გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - შ-----------------ე
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–-
მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–----
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–-
მესამე პირები - 1. შპს ,,–------------ა’’; 2. შპს ,,ი-------------ი’’
წარმომადგენელი - გი-------------
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–--------------------------------------ა(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 46-57).
1.2. ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად იქნეს ცნობილი 2---–-–-------------- ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 46-57).
1.3. ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ქ-–-------–-------–-(საკადასტრო კოდი: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 46-57).
1.4. ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2---–-–-------------------------------------(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 46-57).
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება(მიწა თავის დამხმარე შენობა-ნაგებობით), მდებარე, ქ.თბილისში ქ--------–-------–----------------- გარკვეული პერიოდი ეკუთვნოდა შპს ,------------------–------------–-------’’, რომელიც იმყოფებოდა ქ.თბილისის მერიის დაქვემდებარებაში, ლიკვიდაციის შემდგომ ეს ქონება საკუთარი ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. მისივე განმარტებით, ქონების გასხვისებამდე მოხდა დაზუსტება ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობების მესაკუთრეების შესაბამისი ოქმებით, რომლის ასახვაც არ მომხდარა საჯარო რეესტრის ამონაწერში, რაც იქამდე ნათლად იკვეთებოდა რეესტრის ამონაწერშიც კი, რომ შე------------------- არ იყო მათი საკუთრება. მოსარჩელის განმარტებით, ამ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ შე------------------- ეკუთვნის ა-–--------------------ეს, მან ეს შენობა-ნაგებობა ააშენა ისნის რაიონის გამგეობის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე. წლების განმავლობაში აქ ფუქციონირებდა კაფე-ბარი, რომელიც წარმოადგენდა შემოსავლის წყაროს ა-–--------------------ის ოჯახის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ა-–--------------------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი საოჯახო ბიზნესი გააგრძელა მისმა შვილმა შ-----------------ემ, რომელიც ქონებას განკარგავს დღემდე. ამასთან, წლების განმავლობაში შეეცვალა დატვირთვა და ამჟამად ამ შენობა-ნაგებობაში ფუნქციონირებს, როგორც საცხობი, ასევე ვულკანიზაცია და ავტოსამრეცხაო.
მოსარჩელის გამარტებით, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ შპს ,,–------------ა’’ გახდა მესაკუთრე მთლიანი მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ--------–-------–-------–-- ამასთან, მოსარჩელემ დაიწყო მოძიება დოკუმენტაციის, რომელიც დაადასტურებდა მის კანონიერ უფლებებს, თუმცა აღმოაჩინა, რომ გაურკვეველი გარემოებების გამო, ბევრი დოკუმენტი იყო დაკარგული და ბოლომდე არ იყო გაფორმებული ეს უძრავი ქონება. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქონების გასხვისებამდე შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა საკუთრების დაზუსტება, მაინც უკანონოთ გასხვისდა №---–-----------------
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება ლახავს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.1.2. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.1.3. მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე არ გამოცხადდა ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, სამინისტროს პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.2. მესამე პირთა პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.2. მესამე პირებმა - შპს ,,–------------ამ’’ და შპს ,,ი-------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–-------------------------------------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა შპს ,------------------–------------–-------’’ ბალანსზე რიცხული ი-----------------------–---–-------–-------------–- მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა, როგორც სახელმწიფო საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 26 ივნისის №2-22/1398 მიმართვა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 16)
3.1.2. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა 2---–-–---------------------------- მიმართვით ქ.თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს სთხოვა ეცნობებინა ვის მიერ იყო აშენებული და ირიცხებოდა თუ არა სამმართველოს ბალანსზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006წლის 06 ივლისს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შენობა №------------------------------ რომლებიც უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე იყო რეგისტრირებული.
აღნიშნული წერილის პასუხად, ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ წერილით, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ნაგებობა №26 ეკუთვნოდა ა-–--------------------ეს, რომელიც აშენებული იყო შპს,------------------–------------–-------’’ შექმნამდე ისნის რაიონის გამგეობის 1998წლის 28დეკემბრის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი 2007წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 16; სხვა ფართი: №------------------------------------------------------------------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--------------------- წლის 22 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის 2006 წლის 07 დეკემბრის №--------- მიმართვა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 17)
- ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 18)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2--------7(იხ. ტომი 1, ს.ფ. 55-56)
3.1.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–--------------------------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის №------------ ამონაწერში გამორჩენილი იყო შენობა-ნაგებობები: №5, №6, №---------------------------------------------, რომლებიც დატანილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ №------------ საკადასტრო გეგმაში. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, რომ ცვლილება შეეტანათ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 0--------- წელს გაცემულ ამონაწერში და სახელმწიფო საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ ისანი-სა----------------–---–-------–------------–--------------------------- მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27 და №28 და გაეცათ ახალი ამონაწერი.
საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 04 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------- წლის 04 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007წლის 27დეკემბრის №--------- მიმართვა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 33)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(ტომი 1, ს.ფ. 57-58)
3.1.4. 2008 წლის 11 იანვარს, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების ქალაქ თბილისისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2---–-–------------------------- ბრძანების საფუძველზე, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მეორეს მხრივ ქ.თბილისის მერიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,სამმართველო’’ გადასცემდა, ხოლო ,,თბილისის მერია’’ საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით იღებდა ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------–- მდებარე 2--------- მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28, საბალანსო ღირებულებით 4-------- ლარი.
საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2008 წლის 11 იანვრის ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------წლის 15 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 11 იანვრის ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-37)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-60)
3.1.5. ქალაქ თბილისის მთავრობის 2---–-–---------------–-- №--------- დადგენილებით დადგინდა, რომ განხორციელდეს საკუთრების უფლების მიტოვება ქ.თბილისში, ქ.–-------–-----------------–---აკადასტრო კოდი: №---------------) მდებარე 2--------- მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ და ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს პირველ პუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2---–-–-------------------------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ქ.თბილისში, ქ.–-------–-----------------–---აკადასტრო კოდი: №---------------) მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის განხორციელება და საჯარო რეესტრის ამონაწერში ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების გაუქმება.
შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------- საფუძველზე, გაუქმდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილება(იხ.ტომი 1, ს.ფ. 38)
- ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 61-62)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-------------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს ,------–-–------------------–-----ამ’’(,,გამყიდველი’’) გადასცა შპს ,,–------------ას’’(,,მყიდველი’’) საკუთრებაში ქ.თბილისში, ქ--–-------–-----------------–- მდებარე 2--------- მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------წლის 10 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,–------------ას’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-52)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1----------იხ. ტომი 1, ს.ფ. 63-64)
3.1.7. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 05 ნოემბრის შპს ,,–------------ას’’ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმადაც შპს ,,–------------ას’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საწესდებო კაპიტალის შეტანის მიზნით, გადაეცა შპს ,,–------------ას’’ შვილობილ ორგანიზაციას - შპს ,,ი-------------ს’’.
შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---------------, 2014 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ი-------------ის’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 05 ნოემბრის შპს ,,–------------ას’’ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 53-54)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 65-66)
3.1.8. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 28 იანვრის №---------------------- მოწმობის თანახმად, შ-----------------ე წარმოადგენს ა-–--------------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს- შვილს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 28 იანვრის №---------------------- მოწმობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 28-30)
3.1.9. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 19 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს,,ი-------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილი იქნა გ-----------------ის უკანონო მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართი, შპს ,,ი-------------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ--------–-------–----------------- საკადასტრო კოდი №---------------- და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა შპს ,,ი-------------ს’’. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და არ არის შესული კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 19 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 146-151)
3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 05 აპრილის განჩინებით, №--------- ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო შ-----------------ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მესამე პირების- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს,,–------------ას’’, შპს ,,ი-------------ის’’ მიმართ, შპს ,------–-–------------------–-----ასა’’ და შპს,,–------------ას’’ შორის 20--–-–----------------------------–------------------------------------––-------–------------ ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-ს განჩინება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 224-231)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი”; ,,ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16თებერვლის №-------- დადგენილება, ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 30მარტის №--------- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–--------------------------------------ა(გასაჩივრებულ ნაწილში), ქ.თბილისის მთავრობის 2----–-–--------------–-- №--------- დადგენილება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ქ-–-------–-------–-(საკადასტრო კოდი: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ’’(გასაჩივრებულ ნაწილში), ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------(გასაჩივრებულ ნაწილში), წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო 2---–-–-------------- ხელშეკრულება ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ კი(გასაჩივრებულ ნაწილში) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2---–-–---------------------------- მიმართვის ბათილად ცნობა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმყოფილდეს, კერძოდ:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის (2008 წელს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე კანონის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა(მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–-------------------------------------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა შპს ,------------------–------------–-------’’ ბალანსზე რიცხული ი-----------------------–---–-------–-------------–- მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა, როგორც სახელმწიფო საკუთრება.
დადგენილია ასევე, რომ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა 2---–-–---------------------------- მიმართვით ქ.თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს სთხოვა ეცნობებინა ვის მიერ იყო აშენებული და ირიცხებოდა თუ არა სამმართველოს ბალანსზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 06 ივლისს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შენობა №------------------------------ რომლებიც უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე იყო რეგისტრირებული. აღნიშნული წერილის პასუხად კი, ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ წერილით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ნაგებობა №26 ეკუთვნოდა ა-–--------------------ეს, რომელიც აშენებული იყო შპს ,------------------–------------–-------’’ შექმნამდე ისნის რაიონის გამგეობის 1998 წლის 28 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე.
შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------ნაკვეთი 0------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 16; სხვა ფართი: №------------------------------------------------------------------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--------------------- წლის 22 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2---–-–---------------------------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის №------------ ამონაწერში გამორჩენილი იყო შენობა-ნაგებობები: №5, №6, №---------------------------------------------, რომლებიც დატანილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ №------------ საკადასტრო გეგმაში. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, რომ ცვლილება შეეტანათ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 0---------წელს გაცემულ ამონაწერში და სახელმწიფო საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ ი-----------------------–---–-------–-------------–- მდებარე 2---- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27 და №28 და გაეცათ ახალი ამონაწერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბერის №-- დადგენილებით დამტკიცებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია; ხოლო ამავე პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს უფლებამოსილებაა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ კერძო საკუთრებისა, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო უფლებამოსილი იყო 2007 წლის 27 დეკემბერს გამოეცა №--------- მიმართვა და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა ცვლილება შეეტანათ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 0---------წელს გაცემულ ამონაწერში და სახელმწიფო საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ ი-----------------------–---–-------–----------–- მდებარე 2----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27 და №28 მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2007წლის 27 დეკემბრამდე სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. კონკრეტულად, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შ-----------------ის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ქ.თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ წერილს, რომლითაც თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ნაგებობა №26 ეკუთვნოდა ა-–--------------------ეს, რომელიც აშენებული იყო შპს,------------------–------------–-------’’ შექმნამდე ისნის რაიონის გამგეობის 1998წლის 28დეკემბრის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ ვერ იქნა მოძიებული და წარმოდგენილი ისნის რაიონის გამგეობის 1998 წლის 28 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ა-–--------------------ეს(მოსარჩელე შ-----------------ის მამკვიდრებელი/მამა) მიეკუთვნა ნ------------- შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია აღნიშნული გადაწყვეტილებით ა-–--------------------ეს რა სახით და რა ვადით გადაეცა სადავო ნაგებობა, ვინაიდან არც საჯარო რეესტრში არსებობს ჩანაწერი აღნიშნულ ნაგებობაზე ა-–--------------------ის საკუთრების უფლების შესახებ და არც რაიმე დოკუმენტი მოიპოვება, რომელიც დაადასტურებდა სადავო უძრავ ნივთზე ამ უკანასკნელის საკუთრებას.
ამდენად, დასახელებული გარემოების მხედველობაში მიღებით, შ-----------------ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–--------------------------- მიმართვის ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2---–-–-------------- ხელშეკრულების ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმყოფილდეს, კერძოდ:
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი(2008წლისათვის მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს. დასახელებული კანონის 35.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში, ან რომელიც ქალაქ თბილისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თბილისისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის 36-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად კი, ქალაქ თბილისის საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის(შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესს და ქონებრივ უფლებებს, გარდა მიწისა და ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად - ძირითად(განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:
ა) ძირითადი(განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;
ბ) დამატებითი ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი(განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასახელებული კანონის (2008 წლის 25 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლით განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;
გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 6.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 11 იანვარს, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების ქალაქ თბილისისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანების საფუძველზე, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მეორეს მხრივ ქ.თბილისის მერიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,სამმართველო’’ გადასცემდა, ხოლო ,,თბილისის მერია’’ საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით იღებდა ქ.თბილისში, ქ-–-------–-----------------–- მდებარე 2----კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28, საბალანსო ღირებულებით 4-------- ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ხელშეკრულება დაიდო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების ქალაქ თბილისისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანების საფუძველზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს აღნიშნული ბრძანება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო- 2008 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების დადების მიღების ზემოაღნიშნული საფუძველი დღეის მდგომარეობით ძალაშია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების კანონიერების თაობაზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------------ის სარჩელი ქ.თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2008 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილშიც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ქ-–-------–-------–-(საკადასტრო კოდი: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ’’ ქ.თბილისის მთავრობის 2---–-–---------------–-- №--------- დადგენილების და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------- ნაწილობრივ(----–--------------------–--––-) ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2008 წლის 25 თებერვალს ქ.თბილისის მერიას №----- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ითხოვა ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებული ქ.–-------–-----------------–---აკ.კოდი: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 25 თებერვლის №----- წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილებით დადგინდა, რომ განხორციელდეს საკუთრების უფლების მიტოვება ქ.თბილისში, ქ.–-------–-----------------–---აკადასტრო კოდი: №---------------) მდებარე 2----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ და ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს პირველ პუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2---–-–-------------------------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ქ.თბილისში, ქ.–-------–-----------------–---აკადასტრო კოდი: №---------------) მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის განხორციელება და საჯარო რეესტრის ამონაწერში ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების გაუქმება. ქალაქ თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------- საფუძველზე კი, გაუქმდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ------–--–------–-------–-------–-(საკადასტრო კოდი: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2----–-–---------------–-- №--------- დადგენილება და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------------------------------(----–--------------------–--––-) შესაბამისობაშია მათი გამოცემის მარეგულირებელ შესაბამის სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს შ-----------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შ-----------------ის სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. . . ამავე კოდექსის 40.2 მუხლის თანახმად კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-----------------ის მიერ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად(გადახდილია მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით). დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 28 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაევადა სასარჩელო განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი(დავის საგნის ღირებულების შესაბამისად).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 05 აპრილის განჩინებით, №--------- ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო შ-----------------ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მესამე პირების- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს ,,–------------ას’’, შპს ,,ი-------------ის’’ მიმართ, შპს ,------–-–------------------–-----ასა’’ და შპს,,–------------ას’’ შორის 2008 წლის 21 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების(------- ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად(ამჯერად დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა). ამასთან, შ-----------------ის მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დამატებით დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-----------------ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მესამე პირების- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს ,,–------------ას’’, შპს ,,ი-------------ის’’ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი