გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310019002810870
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/372-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე - გ--–--------–--–-

წარმომადგენელი - ა---–------

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-----------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ა---------–--------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საკუთრების უფლების მოწმობით განკარგული სააგარაკო კოტეჯის საკადასტრო მონაცემების ცვლილებაზე(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სააგარაკო კოტეჯის ფართის დაზუსტებაზე და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე(იხ. სასარჩელო განცხადება ს.ფ. 2-20).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შენობის ფართის 66კვ.მეტრი და მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 1184 კვ.მეტრი, პრივატიზებაზე(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--------–--–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: №81.01.01.5-- ცვლილების რეგისტრაციის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--------–--–-ს საკუთრებაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 1184კვ.მეტრი, მის სახელზე პრივატიზაციის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს მამის შ----------–--–ის სახელზე გაცემული იქნა №-------- საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქ.თბილისში, ს------–-------–- მდებარე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯზე საერთო ფართით 104კვ.მეტრი. აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ 2009 წელს საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, შენობა ექსპლუატაციაშია შესული 1915წელს და დღეის მდგომარეობით საცხოვრებლად უვარგისია-ამორტიზებულია. აღნიშნულს ადასტურებს ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გამწევ მოწყობილობათა) შეფასების აქტი.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ არც მამამისის და არც მის მიერ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ, არ მომხდარა აღნიშნული სახლის რეკონსტრუქცია(მიშენება დაშენება, გადაკეთება ფართის ცვლილება). 2018 წლის 06ნოემბრის აზომვითი ნახაზით შენობა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 172 კვ,მეტრს, ნაცვლად- 104 კვ.მეტრისა.

 

2018 წლის 16 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ს------–-------–- მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართზე საკადასტრო კოდი: №81.01.01.5-- ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც 2---–-–----------------- მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი ფორმით შესაგებელი გ--–--------–--–-ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15ივნისს ფიზიკური პირის შ----------–--–ის სახელზე გაცემული იქნა №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, შ----------–--–ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს------–-------–- მ-----------------–----------–-----------------------, საერთო ფართით - 104 კვ.მეტრი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–-------------–--------------------- საკადასტრო კოდი: №81.01.01.5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ს------------------------- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 104.00 კვ.მეტრი, 2007 წლის 15 ივნისის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 2009 წლის 25დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ----------–--–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 15 ივნისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №-------- (ს.ფ. 21)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25/12/2009(ს.ფ. 130-131)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------------------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ--–--------–--–- წარმოადგენს შ----------–--–ის პირველი რიგის მემკვიდრეს- შვილს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–--------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.01.01.5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ს------------------------- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:104.00კვ.მეტრი, 2010 წლის 08 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--–--------–--–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–---------------------------- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ. 22-26)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05/05/2017(ს.ფ. 27)

 

3.1.3. 2018 წლის 16 აპრილს, გ--–--------–--–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–---------.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2---–-–------------–--------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ 2018 წლის 17 აპრილს გ--–--------–--–-ს მიერ წარდგენილია განაცხადი №------------- რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1/3-ზე მეტად იცვლის ადგილმდებარეობას, რის გამოც, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------–----------- წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------------- წერილით კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) ცვლილების რეგისტრაცია, ვინაიდან წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ--–--------–--–-ს 2018 წლის 16 აპრილის განცხადება(ს.ფ. 30)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს 2----–-–------------–---------- წერილი(ს.ფ. 122)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–-----------–----------- წერილი(ს.ფ. 68)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------- წერილი(ს.ფ. 31)

 

3.1.4. 2018 წლის 25 აპრილს, გ--–--------–--–მა №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების მოწმობით გათვალისწინებული სააგარაკო კოტეჯის ფართის(104.00 კვ.მეტრი) დაზუსტების ან/და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით დამატებით 66 კვ.მეტრ არასაცხოვრებელ ფართზე და 104 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე. განმცხადებლის ინფორმაციით, წარდგენილ მოწმობაში არ შედიოდა არასაცხოვრებელი დამხმარე ფართები, კერძოდ- შემონახული შუშაბანდი და კიბის უჯრედი(რომლის საერთო ფართიც არის 66 კვ.მეტრი) ასევე მიწის ნაკვეთი საერთო ფ---------------------------------–-–-----–----–-------------–---------------------------------------------------- რომელზეც განთავსებული იყო შენობიდან მოშორებით ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობა ,,საპირფარეშო’’.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007წლის 15ივნისს №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შ----------–--–ის სახელზე პრივატიზებული იქნა კ-----–---------------------–----------–------------------------ საერთო ფართით 104.00 კვ.მეტრი, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა №-------- კორესპონდენციით დასმული მოთხოვნა. ამავე წერილით მხარეს დამატებით ეცნობა, რომ დაინტერესების არსებობის(ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების ან/და იჯარის უფლების გადაცემის შესახებ) შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამდა მზადყოფნას თავის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განეხილა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გ--–--------–--–-ს 2018წლის 25 აპრილის №-------- განცხადება(ს.ფ. 136)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------- წერილი(ს.ფ. 32)

 

3.1.5. 2018 წლის 21 მაისს, გ--–--------–--–მა---------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------------–- მდებარე უძრავი ქონების(დაურეგისტრირებელი) პრივატიზება აუქციონის ფორმით.

 

აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ №81.01.01.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი და რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. კერძოდ, შენობა-ნაგებობა კვეთდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა მომიჯნავედ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდებოდა მომიჯნავედ არსებული საპრივატიზებოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ №31.01.01.5-- საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ხარვეზის აღმოფხვრამდე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა დასახელებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის განკარგვის მიზანშეწონილობის საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გ--–--------–--–-ს 2---–-–---------------------- განცხადება(ს.ფ. 140)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20--–-–--------------------- წერილი(ს.ფ. 126)

 

3.1.6. 2018 წლის 18 ივნისს, გ--–--------–--–მ----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კვლავ მოითხოვა ქ.თბილისში, ს------------–- მდებარე უძრავი ქონების(დაურეგისტრირებელი) პრივატიზება აუქციონის ფორმით.

 

აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ სააგენტოს პოზიცია ზემოაღნიშნულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ეცნობა 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ--–--------–--–-ს-----–-–----------------------- განცხადება(ს.ფ. 143-144)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილი(ს.ფ. 127)

 

3.1.7. 2----–-–---------–--------–--------–--–------------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–------------------------- ბრძანებით გ--–--------–--–-ს 2----–-–---------–-------------- ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–----------------------, 2----–-–--------------------- და 2---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-----–--------–--–-------–-–---------–----------------------------–----–------------------------

 

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018წლის 17 დეკემბრის №1-1/592 ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 34-37)

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 20---–-–------------------------- დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისი, ს------–---------, საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ერთ სართულიანია, შენობის შიდა საერთო ფართი, ოთახების განლაგება, კონფიგურაციაა და მათი გაბარიტული ზომები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ შენობის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემებს, №-------------ს კონსტრუქციული ნაწილი ნაშენია შერეული სამშენებლო მასალით, კერძოდ: შენობის ძირითადი(შუა) ნაწილის მშენებლობა განხორციელებულია თიხის წითელი აგურით და თეთრი სილიკატური აგურით, სულ 108,04 კვ.მეტრი ფართი, შენობის წინა გვერდითა ნაწილის გარე შემომსაზღვრელი კედელი და სადგომი ბოძები ნაშენია თეთრი სილიკატური აგურით, ხოლო შენობის უკანა ნაწილი 11,80 კვ.მეტრი ფართის ერთი ოთახი აშენებულია წითელი პემზა ბლოკით, შენობას გააჩნია ღია ვერანდა -აივანი 17,43კვ.მეტრი ფართის, შენობის საერთო რეალური ფართი, ღია აივნის ჩათვლით, შიდა აზომვითი მონაცემებით შეადგენს 137,27კვ.მეტრს.

 

შენობის მახასიათებლების გათვალისწინებით, სადაც შენობის აზბოცემენტის შიფერით გადახურული სახურავი, წითელი პემზა ბლოკით ნაშენი ერთი ოთახის სახურავის გარდა ერთგვაროვანია, ასევე საპრივატიზებო კომისიის აქტის მონაცემების გათვალიწინებით, სადაც შენობის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად მითითებულია 1915 წელი, შესაძლებელია ივარაუდონ, რომ თავდაპირველად შენობა წარმოადგენდა თიხის წითელი აგურით და სილიკატური აგურით ნაშენ ნაგებობას, ხოლო შემდგომ პერიოდში შენობაზე განხორცილდა წითელი პემზა ბლოკით ერთი ოთახის მიშენება, რა დროსაც მოხდა ფართის ცვლილება. ამასთან, საკვლევი მასალების არარსებობის გამო, თუ რა პერიოდში განხორცილდა შენობის ძირითად ნაგებობაზე მიშენებები, აღნიშნულზე ექპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან შენობის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ამის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია.

 

ქ.თბილისი, ს------–--------- საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ამორტიზირებულია, შენობის როგორც ძირითად ნაწილზე, ასევე მიშენებაზე შეინიშნება სიძველის დამახასიათებელი ნიშნები. მიშენების სიძველის გათვალისწინებით თუ რა წლებში ან რა პერიოდში განხორციელდა აღნიშნული მიშენებები, ამის დადგენა მეთოდიკის არარსებობის გამო ტექნიკურად შეუძლებელია.

 

ქ.თბილისი, ს------–---------, საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ნაშენია შერეული მასალით, კერძოდ: შენობის ძირითადი(შუა) ნაწილის მშენებლობა განხორციელებულია თიხის წითელი აგურით და თეთრი სილიკატური აგურით, სულ 108, 04 კვ.მეტრი ფართით, ხოლო შენობის უკან მიშენებული ერთი ოთხი ნაშენია წითელი პემზა ბლოკით 11,80კვ.მეტრი ფართის, შენობის წინა გვერდით ნაწილის გარე შემოსაზღვრული კედელი და სადგომი ბოძები ნაშენია თეთრი სილიკატური აგურით, ხოლო შენობის უკანა ნაწილის 11,80 კვ.მეტრი ფართის ერთი ოთახი აშენებულია წითელი პემზა ბლოკით, შენობას გააჩნია ღია ვერანდა -აივანი 17,43კვ.მეტრი ფართის, შენობა გარედან გალესილია ცემენტის ხსნარით, შიგნით გალესილია გაჯის ხსნარით, იატაკი ხის, ოთახების ჭერზე მოწყობილია ხის ფიცრული, გარე ფართებზე ჭერზე მოწყობილია ხის ფანერები, სახურავის კონსტრუქცია მოწყობილია ხის მასალით, სახურავის გადახურვა განხორციელებულია აზბოცემენტის შიფერით.

 

კითხვაზე - გასული საუკუნის რომელ ათწლეულში, ან რა პერიოდში მოხდა აღნიშნულ შენობაზე მიშენების განხორციელება, საკვლევი მასალების არარსებობის გამო აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან შენობის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ამის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 20---–-–------------------------- დასკვნა(ს.ფ. 259-264)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ--–--------–--–-ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--------–--–-ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში კი გ--–--------–--–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–---------------------, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- წერილები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–------------------------- ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–--------------------- წერილის(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სააგარაკო კოტეჯის ფართის დაზუსტებაზე და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ - ქონების სააგენტო).

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-5 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში. ამავე დებულებით განსაზღვრულია სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები, კერძოდ, მე-8 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს პრივატიზებული ან/და სახელმწიფო ქონების ფართობის დაზუსტებასა და სახელმწიფო ქონების ფართობის უცვლელად საკადასტრო საზღვრების კორექტირებასთან, ასევე ქონების თანასაკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა, წინადადებების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს ფიზიკური პირის შ----------–--–ის საველზე გაცემულ იქნა №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, შ----------–--–ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს------–-------–- მ-----------------–----------–-----------------------, საერთო ფართით - 104 კვ.მეტრი. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–-------------–--------------------- საკადასტრო კოდი: №81.01.01.5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ს------------------------- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 104.00კვ.მეტრი, 2007 წლის 15 ივნისის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 2009 წლის 25 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შ----------–--–ის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------------------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი დგინდება, რომ გ--–--------–--–- წარმოადგენს შ----------–--–ის პირველი რიგის მემკვიდრეს- შვილს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, ხოლო აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–--------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.01.01.5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ს------------------------- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:104.00კვ.მეტრი, 2010 წლის 08იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--–--------–--–-ს სახელზე.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2018 წლის 25 აპრილს გ--–--------–--–მა №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების მოწმობით გათვალისწინებული სააგარაკო კოტეჯის ფართის(104.00კვ.მეტრი) დაზუსტების ან/და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით დამატებით 66კვ.მეტრ არასაცხოვრებელ ფართზე და 104კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე. განმცხადებლის ინფორმაციით, წარდგენილ მოწმობაში არ შედიოდა არასაცხოვრებელი დამხმარე ფართები, კერძოდ შემონახული შუშაბანდი და კიბის უჯრედი(რომლის საერთო ფართიც არის 66კვ.მეტრი) ასევე მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1184 კვ.მეტრი, რომელიც მოქცეული იყო ღობეში და ეკუთვნოდა ამ ს--------------------------- რომელზეც განთავსებული იყო შენობიდან მოშორებით ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობა ,,საპირფარეშო’’. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შ----------–--–ის სახელზე პრივატიზებულ იქნა კ-----–---------------------–----------–------------------------ საერთო ფართით 104.00კვ.მეტრი, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა №-------- კორესპონდენციით დასმული მოთხოვნა. ამავე წერილით მხარეს დამატებით ეცნობა, რომ დაინტერესების არსებობის(ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების ან/და იჯარის უფლების გადაცემის შესახებ) შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამდა მზადყოფნას თავის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განეხილა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ- გასაჩივრებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შ----------–--–ის სახელზე პრივატიზებული იქნა კიკეთში მ-----------------–----------–-----------------------, საერთო ფართით 104.00 კვ.მეტრი,-სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა №-------- კორესპონდენციით დასმული მოთხოვნა. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ გასხვისებულ სააგარაკო კოტეჯის შენობაში არსებობს დამატებითი 66კვ.მეტრი ფართი და კოტეჯს გააჩნია ღობით შემოსაზღვრული ეზო,- არ ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკუთრების უფლების მოწმობაში ცვლილების შესატანად ან ახალი საკუთრების უფლების მოწმობის გასაცემად. აღნიშნული განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ გამორიცხავს, რომ წარდგენილ მოწმობაში არ შედიოდა არასაცხოვრებელი დამხმარე ფართები და მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორეს მხრივ, ყოველგვარი დასაბუთებისა და სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების გარეშე აცხადებს, რომ მითითებული გარემოება მაინც ვერ გახდება №-------- განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული რამაზ საყვარელიძის(კომისიის წევრი) განმარტებაზეც, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ იმ დროს გაცემული ცნობების თანახმად, საცხოვრებელ ფართობში არ შედიოდა არასაცხოვრებელი დამხმარე ფართები, მათ შორის, აივანი, საპირფარეშო, კიბის უჯრედი და ა.შ. საქმეში მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2----–-–------------------------ დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისი, ს------–---------, საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ერთ სართულიანია, შენობის შიდა საერთო ფართი, ოთახების განლაგება, კონფიგურაციაა და მათი გაბარიტული ზომები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ შენობის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემებს, №24 კოტეჯის კონსტრუქციული ნაწილი ნაშენია შერეული სამშენებლო მასალით, კერძოდ: შენობის ძირითადი(შუა) ნაწილის მშენებლობა განხორციელებულია თიხის წითელი აგურით და თეთრი სილიკატური აგურით, სულ 108,04კვ.მეტრი ფართი, შენობის წინა გვერდითა ნაწილის გარე შემომსაზღვრელი კედელი და სადგომი ბოძები ნაშენია თეთრი სილიკატური აგურით, ხოლო შენობის უკანა ნაწილი 11,80კვ.მეტრი ფართის ერთი ოთახი აშენებულია წითელი პემზა ბლოკით, შენობას გააჩნია ღია ვერანდა -აივანი 17,43კვ.მეტრი ფართის, შენობის საერთო რეალური ფართი, ღია აივნის ჩათვლით, შიდა აზომვითი მონაცემებით შეადგენს 137,27კვ.მეტრს. შენობის მახასიათებლების გათვალისწინებით, სადაც შენობის აზბოცემენტის შიფერით გადახურული სახურავი, წითელი პემზა ბლოკით ნაშენი ერთი ოთახის სახურავის გარდა ერთგვაროვანია, ასევე საპრივატიზებო კომისიის აქტის მონაცემების გათვალისწინებით, სადაც შენობის ესპლუატაციაში შესვლის თარიღად მითითებულია 1915 წელი, შესაძლებელია ივარაუდონ, რომ თავდაპირველად შენობა წარმოადგენდა თიხის წითელი აგურით და სილიკატური აგურით ნაშენ ნაგებობას, ხოლო შემდგომ პერიოდში შენობაზე განხორცილდა წითელი პემზა ბლოკით ერთი ოთახის მიშენება, რა დროსაც მოხდა ფართის ცვლილება. ამასთან, საკვლევი მასალების არარსებობის გამო, თუ რა პერიოდში განხორცილდა შენობის ძირითად ნაგებობაზე მიშენებები, აღნიშნულზე ექპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან შენობის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ამის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. ქ.თბილისი, ს------–--------- საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ამორტიზირებულია, შენობის როგორც ძირითად ნაწილზე, ასევე მიშენებაზე შეინიშნება სიძველის დამახასიათებელი ნიშნები. მიშენების სიძველის გათვალიწინებით თუ რა წლებში ან რა პერიოდში განხორციელდა აღნიშნული მიშენებები, ამის დადგენა მეთოდიკის არარსებობის გამო ტექნიკურად შეუძლებელია. ქ.თბილისი ს------–---------, საკადასტრო კოდი №81.01.01.5-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შე------------------- ნაშენია შერეული მასალით, კერძოდ: შენობის ძირითადი(შუა) ნაწილის მშენებლობა განხორციელებულია თიხის წითელი აგურით და თეთრი სილიკატური აგურით, სულ 108, 04კვ.მეტრი ფართით, ხოლო შენობის უკან მიშენებული ერთი ოთხი ნაშენია წითელი პემზა ბლოკით 11,80 კვ.მეტრი ფართის, შენობის წინა გვერდით ნაწილის გარე შემოსაზღვრული კედელი და სადგომი ბოძები ნაშენია თეთრი სილიკატური აგურით, ხოლო შენობის უკანა ნაწილის 11,80 კვ,მეტრი ფართის ერთი ოთახი აშენებულია წითელი პემზა ბლოკით, შენობას გააჩნია ღია ვერანდა -აივანი 17,43კვ.მეტრი ფართის, შენობა გარედან გალესილია ცემენტის ხსნარით, შიგნით გალესილია გაჯის ხსნარით, იატაკი ხის, ოთახების ჭერზე მოწყობილია ხის ფიცრული, გარე ფართებზე ჭერზე მოწყობილია ხის ფანერები, სახურავის კონსტრუქცია მოწყობილია ხის მასალით, სახურავის გადახურვა განხორციელებულია აზბოცემენტის შიფერით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძველსა და არგუმენტებს ემყარება სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არსებულ საკითხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა სადავო აქტები არ შეიცავს არანაირ მითითებას წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევასა და მათ შინაარსზე სათანადო მსჯელობის შესახებ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--------–--–-ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება(გ--–--------–--–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: №81.01.01.5-- ცვლილების რეგისტრაციის შესახებ). მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს გ--–--------–--–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიცის სამინისტროსსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–---------.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 23 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ 2018 წლის 17 აპრილს გ--–--------–--–-ს მიერ წარდგენილია განაცხადი №------------- რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1/3-ზე მეტად იცვლის ადგილმდებარეობას, რის გამოც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------–----------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიიჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------------- წერილით კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) ცვლილების რეგისტრაცია, ვინაიდან წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული უძრავი ქონების საზღვრები დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა 2009 წელს. ამასთან, საკუთრების უფლების მოწმობით განკარგული სააგარაკო კოტეჯის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება განხორციელდა უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ შედგენილი და მის მიერვე საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა უძრავი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეფიქსირებინა დადებითი პოზიცია ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გ--–--------–--–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: №81.01.01.5-- ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება(გ--–--------–--–-ს საკუთრებაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 1184კვ.მეტრი, მის სახელზე პრივატიზაციის შესახებ), მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს გ--–--------–--–მა---------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------------–- მდებარე უძრავი ქონების(დაურეგისტრირებელი) პრივატიზება აუქციონის ფორმით. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ №81.01.01.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი და რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. კერძოდ, შენობა-ნაგებობა კვეთდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა მომიჯნავედ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდებოდა მომიჯნავედ არსებული საპრივატიზებოდ მოთნოვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ №31.01.01.5-- საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ხარვეზის აღმოფხვრამდე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა დასახელებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის განკარგვის მიზანშეწონილობის საკითხი.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018წლის 18 ივნისს გ--–--------–--–მ----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კვლავ მოითხოვა ქ.თბილისში, ს------------–- მდებარე უძრავი ქონების(დაურეგისტრირებელი) პრივატიზება აუქციონის ფორმით. აღნიშნული განცხადების პასუხად კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- წერილით გ--–--------–--–ს ეცნობა, რომ სააგენტოს პოზიცია ზემოაღნიშნულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ეცნობა 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა თავის მხრივ, აღიშნული აქტი არ შეიცავს არავითარ პასუხს და სამართლებრივ დასაბუთებას, არამედ მიუთითებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა სააგენტოს პოზიცია ქ.თბილისში, ს------------–- მდებარე უძრავი ქონების(დაურეგისტრირებელი) პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი სააგენტოს ის გადაწყვეტილება(2----–-–---------------------- გადაწყვეტილება), რომლითაც გ--–--------–--–ს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე გ--–--------–--–-ს საკუთრებაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 1184კვ.მეტრი, მის სახელზე პრივატიზაციის შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანების კანონშეუსაბამობა ამ ნაწილში სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანებას, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა გ--–--------–--–-ს 2----–-–---------–-------------- ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------- და 2---–-–--------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე,- სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე- გ--–--------–--–-ს სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--–--------–--–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–-------------------------- ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ--–--------–--–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება.

 

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--------–--–-ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში გ--–--------–--–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მოპასუხეებს- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე- გ--–--------–--–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი