გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002638741
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27294-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ა

წარმომადგენელი - ნ-----–----------–----–--ე

მოპასუხე - შპს ,,ვ----------------''

წარმომადგენლები: თ---------–--ე, ა---------–---------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ვ----------------ს'' ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 3937.60 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,ვ----------------''-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა ს----------–----------------------–-–-ასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 7--------- N1------- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნახევარი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ბოლო მიწოდება განხორციელდა 24 აპრილს 34 დღის დაგვიანებით, ხოლო საქონლის მეორე ნახევარი უნდა მოეწოდებინა 2018 წლის 15 აპრილს, რომლის მოწოდება განხორციელდა 27 აპრილს, 12 დღის დაგვიანებით. (სასაქონლო ზედნადებები; Nე-–-----------; Nე-–-----------; Nე-–-----------; Nე-–-----------, Nე-–-----------)

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 7--------- N1------ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრას ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5% -ის ოდენობით.

ვინაიდან პირველი ეტაპის მოწოდება განხორციელდა 34 დღის, ხოლო მეორე ეტაპის მოწოდება 12 დღის დაგვიანებით, საურავმა ჯამში შეადგინა 3937.60 ლარი (დღეში 85.60 ლარი).

ზემოაღნიშნული საურავის შესახებ შპს „ვ----------------ს“ ეცნობა2018 წლის 28 მაისის N1------ წერილით. საურავი უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარმოედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულება მის მიერ სრულად იქნა შესრულებული და მოსარჩელე მხარეს არ მიდგომია ზიანი დაგვიანების გამო; ამასთან მიწოდების დაგვიანება გამოწვეული იყო მოპასუხისაგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებით; რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის განმარტებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რადგან გამოთვლილია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და არა მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 500 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 7 მარტს ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ასა და შპს ,,ვ----------------ს'' შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დანართ N1-ით განსაზღვრული პირადი ჰიგიენის საშუალებების (ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, საპონი) შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 17120 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა პირადი ჰიგიენის საშუალებების მიწოდების ვადა მოთხოვნილი მოსაწოდებელი საქონლის ნახევარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში, მეორე ნახევარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 7--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მიმწოდებელს შემსყიდველისათვის პირველ ეტაპზე საქონელი უნდა მიეწოდებინა 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით, თუმცა მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 24 აპრილს - 34 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ეტაპზე საქონელი უნდა მიეწოდებინა 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით, თუმცა მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 27 აპრილს - 12 დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 27-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2018 წლის 28 მაისს ს----------–----–-----------------------------მ წერილობითი მიმართვით, შპს ,,ვ----------------ს'' აცნობა, რომ საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 3937.60 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–----–-----------------------------ს წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის შემსყიდველისათვის დაგვიანებით მიწოდების ობიექტური მიზეზების არსებობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა არსებობის ან არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი სწორედ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტაციის საწინააღმდეგოზე მეტყველებს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი) .

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა 17120 ლარის ღირებულების პირადი ჰიგიენის საშუალებები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა შესყიდული პირადი ჰიგიენის საშუალებების ჩამონათვალი და მიწოდების ვადები.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

დადგენილია, რომ მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე მისაწოდებელი საქონელი ნაცვლად 2018 წლის 21 მარტისა შემსყიდველს მიაწოდა 2018 წლის 24 აპრილს - 34 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ეტაპზე ნაცვლად 2018 წლის 15 აპრილისა, პროდუქცია მიაწოდა 2018 წლის 27 აპრილს - 12 დღის დაგვიანებით.

 

დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ს----------–----–-----------------------------მ შპს ,,ვ----------------ს'' დააკისრა პირგასამტეხლო.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

2018 წლის 7 მარტს ს----------–----–-----------------------------სა და შპს ,,ვ----------------ს'' შორის დადებული N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 3937.60 (85.60 ლარი X 46 დღეზე) ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას;

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 0,05%-ის ოდენობით, თუმცა იმ მოცემულობიდან გამომდინარე რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი 500 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-3 და 208-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ამ ნაწილში სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია, 2018 წლის 7 მარტს ს----------–----–-----------------------------სა და შპს ,,ვ----------------ს'' შორის დადებული N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელსეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადაგადაცილებისათვის შპს ,,ვ----------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, შპს ,,ვ----------------''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად 3.75 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი შპს ,,ვ----------------''-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,ვ----------------''-ს ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 7--------- N1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს გადახდა 500 ლარის ოდენობით.

3. შპს ,,ვ----------------''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 3.75 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო მამულაშვილი