გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7156-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თ----- ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ლ--- ს----ძე
მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
წარმომადგენ--–- - ზ------ ჭ----–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
1.2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი 27.09.2018 წლის N-------- განცხადებით (და მისი დანართი განცხადებით) მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
1.4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 27.09.2018 წლის N-------- განცხადებით (და მისი დანართი განცხადებით) მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 27 სექტემბერს ლ--- ს----ძის წარმომადგენელმა ზ------ ი--–---–მა N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა წერილობითი ფორმით ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ თუ ვინ მიიღო 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობის მიმღები პირების მითითებით. ასევე, რომელი ნოტარიუსის მიერ გაიცა 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობა და ვისზე გაიცა. ამავე განცხადებაში განმცხადებელმა მიუთითა, რომ ითხოვს ინფორმაციას პ--–---- კ--------ვას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ, მემკვიდრეების მითითებით. განცხადებას თან დაერთო 10 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- განცხადება (ს.ფ. 40);
-მიღების ბარათი (ს.ფ. 39);
3.2. ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- განცხადების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N-------- წერილით მიმართა ზ------ ი--–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის და ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის მიმართ (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N--------- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერი N--------------- 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------ 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- თ----- გ----------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–- ნ--------ის სახელით (რწმუნებული ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N-------
ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- წერილი (ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან) (ს.ფ. 41);
3.3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილით ლ--- ს----ძის მინდობილ პირს ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N--------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ნოტარიუს ნ.ხ-----–---ის სამემკვიდრეო რეესტრში 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ფ------------ა) თაობაზე არსებული ჩანაწერის და ამავე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში (რეგისტრაციის N------------ დაინტერესებული პირის ზ------ ი--–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება - სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი ნოტარიუსის მიერ გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის (საქმე N---------- გადაწყვეტილებით, შემდეგი მიზეზით: ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის 2008 წლის 21 მარტის N----------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სარჩელის ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილში ასევე მიეთითა, რომ ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე და პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე, ა--- ზ------ას ასული ა---–------ი (ფ------------ა), პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა) და ე-–--- ე----ის ასული კ--------ვა.“
ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 20 (ოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გაცემულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 42);
3.4. 2018 წლის 27 სექტემბერს, ლ--- ს----ძის წარმომადგენელმა ზ------ ი--–---–მა N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუს ნ---- ხ-----–---ის 21.03.2008 წლის N----------- უარის თქმის შესახებ დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009 წლის N--------- გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის ფაქტი, ასახულია თუ არა სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში, როდის იქნა რეგისტრირებული და რა ნომრით იქნა დარეგისტრირებული. ამავე განცხადებაში, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის ლ--- ს----ძეზე გაცემის სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია თუ არა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში, როდის და რა ნომრით. განცხადებას თან დაერთო 25 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- განცხადება (ს.ფ. 46);
-მიღების ბარათი (ს.ფ. 45);
3.5. ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- განცხადების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N-------- წერილით მიმართა ზ------ ი--–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის და ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის მიმართ (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N--------- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერს N--------------- 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------ 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- თ----- გ----------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–- ნ--------ის სახელით (რწმუნებული ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N-------
ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- წერილი (ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან) (ს.ფ. 47);
3.6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილით ლ--- ს----ძის მინდობილ პირს ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N--------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ფ------------ა) სამკვიდრო ქონების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ.გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე და პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე, ა--- ზ------ას ასული ა---–------ი (ფ------------ა), პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა) და ე-–--- ე----ის ასული კ--------ვა.“
ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 10 (ათი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გაცემულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 48).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--- ს----ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,სამსახურებრივი ინსტრუქცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილები, ასევე 2018 წლის 03 ოქტომბრის N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცდა ,,სამსახურებრივი ინსტრუქცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული უფლებამოსილებაშეწყვეტილი და უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო არქივიდან დოკუმენტების/ინფორმაციის გაცემის წესს და პირობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო არქივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების მსურველი დაინტერესებული პირი/განმცხადებელი ავსებს განაცხადის ფორმულარს, რომელშიც მითითებული იქნება: დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მოსაძიებელი დოკუმენტის და/ან ინფორმაციის რეკვიზიტები: სანოტარო აქტის დამმოწმებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო აქტის დამოწმების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი, მასში მონაწილე მხარეები, მამკვიდრებლის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი და დოკუმენტის/ინფორმაციის მოძებნისთვის სხვა მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს წინასწარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განმცხადებელი უფლებამოსილია, განცხადებაში მიუთითოს დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. ამავე სამსახურებრივი ინსტრუქციის მე-6 მუხლი ადგენს, რომ ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ინფორმაცია გაიცემა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლით დადგენილ ვადებში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების/ინფორმაციის გაცემისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესის და მომსახურების ვადების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი. ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს ლ--- ს----ძის წარმომადგენელმა ზ------ ი--–---–მა N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა წერილობითი ფორმით ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ თუ ვინ მიიღო 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობის მიმღები პირების მითითებით. ასევე, რომელი ნოტარიუსის მიერ გაიცა 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობა და ვისზე გაიცა. ამავე განცხადებაში განმცხადებელმა მიუთითა, რომ ითხოვს ინფორმაციას პ--–---- კ--------ვას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ, მემკვიდრეების მითითებით. განცხადებას თან დაერთო 10 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.
დადგენილია, რომ ამავე დღეს ლ--- ს----ძის წარმომადგენელმა ზ------ ი--–---–მა N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუს ნ---- ხ-----–---ის 21.03.2008 წლის N----------- უარის თქმის შესახებ დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009 წლის N--------- გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის ფაქტი, ასახულია თუ არა სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში, როდის იქნა რეგისტრირებული და რა ნომრით იქნა დარეგისტრირებული. ამავე განცხადებაში, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის ლ--- ს----ძეზე გაცემის სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია თუ არა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში, როდის და რა ნომრით. განცხადებას თან დაერთო 25 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატის დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, პალატის სანოტარო არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება ევალება ნოტარიუსთა პალატის აპარატის სანოტარო არქივის სამსახურს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ინფორმაცია და/ან დოკუმენტის დამოწმებული ასლი გაიცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის პალატის სანოტარო არქივის სამსახურის მთავარი სპეციალისტის და/ან პალატის სანოტარო არქივის სამსახურის სპეციალისტის ხელმოწერით.
ამავე სამსახურებრივი ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივის სამსახურს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სანოტარო არქივის სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამ წესით დადგენილ ფარგლებში მომზადებულ ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- და N-------- განცხადებების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N-------- და N-------- წერილებით მიმართა ზ------ ი--–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ------ ი--–---–ის და ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის მიმართ (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N----------- 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N----------- 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N--------- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერი N--------------- 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ------ ი--–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------ 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით (წარმომადგენ--–- თ----- გ----------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ--- ს----ძის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–- ნ--------ის სახელით (რწმუნებული ზ------ ი--–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N------- ამავე აქტებში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დადგენილია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილით ლ--- ს----ძის მინდობილ პირს ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N--------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ნოტარიუს ნ.ხ-----–---ის სამემკვიდრეო რეესტრში 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ფ------------ა) თაობაზე არსებული ჩანაწერის და ამავე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში (რეგისტრაციის N------------ დაინტერესებული პირის ზ------ ი--–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება - სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი ნოტარიუსის მიერ გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის (საქმე N---------- გადაწყვეტილებით, შემდეგი მიზეზით: ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის 2008 წლის 21 მარტის N----------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სარჩელის ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს“, ხოლო ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- წერილით ლ--- ს----ძის მინდობილ პირს ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N--------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას (ფ------------ა) სამკვიდრო ქონების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ.გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შეტანილი იქნა ცვლილებები. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- და N-------- წერილებში მიეთითა, რომ ,,1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე და პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ--- ს----ძის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N----------- მამკვიდრებლები - ა-–---------ა ს----ძე-უ----–--ე, ა--- ზ------ას ასული ა---–------ი (ფ------------ა), პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვა (ფ------------ა) და ე-–--- ე----ის ასული კ--------ვა.“
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არასრულყოფილად გასცა მის მიერ 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- და N-------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 3 ოქტომბრის N-------- და N-------- აქტებით პალატამ გასცა ისეთი ინფორმაცია, რაც მის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- აქტთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ აქტში მითითებული ნოტარიუს გიგა გ------–---–ის 21.07.2009 წლის N--------- და N--------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე გამოიტანა მცდარი დასკვნები. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნოტარიუს გიგა გ------–---–ის მიერ 2009 წელს გაცემული არცერთი წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ ადასტურებს ლ--- ს----ძის მიერ 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდროს მიღების ფაქტს, რის გამოც ნოტარიუსი გიგა გ------–---–ის მიერ 21.07.2009 წელს 0-------- ნომრით რეგისტრირებული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ არის 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდროს ლ--- ს----ძის მიერ მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არ გასცა მის მიერ მოთხოვნილი სრული და ზუსტი ინფორმაცია, რითაც დაირღვა მისი უფლებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ლ--- ს----ძის წარმომადგენლის ზ------ ი--–---–ის მიერ 2018 წლის 27 სექტემბრის N-------- და N-------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია გასცა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციითა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესითა და მომსახურების ვადებით“ განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის N-------- და N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- და N-------- აქტები მომზადებული იქნა არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ და ხელმოწერილი და შტამპდასმულია ელექტრონულად, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნორმებს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის N-------- და N-------- აქტებში არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ მითითებული იქნა სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში არსებული ათივე ჩანაწერი, რომელიც მოიძებნა 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–---- ზ------ას ასული კ--------ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე, თუმცა 2018 წლის 19 ოქტომბრის N-------- და N-------- აქტებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 3 ოქტომბრის N-------- და N-------- აქტებში და განმცხადებელს მიეწოდა მის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი ინფორმაცია. ამდენად, მოპასუხე მხარემ განმეორებით განახორციელა კვლევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებსა და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით გასცა კონკრეტული და დაზუსტებული ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ ინფორმაციის გაცემის საფასურმა, ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით (19.10.2018 წლის N-------- აქტის შემთხვევაში გაცემული იქნა ორი ნოტარიუსის არქივში დაცული ინფორმაცია, ხოლო 19.10.2018 წლის N-------- აქტის შემთხვევაში - ერთი ნოტარიუსის არქივში დაცული ინფორმაცია), შეადგინა 20 და 10 ლარი, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“ 41-ე მუხლის პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ინფორმაციის გაცემა არ მოიცავს პალატის მონაცემებში დაცული სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ სხვადასხვა სანოტარო მოქმედებების ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტების კანონიერების კვლევას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აპელირება კონკრეტული ნოტარიუსის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების შინაარსთან დაკავშირებით, მოცემული დავის ფარგლებში არარელევანტურია და ვერ იქნება განხილული წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.
ამასთან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა მასთან არსებული ინფორმაცია სრულად, შესაბამისად სასამართლო ვერ დაავალებს მოპასუხეს ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც არ არის დაცული მასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--- ს----ძის სარჩელი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N--------, N-------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N--------, N-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--- ს----ძის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--- ს----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თ----- ოქროპირიძე