განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/819-18 (#041060818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16.04.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ---------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ხ---------------–ი
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქე: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ---------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები;
ბრალდებული: ლ-----------------ი
მამის სახელი: ე------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ხ-----------------------–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი;
ადვოკატი - ა-----------–--ე
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების ხ---------------–ის და ლ-----------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით ხ---------------–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 24 იანვარს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მოხმარებისათვის ნასამართლევმა ხ---------------–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,667 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელსაც ის 2018 წლის 6 აგვისტოს უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარჯვენა დამხმარე ჯიბეში და რომელიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 6 აგვისტოს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ,,კახიანოურის ტერიტორიული ორგანოს’’ წინამდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ხ---------------–ის პირადი ჩხრეკისას.
ხ---------------–ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
შუამდგომლობის მიხედვით ლ-----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა ლ----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,002 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელსაც ის 2018 წლის 6 აგვისტოს უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში და რომელიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 6 აგვისტოს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ,,კახიანოურის ტერიტორიული ორგანოს’’ წინამდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას.
ლ-----------------ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ხ---------------–ის და ლ-----------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: პატაკი დანაშაულის შესახებ, შ--–---–----–---–-------------–--------------–--------------------------------–---–---------–------------------, ხ---------------–ის გამოკითხვის ოქმები, ხ---------------–ის პირადი ჩხრეკის ოქმი და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის Nქ/470 დასკვნა, 2014 წლის 24 იანვრის განაჩენი, ლ----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის Nქ/469 დასკვნა, 2018 წლის 14 მაისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 15 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულებს ხ---------------–ს, ლ-----------------ს (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----------–--ის მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულებსა და მათ ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმების ასლები და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმებზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 16 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობებს თან ერთვის ბრალდებულების წერილობითი განცხადებები (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მათი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს, სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 16 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქ---------------ემ იშუამდგომლა ხ---------------–თან და ლ-----------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, რასაც მხარი დაუჭირეს ბრალდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----------–--ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულებთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ქეთევან ზუნაძესა და ბრალდებულ ხ---------------–ს შორის 2019 წლის 15 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ხ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 3 სექტემბრის N03/14-1766 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 (ხუთი) წლით, 2 (ორი) თვითა და 12 (თორმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით და ხ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ხ---------------–ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
დ) პასიური საარჩევნო უფლება;
ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
6. მსჯავრდებულ ხ---------------–ზე ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ხ---------------–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვიტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 აგვიტოს განჩინებით ხ---------------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ლ----------------------------------------------–-----------–---------------------------------------------------------------------–--------------------------------------------) - 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
8. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ხ---------------–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.
9. დამტკიცდეს პროკურორ ქეთევან ზუნაძესა და ბრალდებულ ლ-----------------ს შორის 2019 წლის 15 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება;
10. ლ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და ჯარიმიდან 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ასევე მიემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით ლ-----------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
12. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ლ-----------------ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
დ) პასიური საარჩევნო უფლება;
ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
13. მსჯავრდებულ ლ----------------ზე ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14. ლ-----------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვიტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ლ-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად უ–------–---–-------------------------------------–-----------–------------------------------------------–-------------------–-----------------–-------------------------------------- - 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
15. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ლ-----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.
16. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
16.1. ხ---------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დალუქული 5,521 გრ. ჰეროინის შემცველი ფხვნილი - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
16.2. ხ---------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
16.3. ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დალუქული 0,45 გრ. ჰეროინის შემცველი ხსნარი ერთჯერადი მოხმარების შპრიცით - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
16.4. ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
17. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ხ---------------–ს და ლ-----------------ს არ ათავისუფლებთ სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
18. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
19. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდათ დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე