გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
020210018002659450
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020210018002659450 (2/1937-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.03.2019 წ ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ლა------------–---–-ა

წარმომადგენელი ნა----------–---ა

მოსარჩელე მა------------ა

წარმომადგენელი რე----------ა

დავის საგანი:

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

2.

ლა------------–---–-ასა და მა------------ას შორის 0--------8 წ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ზუ--------------------9, ს/კ 4----------1.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 0--------8 წ მდგომარეობით ლა------------–---–-ა ქ. ზუგ-----–--------------9–ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 4----------1 მესაკუთრეა.

 

აღნიშნული ქონება მან მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისგან.

 

3.2. ლა------------–---–-ა და მა------------ა ბებია და შვილიშვილი არიან. მოსარჩელე მოპასუხის მამის – გო---------–---–--ს დედაა.

 

გო---------–---–--ს 2 შვილი ჰყავს. ისინი დედასთან ერთად ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ურთიერთობა ჰქონდათ მამასთან და მისი მხრიდან ბებია–პაპასთან. მოპასუხე და მისი და ამჟამად დაოჯახებულები არიან.

 

3.3. ბაბუას სიცოცხლეში ზეპირად გაცხადებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი საცხოვრებელი სახლი შვილიშვილებს გადასცემოდათ, თუმცა ამგვარი საანდერძო განკარგულება მას არ გაუკეთებია. შესაბამისად კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით სათანადო პროცედურებით სადავო ქონების მესაკუთრე გახდა მოსარჩელე.

 

3.4. მა------------ას და მის დას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მოსარჩელესთან. საოჯახო შეთანხმების შედეგად, ასევე ბაბუას სიცოცხლეში გამოთქმული სურვილის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებით ახალ მესაკუთრედ დარეგისტრირებულიყო მა------------ა, ხოლო შემდეგ დები თვითონ გაიყოფდნენ ამ ქონებას.

 

3.5. ჩუქების ხელშეკრულება მარტივი წერილობითი ფორმით დაიდო 0--------8 წ და უძრავი ნივთი (ს/კ 4----------) დარეგისტრირდა მა------------ას საკუთრებაში.

 

3.6. სადავო ქონება უძრავი ნივთის დადებამდე და მას შემდეგ გაქირავებულია. მასში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს თეა კირთაძის ოჯახი, ქირას ლა------------–---–-ა იღებს.

 

3.7. მა------------ა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ არ შედგომია სადავო ქონების ფლობა– მართვას.

 

3.8. უძრავი ნივთზე ახალი მესაკუთრის რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში მა------------ამ ოჯახის შექმნის აღსანიშნავად ქორწილი გადაიხდა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის არ აღმოჩნდა ბებია ლა------------–---–-ა და მისი შვილი, მოპასუხის მამა გო--------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4----------1, მომზადების თარიღი 0--------- წ

–უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 0--------9 წ

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4----------1, მომზადების თარიღი 14-------8 წ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52--ე, 529–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 52--ე მუხლის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

დასახელებული კოდექსის 529–ე მუხლის პირველი ნაწილით ჩუქება შეიძლება გაუქმდეს თუ დასაჩუქრებული ძიმე შეურაწყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

მოყვანილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობა მოიცავს გამჩუქებლის შესაძლებლობას მის მიერ შეცილებულ იქნეს ხელშეკრულება და მისი შედეგები ისეთი სპეციფიკური საფუძვლებით როგორიცაა დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

შეურაცხყოფა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ ქმედებაში, მაგალითად, მისი ქონების, სიცოცხლისა თუჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაში, ასევე - სიტყვიერ შეურაცხყოფაში ან საერთოდ უმოქმედობაში, იგნორირებაში, უყურადღებობაში.

 

ჩუქების პირადი ხასიათიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ უმადურობად ჩაითვლება მჩუქებლის მიმართ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მხარეთა შორის სოციალურ-მორალური თვალსაზრისით თუ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, მიუღებელი ან ნაკლებად მოსალოდნელია.

 

ზოგადად, სამართლის სისტემები მოიცავენ წესებსა და პრინციპებს - მორალურ მტკიცებებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ სხვადასხვა შეხედულებები და მიიღონ ისგადაწყვეტილება, რომელიც სამართალს აქცევს, რაც შეიძლება, მორალურად საუკეთესოდ. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მორალური შეფასება არის სამართლის განუყოფელი ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ბებიას მოქმედება კეთილსინდისიერად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან ვალდებულების გარეშე გამოხატა ნება შეესრულებინა მისი მეუღლის სურვილი და სადავო ქონება სამართლებრივად შვილიშვილის, ხოლო რეალურად შვილიშვილებისთვის გადაეცა, თუმცა შვილიშვილმა ვინც ბებიას ამგვარი მოქმედებით საკმაოდ მაღალი ღირებულების ქონება – ქალაქის ცენტრალურ ადგილას საცხოვრებელი სახლი მიიღო საკუთრებაში, არ მიიწვია ის ქორწილში, არ იყო მიწვეული ასევე ბებიას ახლო ნათესავი – მოპასუხის მამა. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირდა, რომ ბებიამ საერთოდ არ იცოდა ქორწილის შესახებ და ეს ინფორმაცია მეზობლების და ნათესავებისგან შეიტყო, რაც სასამართლოს აზრით ბებიასთვის მორალური ტრავმის გამომწვევია და ცალსახად უნდა შეფასდეს დამსაჩუქრებელი ბებიას მიმართ გამოვლენილ დიდ უმადურობად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ შეტანილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა..

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--------8 წ განჩინებით (საქმე #02--------------18 (2/უზ–2--18) დაკმაყოფილდა ლა------------–---–-ას განცხადება და მა------------ას წინააღმდეგ არსაძრავი სარჩელის უძრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მა------------ას (პ/ნ 62--------3 საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ზუ----------------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ლა------------–---–-ასა და მა------------ას შორის 0--------8 წ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ზუ--------------------9, ს/კ 4----------1

3. მა------------ას ლა------------–---–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა