განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100119002918527
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ზ---- ქ-------

ადვოკატი: მ--- ქ----------

თარჯიმანი: ე-–----- თ-------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა----- ა--------ი

მამის სახელი: ნ------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ქ-------–-----------------–----------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------–--–--------------------------–------–---------–---

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი

დაკავების დრო: 28.02. 2019წ. 20:26 საათი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა----- ა--------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ა----- ა--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.(2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. (2019წლის 09 თებერვლის ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. (2019წლის 20 თებერვლის ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. (2019წლის 21 თებერვლის ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. (2019წლის 22 თებერვლის ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა----- ა--------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 02 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ა----- ა--------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ დადგენილებით დაჯარიმებული იქნა 500 ლარის ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, ა----- ა--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 1,2225 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საიდანაც 2018 წლის 25 დეკემბერს, ქ. თ---–--–----------–-----------–--------–-----–-------------ის დასაწყისში ა----- ა--------მა ნაწილი - 0,8107 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 800 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ს--------------–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.

2019 წლის 09 თებერვალს თ---–------------------------–--–-------------–-----–--------–---–- მდებარე ა----- ა--------ის საცხოვრებელ სახლთან ა----- ა--------მა 0,0518 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ს--------------–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.

2019 წლის 20 თებერვალს თ---–------------------------–--–-------------–-----–--------–---–- მდებარე ა----- ა--------ის საცხოვრებელ სახლთან ა----- ა--------მა 0,05 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ს--------------–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.

2019 წლის 21 თებერვალს თ---–------------------------–--–-------------–-----–--------–---–- მდებარე ა----- ა--------ის საცხოვრებელ სახლთან ა----- ა--------მა 0,0746 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ს--------------–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.

2019 წლის 22 თებერვალს თ---–------------------------–--–-------------–-----–--------–---–- მდებარე ა----- ა--------ის საცხოვრებელ სახლთან ა----- ა--------მა 0,0686 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 150 ლარად უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს ს--------------–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.

2019 წლის 28 თებერვალს შს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თ---–--------------ს გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ახალი დასახლების ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ა----- ა--------ი, როდესაც იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით V-------- გადაადგილდებოდა. იმავე დღეს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ა----- ა--------ს დაუდგინდა მეტადონის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: ა----- ა--------ის პირადი, ავტომანქანის ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ამოღების ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------–-–---------------–------------–-–---------------–-- განჩინებებით, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდებით, შესაბამისი მასალებით და დისკებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ დადგენილებით, თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–-- წერილით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა----- ა--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელშეფარდებული პირის მიერ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლიდან 11 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07 წლიდან 14 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 08 წლიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის დინების პერიოდში. სასამართლო ამასთან ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც.

 

სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის გათვალისწინებით, ა----- ა--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა----- ა--------ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა----- ა--------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით ა----- ა--------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 10(ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით ა----- ა--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5-8 ნაწილების საფუძველზე, სრულად დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით ა----- ა--------ის მიმართ დადგენილი დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ვადით და საბოლოოდ, ა----- ა--------ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა----- ა--------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 28 თებერვლის 20 საათიდან და 26 წუთიდან.

ა----- ა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა----- ა--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 25 დეკემბერს, 2019 წლის 09 თებერვალს, 2019 წლის 20 თებერვალს, 2019 წლის 21 თებერვალს, 2019 წლის 22 თებერვალს მ------ ს----–---–ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

2018 წლის 25 დეკემბერს, 2019 წლის 09 თებერვალს, 2019 წლის 20 თებერვალს, 2019 წლის 21 თებერვალს, 2019 წლის 22 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

ა----- ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები სამსუნგი და ნოკია, მათში მოთავსებული სიმ ბარათის ნომრებით, ასევე ა----- ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, ამოღებული ავტომანქანა ოპელი სახელმწიფო ნომრით U--------, რომელიც განთავსებულია შსს-ს ქ-------–---------–-–--------------------- ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

5 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე