განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002695965
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/568-18 24 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული კ---------------------------------------–-------–-–---------------------------–----------–-----------------------------------–-----------–----------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------–-------–--
2.1.1 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ
2.1.2 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 4 ა--------ს, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში კ--------------მ ფიზიკურად იძალადა მ------------ზე და მ---------------ზე. კერძოდ, მ---------------ს თმებში სტაცა ხელი და მოქაჩა, ასევე მიანარცხა ბუხარს მხრით, რა დროსაც მ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ძალადობა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ტ------–----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა რძალი მიულოცა, ნასვამი იყო, 2 ჭიქა ღვინო დალია მასთან და წავიდა. მეზობლებისგან გაიგო, შელაპარაკება მომხდარა გვერდით მეზობელთან. ბრალდებულს მანამდე ფეხზე თაბაშირი ჰქონდა, მაგრამ მოხსნილი ჰქონდა და კოჭლობდა. ძაღლს არ უკბენია ბრალდებულისთვის.
მოწმე ო-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გავიდა შემთხვევის ადგილზე ოდიშში სინწის უბანში. დაათვალიერა, ამოღო სისხლიანი ჯოხი, შუშის ნამსხვერები, სისხლის ლაქა, რაც დალუქა.
მოწმე ლ--–-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 5 ა--------ს ღამით გავიდა შემთხვევის ადგილზე. მ--------------- იყო სახლის მესაკუთრე. დაათვალიერა, ღია აივანზე ეგდო ხის ჯოხი სისხლიანი ლაქებით, იქვე იყო ლაქები, ასევე სკამზე იყო ლაქები, მინა იყო ჩამსხვრეული, ნატეხები იყო მიმოფანტული. ამოიღეს ჯოხი და ლაქები იატაკიდან და სკამიდან, მინის ნამსხვრევები, რაც დაილუქა.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, საღამოს შემოვიდა ნასვამი ბრალდებული სამზარეულოში და ჩამოჯდა, 5 წუთში თავი დადო მაგიდაზე. ნახევარი საათი იქ იყო. ხმაური გაიგო. სკამი წაბარბაცდა და დაეცა ბრალდებული იატაკზე. დაუძახა ბრალდებულის ძმას - დ----- ქარჩავას, რომელმაც უთხრა, ვეძებდი და აქ ყოფილაო. ანჯღრიეს ბრალდებული თვითონ და დ-----მ, მაგრამ ვერ აწიეს. დ-----მ თქვა, მ------ს მოვიყვანო. დ-----ს მისვლამდე მ---------- და მ------------ შევიდნენ. დ-----ც მივიდა. მ-----ი გაიყვანა აივანზე. 5 წუთში ხედავს, რომ გამორბის დ-----, ბრალდებული ამდგარა ფეხზე. გამოვიდა ბრალდებული მისაღებ ოთახში, აგინებს დ-----ს, წვდა მას თმებში, მოქაჩა ორივე ხელით, გაარტყა, მიაგდო ბუხარზე. ამასობაში მ-----იც მოვიდა. იმას მიუბრუნდა ბრალდებული, ურტყა ხელი, ფეხი. მ-----ს სახეზე სისხლი წამოუვიდა. დ----- შევიდა ბრალდებულთან, რომელიც დ-----ს დაედევნა. მათი სახლიდან გასვლის შემდეგ ჩაკეტეს კარები. სარკის ჩამტვრევის ხმა გაიგო. მისმა შვილმა ქმარს დაურეკა, გვიშველეო. ბ--------------- 200 მეტრში მუშაობდა. ის მივიდა 2 პოლიციელთან ერთად. ბრალდებულს ეძგერა დ-----ს. მერე ორივე გაიქცნენ. პოლიციელები გაყვნენ მათ.
მოწმე მ------------ს ჩვენების მიხედვით, სახლში რომ მივიდა, ბრალდებულს სამზარეულოში იატაკზე ეძინა მთვრალს. მანამდე დ----- ქარჩავა შემოვიდა ეზოში, უთხრა, ვიღაცას ამოვიყვანო დასახმარებლად. დ----- დაბრუნდა. თვითონ და დ----- მივიდნენ ბრალდებულთან, აყენებას ცდილობდნენ. ბრალდებულმა გინება დაიწყო ჩუმად, მ---------------მ გარეთ გაიყვანა. ბრალდებულს დაძინება უნდოდა ისევ და სამზარეულოსკენ დაბრუნდა. მან მ------- რომ ნახა, თმაში წვდა და ბუხარს მიანარცხა, მერე მას დაუწყო მუშტით ცემა, ბრალდებულმა შუბლში დაარტყა. სიძემ პოლიცია მოიყვანა. ბრალდებული დ-----ს გაეკიდა. დარტყმა ეტკინა. მერე გაიგო, რომ ბრალდებულმა პოლიციელს დაჭერის დროს ხელზე უკბინა. მას წარბთან ჰქონდა დაზიანება.
მოწმე მ----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ათის ნახევარზე მივიდა სახლში მამასთნა ერთად. სახლში იყო დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. ბრალდებული იწვა იატაკზე. ბრალდებულის ძმა - დ----- მივიდა და ბრალდებულის წამოყენებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. ბრალდებული დ-----ს გაეკიდა საცემად. მ--------------- ბრალდებულთან მივიდა, მოეფერა, მაგრამ ბრალდებულმა თმებზე მოქაჩა და მიაგდო ბუხართან, მ------------საც დაარტყა ლოყაზე ხელი. დ----- შევიდა ისევ. ბავშვები ტიროდნენ გარეთ როცა გავარდა. კარი მოხურეს მშობლებმა. ბრალდებულმა კარი ვერ გააღო, ფანჯრები ჩაამტვრია. მეუღეს დაურეკა და დახმარება სთხოვა. მეუღლე რომ მივიდა თანამშრომლებთან ერთად, გაუღო კარი. ბრალდებული ისიევ გამოვარდა და დ-----ს მივარდა. დ----- გავარდა ჭიშკრისკენ, ბრალდებული გაეკიდა. პოლიციელებიც გაეკიდნენ.
მოწმე ბ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 9-10 საათისთვის მეუღლემ დაურეკა, ბრალდებული მთვრალი ჩხუბობს და მოდიო. მასთან ბიჭები იყვნენ, რომლებიც წაიყვანა. 5 წუთში მივიდნენ. რბალდებული თავის ძმას ურტყამდა. ბიჭები რომ ნახა, გაიქცა.
მოწმე მ-----------–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბ---------------ს დაურეკა მეუღლემ. მან დახმარება შეთავაზა ბ------ს. ბ------მა თქვა, რომ სახლში შეუვარდა ბრადლებული და ფიზიკური შეურაცხყპფა მიაყენა მ-----ს და მ-------ს. ეზოში რომ შევიდნენ, სახლიდან გამოვიდნენ მ-----ი, მ------- და გია. ეზოში სიბნელიდან კოჭლობით გამოვიდა ბრალდებული, ხელზე სისხლი ჰქონდა. ბრალდებულის ძმა ბრლადებულის დამშიდებას ცდილობდა. მის მიმართ ბრალდებული აგრესიული იყო. ეზოდან რომ გავიდნენ, ბრალდებულს უთხრა, რომ პოციელი იყო. ბრალდებული აგრესიული გახდა, შეაგინა. ე-–-------------–---მ ბრალდებულს უკნიდან შემოხვია ხელი. ბრალდებულმა მას ხელზე უკბინა. ელვარდმაც იყვირა, მიკბინაო. ბრალდებული დააწვინა მიწაზე. 10 წუთში სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა და ბრალდებული წაიყვანეს. უნიფორმა ეცვა ორივეს.
მოწმე ი-–---------ს ჩვენების თანახმად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. აივანზე იყო სისხლის ლაქები, სისხლიანი ჯოხი, მინის ნამსხვრევბი, რაც ამოიღო და დალუქა.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 5 ა--------ს 11 საათე იყო მეზობლის სატირალში. 12:30 საათზე შევიდა სატირალში. მერე სასაფლაოზე იყო, მერე დაბრუნდა. 5-6 საათისთვის ტარიელ სოსელიას სახლში შევიდა, მიულოცა რძალი. 2 ჭიქა დალია. ჭიშკრიდან გამოსვლისას ტარიელის ძაღლმა უკბინა, ფეხი მოამტვრია. ტკივილი იგრძნო და მეზობლის სახლში ჩამოჯდა. ტკივილის გამო მ---------------ს სახლში შევიდა. მაია და ბ------ი სახლში იყვნენ. მ------- ტელეფონზე საუბრობდა. ფეხი ჰქონდა ნაღრძობი, ხელიდან სისხლი მოსდიოდა ძაღლის ნაკბენიდან. 2-3 წუთში მოვიდა სასწრაფო. ჭიშკართან ისხნენ თვითონ და ძმა, მოვიდნენ ექიმები და წაიყვანეს.
მოწმე ე---------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბ------მა უთხრა, ამოდითო. ფანჯარა ჩატეხილი იყო. ბრალდებულის ძმა იყო იქ. ბრალდებულმა მის ძმას დაუწყო ჯიკავი. ის გაექცა. ბრალდებულმა ფ---–---- მ-----ს შეაგინა, თვითონ ხელზე უკბინდა. პოლიციის ფორმები ეცვათ. ბრალდებული შეუვარდა ბ------ის სახლში და ამიტომ ითხოვა ბ------იმ მისვლა. უცებ აირბინეს. იქ ამბონდენ, ბრალდებული შემოგვივარდაო. ბრალდებული სახეზე სისხლიანი იყო, ხელიც სისხლიანი ჰქონდა. უკნიდან რომ აკავებდა ბრალდებულს, მაშინ უკბინა. ბრალდებულის ფეხზე დაზიანება არ უნახავს. საღამოს 10-11 საათი იქნებოდა, ბრალდებული ძალიან მთვრალი იყო. ბრალდებული დარბოდა, ფეხის მოტეხვა არ ეტყობოდა.
მოწმე მ------ ნ-----–---ს ჩვენებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობთ არ წინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ელვარდ ჭაღალიძის სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულებების ერთობლიობით, განსაკუთრებით მოწმეების: მ---------------ს, მ------------ს, მ----------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ---------------ს თმებში სტაცა ხელი, მოქაჩა, მიანარცხა ბუხარს, რითიც ჩაიდინა ძალადობა, ხოლო მ------------ს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახის არეში.
ამდენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ კ--------------მ ჩაიდინა ძალადობა.
2.2. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
მოწმე მ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულის ქმედებამ ტკივილის განცდა გამოიწვია.
მოწმე მ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის ქმედებამ ტკივილის განცდა გამოიწვია.
მოწმე მ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გამოიწვია დაზარალებულებში ტკივილის განცდა.
მოწმე მ------ ნ-----–--- ჩვენების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობთ არ წინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ელვარდ ჭაღალიძის სხეულის გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებულმა ალადობამ გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი განცდა.
სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
დადგენილია, რომ დაზარალებულებმა მიიღეს დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებში, არაფერია ნათქვამი დაზარალებულების მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვასა და მის ხარისხზე ან ხანგრძლივობაზე, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ისევე, როგორც საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურების თაობაზე პროკურორის მოვალეობის არსებობის პრინციპი. ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებულის ქმედებებს დაზარალებულის საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა მოჰყვა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულისთვის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.3. ორი პირის მიმართ
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოწმე მ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თმებში, მოქჩა ორივე ხელით, ბრალდებულმა მ------------საც ურტყა ხელი, ფეხი.
მოწმე მ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული მ---------------ს თმაში წვდა და ბუხარს მიანარცხა, მერე მას დაუწყო მუშტით ცემა.
მოწმე მ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მ---------------ს თმებზე მოქაჩა და მიაგდო ბუხართან, მ------------საც დაარტყა ლოყაზე ხელი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულბებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა ორი პირის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ კ--------------მ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რამაც კ-------------- უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების განხორციელება ძილ-ბურანიდან ახლად გამოღვიძებულზე, დაზარალებულების მიერ მისი ძილის დარღვევის შემდეგ.
კ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაღვიძებით გამოწვეული დისკომფორტი), მიზანს (დაზარალებულებისთვის სამაგიეროს გადახდა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (მუშტის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმა, თმების მოქაჩვა და მინარცხება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა, სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ოდენობის განსაზღვრა.
II. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 4 ა--------ს, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში კ--------------მ ფიზიკურად იძალადა მ------------ზე და მ---------------ზე. აღნიშნულს თან ახლდა ხმაური, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდენ პოლიციის თანამშრომლები. კერძოდ, მ-----------–----- და ე-–-------------–---, რომლებიც კ--------------ს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, დამშვიდებულიყო და დაეცვა წესრიგი, რასაც არ დაემორჩილა კ--------------, პოლიციის თანამშროლმებს ხელი შეუშალა წესრიგის დაცვაში, ამასთან შეაგინა პოლიციის თანამშრომელ მ-----------–-----ს და გინებით წავიდა მისკენ. აღნიშნულის დანახვაზე პოლიციის მეორე თანამშრომელმა ე-–-------------–---მ ზურგიდან შემოხვია ხელები კ--------------ს და სცადა მისი შეჩერება, რა დროსაც კ--------------მ მას უკბინა მარჯვენა ხელის მტევანზე და მიაყენა სხეულის მუსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ძალადობით
მოწმე მ-----------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული აგრესიული იყო. ეზოდან რომ გავიდნენ, უთხრა, რომ პოციელი იყო, ბრალდებულმა შეაგინა. ე-–-------------–---მ უკნიდან შემოხვია ხელი. ბრალდებულმა მას ხელზე უკბინა. ელვარდმაც იყვირა, მიკბინაო. 10 წუთში სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა და ბრალდებული წაიყვანეს. უნიფორმა ეცვა ორივეს - მასაც და ე-–-------------–---საც.
მოწმე ე---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ფ---–---- მ-----ს შეაგინა, მას კი ხელზე უკბინდა. პოლიციის ფორმები ეცვათ. უკნიდან რომ აკავებდა ბრალდებულს, მაშინ უკბინა. ბრალდებული ძალაინი თვრალი იყო.
მოწმე მ------ ნ-----–---ს ჩვენებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ე-–-------------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მიმართვების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 21 მაისის ბრძანებისა და ფიცის ტექსტის თანახმად, ე-–-------------–--- დაინიშნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის სნაიპერების ოცეულის მებრძოლად და დადო პოლიციელის ფიცი.
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის განმარტება არ არის მოცემული სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა ის განმარტებულია სხვა კანონში, კერძოდ პოლიციის შესახებ კანონში, რომლის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმადაც პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი ელვარდ ჭაღალაძის, მ-----------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 21 მაისის ბრძანებით, ფიცის ტექსტით, მიმართვით და მომართვით დადგენილია, რომ ელვარდ ჭაღალაძე არის პოლიციის მუშაკი.
სასამართლო განმარტავს რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობაში. ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
მოცემულ შემთხვევაში ყველა გამოკვლეული მტკიცებულების ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებულმა იძალადა პოლიციის მუშაკზე, კერძოდ მას უკბინა ხელზე.
2.2. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით
დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნის არსებობაში.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზოემიერ ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნელყოფას, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებისა და საწარმოების ნორმალურ საქმიანობას.
მოწომე მ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული აგინებდა დ-----ს, წვდა თმებში, მოქჩა ორივე ხელით, მ-----ს ურტყა ხელი, დ-----ს დაედევნა, სარკის ჩამტვრევის ხმა გაიგო. მისმა შვილმა ბ---------------ს დაურეკა, გვიშველეო. ბრალდებულს პოლიციელები დაედევნენ.
მოწმე მ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ------- რომ ნახა, თმაში წვდა და ბუხარს მიანარცხა, მერე მას დაუწყო მუშტით ცემა. სიძემ პოლიცია მოიყვანა. მერე გაიგო, რომ ბრალდებულმა პოლიციას დაჭერისას ხელზე უკბინა.
მოწმე მ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული დ-----ს გაეკიდა საცემად, დედამისს მიეჭრა, თმებზე მოქაჩა და მიაგდო ბუხართან, მამასაც დაარტყა ლოყაზე ხელი. ბრალდებულმა კარი რომ ვერ გააღო, ფანჯრები ჩაამტვრია. მეუღეს დაურეკა და დახმარება თხოვა. მეუღლე რომ მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გაუღო კარი. ბრალდებული ისიევ გამოვარდა და დ-----ს მივარდა. დ----- გავარდა ჭიშკრისკენ, ბრალდებული გაეკიდა. პოლიციელებიც გაეკიდნენ. ბრალდებული დიდი ხნის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იწვა.
მოწმე ბ---------------ს ჩვენების თანახმად, 9-10 საათისთვის მეუღლემ დაურეკა, ბრალდებული მთვრალი ჩხუბობს და მოდიო. მასთან ბიჭები იყვნენ, რომლებიც წაიყვანა. 5 წუთში მივიდნენ. რბალდებული თავის ძმას ურტყამდა. ბიჭები რომ ნახა, გაიქცა.
მოწმე მ-----------–-----ს ჩვენების თანახმად, ბ------ს დაურეკა მეუღლემ, მან კი დახმარება შესთავაზა. ბ------მა თქვა, რომ სახლში შეუვარდა ბრადლებული და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----ს და მ-------ს. ეზოში სიბნელიდან კოჭლობით გამოვიდა ბრალდებული, ძმა დამშიდებას ცდილობდა, ბრალდებული აგრესიული იყო. ეზოდან რომ გავიდნენ, უთხრა, რომ პოციელი იყო, აგრესიული გახდა შეაგინა. ე-–-------------–---მ უკნიდან შემოხვია ხელი შეჩერებისა და დაწყნარების მიზნით. ბრალდებულმა მას ხელზე უკბინა. ელვარდმაც იყვირა, მიკბინაო.
მოწმე ე---------------–--ის ჩვენების მიხედვით, ბ------მა სთხოვა, ამოდითო. ფანჯარა ჩატეხილი იყო. ბრალდებულმა მის ძმას დაუწყო ჯიკავი. ის გაექცა. ბრალდებულმა ფ---–---- მ-----ს შეაგინა, მას კი ხელზე უკბინდა, როცა მის შესაჩერებლად და დასაწყნარებლად უკნიდან ხელები შემოხვია. პოლიციის ფორმები ეცვათ. ბრალდებული ძალაინი მთვრალი იყო.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით, ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი სსკ-ის 126-ე მხულის 11 -ე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაზე მსჯელობისას სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნულის შემდეგ მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მიზნით იძალადა პოლიციის მუშაკზე ბრალდებულმა.
როგორც უშუალოდ თვითმხილველი მოწმეების: მ-----------–-----ს და ე---------------–--ის ჩვენებებით ირკვევა, მ----- ფ---–----მ ბრალდებულს მოუწოდა წესრიგისკენ და უთხრა, რომ იყო პოლიციის მუშაკი, რის შემდეგაც ბრალდებულმა შეაგინდა მას და გაემართა მისკენ, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს ე-–-------------–---მ შემოხვია ხელები, რა დროსაც უკბინა მას.
ამდენად ირკვევა, რომ პოლიციის მუშაკები ცდილობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რისთვისაც აწყნარებდნენ და აჩერებდნენ ბრალდებულს, თუმცა ბრალდებული არ აძლევდა ამის საშუალებას და თავის დაღწევის მიზნით - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით - უკბინა პოლიციის მუშაკს.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლი მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია ჩადენისთანავე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ კ--------------მ ჩაიდინა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რამაც კ-------------- უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების განხორციელება ძილ-ბურანიდან ახლად გამოღვიძებულზე, დაზარალებულების მიერ მისი ძილის დარღვევის შემდეგ.
კ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა) ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (პოლიციის მუშაკის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელზე კბენა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ირკვევა, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია რაიმე მატერიალური ღირებულების არმქონე ნივთები, რის გამოც ისინი უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-------------- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მოსახდელად კ--------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
კ--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 ა--------დან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: შარვალი, ჯოხი, სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ნამსხვრევები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია