განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
080100119002839600
დავის ტიპი
19 - 236 4 , 236 4 , 236 3
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/81 -19წ. (N041221218005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03.04. 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნ--------------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - დ-------–----------ე

მამის სახელი: ო------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადებული: 2--------- წელი

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ-------–-------–--------------–--------------------------

 

ადვოკატი - ზ----------------

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

განსახილველი საკითხი: პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ დ-------–----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, დ-------–----------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- დ-------–----------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2018 წლის 22 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ს------------------------------–--–---–-, თ---- საცხოვრებელ სახლში გადაჭრილ თოფს, რომელიც მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

- 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ა. ხორავას ქ. N3-ში მდებარე N31-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დ-------–----------ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ თოფს, რომელიც ამოღებული იქნა დ-------–----------ის პირადი ჩხრეკისას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დ-------–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: გიორგი შვანგირაძის, დავით მაჩიტაძის, ზურაბ ბაბუაძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ დ-------–----------ის გამოკითხვის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის N242/ბ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 03 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ დ-------–----------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------ს მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2019 წლის 03 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

2019 წლის 03 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ--------------–---–მა იშუამდგომლა დ-------–----------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ--------------–---–მა, ბრალდებულმა დ-------–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------მ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თ---- მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათ----უფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს ბრალდებულ დ-------–----------ეს და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

დ-------–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თ----უფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თ----უფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წელი, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------–----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ----უფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წელი, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დ-------–----------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 დეკემბრიდან.

 

დ-------–----------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათ----უფლების დღიდან, რა დროსაც სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- დ-------–----------ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, გადაეგზავნოს საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

- დ-------–----------ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებულ სიმბარათთან ერთად, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დ-------–----------ეს არ ათ----უფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე