განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100117001782906
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/38----

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხა----------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - რო-------–----–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ლი----------------------------------------ში),ადვოკატი - ზუ--------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რო-------–----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, რო-------–----–-–---–ი მართავდა „მ-–----–ის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ.თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე, ა----–-- დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სა------–---–ის მიმართულებით. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, #---- ელ/განათების ბოძის მიმდებარედ, მარცხნივ მანევრის შესრულებისას და საპირისპირო სავალ გზაზე გადასვლის დროს ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და მას შეეჯახა თავისივე სამოძრაო ზოლში მოძრავი „მ---------ის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა გი-------------–---–ი. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მძღოლმა გი-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე, ა----–-- დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სა------–---–ის მიმართულებით მსვლელობისას მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში, რო-------–----–-–---–ის ბრალეულობა უტყუარად ვერ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები ბრალდებულთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

3.4. სასამართლოს მოწმეების - გი-------------–---–ისა და რო-------–----–-–---–ის ჩვენებებით, და----------–--------–ის დაკითხვის ოქმით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობითა და 2016 წლის 8 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე, ა----–-- დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სა------–---–ის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, #---- ელ/განათების ბოძის მიმდებარედ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის მონაწილეები (მძღოლები) არიან ავტომანქანა ,,მი–----–- კ---–---“ სახელმწიფო ნომრით X-------- მძღოლი რო-------–----–-–---–ი და ავტომანქანა ,,მ---------ი“ სახელმწიფო ნომრით Y------ მძღოლი გი-------------–---–ი, რაც არც ერთ მხარეს არ გაუხდია სადავოდ და წარმოადგენს დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას.

 

3.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გი-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. დასკვნის სისწორე და ავთენტურობა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტმა კო------------–-----–---–მა.

 

3.6. 2016 წლის 8 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე, №---- ელ. განათების ბოძის მიმდებარედ. გზის გასწვრივ, ასფალტი არის ჰორიზონტალური, გზის ფენილობა ასფალტირებული, მშრალი, უდეფექტო. ავტომობილებს სამოძრაო გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მხრიდან ა----–-- დასახლების მიმართულებით და პირიქით, რომელსაც ერთმანეთისგან ყოფს გზის გამყოფი გაზონი, სადაც მოთავსებულია საგზაო ნიშანი მარცხნივ მოხვევა ნებადართულია, დაუთმე გზა და მოძრაობა მარცხნივ მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მიმართულებით. ავტომობილების სამოძრაო გზას მარჯვენა მხარეს ახლავს ტროტუარი. ასევე მარჯვენა მხრიდან უერთდება ჭ-----------ა და სასაფლაოების შესასვლელი გზა, რომელთა დასაწყისში, ტროტუარზე მოთავსებულია საგზაო ნიშანი მოძრაობა მარჯვნივ და დაუთმე გზა. ა----–-- დასახლების მიმართულებით ავტომობილების სამოძრაო გზის სიგანე 9,50 მეტრია, რომელსაც მარჯვენა მხარეს ესაზღვრება ტროტუარი, სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი მთავარი გზა, მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ, რომლის შემდგომ სავალ გზას მარჯვენა მხარეს უერთდება ი----–--------------ის ქუჩა. ქუჩის დასაწყისში ასფალტზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა ქვეითთა გადასასვლელი, რომლის წინაც სა------–---–ის გამზირზე გზის გამყოფი გაზონი წყდება 24,50 მეტრში, სადაც ავტომობილების მოხვევა ნებადართულია. იპ---–--------------------ის შემდეგ, ა----–-- დასახლების მხარეს ტროტუარზე დგას №---- ელ. განათების ბოძი, რომლიდანაც 24,50 მეტრის დაშორებით, მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მხარეს ტროტუარზე მოთავსებულია დაზიანებული ელექტრო განათების ბოძი, რომელზეც შეჯახებულია ავტომობილი მ---------ი სახელმწიფო ნომრით Y------. ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილი მოთავსებულია ტროტუარზე და რადიუსიდან დაშორებულია 0,50 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა ნაწილი მოთავსებულია სავალ გზაზე და ბორდიურიდან დაშორებულია 2,0 მეტრით. №---- ელ. განათების ბოძიდან 36,50 მეტრის დაშორებით, ა----–-- დასახლების მხარეს, სავალ გზაზე გაჩერებულია ავტომანქანა „მ-–----–ი“ სახელმწიფო ნომრით, X--------, რომლის წინა და მარჯვენა კუთხე ბორდიურიდან დაშორებულია 1,20 მეტრით. გზის გამყოფი გაზონის კუთხიდან 8,30 მეტრის დაშორებით სავალ გზაზე აღინიშნება საბურავის კვალი, რომლის დასაწყისი ბორდიურიდან დაშორებულია 2,70 მეტრით, იგი სიგრძით არის 11,0 მეტრი და მთავრდება ავტომობილი მ---------ის უკანა მარცხენა საბურავთან, ხოლო ბორდიურიდან დაშორებულია 3,0 მეტრით. აღნიშნული საბურავის კვლის დასაწყისიდან 8,0 მეტრის დაშორებით ა----–-- დასახლების მხარეს სავალ გზაზე აღინიშნება კიდევ ერთი საბურავის კვალი, რომლის დასაწყისი ბორდიურიდან დაშორებულია 3,80 მეტრით, იგი სიგრძით არის 2,90 მეტრი და მისი ბოლო დაზიანებული ელ. განათების ბოძიდან ჰორიზონტალურად დაშორებულია 1,40 მეტრით, ხოლო ბორდიურიდან 4,0 მეტრით და ავტომობილ ,,მ---------ის’’ უკანა მარცხენა კუთხიდან 0,90 მეტრით. №---- ელ. განათების ბოძიდან 12,50 მეტრის დაშორებით მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მხარეს ასფალტზე აღინიშნება მინის წვრილი ნაწილაკების ჩამონაყარი. შემთხვევის ადგილზე, ბორდიურის გასწვრივ აღინიშნება სითხის ჩამონაღვარი, ასევე მიმოფანტულია შემთხვევის ადგილზე მინისა და პლასტმასის ჩამონაყარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი და ფოტოილუსტრაცია.

 

3.7. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გი-------------–---–მა და ირ---–-----ემ.

 

3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გი-------------–---–ი და ირ---–-----ე არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ ან საერთოდ არ არის რელევანტური ან წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.9. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.10. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.11. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - გი-------------–---–ისა და ირ---–-----ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე და გამოიწვია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის N1-ის პრიორიტეტის ნიშნის 2.3. ,,დაუთმე გზა’’, მოთხოვნათა უგულებელყოფამ.

 

3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად, - წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისას. ავტომობილზე ,,მ---------ი’’ სახ. #Y------ გარდა მექანიკური დაზიანებებისა ასევე აღინიშნება ძლიერი თერმული ზემოქმედების კვლები. ავტომობილზე არსებული დაზიანებები იხილეთ დასკვნის კვლევით ნაწილში.

- წარმოდგენილი ავტომობილის ,,მ---------ი’’ სახ. #Y------ საჭით მართვის მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება ვერ მოხერხდა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ავტომობილი ,,მ-–----–ი’’ სახ. #X-------- სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.

- წარმოდგენილი ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხის (შეჯახების კუთხის) დადგენა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია.

 

3.13. აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი--------------ემ.

 

3.14. დაზარალებულმა გი-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მოძრაობდა ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე ა----–-- დასახლების მხრიდან მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მიმართულებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. მოსახვევთან დაახლოებით 80 მეტრის მანძილზე გაჩერებული ავტომანქანა ,,მ-–----–ი’’ შენიშნა, განაგრძო მოძრაობა და დაინახა, რომ მასთან მიახლოებისას ამ ავტომობილის მძღოლმა დაიწყო სვლა, საჭე მაქსიმალურად მარცხნივ აიღო, რათა შეჯახება აეცილებინა, თუმცა ჯერ ავტომობილს და შემდეგ ელ. განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახებების შემდგომ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა, ხოლო თვითონ გონება დაკარგა და გონზე საავადმყოფოში მოვიდა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო, ფეხი დაუზიანდა, სამ ადგილას მოტყდა და ამჟამადაც ,,კასტილებით’’ მოძრაობს. დაზარალებულის განმარტებით ბრალდებული პირველად სასამართლო სხდომაზე ნახა, მისი შვილი იყო მისული, რომელიც დაპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. მისი მანქანა მთლიანად დაიწვა, გარდა ამისა სავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კვლავ დასჭირდა მკურნალობა და ბრალდებულისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა და----------–--------–ის დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, და----------–--------–ი რო-------–----–-–---–თან ერთად ავტომობილით მოძრაობდა ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე ა----–-- დასახლების მხრიდან. ავტომობილს მართავდა რო-------–----–-–---–ი, ხოლო თვითონ მძღოლის გვერდითა სავარძელზე იჯდა. მსვლელობისას რო-------–----–-–---–ი მიუახლოვდა ერთ-ერთ მოსახვევს, სადაც მოხვევა ნებადართული იყო, შეანელა მოძრაობა, ჩართო მოხვევის მაჩვენებელი და სიჩქარის შეუცვლელად დაიწყო მარცხნივ მოხვევა. მოწმის განმარტებით, საპირისპირო სავალი გზისკენ გაიხედა რო-------–----–-–---–მაც და თვითონაც, ორივე მათგანმა დაინახა, რომ საპირისპირო სავალ ნაწილზე ავტომობილები არ მოძრაობდნენ, შესაბამისად, რო-------–----–-–---–მა გააგრძელა საპირისპირო სავალ გზაზე გადასვლა, რა დროსაც მოულოდნელად მარჯვენა მხრიდან გაიგო ხმოვანი სიგნალი და ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეს იგრძნო შეჯახება. მოწმის განმარტებით, გზის სავალ საპირისპირო მხარეს გადასვლისთანავე გაიგო ხმოვანი სიგნალის ხმა და იგრძნო შეჯახება. მანამდე ავტომობილი, რომელიც შეეჯახათ არ დაუნახავს, მხოლოდ შეჯახების შემდეგ დაინახა, რომ იყო ,,მ---------ის’’ მარკის ავტომობილი.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა რო-------–----–-–---–მა ჩვენებაში დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე მოძრაობდა ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე ა----–-- დასახლების მხრიდან მეტრო სადგურ „სა------–---–ის“ მიმართულებით, დაახლოებით 30კმ/სთ სიჩქარით. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა ერთ-ერთ მოსახვევს, სადაც მარცხნივ მოხვევა ნებადართული იყო, შეანელა მოძრაობა დაახლოებით 15 კმ/სთ-მდე, მოსახვევთან ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, გაიხედა მარჯვნივ - საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც ავტომობილები არ დაუნახავს (გზა იყო თავისუფალი) და დაიწყო მანევრის შესრულება. ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა სიჩქარის შეუცვლელად და გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, რა დროსაც მოულოდნელად იგრძნო შეჯახება და მისი ავტომობილი ინერციით შეტრიალდა მარცხნივ. ამის შემდეგ გააჩერა ავტომობილი სავალი გზის მარჯვენა მხარეს. დაინახა, რომ ,,მ---------ის’’ მარკის ავტომობილი შეჯახებული იყო ელექტრო ბოძს და ცეცხლი ეკიდა.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკვანძო საკითხს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლმა რო-------–----–-–---–მა დაარღვია თუ არა საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ასევე საფრთხის შექმნის მომენტიდან გი-------------–---–ს ობიექტურად შეეძლო თუ არა თავიდან აეცილებინა შეჯახება. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების უტყუარობას.

 

3.18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის N0-------- დასკვნის თანახმად, ავტომობილ „მ---------“ Y-------ის მძღოლ გი-------------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ ,,მ-–----–ზე შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტო საგზაო-შემთხვევა, არ აღინიშნება.

 

კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ ,,მ-–----–ი’’, X-------- მძღოლ რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის N1-ის პრიორიტეტის ნიშნის 2.3. ,,დაუთმე გზა’’, მოთხოვნათა უგულებელყოფამ.

 

3.19. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - კო------------–----------–---–მა და თემ--------------ემ.

 

3.20. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს როგორც ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მნიშვნელოვან გარემოებებზე, ასევე კო------------–----------–---–ისა და თე---------------ის ჩვენებებში განმარტებულ არსებით დეტალებზე, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და მასზე თანდართული სქემიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებულია ორი ერთმანეთის პარალელური, სწორხაზოვანი საბურავის კვალი სიგრძით 11 მეტრი და 2,9 მეტრი, რომლებიც მთავრდება სავალ ნაწილზე გაჩერებული ავტომობილ ,,მ---------ის’’ უკანა ნაწილის მიდამოში და უნდა წარმოადგენდეს ავტომობილ ,,მ---------ის’’ საბურავებით დატოვებულ მუხრუჭების კვლებს. აღნიშნული მუხრუჭის კვლების დასასრულის მიდამოში დაფიქსირებულია სხვადასხვა სახის ჩამონაყარის კონცენტრაცია და აღნიშნული მიდამო ე.ი. მუხრუჭის კვლების დასასრულის მიდამო უნდა წარმოადგენდეს ავტომობილებს შორის ურთიერთკონტაქტის, შეჯახების მიდამოს. გამომდინარე იქიდან, რომ მუხრუჭის კვლების დატოვების შემდეგ ავტომობილი ,,მ---------ი’’ შეეჯახა ავტომობილ ,,მ-–----–ს’’, რის შემდეგაც ავარდა ტროტუარზე და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, რაზედაც დაიხარჯა გარკვეული სიდიდის კინეტიკური ენერგია, სავალ ნაწილზე დატოვებული მუხრუჭის უგრძესი - 11 მ. სიგრძის კვალის მიხედვით, ავტომობილის ,,მ---------ის’’ სიჩქარის განსაზღვრას აზრი არ აქვს, რადგან მივიღებთ გაცილებით ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე სინამდვილეში განვითარებული ჰქონდა ავტომობილ ,,მ---------ს’’ და აქედან გამომდინარე საექსპერტო გამოთვლებში ექსპერტმა იხელმძღვანელა საქმის მასალებში, კერძოდ, დაზარალებულ გი-------------–---–ის დაკითხვის ოქმში დაფიქსირებული ავტომობილ ,,მ---------ის’’ 70 კმ/სთ სიჩქარით.

 

3.21. კომისიური ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ვკითხულოთ: ,,მოცემულ საგზაო სიტუაციაში სავალ ნაწილზე დაფიქსირებული მუხრუჭის კვალის სიგრძის მიხედვით გამოვთვალოთ თუ რა მანძილით იქნებოდა დაცილებული 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ,,მ---------ი’’ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში ე.ი. მაშინ, როდესაც მძღოლმა შეამჩნია მის სავალ ნაწილზე შესული ავტომობილი: მივიღეთ, რომ მუხრუჭების კვალის სიგრძის მიხედვით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ,,მ---------ი“ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში, ე.ი. მაშინ როდესაც მძღოლმა შეამჩნია მის სავალ ნაწილზე შესული ავტომობილი დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 36 მ. მანძილით. აღნიშნული მანძილი იქნებოდა ავტომობილ ,,მ---------ის“ მძღოლის განკარგულებაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ავტომობილ ,,მ---------ის“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), შეეძლო თუ არა შეჯახების თავიდან აცილება, გამოვთვალოთ დასახლებულ პუნქტში ნებადართული, მაქსიმალური 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ,,მ---------ის“ სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი, მოცემულ პირობებში: მივიღეთ, რომ დასახლებულ პუნქტში ნებადართული მაქსიმალური 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ავტომობილ ,,მ---------ის“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი მოცემულ პირობებში ტოლი იქნებოდა დაახლოებით 42 მეტრის. მიღებული მანძილი შედარებით მეტია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე (36 მეტრი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ პირობებში ავტომობილ ,,მ---------ს“ Y-------ის მძღოლ გი-------------–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ ,,მ-–----–ზე“ შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და აქედან გამომდინარე, მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ ,,მ-–----–ი’’, X-------- მძღოლ რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის N1-ის პრიორიტეტის ნიშნის 2.3. ,,დაუთმე გზა’’, მოთხოვნათა უგულებელყოფამ (2.3. ,,დაუთმე გზა“ - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს,...)“.

 

3.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნის კვლევით ნაწილში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა დეტალური შეფასების შედეგად დგინდება, რომ ექსპერტებს მათივე განმარტებით კვლევის დროს გამოყენებული აქვთ სავარაუდო მონაცემები (ფორმულაში შეყვანილი აქვთ სავარაუდო მონაცემები) და მიუხედავად ამისა, გაცემული აქვთ კატეგორიული დასკვნა - ,,მ---------ის“ მძღოლ გი-------------–---–ს ტექნიკური თვალსაზირით არ შეეძლო თავიდან აეცილებინა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება), ხოლო ავტომობილ მ-–----–ის მძღოლს რო-------–----–-–---–ს დარღვეული აქვს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული დასკვნა კრიტიკას ვერ უძლებს და მინიმალური თვალსაზრისითაც კი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ:

 

3.23. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილი ,,მ---------ი’’ მუხრუჭის კვლების დატოვების შემდეგ შეეჯახა ავტომობილ ,,მ-–----–ს’’, ავარდა ტროტუარზე და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, რაზეც დაიხარჯა გარკვეული სიდიდის კინეტიკური ენერგია (ჩაიხშო გარკვეული რაოდენობის კინეტიკური ენერგია), რის გამოც ექსპერტები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ სავალ ნაწილზე დატოვებული მუხრუჭის უგრძესი - 11 მ. სიგრძის კვალის მიხედვით ავტომობილი ,,მ---------ის“ სიჩქარის გამოთვლას აზრი არ აქვს (ვინაიდან ჩაიხშო ავტომობილ ,,მ---------ის“ კინეტიკური ენერგია ორი შეჯახების შედეგად), რადგან მიიღებენ გაცილებით ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე სინამდვილეში განვითარებული ჰქონდა ავტომობილ ,,მ---------ს’’. აღნიშნულის გამო ექსპერტებმა იხელმძღვანელეს დაზარალებულ გი-------------–---–ის მიერ დაკითხვის ოქმში მითითებული სიჩქარით 70 კმ/სთ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულ გი-------------–---–ის ჩვენებისა, სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ავტომობილი ,,მ---------ი“ მოძრაობდა 70 კმ/სთ სიჩქარით. ისმის კითხვა, რამდენად სწორია და საკმარისია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მხოლოდ დაინტერესებული პირის - გი-------------–---–ის დაკითხვის ოქმით სიჩქარის დადგენა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნით უფრო მაღალი სიჩქარე დგინდება, სხვა მოწმეთა ჩვენებებიც საწინააღმდეგოზე მიუთითებს (როდესაც გაიხედეს საპირისპირო სავალ ნაწილზე, ავტომანქანა ,,მ---------ი“ არ ჩანდა) და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიც (11 მეტრი მუხრუჭის კვალი, ავტომობილზე შეჯახება, ტროტუარზე ავარდნა და ელექტრო განათების ბოძზე შეჯახება იმდენად ძლიერად, რომ ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანას) საეჭვოს ხდის მხოლოდ ერთი დაინტერესებული მოწმის მიერ განმარტებულ გარემოებას ავტომანქანა ,,მ---------ის“ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის თაობაზე. სასამართლოს შეფასება ექსპერტიზის დასკვნის არასანდოობასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ გარემოებას არ ეფუძნება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როგორც ექსპერტები დასკვნის კვლევით ნაწილში მიუთითებენ, ავტომანქანა ,,მ---------ის“ სიჩქარის განსაზღვრას ყველაზე გრძელი - 11 მეტრი მუხრუჭის კვალის მიხედვით ,,აზრი არ აქვს“, ვინაიდან ორი შეჯახების და ტროტუარზე ავარდნის შედეგად ჩაიხშო ავტომანქანა ,,მ---------ის“ კინეტიკური ენერგია. ექსპერტები ერთი მხრივ 11 მეტრიანი მუხრუჭის კვალის მიხედვით არ ითვლიან ავტომანქანა ,,მ---------ის“ სიჩქარეს, არ იყენებენ სიჩქარის გამოსათვლელად (არასანდოობის გამო), ხოლო მეორე მხრივ 11 მეტრიან მუხრუჭის კვალს იყენებენ მეორე ფორმულაში იმის გამოსათვლელად, რა მანძილით იქნებოდა დაშორებული ავტომანქანა ,,მ---------ი“ საფრთხის შექმნის მომენტიდან და შეძლებდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას, რაც გახდა კატეგორიული დასკვნის საფუძველი. ფორმულაში, რომლითაც ექსპერტებმა დაითვალეს, რა მანძილით იყო დაშორებული გი-------------–---–ი საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახების ადგილამდე, გამოიყენეს ორი ცალსახად სავარაუდო მონაცემი - ავტომანქანა ,,მ---------ის“ მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/სთ და 11 მეტრი მუხრუჭის კვალი, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან შეუძლებელია სავარაუდო მონაცემების საფუძველზე, რომელიც რეალურად არ ასახავს ავტოსაგზაო შემთხვევის სურათს, გაიცეს სწორი/კატეგორიული დასკვნა და რეალურად დადგინდეს ვინ დაარღვია მოძრაობის წესები, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

 

3.24. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტების - კო------------–----------–---–ისა და თე---------------ის ჩვენებებს, სადაც ისინი ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული აქვთ კატეგორიული დასკვნა, კერძოდ:

 

3.25. მოწმე კო------------–----------–---–ი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ავტომანქანა ,,მ---------ის“ სიჩქარე აღებული აქვს მოწმის (გი-------------–---–ის) ჩვენებიდან, ვინაიდან მუხრუჭის კვალი არ ასახავდა ავტოსაგზაო შემთხვევის რეალურ სურათს. ასევე იხელმძღვანელა სავალ ნაწილზე დატოვებული მუხრუჭის (უგრძესი - 11 მ. სიგრძის) კვალის მიხედვით და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა რა მანძილით იქნებოდა დაშორებული 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ,,მ---------ი“ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში.

 

3.26. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თე---------------ემ განმარტა, რომ ავტომობილი ,,მ---------ის’’ მძღოლი ზუსტად რა სიჩქარით მოძრაობდა გამოთვლა შეუძლებელია, რადგან ორი შეჯახება მოხდა და, შესაბამისად, არ იციან რამდენით ჩაიხშო სიჩქარე ,,მ-–----–თან’’ და ბოძთან შეჯახების დროს. იმ შემთხვევაში თუ ის სიჩქარეს გამოთვლიდა უგრძესი 11 მ. მუხრუჭის კვალის მიხედვით მიიღებდა 45 კმ/სთ სიჩქარეს, რაც არარეალური იქნებოდა. ვინაიდან ,,მ---------ის’’ მძღოლი ორჯერ მეტს ამბობდა თავის ჩვენებაში იხელმძღვანელა მოწმის ჩვენებით.

 

3.27. ექსპერტებმა - კო------------–----------–---–მა და თე---------------ემ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ საფრთხის შექმნის მომენტი გამოთვალეს დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილისა და უგრძესი 11 მ. მუხრუჭის კვალის მიხედვით და გასცეს კატეგორიული დასკვნა.

 

3.28. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სავარაუდო დასკვნის საფუძველზე ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს, რომელი ავტომობილის მძღოლის მიერ განხორციელებულმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, შეძლებდა თუ არა ავტომანქანა ,,მ---------ის“ მძღოლი საფრთხის შექმნის მომენტიდან ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას, ერთი თუ ორივე მძღოლის ერთობლივი მოქმედება გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი (შერეული ბრალი).

 

3.29. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ავტომანქანა ,,მ---------ისთვის“ საფრთხის შექმნის მომენტის სწორად დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც დადგინდეს რა მანძილში იმყოფებოდა მისი მძღოლი გი-------------–---–ი საფრთხის შექმნის მომენტიდან და ობიექტურად შეძლებდა თუ არა ამ მომენტიდან ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. საექსპერტო კვლევის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გი-------------–---–ი ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში საფრთხის შექმნის მომენტიდან შეძლებდა ავტოსაგზაო შემთხვევის ობიექტურად თავიდან აცილებას, რასაც ვერ მოახერხებდა 70 კმ/სთ (თუ გავიზიარებთ თუნდაც ამ სიჩქარეს) სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, შესაბამისად, სახეზე იქნებოდა მინიმუმ შერეული ბრალი და მათ შორის გი-------------–---–ის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შედეგიც იქნებოდა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თუმცა, თუ ზუსტად ვერ ვადგენთ, რა მანძილში იმყოფებოდა ავტომანქანა ,,მ---------ი“ საფრთხის შექმნის მომენტიდან, როგორ უნდა დავადგინოთ უტყუარად დაარღვია თუ არა ავტომობილ ,,მ---------ის“ მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები (რაზეც ექსპერტი უთითებს), რა როლი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევაში მას, რა როლი ჰქონდა რო-------–----–-–---–ს და გამოვრიცხოთ ბრალდების მხარის მოწმე და----------–--------–ის დაკითხვის ოქმში და ბრალდებულ რო-------–----–-–---–ის ჩვენებაში დასახელებული ვერსია, რომ რო-------–----–-–---–მა გაიხედა საპირისპირო სავალ ნაწილზე, მანქანა არ მოძრაობდა და დაიწყო მანევრის შესრულება. აღნიშნული შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება უტყუარად შეჯახების ადგილიდან რა მანძილით იყო დაშორებული გი-------------–---–ი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საპიროსპირო სავალ ზოლში ჯერ კიდევ არ მოძრაობდა (როგორც მოწმეები უთითებენ) ავტომანქანა ,,მ---------ი“ ან თუნდაც მოძრაობდა, მაგრამ იყო შორს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართი N1-ის პრიორიტეტის ნიშნი 2.3. ,,დაუთმე გზა’’ (რომელიც გულისხმობს გზის დათმობას საპირისპირო სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომანქანისათვის და არა გაჩერების ვალდებულებას) არ დაავალდებულებდა რო-------–----–-–---–ს ავტომანქანის გაჩერებას.

 

3.30. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ,,ალ------------’’ 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნის თანახმად,- ავტომობილი ,,მ---------ი’’ Y------ მძღოლის გი-------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

- მოცემულ პირობებში ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლს გი-------------–---–ს უნდა ემოქმედა საგზაო მოძრაობის წესების ნორმებით, რომლებიც მითითებულია კვლევით ნაწილში.

- საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს გი-------------–---–ს შეეძლო ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლს რო-------–----–-–---–ის არ შეეძლო ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

3.31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვა-–------------------–---–მა დაადასტურა ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ,,მ-–----–ის’’ მძღოლს რო-------–----–-–---–ს მხოლოდ გზის დათმობის ვალდებულება ჰქონდა და არა ავტომობილის სრულად გაჩერების, იმ შემთხვევაში თუ გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი არ მოდიოდა შეეძლო მოძრაობა გაეგრძელებინა. ავტომობილ ,,მ---------ის’’ მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/სთ არასწორადაა მითითებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის N0-------- დასკვნაში და ,,მ---------ის’’ მძღოლი 70 კმ/სთ სიჩქარის ნაცვლად მისი გამოთვლებით მოძრაობდა 120 კმ/სთ სიჩქარით და სწორედ მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის, დამაჯერებლობისა და სანდოობის მინიმალურ სტანდარტს, რომლის საფუძველზეც სასამართლოს უნდა დაედგინა ბრალდებულ რო-------–----–-–---–ის ბრალეულობა, ხოლო ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულისთვის სასარგებლო მტკიცებულებაა, რომელიც არაფერს ცვლის რო-------–----–-–---–ის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო მის შინაარსთან დაკავშირებით დამატებით არ იმსჯელებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვები მის დამაჯერებლობასთან დაკავშირებით ასევე შესაძლოა არსებობდეს.

 

3.33. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის იმგვარი დარღვევა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას) შორის.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 13:20 საათზე ქ. თბ--–--–-----------–---–ის გამზირზე, ა----–-- დასახლების მხრიდან, მეტროსადგურ სა------–---–ის მიმართულებით მსვლელობისას მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ავტოტექნიკური (სატრანსპორტი ტექნიკურ-ტრასოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო რო-------–----–-–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართი N1-ის პრიორიტეტის ნიშნის 2.3. ,,დაუთმე გზა’’, მოთხოვნათა უგულებელყოფას, ვერ აკმაყოფილებს დამაჯერებლობისა და უტყუარობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.

 

4.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ სატრანსპორტო დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რო-------–----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რო-------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რო-------–----–-–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ავტომობილი ,,მ-–----–ი’’ სახელმწიფო ნომრით X-------- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი