განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
010100119002861649
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002861649

1-137/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - პ------–-–--–---

 

ბრალდებული - ო--------------

ადვოკატები -ი-----–- ა--–---, მ--–---- ზ-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: ო--------------

მამის სახელი: ე----------

დაბადებული: 22.06.1---

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–--

პირადი ნომერი: 6----------

ოჯახური მდგო----ეობა: დ------------–-

მცხოვრები: ბ-----------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 150-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2018 წლის 26 დეკემბერს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ ო---- გ-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მას 30 რის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან - თ----- რ---------ნ ყოველგვარი კომუნ---ცია, მათ შორის მის საცხოვრებელ სახლთან და სამსახურთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, ო--------------მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლის - თ----- რ-----ს სამუშაო ადგილზე - ქ. ბათუმში, ბ-------------------------ში განთავსებულ შპს „ე-------------------------“ ადმინისტრაციულ შენობასთან და დაამყარა თ----- რ---------ნ კომუნ---ცია.

 

ოჯახის წევრის მიმართ იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფისქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. ბათუმში, ბ-------------------------ში მდებარე შპს „ე-------------------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ო--------------მ მეუღლე (ოჯახის წევრი) თ----- რ----- მისი ნების საწინააღმდეგოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:40 საათზე, ქ. ბათუმში, ბ--------------------–-------------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ო--------------მ თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს (ოჯახის წევრს) - თ----- რ-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია ს----------–--- სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:45 საათზე, ქ. ბათუმში, ბ--------------------–-------------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ო--------------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თმებში მოქაჩვით, ხელების სახისა და თავის არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრი) - თ----- რ-----ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა წინასწარი გამოძიების დროს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებები და სასამართლომ დადგინა შემდეგი.

 

ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2018 წლის 26 დეკემბერს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ ო---- გ-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მას 30 რის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან - თ----- რ---------ნ ყოველგვარი კომუნ---ცია, მათ შორის მის საცხოვრებელ სახლთან და სამსახურთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, ო--------------მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლის - თ----- რ-----ს სამუშაო ადგილზე - ქ. ბათუმში, ბ-------------------------ში განთავსებულ შპს „ე-------------------------“ ადმინისტრაციულ შენობასთან და დაამყარა თ----- რ---------ნ კომუნ---ცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 26 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის ო---- წულუკიძის მიერ შედგენილი N 008832 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მსხვერპლის თ----- რ-----ს განცხადების საფუძველზე მოძალადე ო--------------ს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნ---ცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ორდერზე იკითხება მსხვერპლის და მოძალადის ხელმოწერები.

 

შემაკავებელი ორდერის მიმდინარეობა შინაარსი და ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა გამომძიებელმა ო---- წულუკიძემ.

 

მოწმე ლ--–---------–---ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ. ბათუმში სს „ ე------------------------–- “, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ბ-------------------------ში. მასთან ერთად მუშაობს თ----- რ-----. იცნობს თ----- დედას და მეუღლეს ო--------------ს რომელთანაც თ-----ს თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ქონდა, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ. 2019 წლის 08 იანვარს სამსახურში გამოცხადდა დილის 09 საათისათვის. ფანჯრიდან დაინახა, რომ სამსხურის შენობის წინ იდგნენ თ----- რ----- იდგა და მას ო-------------- რაღაცას ნერვიული ელაპარაკებოდა. ლალი ქარსელაძე გავიდა შენობიდან მივიდა მათთან და უთხრა ო----ს, რომ სამსახური არ იყო ის ადგილი სადაც მათი პირადი ურთიერთობების გარჩევა უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ დროს ო----მა მოკიდა ხელი თ-----ს და ჩასვა მანქანაში. ლალი ქარსელაძემ უთხრა თ-----ს, რომ გადმოსულიყო მანქანიდან მაგრამ ო----მა სწრაფად დაძრა მანქანა და წაიყვანა თ-----.

 

დაზარალებულმა თ----- რ-----მ უარი განაცხადდა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულთან ახლო ნათესავის კავშირის გამო.

 

მოწმე ნ------------------ ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ დაზარალებული თ----- რ----- არის მისი შვილი. ბრალდებული ო-------------- იყო თ-----ს მეუღლე. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი დაძაბული სიტუაციის გამო ო--------------ზე გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 08 იანვარს დილით თ----- რ----- წავიდა სამსახურში. რამდენიმე ხანში მას დაურეკა თ-----ს თანამშრომელმა ლალი ქარსელაძემ და უთხრა, რომ სამსახურთან ო--------------მ თ----- მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. იმის გამო, რომ ო--------------ზე გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი მაშინვე დაურეკა პოლიციის უფროს მანუჩარ კახაძეს და გამომძიებელს ო---- წულუკიძეს და უთხარი მომხდარის შესახებ. მათი რჩევით შეატყობინა 112 სამსახურს. რამდენიმე წუთში მას დაურეკა თ-----მ სხვისი ტელეფონით და შეატყობინა, რომ იმყოფებოდა ასათიანის ქუჩაზე, იყო ნაცემი და მალავდა მოსახლეობა, ითხოვდა შველას. თ-----ს ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა პოლიციელებს, რის შედეგადაც პოლიციის მუშაკებმა მიიყვანეს თ----- პოლიციაში. პოლიციაში ნახა, რომ თ----- ნაცემი იყო მას სახეზე ეტყობოდა დაზიანება. თ----- პოლიციაში მოუყვა, რომ ო----მა სამსახურიდან წაიყვანა და ცემა. თ-----ს უნდოდა გადმომხტარიყო მანქანიდან, მაგრამ ო----მა თმებში მოკიდა ხელი და არ აძლევდა მანქანიდან გადახტომის საშუალებას თუმცა მაინც მოახერხა და გადმოვიდა და შემდეგ მოსახლეობას შეაფარა თავი.

 

მოწმე რ---–---------------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს ავტომანქანა და ტაქსით ემსახურება კლიენტებს. იცნობს ო--------------ს და მის მეუღლეს თ-----ს, რომელსაც რამდენჯერმე მომსახურებია ტაქსით. ო----ს ჩაწერილი ქონდა მის პირადი მობილური ტელ ნომერი. 2019 წელს დილით დაახლოებით 09 საათიდან 10 საათამდე დაუკავშირდა ო-------------- და სთხოვა ბათუმში „ ენერგო პრო ჯორჯიას “ შენობასთან მისვლა. მისვლის დროს ქუჩაზე დაინახა, რომ ო--------------ს იმყოფებოდა თავისი მამის ავტომანქანით და ელაპარაკებოდა მეუღლეს თ-----ს. მისვლისას დაინახა, რომ ცოლ-ქმარნი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.

 

მოწმე ნ--- დ-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა რომ მუშაობს ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში დაცვის მუშაკად. იცნობს ო--------------ს და მის მეუღლეს. სამსახურში მიდიოდა ფეხით როდესაც დაინახა, რომ ქუჩაში გაჩერდა ავტომანქანა საიდანაც გადმოვიდნენ ო-------------- და მისი ცოლი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ერთმანეთში. ო----ი ეუბნებოდა, რომ ჩაჯექი მანქანაში დედაშენთან უნდა წაგიყვანო მაგრამ ო----ის მეუღლე უარს ეუბნებოდა. იქვე დაახლოებით 10-15 პირი იყო შეკრებილი და მათ უყურებდნენ. იგი მიუახლოვდა ცოლ-ქმარს და ო----ი მოიკითხა. ამის შემდეგ ო----ი მარტო ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლის ჯ----–-–-–--–---ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ო---- გ-------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას. საქმეში არსებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმები სრულად ასახავენ მოქმედებების მიმდინარეობას შინაარს და შედეგებს, ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი ხელმოწერებიც ასახულია დოკუმენტებზე.

 

N 7---------- ქორწინების მოწმობის დადგენილია, რომ 11 აგვისტოს 1--- წელს დაბადებული თ----- რ----- და 22 ივნისს 1--- წელს დაბადებული ო-------------- დაქორწინდნენ 2016 წლის 31 აგვისტოს. დოკუმენტის გამცემი ორგანოა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით ო-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/ა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქ. სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩადენილი დანაშაულის სისტემური ადგილიდან გამომდინარე ნორმით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებით - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.

 

ობიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში. ამასთან ქმედების სუბიექტურ ნიშანს (მოტივს, მიზანს) ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ბრალდებულმა ო--------------მ, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ქონდა მსხვერპლთან თ----- რ---------ნ მიახლოება განზრახ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა და მაინც შეხვდა თ----- გ-------ეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომლის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო--------------მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) შესაბამისად, რომელიც ასევე მეორდება და განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, ( რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

(დაზარალებულმა თ----- რ-----მ უარი განაცხადა მეუღლის ო---- გ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის.) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი და გამოკვლეული თუნდაც ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ო--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილებში ბრალდებული ო-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო--------------მ თ----- რ---------ნ მიახლოებით, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები რითაც ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ესე იგი ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ო-------------- ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი და დამნაშავედ და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ო--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

ო--------------ს დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ცხოვრება-იგი ნასამართლევია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო--------------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ო---- გ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ო-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული ო-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული ო-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული ო-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო---- გ-------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 04 (ოთხი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ო--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 04 (თვის) ვადით.

 

ო---- გ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

მსჯავრდებულ ო---- გ-------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 16 იანვრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეუძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი