გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/737-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი შონია
სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელში) - შპს ,,მ-----–------’’
წარმომადგენელი - ი--- პა-–---ი
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ო-–--- ბა------–---–ი
დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაქვითული პირგასამტეხლოს გადახდა 1961,20 ლარის ოდენობით.
სარჩელის ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
დუ–---ის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ-----–------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N2--, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–--- ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მიერ გადმოცემული პროექტის მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს დადგინდა, რომ წარმოდგენილი წყალმომარაგების სისტემის პროექტი შეიცავდა ხარვეზებს და მისი გათვალისწინებით სამუშაოების შესრულება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ვინაიდან წყლის მომარაგებელი სისტემა არ იმუშავებდა გამართულად. აღნიშნული ხარვეზის შესახებ განცხადებით ეცნობა შემსყიდველს და პროექტის ავტორს. პროექტის კორექტირება მიმდინარეობდა ძალზედ ნელა. დუ–---ის მერია და პროექტის ავტორი არკვევდნენ კომპეტენტურობის საკითხს, ვინაიდან მათ შორის დადებული ხელშეკრულების ვადა იყო გასული. კომპეტენტურობის საკითხის გარკვევა აყოვნებდა სამუშაოების გაგრძელებას, ხოლო პროექტის და ხარჯთაღიცხვის საბოლოო კორექტირებამდე შეუძლებელი იყო საჭირო სამუშაოების გაგრძელება. იქედან გამომდინარე, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2018 წლის 04 იანვრამდე, ხოლო პროექტის და ხარჯთაღრიცხვის კორექტირებისათვის საჭირო იყო დამატებითი ვადა, შპს „მ-----–------“-ის დირექტორმა მიმართა დუ–---ის მუნიციპალიტეტს მიწოდების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ვადის გაგრძელების საკითხი დადებითად იყო შეფასებული პროექტში მონაწილე ყველა მხარის მიერ და მიმწოდებელს საბოლოო მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის მაისის ბოლო. მიმწოდებელმა არ დაარღვია მიწოდების ახალი ვადა და 2018 წლის მაისის ბოლოს სანაცვლოდ რეალურად წყალმომარაგების სისტემა ექსპლუატაციაში ჩააბარა აპრილის ბოლოს, რათა დაეცვა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერია არ ჩქარობდა ობიექტის დათვალიერებას და ინსპექტირება ჩაატარა მაისის ბოლოს, რის შედეგადაც ობიექტი იქნა მოწონებული, რაზეც შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა იმის გამო, რომ კომპეტენტურმა პირებმა არ გააფორმეს ვადის გაგრძელება სათანადო წესით და მოპასუხე მხარის მხრიდან იყო მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა, რომ მოხდებოდა სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება, მოსარჩელეს შესრულების ვადა ჩაეთვალა ხელშეკრულების პირობის დარღვევად და გამოექვითა პირგასამტეხლო 1961, 20 ლარის ოდენობით, რასაც შპს „მ-----–------“ არ ეთანხმება.
1.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ განხორციელებული ცვლილებები არ იყო გამომწვევი მიზეზი სამუშაოების დაგვიანებით შესრულების. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ი/მ გ--–- წო–----–-----ს და „მ–-------------“-ს დირექტორს სთხოვა განეხილა შპს „მ-----–------“-ის დირექციის წერილში აღნიშნული საკითხი, რაზეც მათგან მიიღო რეკომენდაცია კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაზე (99 452.2 ლ) და შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდა დანართ-შეთანხმება არა მიწოდების ვადის გადავადებაზე, არამედ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაზე. მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას მიწოდების ვადად განსაზღვრეს 2018 წლის 04 იანვარი, ხოლო სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 30 აპრილს, რაც ჩაითვალა ვადაგადაცილებად. ხელშეკრულების 8.1.2. პუნქტის თანახმად „მიწოდების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის - მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ს ოდენობით. მხარებმა სამუშაოების ჩაბარებისას გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც განსაზღვრული იყო შესრულებული სამუშაო, მიწოდების და ჩაბარების თარიღი. მოსარჩელემ დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსთხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადავადება, რაც დაკმაყოფილდა და 2018 წლის 26 აპრილის დანართ-შეთანხმებით და მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის მაისი, რაც არ გულისხმობდა მიწოდების ვადის გაგრძელებას.
დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ როდესაც პროექტი შეიცავს ხარვეზს და საჭიროა პროექტში ცვლილების შეტანა, ხდება სამუშაოს შეჩერება, ვინაიდან მისი გაგრძელება მიმწოდებლის მიერ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მან ასევე განმარტა, შპს ,,მ-----–------’’-მა მიმართა დუ–---ის მუნიციპალიტეტს სამუშაოს მიწოდების ვადის გადავადების შესახებ, თუმცა დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პასუხის დაყოვნება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი ელოდებოდა პასუხს პროექტის ავტორის და საზედამხეველო სამსახურისგან. ზოგადად კი მიწოდების ვადის გაგრძელებაზე შეზღუდვები აქვს დაწესებული სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს. (იხ. 19.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
2.1. შპს ,,მ-----–------’’-ს დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 1961,20 ლარის გადახდა;
შეგებებული სარჩელის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებლის წინადადების საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შედეგად დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ-----–------“-ს შორის 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იყო დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–----ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოს მიწოდების ვადად განსაზღვრეს 2018 წლის 04 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი - 2018 წლის 30 აპრილი. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 99 454 ლარს. მოპასუხემ 2017 წლის 11 ოქტომბერს მოითხოვა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რაც დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და 2018 წლის 12 მარტს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდა დანართი-ხელშეკრულება #1, რომლის თანახმად მიმწოდებელმა გააგრძელა სამუშაოები კორექტირებული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 2018 წლის 25 აპრილს მოპასუხემ მერიამ მიმართა განცხადებით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და ამავე წლის 26 აპრილს გაფორმდა დანართი-შეთანხმება #2 რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მაისი. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2018 წლის 04 იანვარს, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა რომ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები დროულად არ იქნა ჩაბარებული ვადაგადაცილებამ შეადგინა 116 კალენდარული დღე. ხელშეკრულები 8.1.2. პუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ს ოდენობით, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 1 961.2 ლარი. 2018 წლის 28 მაისს, დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუგზავნა წერილი პირგასამტეხლოს თაობაზე, ასევე აცნობა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სახლემწიფო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულების 6.6. და 8.1.5. ქვეპუნქტის თანახმად, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–----ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საანგარიშსწორებო თანხიდან გამოიქვითა დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა 1 961.2 ლარის ოდენობით.
2.2. მოპასუხის (შპს ,,მ-----–------’’-ის) პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე შპს ,,მ-----–------’’-მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 სექტემბერს დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ-----–------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N2--, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს 2018 წლის 04 იანვრამდე უნდა შეესრულებინა დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–--- ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 99 454 ლარს. თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის და ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადად დადგინდა 2018 წის 04 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2018 წლის 30 აპრილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N2--;
- სარჩელი;
- შესაგებელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,მ-----–------’’-ის დირექტორმა ი-–-- მა----–---ემ არაერთხელ (11.10.2017წ, 27.10.2017წ, 28.11.2017წ, 04.01.2018წ) მიმართა დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა სამუშაოების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების, სამუშაოების მიწოდების ვადის შეჩერების და სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ. პროექტის კორექტირება მიმდინარეობდა ნელა. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერია და პროექტის ავტორი არკვევდნენ კომპეტენტურობის საკითხებს, ვინაიდან მათ შორის დადებული ხელშეკრულების ვადა იყო გასული. კომპეტენტურობის საკითხის გარკვევა აყოვნებდა სამუშაოების გაგრძელებას, ხოლო პროექტის და ხარჯთაღრიცვის საბოლოო კორექტირებამდე შეუძლებელი იყო საჭირო სამუშაოების გაგრძელება. ვინაიდან პროექტის კორექტირების დასრულების და სამუშაოების აღდგენის ვადა იყო უცნობი მიმწოდებელმა წერილობით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება 2018 წლის მაისის ბოლომდე. 2018 წლის 12 მარტს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდა 2017 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების დანართი-შეთანხმება N1 და 2018 წლის 26 აპრილს გაფორმდა დანართ-შეთანხმება N2, რომლის თანახმადაც მიმწოდებელმა აღადგინა სამუშაოები უკვე კორექტირებული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხოლო მიწოდების ბოლო ვადად დადგენილი იყო 2018 წლის მაისის ბოლო. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ხელის შემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 12 მარტის დანართ-შეთანხმება N1 ეხებოდა კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვას, ხოლო 2018 წლის 26 აპრილის დანართ-შეთანხმებით გაგძრელებული იქნა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არა სამუშაოს მიწოდების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შპს ,,მ-----–------’’-ის 11.10.2017 წლის, 27.10.2017წლის, 28.11.2017წლის, 04.01.2018 წლის წერილები;
- დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს ,,მ–-------------ს’’ და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის წერილები;
- 12.03.2018 წლის დანართი-შეთანხმება N1;
- 26.04.2018 წლის დანართი-შეთანხმება N2.
3.2.2 2017 წლის 27 სექტემბრის N2-- ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტი, მიწოდების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების 0,02 %-ის ოდენობით. მხარეებს შორის გაფომებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს ,,მ-----–------’’-მა სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს, ვინაიდან სამუშაოების მიწოდების ვადაგადაცილებამ შეადგინა 116 კალენდარული დღე, შპს ,,მ-----–------’’-ს N2-- ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 1961,20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 სექტემბრის N2-- ხელშეკრულება.
- 2018 წლის 22 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.3. 2018 წლის 22 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 27 სექტემბრის N2---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,მ-----–------’’-მა დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94716,43 ლარი. აქტის სინამდვილე დადასტურებულია დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის N2--- ბრძანების საფუძველზე შექმნილი დუ–---ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 22 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
3.2.4 დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდული სამუშაოსთვის, საბოლოო ანგარიშსწორებისას შპს ,,მ-----–------’’-ს გამოუქვითა სახელშეკრულებო ღირებულებიდან 116 კალენდარული დღის პირგასამტეხლო 1961,20 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 22 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- სარჩელი და შეგებებული სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან დადებული N2-- ხელშეკრულების პირობები შპს ,,მ-----–------’’-მა შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დადგენილ ვადაში, თუმცა მოპასუხემ სრულად არ აუნაზღაურა თანხა და უსაფუძვლოდ დაუკავა შპს ,,მ-----–------’’-ს 1961,20 ლარი, როგორც პირგასამტეხლო. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების პირობებში, დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტების გათვალისწინებით სწორად დაუკავა პირგასამტეხლოს თანხა კონკრეტული ვადაგადაცილებული დღეებიისათვის.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვი-–-- უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამასთან, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლი---დ. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა -განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში ერთ-ერთი ძირითადი სადავო საკითხია ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის გამო იყო თუ არა უფლებამოსილი დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას გამოექვითა პირგასამტეხლოს თანხა და შპს ,,მ-----–------’’-ისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკითხი არაა ფაქტობრივი გარემოება. მართალია ხელშეკრულების დადება, შესრულების ვადის დარღვევა, პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა და სხვა მსგავსი საკითხები ფაქტობრივი გარემოებებია, თუმცა საკითხი, იქნა თუ არა ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს თანხა სწორად გამოქვითული/დაკავებული სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისათვის სასამართლომ უნდა განმარტოს, პირგასამტეხლოს არსი და ამ განმარტების საფუძველზე განსაზღვროს თუ რამდენად კანონიერია ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა შესრულების სრულად მიღების პირობებში.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მ-----–------’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-----–------’’-ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 361-ე, 385-ე, 417-418-ე, 629-ე, 976-ე მუხლები;
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს’’.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფი-–-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით. სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ხელშეკრულების ვადაში შესრულების აღიარებისა და სარჩელში ასახული თანხების დაკისრების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება.
სადავო არაა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ-----–------’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,მ-----–------’’-მა იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–--- ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 04 იანვარი. ამ ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოპასუხე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 99 454 ლარს, ხოლო 2018 წლის 12 მარტის N1 დანართი-შეთახნმების თანახმად, მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ღირებულება განისაზღვრა 99 452,20 ლარით. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოეშვა უფლება, რომ შპს ,,მ-----–------’’-ისგან მოეთხოვა ხელშეკრულებაში მითითებული მოცულობის და ხარისხის სამუშაოების შესრულება.
ამდენად, გარიგებაში მონაწილეობდა ორი მხარე. ერთი მხარეა შპს ,,მ-----–------’’, ხოლო მეორე მხარეა დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერია. შეთანხმების შედეგად შპს ,,მ-----–------’’-მა უნდა შეასრულოს ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოები. თავის მხრივ დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გადაიხადოს შესრულების საფასური. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკი-–--, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება ნარდობის ხელშეკრულებას. რომლის თანახმად, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს შპს ,,მ-----–------’’-ის განმარტებას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
მოცემულ საქმეზე დგინდება, რომ წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტი შეიცავდა ხარვეზს, რის გამოც ვერ ხდებოდა შპს ,,მ-----–------’’-ს მხრიდან სამუშაოების გაგრძელება რის გამოც შპს ,,მ-----–------’’-ის დირექტორმა არაერთხელ მიმართა დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა სამუშაოების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების, სამუშაოების მიწოდების ვადის შეჩერების და სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ, რაზეც დუ–---ის მუნიციპალეტეტის მერიამ მოახდინა რეაგირება და შესაბამისი წერილებით მიმართა როგორც პროექტის ავტორს ასევე, შპს ,,მშენ-ექსპერტს’’ და გამოითხოვა ინფორმაცია რამდენად საფუძვლიანი იყო შპს ,,მ-----–------’’-ის მოთხოვნა, საიდანაც ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიიღო კიდეც დადებითი პასუხი, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შპს ,,მ-----–------’’-ის წერილებზე მოხდა პასუხის დაყოვნება და მხოლოდ 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა მხარეთა შორის დანართი-შეთანხმება N1, რომლითაც მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. მოგვიანებით 2018 წლის 26 აპრილს გაფორმდა დანართ-შეთანხმება N2, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მაისი. რაც შეეხება შპს ,,მ-----–------’’-ის მოთხოვნას (04.01.2018 წ) სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ, აღნიშნული საკითხი მოპასუხის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს ,,მ-----–------’’-მა სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულყოფილად დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს, რაც დადასტურებულია 2018 წლის 22 მაისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტითა. აქტის სინამდვილე დადასტურებულია დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის N2--- ბრძანების საფუძველზე შექმნილი დუ–---ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ. მოსარჩელეს შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წ----–----ბ----–---ებში შესრულებული სამუშაოების უხარისხობის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავო არ არის მხარეებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების შემდეგ შპს ,,მ-----–------’’-ს გაუჩნდა უფლება მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება ანუ დუ–---ს მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოეთხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. თავის მხრივ დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, წარმოეშვა ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ანუ მას უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. მას ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულებაც.
შპს ,,მ-----–------’’-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94 716,43 ლარი. ანუ, მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოსათვის უნდა მიეღო დასახელებული თანხა.
მხარეებს შორის დადებული N2-- ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაიანგარიშა ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს თანხა, რამაც შეადგინა 1961,20 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს დასახელებული თანხა ჩაუთვალა პირგასამტეხლოდ და საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღარ გადაუხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. სწორედ ამ შეთანხმებას დაეყრდნო მოპასუხე პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვისას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით - სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლოს საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია, რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება. პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რამეთუ სხვა შემთხვევაში ის მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის. შესაძლებელია სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული იქნეს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, რისი გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქნას, ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს და შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო საჭიროებს მხარეებს შორის წერილობითი ფორმით შეთანხმებას. იგი მოცემულია, როცა მოვალე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ იგი მას გადაუხდის ფულად თანხას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლები). თუ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს მოვალის უმოქმედობა (მოქმედებისაგან თავის შეკავება), მაშინ გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ამის საწინააღმდეგო მოქმედების განხორცილებით. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ძირითადი ვალდებულების შესრულების გვერდით, თუ მოვალე არ ასრულებს თავის ვალდებულებას ხელშეკრულებით დადგენილ დროში; სხვა შემთხვევაში, დაუშვებელია კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, კრედიტორს მოვალის მიმართ აქვს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობას სჭირდება მხარეთა შეთანხმება. დაუშვებელია იგი დაქვითული იქნას ანაზღაურებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სრულად უნდა მიეღო კუთვნილი თანხა და ამ თანხიდან ნებაყოფილებით უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს გადახდა.
დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია პირგასამტეხლოს სხვა სუბიექტისადმი ,,დაკისრების“ უფლებამოსილება. მას არ აქვს უფლება ინდივიდუალურად დაიანგარიშოს პირგასამტეხლოს ოდენობა, გამოიყენოს თავისი დომინირებული მდგომარეობა და არ გადაუხადოს ხელშეკრულების მეორე მხარეს ის თანხა, რასაც თავად მიიჩნევს პირგასამტეხლოდ. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე თავისი ნებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ან/და დადგენილ ოდენობაზე არ ექნებოდა პრეტენზია, მაშინ პირგასამტეხლოს დაქვითვა ჩაითვლებოდა შეთანხმებულად. სხვა ყველა შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერია, ვალდებულია სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის თანხა, რაც მას ერგებოდა 2017 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულებით.
6.3. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-----–------’’-ის მიმართ, რადგან მის მიერ მითითებული პერიოდი არ წაროადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ საქმეში მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება, რომელიც თავის არსით არის ნარდობის ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2017 წლის 27 სექტემბერს დუ–---ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მ-----–------’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,მ-----–------’’-მა იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–--- ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
2017 წლის 27 სექტემბრის N2-- ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტი, მიწოდების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების 0,02 %-ის ოდენობით
მოსარჩელის მიერ მოთხოვნი-–-- პირგასამტეხლო შემდეგი ვადაგადაცილების პერიოდისათვის: 2018 წლის 04 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ს. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო მიწოდების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, მოპასუხემ შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდი არ შეიძლება ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაითვალოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ვალდებულების ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება ვალდებულების ვადაში შესრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შესაბამისად ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების შესრულების (სამუშაოს მიწოდების) ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 04 იანვრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აპრილი.
შპს ,,მ-----–------’’-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს.
მოცემულ საქმეზე დგინდება რომ წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტი შეიცავდა ხარვეზს, რის გამოც ვერ ხდებოდა შპს ,,მ-----–------’’-ს მხრიდან სამუშაოების გაგრძელება და შპს ,,მ-----–------’’-ის დირექტორმა არაერთხელ მიმართა დუ–---ის მუნიციპალიტეტს და აცნობა სამუშაოების ხელის შემშლელი გარემოებების, სამუშაოების მიწოდების ვადის შეჩერების და სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შპს ,,მ-----–------’’-ის წერილებზე მოხდა პასუხის დაყოვნება და მხოლოდ 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა მხარეთა შორის დანართი-შეთანხმება N1, რომლითაც მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. მოგვიანებით 2018 წლის 26 აპრილს გაფორმდა დანართ-შეთანხმება N2, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მაისი. რაც შეეხება შპს ,,მ-----–------’’-ის მოთხოვნას (04.01.2018წ) სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ, აღნიშნული საკითხი მოპასუხის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული. შესაბამისად, შპს ,,მ-----–------’’-ის ქმედებაში - არ შეინიშნება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ნიშნები.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოთხოვნი-–-- ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საკითხის შესაფასებლად უნდა გაანალიზდეს, რა იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზეზები და როდის ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-? ?????? ????????, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ორი სახის ვადა – შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ სამუშაოს მიწოდების ვადა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ მხარეთა საბოლოო შეთანხმებით (დანართ-შეთანხმება N2) 2018 წლის 26 აპრილს გაგრძელდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სამუშაოს მიწოდების ვადა კი დარჩა უცვლელი.
ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების საგანია დუ–---ის მუნიციპალიტეტის, ფა--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წ----–----ბ----–---ების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომლის შესრულების ვალდებულება ეკისრება შპს ,,მ-----–------’’-ს, ხოლო დუ–---ის მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.
ამდენად, სადაო ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივი ხელშეკრულებების ტიპს, რადგან მენარდის (შემკვეთის) უფლებამოსილებაში შედის სამუშაოს შესრულების მოთხოვნის უფლება და საფასურის გადახდის ვალდებულება. შემსრულებლის უფლებამოსილებაში შედის სამუშაოს შესრულების ვალდებულება და შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 აპრილს დადებული დამატებითი შეთანხმება (დანართი-შეთანხმება N2) გულისხმობს ხელშეკრულების შესრულების (სამუშაოს მიწოდების) ვადის გაგრძელებას შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით და არა მარტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებითი შეთანხმების შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რომ უცვლელი დარჩა სამუშაოს მიწოდების ვადა. შეთანხმების ამგვარი განმარტების შემთხვევაში გაურკვეველი რჩება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მიზანი (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტა, რა მიზანს ემსახურებოდა დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუკი იგი არ გულისხმობდა წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დამთავრებას). აღსანიშნავია, რომ დამატებითი შეთანხმებების დადებას წინ უძღოდა შპს ,,მ-----–------’’-ის წერილები (რომელიც რიგ შემთხვევებში უპასუხოდ იქნა დატოვებული), რომელიც შეეხებოდა მის მიერ სამუშაოს გაგრძელების ხელისშემშელ გარემოებებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ მოთხოვნილი ვადა (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ) გულისხმობდა სწორედ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას - წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას. ამდენად, შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ არ ჰქონია ადგილი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას. რადგან მხარეთა შორის 2018 წლის 26 აპრილის გაფორმებული შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 მაისამდე, ხოლო მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 30 აპრილს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ გონივრულ ვადაში შეასრულა ის მოქმედება, რისთვისაც გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდევინების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 % მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე შპს ,,მ-----–------’’-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე, როგორც უპირატესად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებელება, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხრჯების გადახდისაგან. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი, რის გამოც სასამართო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,მ-----–------’’-ის სარჩელი დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) შპს ,,მ-----–------“-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დაქვითული პირგასამტეხლოს - 1961,20 ლარის გადახდა.
3. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) შპს ,,მ-----–------“-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელე შპს ,,მ-----–------“-ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 16 ივლისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ოდენობით (საგადასახადო დავალება №0). თანხა გადახდი-–-- სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;
5. დუ–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია