გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
050210119002836158
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210119002-36158 (N2/7----)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - ტა-----ა კუ-------–--ა

წარმომადგენლები - პეტ--ე ექ-----–-ძე, ჯა-----------ძე

მოპასუხე - ნო-------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის ,,ტ--------'' სახელმწიფო ნომრით - B--------- დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის - 5335 ლარის გადახდა.

 

1.2. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯის - 1-7 ლარის გადახდა.

 

1.3. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ევაკუატორის მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯის - 181 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 11 ოქტომბერს ნო-------------ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ მის საკუთრებაში არსებული ,,ჰ-------“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით Q--------) შეეჯახა „ტო-------" მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით B--------), რომელსაც მართავდა ტა-----ა კუ-------–--ა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თუმცა მოპასუხის მიმართ ადმინისტ--აციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი.

 

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც თავს არიდებს მოპასუხე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნო-------------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი მიზეზით არ მომხდარა, არამედ მასში უფრო მეტად დამნაშავე არის მოსარჩელე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის ავტომობილის დაზიანება გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის ავტომობილთან შეჯახების შედეგად, ასევე ზუსტად არ არის დადგენილი ავტომობილის სარემონტო ხარჯები.

 

მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან ტა-----ა კუ-------–--ას სხეულის დაზიანება არ მიუღია, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად გამოიძახა რა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სარჩელზე თანდართული შპს ,,პ------–---------–-----–------ის“ ხარჯთაღრიცხვაში სამედიცინო მოსახურების ღირებულება 1-7 ლარი არ უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავო---ა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 09.10 საათზე, ქ. თბილისში, ცო----------------------------–-------------ს კვეთაზე, მოხდა საგზაო-სატ--ანსპორტო შემთხვევა, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ ტა-----ა კუ-------–--ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობლი ,,ტ--------“, სახელმწიფო ნომრით B-------- და ნო-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „ჰ-------" მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით Q--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-19)

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------რის დადგენილება (იხ. ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2019 წლის სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწვეტის შესახებ, 2----–-–-------------რის დადგენილების თანახმად, 2018 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს შსს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატ--ანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, საგზაო-სატ--ანსპორტო შემთხვევის შედეგად ტა-----ა კუ-------–--ას და ალ----–---–--ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.

 

გამოძიებით დადენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს დაახლოებით 09.10 საათზე, ნო-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „ჰ-------" მარკის ავტომობილი, (სახელმწიფო ნომრით Q--------) მოძრაობდა რა ქ.თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო გზის მეორე ზოლში, ცო----------------------------–-------------ს კვეთაზე გზაჯვარედინზე შევიდა მისთვის მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის წითელ ნიშანზე, რის გამოც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ბენდელიანის ქუჩაზე, ხრესილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „ტო-------" სახელმწიფო ნომრით B--------- რომელსაც მართავდა ტა-----ა კუ-------–--ა, რომელიც გზაჯვარედინზე შევიდა შუქნიშნის მწვანე ნიშანზე. შეჯახების შედეგად ავტომობილი ,,ტ--------“ გადაადგილდა მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხა----------–-–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ ,,სუ------“-ს სახელმწიფო ნომრით L------, რომელიც გზაჯვარედინზე შევიდა შუქმიშნის მწვანე ნიშანზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------რის დადგენილება (იხ. ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2019 წლის სხდომის ოქმი);

 

3.2.3. 2----–-–-------------რის დადგენილებით, სისხლის სამართლის N0----------- საქმზე ნო-------------ის მიმართ შეწყდა გამოძიება, ტა-----ა კუ-------–--ასა და ალ----–---–--ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონოთ გათვალისწინებული ქმედების არ არსებობოს გამო, თუმცა ვინაიდან ქმედება შეიცავდა ადმინისტ--აციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტ--აციული სამართალდარღვევის ნიშნებს, კერძოდ გამოძიებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატ--ანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ნო-------------ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, ნო-------------ემ დაარღვია რა ზემოაღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქის მოთხოვნები, რომლის თანახმად: წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას. დადგენილება გადაიგზავნა შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტ--აციულ სამართალდაღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა საგზაო სატ--ანსპორტო შემთხვევის შესახებ (ს.ფ. 12--130);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.131-136);

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------რის დადგენილება (იხ. ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2019 წლის სხდომის ოქმი);

 

3.2.4. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 1- იანვარს საპატ--ულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტაციული სამართალდარევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი Ne-------- რომლითაც საქართველოს ადმინისტ--აციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით Q-------- მძღოლი ნო-------------ე; ადმინისტ--აციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 250 ლარი მის მიერ გადახდილია დროულად, საჩივარი საჯარიმო ქითართან დაკავშირებით შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოში არ დაფიქსირებულა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარომო ქვითარი Nემ965383 (იხ. ს.ფ. 37);

- საქართველოს შსს ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია (ს.ფ. 103)

- შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოსის წერილი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.5. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ--ოს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის 2018 წლის 07 ნოემბრის N-----ს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ტა-----ა კუ-------–--ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის, „ტო-------" სახელმწიფო ნომერი B--------- დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენისათვის საჭიროებს საორიენტაციოდ - 5335 ლარს.

 

დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ ავტომანქანას დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: ძარის სახურავის აირბალიში, უკანა მარჯვენა კარი, მარჯვენა კარნიზი და უკანა ფრთა, უკანა მარჯვენა მაშუქი, უკანა საკიდარის მარჯვენა მხარე, საბურავი დისკით, სათადარიგო საბურავის ხუფი, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს: უკანა ბამპერი, საბარგულის კარი მოპირკეთებით, უკანა პანელი, უკანა მარჯვენა საყრდენები, ძირის იატაკი.

 

დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილის ღირებულება განისაზღვრა ქ.თბილისის კომერციულ სტ--უქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ ნაწილებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით და დადგინდა: ძარის სახურავის აირბალიში - 100 ლარი, უკანა მარჯვენა კარი - 550 ლარი, მარჯვენა კარნიზი და უკანა ფრთა - 700 ლარი, უკანა მარჯვენა მაშუქი - 300 ლარი, უკანა საკიდარის მარჯვენა მხარე - 600 ლარი, საბურავი დისკით - 1-- ლარი, სათადარიგო საბურავის ხუფი - 2-0 ლარი.

 

სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით რაც მოცემულ შეთხვევაში შეადგენს 2200 ლარს, რასაც ემატება გაუთვალისწინებელი სამუშაოს ხარჯების 10 %, რასც საბოლოო ჯამში შეადენს - 5335 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ--ოს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის 20---–-–-----------რის N-----ს ექსპერტიზის დასკვნა. (ს.დ.139-144)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.6. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბრის საგზაო-სატ--ანსპორტო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის „ტო-------" მძღოლი ტა-----ა კუ-------–--ა გადაყვანილი იქნა შპს ,,პ------–--------–-------–------ში, სადაც გაეწია სამედიცინო მომსახურება, Nnv-------- ქვითრის თანახმად, სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის 2018 წლის 11 ოქტომბერს ტა-----ა კუ-------–--ას მიერ გადახდილია - 1-7 ლარი, კერძოდ: ტ--ავმატოლოგის კონსულტაცია - 40 ლარი, მეორე დონის მომსახურება - 60 ლარი, სისხლის საერთო ანალიზი - 12 ლარი, მუხლის რენტგენოლოგიური კვლევა - 30 ლარი და ქირურგის კონსულტაცია - 25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- Nnv-------- ქვითარი (იხ. ს.ფ. 2-);

- შემოსავლის ორდერი N3-------- (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.7. 2018 წლის 11 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ევაკუატორით მომსახურების სერვისით სარგებლობაში ტა-----ა კუ-------–--ას მიერ გადახდილია - 58 ლარი, ხოლო N11------7 ქვითრის თანახმად, 2018 წლის 11 დეკემბერს ტა-----ა კურდიავცევას მიერ სსიპ 112-ის ევაკუატორის მომსახურების სერვისით სარგებლობისათვის გადახდილია - 123 ლარი, ჯამში 181 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N18------ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 25);

- N11------7 ქვითარი (იხ. ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.8. სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ქ. თბილისში, ცო----------------------------–-------------ს კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნო-------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. ხოლო, შემთხვევის შედეგად მოსარჩელე ტა-----ა კუ-------–--ასათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 5683 ლარს. საიდანაც ავტომობილის ,,ტ--------'' სახელმწიფო ნომრით B--------- დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს - 5335 ლარს, სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯი - 1-7 ლარს, ხოლო ევაკუატორის მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯი - 181 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნო-------------ე სადავოდ ხდის მის ბრალეულობას 2018 წლის 11 ოქტომბერს ქ. თბილისში, ცო----------------------------–-------------ს კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------რის დადგენილებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატ--ანსპორტო შეთხვევა გამოწვეული იყო ნო-------------ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მართალია ნო-------------ის მიმართ შეწყდა გამოძიება, ტა-----ა კუ-------–--ასა და ალ----–---–--ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონოთ გათვალისწინებული ქმედების არ არსებობოს გამო, თუმცა ვინაიდან ქმედება შეიცავდა ადმინისტ--აციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტ--აციული სამართალდარღვევის ნიშნებს, დადგენილება გადაიგზავნა შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტ--აციულ სამართალდაღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში. რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და 2019 წლის 1- იანვარს საპატ--ულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი Ne------- საჯარიმო ქვითრით, 2018 წლის 11 ოქტომბრის საგზაო-სატ--ანსპორტო შეთხვევის გამო დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ნო-------------ე საქართველოს ადმინისტ--აციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და ადმინისტ--აციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 250 ლარი, რაც მის მიერ გადახდილ იქნა დროულად და საჩივარი საჯარიმო ქითართან დაკავშირებით შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოში არ დაფიქსირებულა;

 

ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ზიანის ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს მისი მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შსს საპატ--ულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებები, სადაც მოპასუხე ნო-------------ე აღიარებს ავტოსაგზაო შემთხვევაში მის ბრალეულობას (გამოკითხვის ოქმი 17.10.2018 -ს.ფ.153-155); ასევე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტომობილზე მიყენებული ზიანის ოდენობა, მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოდუგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხე ნო-------------ის ბრალეულობა დადგენილია ზემოთ მითითებული 2----------–ლის დადგენილებით, ადმინისტ--აციული სამართალდარღვევის Ne------- ოქმით, რომელიც მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა, სასამართლო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას ვერ მიიჩნევს მისი პოზიციის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და შესაბამისად ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი არაბრალეულობის ან/და ბრალეულობის საეჭვოობის შესახებ.

 

რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ--ოს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის 20---–-–-----------რის N-----ს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2010 წელს გამოშვებული, ა/მანქანა ,,T----------- სახელმწიფო ნომრით - B--------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ, გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგინა - 5335 ლარი. ასევე დადგენილია, რომ სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს- 1-7 ლარს, ხოლო ევაკუატორის მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯი - 181 ლარს. მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება, კი აღნიშნულ შემთხვევაშიც ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------რის დადგენილება (იხ. ს.ფ. 20-22);

- ცნობა საგზაო სატ--ანსპორტო შემთხვევის შესახებ (ს.ფ. 12--130);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.131-136);

- საჯარომო ქვითარი Nემ965383 (იხ. ს.ფ. 37);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ--ოს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის 20---–-–-----------რის N-----ს ექსპერტიზის დასკვნა. (ს.დ.139-144)

- Nnv-------- ქვითარი (იხ. ს.ფ. 2-);

- შემოსავლის ორდერი N3-------- (ს.ფ. 27)

- N18------ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 25);

- N11------7 ქვითარი (იხ. ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ტა-----ა კუ-------–--ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტ--უქციას.

 

უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში, ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატ--ანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატ--ანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატ--ანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დელიქტის დროს ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, ვიდრე არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის საკითხს. დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს ზიანის ფაქტის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა ადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც, როგორც ზემოთაც აღინიშნა მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 11 ოქტომბრის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ტა-----ა კუ-------–--ას კუთვნილი ავტომანქანა ,,ტ--------“. მოპასუხის მიერ სადავო---ა გამხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის საკითხი. თუმცა, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ცო----------------------------–-------------ს კვეთაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და შესაბამისად დამდგარი ზიანი, ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, ნო-------------ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია (იხ. გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი). ამდენად, ნო-------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, დაზიანდა ტა-----ა კუ-------–--ას კუთვნილი ავტომანქანა.

 

6.3. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელე ტა-----ა კუ-------–--ასათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მას მიადგა მატერიალური ზიანი ჯამში - 5683 ლარის ოდენობით, საიდანაც 5335 ლარი წარმოადგენს ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობას, 1-7 ლარი სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯს, ხოლო- 181 ლარი ევაკუატორის მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯებს.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ--ოს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის 20---–-–-----------რის N-----ს ექსპერტიზის დასკვნა. შპს ,,პ------–--------–-------–------ის მიერ გაცემული N3-------- შემოსავლის ორდერი, Nnv-------- გადახდის ქვითარი, N18------ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და სს „ლიბერთი ბანკის“ გადახდის N11------7 ქვითარი, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ნო-------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მოსარჩელე ტა-----ა კუ-------–--ას მიადგა ჯამში 5683 ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადგენილია, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს - 5683 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლო---ც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 173.19 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხე ნო-------------ეს მოსარჩელე ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ბაჟისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწული ხარჯის ანაზღაურება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლო---ც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს ერთვის N5/---- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის გაწევა 500 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიჩნია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯიდან 500 ლარიდან - 170.49 ლარის ანაზღაურება,ზემოაღნიშნული მუხლის პროპორციულობის გათვალისწინებით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა სასამართლო გარეშე ხარჯები, კერძოდ ადვოკატის ტ--ანსპორტირების ხარჯი - 200 ლარი, რაც დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერებით, (ს.ფ.101,-102, 1-2-1-3), და ასევე 2019 წლის 25 თებერვლის N2/7---- ინვოისისა და N12 საგადასახადო დავალების თანახმად, 2019 წლის 26 თებერვალს ტა-----ა კუ-------–--ას მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გადახდილია - 57.20, კერძოდ: უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადების - 11 ლარი, სარჩელის გაგზავნის - 10.9 ლარი, აკრძალვის რეგისტ--აციის საფასური - 20.5 ლარი, სარჩელის გაგზავნა მოპასუხისათვის - 9.5 ლარი და სარჩელის ჩაბარების დადასტურების - 5.3 ლარი, არც სრულად ასევე უნდა დაეკისრო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით, ტა-----ა კუ-------–--ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ნო---რი ქო----ეს, აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი საჭამიასერი, საკადასტ--ო კოდი N2-.1-.2--1--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ტა-----ა კუ-------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის ,,ტ--------'' სახელმწიფო ნომრით B--------- დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის - 5335 (ხუთიათას სამასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

1.2. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სამედიცინო მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯის - 1-7 (ასსამოცდაშვიდი) ლარის გადახდა.

 

1.3. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს ევაკუატორის მომსახურების სარგებლობისათვის გაწეული ხარჯის - 181 (ასოთხმოცდაერთი) ლარის გადახდა.

 

3. ნოდარ ქო----ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 173.19 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. ნო-------------ეს ტა-----ა კუ-------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯიდან 500 ლარიდან- 170.49 ლარის ანაზღაურება, ადვოკატის ტ--ანსპორტირების ხარჯის - 200 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის - 57.20 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე