გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - ნ--–-----------
წარმომადგენელი - ჯ--------------–-----------------–-–---–-
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ--------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2---–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-17).
1.2. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ--–----------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ------–-–---–--------- ნაკვეთი 01/0--- საკადასტრო კოდით: №01.17.10.011.0-- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის და სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-17).
მოსარჩელის განმარტებით, 2018წლის 31 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ.თბილისი, მ------–-–---–----------------- 01/0--- საკადასტრო კოდით: №01.17.10.011.0-- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა და სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–---------------–------------ წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, უარის საფუძველი გახდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ.01.0------- ბრძანება, რომელიც გამოცემულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნის საფუძველზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, მ------–-–---–-----------(ნაკვეთი 01/0--) მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1919,00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ომერი: 01, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- 2014 წლის 09 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ--–----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 31/03/2016(ს.ფ. 28-29)
3.1.2. 2018 წლის 31 დეკემბერს, ნ--–----------ის წარმომადგენელმა ჯ--------------–--------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ნ--–----------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე, ქ.თბილისი, მ------–-–---–--------- ნაკვეთი 01/0--- საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისოდ დასაშვები სახეობების(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ--–----------ის წარმომადგენლის ჯ--------------–----------–-–--------------------------------- განცხადება(ს.ფ. 18-21)
3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------------ დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, მ------–-–---–-----------, მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არ ვხვდებით განაშენიანებას, ამასთან საპროექტო წინადადებით ვერ საბუთდება გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნა(ს.ფ. 24-26)
3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანებით, ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 22-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ წერილით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა ქ.თბილისში, მ------–-–---–-----------, მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 23)
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 24 აპრილის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნ--–----------ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნის ბათილად ცნობის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, დაუშვებლობის მოტივით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ--–----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას(მერს) უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა(„თანაბარი შესაძლებლობების სივრცე)“.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად).
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე №01.17.10.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სადავო აქტის გამოცემის დროს მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონა 2-ში. ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციურ ზონას წარმოადგენს სარეკრეაციო ზონა 2(რზ-2), რომელიც არის სარეკრეაციო ქვეზონა და მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. ამავე წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში(რზ-2), დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური(ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ დანართი №1-ის მე-8 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასტუმრო, კაფე და ავტოსადგომი წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვებ სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ(ზონალურ) შეთანხმებას.
6.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის:
ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის;
ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ(ზონალურ) შეთანხმებას;
გ) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ქმედებისათვის;
დ)იძულებით(განპირობებული) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ობიექტის სპეციალური(ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური(ზონალური) შეთანხმების მიღების თაობაზე განცხადება უნდა წარედგინოს ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, სპეციალურ(ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების დასკვნის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ნ--–----------ის წარმომადგენელმა ჯ--------------–--------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ნ--–----------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე, ქ.თბილისი, მ------–-–---–--------- ნაკვეთი 01/0--- საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისოდ დასაშვები სახეობების(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა.
საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, მ------–-–---–-----------, მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არ ვხვდებით განაშენიანებას, ამასთან საპროექტო წინადადებით ვერ საბუთდება გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნის საფუძველზე, დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანებით, ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 22-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ წერილით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა ქ.თბილისში, მ------–-–---–-----------, მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემას.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არც გასაჩივრებული აქტით არის დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თუ რატომ უთხრა უარი მოსარჩელეს 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანებით ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის (სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე. აღნიშნული სადავო ბრძანება მიღებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------------ დასკვნის საფუძველზე, თუმცა თავის მხრივ მითითებული დასკვნაც არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას და მხოლოდ ის არის მითითებული, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არ ვხვდებით განაშენიანებას, ხოლო საპროექტო წინადადებით ვერ საბუთდება გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა და ეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ განცხადებაში(ზოგადი ინფორმაცია) დეტალურად არის აღწერილი, როგორც სამართლებრივი დასაბუთება, ისე საჯარო და კერძო ინტერესები. კერძოდ, წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროექტო ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2, არ გამოიყენება არც რაციონალურად და არც ეფექტურად, რადგან რეკრეაციული თვალსაზრისით რეკრეაციული ღირებულება ტერიტორიაზე განთავსებული მწვანე ნარგავებიდან გამომდინარე, არ გააჩნია. ტერიტორია მოუწესრიგებელია და არათუ ეფექტურად, არამედ საერთოდ არ ხდება მისი გამოყენება. დაგეგმილი მშენებლობით კი შესაძლებელი გახდება ტერიტორიის მოწესრიგება. მიწის ნაკვეთის უკანა ეზოში მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე, ტერიტორიაზე განხორციელდება მწვანე ნარგავების რგვა და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მოწყობა სსიპ თბილისის N91 საჯარო სკოლამდე მისასვლელი ბილიკი(კიბე). 1919კვადრატული მეტრიდან, შენობა-ნაგებობა განთავსდება მხოლოდ 383.8კვადრატულ მეტრზე, ხოლო 2დარჩენილი 1535.2 კვადრატული მეტრი დაეთმობა რეკრეაციასა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას. ამავე განცხადებაში აღნიშულია, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა მიზნად ისახავს ტერიტორიის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებას. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებით ხასიათს- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ნაწილი დასრულებული სახით, ნაწილი მშენებლობის პროცესში, ხოლო ნაწილიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესშია, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაგეგმილი მშენებლობა არათუ ეწინააღმდეგება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებით ხასიათს, რამედ აუმჯობესებს მას. რაც შეეხება სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთებას, საჯარო და კერძო ინტერესების ჩვენებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მითითებულია, რომ საპროექტო ტერიტორია უფუნქციო და გაუნაშენიანებელია, რაც არცერთ შემთხვევაში არ ემსახურება ამ ტერიტორიის რეკრეაციულ, მის დასასვენებელ ფუნქციას. პირიქით, მას მოუწესრიგებელ ტერიტორიად აქცევს. მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ტერიტორიის განვითარების საპროექტო წინადადებით კი ჩანს, რომ უპირველს ყოვლისა, დაცულია საჯარო ინტერესები, რადგან დაგეგმილია ტერიტორიის მოწესრიგება, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ მისი გადაქცევა. ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა, დასასვენებელი სივრცის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის(კიბის) მოწყობა, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, სასტუმროსა და კაფეს განთავსება ასევე მიზანშეწონილია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მიმდებარე ტერიტორიას ნამდვილად საჭიროება როგორც დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცე, ისე მიწისქვეშა ავტოსადგომი. გარდა ამისა, მოკლევადიან პერსპექტივაში აღნიშნული მშენებლობა წარმოადგენს უცხოურ ინვესტიციას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, ხოლო როგორც მშენებლობის, ასევე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში დამატებით შექმნილ სამუშაო ადგილებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯს, რადგან ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა. კერძო ინტერესის თვალსაზრისით კი, საპროექტო ტერიტორიის მესაკუთრე შეძლებს საკუთრების უფლებას რეალიზებას და მცირე ბიზნესის შექმნას, თანაც ისე, რომ არათუ შეამცირებს ტერიტორიის რეკრეაციულ ღირებულებას, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მას, რითაც მინიმალიზდება ეკონომიკური და სხვა საქმიანობით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, რაც ტერიტორიისა და რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას(იხ. ს.ფ. 19-21).
მიუხედავად მოსარჩელის მიერ განცხადებაში(ზოგადი ინფორმაცია) ამომწურავად მითითებული არაერთი გარემოებისა, მოპასუხე სადავო აქტში უთითებს, რომ საპროექტო წინადადებით ვერ საბუთდება გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა. მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელია საპროექტო წინადადებაში მითითებულ გარემოებებზე, აღნიშნულის გამოკვლევას და შეფასებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. . .
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, რაც გასაჩივრებულ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტიდ მერის ბრძანებაში არ არის დასაბუთებული. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ერთ-ერთ ფუნქციასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენს დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, მაგრამ აღნიშნული უპირობოდ არ გულისხმობს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რამეთუ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით შუალედურ აქტს წარმოადგენს და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დასკვნა სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი უნდა იყოს და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი, უპირობო და სავალდებულო საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნა არ არის დასაბუთებული.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის
შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’ და მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას(მერს) დაავალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0-- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. ამ მიზნით სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი(განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს,- საქმეში წარმოდგენილია 2----–-–---------------–-- ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ და 2----–-–------------–-------------- ელექტრონული ქვითარი, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ--–----------ის მიერ გადახდილია საადვოკატო მომსახურების ღირებულება 500(ხუთასი) ლარის ოდენობით(მიმღები ჯ--------------–----. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი(საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- ნ--–----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე ნ--–----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100(ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--–----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №ბ01.0------- ბრძანება ,,ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის(სასტუმრო, კაფე, ავტოსადგომი) განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას(მერს) დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, მ------–-–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.0--- ნაკვეთი №------- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.
4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- ნ--–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე- ნ--–----------ის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი