გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210118002426937
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - „ს------------------ს----------------- კ-------ა ფ--- შ--–--- ს---“

წარმომადგენ--–- - ბ------ ნ------ი

მოპასუხე - შპს „ვ---- ლ---------კს“

წარმომადგენ--–- - დ----- ჯ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „ვ---- ლ---------კს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4-----00 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენ--–- სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მხარეთა შორის 2015 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებულ გ----------ის შესახებ გენერალურ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გააჩნია დავალიანება, რაც შეთანხმების პირობების შესაბამისად, დასტურდება ტ------ის გ----------აზე განცხადებით და „C--“ -ებით.

 

2015 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების 1.3 და 6.1 პუნქტების შესაბამისად, ტ------ის გ----------აზე ფორმდებოდა განაცხადი, სადაც მიეთითებოდა ანაზღაურების ოდენობა. დავალიანება გამომდინარეობს ასეთი 3 განაცხადიდან, თითოეულის ღირებულება კი შეადგენს 1------0 აშშ დოლარს, ჯამურად, კი - 5-----00 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 9--,00 აშშ დოლარი, დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 4-----00 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 700 აშშ დოლარის ნაწილში (იხ, 2019 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:17:57).

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს------------------ს----------------- კ-------ა ფ--- შ--–--- ს----სა (გადამზიდი) და შპს „ვ---- ლ---------კს“-ს („დამკვეთი“) შორის 2015 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა „ა-------------------ით ტ------ის ს-------–------ო გ----------ისა და ს----------------- მომსახურების შესახებ №1-------15 გენერალური ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, „გადამზიდმა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ს------------------ს----------------- და სხვა, დამკვეთის ტ------ების გ----------ასთან დაკავშირებული მომსახურება, დამკვეთის მიერ მითითებული ტ------ის დანიშნულების ადგილზე მიწოდების და ტ------ის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის - ტ------ის მიმღებისთვის მისი გადაცემის მიზნით, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა გადამზიდისათვის მომსახურების საფასური და მასთან დაკავშირებული ხარჯები იმ ოდენობითა და წესით, რაც გათვალიწინებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებითა და დამკვეთის განცხადებით.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, ყოველი ცალკეული გ----------ის კონკრეტული პირობების დათქმა მოხდებოდა განაცხადში, რომელიც იყო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და სრულად უნდ შევსებულიყო, მხარეების ბეჭდით დამოწმებული და მათი უფლებამოსილი პირების მიერ ყოფილიყო ხელმოწერილი.

 

ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთი მოქმედებდა თავისი სახელით და თავისი კლიენტების (ტ------ის გამგზავნის, მიმღებების, ექსპედიტორების) დავალებებით; 1.5 პუნქტის თანახმად, გადამზიდი მოქმედებდა დამკვეთის დავალებით და მხოლოდ თავისი სახელით.

 

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ს----------------- მომსახურების შესრულების ფაქტისა და ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების დასტური იყო შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, დადგენილი ნიმუშის (C--/T---ზედნადები) მიხედვით სასაქონლო-ს----------------- ზედნადების ორიგინალი ტ------ის გამგზავნის, მიმღების, გადამზიდის (ექსპედიტორის) და საბაჟო ორგანოების ჩანიშვნით.

 

ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, ყოველი ცალკეული გ----------ა ხორციელდებოდა განაცხადის საფუძველზე, რაც იყო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

 

ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ფრახტის ჯამი (ს----------------- მომსახურების საფასური, გ----------ის ფასის ჩათვლით) თანხმდებოდა მხარეების მიერ და განისაზღვრებოდა ყოველ ჯერზე ს----------------- შეკვეთაში (განაცხადში).

 

ხელშეკრულების 5.16 პუნქტის თანახმად, გადამზიდი ვალდებული იყო განეხორციელებინა მესამე პირებთან ანგარიშსწორებები დამკვეთის სახით, რომელიც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებისა და ს----------------- შეკვეთის (განაცხადის) ვალდებულებების შესრულებასთან. ეს ანგარიშსწორებები არ იყო დამატება და ჩართული იყო ფრახტის გ----------ისათვის განაკვეთში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2015 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა „ა-------------------ით ტ------ის ს-------–------ო გ----------ისა და ს----------------- მომსახურების შესახებ №1-------15 გენერალური ხელშეკრულება“ (ს.ფ. 22-53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2--- აშშ დოლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილია სამი ტ------ის გ----------ის განაცხადი:

 

- 2018 წლის 24 იანვრის ტ------ის გ----------ის განაცხადის (№1--------) თანახმად, საწევრის/მისაბმელის B--------- / B--------- დატ------ვის თარიღია 2018 წლის 29 იანვარი, განისაზღვრა ფრახტის ღირებულება და გადახდის წესი - 1800 აშშ დოლარი, დატ------ვიდან 15 დღის შემდეგ;

 

- 2017 წლის 20 ნოემბრის ტ------ის გ----------ის განაცხადის (№1---------1) თანახმად, საწევრის/მისაბმელის B- 2------ / B--------- დატ------ვის თარიღია 2017 წლის 21 ნოემბერი, განისაზღვრა ფრახტის ღირებულება და გადახდის წესი - 1800 აშშ დოლარი, დატ------ვიდან 15 დღის შემდეგ.

 

- 2017 წლის 06 ოქტომბრის ტ------ის გ----------ის განაცხადის (№1-------8) თანახმად, საწევრის/მისაბმელის B--------- / B--------- დატ------ვის თარიღია 2017 წლის 09 ოქტომბერი, განისაზღვრა ფრახტის ღირებულება და გადახდის წესი - 1800 აშშ დოლარი, დატ------ვიდან 15 დღის შემდეგ.

 

აღნიშნული განაცხადების თანახმად, გაწეული მომსახურების თანხამ ჯამში შეადგინა 5400 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა 2019 წლის 22 თებერვლის სხდომაზე წარმოადგინა 2018 წლის 5 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ მიიღო მოპასუხე კ-------ის დირექტორის ნ--–- მ------–---–ისაგან 9 325 ლარი, ავტომობილებით B- 6--- E-, B--------- შესრულებული რეისებისათვის.

 

აღნიშნული აქტის გათვალისწინებით მოპასუხემ განმარტა, რომ დავალიანება დარჩენილია 700 აშშ დოლარი და ცნო სარჩელი 700 აშშ დოლარის ნაწილში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 4500 აშშ დოლარს, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ დავალიანება შეადგენს მხოლოდ 700 აშშ დოლარს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა - 9 325 ლარი შეადგენს - 3----80 აშშ დოლარს (2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით კურსით - 2.4638).

 

- სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ავტომობილების ნომრებზე B- 6--- E-, B---------, რაც იძლევა იმის იდენტიფიცირების საშუალებას, თუ რომელი გ----------ის თანხა მიიღო მოსარჩელემ 2018 წლის 5 თებერვალს. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამი ტ------ის გ----------ის განაცხადიდან აღნიშნული ნომრები ემთხვევა 2018 წლის 24 იანვრის ტ------ის გ----------ის განაცხადში (№1--------) მითითებულ ნომერს - საწევრის/მისაბმელი B--------- და 2017 წლის 06 ოქტომბრის ტ------ის გ----------ის განაცხადში (№1-------8) მითითებულ ნომერს - საწევრის/მისაბმელი B---------.

 

- 2017 წლის 20 ნოემბრის ტ------ის გ----------ის განაცხადში (№1---------1) მითითებულია სხვა ნომრები - საწევრის/მისაბმელი B- 2------. ამდენად, 2018 წლის 5 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა არ უკავშირდება 2017 წლის 20 ნოემბრის გ----------ის თანხას და აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 2017 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელის მიერ განხოციელებული გ----------ის თანხა 1800 აშშ დოლარი.

 

- რაც შეეხება 2017 წლის 06 ოქტომბრის თარიღით განხორციელებულ გ----------ას სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა 1800 აშშ დოლარის ოდენობით მოსარჩელეს მიღებული აქვს და აღიარებული აქვს 2018 წლის 5 თებერვლის აქტით, ვინაიდან ემთხვევა მისაბმელის ნომერი. აღნიშნული აქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

- 2018 წლის 24 იანვარს განხორციელებულ გ----------ასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ აღნიშნული გ----------ის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა დატ------ვიდან 15 დღის შემდეგ (იხ. ს.ფ. 55), დატ------ვა განხორციელდა 29 იანვარს, შესაბამისად გადახდა უწევდა 2018 წლის 13 თებერვალს. მიღება-ჩაბარების აქტი, რაზედაც აპელირებს მოპასუხე შედგენილია 2018 წლის 5 თებერვალს და მასში არ არის მითითებული თანხის წინსწრებით გადახდის თაობაზე. ამდენად, აღნიშნული აქტის საფუძველზე სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად 2018 წლის 24 იანვრის გ----------ის ღირებულების გადახდის ფაქტს.

 

- ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ 9-- აშშ დოლარი მიიღო მარტის თვეში. შესაბამისად, აღნიშნული 9-- აშშ დოლარი წარმოადგენს 2018 წლის 24 იანვრის გ----------ის საფასურის ნაწილს.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი დავალიანების ოდენობა შეადგენს 2017 წლის 20 ნოემბრის განაცხადის საფუძველზე ასანაზღაურებელ 1800 აშშ დოლარსა და 2018 წლის 24 იანვრის განაცხადის საფუძველზე ასანაზღაურებელ 9-- აშშ დოლარს, ჯამურად, 2--- აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ცნო 700 აშშ დოლარი, რა ნაწილშიც დავალიანების არსებობა არ არის სადავო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება სატრასნპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას.

 

სსკ-ის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტ------ის გ----------ასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საექპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტ------ების გ----------ასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტ------ის გაგზავნიდან ტ------ის მიღებამდე ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატ------ო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.

 

კრიტერიუმები, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ს----------------- ექსპედიციად კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, არის მომსახურების მიმწოდებლის (ექსპედიტორი) მოქმედება საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯით. სატრნასპორტო ექსპედიციად ურთიერთობა მხოლოდ მაშინ უნდა მივიჩნიოთ, თუ ექსპედიტორი შემკვეთის მოთხოვნით ტ------ის გ----------ას ახორციელებს.

 

ხელშეკრულების ს----------------- ექსპედიციად კვალიფიკაციისათვის ექსპედიტორის საკუთარი სახელით მოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს------------------ს----------------- კ-------ა ფ--- შ--–--- ს----სა (გადამზიდი) და შპს „ვ---- ლ---------კს“-ს („დამკვეთი“) შორის 2015 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული „ა-------------------ით ტ------ის ს-------–------ო გ----------ისა და ს----------------- მომსახურების შესახებ №1-------15 გენერალური ხელშეკრულების“ თანახმად, „გადამზიდმა“ „ს------------------ს----------------- კ-------ა ფ--- შ--–--- ს---“-მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ს------------------ს----------------- და სხვა, დამკვეთის ტ------ების გ----------ასთან დაკავშირებული მომსახურება, დამკვეთის მიერ მითითებული ტ------ის დანიშნულების ადგილზე მიწოდების და ტ------ის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის - ტ------ის მიმღებისთვის მისი გადაცემის მიზნით, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა გადამზიდისათვის მომსახურების საფასური და მასთან დაკავშირებული ხარჯები იმ ოდენობითა და წესით, რაც გათვალიწინებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებითა და დამკვეთის განცხადებით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ს----------------- მომსახურების შესრულების ფაქტისა და ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების დასტური იყო შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, დადგენილი ნიმუშის (C--/T---ზედნადები) მიხედვით სასაქონლო-ს----------------- ზედნადების ორიგინალი ტ------ის გამგზავნის, მიმღების, გადამზიდის (ექსპედიტორის) და საბაჟო ორგანოების ჩანიშვნით. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთი მოქმედებდა თავისი სახელით და თავისი კლიენტების (ტ------ის გამგზავნის, მიმღებების, ექსპედიტორების) დავალებებით; 1.5 პუნქტის თანახმად, გადამზიდი მოქმედებდა დამკვეთის დავალებით და მხოლოდ თავისი სახელით. წარმოდგენილი განაცხადებიდან ირკვევა, რომ გ----------ა ხორციელდებოდა დატ------ვის მისამართიდან „ლეგკო’, ქ. მირონოვკა, ფუნზეს ქუჩიდან გადმოტ------ვის მისამაართამდე, საქართველო, თბილისი ლორთქიფანიძის ქუჩა. გ----------ა ასევე მოიცავდა „საბაჟო გაწმენდის მისამართებს“. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები ხელშეკრულების ს----------------- ექსპედიციად კვალიფიკაციისათვის საჭირო ექსპედიტორის საკუთარი სახელით მოქმედებაზე მიუთითებს.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების ს----------------- ექსპედიციად კვალიფიკაციის საჭირო მეორე, შემკვეთის ხარჯით მოქმედების კრიტერიუმს, აღნიშნულზე მიუთითებს ხელშეკრულების 5.16 და 6.1 პუნქტები.

 

შემკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ექსპედიტორისათვის შეთანხმებული პროვიზია გაწეული მომსახურების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებელი ოდენობა 2017 წლის 20 ნოემბრის განაცხადის საფუძველზე შეადგენს 1800 აშშ დოლარსა, ხოლო 2018 წლის 24 იანვრის განაცხადის საფუძველზე - 9-- აშშ დოლარს, ჯამურად, 2--- აშშ დოლარს, რისი გადახდაც სსკ-ის 730-ე მუხლისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება შპს „ვ---- ლ---------კს“.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა 700 აშშ დოლარი, რა ნაწილშიც დავალიანების არსებობა არ არის სადავო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 700 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია საერთო ჯამში 2--- აშშ დოლარის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე ითხოვს ადვოკატის მომსახურების თანხას 1081 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის 1255 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამ მუხლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, მათ შორის პროცესუალურს.

 

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ადვოკატის ჰონორარის 1081,67 ლარის ანაზღაურების მტკიცებულება (ს.ფ. 79), ასევე სანოტარო მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის 118 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 95), მთარგმნელობითი მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის 376 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 96), საჯარო რეესტრში გაწეული ხარჯის - 10 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 86), შსს მომსახურების სააგენტოში გაწეული ხარჯის 21-21 ლარისა და 81-81 ლარის მტკიცებულება (ს.ფ. 82-83), ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 37-ე, 53-ე, 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა მხოლოდ აღნიშნული ხარჯები, რაც სართო ჯამში შეადგენს - 708 ლარს.

 

ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1---- ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის 289,44 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის 708 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო უნდა დაუბრუნდეს 39,40 ლარი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------------------ს----------------- კ-------ა ფ--- შ--–--- ს----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს „ვ---- ლ---------კს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე შპს „ვ---- ლ---------კს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1---- ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე შპს „ვ---- ლ---------კს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 289,44 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხე შპს „ვ---- ლ---------კს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის 708 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შპს ,,ნ------ი და კ-------ის"' მიერ 1--------8 წელს საგადახდო დავალება #1--------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 327 ლარიდან - 39,40 ლარი. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე 1--------8 წელს საგადახდო დავალება #1--------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე