გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1105-18
N200210018002734158
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
თავდაპირველი სარჩელით, მოსარჩელე - თ--------------–ი თემი თ--–--ის მ----–----–------ი
წარმომადგენელი - ე-–--ე ფ----------–ი
თავდაპირველი სარჩელით, მოპასუხე - შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი“
წარმომადგენელი - ე---------ე თ-------ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
შეგებებული სარჩელით, მოსარჩელე - შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი“
წარმომადგენელი - ე---------ე თ-------ი
შეგებებული სარჩელით, მოპასუხე - თ--------------–ი თემი თ--–--ის მ----–----–------ი
წარმომადგენელი - ე-–--ე ფ----------–ი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, დავალიანების დაკისრება, ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:
1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს” მოსარჩელე თ--------------–ი თემი თ--–--ის მ----–----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 434.85 ლარის გადახდა.
თავდაპირველი სარჩელის თანახმად, 2018 წლის 26 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349 თ--–--ის მ----–----–------სა და შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს” შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვა, ღირებულებით 33 473.06 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2 პუნქტის თანახმად მოპასუხეს საქონლის მოწოდება უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 27 აგვისტომდე. 2018 წლის 20 აგვისტოს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 1 ერთეული ძელსკამი, 35 ერთეული მაგიდა და 1 ერთეული სკამი, რაც თ--–--ის მ----–----–------ის მიერ არ იქნა ჩაბარებული, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგნის სრულყოფილი ოდენობა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების საგნის ეტაპობრივ მოწოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხლშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2018 წლის 27 აგვისტომდე, 2018 წლის 26 სექტემბერს გაეგზავნა წერილი იმის თაობაზედ, რომ ეცნობებინათ 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მოწოდების ზუსტი თარიღი. თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გახდა საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების (ხელშეკრულება #0713/349-ის მე-9.1 და 13.1 მუხ.), რის თაობაზეც 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოცემულ იქნა ბრძანება #1606, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 434.85 ლარი, მას გაეგზავნა ბრძანების ასლი და მიეცა 10 სამუშაო დღე პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული.
თავდაპირველი სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო ხელშეკრულება 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვის შესახებ (სატენდერო განაცხადის #NA----------) ღირებულებით 33 473.06 ლარი, ხოლო მიწოდების ვადად განისაზღვრა - 1 თვე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქონლის ნაწილ-ნაწილ (ეტაპობრივ) მიწოდებასაც ვინაიდან, ხელშეკრულების მთავარი დათქმა იყო ის, რომ ერთ თვეში უნდა ყოფილიყო ხსენებული რაოდენობის საქონელი მიწოდებული მოპასუხისათვის და ეს იქნებოდა რამოდენიმე პარტიად - ეტაპობრივად თუ ერთიანად - მთლიანი რაოდენობის მიწოდება ერთ დღეს არც ტენდერის გამოცხადების ოქმში და არც ხელშეკრულებაში არ წერია. მიწოდების ვადად განისაზღვრა 1 თვე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქონლის ნაწილ-ნაწილ (ეტაპობრივ) მიწოდებასაც ვინაიდან, ხელშეკრულების მთავარი დათქმა იყო ის, რომ ერთ თვეში უნდა ყოფილიყო ხსენებული რაოდენობის საქონელი მიწოდებული მოპასუხისათვის და ეს იქნებოდა რამოდენიმე პარტიად - ეტაპობრივად თუ ერთიანად - მთლიანი რაოდენობის მიწოდება ერთ დღეს არც ტენდერის გამოცხადების ოქმში და არც ხელშეკრულებაში არ წერია. 2018 წლის 20 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ერთ ეტაპად - 35 ცალი მაგიდა ღირებულებით - 13 230.00 ლარი დღგ-ს გარეშე, 1 ცალი სკვერის სკამი ღირებულებით - 250.00 ლარი დღგ-ს გარეშე და 1 ცალი სკვერის სკამი წარწერით ,,თ--–--ი” ღირებულებით - 256.85 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დანარჩენ საქონელს მოპასუხე მოსარჩელეს მიაწოდებდა აგვისტოს თვეშივე მომდევნო დღეებში მეორე ეტაპად, რადგან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, მოსარჩელემ სრულიად უკანონოდ, უსამართლოს და უსაფუძვლოს არ მიიღო მიწოდებული საქონელი, ვინაიდან ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს იმ მიზეზით, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს შესყიდული საქონლის სრული ოდენობა არ იყო მიწოდებული. თუმცა, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, რომ 20 აგვისტოს სული ოდენობა საქონლისა შემსყიდველთან არ მიეტანა. 2018 წლის 20 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ერთ ეტაპად - 35 ცალი მაგიდა ღირებულებით - 13 230.00 ლარი დღგ-ს გარეშე, 1 ცალი სკვერის სკამი ღირებულებით - 250.00 დღგ-ს გარეშე და 1 ცალი სკვერის სკამი წარწერით ,,თ--–--ი” ღირებულებით - 256.85 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დანარჩენ საქონელს მოპასუხე მოსარჩელეს მიაწოდებდა აგვისტოს თვეშივე მომდევნო დღეებში მეორე ეტაპად, რადგან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, მოსარჩელემ სრულიად უკანონოდ, უსამართლოს და უსაფუძვლოს არ მიიღო მიწოდებული საქონელი, ვინაიდან ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს იმ მიზეზით, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს შესყიდული საქონლის სრული ოდენობა არ იყო მიწოდებული. თუმცა, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, რომ 20 აგვისტოს სული ოდენობა საქონლისა შემსყიდველთან არ მიეტანა. მოსარჩელემ იმ მოტივით, რომ თითქოს მოპასუხემ გადააცილა მისაწოდებელი საქონლის მიწოდების ვადას 65 დღით, დააკისრა პირგასამტეხლო 434.85 ლარის გადახდა, რომელსაც აღსანიშნავია, რომ შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ აქვს და მოპასუხესთან სრულიად უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება.
2. სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თ--–--ის მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება #1606, დაევალოს თ--–--ის მ----–----–------ის მ----ას მიიღოს 1 ერთეული ძელსკამი, 35 ერთეული მაგიდა და 1 ერთეული სკამი და მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
1.2. მოპასუხეს თ--–--ის მ----–----–------ს დაეკისროს არსებული დავალიანების - შპს ჯ---------ნ ს------ გ-----ის მიმართ 16209.48 ლარის, აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის (16209.48 ლარი) 0.2% პირგასამტეხლოს სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
შეგებებული სარჩელის თანახმად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო ხელშეკრულება 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვის შესახებ (სატენდერო განაცხადის #NA----------) ღირებულებით 33 473.06 ლარი, ხოლო მიწოდების ვადად განისაზღვრა - 1 თვე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქონლის ნაწილ-ნაწილ (ეტაპობრივ) მიწოდებასაც, ვინაიდან, ხელშეკრულების მთავარი დათქმა იყო ის, რომ ერთ თვეში უნდა ყოფილიყო ხსენებული რაოდენობის საქონელი მიწოდებული მოპასუხისათვის და ეს იქნებოდა რამოდენიმე პარტიად - ეტაპობრივად თუ ერთიანად - მთლიანი რაოდენობის მიწოდება ერთ დღეს არც ტენდერის გამოცხადების ოქმში და არც ხელშეკრულებაში არ წერია. მაგრამ მითითებულ ხელშეკრულებასი წერია მოპასუხის ვალდებულება გადაუხადოს მოსარჩელეს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საქონლის ზედნადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2018 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ერთ ეტაპად - 35 ცალი მაგიდა ღირებულებით - 13 230.00 ლარი დღგ-ს გარეშე, 1 ცალი სკვერის სკამი ღირებულებით - 250.00 დღგ-ს გარეშე და 1 ცალი სკვერის სკამი წარწერით ,,თ--–--ი” ღირებულებით - 256.85 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დანარჩენ საქონელს მოსარჩელე მოპასუხეს მიაწოდებდა აგვისტოს თვეშივე მომდევნო დღეებში მეორე ეტაპად, რადგან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, მოპასუხემ სრულიად უკანონოდ, უსამართლოს და უსაფუძვლოს არ მიიღო მიწოდებული საქონელი, ვინაიდან ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს იმ მიზეზით, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს შესყიდული საქონლის სრული ოდენობა არ იყო მიწოდებული. თუმცა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, რომ 20 აგვისტოს სრული ოდენობა საქონლისა შემსყიდველთან არ მიეტანა. რის გამოც, სრულიად კანონიერად, მოსარჩელემ უკან წამოიღო მიწოდებული საქონელი და უარი განაცხადა დანარჩენი ოდენობის მიწოდებაზე მანამ, სანამ არ მოხდებოდა მოპასუხის მიერ საქონლის მიღება და ღირებულების ანაზღაურება. თუმცა, აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადაში გადაწყვეტის ნაცვლად, მოპასუხემ იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელემ გადააცილა მოსაწოდებელი საქონლის მიწოდების ვადას 65 დღით, დააკისრა პირგასამტეხლო 434.85 ლარის გადახდა, რომელსაც აღსანიშნავია, რომ შესასრულებლად სავალდებულო ძალა არა აქვს და მოსარჩელესთან სრულიად უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება. რაზედაც მიღებული ბრძანება მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 07 ნოემბერს. აქვე დავამატებთ, რომ ხელშეკრულების 4.4 ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ჰქონდა უფლება არ მიეღო უხარისხო საქონელი (თუ ამის შესაბამისი გარემოებები იარსებებდა), თუმცა, ასეთი პრეტენზია მისი მხრიდან არ ყოფილა. ამდენად, ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს ჰქონდა ვალდებულება, გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 16 209.48 ლარს. ასევე მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებაზე. კერძოდ, 2018 წლის 20 აგვისტოდან (საქონლის მიწოდების დღე) მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მას უნდა გადაეხადა მოპასუხისათვის პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 32.41 ლარის ოდენობით, რაც დღემდე არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო შეგებებული სარჩელი მოპასუხე მხარემ და განმარტა, რომ მოსარჩელე შეგებებული სარჩელით ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი თ--–--ის მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 31 ოქტომბრის #1606 ბრძანება, დავალიანების სახით თ--–--ის მ----–----–------ისათვის 16209.48 ლარის დაკისრებას და ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის (16209.48) 0.2%. მოსარჩელის ეს მოთხოვნა არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 26 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349 თ--–--ის მ----–----–------სა და შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს” შორის. ხელშეკრულბის საგანს წარმოადგენდა 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვა, ღირებულებით 33 473.06 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2 პუნქტის თანახმად მოპასუხეს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 27 აგვისტომდე. 2018 წლის 20 აგვისტოს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 1 ერთეული ძელსკამი, 35 ერთეული მაგიდა და 1 ერთეული სკამი, რაც თ--–--ის მ----–----–------ის მიერ არ იქნა ჩაბარებული, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგნის სრულყოფილი ოდენობა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების საგნის ეტაპობრივ მიწოდებას, რის გამოც არ მოხდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საქონლის მიღება, ამასთან 2018 წლის 23 აგვისტოს მას გაეგზავნა წერილი #2312 და ეცნობა, რომ თ--–--ის მ----–----–------ის მ----ას მიზანშეუწონლად მიაჩნდა არასრული რაოდენობით წარმოდგენილ ინვენტარზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მხარე მოითხოვდა ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ხოლო შესრულების შემდეგ დარჩენილ საქონელს იგი აღარ მოგვაწდიდა, რაც სინამდვილეშიც ასე მოხდა, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს 2018 წლის 27 აგვისტომდე ჰქონდა საქონლის მოწოდების ვადა, რომელიც მის მიერ არ იქნა შესრულებული. ისმება კითხვა, თუ ჰქონდა მას დარჩენილი მოსაწოდებელი საქონელი, რომლის მოწოდებასაც იგი მეორე ეტაპად გეგმავდა, რატომ არ იქნა მის მიერ მოწოდებული. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად მას არ გააჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსაწოდებელი საგანი და ვერც უზრუნველყო მისი მოწოდება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2018 წლის 27 აგვისტომდე, 2018 წლის 26 სექტემბერს გაეგზავნა წერილი იმის თაობაზედ, რომ ეცნობებინათ 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349-ით გათვალისწინებული ვალდბულებების შეუსრულებლობის მიზეზი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მოწოდების ზუსტი თარიღი. თუმცა, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გახდა საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლს დაკისრების (ხელშეკრულება #0713/349-ის მე-9.1 და 13.1 მუხ.), რის თაობაზეც 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული იქნა ბრძანება #1606, რომლის საფუზველზეც მოპასუხე მხარეს დეკისრა პირგასამტეხლოს სახით 434.85 ლარი, მას გაეგზავნა ბრძანების ასლი და მიეცა 10 სამუშაო დღე პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული. მოსარჩელე მხარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თ--–--ის მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 31 ოქტომბრის #1606 ბრძანება, რაც არის უსაფუძვლო, ვინაიდან თანახმად საქართველოს კანონის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის საფუძველზე ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოძიების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამავე კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება”. ზემოაღნიშნული ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და ამასთან არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ვინაიდან 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349-ის მე-9 მუხლის 9.3 ქვეპუნქტის თანახმად ,,იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება”. გამომდინარე ზემოღნიშნულიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი თ--–--ის მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 31 ოქტომბრის #1606 ბრძანების ბათილად ცნობის, დავალიანების სახით 16209.48 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისა, ვინაიდან თ--–--ის მ----–----–------მა მოსარჩელე მხარეს მისცა საშუალება, რომ შეესრულებინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მეტყველებს იმაზედ, რომ საქონელი მას სრულყოფილი სახით რომ ჰქონოდა წარმოადგენდა. თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკულება”. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა თითოეული მხარის ვალდებულება, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების საგნის 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის მოწოდება, ხოლო თ--–--ის მ----–----–------ის ვალდებულება იყო მოწოდებული საგნის ღირებულების 33473.06 ლარის გადახდა. ასევე დაცულია 319-ე მუხლის პირველი ნაწილის რომ ,,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი” და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით” მოთხოვნები. მხარეთა შორის ხელშეკრულებაში დეტალურად არის განსაზღვღული ხელშეკრულების პირობა (40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვა და მისი ღირებულების 33473.06 ლარის გადახდა), უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349, რომლის თანახმადაც მოპასუხე მხარე იღებდა ვალდებულებას 2018 წლის 27 აგვისტომდე თ--–--ის მ----–----–------ისათვის მოეწოდებინა 33 473.06 ლარის ღირებულების 40 ერთეული სკვერის სკამი, 20 ერთეული სკვერის სკამი წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349 (ს.ფ. 15-18;86-89);
3.2.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების საგნის ეტაპობრივ მიწოდებას, რის გამოც შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის” მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საგანი არასრულყოფილი სახით, თ--–--ის მ----–----–------ის მიერ არ იქნა ჩაბარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 23 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 20)
3.2.3. თ--–--ის მ----–----–------მა 2018 წლის 26 სექტემბერს გაუგზავნა წერილი მოპასუხე მხარეს რითაც ითხოვდა ეცნობებინათ 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზის განმარტებას და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მოწოდების ზუსტი თარიღის შესახებ ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 21)
3.2.4. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----მა” არ მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდება, მიუხედავად მათი არაერთგზის გაფრთხილებისა, რაც გახდა საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.22)
3.2.5. 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოცემულ იქნა ბრძანება #1606, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 434.85 ლარის გადახდევინება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და შეწყვეტილი იქნა მხარეთა შორის 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შეყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება #1606 (ს.ფ. 19)
3.2.6. 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული ბრძანება #1606 ჩაიბარა შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის” დ-----------ის გ------ი გე-–--იძის დედამ, ნ---- ჩ---–--ემ 2018 წლის 07 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 23)
3.2.7. 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349-ის მე-7 მუხლის 7.2 პუნქტისა ,,შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. თუკი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს”.
ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2 პუნქტის თანახმად მოპასუხეს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 27 აგვისტომდე.
მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 33473.06 ლარს.
ზემო აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2., მე-14 და მე-2 მუხლის 2.1. პუქნტებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან როგორც მისაწოდებელი საგნების სახეობასა და რაოდენობაზე, ასევე გადახდის პირობებზე და ხელშეკრულების შესრულების ვადაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე მხარის და შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ეტაპობრივად მიწოდებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულებით გათვალიწინებული საგნების მიწოდების შემდეგ მხარეები შეთანხმებულნი არიან რომ ,,შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში“. დადგენილია რომ მიმწოდებელმა, შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----მა“, 2018 წლის 20 აგვისტოს შემსყიდველს, თ--–--ის მ----ას მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ერთ ეტაპად - 35 ცალი მაგიდა ღირებულებით - 13 230.00 ლარი, 1 ცალი სკვერის სკამი ღირებულებით - 250.00 და 1 ცალი სკვერის სკამი წარწერით ,,თ--–--ი” ღირებულებით - 256.85 ლარი, მაშინ როდესაც ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა იყო 27 აგვისტო, ხოლო შესრულებული სამუშაოსათვის შემსყიდველს საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული პირობა კი ადასტურებს იმას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალსიწინებული საგნების მიწოდება უნდა მომხდარიყო სრულად და გადახდაც უნდა მომხდარიყო ერთჯერადად და სრულად. სხვა შემთხვევაში თუკი შემსყიდველი ბოლო მეათე სამუშაო დღეს გადაუხდიდა მიმწოდებელს არასრულად მიწოდებული საგნების ღირებულებას, აღნიშნული განხორციელდებოდა უკვე სექტემბრის თვეში.რაც იმის დასტურია, რომ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე მხარემ უდავოდ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების პირობა, მითუმეტეს რომ ჯ--------- ს------ გ-----ის წარმომადგენელმა კითხვაზე ,,შვიდ დღეში შეასრულებდნენ დარჩენილი საგნების მიწოდებას? განმარტა, რომ ,,თანხის ჩარიცხვის შემდეგ დაასაქმებდნენ აგრეთვე სხვა დამატებით მუშებს და ისე მოხდებოდა შესრულება“(იხ.ოქმი 03.04.19 16:08:01), რითაც დადასტურდა თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელში მითითებული არგუმენტი, რომ მოპასუხესთან არასრული რაოდენობით წარმოდგენილ ინვენტარზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, შემდეგ მხარე მოითხოვდა ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ხოლო შესრულების შემდეგ დარჩენილ საქონელს იგი აღარ მიაწვდიდა მათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის“ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #0713/349 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 40 ერთეული სკვერის სკამის, 20 ერთეული სკვერის სკამის წარწერით ,,თ--–--ი” და 35 ერთეული მაგიდის ერთჯერადად მიწოდება 2018 წლის 27 აგვისტომდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ასევე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის“შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე თ--–--ის მ----–----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და
2. მოპასუხე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს“ თ--–--ის მ----–----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 434.85 (ოთხასოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
3. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის 50.00 ლარის გადახდა.
4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ს“ უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ჯ---------ნ ს------ გ-----ის“ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე