გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1297-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ს-----------------–-------------------–---’’;
წარმომადგენელი - ე-----------------;
მოპასუხე - ქ. თბილისის საკრებულო;
წარმომადგენელი - ფ---------–-------;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ--------–---;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ს------- ჭ--------;
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური (ასკ 16.1);
წარმომადგენელი - თ--------–---;
მესამე პირები - შპს ,,გ------------------’’; შპს ,,ბ-------------’’ (ასკ 16.2);
წარმომადგენლები - გ--------------- დ----------–-----;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებით დადგენილი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ნაწილი, ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- ნაკვეთისთვის სსზ-1 მინიჭების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- მიწის ნაკვეთს მიენიჭა სსზ-1.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------ ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანება.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის N------ ბრძანება მოსარჩელის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ საკუთრებაშია დ------ მასივში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ს-–--------–- ბაზით, რომელიც ფუნქციონირებს მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამავე უბანში მომიჯნავედ არსებობს სხვა ს-–--------–- ბაზები: რაგბის, კალათბურთის, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა. ეს ტერიტორია (კვარტალი) შერჩეულ იქნა როგორც მყუდრო ადგილი სპორტსმენთა ვარჯიშისთვის და ეს კომპონენტი აუცილებელია ს-–--------–- ბაზების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. არცერთ ქვეყანაში ს-–--------–- ბაზები არ არსებობს მჭიდროდ დასახლებულ ან საქმიან ზონაში. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ მიიღო N6--- გადაწყვეტილება და ამ უბანს გადაწყვეტილების გენ-გეგმის გრაფიკული ნაწილით მიენიჭა სარეკრიაციო ზონა 2 (სპორტული ბაზების ადგილმდებარეობის მიხედვით). მის მომიჯნავედ კი ფუნქციურ ზონად განისაზღვრა სსზ-1, რაც ითვალისწინებს მაღალსართულიანი კომპლექსების მშენებლობას. ამ ფუნქციური ზონის მინიჭების შემდეგ ამ უბანში დაიწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ხოლო ამჟამად მოსარჩელის ნაკვეთის მომიჯნავედ გაიცა 18-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. კორპუსი სტადიონიდან დაშორებული იქნება 12 მეტრით, რაც მიუღებელია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით და სპორტსმენთა და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. თავდაპირველად, როცა მშენებლობა დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენდებოდა 2-3-სართულიანი სპორტული ან სავაჭრო ტიპის შენობა-ნაგებობა, რაც არ შელახავდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. თუმცა, მას შემდეგ რაც 2017 წლის 18 მაისს მოსარჩელემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, აღმოჩნდა, რომ მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მოპასუხემ მშენებარე კორპუსის თაობაზე დოკუმენტაცია მხარეს გადასცა მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისს.
მოსარჩელის განმარტებით, თუ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი მართლაც იმ სახით აშენდა, როგორიც ეს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვაშია ასახული, მაშინ საფრთხე შეექმნება მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცული არ არის თბილისის საკრებულოს მიერ 2016 წლის 24 მაისის N-4-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მოთხოვნები. როგორც ირკვევა, მოპასუხეს საერთოდ არ უხელმძღვანელია აღნიშნული ნორმატიული აქტით და ხელმძღვანელობდა ამ დროისთვის უკვე გაუქმებული დადგენილებით. ამის გამო, დამტკიცებულ პროექტში დარღვეულია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტთან დაკავშირებული რეგულაცია, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლე, მოშენების ფართი და სხვა.
გარდა ზემოაღნიშნული დარღვევებისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის აუცილებლად მიწვეული უნდა ყოფილიყო სამშენებლო პროექტის განხილვისას გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ მომიჯნავედ დაგეგმილი შენობა მას აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, რაც გამოიხატება ამ კორპუსის აშენების შემთხვევაში ს-–--------–- ბაზის ფუნქციის დაკარგვაში. ეს ბაზა წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო დონის საწვრთნელ ბაზას, აქედან გამომდინარე, ზიანი ადგება საჯარო ინტერესსაც.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის უშუალო ზიანის მიმყენებელი შეიძლება იყოს კონკრეტული მშენებლობის ნებართვა და არა კონკრეტულ საკადასტრო ერთეულზე არსებული ზონა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი და მიღებულ იქნა ახალი - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილება, შესაბამისად, 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილება აღარ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი და გაუგებარია მხარის იურიდიული ინტერესი ამ აქტთან მიმართებით.
2.1.1. მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე დამკვეთი შპს ,,გ------------------ს’’ მიერ წარმოდგენილი იქნა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ N57 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლისა და კანონმდებლობასთან შემოწმების შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა. არქიტექტურის სამსახურმა განმარტა, რომ იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება, ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედი რეგულირება. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ძალადაკარგული აქტი, არის უსაფუძვლო. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ სადავო ბრძანებები საფრთხეს უქმნის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მოსარჩელე თავის არგუმენტაციას მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე აფუძნებს.
2.1.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირების - შპს ,,გ-------------------’’ და შპს ,,ბ--------------ის’’ წარმომადგენლებს წერილობითი პოზიცია სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2.2. მესამე პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს-----------------–-------------------–---’’ (ს.ნ. 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს. რეგისტრაციის თარიღი: 02.0-.2001 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან), მომზადების თარიღი: 01.0-.2017 წ. (ს.ფ. 44-46, ტ. II);
3.1.2. შპს ,,გ------------------’’ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს. რეგისტრაციის თარიღი: 21.0-.2008 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან), მომზადების თარიღი: 07.09.2016 წ. (ს.ფ. 253-254, ტ. I);
3.1.3. ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიის ზონირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-40, ტ. I);
3.1.4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ისთვის (სსზ-1) დადგენილი კოეფიციენტებით: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0.7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსვობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-2=3.5; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი: კ-3=0.1.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის N5----- ბრძანებით ქ. თბილისში, მ----–-----------ში შპს ,,გ------------------ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის არქიტექტურული პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის N2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 147-149, ტ. II);
- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის N5----- ბრძანება (ს.ფ. 150, ტ. II);
3.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის N M1--------- გადაწყვეტილების თანახმად: შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთის (მის: თბილისი, მ----–---- ქ. ს---------------- წინ, ნაკვეთი 2----------------------------) მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ე----- მ----–----------ა, ხოლო შპს ,,გ------------------ს’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთის (მის: ქ. თბილისი, ქუჩა მ----–------, ს.კ. 0---------------) მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ე----- მ----–---- ქ. N---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის N M1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-55, ტ. II);
3.1.6. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებით დამტკიცდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიის ზონირება. ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილება (ს.ფ. 546-572, ტ. II);
3.1.7. შპს ,,ბ-------------’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს. რეგისტრაციის თარიღი: 0-.12.2015 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან), მომზადების თარიღი: 02.12.2016 წ. (ს.ფ. 169-170, ტ. II)
3.1.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ბ------ პ------- ქუჩა, ს/კ დ------------–-------–--------–-------, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 4------- კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან აღრიცხულია შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ე-----------–-------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 9688.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან აღრიცხულია შპს ,,გ------------------ს’’ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ-------–-----------------–-------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 4881.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან აღრიცხულია შპს ,,გ------------------ს’’ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ-------–-----------------–-------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან აღრიცხულია შპს ,,გ------------------ს’’ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ-------–-----------------–-------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 3307.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან აღრიცხულია შპს ,,გ------------------ს’’ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ-------–-----------------–-------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 9688.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან აღრიცხულია შპს ,,გ------------------ს’’ და შპს ,,ბ--------------ის’’ სახელზე. კერძოდ, შპს ,,გ------------------ს’’ საკუთრებაშია 6381 კვ.მ , ხოლო შპს ,,ბ--------------ის’’ საკუთრებაშია 3307 კვ.მ ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 181-182, ტ. II); (ს.ფ. 128-129, ტ. I); (ს.ფ.130- 131, ტ. I); (ს.ფ. 132-133, ტ. I); (ს.ფ. 134---5, ტ. I); (ს.ფ. 136-137, ტ. I);
3.1.9. ურბანისტი, არქიტექტურის დოქტორი - პ------------------ ქალაქგეგმარებითი დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მ----–------------–----------------------- ნაკვეთზე და მიმდებარედ საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი დადგენილია გენგეგმის მიერ. გენგეგმისთვის ზონის განსაზღვრის საფუძველია მისგან დამოუკიდებლად დამუშავებული და შესაბამისად 1960-იან წლებში პროექტის შესაბამისად რეალიზებული ,,დ------ მასივის’’ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ტერიტორიის არსებული ზონირება დღესაც ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისია, რაც დადასტურებულია განახლებული გენგეგმის ზონირებით. ამდენად, განსახილველი ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი ქალაქგეგმარებითი, სამართლებრივი და ნორმატიული თვალსაზრისით სამართლიანად არის შეფასებული და არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს როგორც მომიჯნავე, ასევე ამ კვარტლის ურბანულ განაშენიანებაზე და განვითარებაზე.
შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 27 ივნისის Nს----- საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მ----–-----------ში მრავალფუნქციური შენობის I ბლოკის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი (სტადია პროექტი) ფუძეების, საძირკვლების და სხვა ძირითადი კონსტრუქციების პროექტი შესრულებულია კარგ დონეზე. წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს (სტადია პროექტი) შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 4 ნოემბრის Nს----- საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–--------–-----------ში ასაშენებელი 18-სართულიანი შენობის აღმოსავლეთ მხარეს განთავსებულია სპორტული მოედანი, რომლის ღობიდან შენობამდე მანძილი დაახლოებით 14.0 მეტრია. სამხრეთის მხარე შენობის საძირკვლის თათიდან მეზობლად არსებული სავაჭრო ცენტრის ავტოფარეხში ჩასასვლელი პანდუსამდე მანძილი 11 მეტრია. ამავე მანძილზეა დაშორებული სავაჭრო ცენტრის შენობის კუთხე ახალი შენობის საძირკვლის თათის კუთხიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით. ახალი შენობის ქვაბულის ძირი მიწის ზედაპირიდან ჩაღრმავებულია 4.40 მეტრზე. ამდენად, ქვაბულის ფერდების გაძლიერების გარეშეც, მის დამუშავებას გავლენა არ ექნება არსებულ (ზემოთ ჩამოთვლილ) ნაგებობებზე. ახალი სახლის გავლენა მომიჯნავე სახლებზე პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება.
შპს ,,კ--------’’ 2017 წლის 21 ივნისის Nს----- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 27 ივნისს შპს ,,კ--------’’ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა უცვლელი რჩება და მშენებარე ობიექტის კონსტრუქციები სათანადოდ არც შეცვლილა ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდგომ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის ტექნ. მეცნ. დოქტორის, პროფესორი გ. ჭ--------–---ს საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–--------–-----------ში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ცალკეული შენიშვნები სამუშაოების მიმართ, ავტორის მიერ მიღებულ იქნა და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. ამრიგად, წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის ტექნ. მეცნ. დოქტორის, პროფესორი გ. ჭ--------–---ს საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–--------–------------ში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ცალკეული შენიშვნები სამუშაოების მიმართ, ავტორის მიერ მიღებულ იქნა და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. ამრიგად, წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების 2017 წლის 5 ივლისის გეოლოგიური საექსპერტო დასკვნის დანართი N--ის თანახმად, მათ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად წინადადებისა - ,,პროექტით საკვლევ მოედანზე უნდა აშენდეს 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი’’ - უნდა მიეთითოს - ,,პროექტით საკვლევ მოედანზე უნდა აშენდეს 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი’’. ამასთან, დანართში აღნიშნულია, რომ მიწის ზედაპირის გეოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები მისამართზე: ქ. თ---–-------------–-------------------–-----------------------–-------------–----------) საშუალებას იძლევა, აშენდეს მაღლივი კორპუსები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქგეგმარებითი დასკვნა (ს.ფ. 583-586, ტ. II);
-შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 27 ივნისის Nს----- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 310-311, ტომი I);
-შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 4 ნოემბრის Nს----- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 499, ტ. II)
-შპს ,,კ--------’’ 2017 წლის 21 ივნისის Nს----- დასკვნა (ს.ფ. 142, ტ. II);
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 317-318, ტ. I);
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების საექსპერტო დასკვნა, დანართი N- (ს.ფ. 83-84, ტ. II); (ს.ფ. 56 ტ. II);
3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------ ბრძანებით, გაიცა ქ. თბილისში, ს--------------------------–-----------–-- შპს ,,გ------------------ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------ ბრძანება (ს.ფ. 118-120, ტომი I);
3.1.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ე--------–------------ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის I ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 12 943.5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 7 529,9 კვ.მ, კომერციული ფართობი: 2 286.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1 006.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 10-6.3 კვ.მ, ასევე სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 27 მარტის N A-------- განაცხადით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანება (ს.ფ. 121-124, ტ. I);
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანება (ს.ფ. 125-127, ტ. I);
3.1.12. საპროექტო ორგანიზაცია ,,H------------’’-ს მიერ შეფასებულ იქნა ქ. თბილისი, ,,დ------------–----’’ ს-–--------–- ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანება არქიტექტურულად. აღნიშნული შეფასების თანახმად, კვლევაში გამოიკვეთა, რომ მოცემული ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება არღვევს კერძო და საჯარო ინტერესებს. კვლევაში გამოიკვეთა, რომ საწყის ეტაპზე ქ. თბილისის უფლებრივი ზონირების გეგმის შედგენისას არ მოხდა არსებული სიტუაციის საფუძვლიანი შესწავლა, ზონირება მინიჭებულია ზედაპირული შეფასებით. არსებითი პირობები გამოიკვეთა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემისას, რომლის საფუძველზეც გაიცა მშენებლობის ნებართვები. დარღვეულია საქართველოში მოქმედი კანონი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი საფუძვლების შესახებ. დარღვეულია ქ. თბილისის საკრებულოს 27.0-.2009 წ. N4--- დადგენილება. დარღვეულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-არსებული განაშენიანების არქიტექტურული შეფასება, საპროექტო ორგანიზაცია ,,H------------’’, 2017 წლის თებერვალი (ს.ფ. 41-50, ტ. I);
3.1.1-- 2017 წლის 12 ივნისს შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ წარმომადგენელმა გ---------------–---- ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-12.06.2017 წ. ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 148-152, ტ. I);
-განცხადების მიღების ბარათი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ს.ფ. 153, ტ. I);
3.1.14. შპს ბ--------------ის’’ დირექტორების 2017 წლის 15 ივნისის თანხმობის მიხედვით, წინამდებარე დოკუმენტით შპს ,,ბ-------------’’ აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ შპს ,,გ------------------მ’’ შპს ,,ბ--------------ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ე--------–------------ ს.კ. 0---------------) აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-15.06.2017 წ. თანხმობა (ს.ფ. 160, ტ. II);
3.1.15. შპს ,,გ-------------------’’ დირექტორმა 2017 წლის 20 ივნისს წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურს და აცნობა, რომ ქ. თბილისში, ე-------–------------ში (ს.კ. 0---------------) მშენებლობასთან დაკავშირებით კონსტრუქციული და გეოლოგიური საექსპერტო დასკვნები არის უცვლელი. კორპუსის არქიტექტურული კორექტირება არ ითვალისწინებს შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასა და საიმედოობის ცვლილებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-20.06.2017 წ. მიმართვა (ს.ფ. 141, ტომი II);
3.1.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის N------ ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ წარმომადგენლის გ--- კ----------–---- N2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის05.07. 2017 წ. N------ ბრძანება (ს.ფ. 210-222, ტ. I);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ივლისის N------ ბრძანება, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებასთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღნიშნვას, რომ სასამართლო როგორც ინდივიდუალური, ისე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.
7.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებით დადგენილი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ნაწილობრივ, (ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- ნაკვეთისთვის სსზ-1 მინიჭების ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილების ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომლითაც ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- მიწის ნაკვეთს მიენიჭა სსზ-1) ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.
რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ,ამავდროულად ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოყენება და განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებსა და მოთხოვნებს, ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტი განმარტავს სივრცითი მოწყობის ტერმინს და ადგენს, რომ ეს არის ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები, ხოლო ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა.
ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) მიწათსარგებლობის ზონების შესაძლო სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი; ბ) ცალკეულ ზონებში ტერიტორიების გამოყენების სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები. ტერიტორიების განაშენიანების თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) თითოეული ზონისათვის განაშენიანების (სამშენებლო განვითარების) პარამეტრები და მათი მაქსიმალური ან/და მინიმალური მაჩვენებლები; ბ) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა (საჭიროების შემთხვევაში).
ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, რომელიც ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
ამავე კანონის 25-ე მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრებოდა ამ კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის სპეციალურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება. ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად, დედაქალაქის უფლებამოსილებას ამავე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებების გარდა წარმოადგენდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები. ამავე კანონის მე-12 მუხლის „კ“ პუნქტით, თბილისის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება. სანამ ქ. თბილისის მერიიდან მოხდება საკითხის წარდგენა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსახილველი საკითხები განიხილება ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე. კომისია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერის სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოსა და ქალაქ თბილისში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებული საკანონმდებლო აქტები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, საქართველოს 02/05/2014 №1958 ორგანული კანონით - ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის’’ 166-ე მუხლის დანაწესით.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და განმარტავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. მოცემულ მუხლში მითითებული უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას წარმოადგენს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება.
ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6--- გადაწყვეტილებით დამტკიცებულია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო-სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით.
7.3. ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №2----- დადგენილების თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, ხოლო “ჩარჩო გეგმა” – ფუნქციურად და გეგმარებითად ერთიანი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებლივი დოკუმენტი. დადგენილი პროცედურის და პირობების ფარგლებში განსაზღვრავს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი'', რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამ კანონის მე-16 მუხლი ეხება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებს და ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება. კანონის 54-ე მუხლი კი ადგენს მერის უფლებამოსილების საკითხებს და განსაზღვრავს, რომ მერის უფლებამოსლება აღმასრულებელი საქმიანობის სფეროებში არის შეიმუშავოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები. სასამართლო ასევე მოიხმობს ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკმბრის N 16-32 დადგენილებას ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ'', რომლის თანახმადაც განსაზღვრულია და დამტკიცებული საბჭოს სტრუქტურა და კომპეტენციები. საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, რომლებიც შეისწავლიან და ამზადებენ რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონების შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე შესაბამის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალების გაცემისათის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. საბჭო თავის მხრივ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონის ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ'' და სხვა. მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმით დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქალაქის მერი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დადგენილების პროექტს და შესაბამისად ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ძირითად აქტში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიის ზონირება. აღნიშნული დადგენილებით, მიწის ნაკვეთს ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- მიენიჭა სსზ-1.
დადგენილია ასევე, რომ ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებით დამტკიცდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ქ. თბილისის ტერიტორიის ზონირება. ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილება. აღნიშნული დადგენილებით, მიწის ნაკვეთს ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- მიენიჭა სსზ-1.
მოსარჩელე მხარე წარმოდგენილ სარჩელში მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ის დანაწესები, რომლის საფუძველზეც მას ადგება ზიანი, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა კონკრეტულად რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში მოსარჩელე არ განმარტავს, ასევე ვერ ასაბუთებს რა სახის უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა მას სადავო ნორმატიული აქტის მიღებით.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ურბანისტი, არქიტექტურის დოქტორი - პ------------------ ქალაქგეგმარებითი დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, მ----–------------–----------------------- ნაკვეთზე და მიმდებარედ საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი დადგენილია გენგეგმის მიერ. გენგეგმისთვის ზონის განსაზღვრის საფუძველია მისგან დამოუკიდებლად დამუშავებული და შესაბამისად 1960-იან წლებში პროექტის შესაბამისად რეალიზებული ,,დ------ მასივის’’ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ტერიტორიის არსებული ზონირება დღესაც ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისია, რაც დადასტურებულია განახლებული გენგეგმის ზონირებით. ამდენად, განსახილველი ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი ქალაქგეგმარებითი, სამართლებრივი და ნორმატიული თვალსაზრისით სამართლიანად არის შეფასებული და არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს როგორც მომიჯნავე, ასევე ამ კვარტლის ურბანულ განაშენიანებაზე და განვითარებაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-----------------–--------------“ სარჩელი ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6--- გადაწყვეტილებით დადგენილი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ნაწილობრივ, (ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- ნაკვეთისთვის სსზ-1 მინიჭების ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილების ნაწილობრივ (ს.კ. 0--------------- (ამჟამად 0--- ნაკვეთისთვის სსზ-1 მინიჭების ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
7.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვალად დაუდო თავის გადაწყვეტილებას.
მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
7.7. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
7.8. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ხოლო ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ - სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ - სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ხოლო 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიებია: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. მე-3 ნაწილი ითვალისწინებს, რომ IV კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე. მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ IV კლასის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ საპროექტო ობიექტი მიეკუთვნება IV კლასის შენობას, სადაც მშენებლობა დასაშვებია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და რაც ნიშნავს იმას, რომ IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე.
დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის N2----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,გ-------------------“ NAR1----- განცხადება და დადგენილ იქნა ქ. თბილისში, მ----–-----------ში ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ისთვის (სსზ-1) დადგენილი კოეფიციენტებით: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0.7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსვობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-2=3.5; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი: კ-3=0.1.
დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის N5----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,გ------------------ს’’ განცხადება და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისში, მ----–-----------ში (ს.კ. 0---------------) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის არქიტექტურული პროექტი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ასევე, რომ შპს ,,გ-------------------“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ შესაბამისად 2016 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ქ.თბილისში, ე-----------–---------------ში (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მის მიერ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იქნა ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მისაღებად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ იქნა შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 27 ივნისს Nს----- საექსპერტო დასკვნა, (ქ. თბილისში, მ----–-----------ში მრავალფუნქციური შენობის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე) რომლის თანახმად, ქ. თბილისში, მ----–-----------ში მრავალფუნქციური შენობის I ბლოკის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი (სტადია პროექტი) ფუძეების, საძირკვლების და სხვა ძირითადი კონსტრუქციების პროექტი შესრულებულია კარგ დონეზე. წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს (სტადია პროექტი) შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
ასევე წარდგენილ იქნა შპს ,,კ--------’’ 2016 წლის 4 ნოემბრის Nს----- საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–--------–-----------ში ასაშენებელი 18-სართულიანი შენობის აღმოსავლეთ მხარეს განთავსებულია სპორტული მოედანი, რომლის ღობიდან შენობამდე მანძილი დაახლოებით 14.0 მეტრია. სამხრეთის მხარე შენობის საძირკვლის თათიდან მეზობლად არსებული სავაჭრო ცენტრის ავტოფარეხში ჩასასვლელი პანდუსამდე მანძილი 11 მეტრია. ამავე მანძილზეა დაშორებული სავაჭრო ცენტრის შენობის კუთხე ახალი შენობის საძირკვლის თათის კუთხიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით. ახალი შენობის ქვაბულის ძირი მიწის ზედაპირიდან ჩაღრმავებულია 4.40 მეტრზე. ამდენად, ქვაბულის ფერდების გაძლიერების გარეშეც, მის დამუშავებას გავლენა არ ექნება არსებულ (ზემოთ ჩამოთვლილ) ნაგებობებზე. ახალი სახლის გავლენა მომიჯნავე სახლებზე პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება.
ნებართვის გამცემ ორგანოში ასევე წარდგენილ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის ტექნ. მეცნ. დოქტორის, პროფესორი გ. ჭ--------–---ს საექსპერტო დასკვნები, რომელთა თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–--------–-----------ში და 9--–- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ცალკეული შენიშვნები სამუშაოების მიმართ, ავტორის მიერ მიღებულ იქნა და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. ამრიგად, წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების 2017 წლის 5 ივლისის გეოლოგიური საექსპერტო დასკვნის დანართი N--ის თანახმად, მათ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად წინადადებისა - ,,პროექტით საკვლევ მოედანზე უნდა აშენდეს 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი’’ - უნდა მიეთითოს - ,,პროექტით საკვლევ მოედანზე უნდა აშენდეს 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი’’. ამასთან, დანართში აღნიშნულია, რომ მიწის ზედაპირის გეოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები მისამართზე: ქ. თ---–-------------–-------------------–-----------------------–-------------–----------) საშუალებას იძლევა, აშენდეს მაღლივი კორპუსები.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------ ბრძანებით, გაიცა ქ. თბილისში, ს--------------------------–-----------–-- შპს ,,გ------------------ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი ბლოკის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით. ამავე ბრძანებით დამკვეთს განემარტა, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 61-ე მუხლის და ,,მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 28.0-.2007 წლის N62 დადგენილებით) მოთხოვნათა შესაბამისად; კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან. სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს შპს ,,გ-------------------“ NAR4----- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული პროექტის ცვლილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ე--------–------------ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის I ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული ბრძანებაში მითითებულია შემდეგი ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: მიწის ნაკვეთის ფართობი - 9688.0 (კვ.მ); განაშენიანების ფართობი - 1252.0 (კვ.მ); საერთო ფართობი - 12957.0 (კვ.მ); საცხოვრებელი ფართობი - 7525.6 (კვ.მ); კომერციული ფართობი - 2306.7 (კვ.მ); საზაფხულო ფართობი - 1005.1 (კვ.მ); კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 10-5.0 (კვ.მ); ავტოსადგომის ფართობი - 1084.6 (კვ.მ); სამშენებლო მოცულობა - 43724.5 (კუბ.მ); 0.00 ნიშნულის ზევით - 39837.1 (კუბ.მ); .0.00 ნიშნულის ქვევით - 3887.4 (კუბ.მ); შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე - 57.5 (მ); .0.00 ნიშნულის ზევით - 54.2 (მ); .0.00 ნიშნულის ქვევით - 3.3 (მ); კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში) - 1191.1 =0.1; კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში) - 12259.4=1.3; კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში) - 1846.2= 0.2
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 12 943.5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 7 529,9 კვ.მ, კომერციული ფართობი: 2 286.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1 006.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 10-6.3 კვ.მ, ასევე სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 27 მარტის N A-------- განაცხადით წარდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსის გათვალისწინებით, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს და შეფასდეს, რამდენად კანონშესაბამისად განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემა.
7.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05/24/2016 N 14-39 დადგენილებით). აღნიშნული წესები არეგულირებდა ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავდა ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის” 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (მათ შორის ჩიხს), ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით, ხოლო 15-ე პუნქტის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ამავე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე; ბ) 3.0 მ-დან 7.5 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე; გ) 7.5 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე ნორმის მე-20 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია. ნორმის 21-ე მუხლი ითვალისწინებდა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით ასევე დასაშვები დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობას, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3.5 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 5.0 მეტრს.
საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2016 წლის 9 ნოემბერს დაიყო სამ ნაწილად და დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ნაკვეთებს მიენიჭათ საკადასტრო კოდები: N0---------------; N0--------------- და N0---------------. 2017 წლის 05 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ 2017 წლის 5 იანვარს აღნიშნული მიწის ნაკვეთები კვლავ გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი: N0---------------. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 6381 კვ.მ ფართობის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „გ------------------“, ხოლო 3307.00 კვ.მ- მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს კი შპს „ბ-------------“.
2016 წლის 24 ოქტომბრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახამდ ირკვევა, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ბ------ პ------- ქუჩა, ს/კ დ------------–-------–--------–-------, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 4------- კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან აღრიცხულია შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ს-----------------–-------------------–---ს“ საკუთრებაში არსებულ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და საპროექტო, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს სამეზობლო საზღვარი. შესაბამისად, მათ მიმართ ვრცელდება შენობა-ნაგებობათა მიჯნის ზონაში განთავსების წესები. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით დაშორება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვარსა და საპროექტო შენობა-ნაგებობას შორის შეადგენს: „ა-ი“ ფასადის მხარეს 18,71 მეტრს, ხოლო „6-1“ ფასადის მხარეს - 47,39 მეტრს. ამდენად, ვინაიდან, დაშორება 7,5 მ-ზე მეტია, შენობა-ნაგებობისა და სხვა არქიტექტურული დეტალების მიჯნის ზონაში განთავსების შეზღუდვა განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება და ღია ნაწილები შესაძლებელია განთავსდეს საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე. შესაბამისად, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულია მიჯნის ზონაში შენობა-ნაგებობისა და მისი ნაწილების განთავსების წესი, რაც სრულად უზრუნველყოფს ჩაუხედავობის პრინციპის დაცვას. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა მითითებას, რომ მათ გამოიკვლიეს სადავო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთთა სტატუსი და გადაწყვეტილება მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის შემდეგ იქნა მიღებული.
მოსარჩელე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იწვევს მის საკუთრებაში არსებული შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შექმნას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები: საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად. ამავე დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.“ ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა, რომელზეც დაგეგმილია მშენებლობა, არ განიხილება მშენებლობის ნებართვის გაცემის აუცილებელ პირობად. განსახორციელებელი მშენებლობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება უნდა განხორციელდეს მშენებლობის დაწყებამდე, ხოლო თუკი სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთის მიერ მოსაპოვებელ დოკუმენტს და არა მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობას. შესაბამისად, ის მოტივი, რომ სადავო მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით საფრთხე ექმნება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება ვერ გახდება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე უთითებს იმ გარემოებას, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთს ჰყავს თანამესაკუთრე - შპს „ბ-------------“, რომლის ნება მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, არ ყოფილა შეფასებული ნებართვის გამცემი ორგანო მიერ, რის გამოც განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცინტის გაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო არა მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის (9688 კვ.მ), არამედ მხოლოდ შპს „გ------------------ს“ კუთვნილი 6381 კვ.მ-ის ფარგლებში.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, „მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.“ ამავე წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, „მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების, აგრეთვე სრულ სართულთან, ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.“
მოცემულ შემთხვევაში, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 9688 კვ.მ-ს, რომელიც თანამესაკუთრეებს შორის გაყოფილია იდეალური წილების სახით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი შპს ბ--------------ის’’ დირექტორების 2017 წლის 15 ივნისის თანხმობაზე, რომლის მიხედვით, წინამდებარე დოკუმენტით შპს ,,ბ-------------’’ აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ შპს ,,გ------------------მ’’ შპს ,,ბ--------------ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ე--------–------------ ს.კ. 0---------------) აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, მოცემულ პირობებში მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.“
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებით გასწორდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებაში შეცდომით მითითებული ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანება გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და ასევე მისი კანონიერება ფასდება არა დამოუკიდებლად, არამედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N°3------ ბრძანებასთან ერთად. ამასთან, დადგენილია, რომ საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის III და IV კლასების სანებართვო განყოფილების უფროსის მიხეილ ბუჯიაშვილის განმარტებას, რომლის თანახმად, შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N3------ ბრძანებასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებები. მოსარჩელემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 ივლისის N2------, 2017 წლის 18 იანვრის N3------ და 2017 წლის 20 აპრილის N3------ ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნების ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აქტების გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. ამდენად, არსებულ ვითარებაში, სასამართლო ვერ იმსჯელებს სამომავლო სავარაუდო ფაქტებზე და განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს სადავო აქტების კანონიერებას სამომავლო აბსტრაქტული და სავარაუდო საფრთხის წარმოშობასთან მიმართებით, არამედ ხელმძღვანელობს არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.
„ადმინისტრაციული აქტი, როგორც გენერალური მოწესრიგების, სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს მიუხედავად აქტის აღმჭურველი თუ ამკრძალავი ხასიათისა, რამდენადაც ერთი პირისათვის აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა მესამე პირების უფლებების შეზღუდვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-201-195 (კ-09)).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მესამე პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის მიმართ უდავოდ დადგენილია, რადგან გასაჩივრებული აქტების საფუძველზე დაწყებული იყო მშენებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და საპროექტო ტერიტორიის განლაგების მიიჩნევს, რომ არ იკვეთება მოსარჩელის კანონით დაცულ ინტერესთა და უფლებათა იმგვარი ხელყოფა, რომელიც სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას განაპირობებდა. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში ადგილი ექნება მიწის მშენებლობის მწარმოებელი პირისთვის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, განსხვავებით მოსარჩელისაგან. მოსარჩელისათვის მიყენებული ან/და მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტი განსახილველი დავის ფარგლებში არ დგინდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის” 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მესამე პირის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა, მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 24.0-.2009 წლის N57 დადგენილების 35-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების უგულებელყოფა, წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
7.10. მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის N------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის N------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს-----------------–-------------------–---ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი