გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6028-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „გ-----------“
წარმომადგენელი - რ----–--------ი
მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3---, გაცემული ქ. თეთრიწყაროში, 2----–-–---------–--ს.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3---, გაცემული ქ. თეთრიწყაროში, 2018 წლის 03 აგვისტოს.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3---, გაცემული ქ. თეთრიწყაროში, 2018 წლის 03 აგვისტოს.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3---, გაცემული ქ. თეთრიწყაროში, 2018 წლის 29 აგვისტოს.
1.5. ბათილად იქნას ცნობილი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შპს „გ-----------ს“ მიერ წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით, მიღებული ქ. თბილისში 2018 წლის 22 აგვისტოს;
1.6. გაუმქდეს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT1---------ის შედეგების გრაფაში 2----–-–---------–--ს გაკეთებული მიწერა “შპს „გ----------- დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო“ და შესაბამისად, გაუქმდეს მოსარჩელის მიმართ გამოტანილი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 29 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა NAT1-------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (CPV 7-------) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 40 593 ლარი.
შესყიდვის ობიექტის დასახელება იყო 2----–-–---------------- დ--------------------–-–--თავის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიების მოწყობის (თეატრალიზებული წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა) მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის ტექნიკური დავალება იყო: პრეტენდენტს უნდა უზრუნველეყო დ-----------ის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების (თეატრალიზებული წარმოდგენა, გამოფენა, კონცერტი) ორგანიზება - ჩატარება. მომსახურება უნდა განხორციელებულიყო დ---------------------–თან, 2----–-–---------------- 11:00 საათზე (პროტოკოლის სამსახურთან შეთანხმებით), ღონისძიების ხანგრძლივობა იყო არანაკლებ ორი საათი. პრეტენდენტს უნდა უზრუნველეყო ღონისძიების რეჟისურა, სასცენარო, სამხატვრო, მუსიკალური, საასისტენტო და ტექნიკური უზრუნველყოფა.
პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა კულტურული ღონისძიების ორგანიზება - მოწყობის მომსახურების გაწევის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, რისთვისაც პრეტენდენტს უნდა წარედგინა ინფორმაცია 2016 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადებამდე მის მიერ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება - მოწყობის შესახებ, რომლის საერთო ღირებულება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარი. 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ. 2.4.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. 2.8.1. პუნქტით განსაზღვრული იყო ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები. 4.1.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი - ს/ფ 23
- შესყიდვების ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია - ს/ფ 24-28
3.1.2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 27-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე დაევალა შპს „გ----------ს“ 2018 წლის 16 ივლისის 24:00 საათამდე ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულის მეშვეობით (ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე NAT1-------- შედეგების ველში ატვირთოს) წარედგინა:
1.1. სარეკომენდაციო წერილი კ-----------–----–-------დან, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო: - შპს „გ-----------“-ს მიერ, რამდენად სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული 2017 წლის 13 ოქტომბერს მათ შორის გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; - ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება. ან/და დამატებით სხვა ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გათვალისწინებითაც დადასტურდებოდა, რომ პრეტენდენტს გააჩნდა კულტურული ღონისძიების მოწყობის გამოცდილება და აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციები პერსონალის გამოცდილების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. პრეტენდენტს განემარტა, რომ მოთხოვნილ ვადაში ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის, არასრულყოფილად დაზუსტების ან/და არსებითად შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ს 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის N3--- სხდომის ოქმი- ს/ფ 29-31
3.1.3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, შპს „გ----------მა“ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2018 წლის 11 ივლისის სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილ ვადაში წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: - შპს ,,ბ---------სა’’ და შპს ,,გ----------ს’’ შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული N2------ ხელშეკრულება, 2017 წლის 28 ნოემბერს ყ-----–---–-------–----ში ფოლკლორული კონცერტის ორგანიზების შესყიდვაზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და საგადახდო დავალებით. ინფორმაცია ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო პერსონალის, რეჟისორის, წამყვანისა და მომღერლების შესახებ.
წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტს დადგენილ ვადაში წარდგენილი არ ჰქონდა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ღონისძიების რეჟისორის, სახელმწიფო მნიშვნელობის სახალხო ღონისძიების სადადგმო გამოცდილება, რომლის შესახებაც ელექტრონულ სისტემაში დაისვა კითხვა, რომელსაც გაეცა სათანადო არგუმენტირებული პასუხი, რაც შესყიდვების მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალის მქონეა და წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს. განიმარტა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის სახალხო ღონისძიებაში იგულისხმება, განსაკუთრებული წესით შესრულებული ღონისძიება, რომელიც ასახავდს ადგილობრივ ტრადიციებს და კულტურას, ის ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია და ფართოდ არის გაშუქებული, გამოირჩევა ქვეყნის/რეგიონის მოსახლეობის მაღალი ჩართულობით, მასში მონაწილეობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. ხელს უწყობს რეგიონის კულტურულ, ბიზნეს და ტურისტულ განვითარებას. დ-----------ის დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპოქის გახსენებაა, რის გამოც მას მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ტრადიციულად ღონისძიებაზე დაგეგმილია სამხედრო პირების დაჯილდოება თავდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებული დ--------ის ჯვრის ორდენით, ასევე, იგეგმება კონცერტის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენის, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა კომპლექსური ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიებას ესწრებიან ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქვემო ქართლისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები. აღნიშნულიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარების ხარისხის ფაქტორი, რადგან დღის წესრიგში დადგა საფრთხე იმისა, რომ ესოდენ მაღალი რანგის სტუმრების წინაშე, მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული პერსონალი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ისტორიული ღირებულებების სათანადოდ წარმოჩინებას.
გარდა ამისა, პრეტენდენტმა 2018 წლის 17 ივლისს, დაგვიანებით წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმის საფუძველზე არ ჩაითვალა მისაღებად, ვინაიდან ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა იყო გასული.
ხსენებულიდან გამომდინარე შპს ,,გ-----------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა და ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ დაადგინა:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ,,გ-----------“ იქნა დისკვალიფიცირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,გ-----------ს’’ განცხადება და თანდართული მასალების ასლები - ს/ფ 32-73
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის N3--- სხდომის ოქმი- ს/ფ 74-76
3.1.4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა 2----–-–----------------, დ--------------------–-–--თავის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიებების მოწყობის (თეატრალიზებული წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა; მომსახურების შესყიდვის მიზნით 2018 წლის 29 ივნისს (19:13სთ-ზე) გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT1--------) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ი.მ მ-----------ის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „გ-----------“ იქნა დისკვალიფიცირებული, სატენდერო კომისიამ განიხილა ტენდერში მონაწილე მომდევნო პრეტენდენტის ი.მ მ-----------ის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია: - ფასების ცხრილი (დანართი N1), რომლის მიხედვითაც გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 32493.0 ლარს, დღგ-ს გარეშე, რაც 19,95%–ით ნაკლები იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. ინფორმაცია ანალოგიურ მომსახურებაზე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, - ინფორმაცია ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო პერსონალის შესახებ; სატენდერო კომისიის მიერ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით გადამოწმებული იქნა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დანართ N2–ში (ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) მითითებული მომსახურებების შესრულების მიმდინარეობა, ასევე წარდგენილი ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით და დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დ--------–--–-------------–----–-------------–------------------–-------–----–-----------------–-–---------–------------------–-------------–--–--------------------–----–----------------------------------–--------------------–-–------–----------–---------------––-------–----------–-–--------------------------------–--------––-–-------–-----------------------------------------–-–--–-------–---------–----------------–-–------–----------–----------------––-------–----------–-–---------------------------–------------–--–--------------------–----–------------------------–-–--–-------------------------------–---------–----------------–-–------–----------–---------------––-------–--ა; - არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დანარჩენი დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ მას გააჩნდა კულტურული ღონისძიების ორგანიზება-მოწყობის მომსახურების გამოცდილება და აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებს.
გარდა ამისა დოკუმენტაციის განხილვისას დადგინდა, რომ პრეტენდენტს ნაწილობრივ ჰქონდა წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციები ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო პერსონალის გამოცდილების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე 3, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ი.მ მ-----------ეს უნდა უზრუნველეყო ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება.
ამდენად, კომისიის გადაწყვეტილებით: 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე დაევალა ი.მ მ-----------ეს 2018 წლის 26 ივლისის 24:00 საათამდე ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულის მეშვეობით (ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე NAT1-------- შედეგების ველში ატვირთოს) წარედგინა: 1.1. დ-----------ის ღონისძიების ჩასატარებლად შეთავაზებული რეჟისორის სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიების დადგმის გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება ჩაბარების აქტი ან/და სხვა; ასევე, პირადობის მოწმობის ასლი და კულტურის სფეროში განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად. 1.2. დ-----------ის ღონისძიების ჩასატარებლად შემოთავაზებული წამყვანის სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების წაყვანის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და - მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა; ასევე, პირადობის მოწმობის ასლი და კულტურის სფეროში განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის მეორე ქვეპუნქტის შესაბამისად. 1.3. დ-----------ის ღონისძიების ჩასატარებლად შეთავაზებული მომღერლების საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა; ასევე მომღერლების პირადობის მოწმობების ასლები. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის მესამე ქვეპუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტს განემარტა, რომ მოთხოვნილ ვადაში ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის, არასრულყოფილად დაზუსტების ან/და არსებითად შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის N3--- სხდომის ოქმი - ს/ფ 83-85
4.1.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭომ მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას უნდა გადაესინჯა 2018 წლის 19ივლისის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დეტალურად ემსჯელა თუ რამდენად შეესაბამებოდა/არ შეესაბამებოდა და რატომ, პრეტენდენტის მიერ 2.4.1. პუნქტთან მიმართებით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დადგენილ მოთხოვნებს და სწორედ აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის შედეგად მიეღო არგუმენტირებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს, საბჭომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას. საბჭომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული წესის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში არსებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის სხვადასხვა საფუძველი იწვევს განსხვავებულ შედეგს. ამდენად, საბჭომ მიუთითა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომ სხდომის შესაბამის ოქმებში აღეწერა თუ რის საფუძველზე განხორციელდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული კონკრეტული სამართლებრივი ნორმით.
ასევე, საბჭომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეტენდენტის მიერ დაზუსტებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ - 2018 წლის 17 ივლისს, ატვირთული იქნა გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო კომისიას არ ჰქონდა ვალდებულება განეხილა და მით უფრო გადაწყვეტილება მიეღო ტექნიკური დოკუმენტაციის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „გ-----------ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2----–-–---------–--ის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „გ-----------ს“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება - ს/ფ 77-82
4.1.6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით სატენდერო კომისიამ დაადგინა: შპს ,,გ-----------ს’’ მიერ მიმდინარე წლის 09 ივლისსა და 16 ივლისს დაზუსტებული სახით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ: პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ რეჟისორს - გ---------------–ს არ გააჩნდა სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებების დადგმის გამოცდილება და შესაბამისად სისტემაში არ იყო ატვირთული რეჟისორის - გ---------------–ის მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის - სახალხო ღონისძიებების სადადგმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა. წარდგენილი იქნა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, რომლითაც მას მინიჭებული აქვს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და დრამატული თეატრის რეჟისორის კვალიფიკაცია. წარდგენილი დოკუმენტაციით (ა---–-------------------–-------–----–--–----------–-----------–----------------------–----–----------------------–---------------------–-------------------------–------------------------------–--–----------------–--------------------------–----------–---------------------------------------–-----------------–------------–-------------), ვერ დგინდებოდა რომ ხსენებული ღონისძიებები განეკუთვნებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებებს, ამავდროულად კომისია ადასტურებდა, რომ ყ-----–---- განეკუთვნება სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებას თუმცა დგინდებოდა, რომ გ---------------–ი აღნიშნული კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლის რეჟისორია და არა უშუალოდ სახალხო ღონისძიების რეჟისორი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალაში დარჩა სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „გ-----------“, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილად დაზუსტების გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქნა დისკვალიფიცირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმი - ს/ფ 116-118
4.1.7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ი.მ. მ-----------ის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის 3--- ოქმით მოთხოვნილ ვადაში წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განხილვის შედეგად დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის “ 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 09 აგვისტოს 10 საათიდან 2018 წლის 10 აგვისტოს 18:00 საათამდე ი.მ. მ-----------ესთან გაფორმებულიყო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმი - ს/ფ 114-115
4.1.8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით საბჭომ განმარტა, რომ NAT1-------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს რეჟისორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ან/და აკადემიურ თეატრებში სარეჟისორო, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებების დადგმის გამოცდილება, რისთვისაც სისტემაში (ატვირთული) წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა), პირადობის მოწმობის ასლი და კულტურის სფეროში განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული რეჟისორი - გ---------------–ი წარმოადგენდა ი-–------------------–-–---------–-----მი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარდგენილი სპექტაკლის/თეატრალური წარმოდგენის - „საუკუნის მკვლელობის“ ავტორსა და დამდგმელ რეჟისორს. საბჭომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა - 2----–-–----------------, დ--------------------–-–--თავის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიებების მოწყობის (თეატრალიზებული წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა) მომსახურება, ანუ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დ-----------ის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების თეატრალიზებული წარმოდგენა, გამოფენა, კონცერტი) ორგანიზება - ჩატარება.“ მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმში არ იყო დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნევდა გ---------------–ის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ს--------------–--–----ს“ სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად, მაშინ როცა შესყიდვის ობიექტის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა, კულტურული ღონისძიების მათ შორის თეატრალური წარმოდგენის მოწყობა.
ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმი საჭიროებდა გადასინჯვას და ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით დაევალა სატენდერო კომისიას მოეხდინა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობის დადგენა შესაბამის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული/დეტალური მსჯელობის შედეგად.
რაც შეეხება მომდევნო სადავოდ გამხდარ სხდომის N3--- ოქმს, საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო კომისიის N3--- სხდომის ოქმში მხოლოდ ჩამოთვლილია, თუ რა დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი პრეტენდენტის მხრიდან სადავოდ გამხდარ მოთხოვნებთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც მითითებულია, რომ „...დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სატენდერო კომისია სხდომის შესაბამის ოქმში დეტალურად არ მსჯელობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოსთვის ბუნდოვანი იყო თუ რის საფუძველზე დაადგინა სატენდერო კომისიამ ი/მ მ-----------ის მიერ შეთავაზებული რეჟისორისა და მომღერლების სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის პუნქტის პირველ და მე-3 ქვეპუნქტებთან შესაბამისობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მისი „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიის ნებისმიერი მსჯელობა და გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. შესაბამისად, საბჭო მიუთითებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში დეტალურად აღწეროს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და შერჩევა შეფასების ეტაპზე გამოვლენილი მისი საფუძველი.
საბჭოს გადაწყვეტილებით: შპს „გ-----------ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2018 წლის 03 აგვისტოს 3--- სხდომისა და ამავე თარიღის N3--- სხდომის ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები და შპს „გ-----------სა“ და ი/მ მ-----------ის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება - ს/ფ 119-123.
4.1.9. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, სატენდერო კომისიის წევრებმა განიხილეს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.
2018 წლის 22 აგვისტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის N3--- და ამავე თარიღის სხდომის N3--- ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები და შპს „გ-----------სა“ და ი/მ მ-----------ის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა ხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაზეც სატენდერო კომისიამ გაიზიარა საბჭოს გადაწყვეტილების არსი და გამართა დასაბუთებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ამ ელექტრონულმა ტენდერმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის დაკარგა აზრი, რადგან ეს შესყიდვა, შესყიდვების კანონმდებლობის შესატყვისად შემსყიდველი ორგანიზაციას ხელმძღვანელის გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით უკვე განხორციელდა მიმდინარე წლის 1-----------ს შექმნილი ვითარების გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესაბამისად დავების საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან მიმართებაში პრეტენდენტების დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის პროცედურის ხელმეორედ წარმოება ვერ მისცემდა რაიმე შედეგს, აქედან გამომდინარე, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმი - ს/ფ 124-125
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.
სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა NAT1-------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (CPV 7-------) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 40 593 ლარი. შესყიდვის ობიექტის დასახელება იყო 2----–-–---------------- დ--------------------–-–--თავის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიების მოწყობის (თეატრალიზებული წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა) მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის ტექნიკური დავალება იყო: პრეტენდენტს უნდა უზრუნველეყო დ-----------ის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების (თეატრალიზებული წარმოდგენა, გამოფენა, კონცერტი) ორგანიზება - ჩატარება. მომსახურება უნდა განხორციელებულიყო დ---------------------–თან, 2----–-–---------------- 11:00 საათზე (პროტოკოლის სამსახურთან შეთანხმებით), ღონისძიების ხანგრძლივობა იყო არანაკლებ ორი საათი. პრეტენდენტს უნდა უზრუნველეყო ღონისძიების რეჟისურა, სასცენარო, სამხატვრო, მუსიკალური, საასისტენტო და ტექნიკური უზრუნველყოფა. პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა კულტურული ღონისძიების ორგანიზება - მოწყობის მომსახურების გაწევის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, რისთვისაც პრეტენდენტს უნდა წარედგინა ინფორმაცია 2016 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადებამდე მის მიერ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება - მოწყობის შესახებ, რომლის საერთო ღირებულება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარი. 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ. 2.4.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. 2.8.1. პუნქტით განსაზღვრული იყო ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები. 4.1.1. პუნქტით განსაზღვრული იყო მოთხოვნები ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
ამავე წესის 27-ე მუხლით განსაზღვრულია ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით. ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. მე-8 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკასიას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 27-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე დაევალა შპს „გ----------ს“ 2018 წლის 16 ივლისის 24:00 საათამდე ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულის მეშვეობით (ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე NAT1-------- შედეგების ველში ატვირთოს) წარედგინა: 1.1. სარეკომენდაციო წერილი კ-----------–----–-------დან, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო: - შპს „გ-----------“-ს მიერ, რამდენად სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული 2017 წლის 13 ოქტომბერს მათ შორის გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; - ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება. ან/და დამატებით სხვა ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გათვალისწინებითაც დადასტურდებოდა, რომ პრეტენდენტს გააჩნდა კულტურული ღონისძიების მოწყობის გამოცდილება და აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციები პერსონალის გამოცდილების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. პრეტენდენტს განემარტა, რომ მოთხოვნილ ვადაში ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის, არასრულყოფილად დაზუსტების ან/და არსებითად შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ს 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; ხოლო ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, შპს „გ----------მა“ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2018 წლის 11 ივლისის სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილ ვადაში წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: - შპს ,,ბ---------სა’’ და შპს ,,გ----------ს’’ შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული N2------ ხელშეკრულება, 2017 წლის 28 ნოემბერს ყ-----–---–-------–----ში ფოლკლორული კონცერტის ორგანიზების შესყიდვაზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და საგადახდო დავალებით. ინფორმაცია ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო პერსონალის, რეჟისორის, წამყვანისა და მომღერლების შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტს დადგენილ ვადაში წარდგენილი არ ჰქონდა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ღონისძიების რეჟისორის, სახელმწიფო მნიშვნელობის სახალხო ღონისძიების სადადგმო გამოცდილება, რომლის შესახებაც ელექტრონულ სისტემაში დაისვა კითხვა, რომელსაც გაეცა სათანადო არგუმენტირებული პასუხი, რაც შესყიდვების მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალის მქონეა და წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს. განიმარტა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის სახალხო ღონისძიებაში იგულისხმება, განსაკუთრებული წესით შესრულებული ღონისძიება, რომელიც ასახავდს ადგილობრივ ტრადიციებს და კულტურას, ის ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია და ფართოდ არის გაშუქებული, გამოირჩევა ქვეყნის/რეგიონის მოსახლეობის მაღალი ჩართულობით, მასში მონაწილეობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. ხელს უწყობს რეგიონის კულტურულ, ბიზნეს და ტურისტულ განვითარებას. დ-----------ის დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპოქის გახსენებაა, რის გამოც მას მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ტრადიციულად ღონისძიებაზე დაგეგმილია სამხედრო პირების დაჯილდოება თავდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებული დ--------ის ჯვრის ორდენით, ასევე, იგეგმება კონცერტის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენის, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა კომპლექსური ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიებას ესწრებიან ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქვემო ქართლისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები. აღნიშნულიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარების ხარისხის ფაქტორი, რადგან დღის წესრიგში დადგა საფრთხე იმისა, რომ ესოდენ მაღალი რანგის სტუმრების წინაშე, მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული პერსონალი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ისტორიული ღირებულებების სათანადოდ წარმოჩინებას. გარდა ამისა, პრეტენდენტმა 2018 წლის 17 ივლისს, დაგვიანებით წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმის საფუძველზე არ ჩაითვალა მისაღებად, ვინაიდან ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა იყო გასული. ხსენებულიდან გამომდინარე შპს ,,გ-----------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა და ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ დაადგინა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ,,გ-----------“ იქნა დისკვალიფიცირებული.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭომ მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას უნდა გადაესინჯა 2018 წლის 19ივლისის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დეტალურად ემსჯელა თუ რამდენად შეესაბამებოდა/არ შეესაბამებოდა და რატომ, პრეტენდენტის მიერ 2.4.1. პუნქტთან მიმართებით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დადგენილ მოთხოვნებს და სწორედ აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის შედეგად მიეღო არგუმენტირებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს, საბჭომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას. საბჭომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული წესის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში არსებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის სხვადასხვა საფუძველი იწვევს განსხვავებულ შედეგს. ამდენად, საბჭომ მიუთითა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომ სხდომის შესაბამის ოქმებში აღეწერა თუ რის საფუძველზე განხორციელდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული კონკრეტული სამართლებრივი ნორმით.
ასევე, საბჭომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეტენდენტის მიერ დაზუსტებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ - 2018 წლის 17 ივლისს, ატვირთული იქნა გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო კომისიას არ ჰქონდა ვალდებულება განეხილა და მით უფრო გადაწყვეტილება მიეღო ტექნიკური დოკუმენტაციის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „გ-----------ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2----–-–---------–--ის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „გ-----------ს“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ასევე დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით სატენდერო კომისიამ დაადგინა: შპს ,,გ-----------ს’’ მიერ მიმდინარე წლის 09 ივლისსა და 16 ივლისს დაზუსტებული სახით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ: პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ რეჟისორს - გ---------------–ს არ გააჩნდა სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებების დადგმის გამოცდილება და შესაბამისად სისტემაში არ იყო ატვირთული რეჟისორის - გ---------------–ის მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის - სახალხო ღონისძიებების სადადგმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა. წარდგენილი იქნა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, რომლითაც მას მინიჭებული აქვს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და დრამატული თეატრის რეჟისორის კვალიფიკაცია. წარდგენილი დოკუმენტაციით (ა---–-------------------–-------–----–--–----------–-----------–----------------------–----–----------------------–---------------------–-------------------------–------------------------------–--–----------------–--------------------------–----------–---------------------------------------–-----------------–------------–-------------), ვერ დგინდებოდა რომ ხსენებული ღონისძიებები განეკუთვნებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებებს, ამავდროულად კომისია ადასტურებდა, რომ ყ-----–---- განეკუთვნება სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებას თუმცა დგინდებოდა, რომ გ---------------–ი აღნიშნული კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლის რეჟისორია და არა უშუალოდ სახალხო ღონისძიების რეჟისორი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალაში დარჩა სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის სხდომის N3--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „გ-----------“, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილად დაზუსტების გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქნა დისკვალიფიცირებული.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ი.მ. მ-----------ის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის 3--- ოქმით მოთხოვნილ ვადაში წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განხილვის შედეგად დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის “ 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 09 აგვისტოს 10 საათიდან 2018 წლის 10 აგვისტოს 18:00 საათამდე ი.მ. მ-----------ესთან გაფორმებულიყო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით საბჭომ განმარტა, რომ NAT1-------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს რეჟისორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ან/და აკადემიურ თეატრებში სარეჟისორო, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის, სახალხო ღონისძიებების დადგმის გამოცდილება, რისთვისაც სისტემაში (ატვირთული) წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება ან/და აფიშა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა), პირადობის მოწმობის ასლი და კულტურის სფეროში განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული რეჟისორი - გ---------------–ი წარმოადგენდა ი-–------------------–-–---------–-----მი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარდგენილი სპექტაკლის/თეატრალური წარმოდგენის - „საუკუნის მკვლელობის“ ავტორსა და დამდგმელ რეჟისორს. საბჭომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა - 2----–-–----------------, დ--------------------–-–--თავის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიებების მოწყობის (თეატრალიზებული წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა) მომსახურება, ანუ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დ-----------ის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების თეატრალიზებული წარმოდგენა, გამოფენა, კონცერტი) ორგანიზება - ჩატარება.“ მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმში არ იყო დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნევდა გ---------------–ის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ს--------------–--–----ს“ სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად, მაშინ როცა შესყიდვის ობიექტის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა, კულტურული ღონისძიების მათ შორის თეატრალური წარმოდგენის მოწყობა.
ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიის სხდომის N3--- ოქმი საჭიროებდა გადასინჯვას და ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით დაევალა სატენდერო კომისიას მოეხდინა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობის დადგენა შესაბამის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული/დეტალური მსჯელობის შედეგად.
რაც შეეხება მომდევნო სადავოდ გამხდარ სხდომის N3--- ოქმს, საბჭომ განმარტა, რომ სატენდერო კომისიის N3--- სხდომის ოქმში მხოლოდ ჩამოთვლილია, თუ რა დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი პრეტენდენტის მხრიდან სადავოდ გამხდარ მოთხოვნებთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც მითითებულია, რომ „...დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სატენდერო კომისია სხდომის შესაბამის ოქმში დეტალურად არ მსჯელობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოსთვის ბუნდოვანი იყო თუ რის საფუძველზე დაადგინა სატენდერო კომისიამ ი/მ მ-----------ის მიერ შეთავაზებული რეჟისორისა და მომღერლების სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის პუნქტის პირველ და მე-3 ქვეპუნქტებთან შესაბამისობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მისი „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიის ნებისმიერი მსჯელობა და გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. შესაბამისად, საბჭო მიუთითებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში დეტალურად აღწეროს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და შერჩევა შეფასების ეტაპზე გამოვლენილი მისი საფუძველი.
საბჭოს გადაწყვეტილებით: შპს „გ-----------ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2018 წლის 03 აგვისტოს 3--- სხდომისა და ამავე თარიღის N3--- სხდომის ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები და შპს „გ-----------სა“ და ი/მ მ-----------ის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად ,,შეწყვეტილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. ელექტრონული ტენდერისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსის მინიჭება დასაშვებია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,გ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმის მიხედვით, სატენდერო კომისიის წევრებმა განიხილეს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება. 2018 წლის 22 აგვისტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის N3--- და ამავე თარიღის სხდომის N3--- ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები და შპს „გ-----------სა“ და ი/მ მ-----------ის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა ხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაზეც სატენდერო კომისიამ გაიზიარა საბჭოს გადაწყვეტილების არსი და გამართა დასაბუთებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ამ ელექტრონულმა ტენდერმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის დაკარგა აზრი, რადგან ეს შესყიდვა, შესყიდვების კანონმდებლობის შესატყვისად შემსყიდველი ორგანიზაციას ხელმძღვანელის გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით უკვე განხორციელდა მიმდინარე წლის 1-----------ს შექმნილი ვითარების გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესაბამისად დავების საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან მიმართებაში პრეტენდენტების დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის პროცედურის ხელმეორედ წარმოება ვერ მისცემდა რაიმე შედეგს, აქედან გამომდინარე, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2018 წლის 02 და 22 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებებით გააბათილა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი 3---, სასამართლო იზიარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 02 და 22 აგვისტოს გადაწყვეტილებების მოტივაციას, მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოქმები მიღებული კანონმდებლოის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია, ამიტომ უსაფუძვლოა მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ქმედება - ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT1---------ის შედეგების გრაფაში 2----–-–---------–--ს გაკეთებული მიწერა შპს „გ-----------“ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რაც ასევე უნდა გაუქმდეს, ხოლო რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს N3--- სხდომის ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებას, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,გ1’’ ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს აღნიშნული სხდომის ოქმი მიაჩნია კანონიერად და თვლის, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად უნდა იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი 3---, ასევე უნდა გაუქმდეს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT1---------ის შედეგების გრაფაში 2----–-–---------–--ს გაკეთებული მიწერა შპს „გ-----------“ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
8.საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან, 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–---------–--ის სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი N3---, 2018 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმი 3---, ასევე გაუქმდეს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT1---------ის შედეგების გრაფაში 2----–-–---------–--ს გაკეთებული მიწერა შპს „გ-----------“ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი