გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1327-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - დ----- გ-–---
წარმომადგენლები - ლ---- კ------ე, მ-----– ტ--–--–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ა-- ტ----–---–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა: (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 2019 წლის 23 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი)
1.1. აღიარებულ იქნეს დ----- გ-–--ის მიერ №51-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი გა--თლების მიღების ფაქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებელით ცნო სარჩელი.
2.1. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 2018 წლის 11 მაისის MES 8------------ ცნობით დ----- გ-–--- (დაბ. 1--0-.1---) 1992 წლის 30 ოქტომბრის ბრძანების N4---ის საფუძველზე ჩაირიცხა ქ. თბილისის 51-ე საშუალო სკოლის პირველ კლასში. 200--2003 სასწავლო წელს დაამთავრა სწავლების სრული კურსი და მიიღო სრული ზოგადი გა--თლების ნა N0----- ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლის 1992 წლის 30 ოქტომბრის N4-- ბრძანება (ს.ფ 19-20);
-სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 2018 წლის 11 მაისის MES 8------------ ცნობა (ს.ფ. 13-16);
- სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 200--2003 სასწავლო წლის სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი (ს.ფ. 17-18);
3.1.2. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 200--2003 სასწავლო წლის სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება, რომ დ----- ზ---–-ს ძე გ-–--ის სახელზე 200--2003 სასწავლო წელს გაცემულია სრული ზოგადი გა--თლების ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 200--2003 სასწავლო წლის სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი (ს.ფ. 17-18);
3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- ივლისის №0---------- და 2018 წლის 04 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებებით დ----- გ-–---ს უარი ეთქვა სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სკოლაში არ იძებნება დ----- გ-–--ის მხოლოდ ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. დ----- გ-–--ის მიერ საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულების ბრძანება გამოცემული არ არის, ხოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0- ივლისის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-25);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-28);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- გ-–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი გა--თლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლამ, რომელიც წარმოადგენს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის №51 საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დ----- გ-–--ის მიერ 2003 წელს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა) საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი გა--თლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 2018 წლის 11 მაისის MES 8------------ ცნობით დ----- გ-–--- (დაბ. 1--0-.1---) 1992 წლის 30 ოქტომბრის ბრძანების N4---ის საფუძველზე ჩაირიცხა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის 51-ე საშუალო სკოლის პირველ კლასში. 200--2003 სასწავლო წელს დაამთავრა სწავლების სრული კურსი და მიიღო სრული ზოგადი გა--თლების ნა N0----- ატესტატი. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის 200--2003 სასწავლო წლის სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება, რომ დ----- ზ---–-ს ძე გ-–--ის სახელზე 200--2003 სასწავლო წელს გაცემულ იქნა სრული ზოგადი გა--თლების ატესტატი.
7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თა--ხმად, ყველას აქვს გა--თლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და გა--თლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო გა--თლება სავალდებულოა. ზოგად გა--თლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი გა--თლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო გა--თლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი გა--თლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმა--თლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი გა--თლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, სრული ზოგადი გა--თლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი გა--თლების მიღების თა--ბარი უფლება, რათა სრულად გა--ვითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თა--ბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო გა--თლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი გა--თლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი გა--თლების ატესტატი; გ) ზოგადი გა--თლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ 200--2003 წლებში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა) საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულებისა და დ----- გ-–--ის სახელზე სრული ზოგადი გა--თლების ატესტატის გაცემის ფაქტი.
7.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. აღნიშნულ უფლებას კი მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ----- გ-–--ის მიერ 2003 სასწავლო წელს ქ. თბილისის №51 საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა) საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი გა--თლების მიღების ფაქტი, რაც დ----- გ-–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დ----- გ-–---ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- გ-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს დ----- გ-–--ის მიერ ქალაქ თბილისის №51-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა) 2003 წელს საგანმა--თლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი გა--თლების მიღების ფაქტი;
3. დ----- გ-–---ს დაუბრუნდეს ლ---- კ------ის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს სს ,,თიბისი ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი; (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა შემოსულობები, თბილისი; მიმღების ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ბანკი - ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე