------------–--აში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, 2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მათი თანამშრომლის გი-------------------ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - ალ---------- გუ---–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - იო------–-------სთან ერთად გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც ქ. თბილისში, ჯ---–--------------თან შენიშნეს ინფორმაციაში მითითებული პიროვნება, რომელიც შეაჩერეს, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, გამოკითხეს ვინაობა და მას შემდეგ, რაც დაუდასტურა, რომ იყო ალ---------- გუ---–---–-, განუმარტეს, რომ რ-------------ის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან სცადა გაქცევა და გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა, მათ არ მისცეს გაქცევის საშუალება, შებოჭეს და იქვე დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ, მათი მონაწილეობით ჩატარდა ალ---------- გუ---–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და დასაკეცი დანა, ხოლო ტანზე არსებული საფულიდან/პატარა ზომის ჩანთიდან ამოღებულ იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, ასევე აბები და სხვა პირადი ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე. ამასთან, იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხევა და შეიკრიბა ხალხი, ვერ მოხდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ადგილზე შედგენა. დაკავებული გადაყვანილ იქნა ძველი თბილისის მ--------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოხდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა, ბრალდებულმა, გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, რასთან დაკავშირებითაც ოქმზე გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა.
4.11. მოწმე მა----------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა ჰოტელ „ო-–--------–-“ მენეჯერის პოზიციაზე. მისი განმარტებით, ჰოსტელზე დამონტაჟებულია შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეო კამერები, რომელთაგან ერთ-ერთი გარე პერიმეტრის კამერა აკონტროლებს ქ. თბილისი, გ------ პირველ გასასვლელს. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს ხდებოდა თუ არა ვიდეო ჩაწერა და რამდენი ხანი ინახებოდა ჩანაწერი, ხოლო შემდეგ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მისი მონაწილეობით მოხდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება და ამოღება.
4.12. მოწმე ლე------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ე------------------–-სტის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, მეწყვილე - გი----------------–---სთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ლა–----------ის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი ან ნივთი არ ამოღებულა, გადაღებულ იქნა მხოლოდ ფოტოსურათები, რაც გადაეცა გამომძიებელს.
4.13. საქმის არსებით სხდომაზე გი----------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალიტიკური სამსახურის მ--------------–---–ი, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 13 აგვისტოს, მეწყვილე მა---------------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ ქ.თბილისში, ა--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ ავტომანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც ავტომანქანის შიდა სალონიდან, კერძოდ: ავტომანქანის საჭის ზედაპირიდან, ავტომანქანის კარის გამღები მექანიზმიდან, სიჩქარის ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან აღებული იქნა გენეტიკური კვალის ნიმუშები, ხოლო ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან აღებულ იქნა დენთის კვალის ნიმუშები. ამოღებული ნიმუშები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში, ხოლო ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 23:00 საათზე, ხოლო იმ ადგილას, სადაც დათვალიერება ხდებოდა გარე განათება არ აღწევდა, მის მიერ გამოყენებულ იქნა ხელოვნური განათება - ხელის ფარანი. საგამოძიებო მოქმედებისას დასურათდა ავტომანქანა, რომელსაც ვიზუალურად, მართალია, გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, აღნიშნულ დაზიანებებზე აქცენტი არ გაუკეთებია, რადგან როგორც დათვალიერების დაწყებამდე გამომძიებელმა განუმარტა, გამოძიების ინტერესს შეადგენდა ავტომანქანის სალონიდან გენეტიკური და დენთის კვალის ნიმუშის აღება. მისი განმარტებით, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც გაეცნო როგორც თვითონ, ასევე ყველა მონაწილე, მათ შორის, ავტომანქანის მფლობელი - ლი--------–---–- და ყველა მათგანმა ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით.
4.14. მოწმე შა-–------------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ე------------------–-სტის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 სექტემბერს, ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--იდან შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან - ნა-----------იძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ლა–----------ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მოხდა მოწმე რ-------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, კერძოდ, ქ. თბილისში, გ------ I--------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მან მიუთითა ადგილი, სადაც შემთხვევის დროს იდგა თავად, ასევე ადგილი სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, საიდანაც განხორციელდა მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რაც გადაეცა გამომძიებელს.
4.15. მოწმე ილ-------–---–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა გამომძიებლებთან ერთად ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, 2018 წლის 1------------ გამოკითხა რ-------------ი, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 1------------, დილის საათებში, მისმა თანამშრომელმა ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში გამოკითხა რ-------------ის მკურნალი ექიმი - თე------–--------–ი, რომელმაც განმარტა, რომ შესაძლებელი იყო რ-------------ის გამოკითხვა, მან (ილ-------–---–---–მა) იმავე დღეს გამოკითხა რ-------------ი, რომელსაც მის მიერ გამოკითხვის წინ განემარტა ყველა უფლება, მათ შორის, ადვოკატის ყოლის უფლება, რაზეც განაცხადა უარი. მას ასევე, განემარტა, რომ გამოძიებისთვის უნდა მიეცა სწორი ინფორმაცია. მის მიერ, ასევე, შეთავაზებულ იქნა თარჯიმნის მომსახურება, რაზეც განაცხადა უარი, მისი თქმით, საქართველოში იყო დაბადებული და გაზრდილი და ქართული შესანიშნავად იცოდა. აღნიშნულის შემდეგ, მის მიერ გამოკითხულ იქნა რ-------------ი, რა დროსაც განაცხადა, რომ შეეძლო იმ პიროვნების ამოცნობა, რომელმაც მას ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულის გამო მის მიერ რ-------------თან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ფოტოსურათით ამოცნობის დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ განემარტა უფლებები, რის შემდეგაც მან ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო ალ---------- გუ---–---–-ს ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. მოწმის განმარტებით, რ-------------მა თავად, ქართულ ენაზე, წაიკითხა როგორც გამოკითხვის ოქმი, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რის შემდეგაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ასევე, გამოკითხვის ოქმზე ქართულ ენაზე გაკეთებული მინაწერი „გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ - შესრულებულია თავად რ---კ კ--------ის მიერ. ამასთან, გამოკითხვის ან ფოტოსურათით ამოცნობის დროს რ-------------ის მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მას ასევე, რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე.
4.16. მოწმე გი--------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნენ გი-------------------ი და კო-----------ა, ასევე მის მიერ დათვალიერებულ და ამოღებულ იქნა ავტომანქანა „ტ-------------“. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის დათვალიერება და ამოღება მოხდა გვიან ღამით, მისი მფლობელის ლი--------–---–-ს და ე------------------–-სტების მონაწილეობით. დათვალიერებისას ე------------------–-სტების მიერ ავტომანქანის სალონის სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სპეციალურ პაკეტებში, ხოლო ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და მიეთითა საქმის ნომერი. დათვალიერების შემდეგ ავტომანქანა ამოღებულ და გადაყვანილ იქნა თ------–---–--------------ში მდებარე ძველი თბილისის სამმართველოს ავტოსადგომზე, სადაც მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დალუქვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და აღნიშნა, რომ ავტომანქანის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში და არსებული სიბნელის გამო, ვიზუალური დათვალიერებისას შესაძლებელია მასზე არსებული რაიმე სახის დაზიანება ვერ შეემჩნიათ.
4.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1------------ ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნის თანახმად, ალ---------- გუ---–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 1/. ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ. ტევადობის ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,22 მლ., შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,000023 გრამს (#1 ობ); 2/. ერთი ცალი მოყავისფრო-თეთრი კაფსულა, წონით-0,35 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს, რაოდენობით-0,214 გრამს (#2 ობ); 3/. უჯრედიანი ფურცლის ნახევში გახვეული სამი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ოთხკუთხედი ფორმის ფირფიტა, საერთო წონით - 0,0404 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება 25ი-ნბომე-ს (25I-NBOMe) (#3 ობ); 4/. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი ჩამონატეხით თეთრი ფერის ფხვილთან ერთად, წონით-0,27გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით-0,0108 გრამს (#4 ობ); 5/. ორი ცალი ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი, თითოეული წონით-0,11გრამი, საერთო წონით-0,22გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებასა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (#5 ობ). 6/. ორი ცალი ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი, წონებით-0,2 გრამი და 0,19გრამი, საერთო წონით-0,39გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო რაოდენობით-0,0156 გრამს (#6 ობ). 7/. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა -0,0264 გრამი.
4.18. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ინ----------ამ და ალ---------- დ--------ემ.
4.19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ცივი იარაღის ექსპერტიზის #1----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4.20. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლე-------–-----ამ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის #2------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ა.გუ---–---–-ს კეპზე, ჩანთაზე და ტანსაცმელზე, აგრეთვე, ა/მანქანიდან, სახელმწიფო ნომრით „F--------“ აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ა/მანქანის მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. დანარჩენ ობიექტებზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა; - ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა პერანგის მარჯვენა სახელოზე დიდი ინტენსივობით, ა/მანქანის მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან და საჭიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით. ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ა/მანქანის მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით, საჭიდან, მარჯვენა კარის სახელურიდან, მუხრუჭის ბერკეტიდან და სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით; -სპილენძის არსებობა დაფიქსირდა პერანგის ორივე სახელოზე საშუალო ინტენსივობით, ა/მანქანის მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა ზედაპირიდან, საჭიდან, სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით, მარჯვენა კარის სახელურიდან და მუხრუჭის ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით. - ტყვიის არსებობა დაფიქსირდა პერანგის ორივე სახელოზე საშუალო ინტენსივობით, ა/მანქანის მარჯვენა კარის შიდა მიდამოდან, მარჯვენა კარის სახელურიდან, სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით და მარცხენა კარის შიდა მიდამოდან, საჭიდან, მუხრუჭის ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით.
4.22. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–--–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მან დაკითხვისას ასევე, ცალსახად მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნა არ არის კატეგორიული შინაარსის.
4.23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #7---- დასკვნის თანახმად, 1. სს #0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 2. სს #0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან, ამოღებულ ფოტო-სურათებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ; 3. სს #0----------- საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ალ---------- გ----------- გუ---–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 4. სს #0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ფოტოსურათებიდან და მათ ხელთ არსებულ ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ალ---------- გ----------- გუ---–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
4.24. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ვ------------------ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.25. ბრალდებულმა ალ---------- გ-----–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, ცივი იარაღის ტარებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ პირადი ჩხრეკისას მას მართლაც ჰქონდა დანა, თუმცა, ბრალად წარდგენილი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ასევე, მას არ უცდია რ-------------ის მკვლელობა.
4.26. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ალ---------- გ----------- გუ---–---–-. დაკავებისას ალ---------- გ-----–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მეტალის ეგრეთწოდებული ფიქსატორიანი დანა. ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან შავი რეზინის კაბურაში მოთავსებული „ა-----ნის“ ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------. ასევე, ტანთ არსებული ტყავის საფულიდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული უფერული სითხით, ასევე ამოღებულ იქნა ტყავის საფულე, მუქი ფერის კეპკა ქუდი, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული სხვადასხვა სახის პლასტიკური ბარათებით და ორი ოცლარიანი და ერთი ხუთლარიანი კუპიურებით. საფულიდან ამოღებულ იქნა თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა სახის აბებით.
4.27. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს 23:00 საათიდან 2018 წლის 1------------ 01:35 საათამდე დროის შუალედში, უფროსი ექსპერტის გი----------------ის, ექსპერტის მა---------------ის და ავტომანქანის მფლობელის ლი--------–---–-ს მონაწილეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გი--------------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, დ----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა T-----------ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 1. ავტომანქანის საჭის ზედაპირიდან ანაწმენდის 03 (სამი) ცალი ნიმუში, 06 (ექვსი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში; 2. ავტომანქანის კარის გამღები მექანიზმიდან, სიჩქარის ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან 03 (სამი) ცალი ნიმუში, 06 (ექვსი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. 3. ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან 02 (ორი) ცალი ანაწმენდი გამოხდილი წყლით დოლბანდზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ცალ-ცალკე სპეციალურ პაკეტში.
4.28. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1------------ 01:40 საათიდან 02:10 საათამდე დროის შუალედში, ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გი--------------–---–ის მიერ, ქ. თბილისი, დ----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა T-----------ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა და გადაყვანილ იქნა ძველი თბილისის სამმართველოს სპეციალურ ავტოსადგომზე, სადაც ავტომანქანა დაილუქა ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- ლუქით.
4.29. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ილ-------–---–---–მა ქ. თბილისში, უ-----ის ქუჩა #1---ში მდებარე ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში, 2018 წლის 1------------, 16:10 საათიდან 16:30 საათამდე დროის შუალედში, მოწმე რ-------------თან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რადგან ამოსაცნობად წარსადგენმა პირმა განაცხადა უარი პირად ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. ამოცნობის დაწყების წინ ამომცნობმა რ-------------მა აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, მისი სახლის, მდებარე ქ. თბილისში, გ------ I-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერდა თეთრი ფერის T-----------ს მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, სადაც იჯდა მხოლოდ მძღოლი, რომელიც დაახლოებით 1 წუთი ესაუბრა და როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად რ-------------ს ესაუბრებოდა, სავარძლის გვერდიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა რ-------------ს, რის შემდეგაც მიიმალა. რ-------------ი აღნიშნული სროლის შედეგად დაიჭრა მარცხენა მხარში ცეცხლნასროლი ჭრილობით. რ-------------ის განცხადებით აღნიშნულ მამაკაცს თავზე ეხურა კეპი, იყო დაახლოებით 38-40 წლის, ხორბლისფერი პირისახით, ოდნავ დიდი ცხვირით, თხელი ტუჩებით, სქელი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ყურებით, თხელი პირისახით. ამომცნობმა რ-------------მა ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო მე-4 (#4) ფოტოსურათზე წარმოდგენილი პიროვნება - ალ---------- გ----------- გუ---–---–- და განმარტა, რომ სწორედ ალ---------- გუ---–---–-ა ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, თეთრი ფერის T-----------ს ფირმის ავტომანქანით მივიდა ქ. თბილისში, გ------ ქუჩა, I შესახვევი #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოელაპარაკა მას და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში ესროლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამავე ოქმის თანახმად, რ-------------მა ალ---------- გუ---–---–- ამოიცნო სახის ნაკვთებით, კერძოდ: ხორბლისფერი პირისახით, ოდნავ დიდი ცხვირით, თხელი ტუჩებით, სქელი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ყურებით, თხელი პირისახით და იგი დარწმუნებულია მის მიერ ამოცნობილ პიროვნებაში.
4.30. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 სექტემბერს, 11:10 საათიდან 11:40 საათამდე დროის შუალედში, დაზარალებულ რ-------------ის, უფროსი ექსპერტის შა-–------------ის და ექსპერტის ნა-----------იძის მონაწილეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებლის ლა–----------ის მიერ შემთხვევის ადგილის დაზუსტების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ-------------ი გაყვანილ იქნა ქ. თბილისში, გ------ ქუჩაზე, სადაც მიუთითა აღნიშნული ქუჩის პ------–---------–--–-----ის წინ არსებულ ჩიხზე და განმარტა, რომ აღნიშნული ჩიხიდან გამოვიდა თავად. დაზარალებულმა ასევე მიუთითა ადგილი, სადაც იდგა ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც ესროლა. ექსპერტების მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. რაიმე ნივთი ან საგნები ამოღებული არ ყოფილა.
4.31. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის განაჩენის თანახმად, ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4.32. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენის თანახმად, ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე.
4.33. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-----------ის განჩინების თანახმად, ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 02 (ორი) თვით.
4.34. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს #5---- წერილის თანახმად, ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია.
4.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: 2018 წლის 12 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების თა----------------ს, მა---------ის, ან--–----–--------ის, ვა--------–---–--ას, პა--–-------------ის, ელ----------------–-ას, თე---------–---ის, ლი--------–---–-ს, იო------–------ის და თე------–--------–ის გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენი ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ 2017 წლის 1--------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის 2 (ორი) თვით გაგრძელების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს #5---- წერილი, 2018 წლის 1------------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 1------------ ალ---------- გუ---–---–-სგან ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2018 წლის 16 აგვისტოს ი------------ისაგან პლასტმასის საგნის და მეტალის ბურთულების ამოღების ოქმი, 2018 წლის 16 აგვისტოს ვა--------–---–--ასგან რ-------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2018 წლის 11 სექტემბრის ნა------–---–----ისაგან რ-------------ის ავადმყოფობის ისტორიის ამოღების ოქმი, 2018 წლის 1------------ ჰოსტელ „ო-–------------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 2018 წლის 20 აგვისტოს შპს „ნ------------------“ სათაო ოფისიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 2018 წლის 17 სექტემბრის შპს „მ----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 2018 წლის 25 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების - ალ---------- გუ---–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 1------------ #7------ დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1-------------- ბალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 სექტემბრის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის #9------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის #2------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის #3----- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, შპს „G---- +“-ის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს და 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილები, ელ-----------------ი, ალ---------- და ა---------–---–ების დაბადების მოწმობები და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის #0---- დასკვნა - მხარეებს საქმის არსებითად განხილვისას სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.37. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.38. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.39. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.40. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება რ-------------ის მკვლელობის მცდელობას დაკავშირებით:
5.6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
5.6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
5.6.3. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
5.6.4. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
5.6.5. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
5.6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალ---------- გუ---–---–-ს მხრიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, რ-------------ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მხოლოდ ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ-------------ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა აღნიშნული ქმედების ჩამდენი სუბიექტი და დანაშაულის ჩადენის მოტივი. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა რ-------------მა დაადასტურა 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში მის მიმართ, გადაჭრილი საფანტი იარაღიდან სროლის ფაქტი, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხა აღნიშნულის განხორციელება ბრალდებულ ალ---------- გუ---–---–-ს მხრიდან და აღნიშნა, რომ იმ პიროვნებას ვინც მისი მიმართულებით გასროლა განახორციელა არ იცნობს, თუმცა, მისი სახე კარგად დაინახა და ამოცნობა შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელმაც მას ესროლა, სასამართლო სხდომის დარბაზში არ იმყოფება და წარმოდგენილ ბრალდებულს საერთოდ არ იცნობს. დაზარალებულმა ასევე, უარყო გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათით ამოცნობისას ალ---------- გუ---–---–-ს, როგორც მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის განმახორციელებელი პირის, ამოცნობა და განმარტა, რომ მისთვის წარდგენილი ფოტოსურათებიდან ერთ-ერთზე გამოსახული პიროვნება, მართალია, მიამსგავსა იმ პიროვნებას, რომელმაც მას ესროლა, თუმცა, ფოტოსურათით ამოცნობის ჩამტარებელ გამომძიებელს კატეგორიულად მიუთითა, რომ ფოტოსურათებში წარდგენილი პირებიდან არცერთი არ იყო ის პირი, რომელმაც მას ესროლა. რ-------------მა ასევე განმარტა, რომ მას დამთავრებული აქვს ქართული სკოლის რუსული სექტორი, რის გამოც მან კარგად არ იცის ქართული და გამოძიების ეტაპზე მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას, რაც მოითხოვა კიდეც, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა თარჯიმნის მომსახურებაზე უარი უთხრეს.
5.6.7. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულის დეიდა - კა--------–-------–---–ი, დეიდაშვილის მეუღლე - ქ-------------------, მეზობლები - რი-----------, გო---------ე და ს-------–------------ი და მეზობლად მყოფი პირები - სე----------------, გა------------ი და რუ------------–---ი, რომელთაც გაიგეს მხოლოდ გასროლის/აფეთქების ხმა და როდესაც გავიდნენ ქუჩაში, ნახეს, რომ რ-------------ი იყო დაჭრილი, თუმცა, არ იციან ვინ და რატომ დაჭრა.
5.6.8. რაც შეეხება მოწმეების - გი-------------------ის, კო-----------ას, ილ-------–---–---–ის და გი--------------–---–ის ჩვენებებს, ისინი არიან საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლები. მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ და ისაუბრეს იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც შეეხებოდა მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
5.6.9. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ალ---------- გუ---–---–-ს მიერ რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ--------------–---------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო რ-------------მა, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სწორედ ალ---------- გ-----–---–მა, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი პირი (ქმედების სუბიექტი) და, ბუნებრივია, ვერ დადგინდა ასევე, ამ დანაშაულის ჩადენის მოტივიც.
5.6.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
5.6.11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ---------- გუ---–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
5.7. ალ---------- გუ---–---–-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული:
5.7.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
5.7.2. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - არაერთგზისობას და იმის მიერ ჩადენას, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, „არაერთგზისობა“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - „იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული“ - ამ შემთხვევაში სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - 260-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
5.7.3. სასამართლო ბრალდებულ ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები: 25ი-ნბომე (25I -NBOMe) და ჰეროინი, წონით 0,000023 გრამი.
5.7.4. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, მოწმე იო------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმითა და საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მათ მიერ სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით და აბები.
5.7.5. უდავოდ ცნობილი ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმი და საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ალ---------- გ----------- გუ---–---–-. დაკავებისას ალ---------- გ-----–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც .... ტანთ არსებული ტყავის საფულიდან/პატარა ზომის ჩანთიდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული უფერული სითხით, ასევე, საფულიდან ამოღებულ იქნა თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა სახის აბებით.
5.7.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1------------ ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნით დადგენილია, რომ ალ---------- გუ---–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ. ტევადობის ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,22 მლ., შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,000023 გრამს (#1 ობ); ხოლო უჯრედიანი ფურცლის ნახევში გახვეული სამი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ოთხკუთხედი ფორმის ფირფიტა, საერთო წონით - 0,0404 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება 25ი-ნბომე-ს (25I-NBOMe) (N3 ობ).
5.7.7. მოწმე იო------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმისა და მოწმეების - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმი და მოწმეთა მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნასთან და ა.შ.), რომელთა ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, ალ---------- გუ---–---–-ს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი.
5.7.8. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - არაერთგზისობას და იმის მიერ ჩადენას, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენი, რომლის თანახმადაც, ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე. შესაბამისად, ალ---------- გუ---–---–- დანაშაულის ჩადენის დროს (2018 წლის 13 აგვისტოს) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით ნასამართლევი და მის მიერ ანალოგიური ქმედების ხელმეორედ ჩადენა იძლევა არაერთგზისობის შემადგენლობას. ამავე განაჩენით ალ---------- გუ---–---–- ასევე, იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა აგრეთვე, იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
5.7.9. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
5.8. ალ---------- გუ---–---–-ს მიერ ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ:
5.8.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ა) ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ბ) ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან გ) განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო მე-2 ნაწილით - ცივი იარაღის ტარება ა) განზრახი მძიმე ან ბ)განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა გ) ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ცივია იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია ზემოთ მითითებულ პირთა მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. ეს დანაშაული დენადია. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია).
5.8.2. სასამართლო ბრალდებულ ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1--------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ---------- გ-----–---–ს 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა ცივი იარაღი - დანა.
5.8.3. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენით დადგენილია, რომ ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 13 აგვისტოს - ალ---------- გუ---–---–- იმყოფებოდა ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და ცივი იარაღის ტარებისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.8.4. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ იო------–------ის მიერ, ამავე განყოფილების უფროსის - მა-------------ს და მისი მოადგილის - გი--------------ას მონაწილეობით დაკავებულ იქნა ალ---------- გ----------- გუ---–---–-. დაკავებისას ალ---------- გ-----–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მეტალის, ე.წ. ფიქსატორიანი დანა.
5.8.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია მოწმე იო------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმითა და საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებებით, კერძოდ, მოწმე იო------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმითა და მოწმეების - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მიერ ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ჯინსის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ცივი იარაღის ექსპერტიზის #1----–- დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
5.8.6. ამდენად, მოწმე იო------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმისა და მოწმეების - მა-------------ს და გი--------------ას ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმი და მოწმეთა მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნასთან და ა.შ.), რომელთა ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი ალ---------- გუ---–---–-ს მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, რასაც არც თავად დაცვის მხარე უარყოფს და ბრალდების ამ ნაწილში ალ---------- გუ---–---–- თავს დამნაშავედ ცნობს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა.
5.9. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, მას ბრალად წარდგენილი ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია, რამდენადაც არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მისი განმარტება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- გ-----–---–მა ჩაიდინა: ა) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ბ) ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ალ---------- გ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘“სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
7.6. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
7.7. ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითაც კი მისი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიერ ახალი დანაშაულების ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ალ---------- გუ---–---–-ს მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.
7.8. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - ალ---------- გუ---–---–- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რომელთაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობა მოცემულ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით სასჯელის დანიშვნისას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის ისეთ შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.
7.9. მოცემულ შემთხვევაში, ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალ---------- გუ---–---–- აღიარებს ცივი იარაღის ტარებას, ასევე, მის წარსულ ცხოვრებას, ოჯახურ (ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი) და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და ოდენობას, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
7.10. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ალ---------- გ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
7.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენით ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 05 (ხუთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ალ---------- გუ---–---–-ს რესოციალიზაციას.
7.12. ამასთან, ალ---------- გ-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ-------------ის ჯინსის შორტი, მაისური და ტრუსი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს რ-------------ს, კანონით დადგენილი წესით;
- ალ---------- გუ---–---–-ს შავი ფერის ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათებით და ორი - 20 ლარიანი და ერთი - 5 ლარიანი კუპიურით; ასევე, ა-----ნის ფირმის მობილური ტელეფონი, კაბურით; ალ---------- გუ---–---–-ს პერანგი, ქამარი, შარვალი, ტყავის საფულე, მუქი ფერის კეპკა-ქუდი და შავი ფერის ტყავის ჩანთა, ნაჭრის ქამრით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში); ასევე, ავტომანქანა „ტ-------------“, სახელმწიფო ნომრით - F------ (განთავსებულია ძველი თბილისის სამმართველოს დაცულ ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ცივი იარაღი - დანა; სითხე შპრიცით, რაოდენობით - 0,12 მლ.; კაფსულა, წონით -0,33 გრამი; ფირფიტები, საერთო წონით - 0,032 გრამი და გამოწვლილული ფირფიტები სინჯარით; ტაბლეტის ჩამონატეხები ფხვნილთან ერთად, წონით - 0,24 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,2 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,37 გრამი; ავტომანქანის საჭიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე; ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე და კარებიდან აღებული 2 ცალი ანაწმენდი; 15 ცალი საფანტის მარცვალი, ტიზ-კონტეინირი და მისი ფრაგმენტები; ასევე, რ-------------ის სისხლის ნიმუში, შპრიცით; (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ჰოსტელო „ო-–--------ს“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „ნ-------ს“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; რ-------------ის რენდგენო-ფირები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა „ტ-------------ს“ დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ალ---------- გუ---–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. ალ---------- გუ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ალ---------- გ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენით ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 05 (ხუთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1--------ის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
6. მსჯავრდებულ ალ---------- გუ---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ალ---------- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
7. მსჯავრდებულ ალ---------- გ-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
8. მსჯავრდებულ ალ---------- გ-----–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ-------------ის ჯინსის შორტი, მაისური და ტრუსი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს რ-------------ს, კანონით დადგენილი წესით;
- ალ---------- გუ---–---–-ს შავი ფერის ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათებით და ორი - 20 ლარიანი და ერთი - 5 ლარიანი კუპიურით; ასევე, ა-----ნის ფირმის მობილური ტელეფონი, კაბურით; ალ---------- გუ---–---–-ს პერანგი, ქამარი, შარვალი, ტყავის საფულე, მუქი ფერის კეპკა-ქუდი და შავი ფერის ტყავის ჩანთა, ნაჭრის ქამრით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში); ასევე, ავტომანქანა „ტ-------------“, სახელმწიფო ნომრით - F------ (განთავსებულია ძველი თბილისის სამმართველოს დაცულ ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ცივი იარაღი - დანა; სითხე შპრიცით, რაოდენობით - 0,12 მლ.; კაფსულა, წონით -0,33 გრამი; ფირფიტები, საერთო წონით - 0,032 გრამი და გამოწვლილული ფირფიტები სინჯარით; ტაბლეტის ჩამონატეხები ფხვნილთან ერთად, წონით - 0,24 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,2 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,37 გრამი; ავტომანქანის საჭიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე; ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე და კარებიდან აღებული 2 ცალი ანაწმენდი; 15 ცალი საფანტის მარცვალი, ტიზ-კონტეინირი და მისი ფრაგმენტები; ასევე, რ-------------ის სისხლის ნიმუში, შპრიცით; (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–--აში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ჰოსტელო „ო-–--------ს“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „ნ-------ს“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; რ-------------ის რენდგენო-ფირები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა „ტ-------------ს“ დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე