გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
831210019002814323
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019002814323

საქმე №2/6-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.03.2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სს ,, კ-------------’’

წარმომადგენელი - კა-- ჩხ----ა

მოპასუხე - ლა-–- მა----------

- მუ----- მა----------

- მუ------ ენ----–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3963.34 ლარი, საიდანაც 2527.73 ლარი არის სესხის ძირი, 314.41 ლარი საპროცენტო სარგებელი, 97.47 ლარი სადაზღვევო შესატანი, 1023.73 ლარი პირგასამტეხლო.

1.2. მოპასუხეებს ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დააკისროთ მოსარჩელის - სს "კ-------------"-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 59.50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახ. ბაჟი - 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 3- ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 63 ლარი.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 20 ნოემბერს შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-სა (სახელწოდების და საქმიანობის ფორმის შეცვლის შემდეგ სს კ-------------) და ლა-–- მა---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #20141120LMATC, რის საფუძველზეც ლა-–- მა---------მა ისესხა 5000 ლარი, 24 თვის ვადით 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით, სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.58 %-ს თვეში. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან.

 

2014 წლის 20 ნოემბერს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მუ----- მა---------მა და მუ------ ენ----–--ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლა-–- მა----------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე – 5000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 1839.46 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 259.92 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელზე 31.13 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 7130.51 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად(თავდებობის ხელშეკრულების), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა - ლა-–- მა---------მა, მუ----- მა---------მა და მუ------ ენ----–--ემ წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც მათ სარჩელი არ ცნეს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ლა-–- მა---------მა და მუ------ ენ----–--ემ მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 20 ნოემბერს შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-სა და ლა-–- მა---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #20141120LMATC, რის საფუძველზეც ლა-–- მა---------მა ისესხა 5000 ლარი, 24 თვის ვადით 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 25-26).

 

3.1.2. მსესხებელმა ლა-–- მა---------მა აითვისა შპს ”მ-----------------------------–------------” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 25-26),3.1.3. მსესხებელმა 2016 წლის მარტიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.1.4. მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.26-35).

 

3.1.5. 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3963.34 ლარი, საიდანაც 2527.73 ლარი არის სესხის ძირი, 314.41 ლარი საპროცენტო სარგებელი, 97.47 ლარი სადაზღვევო შესატანი, 1023.73 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა(პირგასამტეხლო) დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს/ფ 1-19 ).

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სხდომის ოქმი)

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 20-36).

 

3.1.6. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მ-----------------------------–------------“ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და 2017 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად წარმოადგენს სს „კ-------------’’.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 20 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან ერთად მსესხებელი იხდის იმ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 20-21).

 

3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.14. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 20-21).

 

3.2.3. 2014 წლის 20 ნოემბერს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მუ----- მა---------მა და მუ------ ენ----–--ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლა-–- მა----------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე – 5000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 1839.46 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 259.92 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელზე 31.13 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 7130.51 ლარს. შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად(თავდებობის ხელშეკრულების), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-თავდებების განცხადებები

-თავდებობის ხელშეკრულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3129.18 ლარი, საიდანაც 2527.73 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 314.41 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.47 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 189.57 ლარი - პირგასამტეხლო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,კ-------------ა’’ და მოპასუხე ლა-–- მა---------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე ლა-–- მა---------ს კრედიტორის სს ,,კ-------------ს’’ წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, პროცენტის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამიტომ მოპასუხეებს ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3129.18 ლარი, საიდანაც 2527.73 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 314.41 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.47 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 189.57 ლარი - პირგასამტეხლო.

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ-------------ა’’ და ლა-–- მა---------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 189.27 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარცელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკმა“ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 59.50 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 10 ლარის (სარჩელისათვის), და 25 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფისათვის), ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 3- ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯის - 63 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე სს ,,კ-------------” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 39.50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1--1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

 

1.1. მოპასუხე მუ----- მა---------ს პ/ნ 6---------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ა) უძრავ ქონების მისამართი: ბაღდათის რაიონი, სოფელი დიმი; ზონა: ბაღდათი 3-; სექტორი: დიმი 0-; კვარტალი: 3-; ნაკვეთი 2--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.3-.2--. ბ) უძრავ ქონების მისამართი: ბაღდათის მუნიციპა-–-ტეტი, სოფელი დიმი; ზონა: ბაღდათი 3-; სექტორი: დიმი 0-; კვარტალი: 3-; ნაკვეთი 362; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.3-.362.

 

1.2. მოპასუხე მუ----- ენ----–--ეს პ/ნ 0---------- აეკრძალა შემდეგი უძრავ ქონებაში კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: უძრავ ქონების მისამართი: ბაღდათის რაიონი, სოფელი დიმი; ზონა: ბაღდათი 3-; სექტორი: დიმი 0-; კვარტა-–-: 3-; ნაკვეთი 1--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.3-.1--.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2014 წლის 20 ნოემბრის #20141120LMATC სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავა-–-ანება 3129.18 ლარი, საიდანაც 2527.73 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 314.41 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.47 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 189.57 ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. ლა-–- მა---------ს, მუ----- მა---------ს და მუ------ ენ----–--ეს - სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 10 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 3- ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯის - 63 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ,,კ-------------“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2019 წლის 16 იანვარს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 39.50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სახაზინო კოდი: 3-0243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (50 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბანკი კრედო“ გადახდის თარიღი: 16.01.2019; საგადახდო დავალება: #525289, გადამხდელის ბანკი: სს ბანკი კრედო);

 

5. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. მოსარჩელე სს ,,კ-------------“ (ს/ნ 205232238) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის 2019 წლის 16 იანვარს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სახაზინო კოდი: 3-0243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (50 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბანკი კრედო“ გადახდის თარიღი: 16.01.2019; საგადახდო დავალება: #525290, გადამხდელის ბანკი: სს ბანკი კრედო);

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე