გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.05.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ------------–--ე
მოპასუხე - შპს „ნ--------–------ი“
წარმომადგენელი - ჯა-–--–-------–---ი
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს „ნ--------–------ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 11000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,, ნ------–------ს’’ (ს/კ 4--------) შორის 2015 წლის 24 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე, გ----------, ბ---------ს დასახლებაში არსებული 12167.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (მიწის(უძრავიქონების) საკადასტრო კოდი N8-----------------.
ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე უზრუნველყო პლასტმასებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან (09.03.2015წ) არაუმეტეს 2(ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, კი მყიდველი ვალდებული იყო 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზრუნველყო არანაკლებ 302 480 ლარის ინვესტიციის განხორციელება გრაფიკის მხედვით.
ზემოაღნიშნული ვალდებულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის შესაბამისად მყიდველი ვალდებული იყო 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების თითოეული გრაფიკის შესრულების ვადის ამოწურვიდან (09.03.2017 წელი) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამყიდველისთვის წარმოედგინა შესაბამისი აუდიტორიული/საექსპერო დასკვნა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულდა ვადაგადაცილებით, მყიდველს ხელშეკრულების 6.8 მუხლის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან (11.04.2017წ. უქმე დღეების გათვალისწინებით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულებამდე (02.05.2017წ), რამაც ჯამურად შეადგინა 11 000 ლარი. მყიდველის მიერ 2017 წლის 20 და 25 აპრილს წარმოდგენილი ინსპექტირების აქტი და აუდიტორული დასკვნა, კანონის თანახმად, წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირ(ე)ბის (შპს ,,ა--------------–-----------------------------’’ და შპს ,,პ----–---–---------–------------’’) მიერ მომზადებულ დასკვნას/აქტს, შესაბამისად ვერ იქნა მიჩნეული ხელშეკრულებების 3.1.5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს „ნ--------–------ს“ წერილობითი ფორმით შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ჯა-–--–-------–---მა ცნო წარმოდგენილი სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ნ------–------ს’’ (ს/კ 4--------) შორის 2015 წლის 24 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე, გ----------, ბ---------ს დასახლებაში არსებული 12167.00 კვ.მ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8-----------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-23);
3.1.2. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაცემულ ქონებაზე უზრუნველყოს პლასტმასებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან (09.03.2015წ) არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არანაკლებ 602 480 ლარის ინვესტიციის განხორციელება გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის შესაბამისად მყიდველი ვალდებულია 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების თითოეული გრაფიკის შესრულების ვადის ამოწურვიდან (09.03.2017წ.) არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღისა გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიორიული/საექსპერტო დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-23);
3.1.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულდა ვადაგაცილებით, რის გამოც მყიდველს ხელშეკრულების 6.8 მუხლის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან (2017 წლის 11 აპრილიდან - უქმე დღეების გათვალისწინებით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე (2017 წლის 02 მაისი), რამაც ჯამურად შადგინა 11 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-23);
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N4/9124 წერილი (ს.ფ 46-47)
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 მაისის N4/21302 წერილი (ს.ფ 49-50)
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის N4/29004 წერილი (ს.ფ 51)
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის N4/47213 წერილი (ს.ფ 52)
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრლის N4/22078 წერილი (ს.ფ 53)
3.1.4. მყიდველის მიერ 2017 წლის 20 აპრილს წარდგენილი ინსპექტირების აქტი და აუდიტორული დასკვნა კანონის თანახმად წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირ(ებ)ის (შპს ,,ა--------------–----------------------------’’ და შპს ,,პ----–---–---------–------------’’) მიერ მომზადებულ დასკვნას/აქტს. მოსარჩელის მიერ არ იქნა მიჩნეული ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ა--------------–-----------------------------’’ და შპს ,,პ----–---–---------–------------’’ მიერ მომზადებულ დასკვნები (ს.ფ 27-45)
3.2. მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემობები არ გამოკვეთილა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ნ--------–------ს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ნ------–------ს’’ (ს/კ 4--------) შორის 2015 წლის 24 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე, გ----------, ბ---------ს დასახლებაში არსებული 12167.00 კვ.მ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8-----------------). მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაცემულ ქონებაზე უზრუნველყოს პლასტმასებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან (09.03.2015წ) არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არანაკლებ 602 480 ლარის ინვესტიციის განხორციელება გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის შესაბამისად მყიდველი ვალდებულია 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების თითოეული გრაფიკის შესრულების ვადის ამოწურვიდან (09.03.2017წ.) არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღისა გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიორიული/საექსპერტო დასკვნა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულდა ვადაგაცილებით, რის გამოც მყიდველს ხელშეკრულების 6.8 მუხლის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან (2017 წლის 11 აპრილიდან - უქმე დღეების გათვალისწინებით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე (2017 წლის 02 მაისი), რამაც ჯამურად შადგინა 11 000 ლარი.
ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - შპს ,,ნე-----–------ს’’, მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 11000 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს,მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა,გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 330 (სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე - შპს ,,ნე-----–------ს“ (ს.კ. 4--------, დირექტორი ჯა-–--–-------–---ი) პირგასამტეხლოს 11000 ლარის ოდენობით გადახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ.
3. მოპასუხეს - შპს ,,ნე-----–------ს“ (ს.კ. 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 330 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი