გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210118002728610
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/33529 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე გი-----ი მა--------ე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ნი--- ბა-------ე

წარმომადგენელი ლო--------ი კუ------ე

მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი

წარმომადგენელი თი-----ნ მა--------ე, ლუ-- კო------ე

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის - და----- გი----–-–---–ის (დ----------–--------–-–----------------–-) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 19 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ნი--- ბა-------ე და მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი დაქორწინდნენ 2008 წლის 2------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–----------------–- შეეძინათ შვილი და----- გი----–-–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2018 წლის 1---------. მოსარჩელეს დამოუკიდებლად უწევს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა. მოპასუხე არასრულწლოვან შვილს მატერიალურ დახმარებას არ უწევს. მხარეებს შორის განქორწინებისას დადებული შეთანხმებით, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ბინას, რომელიც აღრიცხული იყო მოპასუხის სახელზე, გადაუფორმებდა შვილს მისი სრულწლოვანების მიღწევისას, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება დაარღვია გი-----ი გი----–-–---–მა და უძრავი ქონება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა 2018 წლის 01 ნოემბერს მა-----------------–---ზე 37000 აშშ დოლარად, საიდანაც მხოლოდ 7000 აშშ დოლარი მისცა მოსარჩელეს. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი, თუმცა მისი შემოსავლის ოდენობა მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის. ნი--- ბა-------ე დასაქმებულია და აქვს მცირე შემოსავალი 500 დან 700 ლარამდე. მას არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ცხოვრობს პენსიონერ მშობლებთან. და----- გი----–-–---–ი კი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდი ოდენობის ხარჯებთან. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

(იხ. სარჩელი, სასა----თლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, და----- გი----–-–---–ის (დაბადებული 2-----–-–----------------–-) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. განქორწინების შემდეგ, მოპასუხეს არ შეუწყვეტია შვილზე ზრუნვა. იგი ყოველთვე ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადასცემდა ნი--- ბა-------ეს 250 ლარს შვილისათვის. რამდენიმე ჩარიცხვა განხორციელდა ბანკის მეშვეობით. ნი--- ბა-------ესა და გი-----ი გი----–-–---–ს შორის ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე იღებდა ვალდებულებას გადაეფორმებინა ბინა შვილზე მისი სრულწლოვანების მიღწევისას. აღნიშნული ხელშეკრულების დადების მომენტში, მოპასუხე მართლაც გამოთქვამდა მზადყოფნას შვილის სრულწლოვნების მიღწევისას ბინის გადაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს მატერიალური მდგომარეობის გამო მოუწია ბინის გასხვისება, რაც ასევე შეთანხმებული იყო ნი--- ბა-------ესთან. ბინის გასხვისებით, მოპასუხემ დაფარა მისი და ნი--- ბა-------ის საერთო ვალები, რომელთა გადაუხდელობის შემთხვევაში, აღნიშნული უძრავი ქონება, იძულებითი წესით იქნებოდა გასხვისებული. ამის გარდა, მოპასუხემ აღნიშნული ბინის გასხვისებიდან მიღებული სარგებლის ნაწილი მისცა მოსარჩელეს ჯამში 7500 აშშ დოლარი, ასევე მოსარჩელეს დარჩა ბინაში არსებული ავეჯი და ტექნიკა. გი-----ი გი----–-–---–ის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 500 ლარს. მისი შემოსავალი დამოკიდებულია ბონუსზე. საშუალოდ მოპასუხის ხელფასი ბოლო 6 თვის მანძილზე შეადგენს 1400 ლარს. გი-----ი გი----–-–---–ი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, დედასთან, დასთან და დის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, რომლის ქირისა და კომუნალური გადასახადების ნაწილს თვითონ ფარავს. ამის გარდა, მატერიალური მდგომარეობის გამო, მოპასუხეს გამოტანილი აქვს სესხი 15210 ლარის ოდენობით. მის სახელზეა ასევე რიცხული მეორე სასესხო ვალდებულება 12672 ლარი. აღნიშნული სასესხო ვალდებულებების დასაფარად მას უწევს ყოველთვიურად დაახლოებით 800 ლარის გადახდა. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნი--- ბა-------ეს და გი-----ი გი----–-–---–ს ქორწინების პერიოდში, 2----–-–----------------–- შეეძინათ შვილი და----- გი----–-–---–ი;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);

 

3.1.2. მხარეები, ნი--- ბა-------ე და გი-----ი გი----–-–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2018 წლის 1---------;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. უძრავი ქონება მდებარე სი--------------------------–---------ი, დაზუსტებული ფართობი: 1263.00 კვ.მ. (ს/კ 5-----------) და სი--------------------------–---------ი, დაზუსტებული ფართობი 4727.00 კვ.მ. (ს/კ 5-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ის სახელზე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 18-19);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 20-21).

 

3.1.4. მოსარჩელე ნი--- ბა-------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის მშობლები არიან ასაკით პენსიის მიმღები პირები;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნი--- ბა-------ე დასაქმებულია შპს ,,მა---------–-“-ში და 2018 წლის 01 იანვრიდან მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1056.45 ლარს, მარტის თვეში - 1049.6 ლარს, აპრილის თვეში - 1110.73 ლარს, მაისის თვეში - 1183.89 ლარს, ივნისის თვეში - 1493.75 ლარს, ივლისის თვეში - 1568.01 ლარს, აგვისტოს თვეში - 2469.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1979.71 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1325.96 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წლის მიმართვა, დანართი (ს.ფ. 98-99);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა ქორწინების პერიოდში, გი-----ი გი----–-–---–მა 2----–-–---------------–-- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თ---–--------------–-------------, კ--------------------------------. საკადასტრო კოდი N0----------------------.

გი-----ი გი----–-–---–მა 2018 წლის 0--------- გაფორმებულ შეთანხმებით აიღო ვალდებულება არასრულწლოვან შვილს, და----- გი----–-–---–ს (დ----------–-------------–--–-) სრულწლოვანების შემდეგ გადაუფორმოს საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე მისა----თზე ქ. თბილისი, გო------–--------------ში;

2018 წლის 31 ოქტომბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გი-----ი გი----–-–---–მა (უფლებამოსილმა პირმა მა------------მ), როგორც მოვალემ, ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს მამუ-- მ-------- ვალი 27000 ლარის ოდენობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2016 წლის 20 მარტს, უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, გო------–----------------------------------, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. მოვალე კრედიტორს ვალს გადაუხდის 2018 წლის 20 დეკემბრამდე. მამუ-- მ-------- განმარტებით, გი-----ი გი----–-–---–მა მას სრულად გადაუხადა სესხის თანხა და მის წინაშე გი-----ი გი----–-–---–ს სასესხო ვალდებულება აღარ გააჩნია;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2----–-–---------------–-- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23);

_ნი--- ბა-------ისა და გი-----ი გი----–-–---–ის მიერ შედგენილი შეთანხმება (ს.ფ. 24).

_2018 წლის 31 ოქტომბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ს.ფ. 76-78);

_სს ,,სა---------–---------ს“ 02.11.2018 წლის საბანკო გადარიცხვა (ს.ფ. 82);

_მოწმე მამუ-- მ-------- ჩვენება (სასა----თლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. გი-----ი გი----–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–------------------------------------------------------------------------------------------------, 2018 წლის 1----------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მანანა ქსანდოპულოზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 37 000 აშშ დოლარის ოდენობით;

2018 წლის 06 ნოემბერს სანოტარო წესით შედგენილ ფულის დეპოზიტში მიღების ოქმში აღნიშნული დეპონირების საფუძველი. დეპონენტის გი-----ი გი----–-–---–ის განცხადებით, თანხის დეპოზიტზე განთავსება ხორციელდება დეპონენტის მიერ ბენეფიციარისათვის, როგორც ყოფილი მეუღლისათვის ქორწინების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ო--------–------------–-------------------------------------------------------------, რეალიზაციიდან ბენეფიციარისათვის კუთვნილი წილის 7 200 აშშ დოლარის ანაზღაურების ანგარიშში, რასაც ემატება 300 (სამასი) აშშ დოლარი. დეპონანტის განცხადებით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა გასხვისდა 37 000 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა სესხები და გასანაწილებლად დარჩა 14 400 აშშ დოლარი;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 1----------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

_2018 წლის 06 ნოემბრის სანოტარო აქტი - ფულის დეპოზიტში მიღების ოქმი, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ს.ფ. 27-31);

 

3.2.3. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი მატერიალურად ეხმარება არასრულწლოვან შვილს და----- გი----–-–---–ს. მოპასუხეს მოსარჩელე ნი--- ბა-------ის ანგარიშზე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადარიცხული აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები - 100, 150, 200 და 250 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარემ 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2019 წლის იანვრის და თებერვლის თვეში მოსარჩელე მხარეს ურიცხავდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით თანხას;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,თი---------“-ს გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 68-73);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–მა 1--------- წელს სს ,,სა---------–---------სგან“ მიიღო სესხი 15 210 ლარის ოდენობით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 366.85 ლარს და დაფარვის ბოლო ვადაა15.11.2023 წელი.

მოპასუხემ სს ,,ბა----------გან“ 31.12.2018 წელს მიიღო სესხი 12 672 ლარის ოდენობით. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 30.11.2021 წელი, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 432 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ. 88);

_სს ,,სა---------–---------ს“ სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 89-90);

_სს ,,ბა----------“ სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 91-92);

 

3.2.5. მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი ცხოვრობს ქირით, დედასთან, დასთან თა---- გი----–-–---–თან, არასრულწლოვან დისშვილებთან ლუ-- ჯა-–---–---–თან (დ----------–-------------–--–-) და ნი----–---------–---–---–თან (დ----------–-------------–--–-) ერთად. მოწმე თა---- გი----–-–---–ის ჩვენების მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 600 ლარს და გი-----ი გი----–-–---–ი მასთან ერთად ინაწილებს, ქირის, კომუნალური გადასახადების და კვების თანხებს. თა---- გი----–-–---–ი დასაქმებულია სსიპ ,,ლ-------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-“, ექსპერტის პოზიციაზე. მოპასუხის დედა არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

_მოწმე თა---- გი----–-–---–ის ჩვენება (სასა----თლო სხდომის ოქმი);

 

3.2.6. გი-----ი გი----–-–---–ი მუშაობს შპს ,,გ-------------–-“ და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 625 ლარს და ასევე, ბონუსის სახით მიღებულ თანხებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გი-----ი გი----–-–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული დაუბეგრავი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1707.01 ლარს, თებერვლის თვეში - 1946.3 ლარს, მარტის თვეში - 1880.18 ლარს, აპრილის თვეში - 1312.5 ლარს, მაისის თვეში - 2270.29 ლარს, ივნისის თვეში - 1749.37 ლარს, ივლისის თვეში - 1657.23 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.16 ლარს, სექტემბრის თვეში - 1611.8 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1630.66 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,გ--------------“ მიერ 11.12.2018 წელს გაცემული ცნობა N8----------- (ს.ფ. 74);

__სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წლის მიმართვა, დანართი (ს.ფ. 98, 101);

 

3.2.7. მოსარჩელე ნი--- ბა-------ესთან გაფორმებული 20.09.2018 წლის ხელშეკრულების მიხედვით, არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი ირიცხება შპს ,,კლ------------–---------------------–“ დაწესებულებაში, ამ ხელშეკრულებით, კლუბი იღებს ვალდებულებას 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაუწიოს მოსწავლეს მომსახურება სპეციალური პროგრამით შემუშავებულ დისციპლინებში. სწავლების წლიური ღირებულება შეადგენს 1350 ლარს.

შპს ,,სპ--------------“-სგან გაცემული ცნობით, არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი დადის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის სწავლების საფასური თვეში შეადგენს 98 ლარს. ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფიის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა;

28.01.2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი დადის ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ან----------------–---ს სახელობის გიმნაზიის სახვითი ხელოვნების წრეზე. ასევე, არასრულწლოვანი არის შპს ,,ბ-----------ს“ მოსწავლე და მისი ინგლისური ენის სწავლების საფასური ყოველთვიურად შეადგენს 127 ლარს;

მოპასუხე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ამ ეტაპზე დადის სიმღერის და ცეკვის წრეზე. მოპასუხის მითითებით, როგორც ბავშვისგან გადმოცემით იცის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე აკრძალული აქვს ფიზიკური აქტივობა, რის გამოც არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი ზემოთდასახელებულ წრეებზე დროებით არ დადის (მათ შორის არც ინგლისურის შემსწავლელ ცენტრში). მოსარჩელის წარმომადგენელს აღნიშნულის თაობაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და განმარტავს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, არასრულწლოვანი ბავშვი ყველა ზემოთჩამოთვილი აქტივობებში იღებს სტაბილურად მონაწილეობას.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_20.09.2018 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 140);

_შპს ,,სპ--------------ს“ მიერ 20.11.2018 წელს გაცემული ცნობა N33-18 (ს.ფ. 141);

_შპს ,,ავ---------–-----ში“ ჩატარებული ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფიის შედეგები (ს.ფ. 142);

_---------- წელს დადებული ხელშეკრულება (ს.ფ. 143);

_შპს ,,ბ-----------ს“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 144); _მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.8. სასა----თლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასა----თლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

 

სასა----თლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სა----თლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნი--- ბა-------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–----------------–- დაბადებული და----- გი----–-–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასა----თლო. ალიმენტის ოდენობას სასა----თლო განსაზღვრავს გონივრული, სა----თლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სა----თლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში, მათ 2----–-–----------------–- შეეძინათ საერთო შვილი და----- გი----–-–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 1---------. არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნი--- ბა-------ესთან. თავის მხრივ მოსარჩელე ნი--- ბა-------ე ცხოვრობს მშობლებთან მათ საცხოვრებელ ბინაში. დადგენილია, რომ ნი--- ბა-------ე დასაქმებულია შპს ,,მა---------–-“-ში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნი--- ბა-------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1056.45 ლარს, მარტის თვეში - 1049.6 ლარს, აპრილის თვეში - 1110.73 ლარს, მაისის თვეში - 1183.89 ლარს, ივნისის თვეში - 1493.75 ლარს, ივლისის თვეში - 1568.01 ლარს, აგვისტოს თვეში - 2469.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1979.71 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1325.96 ლარს. ამასთან დადგენილია რომ არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი დაკავებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტული აქტივობებით. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, იგი ირიცხება შპს ,,კლ------------–---------------------–“ დაწესებულებაში, ასევე, ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ან----------------–---ს სახელობის გიმნაზიის სახვითი ხელოვნების წრეზე. შპს ,,სპ--------------“-სგან გაცემული ცნობით, არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი დადის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში და ასევე, არასრულწლოვანი არის შპს ,,ბ-----------ს“ მოსწავლე. მოპასუხე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ამ ეტაპზე დადის სიმღერის და ცეკვის წრეზე. მოპასუხის მითითებით, როგორც ბავშვისგან გადმოცემით იცის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე აკრძალული აქვს ფიზიკური აქტივობა, რის გამოც არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ი ზემოთდასახელებულ წრეებზე დროებით არ დადის (მათ შორის არც ინგლისურის შემსწავლელ ცენტრში). მოსარჩელის წარმომადგენელს აღნიშნულის თაობაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და განმარტავს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, არასრულწლოვანი ბავშვი ყველა ზემოთჩამოთვილი აქტივობებში იღებს სტაბილურად მონაწილეობას. არასრულწლოვანი და----- გი----–-–---–ის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შპს ,,ავ---------–-----ში“ 12.07.2017 წელს ჩატარებული ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფიის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. სასა----თლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი ცხოვრობს ქირით, დედასთან, დასთან თა---- გი----–-–---–თან, არასრულწლოვან დისშვილებთან ერთად. მოწმე თა---- გი----–-–---–ის ჩვენების მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 600 ლარს და გი-----ი გი----–-–---–ი მასთან ერთად ინაწილებს, ქირის, კომუნალური გადასახადების და კვების თანხებს, რისთვისაც გი-----ი გი----–-–---–ის მხრიდან ყოველთვიურად გასაწევი ხარჯი საშუალოდ არის 400 ლარი. თა---- გი----–-–---–ი დასაქმებულია ლ-------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-, ექსპერტის პოზიციაზე. მოპასუხის დედა არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი.

 

მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ი მუშაობს შპს ,,გ-------------–-“ და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 625 ლარს და ასევე, ბონუსის სახით მიღებულ თანხებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გი-----ი გი----–-–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული დაუბეგრავი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1707.01 ლარს, თებერვლის თვეში - 1946.3 ლარს, მარტის თვეში - 1880.18 ლარს, აპრილის თვეში - 1312.5 ლარს, მაისის თვეში - 2270.29 ლარს, ივნისის თვეში - 1749.37 ლარს, ივლისის თვეში - 1657.23 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.16 ლარს, სექტემბრის თვეში - 1611.8 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1630.66 ლარს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ბონუსის სახით მიღებული დანამატები დამოკიდებულია გამომუშავებაზე და არ არის სტაბილური. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გი-----ი გი----–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე სი--------------------------–---------ი, დაზუსტებული ფართობი: 1263.00 კვ.მ. (ს/კ 5-----------) და სი--------------------------–---------ი, დაზუსტებული ფართობი 4727.00 კვ.მ. (ს/კ 5-----------).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა ქორწინების პერიოდში, გი-----ი გი----–-–---–მა 2----–-–---------------–-- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თ---–--------------–-------------, კ--------------------------------. საკადასტრო კოდი N0----------------------. აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხე გი-----ი გი----–-–---–ის მიერ გასხვისდა 2018 წლის 1----------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 37 000 აშშ დოლარად. მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის შედეგად მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდა ქორწინების პერიოდში აღებული საერთო ვალების გადახდას, ხოლო დარჩენილი თანხა განაწილდა მხარეებს შორის, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. 2018 წლის 06 ნოემბერს სანოტარო წესით შედგენილ ფულის დეპოზიტში მიღების ოქმში აღნიშნული დეპონირების საფუძველი. დეპონენტის გი-----ი გი----–-–---–ის განცხადებით, თანხის დეპოზიტზე განთავსება ხორციელდება დეპონენტის მიერ ბენეფიციარისათვის, როგორც ყოფილი მეუღლისათვის ქორწინების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ო--------–------------–-------------------------------------------------------------, რეალიზაციიდან ბენეფიციარისათვის (ნი--- ბა-------ისათვის) კუთვნილი წილის 7 200 აშშ დოლარის ანაზღაურების ანგარიშში, რასაც ემატება 300 (სამასი) აშშ დოლარი. დეპონანტის განცხადებით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა გასხვისდა 37 000 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა სესხები და გასანაწილებლად დარჩა 14 400 აშშ დოლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სს ,,სა---------–---------ს“ და სს ,,ბა----------“ მიმართ ერიცხება საკრედიტო დავალიანებები. საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საბანკო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. თუმცა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ისე, რომ არ დაზიანდეს არასრულწლოვნის ინტერესები - თავისი მშობლებისგან მიიღოს ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სა----თლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. დადგენილია, რომ ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე ზრუნავდა არასდრულწლოვან შვილზე მატერიალური თვალსაზრისით და ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხებს მოსარჩელეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის მიზნით, რასაც არ უარყოფს არც მოსარჩელე მხარე. ამჟამად, მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ბავშვისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სასა----თლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, მისი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალური შემოსავლის ოდენობას. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამის მტკიცებულებებზე, რაც ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე დაადასტურებდა ალიმენტის სახით მოთხოვნილი ოდენობით თანხის აუცილებლობას. მხარეთა განმარტებით, ამ ეტაპზე მამა-შვილს აქვთ ნორმალური და სტაბილური ურთიერთობა. სასა----თლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის შემოსავალი საშუალებას აძლევს სასა----თლოს დაადგი---ს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. სასა----თლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უ--ნასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასა----თლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სა----თლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 290 (ორას ოთხმოცდაათი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო მიიჩნევს, რომ ნი--- ბა-------ის მოთხოვნა - გი-----ი გი----–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ნი--- ბა-------ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, გი-----ი გი----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნი--- ბა-------ის (პირადი N1----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

გი-----ი გი----–-–---–ს (პირადი N4----------) არასრულწლოვანი შვილის და----- გი----–-–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------–-) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 290 (ორას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 19 ნოემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროს გი-----ი გი----–-–---–ს (პირადი N4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

3. დაეკისროს გი-----ი გი----–-–---–ს (პირადი N4----------) ნი--- ბა-------ის (პირადი N1----------) სასარგებლოდ ამ უ--ნასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსა----თლე: გი-----ი მა--------ე