განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100117002225560
№1-298/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.0---019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა--------------
ბრალდებული - კო-------------ე, ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე
ადვოკატი - პა---------–----ე, ნუ------------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173091017001 საქმე
1.ბრალდებულ კო-------------ის მიმართ
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 1--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
პირადი ნომერი: 6----------
რეგისტრირებული: ბათუმი, ტ------ ქ. №9, ბინა №56
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი ა-----------------------–--–ი №282
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
2.ბრალდებულ ირ---–------–--–--ის მიმართ
მამის სახელი: რე-----
დაბადებული: 2--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ტე--------ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
პირადი ნომერი: 6----------
რეგისტრირებული: ქობულეთი, სოფელი ჩ---------, მე-7 ჩიხი №1
ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ჩ---------, მე-7 ჩიხი №1
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
3.ბრალდებულ რა---–-------ის მიმართ
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 2--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქედა
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
პირადი ნომერი: 6----------
რეგისტრირებული: ქედის რაიონი, სოფელი ა-------- მე-8 შესახვევი, №3
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, თა--------------–ება №23, ბინა №53
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:
კო-------------ის მიმართ:
1.გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად;
ირ---–------–--–--ის მიმართ:
2.გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად;
რა---–-------ის მიმართ:
3.გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად;
ბრალდების დადგენილების თანახმად დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
4. 2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, გო----- დასახლება, ა--------------------–--–ი N5-ში განთავსებულ კლუბ ,,რ----–ი“ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ალ---------------------–ი, ნე---------–--ი, ჰაი---------------–--ი და სა-–-----------–ი, რა დროსაც კლუბ ,,რ----ს“ ადმინისტრაციის მუშაკები ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე და კო-------------ე, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და გაუპატიურების, აგრეთვე სახელგამტეხი ცნობების გახმაურების მუქარით, ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ისაგან მოითხოვდნენ 2160 ლარს.
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად იქნა ქმედებები დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ კო-------------ის, ირ---–------–--–--ის და რა---–-------ის მიმართ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ჯგუფურად ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რის გამოც ბრალდებულების აჰ----------------ს და მუ-------------------------ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს ქმედების გადაკვალიფიცირება შეუძლია იმავე ხარისხის ან მსუბუქ ბრალდებაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ პირის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბრალდებულის ქმედებამ იმაზე მეტი შინაარსი არ შეიძინოს, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოაყალიბა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს არ გასცდეს, რასაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამავე დროს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სასამართლოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად განეხორციელებინა დაცვის უფლება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში.
სასამართლომ დაადგინა:
5. 2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, გო----- დასახლება, ა--------------------–--–ი N5-ში განთავსებულ კლუბ ,,რ----–ი“ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ალ---------------------–ი, ნე---------–--ი, ჰაი---------------–--ი და სა-–-----------–ი, კლუბ ,,რ----ს“ ადმინისტრაციის მუშაკებმა ირ---–------–--–--ემ, რა---–-------ემ და კო-------------ემ ხსენებულ პირებს მოსთხოვეს 2160 ლარის გადახდა გაწეული მომსახურების საფასურად, ალ---------------------–იმ, ნე---------–--იმ, ჰაი---------------–--მა და სა-–-----------–იმ მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილი თანხა რეალურად შეკვეთილ მომსახურებაზე ბევრად მეტი იყო, ამიტომ თანხის გადახდაზე განაცხადეს უარი, რის შემდეგაც კლუბ ,,რ----ს“-ს ადმინისტრაციის წევრები ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე და კო-------------ე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად აიძულებდნენ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 2160 ლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯგუფურად, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
6.ბრალდებულებმა გამოძალვის ნაწილში თავი დამნაშავედ არ სცნეს, ამავდროულად განმარტეს, რომ მათი ქმედება მიმართული იყო დაზარალებულების იძულებისკენ გადაეხადათ ბარში გაწეული მომსახურეობის საფასურად 2160 ლარი, რასაც აღიარებენ და ინანიებენ.
7.სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 08 ოქტომბერს, ისინი იმყოფებოდნენ ქ. ბათუმში, გო----- დასახლება, ა--------------------–--–ი N5-ში განთავსებულ კლუბ ,,რ----–ი“, რა დროსაც შეუკვეთეს ლუდი და ხილი, თუმცა მომსახურეობის საფასურად ბარში მომუშავე პირებმა მოსთხოვეს 2160 ლარის გადახდა, რაც არ შეესაბამებოდა მათ მიერ შეკვეთილი მომსახურების საფასურს, და თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ კლუბ ,,რ----ს“ ადმინისტრაციის მუშაკები ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე და კო-------------ე, ჯგუფურად, ძალადობით და მუქარით, ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ის აიძულებდნენ გადაეხადათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა.
8. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებები: სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია,ხოლო სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დანარჩენი მტკიცებულებებით: მოწმეების შო------------ის, ოქ-------------ის, გუ-–-------ის, სო--------ის, ლე----------ის, ჯა-----–-------ის, ირ---–-------ის გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სალარო აპარატის ქვითრის დათვალიერების ოქმით, ამოღებული სალარო აპარატის ქვითარი, ჩეკების დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, კომპლექსური საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების, ამოღებული ნივთებით, ასევე დგინდება, რომ 2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, გო----- დასახლება, ა--------------------–--–ი N5-ში განთავსებულ კლუბ ,,რ----–ი“ კლუბი ,,რ----ს“ ადმინისტრაციის მუშაკები ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე და კო-------------ე, ჯგუფურად, ძალადობით და მუქარით, ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ის აიძულებდნენ გადაეხადათ 2160 ლარი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გამოძალვა არის - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
11.სასამართლო განმარტავს, რომ გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს ნივთი ან მასზე უფლება. ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება. გამოძალვის დროს მუქარა მომავლისკენაა მიმართული. ამიტომაც ქონების დაუფლება მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულთა მხრივ დაზარალებულებთან მიმართებაში მოთხოვნა გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება.
13. დაზარალებულები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები და გამოთქვამდნენ მზაობას რეალური ღირებულების გადახდისათვის; კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულების დაზარალებულთა მიმართ კლუბისაგან გაწეული დანახარჯის ამოღებისათვის ჩადენილი ქმედება გადაიზარდა ამ პირთა იძულებაში გადაეხადათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხები.
14. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულები ირ---–------–--–--ე, რა---–-------ე და კო-------------ე ჯგუფურად, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდნენ ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ის თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 2160 ლარი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
16. ამავდროულად სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)
17.საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იძულებისათვის - ქმედებისათვის, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის ყველა აუცილებელი ნიშანი.
18. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“’ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე:
19. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წელის 20 მაისი №618აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
21. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ერთობლივად მოქმედებდნენ, ალ---------------------–ის, ნე---------–--ის, ჰაი---------------–--ის და სა-–-----------–ს ერთდროულად აიძულებდნენ გარკვეული მოქმედების შესრულებას, რაც ადასტურებს მათ წინასწარ შეკავშირებას და ერთიან განზრახვას.
22. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა კო-------------ემ, ირ---–------–--–--ემ და რა---–-------ემ ჩაიდინეს არა სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა - გამოძალვა, ჯგუფურად, არამედ იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად;
23. შესაბამისად: ბრალდებულ კო-------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,24. ბრალდებულ ირ---–------–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,25. ბრალდებულ რა---–-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე,26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
27. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
29 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
30. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ: კო-------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაისაჯოს.
31. ირ---–------–--–--ის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაისაჯოს.
32. რა---–-------ის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაისაჯოს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
33.კო-------------ის ირ---–------–--–--ის, და რა---–-------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა სასამართლო სხდომაზე დანაშაულის ჩადენის აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
35.საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
36.საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
37.სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
38.სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
39. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლები აღკვეთა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულები კო-------------ე, ირ---–------–--–--ე წარსულში არ არიან ნასამართლევი, მათ აღიარეს ჯგუფურად იძულების დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად მათ მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად, ხოლო რა---–-------ეს, რომელსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით, , რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ედა 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული კო-------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული კო-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
1.2. კო-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა გუ-–---------–--ის (პ/ნ 61---------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ბათუმი, ტ------ ქ. №9, ბინა №56 - საკადასტრო კოდი №0-----------------6.
1.3. კო-------------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
2.ბრალდებული ირ---–------–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული ირ---–------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.1. ირ---–------–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ნო----------–--–--ის (პ/ნ 61---------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქობულეთის რაიონი, დაბა ჩა---, ბლ-------–------------ს“ №13 ბრიგადა - საკადასტრო კოდი №2-----------.
2.2. ირ---–------–--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
3. ბრალდებული რა---–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული რა---–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუდგინდეს სასჯელის ნაწილის 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3.1. რა---–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 02 მაისიდან.
3.2. რა---–-------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
3.3. რა---–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ნო-----------–--ის (პ/ნ 61---------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ბათუმი, თა--------------–ება №21, ბინა №15 - საკადასტრო კოდი №0------------------.
4. ნივთიერიმტკიცებულებები:
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში შენახული ნივთმტკიცებები:
- დივიარი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 10 ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
- სალარო აპარატის ქვითარი და ორი ცალი ჩეკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
- საქმეზე დართული დაკითხვის ოქმი 3 ცალ დისკზე - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი