განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100117001816150
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- გ-------–ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ--------------ე, ლ---- ს-----ა

 

ბრალდებული - ო---- ბ--------ა, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- რეგისტრირებული: გ--–----------–------------, ამჟამად ძებნილი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–--------------- ღამის საათებში, ქ. თბილისში, ე--–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ო---- ბ--------ამ სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა იქვე მდგარი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №---------) ორ ცალ გვერდითა უკანა ხედვის სარკეს, რა დროსაც მისი ქმედება აღკვეთეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ო---- ბ--------ას მხრიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქ. თბილისში, ე--–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №---------) ორ ცალი გვერდითა უკანა ხედვის სარკის დაუფლების მცდელობა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ვ-–-------- ნ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–--------------- მაშინ, როდესაც იმყოფებოდა ქალაქგარეთ, დაუკავშირდა პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და შეატყობინა მის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანაზე (სახ. №---------) დამაგრებული გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ქურდობის შესახებ (კუთვნილი ა/მანქანა მოწმეს გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, ე--–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე). ამის შემდეგ, იგი დაუკავშირდა თავის შვილს - ლ-–- ნ------------ეს, რომელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ დაადასტურა, რომ კუთვნილი ა/მანქანა შემთხვევის ადგილზე დააყენა შემთხვევიდან დაახლოებით 3 დღით ადრე.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ნ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მისი ოჯახის კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანა (სახ. №---------), შემთხვევის ადგილზე ეყენა შემთხვევამდე რამდენიმე დღე. მოწმის განმარტებით, 2----–-–--------------- საღამოს საათებში, მას დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც აღმოაჩინა, რომ ოჯახის კუთვნილ ა/მანქანას აღარ ჰქონდა გვერდითა უკანა ხედვის სარკეები. მოწმემ ჩვენების მიცემისას არ გამორიცხა დამნაშავის მიერ ა/მანქანის სარკეების წინა დღით მოპარვაც, ვინაიდან სადავო სარკეები ბოლოს როდის შენიშნა ა/მანქანაზე არ ახსოვს.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ზ----------ას ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ო---- ბ--------ას მხრიდან განხორციელებული ქურდობის თაობაზე, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ი-----–- ზ-------ას ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----------- მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–--- მ--------------–---–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ ზ----------ას ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, რომლის თანახმად, „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეები მოპარული ჰქონდა ო---- ბ--------ას, თანამშრომლებთან - გ------- რ----–---–თან და რ------ კ--------ესთან ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე. მათ შემთხვევის ადგილზე შენიშნეს ო---- ბ--------ა (როგორც მოგვიანებით გაარკვიეს), რომელსაც პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის სარკე. ამის შემდეგ, მათ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამატებით ჩაატარეს ო---- ბ--------ას მფლობელობაში არსებული იმავე ფირმის ა/მანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს ანალოგიური მეორე სარკე. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. მოწმის განმარტებით, ო---- ბ--------ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

3.7. ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ------- რ----–---–მა და რ------ კ--------ემ.

 

3.8. პირადი ჩხრეკის ოქმით (----------–-- დგინდება, რომ ო---- ბ--------ას პირადი ჩხრეკისას, მარჯვენა ხელიდან ამოუღეს მუქი ფერის პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული გვერდითა უკანა ხედვის სარკე. სარკის ზედაპირი არის უსწორმასწორო, გააჩნია ორი ცალი ლითონის და ერთი ცალი თეთრი პლასტმასის სამაგრი.

 

3.9. ა/მანქანა „მერსედესის“ ჩხრეკის ოქმით (----------–-- დგინდება, რომ ო---- ბ--------ას მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №---------) წინა მარცხენა კარის სათავსოდან, ამოიღეს ერთი ცალი გვერდითა უკანა ხედვის სარკე, რომელიც ჩასმულია მუქი ფერის პლასტმასის ჩარჩოში, სარკის უკანა ზედაპირი არის უსწორმასწორო, გააჩნია ორი ცალი ლითონის და ერთი ცალი პლასტმასის სამაგრი.

 

3.10. ა/მანქანა „მერსედესის“ ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ------- ს---–--ემ.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- ყ-----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო ლ-–- ნ------------ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებაში. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ა/მანქანას მოპარული ჰქონდა სარკეები (სარკე ამოღებული იყო ბუდიდან), სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ა/მანქანა ექსპერტებმა დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით, თუმცა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი არ დადგენილა.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ლ---–- გ-----–-ამ და ი-----–- ხ--------ემ განმარტეს, რომ 2----–-–--------------- შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქ. თბილისში, ე--–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაასურათეს შემთხვევის ადგილი და დ------–------------- ფხვნილით დაამუშავეს „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის გარეთა ზედაპირი, თუმცა რაიმე სახის კვალი ამოღებული არ ყოფილა.

 

3.13. მოწმეების: დ----- ყ-----–---–ის, ლ---–- გ-----–-ა და ი-----–- ხ--------ის ჩვენება დასტურდება ლ-–- ნ------------ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერების ოქმით.

 

3.14. ტ-------–--------------------------------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ა/მანქანის მარჯვენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის მინაზე არსებული დაზიანება დამახასიათებელია მისი როგორც მკვრივი, ასევე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის. გამოკვლევაზე წარმოდგენილი სარკეები დამზადებულია ქარხნული წესით და თავისი ფორმით, აგებულებითა და მათზე დატანილი მარკირებების მიხედვით, წარმოადგენენ მარჯვენა და მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკეებს, რომლებიც განკუთვნილია 1----–--–-------–------–- ა/მანქანებისთვის “M--------------------”, ხოლო კონკრეტულად მიეკუთვნება თუ არა წარმოდგენილი დეტალები „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანას (სახ. №---------) მოცემულ შემთხვევაში დადგენა შეუძლებელია.

 

3.15. ზემოაღნიშნული ტ-------–--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ---------------ემ.

 

3.16. ს--------–------------------------ დასკვნის თანახმად, 1----–--–-------–------–- ა/მანქანის “M--------------------”, გვერდითა უკანა ხედვის სარკის მინების საბაზრო ღირებულება შეადგენს 100 ლარს, ხოლო სარკეების მინების ბუდეში მონტაჟის ღირებულება - 10 ლარს.

 

3.17. ზემოაღნიშნული ს--------–-- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - შ---------------ემ.

 

3.18. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნებული ლ-–- შ-----–იას ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–--------------, გადაწყვიტა ზ-------------------–--–- პირად საქმეზე წამოსვლა. ვინაიდან მოწმეს იმ პერიოდში ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თბილისში საკუთარი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანით (სახ. №---------) წამოყვანა სთხოვა მეგობარს - გ------ ფ---–---–--ას, რომელმაც უარი არ უთხრა თხოვნაზე. მოწმის განმარტებით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, გ------ ფ-–---–--ამ იგი მიყვანა ე--–--- ქუჩაზე მცხოვრები ნათესავის - ო---- ბ--------ას სახლთან. მისი კუთვნილი ა/მანქანა კი გააჩერა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, 2----–-–--------------- იგი ფეხით წავიდა პირად საქმეებზე, ამ დროს ა/მანქანა დატოვა იმ ადგილას, სადაც ბოლოს გააჩერა მისმა მეგობარმა ზ--------იდან ჩამოსვლის შემდეგ, ხოლო გასაღები დატოვა ო----სთან და ურჩია ნივთების ჩალაგება, რადგან ეს უკანასკნელი დასავლეთში მასთან ერთად აპირებდა უკან დაბრუნებას. მოწმის გადმოცემით, იგი გვიან ღამით ფეხით გადაადგილდებოდა ო---- ბ--------ას საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც გზად შენიშნა პოლიციის თანამშრომლები და ო---- ბ--------ა. მოწმემ ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო ბრალდებულის სახით. ქურდობის დეტალები მისთვის უცნობია.

 

3.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმე ლ-–- პ----–იანის ჩვენებით დგინდება, რომ არის ო---- ბ--------ას დიდი ხნის მეგობარი. დაახლოებით 2 წლის წინ, მან ო---- ბ--------ას აჩუქა „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის ნაწილები, მათ შორის იყო გვერდითა უკანა ხედვის სარკეებიც. მოწმის განმარტებით, სარკეს მოყვებოდა ბუდეც, რომელიც მოწმის შეფასებით, არის ის ნაწილი, სადაც მიმაგრებულია სარკე. ნივთის გაჩუქებიდან დაახლოებით 1 კვირაში, მან კვლავ ნახა ო---- ბ--------ა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ნაჩუქარი ნივთების გამო დააკავეს პოლიციელებმა. სიმართლე კი იმიტომ არ თქვა, რომ მოწმე (ლ-–- პ----–იანი) „შარში არ გაეხვია“. ლ-–- პ----–იანმა დაზუსტებით განმარტა, რომ ო---- ბ--------ასთვის გადაცემული ნივთები თავად შეიძინა. გაიგო რა საქმის ვითარება, ო---- ბ--------ას უთხრა, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა ადვოკატისთვის და საჭიროების შემთხვევაში მისცემდა ჩვენებას.

 

3.20. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე B----------------------------------------------------------------

 

3.21. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო მიმოიხილავს დაზარალებულ ვ-–-------- ნ------------ისა და მისი შვილის - ლ-–- ნ------------ის ჩვენებებს, რომელთა შინაარსი ვერ ადასტურებს ო---- ბ--------ას კავშირს წარდგენილ ბრალდებასთან. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ არც დაზარალებულს და არც მის შვილს, დაზუსტებით არ უთქვამთ, რომ შემთხვევის დღეს, მათი ოჯახის კუთვნილ „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანას ნამდვილად ჰქონდა გვერდითა უკანა ხედვის სარკეები. უფრო მეტიც, ჩვენების მიცემისას მოწმე ლ-–- ნ------------ემ არ გამორიცხა, დამნაშავის მიერ ა/მანქანის სარკეების წინა დღეს მოპარვაც. ნიშანდობლივია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ სარკეებს არ გააჩნდათ რაიმე დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც დაზარალებულს მისცემდა მისი ამოცნობის შესაძლებლობას. ამ კუთხით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. პირის გამართლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მითითებულია ის გარემოება, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „ვ--–------- და აფთიაქის დაყაჩაღების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „ვ--–------- იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № 5------------).

 

3.23. მართალია, ბრალდების მხარემ ო---- ბ--------ასთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, სასამართლოს მოწმის სახით წარმოუდგინა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებლები, რომელთა ჩვენებები თანმიმდევრულობითა და ურთიერთშეთანხმებულობით ხასიათდება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ მაღალი სტანდარტის შესაბამისად, რასაც საქართველოს კანონმდებლობა პირის დამნაშავედ ცნობისთვის აწესებს. აღნიშნულის დასტურად სასამართლო მიმოიხილავს ი-----–- ზ-------ას, გ------- რ----–---–ის და რ------ კ--------ის ჩვენებებს: შემთხვევის ადგილზე მისულმა სამივე გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მათ გაქურდული „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ო---- ბ--------ა, რომელსაც პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის სარკე. ამის შემდეგ, მათ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობითვე, ჩაატარეს ო---- ბ--------ას მფლობელობაში არსებული იმავე ფირმის ა/მანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს ანალოგიური მეორე სარკე. სასამართლო განმარტავს, რომ არასარწმუნოდ არ მიიჩნევს პოლიციელთა ჩვენებებს, ვინაიდან მათში აღწერილი ინფორმაცია დადასტურებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით (ო---- ბ--------ას პირადი ჩხრეკის ოქმითა და მის ო---- ბ--------ას მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით), თუმცა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ ო---- ბ--------ასგან ამოიღეს „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის ორი ცალი გვერდითა უკანა ხედვის სარკე, არ არის საკმარისი მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, რომ ამოღებული ნივთები იყო უშუალოდ დაზარალებულად ცნობილის პირის კუთვნილი ა/მანქანის საკუთრება, ხოლო ასეთის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის შემხებლობას დაზარალებულის ა/მანქანასთან (მაგალითად, დ------–------------- ექსპერტიზის დასკვნა).

 

3.24. კითხვაზე - იყო თუ არა ო---- ბ--------ასგან ამოღებული ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეები, უშუალოდ დაზარალებულად ცნობილი პირის კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის საკუთრება, პასუხის გასაცემად, ბრალდების მხარემ დანიშნა ტ-------–--------- ექსპერტიზა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა - გ---------------ემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი გვერდითა უკანა ხედვის სარკეები, ზოგადად განკუთვნილი იყო 1----–--–-------–------–- ა/მანქანებისთვის “M--------------------”, ხოლო კონკრეტულად მიეკუთვნებოდა თუ არა წარმოდგენილი დეტალები დაზარალებულის კუთვნილ „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანას (სახ. №---------), ამის დადგენა შეუძლებელი იყო. სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის აღნიშნული განმარტება, არ გამორიცხავს ო---- ბ--------ასგან ამოღებული ა/მანქანის სარკეების პირად კუთვნილებას, ვინაიდან იგი იმ პერიოდში სარგებლობდა იმავე მოდელის ა/მანქანით, რითაც დაზარალებული. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფაქტს თავად გამომძიებლებიც ადასტურებდნენ. ამდენად, ტ-------–--------- ექსპერტიზა, არაკატეგორიული ხასიათის გათვალისწინებით, ვერ გამოდგება ო---- ბ--------ას ბრალდების დადასტურებისთვის.

 

3.25. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, წარდგენილ ბრალდებაში ო---- ბ--------ას დადანაშაულებისთვის, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, პოლიციელების ჩვენების პარალელურად, საჭიროა სხვა იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის შემხებლობას დაზარალებულის ა/მანქანასთან. სასამართლო ასეთ მტკიცებულებად მიიჩნევს დ------–------------- ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ო---- ბ--------ას თითის ანაბეჭდის არსებობა დაზარალებულის კუთვნილ ა/მანქანაზე, რაც თავის მხრივ, შექმნიდა ლოგიკურ ჯაჭვს და დაადასტურებდა ბრალადშერაცხულ დანაშაულთან მის კავშირს, თუმცა ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. საინტერესოა, რომ ასეთი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარუდგენლობის მიზეზი იყო არა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარება, არამედ ასეთი კვალის არ არსებობა (იხ. პუნქტი 3.11-3.12.).

 

3.26. სასამართლო ასევე არ იმსჯელებს შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებლების ჩვენების იმ ნაწილზე, როდესაც ისინი მიუთითებენ ბრალდებულ ო---- ბ--------ას მიერ, ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარებაზე. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულია ბრალდებულის დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული ო---- ბ--------ა თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, რაც სასამართლოს უკარგავს შესაძლებლობას გაიგოს მისი პოზიცია ბრალთან მიმართებით. ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს ანიჭებს იმის უფლებას, რომ ნებისმიერ დროს შეცვალოს პოზიცია ბრალთან მიმართებაში, სასამართლო ო---- ბ--------ას მხრიდან სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდებას მიიჩნევს მისი პოზიციის ცვლილებად (ბრალდებული გამოძიების ეტაპზე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს), რაც არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნას გაგებული.

 

3.27. სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების პარალელურად, მართებულად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს და იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (მოწმე ლ-–- პ----–იანის ჩვენება) სანდოობასა და უტყუარობაზეც, მით უფრო, როდესაც დაცვის მხარის სანდოობა ბრალდების მხარემ ეჭვქვეშ დააყენა. პროკურორის განმარტებით, მოწმე ლ-–- პ----–იანს, იმ შემთხვევაში თუ მან ნამდვილად აჩუქა ო---- ბ--------ას „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეები, შეეძლო განეცხადებინა პოლიციაში, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს მის მიკერძოებაზე და ემსახურება მეგობრის დახსნას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

3.27. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და თავის მხრივ განმარტავს, რომ ხსენებული მოწმის ჩვენება არ აჩენს რაიმე ეჭვს სანდოობასთან მიმართებით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შეიტყო საქმის რეალური ვითარება, ლ-–- პ----–იანმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა სიმართლე - თუ როგორ აჩუქა მან ო---- ბ--------ას „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეები, რისი ქურდობის მცდელობაც ბრალდებოდა. ამ მიზნით, მან ბრალდებულს უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა ადვოკატისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაიკითხებოდა მოწმის სახით, რაც შეასრულა კიდეც. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმის ჩვენებას აქვს ერთნაირი მტკიცებულებითი ძალა, შესაბამისად სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვის ვალდებულება, მისი ჩვენების სანდოობის ასამაღლებლად, დაცვის მხარეს არ გააჩნდა.

 

3.28. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ რეალურად ვ-–-------- ნ------------ის ა/მანქანაზე, ქურდობის განხორციელების შემდეგ, გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ბუდე იყო ადგილზე, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა აღქმულ იქნეს გარკვეულ წინააღმდეგობად მოწმე ლ-–- პ----–იანის ჩვენებასთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ო---- ბ--------ას სარკეები აჩუქა ბუდესთან ერთად. ანუ, ჩნდება კითხვა: თუ ლ-–- პ----–იანმა ო---- ბ--------ას სარკეები აჩუქა ბუდესთან ერთად, რატომ ამოიღეს ო---- ბ--------ას პირადი და ა/მანქანის ჩხრეკისას სარკე ბუდის გარეშე? სასამართლოსთვის ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის ფაქტი, თუ რას აღიქვამს მოწმე სარკის ბუდედ. მხარის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ლ-–- პ----–იანმა განმარტა, რომ ბუდე არის ის ნაწილი, სადაც მიმაგრებულია სარკე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩხრეკის ოქმებით დგინდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული სარკე ჩასმული იყო მუქი ფერის პლასტმასის ჩარჩოში... სწორედ ამ პლასტმასის ჩარჩოზეა მიმაგრებული სარკე, რაც სასამართლოს შეფასებით მოწმემ გაუტოლა სარკის ბუდეს.

 

3.29. სასამართლო იზიარებს ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93, 29/05/1997, §43). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მთავარ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ თვლის ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.30. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, §2).

 

5.2. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება A-------------------------------------------------------. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.

 

5.3. ამდენად, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ადგენს: ა) არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო---- ბ--------ას მიერ ვ-–-------- ნ------------ის კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეების დაუფლების ფაქტს; ბ) არ არსებობს ამოღებული ნივთმტკიცებისთვის (ა/მანქანის სარკეებისთვის) დამახასიათებელი რაიმე ნიშან-თვისება, რაც დაადასტურებდა ო---- ბ--------ასგან ამოღებული სარკეებისა და დაზარალებულის კუთვნილი სარკეების იდენტურობას; გ) არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდებულის კავშირს დაზარალებულის კუთვნილ ა/მანქანასთან დაადასტურებდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი და ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ო---- ბ--------ას ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს ქურდობის შემადგენლობის ელემენტები, სასამართლო მის დამამძიმებელ გარემოებაზე მსჯელობას მიიჩნევს არამართებულად.

 

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ო---- ბ--------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

- ო---- ბ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, ასევე მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ო---- ბ--------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ო---- ბ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

- ო---- ბ--------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, ასევე მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

- 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი