განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
180100118002790035
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მ–-----ს რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/325-18 11 ა-----–ი, 2019 წელი ქალაქი მ–----ა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- ყა------–ვილი;

 

დაცვის მხარე - მ------ პა---–---–ი, გ---- ჯა----–---–ი, ნ------- ილ-------;

 

ბრალდებული - დ-----ი მუ-----ის ძე ახ--–--–ი (დაბადებული 1--- წლის 1 ნოემბერს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, მცხოვრები: მ–-----ს რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ბრალდებული - მ------ ზ-----ის ძე მა-------ძე (დაბადებული 1--- წლის 1 ა-----–ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–-----ს რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ბრალდებული - ზ----- მ------ს ძე მა-------ძე (დაბადებული 1--- წლის 17 ი--–--ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–-----ს რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ბრალდებული - გ------ი მ------ს ძე მა-------ძე (დაბადებული 1--- წლის 25 ს-----მბერს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–-----ს რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ–-----ს რაიონში მდებარე რესტორანი „ს--–----ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----ი-მ–----ა-კ------ხევის საავტომობილო გზის გვერდულზე, მ------ მა-------ძემ და დ----- ახ--–--–მა განიზრახეს რა ბ---- ექ----–-ილისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი შედეგი - სიკვდილი და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ფეხისა და ხელის დარტყმით მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ბ---- ექ----–-ილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით.

1.2. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ–-----ს რაიონში მდებარე რესტორანი „ს--–----ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----ი-მ–----ა-კ------ხევის საავტომობილო გზის გვერდულზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დ----- ახ--–--–მა, მ------ მა-------ძემ და მისმა შვილებმა გ------ი მა-------ძემ, ზ-----ი მა-------ძემ და დ----- მა-------ძემ ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმით, ჯგუფურად ცემეს ვ-------ი შა------რი, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა მ------ მა-------ძემ, ზ----- მა-------ძემ და გ------ი მა-------ძემ აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვეს პატიება.

2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ახ--–--–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს დილით იმყოფებოდა სახლში, როდესაც გაიგო მეზობლის შ------- მა-------ძის ხმა და ორი მამაკაცის, რომლებიც ვალის გამო ლანძღავდნენ. მან როგორც გაარკვია, მა-------ძის ოჯახს ვალი ჰქონია ბ---- ექ----–-ილის და ვ------- შა------რის 325 ლარი, აქედან 200 ლარს აძლევდა შ------- მა-------ძე და ეხვეწებოდა, რომ მეტი არ ჰქონდა, ხოლო ვ------- შა------რი და ბ---- ექ----–-ილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამ დროს დ----- ახ--–--–მა ჩაიცვა ტანსაცმელი და ჩავიდა ეზოში, ვ------- შა------რი და ბ---- ექ----–-ილი წასულები იყვნენ და გამოვიდა სახლიდან ზ----- მა-------ძე, რომელსაც ხელში ეჭირა ხელკეტი, დაურეკეს ასევე მამას მ------ მა-------ძეს და ძმებს, რომლებიც მოვიდნენ სახლში და დ----- ახ--–--–მა უთხრა მ------ მა-------ძეს, რომ მას ჰქონდა სახლში თანხა და მიეცათ მათთვის, დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს, რომ დალოდებოდნენ. მ------ მა-------ძე, მისი შვილები ზ-----, დ----- და გ------ი მა-------ძეები და დ----- ახ--–--–ი ჩასხდნენ მანქანაში და გააჩერეს მანქანა ს--–----ესთან, დ----- ახ--–--–ი გადმოვიდა და ვ------- შა------რის მხრიდან გაჩერებულ მანქანაში ჩაუგდო 150 ლარი, ამ დროს ვ------- შა------რმა შეიგინა მ------ მა-------ძის მისამართით, რატომ თვითონ არ ჩამობრძანდაო, ამის გამო მა-------ძეები გადმოვიდნენ მანქანიდან და დაიწყო შეხლა-შემოხლა. იგი ჩადგა შუაში და აშველებდა, ვ------- შა------რს ურტყამდნენ ყველანი, ვ------- შა------რს ხელში ეჭირა ე.წ. კლუჩი, რომელიც დ----- ახ--–--–ს მოარტყა ხელში, შემდეგ ბ---- ექ----–-ილს სთხოვა, რომ წაეყვანა ვ------- შა------რი, ხოლო მ------ მა-------ძემ ხელკეტი ამოიღო მანქანიდან და ჩაარტყა 2-3 ჯერ ბ---- ექ----–-ილს, ხოლო დ----- ახ--–--–მა ფეხი ჩაარტყა მას. ბრალდებულმა დ----- ახ--–--–მა აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მათ არ უნდოდათ და არც განზრახვა ჰქონიათ, რომ ბ---- ექ----–-ილი მოეკლათ. მას არანაირი წყენა მათ მიმართ არ ჰქონია, პირიქით მას დახმარება უნდოდა.

2.3. სასამართლო სხდომაზე ალექსი ექ----–-ილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ბ---- ექ----–-ილის ძმა. შემთხვევის დროს იგი აღნიშნულ ადგილას არ ყოფილა, მან ბ---- ექ----–-ილისგან იცოდა, რომ სოფელ ნ-----ში ჰქონდათ მისი ვალი, რაზეც წუხდა, რომ არ აძლევდნენ თანხას და აწვალებდნენ, მას პრეტენზია გააჩნია ბრალდებულების მიმართ და ითხოვა მკაცრად დასჯა.

2.4. მოწმე მ------ გო–-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის გარდაცვლილ ბ---- ექ----–-ილის მეუღლე, მას არასდროს არ ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემები და არანაირი ჩივილები, ბ---- ექ----–-ილს მხოლოდ ნაღვლისბუშტის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, იგი არც ალკოჰოლის მომხმარებელი ყოფილა. მოწმე მ------ გო–-----ეს დარჩა 18 წლის შვილი, მას ოჯახის მარჩენალი აღარ ჰყავს და იგი ითხოვს ბრალდებულების მკაცრად დასჯას.

2.5. მოწმე ნ---- წი--–---რის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რესტორან „ს--–----ეს“ მზარეულად, 2018 წლის 23 აგვისტოს დილის საათებში, იმყოფებოდა „ს--–----ე“-ს სასმელების საწყობში და ეხმარებოდა საწყობის თანამშრომელს, როდესაც გაიგო ყვირილის ხმა „კაცი მოკლესო“, ნ---- წი--–---რი მაშინვე გავიდა სალოების წინ საავტომობილო გზაზე, სადაც დაინახა, რომ პარკინგზე იდგა ,,მ--------ს ბ--–"-ის მარკის ავტომანქანა, რომლის გვერდზე მიწაზე ეგდო მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, მასთან ახლოს იდგა დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი და ცდილობდა დახმარებას. ნ---- წი--–---რიც შეეცადა უგონო მდგომარეობაში მყოფის დახმარებას, თუმცა უშედეგოდ.

2.6. მოწმე გ--------- ხუ--–--–--ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რესტორან „ს--–----ე“-ს მიდებარედ მუშაობს ჯიხურში გამყიდველად. 2018 წლის 23 აგვისტოს დილის საათებში, გამოცხადდა სამსახურში, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გაისმა ხმაური, რომ ადამიანი მოკლესო, როდესაც გავიდა ს--–----ეს წინ საავტომობილო გზაზე, დაინახა, რომ ადამიანი ეგდო ძირს და გამოუტანა წყალი, იქვე იყო ,,მ--------ს ბ--–"-ის მარკის ავტომანქანა, ახლოს იდგა დაახლოებით 50 წლამდე თეთრ თმიანი მამაკაცი და ცდილობდა დახმარებას. სამსახურში მისვლის დრო მოწმეს არაფერი შეუმჩნევია, მხოლოდ ხმაურის შემდეგ გავიდა გარეთ.

2.7. დაზარალებულ ვ------- შა------რის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ბ---- ექ----–-ილთან ერთად ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ყიდულობდნენ წიწილებს, ზრდიდნენ და შემდგომ ყიდიდნენ სხვადასხვა პირებზე. სწორედ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი იცნობდნენ მ–-----ს რაიონის სოფელ ნ-----ში მცხოვრებ მ------ მა-------ძეს და მის ოჯახის წევრებს. მ------ მა-------ძეს წიწილების შეძენის სანაცვლოდ გააჩნდა დავალიანება 325 ლარის ოდენობით ვ------- შა------რის და ბ---- ექ----–-ილის მიმართ, რის დაბრუნებასაც 2018 წლის 20 აგვისტოს დაპირდა. 2018 წლის 23 აგვისტოს დილის საათებში ვ------- შა------რი და ბ---- ექ----–-ილი მივიდნენ მ–-----ს რაიონის სოფელ ნ-----ში მ------ მა-------ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მ------ მა-------ძის მეუღლე შ------- მა-------ძემ გადასცა მათ 200 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, რის გამოც ბ---- ექ----–-ილმა მას უთხრა, რომ 125 ლარს აკლებდა. აღნიშნულზე შ------- მა-------ძემ ბ---- ექ----–-ილს დაუწყო ყვირილი, რომ ქათმები დაეხოცათ და რის ფულს სთხოვდა მას, რაზეც ბ---- ექ----–-ილმა და ვ------- შა------რმა შ------- მა-------ძეს უთხრეს, რომ ისინი არიან უნამუსოები, რადგან ვალს არ აბრუნებდნენ, ხოლო ბ---- ექ----–-ილმა შეიგინა, რის შემდგომაც ორივე მათგანი ჩაჯდა ავტომანქანაში და გაემართნენ თ---–--ის მიმართულებით. ვ------- შა------რის განმარტებით, გზაში მას მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა მ------ მა-------ძის შვილმა გ------ი მა-------ძემ, რომელიც იგინებოდა ვ------- შა------რის და ბ---- ექ----–-ილის მისამართით, ასევე კითხულობდა მათ ადგილმდებარეობას, ვინაიდან, უნდოდა შეხვედრა. გ------ი მა-------ძეს საპასუხოდ აგინებდა ასევე ვ------- შა------რიც. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ვ------- შა------რმა ავტომობილი გააჩერა მ–----აში რესტორან "ს--–----ე"-ს წინ, გზის გადასწვრივ ავტოსადგომზე, სადაც მალევე მივიდა წითელი ფერის მანქანა, საიდანაც გადავიდნენ რამდენიმე პიროვნება, მათ შორის პირველი იყო ზ-----ი (ზ----) მა-------ძე, რომელიც იჯდა საჭესთან, შემდგომ გ------ი მა-------ძე და მათ კიდევ მიჰყვა 3 პიროვნება, ერთი იყო მ------ მა-------ძე, მეორე მისი პატარა შვილი -დ----- მა-------ძე, ხოლო მესამე პიროვნება ვერ იცნო (დ----- ახ--–--–ი, რომელიც შემდგომ ამოიცნო ფოტოსურათებზე). ვ------- შა------რმა განმარტა, რომ ზ-----ი მა-------ძემ, რომელიც პირველი გადავიდა ავტომანქანიდან, მაშინვე დაუწყო მას გინება და ისე, რომ არ უსაუბრიათ ხელი დაარტყა სახის არეში, ამ დროს ვ------- შა------რთან ასევე მივიდა გ------ი მა-------ძე და მისი პატარა ძმა (დ----- მა-------ძე), რომლებმაც დაუწყეს სახის არეში და გვერდებში ხელით ცემა, ხოლო ვ------- შა------რი ცდილობდ მათ მოგერიებას, რა დროსაც ისიც ურტყამდა მათ ხელს. როდესაც ვ------- შა------რს სამმა პიროვნებამ დაუწყო ცემა, ბ---- ექ----–-ილი მივიდა მათთან და ცდილობდა იქ მყოფი პირების დამშვიდებას, თუმცა მასაც დაუწყეს გინება მ------ მა-------ძის შვილებმა. ჩხუბის დროის, ვ------- შა------რი და მასთან მოჩხუბარე პირები გადაადგილდნენ მარჯვნივ, ისე, რომ ისინი - გ------ი და ზ-----ი მა-------ძეები აგრძელებდნენ ვ------- შა------რის ცემას. ამ დროს ვ------- შა------რმა დაინახა, რომ ბ---- ექ----–-ილს ცემა დაუწყეს მ------ მა-------ძემ, ასევე მისთვის უცნობმა პირმა (დ----- ახ--–--–ი) და მ------ მა-------ძის პატარა შვილმა (დ----- მა-------ძე), ხოლო ვ------- შა------რს ცემა-ცემით გაყვნენ მ------ მა-------ძის შვილები ზ---- (ზ-----) მა-------ძე და გ------ი მა-------ძე, რა დროსაც სამივე გადავიდა მიწიან ნიადაგზე და იქ გააგრძელეს ჩხუბი, რომელთაც მალევე შეუერთდა და ვ------- შა------რის ცემა თავის ძმებთან ერთად გააგრძელა დ----- მა-------ძემ, მის შემდგომ მ------ მა-------ძემაც, ხოლო ვ------- შა------რი ცდილობდა მათ მოგერიებას. ვ------- შა------რის განმარტებით, ვიდრე მ------ მა-------ძე და მისი პატარა შვილი (დ----- მა-------ძე) მასთან მივიდოდნენ, ისინი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად (დ----- ახ--–--–ი) სცემდნენ ბ---- ექ----–-ილს, რომელსაც ურტყამდნენ თავის და ტანის არეში ხელებსა და ფეხებს, რა დროსაც ბ---- ექ----–-ილი დაეცა ძირს, რომელსაც თავი დაანება მ------ მა-------ძის პატარა შვილმა (დ----- მა-------ძე) და გაემართა ვ------- შა------რის მიმართულებით, ხოლო მ------ მა-------ძემ და მისმა თანმხლებმა პირმა (დ----- ახ--–--–ი) გააგრძელეს ბ---- ექ----–-ილის ცემა, რომელიც იმ მომენტში იყო მიწაზე დაგდებული. როდესაც ჩხუბი ოდნავ შენელდა, მ------ მა-------ძემ და მისმა სამივე შვილმა სათითაოდ დაანებეს თავი ვ------- შა------რს და წავიდნენ თავიანთი ავტომობილის მიმართულებით. ვ------- შა------რი გაყვა მათ, რა დროსაც გვერდით გაუარა ბ---- ექ----–-ილს, რომელიც იჯდა მიწაზე და იმყოფებოდა გონზე. ვ------- შა------რი წავიდა თავისი ავტომობილისკენ, რომლის საბარგულიდანაც სურდა რამე მძიმე საგნის აღება, რომლითაც შეძლებდა მ------ მა-------ძის და მისი თანმხლები პირების მოგერიებას, თუმცა, როდესაც გახსნა საბარგული, მას მაშინვე მივარდა 30-35 წლის მამაკაცი (დ----- ახ--–--–ი), რომელმაც გაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულ დროს ბ---- ექ----–-ილისთვის აღარავის დაურტყამს. მ------ მა-------ძე და მისი თანმხლები ოთხი პირი წავიდნენ თავისი ავტომანქანისკენ მ–-----ს მიმართულებით. როდესაც ისინი წავიდნენ, ბ---- ექ----–-ილი როგორღაც წამოდგა ფეხზე და წავიდა ვ------- შა------რის მიმართულებით, ის მიუახლოვდა მას და მაშინვე ჩაიკეცა, რის შემდეგაც დაკარგა გონება. ვ------- შა------რი და რესტორანი „ს--–----ე“-ს მხრიდან მისული პირები ცდილობდნენ ბ---- ექ----–-ილის დახმარებას, თუმცა როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა ადგილზე, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ვ------- შა------რის განმარტებით, მისთვის მიყენებული ყველა დარტყმის შედეგად იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

2.8. მოწმე შ------- მა-------ძის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს დილის 08:00 საათზე, მასთან სახლში მ–-----ს რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში მივიდნენ ბ---- ექ----–-ილი და ვ------- შა------რი, რადგან მისაცემი ჰქონდა თანხა 325 ლარის ოდენობით წიწილების საფასურად. შ------- მა-------ძეს ჰქონდა მხოლოდ 200 ლარი და უთხრა, რომ დანარჩენს მოგვიანებით მისცემდა, რაზეც ბ---- ექ----–-ილი და ვ------- შა------რი გაბრაზდნენ და დაუწყეს უშვერი სიტყვებით ლანძღვა და მათ იკითხეს მისი მეუღლე მ------ მა-------ძე და შვილები სად იყვნენ, რომ ფეხებით ჩამოეკიდათ. შ------- მა-------ძემ რა თქმა უნდა არ უთხრა თუ სად მუშაობდნენ მისი მეუღლე და შვილები, ხოლო ზ----- მა-------ძე იყო სახლში და ეძინა, ხმაურზე გამოვიდა გარეთ და როდესაც ბ----იმ და ვ-------იმ დაინახეს ზ-----ი, ისინი წავიდნენ სახლიდან.

2.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილია ქალაქი მ–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანი „ს--–----ე“-ს წინ, გზის მეორე მხარეს არსებულ ავტომანქანების სადგომზე, სადაც გაჩერებულია „მ--------ს ბ--–“-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრებით - V------), ხოლო ავტომობილის მარჯვენა მხარეს, მასა და ბორდიურს შორის ნიადაგის ასფალტიან საფარზე განლაგებულია ბ---- ექ----–-ილის გვამი, რომელსაც სახისა და შუბლის არეში აღენიშნება დაზიანებები, ნაჭდევების სახით.

2.10. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დადგინდა, 2018 წლის 13 ს-----მბერს ვ------- შა------რმა ამოიცნო დ----- მა-------ძე.

2.11. სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ---- ექ----–-ილის სიკვდილის მიზეზია კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ბ---- ექ----–-ილის გვამს, გარეგნული დათვალიერების შედეგად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთის და ნაკვეთი ჭრილობის სახით. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულნი არიან სიკვდილამდე უახლოეს წინა პერიოდში, მიეკუთვნებიან (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით. ბ---- ექ----–-ილის გვამის შინაგანი გამოკვლევით, ორმხრივ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნეკნების მიდამოში, მამილარულ და წინა აქსილარულ ხაზებს შორის, აღენიშნებოდა მოტეხილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე ბლაგვი-ბექანიკური ძალის ზემოქმედებით, სიცოცხლის დროინდელია და შესაძლებელია წარმოადგენდნენ ფილტვ-გულის რეანიმაციის (CPR) შემდგომ კვალს.

2.12. მოწმის სახით ექსპერტ ზ------ გრ-----–-–ვილის გამოკითხვის ოქმით დადგიდნა, რომ ყველა დაზიანება, რომელიც ბ---- ექ----–-ილის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.13. სასამართლო სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ვ------- შა------რის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.14. რესტორანი „ს--–----ე“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ირკვევა, რომ მ–-----დან თ---–--ის მიმართულებით მოძრავი „მ--------ს ბ--–“-ის მარკის ავტომობილი ჩერდება რესტორანი „ს--–----ე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე. ავტომობილიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც ჯერ-ჯერით, მინდორში იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნილებას. მალევე, ასევე მ–-----ს მხრიდან ადგილზე მივიდა წითელი ფერის ავტომობილი, რომელიც გაჩერდა „მ--------ს ბ--–“-ის მარკის ავტომობილის გვერდით (მათ შორის მანძილი დაახლოებით 1 მეტრია). ამ დროს ვ------- შა------რი და ბ---- ექ----–-ილი გადმოსულები არიან ავტომობილიდან, ხოლო წითელი ფერის მანქანიდან თანდათან გადმოდის ხუთივე პიროვნება, რა დროსაც მათ შორის იწყება ჩხუბი (ვიდეოფირზე არ ირკვევა ვინ ვის ურტყამს, ასევე არ ირჩევა მათი ვინაობები), კონფლიქტში მონაწილე პირები ჩხუბით გადაადგილდნენ ავტომობილებიდან მარჯვენა მხარეს, რა დროსაც 3 პიროვნება კიდევ უფრო მეტად დაშორდა დანარჩენ ოთხს და ოდნავ მარჯვნივ გააგრძელეს ჩხუბი. ვიდეოჩანაწერზე, ჩანს, რომ ოთხი პიროვნებიდან ორი არის შედარებით მაღალი, რომლებსაც ტანზე აცვიათ შავი ფერის მაისურები (დ----- ახ--–--–ი და ბ---- ექ----–-ილი), ხოლო დანარჩენი ორი პიროვნება არის დაბალი და სუსტი აღნაგობის, ისინი ერთმანეთთან ისე არიან განლაგებულები, რომ ერთ-ერთი მაღალი, შავ მაისურიანი პიროვნება, რომელიც მეორე შავ მაისურიანზე კიდევ უფრო სრული ტანის აღნაგობისაა (ბ---- ექ----–-ილი) დგას შუაში, ხოლო დანარჩენი სამი მის გარშემო. ერთ-ერთმა მაღალმა, შავ მაისურიანმა პიროვნებამ (დ----- ახ--–--–ი) ხელი გაარტყა შუაში მდგარ შავ მაისურიან პიროვნებას, რომელიც მაშინვე ეცემა ძირს. ამ დროს ერთ-ერთი პიროვნება (დ----- მა-------ძე) გარბის ვ------- შა------რის მიმართულებით და მასთან აგრძელებს ჩხუბს დანარჩენ ორთან ერთად. ძირს დაცემულ პიროვნებას კი ერთი მხრიდან შავი მაისურიანი მამაკაცი (დ----- ახ--–--–ი) რამდენჯერმე ურტყამს ფეხსა და ხელს სახის არეში, ხოლო მეორე პიროვნება (მ------ მა-------ძე) ზურგის მხრიდან ურტყამს ძირს დაგდებულს ფეხს, რის შემდგომაც გარბის ოთხ პიროვნებასთან, რომლებიც ჩხუბობენ იქვე დაახლოებით 6-7 მეტრის მოშორებით და ისე, რომ აღარ უჩხუბია დანარჩენ სამთან ერთად ბრუნდება უკან ავტომობილისკენ, ხოლო იმ სამი პიროვნებიდან ერთ ერთი ჩერდება რამდენიმე წამით და აგრძელებს ჩხუბს ვ------- შა------რთან, შემდგომ ერთად ბრუნდებიან ავტომობილებისკენ. ამ დროს ბ---- ექ----–-ილი წამომჯდარია მოასფალტებულ ნიადაგზე, რომლისთვისაც აღარავის დაურტყამს ხელი. ვ------- შა------რი მიდის „მ--------ს ბ--–“-ის მარკის ავტომობილის საბარგულთან, ხსნის მას, რა დროსაც მას მიუახლოვდა მაღალი, შავი ფერის მაისურის მქონე პიროვნება (დ----- ახ--–--–ი), რომელმაც დაუწყო ცემა, რის შემდგომაც პიროვნებები რიგრიგობით სხდებიან წითელი ფერის ავტომობილში და მიდიან შემთხვევის ადგილიდან. ხოლო ბ---- ექ----–-ილი გაჭირვებით ადგა ფეხზე, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ვ------- შა------რისკენ და მის ფეხებთან დაეცა ძირს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინებები, შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემთხვევის ადგილზე ნანახი ბ---- ექ----–-ილის გვამი; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, მ------ მა-------ძის გამოკითხვის ოქმი, გ------ი მა-------ძის გამოკითხვის ოქმი, ზ-----ი მა-------ძის გამოკითხვის ოქმი, დ----- მა-------ძის გამოკითხვის ოქმი, ნ-------- ჩი----ძის გამოკითხვის ოქმი, მ------ გო–-----ის გამოკითხვის ოქმი, თ----–- ბე----–---–ის გამოკითხვის ოქმი, თ----- ფო---ის გამოკითხვის ოქმი, დ----- ახ--–--–ის ამოცნობის ოქმი, ექსპერტ ზ------ გრ-----–-–ვილის გამოკითხვის ოქმი, გ------ი დი-----–-–ვილის გამოკითხვის ოქმი, ნ---- მჭ----–-–ვილის გამოკითხვის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ამოღების ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, შპს ,,მაგთიკომიდან“, ,,ჯეოსელიდან“ და ,,მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სამედიცინო ბარათები, სახლის ჩხრეკის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულების- დ----- ახ--–--–ის, მ------ მა-------ძის, გ------ი მა-------ძის და ზ-----ი მა-------ძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტობრივი გარემოებები, რითაც ბრალდებულებმა მ------ მა-------ძემ და დ----- ახ--–--–მა 2018 წლის 23 აგვისტოს ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ხოლო ზ----- მა-------ძემ და გ------ი მა-------ძემ 2018 წლის 23 აგვისტოს ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3.2. ბრალდებულ დ----- ახ--–--–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მან შესთავაზა მა-------ძეების ოჯახს, რომ ის გადაუხდიდა მათ დარჩენილ ვალს, რისთვისაც მათ დაურეკეს ვ------- შა------რს და სთხოვეს დალოდებოდნენ. ისინი როგორც კი მივიდნენ მ–-----ს რაიონში მდებარე რესტორანი „ს--–----ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- ახ--–--–ი გადმოვიდა პირველი მანქანიდან და ზ----ი-მ–----ა-კ------ხევის საავტომობილო გზის გვერდულზე, ს--–----ესთან, მივიდა მათ მანქანასთან და ვ------ შა------რს მანქანში ჩაუგდო 150 ლარი. ვ------- შა------რს გვერდზე ეჯდა ბ---- ექ----–-ილი, რომელმაც გინება დაიწყო მ------ მა-------ძეზე. გინების შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ მა-------ძეები და დაიწყო ჩხუბი. დ----- ახ--–--–ი თავიდან ცდილობდა მათ გაშველებას, ჩაუდგა შუაში, ბ---- ექ----–-ილმა ხელი მოუქნია მ------ მა-------ძეს, რომელიც წაიქცა. ვ------- შა------რს ხელში ეჭირა ე.წ. კლუჩი, რომელიც მას მოარტყა ხელში, რის გამოც დაუზიანდა ხელი, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ დ----- ახ--–--–ის, მ------ მა-------ძის და მისი შვილების-გ------ი მა-------ძის და ზ-----ი მა-------ძის განზრახვა ეცემათ ბ---- ექ----–-ილი და ვ------- შა------რი შურისძიების მოტივით, რადგან მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მ------ მა-------ძის ცოლს, რომელმაც ბ---- ექ----–-ილს მხოლოდ ვალის ნაწილი, 200 ლარი მისცა და დარჩა მისაცემი 125 ლარი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მ------ მა-------ძემ და დ----- ახ--–--–მა ბ---- ექ----–-ილს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი შედეგი - სიკვდილი და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ფეხისა და ხელის დარტყმით მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ბ---- ექ----–-ილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, ხოლო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დ----- ახ--–--–მა, მ------ მა-------ძემ და მისმა შვილებმა გ------ი მა-------ძემ, ზ-----ი მა-------ძემ და დ----- მა-------ძემ ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმით, ჯგუფურად ცემეს ვ-------ი შა------რი, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით:

 

კერძოდ, თავად ბრალდებულების მ------ მა-------ძის და მისი შვილების-გ------ი მა-------ძის და ზ-----ი მა-------ძის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციებით არ დასტურდება ბრალდებულ დ----- ახ--–--–ის აღნიშნული ვერსია, რომ თითქოს დარჩენილი ვალის გადასაცემად წავიდნენ შესახვედრად და მან თანხა მისცა ვ------- შა------რს, პირიქით, ისინი თანმიმდევრულად აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ მოისმინეს შ------- მა-------ძისგან, რომ ბ---- ექ----–-ილმა და ვ------- შა------რმა მას მიაყენეს შეურაცხყოფა, რადგან მათ მისცა მ------ მა-------ძის მიერ დატოვებული მხოლოდ ვალის ნაწილი 200 ლარი და დარჩა გადასახდელი 125 ლარი, - მ------ მა-------ძე, გ------ი მა-------ძე, ზ----- მა-------ძე, დ----- მა-------ძე და მათი მეზობელი დ----- ახ--–--–ი ჩასხდნენ ზ----- მა-------ძის მართვის ქვეშ არსებულ მანქანაში და წავიდნენ მათთან შესახვედრად. ისინი როგორც კი მიუახლოვდნენ ვ------- შა------რის მანქანას, გადმოვიდნენ მანქანიდან და მანქანიდან გადმოსულ ბ---- ექ----–-ილს და ვ------- შა------რს პირდაპირ უწყებენ ჩხუბს.

 

3.3. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მა-------ძეებმა მისვლისთანავე დაუწყეს ცემა ბ---- ექ----–-ილს და ვ------- შა------რს და არანაირი ვალის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია, დადასტურებულია ასევე უდავოდ ცნობილი ვ------- შა------რის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით, რომლის მიხედვით, ზ-----ი მა-------ძემ, რომელიც პირველი გადავიდა ავტომანქანიდან, მაშინვე დაუწყო მას გინება და ისე, რომ არ უსაუბრიათ ხელი დაარტყა სახის არეში, ამ დროს ვ------- შა------რთან ასევე მივიდა გ------ი მა-------ძე და მისი პატარა ძმა (დ----- მა-------ძე), რომლებმაც დაუწყეს სახის არეში და გვერდებში ხელით ცემა, ხოლო ვ------- შა------რი ცდილობდ მათ მოგერიებას, რა დროსაც ისიც ურტყამდა მათ ხელს. როდესაც ვ------- შა------რს სამმა პიროვნებამ დაუწყო ცემა, ბ---- ექ----–-ილი მივიდა მათთან და ცდილობდა იქ მყოფი პირების დამშვიდებას, თუმცა მასაც დაუწყეს გინება მ------ მა-------ძის შვილებმა. ჩხუბის დროის, ვ------- შა------რი და მასთან მოჩხუბარე პირები გადაადგილდნენ მარჯვნივ, ისე, რომ ისინი - გ------ი და ზ-----ი მა-------ძეები აგრძელებდნენ ვ------- შა------რის ცემას. ამ დროს ვ------- შა------რმა დაინახა, რომ ბ---- ექ----–-ილს ცემა დაუწყეს მ------ მა-------ძემ, ასევე მისთვის უცნობმა პირმა (დ----- ახ--–--–ი) და მ------ მა-------ძის პატარა შვილმა (დ----- მა-------ძე), ხოლო ვ------- შა------რს ცემა-ცემით გაყვნენ მ------ მა-------ძის შვილები ზ---- (ზ-----) მა-------ძე და გ------ი მა-------ძე, რა დროსაც სამივე გადავიდა მიწიან ნიადაგზე და იქ გააგრძელეს ჩხუბი, რომელთაც მალევე შეუერთდა და ვ------- შა------რის ცემა თავის ძმებთან ერთად გააგრძელა დ----- მა-------ძემ, მის შემდგომ მ------ მა-------ძემაც, ხოლო ვ------- შა------რი ცდილობდა მათ მოგერიებას. ვ------- შა------რის განმარტებით, ვიდრე მ------ მა-------ძე და მისი პატარა შვილი (დ----- მა-------ძე) მასთან მივიდოდნენ, ისინი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად (დ----- ახ--–--–ი) სცემდნენ ბ---- ექ----–-ილს, რომელსაც ურტყამდნენ თავის და ტანის არეში ხელებსა და ფეხებს, რა დროსაც ბ---- ექ----–-ილი დაეცა ძირს, რომელსაც თავი დაანება მ------ მა-------ძის პატარა შვილმა (დ----- მა-------ძე) და გაემართა ვ------- შა------რის მიმართულებით, ხოლო მ------ მა-------ძემ და მისმა თანმხლებმა პირმა (დ----- ახ--–--–ი) გააგრძელეს ბ---- ექ----–-ილის ცემა, რომელიც იმ მომენტში იყო მიწაზე დაგდებული. როდესაც ჩხუბი ოდნავ შენელდა, მ------ მა-------ძემ და მისმა სამივე შვილმა სათითაოდ დაანებეს თავი ვ------- შა------რს და წავიდნენ თავიანთი ავტომობილის მიმართულებით. ვ------- შა------რი გაყვა მათ, რა დროსაც გვერდით გაუარა ბ---- ექ----–-ილს, რომელიც იჯდა მიწაზე და იმყოფებოდა გონზე. ვ------- შა------რი წავიდა თავისი ავტომობილისკენ, რომლის საბარგულიდანაც სურდა რამე მძიმე საგნის აღება, რომლითაც შეძლებდა მ------ მა-------ძის და მისი თანმხლები პირების მოგერიებას, თუმცა, როდესაც გახსნა საბარგული, მას მაშინვე მივარდა 30-35 წლის მამაკაცი (დ----- ახ--–--–ი), რომელმაც გაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულ დროს ბ---- ექ----–-ილისთვის აღარავის დაურტყამს. მ------ მა-------ძე და მისი თანმხლები ოთხი პირი წავიდნენ თავისი ავტომანქანისკენ მ–-----ს მიმართულებით. როდესაც ისინი წავიდნენ, ბ---- ექ----–-ილი როგორღაც წამოდგა ფეხზე და წავიდა ვ------- შა------რის მიმართულებით, ის მიუახლოვდა მას და მაშინვე ჩაიკეცა, რის შემდეგაც დაკარგა გონება; ვ------- შა------რის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მანქანიდან არანაირი ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა; საქმეზე დართული ნივთმტკიცების, რესტორანი „ს--–----ე“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, სიდი დისკზე ასახული ინფორმაციის მიხედვით, არანაირი საუბარი ფულთან დაკავშირებით ან ფულის გადაცემა არ ყოფილა, პირიქით, როგორც კი გაჩერდა ავტომანქანა, მა-------ძეები და დ----- ახ--–--–ი მაშინვე გადმოდიან მანქანიდან და ცემას უწყებენ ბ---- ექ----–-ილს და ვ------- შა------რს, ხოლო დ----- ახ--–--–მა დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც ბ---- ექ----–-ილი და ვ------- შა------რი ცდილობდნენ თავის დაცვას და უწევდნენ წინააღმდეგობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულებს მ------ მა-------ძის, დ----- ახ--–--–ის, ზ----- მა-------ძის და გ------ი მა-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მათ თავი დამნაშავედ სცნეს წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებენ ჩადენილს, სასამართლოს სთხოვენ პატიებას, მ------ მა-------ძეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და იგი სოფლის მოსახლეობის მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო დ----- ახ--–--–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. დ-----ი ახ--–--–ი თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 თ-----ვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს კანონის საფუძველზე ,,ამნისტიის შესახებ“ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თ-----ვლის განჩინებით დ----- ახ--–--–ს შეუმცირდა სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი და 9 თვე. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 2 მარტიდან. დ----- ახ--–--–ი 2014 წლის 19 აგვისტოს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ----- ახ--–--–ს სასჯელად განესაზღვრა 03 წლით, 03 თვით და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. დ----- ახ--–--–მა სასჯელი მოიხადა 2017 წლის 01 დეკემბერს.

5.2. დ----- ახ--–--–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ნასამართლევი, მას მოხდილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია ნასამართლობა, ვინაიდან იგი გასამართლებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, მას ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლისა კი დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას (სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი კი წარმოადგენს განზრახ კატეგორიის დანაშაულს) ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.5. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

5.6. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულების პიროვნების, ასევე მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ისინი ითხოვენ პატიებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს დ----- ახ--–--–ს და მ------ მა-------ძეს უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ზ----- მა-------ძეს და გ------ი მასურაძეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ახ--–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. დ----- ახ--–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და დ----- ახ--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

4. დ----- ახ--–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

5. დ----- ახ--–--–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 23 აგვისტოდან.

 

6. მ------ მა-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

7. მ------ მა-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ------ მა-------ძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

9. მ------ მა-------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

10. მ------ მა-------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 23 აგვისტოდან.

 

11. ზ----- მა-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

12. ზ----- მა-------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

13. ზ----- მა-------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

 

14. გ------ი მა-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

15. გ------ი მა-------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

16. გ------ი მა-------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

 

17. ზ----- მა-------ძის და გ------ი მა-------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

18. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის ლაქები, წითელი და მწვანე ნაჭრები, ქსოვილის ამონაჭერი, 1 ცალი გუბკა, ფრჩხილის, სისხლის, ნერწყვის, თმის ნიმუშები, ხის ჯოხი, ხელის ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოფირები, ბასრ პირიანი საგანი განადგურდეს, დ----- ახ--–--–ის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 8 ლარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს დ----- ახ--–--–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, მ------ მა-------ძის შარვალი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მ------ მა-------ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ვ------- შა------რის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ზ----- მა-------ძის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------ი მა-------ძის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, დ----- მა-------ძის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ,,მ------ს“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული ტანსაცმელი, ,,მ--------სის“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული მაისური, ავტომობილები ,,მ--------სი“ და ,,მ------“ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ბ---- ექ----–-ილის პირადი ნივთები და ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ხოლო 3 ცალი სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

19. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

20. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მ–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი