განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030100119002967146
№1/117-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ------,ბრალდებული: დ------ კ---------,მამის სახელი: ვ----–-,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ლ---------,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, დ-------ს ქ. №42.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ----ის რ--------–- პ----------------ის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ დ------ კ---------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ დ------ კ---------ს სისხლის სამართლის №045210419001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
დ------ კ---------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, დ------ კ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ. ფოთში, რ------ს ქ. № 5-ში მდებარე მ------ ჯ---------ს კუთვნილი ვოლიერის 80 ლარად ღირებულ რკინის კარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ------ კ---------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 25 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ----ის რ--------–- პ----------------ის პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ დ------ კ---------სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ დ------ კ---------სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2019 წლის 25 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა დ------ კ---------მ და ბრალდებულის ადვოკატმა დ----- გ------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ დ------ კ---------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ დ----- გ------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ დ------ კ---------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 24 აპრილს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ დ------ კ---------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული დ------ კ--------- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დ------ კ--------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 24 აპრილს ბრალდებულ დ------ კ---------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
დ------ კ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - რკინის კარი, რომელიც ინახება შსს ფ----ის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს მ------ ჯ---------ს.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ დ------ კ---------სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ დ------ კ---------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
დ------ კ---------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია, მოწმეების: ზ----- კ-------ს, შ--–-- ზ---------ს, უ--- ძ------ს, ჭ------ ქ------სა და დ------ კ---------ს გამოკითხვის ოქმებით, ჯართის მიმღები პუნქტის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ დ------ კ---------ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ----ის რ--------–- პ----------------ის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფ----ის რ--------–- პ----------------ის პროკურორის ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ დ------ კ---------ს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით 2019 წლის 24 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. დ------ კ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
4. ფ----ის რ--------–- პ----------------ის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ დ------ კ---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დარჩეს განუხილველი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ------ კ---------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. მსჯავრდებულ დ------ კ---------ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
7. დ------ კ---------ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2019 წლის 25 აპრილიდან.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ჯართის მიმღები პუნქტის ჩხრეკისას ამოღებული რკინის კარი, რომელიც ინახება შსს ფ----ის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს მ------ ჯ---------ს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე