გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/182-5-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 აპრილი, 2--9 წელი ქ. თბ--–--ი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - ზი------------------ე
წარმომადგენელი - ნო---------------ა
მოპასუხეები - ნა----------------ა, ნა----------ე, და-–------------–---–ი, ნა----–----------ა, მა-----–-----------ი
დავის საგანი - იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ზი------------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბ--–--ი, ბ--------–---–ის ქუჩა N--ა, ს------------ 2, ს--------–---- ბ------- ,,-----–----, საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, რეგისტრირებული შემდეგი იპოთეკები:
ა) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 8------------ საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N-----, დამოწმების თარიღი 0---------, ნოტარიუსი ლ----------–-----
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 8-----------, საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N1-----, დამოწმების თარიღი 2---------, ნოტარიუსი ლ----------–-----
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: თბ--–--ი, ბ--------–---–ის ქუჩა N--ა, ს------------ 2, ს--------–---- ბ------- ,,-----–----, საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- ირიცხება მოსარჩელე ზი------------------ის სახელზე. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, მოცემული ქონება იპოთეკით დატვირთულია ორჯერ. პირველ შემთხვევაში ეს არის 2-08 წლის 05 თებერვლის N----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხი გაცემულია სამი თვით. მაშასადამე, მოთხოვნის უფლება აღნიშნული ხელშეკრულებიდან წარმოიშვა 2-08 წლის 05 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა და აქედან გამომდინარე სესხი ხანდაზმულია. გარდა ამისა, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ერთი მხრივ, იპოთეკარები: თ----–-----–--–---–-, ნა----------------ა, ნა----------ე და და-–------------–---–ი, ხოლო მეორე მხრივ, კი ქონების მესაკუთრედ წოდებული შპს ,,--------------. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მოხსენიებული იპოთეკის საგანი (ქონება რომელიც დატვირთულია იპოთეკით) საჯარო რეესტრში ირიცხება საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, ს------------ 1, ს--------–------------- ,,-----–----. შესაბამისად, ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოსარჩელე ზი------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- იპოთეკის რეგისტრაციის/წარმოშობის საფუძველს.
რაც შეეხება მეორე იპოთეკას, მისი წარმოშობის საფუძველია 2-08 წლის 23 მაისის N1----- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახამად სესხი გაცემულია სამი თვით. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება აღნიშნული ხელშეკრულებიდან წარმოიშვა 2-08 წლის 23 ივლისს. მოცემულ შემთხვევაზე ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა და აქედან გამომდინარე, სესხი ხანდაზმულია. გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ერთი მხრივ, იპოთეკარები: ნა----–----------ა და ო-------------, ხოლო მეორე მხრივ, კი ქონების მესაკუთრედ წოდებული შპს ,,--------------. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოხსენიებული იპოთეკის საგანი საჯარო რეესტრში ირიცხება იმავე მისამართზე მაგრამ შემდეგი საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, ს------------ 1, ს--------–------------- ,,-----–----. შესაბამისად, არც აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს ზი------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საკადასატრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- იპოთეკის რეგისტრაციის/წარმოშობის საფუძველს, რაც დასახელებული ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების საფუძველია.
გარდა ამისა, მოსარჩელის მოსაზრებით, გასულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 1- წლიანი ვადა, რაც ასევე ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ნა----------------ამ, და-–------------–---–მა და ნა----------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეებს ნა----–----------ას და მა-----–-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2-08 წლის 05 თებერვალს, ერთი მხრივ, გ--------------------ს, როგორც შპს ,,---------------ს დირეტორსა და, მეორე მხრივ, ნა----------------ას, და-–------------–---–ს, თ----–-----–--–---–-- და ნა----------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბ--–--ში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--------–---- ბინა N33 ,,-----–---- (ს/კ N0-.1-.1-.0--.0--.0-.0--), მდებარე შპს ,,---------------ს კუთვნილი უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-08 წლის 05 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2-08 წლის 23 მაისს, ერთი მხრივ, გ--------------------ს, როგორც შპს ,,---------------ს დირეტორსა და, მეორე მხრივ, ოთ------------ და ნა----–----------ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბ--–--ში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--------–---- ბინა N33 ,,-----–---- (ს/კ N0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) მდებარე შპს ,,---------------ს კუთვნილი უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-08 წლის 23 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,---------------ს მხრიდან დარღვეული იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეებმა ნა----------ემ, ნა----------------ამ, და-–------------–---–მა, ნა----–----------ამ და ო------------–--- 2--- წლის 18 თებერვალს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართეს, შ-----------------–--------“ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, შპს ,,---------------ს წინააღმდეგ და მოითხოვეს ვალდებულების შესრულება.
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შ-----------------–--------“ 2--- წლის 2- მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნა----------ის, ნა----------------ას, და-–------------–---–ის, ნა----–----------ასა და ოთარ დანელიას საარბიტრაჟო პრეტენზია, რომლითაც შპს ,,---------------ს დაეკისრა გადასახდელად:
ა) ნა----------ის სასარგებლოდ 22 000 ევრო ძირითადი თანხა, 66 ევრო პირგასამტეხლოს სახით 2-08 წლის 05 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ბ) ნა----------------ას სასარგებლოდ 33 000 აშშ დოლარი, 99 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2-08 წლის 05 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
გ) და-–------------–---–ის სასარგებლოდ 16500 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 49,50 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2-08 წლის 05 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
დ) ნა----–----------ას სასარგებლოდ 2- 500 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 82,50 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2-08 წლის 05 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ე) ო-------------ს სასარგებლოდ 14 800 აშშ დოლარი და 11 550 ევრო ძირითადი თანხა, 44,40 აშშ დოლარი და 34,65 ევრო პირგასამტეხლოს სახით 2-08 წლის 23 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკის საგნის, მდებარე- ქ.თბ--–--ში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--------–---- ბინა N33 ,,-----–---- (ს/კ N0-.1-.1-.0--.0--.0-.0--), იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
აღნიშნულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე 2--- წლის 2- აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია - 2--- წლის 2- მარტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-92);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 93-94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. და-–------------–---–ის მოთხოვნით, 2--6 წლის 06 დეკემბერს თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება, კერძო არბიტრაჟის მიერ გაცემული N09/1-66 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.
2--7 წლის 30 აგვისტოს №----------0--/0-- წერილით, თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ კრედიტორ და-–------------–---–ს ეცნობა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ და კრედიტორს დაევალა ხარვეზის აღმოფხვრა, რადგან სააღსრულებო ბიუროს მიერ იპოთეკის საგნის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო კრედიტორ და-–------------–---–ს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 184-185);
- შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 186-187);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. კრედიტორი ო------------- გარდაიცვალა 2--2 წლის 2- მაისს, რომლის უფლებამონაცვლესაც 2--2 წლის 1- დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოადგენდა ი--------------–--ე.
თავის მხრივ, ი--------------–--ის, რომელიც გარდაიცვალა 2--4 წლის 04 მარტს, უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მა-----–-----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 2--29);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 154);
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (ს.ფ. 157);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მხრიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა არ მომხდარა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.
მოპასუხეები მათ მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დადასტურების მიზნით უთითებენ 2--6 წლის 06 დეკემბრის განცხადების მიღების ბარათზე და განმარტავენ, რომ და-–------------–---–ი ახორციელებდა მათ წარმომადგენლობას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის მე-181 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
ამდენად, აღსრულების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ კრედიტორის მხრიდან, რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2--6 წლის 06 დეკემბრის განცხადების მიღების ბარათით დასტურდება, მხოლოდ და-–------------–---–ის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა, რადგან განცხადებით მოთხოვნილია შპს ,,---------------ს მხრიდან მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების 1-00 აშშ დოლარის გადახდა, რაც შეეხება დანარჩენი კრედიტორების მიმართ არსებულ ვალდებულებას, მისი გადახდა და-–------------–---–ს არ მოუთხოვია. ამასთან, აღსრულების საფასურიც, მხოლოდ და-–------------–---–ის მოთხოვნის შესაბამისად იქნა განსაზღვრული.
მოპასუხეებს არც წარმომადგენლობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენიათ, რომლის გარეშეც სააღსრულებო წარმოების პროცესში დალი ზავარადაშვილი ვერ იმოქმედებდა დანარჩენი კრედიტორების სახელით.
მოპასუხეების ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 186-187), რომლითაც განსაზღვრულია კრედიტორი და აღსასრულებელი ვალდებულება, კერძოდ, 2--6 წლის 06 დეკემბრის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების NA-------- ფარგლებში კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ და-–------------–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 1-00 აშშ დოლარს.
ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოპასუხეებს ნა----------------ას, ნა----------ეს, ნა----–----------ას და მა-----–-----------ს დღემდე არ წარუდგენიათ სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზი------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 1-2-ე, 1-5-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 142-ე, 144-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემული ნორმების შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა და შესაბამისად, მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია უზრუნველსაყოფი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე. წ. წამყვანი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნაა და რომელთანაც განუყოფლად არის შეზრდილი იპოთეკა. ამდენად, იპოთეკის არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს.
აქცესორული უფლების ნორმატიულ განმარტებას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. ასევე, ძირითადი უფლების გადაცემით, სხვა პირზე გადადის აქცესორული უფლებაც. აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 1- წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (სუსგ 14.05.2--2 წ. საქმე №ას-431-409-2--2, 1-.04.2--7წ. საქმე №ას-7-7-2--7).
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შ-----------------–--------“ 2--- წლის 2- მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე გაცემული 2--- წლის 2- აპრილის სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იქნა მხოლოდ და-–------------–---–ის მიერ. კერძოდ, და-–------------–---–ის მოთხოვნით, 2--6 წლის 06 დეკემბერს თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება, კერძო არბიტრაჟის მიერ გაცემული N09/1-66 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით. 2--7 წლის 30 აგვისტოს №----------0--/0-- წერილით, თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ კრედიტორ და-–------------–---–ს ეცნობა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ და კრედიტორს დაევალა ხარვეზის აღმოფხვრა, რადგან სააღსრულებო ბიუროს მიერ იპოთეკის საგნის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო კრედიტორ და-–------------–---–ს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა არ მომხდარა.
ამდენად, 2--- წლის 2- აპრილის სააღსრულებო ფურცელი ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მოთხოვნის საფუძველზე სააღსრულებო ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა და მასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს.
აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია - 2--- წლის 2- მარტი, შესაბამისად მისი აღსრულების მოთხოვნის უფლება ამოიწურა - 2--9 წლის 2- მარტს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზი------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან და-–------------–---–ის მოთხოვნით, 20-6 წლის 06 დეკემბერს თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება, ხოლო სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების გზით გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეჩერდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35.2. მუხლის საფუძველზე. ხოლო რაც შეეხება მოპასუხეების ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და ო-------------ს (უფლებამონაცვლე მა-----–-----------ი) სასარგებლოდ რეგისტრირებულ იპოთეკას, შ-----------------–--------“ 2--- წლის 2- მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მათი მოთხოვნების იძულების წესით აღსრულება შეუძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის 1- წლის გასვლის გამო. ამიტომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკამ და მასთან დაკავშირებულმა რეგისტრაციამ, უფლების იძულებით განხორციელების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაკარგა თავისი დანიშნულება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია მოპასუხეების - ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
6.4. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომელიც ეხება უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის/წარმოშობის საფუძვლებს.
მოსარჩელე მის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე უთითებს, რომ ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ზი------------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საკადასატრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- იპოთეკის რეგისტრაციის/წარმოშობის საფუძველს, რაც დასახელებული ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების საფუძველია.
ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებულ იპოთეკის ჩანაწერს.
მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელზეც რეგისტრირებულია სადავო იპოთეკის ხელშეკრულებები, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემული დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი იპოთეკის ნაწილში გაუქმებული არ ყოფილა და, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული თუ სხვა სახის წარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ ყოფილა.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკა დარეგისტრირდა, ადმინისტრაციული წესით გადასაწყვეტ საკითხთა წრეს განეკუთვნება. სასამართლო სამოქალაქო დავის განხილვისას მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ არის გამხდარი და, შესაბამისად, მასზე მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 12- ლარი (ს.ფ. 30-31);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეების ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეებს ნა----------------ას, ნა----------ეს, ნა----–----------ას და მა-----–-----------ს მოსარჩელე ზი------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზი------------------ის სარჩელი მოპასუხეების ნა----------------ას, ნა----------ის, და-–------------–---–ის, ნა----–----------ასა და მა-----–-----------ის მიმართ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ზი------------------ეს უარი ეთქვას მოპასუხე და-–------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გაუქმდეს ზი------------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბ--–--ი, ბ--------–---–ის ქუჩა N--ა, ს------------ 2, ს--------–---- ბ------- ,,-----–----, საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, მოპასუხეების ნა----------------ას, ნა----------ის, ნა----–----------ასა და ო-------------ს (უფლებამონაცვლე მა-----–-----------ი) სასარგებლოდ რეგისტრირებული შემდეგი იპოთეკები:
ა) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 8------------ საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N-----, დამოწმების თარიღი 0---------, ნოტარიუსი ლ----------–-----
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 8-----------, საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N1-----, დამოწმების თარიღი 2---------, ნოტარიუსი ლ----------–-----
3. მოპასუხეებს ნა----------------ას, ნა----------ეს, ნა----–----------ას და მა-----–-----------ს მოსარჩელე ზი------------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი