განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/212-19 (#088040219002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.04.2019წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-----------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი--------------ე
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქე: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ხ---------–--------------------–--------–----
ადვოკატი - ნ---------------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი--------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ი--------------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა - სპორტულ- სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის ნასამართლევმა ი--------------ემ ჩაიდინა ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2019 წლის 13 თებერვლამდე, მისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხ---------–--------------------–-------–--–-, მისაღებ ოთახში განთავსებულ საწოლის სათვასოში უკანონოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ და კუსტარულად გამოთლილი კონდახით აღჭურვილ 5,6მმ კალიბრის “ТОЗ-8“ მოდელის №14593 სპორტულ-სამონადირეო შაშხანას, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება სპორტულ-სამონადირეო კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ამ იარაღისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,6მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების 55 ცალ და პისტოლეტის 5 ცალ ვაზნას, რომლებიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ი--------------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2006 წლის 23 მარტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ი--------------ე ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის მსჯავრდებულ იქნა საქართველოს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარი, საიდანაც მან გადაიხადა 121,50 ლარი, ხოლო 378,50 ლარი გადაუხდელია. წინათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის ნასამართლევმა ი--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2019 წლის 13 თებერვლამდე, მისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხ---------–--------------------–-------–--–-, მისაღებ ოთახში განთავსებულ საწოლის სათავსოში უკანონოდ ინახავდა რუსული წარმოების (სსრკ წარმოების) ქარხნული წესით დამზადებულ "СИГНАЛ ОХОТНИКА" სასიგნალო №ПО 5510 მოწყობილობის და კუსტარულად დამზადებული ლულის მასზე დახრახვნის გზით დამზადებულ 5,6მმ კალიბრის რგოლური აალების, შაშხანისა თუ პისტოლეტის ვაზნების გასასროლად განკუთვნილ სასროლ მოწყობილობას, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
ი--------------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ი--------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1; ი--------------ის საცხოვრებელი სახლის, საკარმიდამო ნაკვეთისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი, ფოტოცხრილით; მოწმე ლ------–------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე დ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ზ-------------–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გ----------------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გიორგი შალიკიანის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ი--------------ის გამოკითხვის ოქმი; ბალისტიკური ექსპერტიზის N24/ბ დასკვნა; ქარხნული წესით დამზადებული და კუსტარულად გამოთლილი კონდახით აღჭურვილი 5,6მმ კალიბრის “ТОЗ-8“ მოდელის №14593 სპორტულ-სამონადირეო შაშხანა; რუსული წარმოების (სსრკ წარმოების) ქარხნული წესით დამზადებული "СИГНАЛ ОХОТНИКА" სასიგნალო №ПО 5510 მოწყობილობის და კუსტარულად დამზადებული ლულის მასზე დახრახვნის გზით დამზადებული 5,6მმ კალიბრის რგოლური აალების, შაშხანისა თუ პისტოლეტის ვაზნების გასასროლად განკუთვნილი სასროლი მოწყობილობა; ქარხნული წესით დამზადებული 5,6მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების 55 ცალი ვაზნა ქარხნული წესით დამზადებული 5,6მმ კალიბრის რგოლური აალების პისტოლეტის 5 ცალი ვაზნა; ი--------------ის ნასამართლობის ცნობა და მის მიმართ გამოტანილი 2006 წლის 23 მარტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი; იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა - ი--------------ეზე განაჩენით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 11 აპრილს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ი--------------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---------------–იას მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვ-–-----------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 15 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმები ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
2019 წლის 15 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ-–-----------------ემ იშუამდგომლა ი--------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ-–-----------------ემ, ბრალდებულმა ი--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------–იამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვ-–-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ვ-–-----------------ეს და ბრალდებულ ი--------------ეს შორის 2019 წლის 11 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ი--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.
5. ი--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
7.1. ი--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: 1. ქარხნული წესით დამზადებული და კუსტარულად გამოთლილი კონდახით აღჭურვილი 5,6მმ კალიბრის “ТОЗ-8“ მოდელის №14593 სპორტულ-სამონადირეო შაშხანა, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება სპორტულ-სამონადირეო კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; 2. რუსული წარმოების (სსრკ წარმოების) ქარხნული წესით დამზადებული "СИГНАЛ ОХОТНИКА" სასიგნალო №ПО 5510 მოწყობილობის და კუსტარულად დამზადებული ლულის მასზე დახრახვნის გზით დამზადებული 5,6მმ კალიბრის რგოლური აალების, შაშხანისა თუ პისტოლეტის ვაზნების გასასროლად განკუთვნილი სასროლი მოწყობილობა, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; 3. ქარხნული წესით დამზადებული 5,6მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების 55 ცალი ვაზნა, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ქარხნული წესით დამზადებული 5,6მმ კალიბრის რგოლური აალების პისტოლეტის 5 ცალი ვაზნა, რომელიც გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას - რაც ინახება საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შემდგომი განკარგვისათვის გადაეგზავნოს საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს.
8. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ი--------------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე