გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35115-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ა
წარმომადგენელი - მ--------------
მოპასუხე - შპს ,,G----------------------ი''
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,G----------------------ის'' ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 902.78 ლარის ოდენობით;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,G----------------------ის'' ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა ს----------–----------------------–-–-ასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის N1------ ხელშეკრულების და 2018 წლის 5 სექტემბრის N2------ წერილის საფუძველზე, მოსარჩელისათვის 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1140 ლარის ღირებულების 3000 კგ. მარილი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 04 ოქტომბერს 23 დღის დაგვიანებით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრას ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15% -ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 902.78 ლარი (დღეში 39.25 ლარი).
ზემოაღნიშნული საურავის შესახებ შპს ,,G----------------------ის'' ეცნობა 2018 წლის 10 ოქტომბრის N2------ წერილით. საურავი უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარმოედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ მის მიერ ნამდვილად იქნა დარღვეული პროდუქციის მიწოდების ვადები, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0.05%-მდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 30 იანვარს ს----------–----–-----------------------------სა და შპს ,,G----------------------ის'' შორის დაიდო N1------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა კაკაოს, მარილის, ძმრის (ღვინის) შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 26 167.50 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა კაკაოს, მარილის, ძმრის (ღვინის) მიწოდების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოთხოვნის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან - შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად) ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 05 სექტემბრის წერილით მოპასუხეს დაევალა 3000 კილოგრამი მარილის მიწოდება 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 30 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება (;
- ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 05 სექტემბრის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. მოპასუხემ მოსარჩელისათვის 3000 კილოგრამი მარილის მიწოდება 2018 წლის 11 სექტემბრის ნაცვლადგანახორციელა 2018 წლის 4 ოქტომბერს - 23 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადები;
- მიღება-ჩაბარების აქტი N2------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. 2018 წლის 10 ოქტომბერს ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ამ წერილობითი მიმართვით, შპს ,,G----------------------ის'' აცნობა, რომ საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 902.78 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის წერილობითი მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 30 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა შესყიდული საქონლის ჩამონათვალი და მიწოდების ვადა, ხოლო მოსარჩელის 2018 წლის 5 სექტემბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოპასუხის ვალდებულებად განისაზღვრა შემსყიდველისათვის 3000 კილოგრამი მარილის მიწოდება - 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ მისაწოდებელი საქონელი ნაცვლად 2018 წლის 11 სექტემბრისა შემსყიდველს მიაწოდა 23 დღის დაგვიანებით _ 2018 წლის 4 ოქტომბერს.
დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ს----------–----–-----------------------------მ შპს ,,G----------------------ის'' დააკისრა პირგასამტეხლო.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
2018 წლის 30 იანვარს ს----------–----–-----------------------------სა და შპს ,,G----------------------ის'' შორის დადებული N1------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც შეადგენს 902.78 ლარს _ ხელშეკრულების საერთო ღირებულების ( 26 167.50 ლარი) 0.15%-ს (დღეში 39.25 ლარი) ვადაგადაცილებულ 23 დღეზე გადაანგარიშებით;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტიაციას პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, დაანგარიოშებული პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს შესასრულებელი ვალდებულების 0.05%-ით, ამასთანავე პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან (1140 ლარიდან) და არა ხელშეკრულების ღირებულებიდან. შედეგად, შპს ,,G----------------------ი''-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 13.11 ლარს (0.57 X 23 დღეზე).
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, შპს ,,G----------------------ი''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად 0.36 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ შპს ,,G----------------------ი''-ს დაეკისროს, 2018 წლის 30 იანვრის 1------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 13.11 ლარის ოდენობით.
3. შპს ,,G----------------------ი''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს _ 0.36 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოს მხარეებს, რომ ვინაიდან განხიულ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე: ნინო მამულაშვილი