გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5----18
გადაწყვეტილება
სა---------–--ს სახელით
6 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე- შპს „ხუ----“
წარმომადგენელი - გიო------------–--ლი, პა------–---–---ძე
მოპასუხე -სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ი
წარმომადგენელი - ტატ------------–----ძე, ნო-------–-–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ს, შპს „ხუ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 49 327 81 ლარი.
1.2. სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ს, შპს „ხუ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 5460 ლარი.
2015 წლის 9 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე აწარმოებდა ქ. თბილისში, რუ-------–-ს გამზირი #1--–ი მდებარე უნ------------ის პ------–- კორპუსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ხარჯთაღრიცხვას, პროექტსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს შორის იყო დიდი შეუსაბამობა, რაც საჭიროებდა ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირებას, რომელიც არაერთგზის მოთხოვნისა დამკვეთმა არ მოახდინა კორექტირება. დამკვეთმა 2016 წლის 5 თებერვალს შეწყვიტა ხელშეკრულება.
მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ადასტურებს ინსპექტირების ორგანოს შპს ო-------–---------ის მიერ 2016 4 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა თანხით 12304.46 ლარი, რასაც აღიარებს დამკვეთიც ფორმა #--ზე და ფარულ სამუშაოებზე ხელის მოწერით. სამუშაოების შესრულება დადასტურებულია სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს 2016 წლის 23 მარტის დასკვნით, თანხით 37023.35 ლარი. ჯამში შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 49 327 81 ლარს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე თანხას არ ანაზღაურებს.
მოსარჩელის განმარტებით, მოვალის მიერ ვადის გადაცილების გამო, განიცადა მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შპს ხუ---- არის იურიდიული პირი, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ხოლო ფულით როგორც კაპიტალით სარგებლობის ფაქტი მოპასუხის მხრიდან, ყოველგვარი დამატებითი მტკიცების გარეშე უდავოდ ქმნის ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
2016 წლის 4 თებერვლიდან 2016 წლის 23 მარტის ჩათვლით შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდის ვადის გადაცილების გამო სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოსარჩელეს ვალის გადაუხდელობის გამო მიადგა 5460 ლარი ფინანსური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ხუ----მ“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის განსაზღვრული იყო ვადა 120 კალენდარული დღე, ხოლო ხელშეკრულების #3 დანართი ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს ვადებს და რა დროშიც უნდა დასრულებულიყო სამუშაოების ესა თუ ის ეტაპი. სამუშაოების შესრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნით, რაც გახდებოდა ანაზღაურების საფუძველი. ხელშეკრულების დადებიდან შპს ხუ----მ შეასრულა უმნიშვნელო სამუშაოები, ძირითადად დემონტაჟი და ისიც უხარისხოდ. მოსარჩელეს არ შეუსრულებია სამუშაოების არცერთი ეტაპი.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს 2016 წლის 23 მარტის დასკვნა შედგენილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ფორმა #--ების საფუძველზე, რომელიც არ არის მოპასუხის მიერ დადასტურებული. შეთანხმების 2.3 პუნქტის მიხედვით, თანხის ანაზღაურება ხორციელდება მხარეებს შორის გაფორმებული აქტებისა და მასზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული მუხლი კუმულატიური ხასიათისაა და შედეგის დასადგომად საჭიროა ორივე პირობის არსებობა. მოპასუხის თანხმობა აქტებზე არ დასტურდება და შესაბამისად თანხის ანაზღაურება ვერ განხორციელდებოდა. ამავდროულად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები 5813.47 ლარით ნაკლები იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფორმა #--ის აქტებში მოცემულ ღირებულებაზე.
რაც შეეხება შპს ოპ------–-------ის დასკვნას, ინსპექტირების ანგარიში მომზადებულია შესრულებული სამუშაოების აქტის #1 (ფორმა #-) საფუძველზე, სადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა დედანი. რაზეც შპს ხუ----ს განემარტა, რომ დასკვნის მხოლოდ დედანის წარდგენის შემთხვევაში მოხდებოდა მოპასუხის მხრიდან რეაგირება. აღნიშნულზე 2016 წლის 4 ივლისს ეცნობა წერილობითაც.
მოსარჩელეს რამდენჯერმე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება ხელშეკრულების დარღვევისა და საურავების დაკისრების თაობაზე. 2016 წლის 27 იანვარს წერილი, სადაც მითითებული იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოები იყო დაახლოებთ 0.75% და დაუყოვნებლივ გამოესწორებინა გრაფიკის დარღვევა და გადაეხადა საჯარიმო სანქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ხუ----ს მიერ არსებითად დარღვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკი და არ აპირებდა დარღვევის გამოსწორებას 2016 წლის 5 თებერვალს შეწყდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შესრულების მიზნით მოპასუხის დაკვეთით აღსრულების ეროვნულმა ბიუ----მ მოახდინა ფაქტების კონსტატაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----------ის გადაწყვეტილებით სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ის სარჩელი შპს ხუ----ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს ზიანის მიყენების ნაწილშიც და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მისი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი. გაუგებარია ზიანის ოდენობის გაანგარიშების მეთოდიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 9 ოქტომბერს „შემსყიდველს“ - სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------სა და „მიმწოდებელს“ შპს ,,ხუ----“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1-----. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, რუ-------–-ს გამზირი N1--–ი მდებარე უნ------------ის I----------ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების, დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2 000 000 ლარს; ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბერი.
შეთანხმების შესაბამისად, სახელშეკრულებო თანხის ანაზღაურება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული აქტების და მასზედ წარმოდგენილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. (2.3. პუნქტი)
3.1.2. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. (2.5 პუნქტი)
3.1.3. სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღისა. (4.1 პუნქტი)
3.1.4. ხელშეკრულების 4.2.9 პუნქტით განსაზღვრულ იქნა სამუშაოს მიწოდების წესი: მიმწოდებელი ვალდებულია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე შუალედური აქტის წარდგენის დროს საკუთარი სახსრებით წარადგინოს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე.
3.1.5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი უარს აცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, იგი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს მიმწოდებელს დასაბუთებული უარი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოები ითვლება მიღებულად და ექვემდებარება ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1----- (ს.ფ 14-18)
3.1.6. შპს „ხუ----ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხემ 2016 წლის 5 თებერვალს ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 5 თებერვლის #7------- წერილი (ს.ფ 123-124)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების კვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეასრულა თბილისში, რუ-------–-ს გამზირი N1--–ი მდებარე უნ------------ის I----------ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს - 49 327.81 ლარს.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ექსპერტის დასკვნაც, სსსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას.
შპს ო-------–---------ის მიერ 2016 4 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, რუ-------–-ს გამზირი #-- თ--------–----- უნ------------ის სარეაბილიტაციო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება აქტი #1-ის მიხედვით შეადგენს 12304.46 ლარს, რაც 2709.20 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა #--ში შესასრულებლად ნაჩვენებ 15013.66 ლარზე.
დასკვნის მიხედვით, ინსპექტირების ჯგუფის მიერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლა. ობიექტის დათვალიერების, აზომვების და გაზომვების შედეგად წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტში (ფორმა #-), ხელშეკრულების დანართ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ მონაცემებთან მიმართებაში დადგინდა განსხვავებები.
სამუშაოების ის მოცულობები და ღირებულებები, რომლებიც სატენდერო მოცულობებთან მიმართებაში არის ზედმეტად შესრულებული, არ არის გათვალისწინებული შესწორებულ ფორმა #--ში, რადგან არ არის წარდგენილი დამკვეთთან შეთანხმება მოცულობების კორექტირებაზე.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს 2016 წლის 23 მარტის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზის ჩატარების დროს შესწავლილი იქნა ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა და შესრულებული სამუშაოების აქტები და დადგინდა, რომ შპს ხუ----ს მიერ შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება წარდგენილი შესრულებული სამუშაოების ფორმა #- აქტების მიხედვით შეადგენს 42836.82 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 37023.35 ლარი, რაც 5813.47 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოების (ფორმა #-) აქტებში მოცემულ ღირებულებაზე.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მოპასუხე წერილობითი შესაგებლით და საქმის არსებითად განხილვის დროს განმარტავდა, რომ შპს „ხუ----მ“ შეასრულა უმნიშვნელო სამუშაოები, ძირითადად დემონტაჟი და ისიც უხარისხოდ, რის დასტურადაც საქმეში მოთავსებულია ფაქტების კონსტატაციის ამსახველი ფოტო-მასალა. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებსაც.
შპს „ოპ------–-------ის“ მიერ გაცემულ დასკვნასთან მიმართებაში, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი დასკვნა და გამოკვლეული დოკუმენტაცია ნათლად ადასტურებს ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფაქტს, რაც ხელშეკრულების შესაბამისად დამკვეთს წარმოუშობს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებას. მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული აქვს ნაწილობრივ და მისი მოთხოვნა ეფუძნება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნასთან მიმართებაში მოპასუხე უთითებს, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია ერთიდაიგივე ფორმა #--ზე და ამასთან წარდგენილი დოკუმენტები არ არის ხელმოწერილი მეორე მხარის მიერ.
დოკუმენტები (ფორმა #-), რომელსაც საქმეში მოთავსებული ექსპერტიზის დასკვნები ემყარება და განსაზღვრავენ შესრულებული სამუშაოების მოცულობას, სასამართლოს შეფასებით არ ეყრდნობა ერთსადაიმავე მტკიცებულებებს. მაგალითად, შპს ო-------–---------ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „ხუ----ს“ მიერ დაზიანებული იატაკის საფარი მოცულობა შეადგენს 940 კვ.მ, რომლის საფასური განსაზღვრულია 1880 ლარით, ხოლო სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს დასკვნის შესაბამისად, იგივე დასახელების სამუშაოები ჩატარებულია 500 კვ.მ-ზე რომლის ღირებულება 1000 ლარია. ასევე შპს ო-------–---------ის დასკვნის მიხედვით, არსებული შეკიდული ჭერის მოხსნა 617 კვ.მ-ზე შეადგენს 1234 ლარს, ხოლო სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს დასკვნით იგივე სამუშაოები შესრულებულია 200 კვ.მ-ზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 400 ლარით. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ღირებულების იდენტუ----ბა მოსარჩელის განმარტებით განპირობებულია ერთიდაიგივე მოცულობის სამუშაოებიდან გამომდინარე. მაგ: ფანჯრის ღიობები, რომელიც გახლავთ ერთნაირი მოცულობის. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო ნაგავი სულ შეადგენდა 1557 ტონას, რომელიც გატანილი იქნა იმის მიხედვით რამდენსაც იტევდა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მანქანა. დასკვნებში ეს თანხვედრაც აქედან იყო გამოწვეული. სასამართლო შენიშნავს, რომ მოპასუხის გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ დასკვნები ემყარება ერთიდაიგივე ფორმა #--ებს და რომ სამუშაოების ზედდებას აქვს ადგილი, წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ო-------–---------ის დასკვნა (ს.ფ 19-27)
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნა (ს.ფ 28-41)
- წერილები ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირების შესახებ (ს.ფ 42-47)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მენარდის მიერ ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბება და ამ გარემოების მოპასუხისათვის შეტყობინების ფაქტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 03 დეკემბერს შპს „ხუ----მ „ წერილობით აცნობა, რომ რუ-------–-ს თე------ს პროექტით გათვალისწინებულია იატაკის გაძლიერება ორტესებრი N24 კოჭებით, რაც თითქმის შეუძლებელია კედლებზე არსებული ბზარების გამო, ხარჯთაღრიცხვაში არ არის გათვალისწინებული სახანძრო სიგნალიზაციის კაბელი, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას აღმოჩნდა, რომ იატაკები ძირითადად მოწყობილია ხის კოჭებით, პროექტით აღნიშნულ იატაკებზე გათვალისწინებულია იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით, რომელიც მოიცავს მთელი იატაკის სამუშაოების 80%-ს მათ შორის რუ-------–-ს თე------ს ჭერსაც, რაც შეუძლებელია. აგრეთვე მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროექტით გათალისწინებული ჩაშენების რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შეცვლა მსუბიქი კონსტრუქციით. ასევე პროექტით გათვალისწინებულია 44 ცალი პანელური რადიატორის დაყენება და არ არის გაღვალისწინებული საქვაბის მოწყობა. ზემოთ ჩამოთვლილი წინააღმდეგობების გარდა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დეტალურ განხილვას, კერძოდ კედლების და ჭერების მოწყობის საკითხი.
ამავე წერილით შპს ხუ----ს ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს დამკვეთს მოახდინონ სატენდერო ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გონივრული ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ხუ----ს 2015 წლის 03 დეკემბრის წერილი N4-- (ს.ფ.42-43)
სასამართლომ ასევე დადგენიად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვრის წერილით შპს ხუ----მ კვლავ მიმართა წერილობით მოპასუხეს სადაც კიდევ ერელ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოების ცვლილებების აუცილებლობა, კერძოდ: 1.იატაკის დემონტაჟის დროს აღმოჩნდა, რომ სადაც უნდა მომხდარიყო ცემენტის მოჭიმვა, იმ ადგილზე ამი გაკეთბა დაუშვებელია. 2. ხის კედელზე (დრანკა) გაჯის მოშორება და თავიდან ისევ გაჯით შელესვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან გაჯის მოშორების დროს ზიანდება ხის კონსტრუქციები და ახლადშელესილი გაჯის ხარისხზე პასუხიემგებლობას ვერ აიღებენ.
ამავე წერილით შპს ხუ----ს ადმინისტრაცია განმეორებით მიმართავს დამკვეთს თხოვნით მოახდინონ სატენდერო ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირება და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გონივრული ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ხუ----ს 2016 წლის 28 იანვრის წერილი N-05 (ს.ფ.44-45)
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ხუ----მ 2016 წლის 05 თებერვლის წერილით კვლავ მიმართა მოპასუხესა და სა---------–--ს კუ-–------------------–-------–-------------ს, სადაც მიუთითა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა სატენდერო პროექტს, ხარჯთაღრიცხვასა და ფაქტიურად შესასრულებელ სამუშაოების ერთმანეთთან შეუსაბამობა. ამასთან მიუთითა იმ სირთულეებზე რაც წარმოიშვა მუშა პროცესში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ხუ----ს 2016 წლის 05 თებერვლის წერილი N-08 (ს.ფ.46-47)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ხუ----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 629-ე, 631-ე მუხლები; სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 162-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
დადგენილია, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს „შემსყიდველს“ - სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------სა და „მიმწოდებელს“ შპს ,,ხუ----“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1-----. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, რუ-------–-ს გამზირი N1--–ი მდებარე უნ------------ის I----------ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების, დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2 000 000 ლარს;
ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული აქტების და მასზედ წარმოდგენილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ხარჯთაღრიცხვას, პროექტსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს შორის არსებობდა შეუსაბამობა, რაც საჭიროებდა ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირებას.
სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუ----ს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს.
სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა ერთდროულად არსებობდეს. ამასთან, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. საერთოდ, ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. დადგენილია, რომ მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა წერილობით, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოების ცვლილებების აუცილებლობა.
საქმეში არსებულ წერილებში დასახელებულია ყველა ის კონკრეტული გარემოება, რამაც მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზის და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გამოიწვია ხარჯთაღრიცხვით და შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ცვლილებების აუცილებლობა. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ იატაკის დემონტაჟის დროს აღმოჩნდა, რომ იგი მოწყობილი იყო ხის ლაგებით, პროექტით გათვალისწინებულია ამ ადგილზე იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით, რაც შეუძლებელია. ასევე პროექტით არ არის გათვალისწინებული სარემონტო შენობა-ნაგებობებში რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, რაც ხელს უშლის სამუშაოების მსვლელობას და ა.შ (იხ. ს.ფ 46-47)
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მუშაპროცესში გამოიკვეთა რიგი საკითხები რაც განაპირობებდა ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირებას.
საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შემკვეთმა წარმოდგენილ წერილებზე მოახდინა რეაგირება და მოახდინა ხარჯთაღრიცხვის და პროექტის კორექტირება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუ----ს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ვერ წარმოადგენს ვარგის მტკიცებულებას იმის სამტკიცებლად, რომ სამუშაოები არ შესრულებულა ან არაჯეროვნსდ შესრულდა. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს. რაც შეეხება სამუშაობის შეუსრულელობას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით სადავოდ ხდის არა სამუშაობის სრულად შესრულების საკითხს, არამედ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას.
სასამართლომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაობის ჩასატარებლად მასალა შეძენილი იყო უშუალოდ მოსარჩელის ფინანსებით, მოპასუხეს ავანსის სახით თანხის ჩარიცხვა არ განუხორცილებია. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოპასუხემ ვერ შეძლო.
მოპასუხემ მხარემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ო-------–----------ის დასკვნა სადავოდ გახადა იმ მიმართულებით, რომ მართალია, დასკვნა შედგენილი იყო შესრულებული სამუშაოების N1 აქტის საფუძველზე, რაც ორივე მხარის მიერ იყო ხელმოწერილი (ს.ფ. 27) , თუმცა ანაზღაურება არ განხორციელებულა იმ მიზეზით, რომ სახელშეკრულებო დათქმის თანახმად, უნ------------ისათვის არ ყოფილა წარდგენილი დასკვნის დედანი ვარიანტი.
რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას შედგენილია მოპასუხე მხარის მიერ ხელმოუწერელი ფორმა N2-ების საფუძველზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლე---------------–----------------------ის თანახმად, კვლევისათვის შპს ხუ----ს მიერ წარდგენილი იქნა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფორმა N2-ები ღირებულებით 42 836.82 ლარი. ექსპერტის მიერ მოხდა აღნიშნული ობიექტის ადგილზე შესწავლა, დასურათება და შესრულებულ იქნა აზომვითი სამუშაოები. ჩატარებულ აზომვით სამუშაოებზე დაყრდნობით დაკორექტირებულ იქნა შესრულებულ სამუშაოების (ფორმა 2) აქტებში ასახული მონაცემები.
სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ მხარის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული ნასკირი ვალდებულება, რომლის საერთო ღირებულება წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, ჯამში შეადგენს - 49 327 81 ლარს. როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის საზღაურის გადახდის შესახებ შესრულებული არ არის, რაც თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძველია.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს შპს „ხუ----ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 5460 ლარი. შესაბამისად, გადაწყვეტილებით უნდა გამოირკვეს მოსარჩელეს მიადგა თუ არა მატერიალური ზიანი მოპასუხის ქმედებით.
სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი: სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოსარჩელის მითითებით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად, კრედიტორმა განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. კერძოდ, შპს ხუ---- არის იურიდიული პირი, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ხოლო ფულით როგორც კაპიტალით სარგებლობის ფაქტი მოპასუხის მხრიდან, ყოველგვარი დამატებითი მტკიცების გარეშე უდავოდ ქმნის ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით სარგებლის მიუღებლობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაამტკიცოს და წარმოადგინოს სარჩელში დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული.
ამდენად, მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მან დაკარგა შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1480.80 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ხუ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ს, შპს „ხუ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 49 327 81 ლარი;
3. შპს ხუ----ს უარი ეთქვას ზიანის - 5460 ლარის ანაზღაურებაზე;
4. სსიპ სა---------–--ს შო---------------–-ს თე-------------------------–-–---ო უნ------------ს, შპს „ხუ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1480.80 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი