გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210016001526656
N2/854-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ფრ-----------–--–---–ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - მი–----------–---–ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - სვ----–-------------ი
წარმომადგენელი - ხა---------------–---–ი
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: სე--------------ი (არ გამოცხადდა)
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (წარმომადგენელი არ გამოცხადდა)
თარჯიმანი - ევ------------------ი
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, საკადასტრო კოდით 83.04.09.4--, მოპასუხე სვ----–-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-11).
1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
1.2.1. 2014 წლის 05 თებერვალს, სე--------------ის სახელით ვა-----------------ის მიერ თავის თავთან, უძრავ ქონებაზე - მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, საკადასტრო კოდით 83.04.09.4--, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2.2. 2015 წლის 19 აგვისტოს, ვა-----------------სა და ფრ-----------–--–---–ს შორის, უძრავ ნივთზე მდებარე, მა-------–--------------------–------------–ი, საკადასტრო კოდით 83.04.09.4--, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ. 66-79).
2.1. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ის სახელზე აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, საკადასტრო კოდით 83.04.09.4--. მოსარჩელის მითითებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობს სვ----–-------------ი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-11).
2.2. მოპასუხე სვ----–-------------ის პოზიცია
მოპასუხე სვ----–-------------მა ფრ-----------–--–---–ის სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ სადავო სახლი ეკუთვნის მას, ხოლო ფრ-----------–--–---–ს უკანონოდ აქვს გაფორმებული. ადმინისტრაციული წესით ყველა რეგისტრაცია ბათილად არის ცნობილი, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და იხილება ზემდგომ სასამართლოში (იხ. შესაგებელი ს.ფ. 22-29).
2.3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სვ----–-------------ი არის მისი აწ გარდაცვლილი მამის, ამ----–-------------ის კომლის წევრი, მათ საკუთრებაში ჰქონდათ უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, სადაც ცხოვრობს დღემდე. მოპასუხის მშობლები გარდაიცვალნენ. 2015 წლის 29 ივლისს, სვ----–-------------მა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქონების დარეგისტრირება, სადაც განუცხადეს უარი იმ საფუძვლით, რომ ქონება სხვის სახელზე იყო აღრიცხული. როგორც შემდგომ გაირკვა, სადავო ქონება სე-------------ს თავის სახელზე დაურეგისტრირებია 2001 წელს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა N764 საგადასახადო სიის საფუძველზე, თუმცა ასეთი სია ბუნებაში არ არსებობს. სე-------------ი იყო გა-–---------------ის კომლის წევრი და მათ საგადასახადო სიით დარეგისტრირებული აქვთ ის ქონება, რომელიც 2005 წლის 11 ნოემბერს მიყიდეს გუ-------–-----ს. აღნიშნულის შემდეგ, საჯარო რეესტრმა ამ----–--------------ს ქონება 2013 წლის 13 დეკემბერის საარქივო ცნობის საფუძველზე უკანონოდ დაარეგისტრირა სე-------------ის სახელზე ვა-----------------ის წარმომადგენლობით. 2012 წლის 13 ივლისს, საჯარო რეესტრმა სადავო ქონება დაარეგისტრირა ვა-----------------ზე, რომელიც შემდგომ გააუქმა როგორც უკანონო რეგისტრაცია. 2014 წლის 05 თებერვალს, სადავო ქონება თავის თავზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიფორმა ვა-----------------მა. 2014 წლის 07 მარტს, ვა-----------------მა ფრ-----------–--–---–ისგან ისესხა 24000 აშშ დოლარი და სადავო ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ გააგრძელეს თანხის გადახდის ვადა. აღნიშნულის შემდეგ, ფრ-----------–--–---–ი წავიდა ვა-----------------ის სანახავად სადავო სახლში, მაგრამ ნახა, რომ იპოთეკით დატვირთულ ქონებაში ცხოვრობდა სვ----–-------------ი და მისგან და მეზობლებისგან შეიტყო, რომ ქონება არ ეკუთვნოდა ვა-----------------ს და იყო სვ----–-------------ის მამის კომლის. აღნიშნულ ქონებაში ჩაწერილი იყო სვ----–-------------ი, მამისგან დატოვებული ჰქონდა ანდერძი და დაბადებიდან იქ ცხოვრობდა. ამის შემდეგ, ფრ-----------–--–---–ი შეშინდა, რომ ვალს ვერ ამოიღებდა ვა-----------------ისგან და ვერც იპოთეკით დატვირთულ ქონებას ვერ გაიტანდა აუქციონზე და მოითხოვა სადავო ქონებაზე თვალთმაქცური და უკანონო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. 2015 წლის 19 აგვისტოს, ფრ-----------–--–---–მა და ვა-----------------მა დადეს თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ფასად მიუთითეს 35000 აშშ დოლარი, ისე რომ მყიდველს ფული არ გადაუხდია და დღემდე არც ნაყიდი ქონება არ მიუღია.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, დღეის მდგომარეობით ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულია სე-------------ის სახელზე არსებული რეგისტრაციები. შესაბამისად, სე-------------ი ვერ ჩაითვლება მესაკუთრედ, რომელსაც უფლება ექნებოდა გაეყიდა ქონება ვა-----------------ზე, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელს ფრ-----------–--–---–ზე. სე-------------ი არის სვ----–-------------ის მამის ამ----–--------------ს ძმის გა-–---------------ის მეუღლე, მან უკანონოდ დაირეგისტრირა თავის ქმრის ძმის ქონება და შემდეგ გაასხვისა. ვა-----------------ი და ფრ-----------–--–---–ი ვერ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ მყიდველებად, რადგან ვა-----------------მა ხელი შეუწყო სე-------------ს უკანონო რეგისტრაციების განხორციელებაში და მან იცოდა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე არ იყო სე-------------ი, ხოლო რაც შეეხება ფრ-----------–--–---–ს, მან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე იცოდა, რომ სადავო ქონება გამყიდველს არ ეკუთვნოდა (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ. 66-79, 14.03.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2.4. მოპასუხე ფრ-----------–--–---–ის პოზიცია სვ----–-------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
მოპასუხე ფრ-----------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 07 მარტს ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ფრ-----------–--–---–მა ვა-----------------ს ერთი წლის ვადით ასესხა 24000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 07 მარტი. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით. ვა-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული - მა-------–--------------------–-----------–ში მდებარე 3200.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1, ს/კ 83.04.09.4--. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა იპოთეკის ფასი 24000 აშშ დოლარი. 2015 წლის 15 თებერვალს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 14 აპრილი. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. ფრ-----------–--–---–მა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოინდომა ვადაზე ადრე, რაც ვა-----------------ის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. 2015 წლის 19 აგვისტოს, ფრ-----------–--–---–მა მესაკუთრე ვა-----------------ისგან შეიძინა მა-------–--------------------–-----------–ში სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული 3200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სადავო ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ფრ-----------–--–---–ის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრ-----------–--–---–ი არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და არ არსებობს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 128-136).
2.4. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია სვ----–-------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი ს.ფ. 301-309).
2.5. მოპასუხე სე-------------ის პოზიცია სვ----–-------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
მოპასუხე სე-------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია მისი პოზიცია სვ----–-------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე სვ----–-------------ი ცხოვრობს მა-------–--------------------–-----------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად, ფლობს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლს ფლობს მოპასუხე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 14.03.2019 სასამართლო სხდომის ოქმი).
- შესაგებელი (ს.ფ. 22-29)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მა-------–--------------------–-----------–ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 83.04.09.4--, აღრიცხულია მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ის საკუთრების უფლება.
უძრავ ქონებაზე, ფრ-----------–--–---–ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 13-14);
3.2.2. 2014 წლის 05 თებერვალს, სე-------------ის სახელით ვა-----------------მა თავის თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სე-------------მა გაყიდა, ხოლო ვა-----------------მა იყიდა უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, ს/კ 83.04.09.4--. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 25 000 ლარი.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მა-------–--------------------–------------–ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 83.04.09.4-- აღირიცხა ვა-----------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 89-90);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 81).
3.2.3. 2014 წლის 07 მარტს, ვა-----------------სა და ფრ-----------–--–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფრ-----------–--–---–მა ვა-----------------ს ასესხა 24000 აშშ დოლარი, 1 წლის ვადით, 2015 წლის 07 მარტის ჩათვლით. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა ვა-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, ს/კ 83.04.09.4--.
2015 წლის 14 აპრილს, ცვლილება იქნა შეტანილი ვა-----------------სა და ფრ-----------–--–---–ს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, გაგრძელდა სესხის დაბრუნების ვადა და დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 14 აპრილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.03.2014 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 94-98);
- 14.04.2015 წლის ცვლილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (ს.ფ. 99).
3.2.4. 2015 წლის 19 აგვისტოს, ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვა-----------------მა გაყიდა, ხოლო ფრ-----------–--–---–მა იყიდა უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, ს/კ 83.04.09.4--. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 35000 აშშ დოლარი.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მა-------–--------------------–------------–ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 83.04.09.4-- აღირიცხა ფრ-----------–--–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 86, 88);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 82).
3.2.5. 1997 წლის 17 ოქტომბერს, ამბარცუმ დავთიანმა მის საკუთრებაში არსებულ ქონება სრულად უანდერძა სვ----–-------------ს. ამ----–-------------- გარდაიცვალა 1999 წლის 27 სექტემბერს, ხოლო მისი მეუღლე ვა--------–----------ი 1993 წლის 20 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანდერძი (ს.ფ. 104-106);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 100-101).
3.2.6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სვ----–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული სე--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე - მა-------–--------------------–------------–ი საკადასტრო კოდით 83.04.03.02; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 თებერვლის №882013625128-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.04.2016 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 111-121);
3.2.7. 2017 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა ვა-----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 219);
3.2.8. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება და ფრ-----------–--–---–ისათვის ცნობილი იყო უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ვა-----------------ი. იმ მომენტისათვის, უძრავ ქონებაზე რაიმე შეზღუდვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. შეგებებული სარჩელის ავტორის ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე დავა ამ უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა (იხ. 14.03.2019წ. სხდომის ოქმი 11:57:51-11:58:12). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ფრ-----------–--–---–მა იცოდა, რომ ვა-----------------ი არ იყო ამ ქონების მესაკუთრე. სასამართლო სხდომაზე თავად შეგებებული სარჩელის ავტორმა სვ----–-------------მა განმარტა, რომ 2015 წლის ივლისის ან აგვისტოს თვეში, ზუსტად არ ახსოვს, მასთან მისული იყო ფრ-----------–--–---–ი და უთხრა, რომ ქონების მესაკუთრე იყო და მისცა 3 დღის ვადა სახლის დასაცლელად. აღნიშნულის შემდგომ მან გადაამოწმა საჯარო რეესტრში და აღმოჩნდა, რომ ქონება იყო ფრ-----------–--–---–ის სახელზე. აღნიშნული განმარტება ამყარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ფრ-----------–--–---–ი მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივიდა სადავო საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა მას სახლის გამოთავისუფლება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ მან, 2015 წლის 29 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. დადგენილია, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–------------–ი, ს/კ 83.04.09.4--. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გადამოწმებით დგინდება, რომ სვ----–-------------ის მიერ, 2015 წლის 29 ივლისს წარდგენილი განცხადება შეეხებოდა მა-------–--------------------–------------–ში მდებარე უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია: 83.04.03.0--. შესაბამისად, ვერც აღნიშნული განცხადებით გახდებოდა ფრ-----------–--–---–ისათვის ცნობილი მოსარჩელის პრეტენზიის შესახებ, რადგან საკადასტრო კოდზე: 83.04.09.4-- შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმებით სვ----–-------------ის განცხადება არ ფიქსირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფრ-----------–--–---–ისათვის ცნობილი იყო სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან დაკავშირებით მესამე პირის პრეტენზიის შესახებ, აკისრია თავად შეგებებული სარჩელის ავტორს, მან კი სასამართლოს ვერ დაუდასტურა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებას, რომ ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური, რადგან მყიდველს მისთვის თანხა არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი გასხვისებული იქნა 35 000 აშშ დოლარად. საქმეში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ ფრ-----------–--–---–მა ვა-----------------ს ასესხა 24000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მას ჰქონდა მოთხოვნის უფლება ვა-----------------ის მიმართ. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს, როგორც ფრ-----------–--–---–მა განმარტა, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ვა-----------------ს პროცენტის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 500 აშშ დოლარი, შესაბამისად, 11000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სწორედ სარგებლის თანხას. იმის გათვალისწინებით, რომ ფრ-----------–--–---–ს ვა-----------------ის მიმართ ჰქონდა მოთხოვნის უფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს აღარ მომხდარა თანხის გადაცემა და ნასყიდობის ფასში გაქვითული იქნა ვა-----------------ის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სვ----–-------------ის ახსნა-განმარტება (იხ. 19.02.2019 წლის სხდომის ოქმი 12:28:48-12:32:07);
- ფრ-----------–--–---–ის ახსნა-განმარტება (იხ. 14.04.2019 წლის სხდომის ოქმი 11:50:57-11:51:55);
3.2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სვ----–-------------ი მა-------–--------------------–-----------–ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 185-ე, 477-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება
6.1.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გაიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ურთიერთშეთანხმება მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვა-----------------მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდის მიზნით, სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, საკუთრების უფლება გადასცა მყიდველს ფრ-----------–--–---–ს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, ნასყიდობის თანხაში ჩაითვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ფრ-----------–--–---–ის მიერ გადაცემული სესხის თანხა. ამდენად, ნასყიდობას შედეგი მოჰყვა, ქონება აღირიცხა ფრ-----------–--–---–ის სახელზე, ხოლო ვა-----------------ი გათავისუფლდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდისაგან.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებებს ფრ-----------–--–---–ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება 17.10.2017. №3/4/550)
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამსხვისებელი, ვა-----------------ი ხელშეკრულების დადების დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის, უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით დავა არ მიმდინარეობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფრ-----------–--–---–ისათვის ცნობილი იყო სადავო უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით მესამე პირის პრეტენზიის შესახებ, ეკისრებოდა თავად შეგებებული სარჩელის ავტორს, რომელმაც სასამართლოს ვერ დაუდასტურა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები.
ხელშეკრულების დადებისას გამოხატული მხარეთა ნამდვილი ნება შესატყვისია გარიგების იმ შინაარსისა, რაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაშია ასახული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები უტყუარად ადასტურებს სადავო გარიგების ბათილობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სვ----–-------------ის სარჩელი სე--------------ის სახელით ვა-----------------ის მიერ თავის თავთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში თავისი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რის გამოც, მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს ამგვარი აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა – გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სე--------------ის სახელით ვა-----------------ის მიერ თავის თავთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ფრ-----------–--–---–სა და ვა-----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რა შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს მოსარჩელისათვის 2014 წლის 05 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. ფრ-----------–--–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, ფრ-----------–--–---–ის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოპასუხე ფლობს ფრ-----------–--–---–ის საკუთრებად რეგისტრირებულ ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არის სადავო სახლის არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის ნივთზე ყოვლისმომცველი იურიდიული ბატონობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს თავისი საკუთრების როგორც განკარგვის ისე სარგებლობის ყოვლისმომცველ უფლებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სარჩელის აღძვრის დროს მას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხე სვ----–-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სვ----–-------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფრ-----------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3. მოპასუხე სვ----–-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მა-------–--------------------–-----------–ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 83.04.09.4-- და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მოსარჩელე ფრ-----------–--–---–ს.
4. მოპასუხე სვ----–-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე