გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/5144 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ნა----------ძე
წარმომადგენელი - ლე-----------–---–ი
მოპასუხე - გი-----ი შ------–-ძე
წარმომადგენელი - ნი-----–--------------ე, თი------------–ი
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძისათვის არასრულწლოვანი შვილის, და---- შ------–-ძის (დაბადებული 2-----–-–----------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოსარჩელე ნა----------ძე და მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე 2----–-–---ან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–--------------რს შეეძინათ შვილი და---- შ------–-ძე. მხარეები განქორწინდნენ 2--- წლის 0------------–-. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. 2--- წლიდან დღემდე მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში. ის არც კი ინტერესდება ბავშვის მდგომარეობით. ამ წლების განმავლობაში მოპასუხე ჯამში 800 ლარამდე თანხით დაეხმარა არასრულწლოვან შვილს. ბავშვის სკოლის ასაკის მიღწევამდე და---- შეკრილაძის დედა მეტ-ნაკლებად ახერხებდა შვილის დამოუკიდებლად რჩენას. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები, რაც დაკავშირებულია მეტ მატერიალურ დახანახარჯებთან. დღეის მდგომარეობით, ნა----------ძეს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია ბავშვის სათანადო პირობებში აღზრდა. ნა----------ძე ამჟამად მუშაობს მაღაზიაში და მისი შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 500 ლარს. ამასთან, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობს ქირით. და----ი შ------–-ძე სკოლაში დადის გახანგრძლივებულ წრეზე, სადაც სწავლების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს თვეში 70 ლარს. ნა----------ძეს დროდადრო მატერიალურად ეხმარებიან მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ რაიონში. მატერიალური მდგომარეობის გამო, და---- შ------–-ძე ვერ დადის სპორტულ გამაჯანსაღებელ წრეზე, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისათვის. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–----------------ს დაბადებული და---- შ------–-ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი და---- შ------–-ძის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე ქორწინებაშია თა------------ესთან და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–-----------------------------–- გა------– შ------–-ძე და 2----–-–------------------------–- ნი----–---- შ------–-ძე. ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. ასევე, არ არის დასაქმებული მოპასუხის მეუღლეც. მოპასუხე ცხოვრობს ქირით და ასევე, მას ერიცხება საბანკო დავალიანებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გი-----ი შ------–-ძე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნა----------ძეს და მოპასუხე გი-----ი შ------–-ძეს ქორწინების პერიოდში, 2----–-–--------------რს შეეძინათ შვილი და---- შ------–-ძე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ--------- (ს.ფ. 17);
3.1.2. მხარეები, ნა----------ძე და გი-----ი შ------–-ძე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ისინი განქორწინდნენ 2--- წლის 0------------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე ნა----------ძეს არასრულწლოვან შვილთან, და---- შ------–-ძესთან და დასთან ერთად ცხოვრობს ქირით. მოსარჩელე და მისი და ინაწილებენ ყოველთვიურ ქირის გადასახადს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. ნა----------ძე მუშაობს მაღაზიაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 400-500 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე და თა------------ე დაქორწინდნენ 2----–-–-------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1--------- წელს დაბადებული გა------– შ------–-ძე და 1----------–--–ს დაბადებული ნი----–---- შ------–-ძე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 40);
- დაბადების მოწმობა აქტის ჩანაწერი N2---------- (ს.ფ. 41);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N2---------- (ს.ფ. 42).
3.1.6. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე მეუღლეთან თა------------ესთან და არასრულწლოვან შვილებთან, გა------– შ------–-ძესთან და ნი----–---- შ------–-ძესთან ერთად ცხოვრობს ქირით თბ--–--–ი. ყოველთვიური ქირის გადასახადი შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს; ამასთან, მოპასუხის ოჯახი პერიოდულად იმყოფება თა------------ის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე, დუ–-------------ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. იგი პერიოდულად ასრულებს კერძო სამუშაოებს, საიდანაც იღებს მცირე ანაზღაურებას, რასაც არ აქვს რეგულარული ხასიათი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. არასრულწლოვანი და---- შ------–-ძე სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N------------------–-–ი. იგი ირიცხება ამავე სკოლის გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს. არასრულწლოვანი დამატებით სხვა წრეებზე არ დადის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1--------- წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. გი-----ი შ------–-ძეს სს ,,თი----------ს“ მიმართ 12.04.2019 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 1330.66 ლარის ოდენობით.
მოპასუხე მხარეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრ------–--“ წინაშე აქვს სასესხო ვალდებულება 12.04.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 1848.13 ლარს. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, გი-----ი შ------–-ძე ყოველთვიურად იხდის თანხას 120 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თი----------ს“ მიერ 12.04.2019 წელს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 72);
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრ------–--“ მიერ 12.04.2019 წელს გაცემული ცნობა, სასესხო ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 73-74);
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ალიმენტის დადგენისას ხელმძღვანელობს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვის საჭიროებებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა, მის რჩენაზე მყოფი პირთა ინტერესები, ბავშვის ასაკი და ის აუცილებელი საარსებო მოთხოვნილებები, რაც საჭიროა მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ნა----------ძემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–----------------ს დაბადებული და---- შ------–-ძე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
„ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა----------ძეს და მოპასუხე გი-----ი შ------–-ძეს ქორწინების პერიოდში, 2----–-–--------------რს შეეძინათ შვილი და---- შ------–-ძე. მხარეები, ნა----------ძე და გი-----ი შ------–-ძე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ისინი განქორწინდნენ 2--- წლის 0------------–-. მოსარჩელე ნა----------ძეს არასრულწლოვან შვილთან, და---- შ------–-ძესთან და დასთან ერთად ცხოვრობს ქირით. მოსარჩელე და მისი და ინაწილებენ ყოველთვიურ ქირის გადასახადს. ნა----------ძე მუშაობს მაღაზიაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 400-500 ლარს. ნა----------ძეს პერიოდულად მატერიალურად ეხმარებიან მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ რაიონში. საქმის მასალებით, არასრულწლოვანი და---- შ------–-ძე სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N------------------–-–ი. იგი ირიცხება ამავე სკოლის გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს. არასრულწლოვანი დამატებით სხვა წრეებზე არ დადის. არასრულწლოვანი და---- შ------–-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე და თა------------ე დაქორწინდნენ 2----–-–-------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1--------- წელს დაბადებული გა------– შ------–-ძე და 1----------–--–ს დაბადებული ნი----–---- შ------–-ძე მოპასუხე გი-----ი შ------–-ძე მეუღლეთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით თბ--–--–ი. ყოველთვიური ქირის გადასახადი შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს. ამასთან, მოპასუხის ოჯახი პერიოდულად იმყოფება თა------------ის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე, დუ–-------------ში. მოპასუხის განმარტებით, მისი მეუღლე დასაქმებული არ არის. გი-----ი შ------–-ძის სახელზე რაიმე სახის ქონება (უძრავი ან მოძრავი) არ ირიცხება. გი-----ი შ------–-ძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
მოპასუხე მხარე აპელირებს მის მიერ შესასრულებელ სასესხო ვალდებულებებზე. საქმეში არსებული მასალებით, გი-----ი შ------–-ძეს დავალიანება ერიცხება სს ,,თი----------ს“ და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრ------–--“ წინაშე. მოპასუხე იხდის თანხას ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,----------––-- არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მხარეთა განმარტებით, მოცემულ ეტაპზე, მამას არასრულწლოვან შვილთან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი და---- შ------–-ძის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების ინტერესიც. მოპასუხეს შვილების მიმართ თანაბრად გააჩნია რჩენის ვალდებულება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი და---- შ------–-ძე ცხოვრობს დედასთან - ნა----------ძესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანი და---- შ------–-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 (ორომოცდაათი) ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს ფიქსირებული მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე ასევე იმყოფება მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე გი-----ი შ------–-ძეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა----------ძის მოთხოვნა - გი-----ი შ------–-ძისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნა----------ძე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე გი-----ი შ------–-ძემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სანდრო გრიგალაშვილს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნა----------ძის (პირადი N-----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გი-----ი შ------–-ძეს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის და---- შ------–-ძის (დაბადებული 2----–-–--------------რს) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 14 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს გი-----ი შ------–-ძეს (პირადი N-----------) ნა----------ძის (პირადი N-----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. დაეკისროთ გი-----ი შ------–-ძეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე