გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210018002676174
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/29929 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ბე-–- ბე--–---–ი

წარმომადგენელი ნი--- ნო----ე, ნი--- ხუ–-–---–ი

მოპასუხე ლე--- გუ-–---ი

წარმომადგენელი ბე-- გუ-–---ი

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მა--------------–---–ი

დავის საგანი - მამობის დადგენა, სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

არასრულწლოვანი ბავშვის სა-- ბე--–---–ის (დ----------–-------–-–---------–---, პირადი №0----------) მამად ლე--- გუ-–---ის (პირადი N3----------) აღიარება და შესა--მისი ცვლილების შეტანა ბავშვის და--დების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ ბავშვის მამის გრაფაში ლე--- გუ-–---ის (პირადი №3----------) მითითება.

 

მოსარჩელე ბე-–- ბე--–---–ს 2----–-–---------–----–------ შვილი სა-- ბე--–---–ი. ბავშვის და--დების მოწმობაში არ არის მითითებული მამის სახელი და გვარი, რადგან მოპასუხე ლე--- გუ-–---ი აცხადებს, რომ იგი არ არის ბავშვის მამა. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მიმართა თხოვნით ეღიარებინა სა-- ბე--–---–ის მამობა, თუმცა უშედეგოდ. ასევე, მოპასუხე უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე. არასრულწლოვანი სა-- ბე--–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოპასუხე ლე--- გუ-–---ი აღიარებულ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის მამად და შესა--მისი ცვლილებები განხორციელდეს ბავშვის და--დების სააქტო ჩანაწერში.

(სარჩელი, 2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი)

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს მამობის აღიარების შესახებ და აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარესთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ბე-–- ბე--–---–ს 2----–-–---------–----–------ შვილი სა-- ბე--–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- და--დების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);

 

3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ბე-–- ბე--–---–ი ცხოვრობს თბილისში, ბა----------------------------, ნაგირავებ იზოლირებული ერთოთახიან ბინაში. ბე-–- ბე--–---–ის გადმოცემით, მისი მცირეწლოვანი შვილი, სა-- ბე--–---–ი ცხოვრობს მის მშობლებთან გუ---------------------------–-----––--ში. იგი ძირითადად იზრდება მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ბე-–- ხშირად იცვლის სამსახურს და ამ ეტაპზე ცდილობს დასაქმდეს სტაბილურად, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო იქნება მცირეწლოვანი შვილის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით. მოსარჩელეს აქვს მშობლის მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობის გრძნობა. მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების ნათესავების და მეგობრების სახით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 30-31);

 

3.1.3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ სატელეფონო გასაუბრება მოხდა მოპასუხესთან არასრულწლოვნის მამობის აღიარებასთან დაკავშირებით. ლე--- გუ-–---ი კატეგორიულია და აგრესიული ტონით აცხადებს, რომ მოსარჩელესთან შემთხვევითი ნაცნობობის გარდა არაფერი აკავშირებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 30-31);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0--------- წლის N0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური გამოკვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ლე--- გუ-–---ი არის ბე-–- ბე--–---–ის შვილის, 2----–-–---------–--- და--დებული, სა-- ბე--–---–ის ბიოლოგიური მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ს.ფ. 80-88);

 

3.2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვს და--დებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება. მას ასევე უფლება აქვს იცოდეს ვინ არის მისი მამა და იცნობდეს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სოციალური სამსახური მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი სა-- ბე--–---–ის მამად, ლე--- გუ-–---ის აღიარების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა--რი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა მამობის აღიარების შესახებ და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

 

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-7 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა 2-----–-–---------–----------------–- სა-- ბე--–---–ის მამად ლე--- გუ-–---ის (დ----------–---------–-–----------------, პირადი №3----------) აღიარება და ბავშვის და--დების მოწმობის სააქტო ჩანაწერში შესა--მისი ცვლილებების განხორციელება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის და--დების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესა--მისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ბე-–- ბე--–---–ს 2----–-–---------–----–------ შვილი სა-- ბე--–---–ი. საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, ბე-–- ბე--–---–ი ცხოვრობს თბილისში, ბა----------------------------, ნაგირავებ იზოლირებული ერთოთახიან ბინაში. ბე-–- ბე--–---–ის გადმოცემით, მისი მცირეწლოვანი შვილი, სა-- ბე--–---–ი ცხოვრობს მის მშობლებთან გუ---------------------------–-----––--ში. იგი ძირითადად იზრდება მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ბე-–- ხშირად იცვლის სამსახურს და ამ ეტაპზე ცდილობს დასაქმდეს სტაბილურად, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო იქნება მცირეწლოვანი შვილის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით. მოსარჩელეს აქვს მშობლის მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობის გრძნობა. მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების ნათესავების და მეგობრების სახით. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელს და უარყოფს მოსარჩელესთან ახლო ურთიერთობის არსებობას. იგი სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას აგრესიული ტონით აცხადებს, რომ მოსარჩელესთან შემთხვევითი ნაცნობობის გარდა არაფერი აკავშირებს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზა სამოქალაქო საქმეთა N---------- ბე-–- ბე--–---–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ლე--- გუ-–---ის მიმართ, მამობის დადგენის თაობაზე. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვა: არსებობს თუ არა 2----–-–---------–--- და--დებულ სა-- ბე--–---–სა და მოპასუხე ლე--- გუ-–---ს შორის გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის.

 

სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0--------- წლის N0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური გამოკვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ლე--- გუ-–---ი არის ბე-–- ბე--–---–ის შვილის, 2----–-–---------–--- და--დებული, სა-- ბე--–---–ის ბიოლოგიური მამა.

 

მოპასუხე მხარე სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0--------- წლის N0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად კვლავ არ დაეთანხმა სარჩელს მამობის აღიარების თაობაზე, თუმცა მას აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე არც მიუთითებია და არც წარმოუდგენია მოცემული დავის განხილვისას.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესა--მისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩი--- დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყვე-–- საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესა--მის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე, ბავშვს და--დებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აქვს უფლება იცოდეს თუ ვინ არის მისი მამა და იცნობდეს მას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უფლება აქვს იცოდეს ვინ არის მამა და იცნობდეს მას. ამასთან საქმეზე წარმოდგენილია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და არსებობს არასრულწლოვნის სა-- ბე--–---–ის მამად, მოპასუხე ლე--- გუ-–---ის აღიარების საფუძველი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის დანაწესის თანახმად, რომლის მიხედვითაც, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესა--მისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, ბე-–- ბე--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვის და--დების მოწმობის სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელდეს შესა--მისი ცვლილებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესა--მისად, მოპასუხე ლე--- გუ-–---ს სახლემწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ბე-–- ბე--–---–ის მიერ ექსპერტიზის ხარჯის 1600 (ათას ექვსასი) ლარის გადახდა. შესა--მისად, მოპასუხე ლე--- გუ-–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის მიერ გაწეული ხარჯის 1600 (ათას ექვსასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბე-–- ბე--–---–ის (პირადი N1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

სა-- ბე--–---–ის (დ----------–-------–-–---------–---; პირადი N0----------) მამად ცნობილ იქნეს ლე--- გუ-–---ი (პირადი N3----------), რომლის შესა--მისადაც ცვლილება შევიდეს არასრულწლოვანი სა-- ბე--–---–ის (დ----------–-------–-–---------–---; პირადი N0----------) და--დების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მამის გრაფაში მიეთითოს ლე--- გუ-–---ი (პირადი N3----------), და--დების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი;

 

2. ლე--- გუ-–---ს (პირადი N3----------) ბე-–- ბე--–---–ის (პირადი N1----------) სასარგებლოდ დაეკისროს ლე--- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გენეტიკური ექსპერტიზის კვლევისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით;

 

3. დაეკისროს ლე--- გუ-–---ს (პირადი N3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპე-–-ციო წესით თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩა--რება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე