გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210018002594302 (2/1616-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს "ფი----"
წარმომადგენელი მა---------------ა
მოპასუხე ნი----------–---ე
მოპასუხე ონ---------------–-ა
მოპასუხე მი-----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნი----------–---ეს, ონ---------------–-ას, მი-----------------ეს შპს ფი----ს სასარგებლოდ #21-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 2284 ლარის გადახდა.
1.2. ნი----------–---ეს და მი-----------------ეს შპს ფი----ს სასარგებლოდ #---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 2924 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 18.08.20-- წ დაიდო ხელშეკრულება #21-- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლითაც ნი----------–---ემ შპს ფი----სგან ისესხა სარგებლიანი სესხი 4000 ლარი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით 66 თანაბარი გადახდის გზით 03.11.20-- წლის ჩათვლით.
სესხის დაბრუნების ვალდებულება იკისრეს სოლიდარულმა თავდებებმა მი-----------------ემ და ონ---------------–-ამ.
სესხის გაცემა დადასტურებულია სალაროს გასავლის ორდერით. ის ხელმოწერილია მსესხებლის მიერ. ხელმოწერა სადავო არ გამხდარა. სესხის დაფარვის დოკუმენტები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 2284 ლარი. საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება
- გადახდის გრაფიკი
- ინფორმაცია გადახდების შესახებ
3.2. 31.10.20-- წ დაიდო ხელშეკრულება #---- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლითაც ნი----------–---ემ შპს ფი----სგან ისესხა სარგებლიანი სესხი 6000 ლარი, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით 66 თანაბარი გადახდის გზით 18.01.201- წლის ჩათვლით.
სესხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა სოლიდარულმა თავდებმა მი-----------------ემ.
სესხის გაცემა დადასტურებულია სალაროს გასავლის ორდერით. ის ხელმოწერილია მსესხებლის მიერ. ხელმოწერა სადავო არ გამხდარა. სესხის დაფარვის დოკუმენტები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 2924 ლარი. საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება
- გადახდის გრაფიკი
- ინფორმაცია გადახდების შესახებ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 31--ე, 361-ე,623-ე, 867 -ე,, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის დავალიანება.
მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ მსესხებელთან სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწი---- ბაჟის ნაწილი 156,24 ლარის ოდენობით (სულ გადახდილია 270 ლარი), დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად, ხოლო შემცირებულ მოთხოვნაზე გადახდილი სახ. ბაჟი 113,76 ლარის ოდენობით მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ფი----ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნი----------–---ეს, ონ---------------–-ას, მი-----------------ეს შპს ფი----ს სასარგებლოდ #21-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 2284 ლარის გადახდა.
3. ნი----------–---ეს და მი-----------------ეს შპს ფი----ს სასარგებლოდ #---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 2924 ლარის გადახდა.
4. ნი----------–---ეს, ონ---------------–-ას, მი-----------------ეს შპს ფი----ს სასარგებლოდ დაეკისროს 156,24 ლარის გადახდა.
5. შპს ფი----ს სახელმწი---- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 113,76 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა