განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002715141
№1/466-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
” 28 ” მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნ-----–---- მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნანა გუგუტიშვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ირაკლი ბარძიმაძის,ბრალდებულ გ------- ლ----ძის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
გ------- კ----ს-ძე ლ----ძის (დაბადებული 1----–-–-- 2------------–ს, საქართველოს მოქ--–--ე, პ/ნ 5----------, საშუ-ალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები - ქ--–--- ხ-–-----, ფ----–--–---- ქ---- №--) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----ს რაიონულ სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ზ------ ხ--------------სა და ო---- თ--------ძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნ-ქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2018 წლის 30 ივნისს, აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - ნანა გუგუტიშვილის დადგენილებით, საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგ-რძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღნიშნული დანაშაულის სავარაუდოდ ჩადენის გამო გ------- ლ----ძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 30 ივნისს, 1800 საათზე. 2018 წლის 02 ივლისს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ლ----ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და გან-ზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქ--–-- ხ-–----ში, შ--- მ-----ის და რ------ძის ქუჩების კვეთაზე გ------- ლ----ძემ, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის - დანის გამოყენებით სცადა ზ------ ხ--------------სა და ო---- თ--------ძის განზრახ მკვლელობა, რა დროსაც ზ------ ხ----------ანს მან მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რის შედეგად ზ------ ხ----------ანი გარ-დაიცვალა, ხოლო ო---- თ--------ძეს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გ------- ლ----ძემ ვერ შეძლო გან-ზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ო---- თ--------ძეს დაეხმარნენ ადგილზე მყოფი პირები და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მას შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნანა გუგუტიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგე-ნილი და გამოკვლეულ მტკიცებულებები, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის სხდო-მაზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტები და გარემოებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ლ----ძისათვის წარდგენილ ბრალდებას, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, სპეციფიკის, დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებებისა და დაზარალებულის მკაცრი პოზიციის მხედვე-ლობაში მიღებით, დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, რაც არ იქნება მიახლოებული სასჯელის კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვართან და სრულად უზრუნველ-ყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას,(იხ. 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:41:43-17:29:10);
გ------- ლ----ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ზ------ ხ----------ანისა და ო---- თ--------ძის მოკვლის განზრახვას ად-გილი არ ჰქონია, მომხდარი განპირობებული იყო დაზარალებულებისა და მათთან ერთად მყოფი პირების ქმედებებით, რომლებიც მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყო-ფას, რის გამოც მას შეექმნა აუცილებელი მოგერიების ვითარება.
კერძოდ, დაკითხვისას ბრალდებულმა აჩვენა, რომ 2018 წლის 28 ივნისს, მეგობრებთან ერთად იგი იმყოფებოდა რესტორან “ნ---ში“, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. იმ დროს, როდესაც წასვლას აპირებდნენ, რესტორანში შევიდნენ და მათ სიახლოვეს დას-ხდნენ ახლგაზრდა ქალბატონები. ვინაიდან იყო ზედმეტად ნასვამი, ვ----ნდასთან მას გული აერია, რის გამოც გოგოებისაგან მიიღო დაცინვა და, ამ მიზეზით, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. რესტორნიდან გამოსვლისას დაინახა, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა მას ფოტო გადაუღო, რის გამოც კვლავ შელაპარაკდნენ და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეორე დღეს - 29 ივნისს, იგი იმყოფებოდა ქ--–-- ხ-–----ში, რა დროსაც, შუადღის საათებში, დაუკავშირდა მეგობარი - გ------- კ--–-ძე, რომელმაც უთხრა, რომ კითხულობდნენ და სთხოვა მასთან სახლში მისვლა. გ------- კ--–-ძესთან მისვლისას, მას დახვდა უცნობი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა - ხ-–----ში მცხოვრები პიროვნება, რომელმაც განუცხადა, რომ წინა დღით მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მისი ნახვა სურდათ დაბა ბ---------ში მცხოვრებ ბიჭებს. გ------- ლ-----ძემ მისცა მას თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, რის შემდეგ დაშორდნენ ერთ-მანეთს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ტელეფონზე კომუნიკაციის შედეგად ქ--–-- ხ-–----ში მას შეხვდა მისთვის უცნობი სამი პიროვნება, რომლებმაც ჰკითხეს, თუ რა მოხდა წინა დღით რესტორანში. გ------- ლ----ძე მათ მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა, მისი სახელით ბოდიში მოეხადათ ქალბატონებისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები იყვნენ, რადგან ისინიც არ იყვნენ მის წინაშე მართლები. ამ ბიჭებმა იგი ტელეფონის საშუალებით დააკავშირეს მისთვის უცნობ პიროვნებას, რომელმაც მას მოსთხოვა, ასულიყო ბ---------ში და პირადად მოეხადა ქალებისათვის ბოდიში, რაზეც გ------- ლ----ძემ უარი განაცხადა და განმარტა, რომ მან ბოდიში უკვე მოიხადა და ამ საკითზე საუბრის გაგრძელება საჭირო არ იყო. ამის შემდეგ მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს და იმავე დღეს, საღამოს, გავიდა უბანში, სადაც მეზობლების მიერ სუფრა იყო გაშლილი, სადაც მან მხოლოდ დალია ლუდი ზ------ გ-----–-ძესთან ერთად. ამ დროს უბანში შევიდა “ტოიოტა ქამრის“ მარკის, დაბურული მინებით, ავტომობილი, რომელიც გაჩერდა მათგან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით. ვინაიდან მას დალევა აღარ სურდა, დაემშვიდობა ბიჭებს და წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმარ-თულებით, რა დროსაც მას გაყვა აღნიშნული ავტომანქანა და, როდესაც მანქანამ გვერ-დით ჩაუარა, დაინახა, რომ იქ იჯდა სამი პიროვნება, რომლებიც მას აკვირდებოდნენ. მან გადაიფიქრა სახლში წასვლა და დაბრუნდა სუფრასთან, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ,“მერსედეს ემ-ელ-ის“ მარკის შავი ფერის, დაბურული მინების მქონე ჯიპით მივიდა რამდენიმე მისთვის უცნობი, როგორც ივარაუდა - ბ---------ში მცხოვრები პირი, რომლებმაც იკითხეს მისი ვინაობის შესახებ, შემდეგ კი მოსთხოვეს მას მანქანაში დაჯდომა და, როდესაც ასეთზე უარი მიიღეს, თვითონ გადმოვიდნენ მანქანიდან. ამავე დროს, სხვა მანქანებითაც მივიდნენ ბიჭები, მაგრამ ვერ აკონკრეტებს, სულ რამდენი ადამიანი იყო. მას უყვიროდნენ, თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა გოგოებს და არ ისმენ-დნენ მის განმარტებებს. ჩხუბის თავიდან არიდებასა და სიტუაციის განმუხტვას იგი ვერ ახერხებდა, ამასთან წასვლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რადგან მის ირგვლივ ყველგან ბ---------ელები იდგნენ. ერთ-ერთმა მას ქუდი შემოარტყა სახეში, რის შემდეგ ყველამ ერთდროულად დაუწყო ცემა, ასევე აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მოკვლით. ამ დროს ვიღაცამ გააფრთხილა, - დანა აქვსო და დაინახა, რომ მოჩხუბრებიდან ერთ-ერთს ხელში დანა ეჭირა, თუმცა იმ მომენტში ვინმეს მიმართ მოქნეული დანა მას არ დაუნა-ხავს. ცემის შედეგად იგი აღმოჩნდა ღობესთან, რა დროსაც შემთხვევით ხელი მოკიდა რკინის ნაჭერს - თხელ და წვრილ ფირფიტას, რომელიც მოგლიჯა და თავდაცვის მიზნით მოიქნია, რა დროსაც მხარში მოარტყა მის წინ მყოფ ერთ-ერთ ბიჭს. ამის შემდეგ მოახერხა რამდენიმე ნაბიჯით წინ გადაადგილება და აღმოჩნდა განათების ბოძთან, გაიქცა, იფიქრა, რომ არავინ მისდევდა, მაგრამ ერთ-ერთმა უკნიდან დაიჭირა და მისკენ მიატრიალა, რა დროსაც მის სახესთან გაიელვა დანის პირმა, რომელიც ინსტიქტურად აიცილა. ამავე დროს სახეში მოხვდა ხელი, ფერდში კი ფეხი დაარტყეს, ამ მომენტშიც კვლავ მოიქნია რკინის ფირფიტა და გაიგო, რომ ვიღაც დაიჭრა. რკინის ნაჭერი იქვე და-აგდო და შევიდა მეზობლის ეზოში, სადაც დაიმალა. მას ესმოდა, თუ როგორ ეძებდნენ, ესმოდა ხმამაღალი გინება. როდესაც ვითარება დაწყნარდა, იგი გადავიდა სხვა მეზობ-ლის ეზოში, საიდანაც წავიდა სხლისკენ,ბრალდებულის განმარტებით, მასზე თავდასხმის მოგერიების მიზნით, მან დაზიანება მიაყენა მხოლოდ ერთ პირს, როგორც აღმოჩნდა - ო---- თ--------ძეს, ხოლო ზ------ ხ----------ანისათვის მას დაზიანება არ მიუყენებია და არ იცის, თუ რა ვითარებაში დაიჭრა ზ------ ხ----------ანი.
გ------- ლ----ძემ ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს საბოლოო სიტყვით გამოსვლისას, (იხ. ბრალდებულის ჩვენება - 2019 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:29:40-17:09:22; ბრალდებულის საბოლოო სიტყვა - 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 12:29:40-12:45:42).
გ------- ლ----ძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სასამართლოში წარდგენილი ურთიერთთავსებადი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ------- ლ----ძის მიერ ზ------ ხ----------ანის გან-ზრახ მკვლელობის ფაქტი. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გ------- ლ----ძეს, მასზე თავდასხმის შედეგად, შეექმნა აუცილებელი მოგერიების ვითარება და უფლება. ადვო-კატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების ძირითადი მოწმეები წარმოადგენენ დაზარალე-ბულ მხარეს, ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მიკერძო-ებულნი, როგორც მოწმეები, რომელთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორ-მაცია არსებითად ურთიერთგამომრიცხავი, არარელევანტური და საეჭვოა. დაცვის მხარის წარმომადგენლის მოსაზრებით, ჭეშმარიტების დასადგენად სრულყოფილად არ ჩატარდა გამოძიება. ზ------ ხ----------ანის სიკვდილის მიზეზის დასადგენად და ო---- თ--------ძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ დაზარალებულებს დაზიანებები მიყენებული აქვთ სხვადასხვა საგნებით. ამასთან, ნივთიერი მტკიცებუ-ლების არარსებობა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტი-ზის დასკვნა, გ------- ლ----ძის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნა, ხ-–-----ს საავადმყოფოს სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილიც დაცვის მხარის მიერ მიჩნეულია უდავოდ, ერთობლიობაში ადასტურებს გ------- ლ----ძის უდანაშაულობას. შესაბამისად, ადვო-კატის პოზიციიდან გამომდინარე, გ------- ლ----ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნო-ბილი წარდგენილ ბრალდებაში და მის ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფა-სება, ვინაიდან მისი ქმედება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების მოთხოვნებს.
ადვოკატის დასკვნით სიტყვას სრულად დაეთანხმა ბრალდებული გ------- ლ----ძე, (იხ. 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:49:06-18:50:44 და ადვოკატ ირაკლი ბარძიმაძის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა);
სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საფუძვლად დაედო გ------- ლ----ძის ბრალდებას, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის - ჩადენის ფაქტი.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფა-სების შედეგად:
გარდაცვლილ ზ------ ხ----------ანის მეუღლის - ნ---- ფ----ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისს გ---–- მ---------–-ძესთან, ვ---- ს--------თან, ლ------ ხ----------ანთან და ბავშვებთან ერთად იგი სავახშმოდ იმყო-ფებოდა ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორან “ნ---ში“. რესტო-რანში მისვლიდან დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ მათ მაგიდასთან მივიდა ახალ-გაზრდა უცნობი მამაკაცი (რომელიც შემდეგ ამოიცნო, როგორც ბრალდებული გ------- ლ----ძე), რომელმაც ჰკითხა მათ, თუ საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ, მაგრამ მას სთხოვეს, დაბრუნებულიყო თავის მაგიდასთან, რის გამოც გ------- ლ----ძე განა-წყენდა და მათგან გინებით წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დააპირეს სახლში დაბრუ-ნება და იგი მივიდა სალაროსთან თანხის გადასახდელად, რა დროსაც რესტორნის პერ-სონალისგან შეიტყო, რომ გარეთ იყო ჩხუბი. გავიდა ეზოში და მივიდა მანქანასთან, რა დროსაც მასთან მივიდა გ------- ლ----ძე, რომელმაც უმიზეზოდ უყვირა და აგინა, რის შემდეგაც ის (გ------- ლ----ძე) თავისმა მეგობრებმა ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. ნ---- ფ----ძის განმარტებით, იგი არის ონკოლოგიური ავადმყოფი და გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია, რის გამოც, სახლში მისვლისას, ნერვიულობისაგან გახდა ცუდად. მისი მეუღლე - ზ------ ხ----------ანი მიხვდა, რომ იგი ცუდად იყო ნერვიულო-ბის ნიადაგზე და ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი, რა დროსაც ნ---- ფ----ძე მოუყვა მას რესტორანში მომხდარი ფაქტის შესახებ. ზ------ ხ----------ანი დაპირდა მას, რომ მოძებ-ნიდა და ბოდიშს მოახდევინებდა ამ პიროვნებას. მეორე დღეს მეუღლის ძმის - გ------- ხ----------ანისაგან მან შეიტყო, რომ ზ------ ხ----------ანი იყო დაჭრილი და იმყოფე-ბოდა ხ-–-----ს საავადმყოფოში, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ზ------ ხ----------ანი გარდა-იცვალა,(2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:38:17-16:02:01);
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ---–- მ---------–-ძემ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 ივნისს ნ---- ფ----ძესთან, ლ------ ხ----------ანთან და ვ---- ს-------ანთან ერთად მივიდა სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორან “ნ---ში“, სადაც მაგიდას მიუსხდნენ ერთ-ერთ ფაცხაში. მათ თან ჰყავდათ ბავშვები. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მაგიდასთან მივიდა გ------- ლ----ძე, რომელმაც ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ, რაზეც მას პასუხი არ გასცეს და სთხოვეს, რომ დაბრუ-ნებულიყო თავის მაგიდასთან. აღნიშნულის გამო გ------- ლ----ძე გახდა აგრესიული, უწოდა მათ “ქაჯები“, გაბრუნდა და დაიწყო გინება. ცოტა ხანში დააპირეს სახლში წას-ვლა, ნ---- ფ----ძე წავიდა რესტორნის სალაროსთან, ხოლო ის, ვ---- ს--------ი და ლ------ ხ----------ანი შეაყოვნეს გვერდით სუფრასთან მყოფმა პირებმა, რომლებმაც მიირთვეს ბავშვების სადღეგრძელო - ადღეგრძელეს მათი ბავშვები. გადაუხადეს მათ მადლობა და წავიდნენ მანქანისკენ. ამის შემდეგ გ------- ლ----ძე გახდა აგრესიული და დაიწყო გინება მათი მისამართით. ვ---- ს--------ი მივიდა გ------- ლ----ძესთან ერთად მყოფ პირებთან და სთხოვა მათ, მიეხედათ მათი მეგობრისათვის, რის შემდეგ ორი მამაკაცი მივიდა მათთან და შეეცადნენ გ------- ლ----ძის დაწყნარებას. ამავე დროს რესტორნიდან გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა ნ---- ფ----ძე, რომელსაც გ------- ლ----ძემ მოკიდა ხელი და დაიწყო გინება, ამასთან ეუბნებოდა, რომ წათრეულიყო. გ------- ლ----ძე ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს მისმა მეგობრებმა, ხოლო გ---–- მ---------–-ძემ ჩაიწერა ავტომობილის სახელმწიფო ნომერი. მეორე დღეს მას დაურეკა ნ---- ფ----ძემ, რომელმაც უთხრა, რომ იყო ცუდად და წინა დღეს მომხდრის შესახებ მოუყვა მეუღლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, იმავე დღეს მასთან მივიდა ზ------ ხ--------------, რომელმაც გამოართვა ავტომანქანის ნომერი. მისი ინფორმაციით, 29 ივნისს გ------- ხ----------ანი, ზ------ ხ----------ანი, ო---- თ--------ძე და რ----- ხ----------ანი წავიდნენ ხ-–----ში გ------- ლ----ძის სანახავად. მოგვიანებით მან გაიგო, რომ გ------- ლ----ძემ დაჭრა ზ------ ხ----------ანი და ო---- თ--------ძე.მან ხ-–-----ს საავადმყოფოში შეიტყო ზ------ ხ----------ანის გარდაცვალების შესახებ, (2019 წლის 08 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:20:18-16:20:29);
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოში დაკითხვისას ვ---- ს--------მა და ლ------- ხ----------ანმა, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია 2018 წლის 28 ივნისს გ------- ლ----ძის მიერ მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირე-ბით, რაც ასევე დადასტურებულ იქნა რესტორან “ნ---ის“ მიმტანის - ხ------- გ------–--ძის მიერ, (იხ. 2018 წლის 31 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 12:40:25-13:56:28 და 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:03:23-15:15:54).
დაზარალებულ ო---- თ--------ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგე-ნილია, რომ იგი ცხოვრობს ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში მეუღლესთან და შვი-ლებთან ერთად. გარდაცვლილი ზ------ ხ----------ანი იყო მისი მეუღლის ბიძაშვილი, რომელთანაც მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 28 ივნისს იყო ზ------ ხ----------ანის დაბადების დღე, რომელიც აღნიშნეს დაბა ბ---------ში მდებარე მის სასტუმროში, ხოლო მათი მეუღლეები - ლ------ ხ----------ანი და ნ---- ფ----ძე, ასევე გ---–- მ---------–-ძე და ვ---- ს--------ი ბავშვებთან ერთად სავახშმოდ წავიდნენ ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორან “ნ---ში“ და მალევე დაბ-რუნდნენ უკან. მეორე დღეს, დილის საათებში, მის მეუღლეს - ლ------ ხ----------ანს დაურეკა ნ---- ფ----ძემ და იგი შეესწრო მათ საუბარს, რა დროსაც განიხილავდნენ წინა დღეს რესტორანში მომხდარ შემთხვევას. დაინტერესდა, კონკრეტულად თუ რასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, რის შემდეგაც მეუღლე მას მოუყვა რესტორანში გ------- ლ----ძის მიერ მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის შესახებ. საღამოს საათებში მას დაურეკა რ----- ხ----------ანმა, რომელმაც განუცხადა, რომ ის და ზ------ ხ-------------- მიდოდნენ ქ--–-- ხ-–----ში, გ------- ლ----ძის სანახავად და, თუ დრო ჰქონდა, ისიც წასულიყო, რაზეც ო---- თ--------ძე დათანხმდა. მან თავისი ავტომანქანით გა-უარა გ------- ხ----------ანს, რომელსაც გამოყვა მისი დეიდაშვილი, ზედმეტსახელად “ხ----“ და წავიდნენ ქ--–-- ხ-–----ში. ხ-–----ში ჩასვლისას ო---- თ--------ძე გადავიდა სხვა მანქანაში, სადაც ისხდნენ ზ------ ხ----------ანი, რ----- ხ----------ანი და ნ------- ლ-----შვილი. ისინი მივიდნენ გ------- ლ----ძის საცხოვრებელ უბანში, სადაც შეკრე-ბილი იყო ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც ჰკითხეს, თუ ვინ იყო ის პიროვ-ნება, რომელმაც წინა დღეს ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა. მათ გამოეყო ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო გ------- ლ----ძე და ჰკითხა, თუ რა საქმე ჰქონდათ მასთან. ისინი გადავიდნენ ავტომანქანიდან და მივიდნენ გ------- ლ-----ძესთან, რომელიც მათი ვინაობის გაგების შემდეგ იყო აგრესიულად განწყობილი და განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებდა, ასევე მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაც-ხყოფა, რის გამოც მის მოპირდაპირედ მდგომმა ზ------ ხ----------ანმა ხელით უბიძგა მას გულმკერდის არეში, რის საპასუხოდ გ------- ლ----ძემ მარჯვენა ხელი წაიღო უკან და ამოიღო დანა, რაც ზ------ ხ----------ანს დაარტყა მუცლის არეში. ო---- თ--------ძე დადგა გ------- ლ----ძესა და ზ------ ხ----------ანს შორის, რა დროსაც გ------- ლ----ძემ იგივე დანა მას დაარტყა გულმკერდის მარცხენა მიდამოში, საიდანაც წასკდა სისხლი. მიხვდა, რომ იყო დაჭრილი, გაერიდა ამ ადგილს და გაიქცა ავტომანქანისკან, სადაც აგრეთვე დახვდა დაჭრილი ზ------ ხ----------ანი. ისინი ჩასვეს ავტომანქანაში და რ----- ხ----------ანმა წაიყვანა ხ-–-----ს საავადმყოფოში, რა დროსაც მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს ქ--–-- თ---–-სში მდებარე ერთ-ერთ საავად-მყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
ო---- თ--------ძის ჩვენებით, შემთხვევა მოხდა განათების ბოძის მახლობლად, ასევე სახლებიდან გამოდიოდა სინათლე და მან კარგად დაინახა, რომ გ------- ლ----ძემ მოიმარჯვა დანა, რომლითაც დაჭრა ის და ზ------ ხ----------ანი. (2019 წლის 14 იანვრის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:58:09-16:09:53);
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ----- ხ----------ანმა აჩვენა, რომ ცხოვრობს ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში. გარდაცვლილი ზ------ ხ----------ანი არის მისი ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებული ო---- თ--------ძე - მისი დის მეუღლე. 2018 წლის 28 ივნისს იყო ზ------ ხ----------ანის დაბადების დღე, რომელიც აღნიშნეს ო---- თ---------ძის სამსახურში. მათი მეუღლეები კი სავახშმოდ იმყოფებოდნენ ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორან “ნ---ში“. მომდევნო დღეს მას დაუკავშირდა ზ------ ხ----------ანი, რომელმაც უთხრა, რომ მათ მეუღლეებს, რესტორანში ყოფნისას, ნასვამმა ახალგაზრდა ბიჭმა შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ მის მეუღლეს - ნ---- ფ-----ძეს აგინა და ხელით შეეხო. ზ------ ხ----------ანმა აგრეთვე უთხრა, რომ იცოდა ავტო-მანქანის ნომერი, რომლითაც ის ბიჭი წაიყვანეს და სავარაუდოდ ის ცხოვრობდა ქ--–-- ხ-–----ში, მაღაზია “მ----------“. რ----- ხ----------ანმა დაურეკა მის ახლობელს - ქ--–-- ხ-–----ში მცხოვრებ ნ------- ლ-----შვილს, რომელსაც სთხოვა ავტომანქანის მფლობე-ლის ვინაობის დადგენა. გარკვეული დროის შემდეგ მათ დაუკავშირდა ნ------- ლ------შვილი, რომელმაც უთხრა, რომ გაარკვია ავტომანქანის მფლობელის ვინაობა და ნახა ის პიროვნებაც - ხ-–----ში მცხოვრები გ------- ლ----ძე. საუბარში ნ------- ლ-----შვილმა უთხრა, რომ დაელაპარაკა გ------- ლ----ძეს მომხდარის შესახებ და ეს უკანასკნელი არ აპირებდა ბოდიშის მოხდას. რ----- ხ----------ანის განმარტებით, ისინი საღამომდე ელოდებოდნენ, რომ გ------- ლ----ძე ბოდიშის მოსახდელად ავიდოდა ბ---------ში. საღამოს საათებში მან დაურეკა ზ------ ხ----------ანს, რომელთან ერთად გადაწყვიტა გ------- ლ----ძის სანახავად ხ-–----ში წასვლა. გზაში დაუკავშირდნენ ო---- თ---------ძეს, უთხრეს, თუ რას აპირებდნენ და სთხოვეს გ------- ხ----------ანის წამოყვანა. ხ-–----ში ჩასვლისას მათ დახვდათ ნ------- ლ-----შვილი, რომელმაც მიიყვანა უბანში, სადაც ცხოვრობს გ------- ლ----ძე. ისინი ავტომანქანით შევიდნენ უბანში, სადაც ე.წ. “ბირჟასთან“ ხალხი იყო შეკრებილი. გაჩერდნენ მოშორებით და დაურეკეს გ------- ლ----ძეს, რომელმაც არ უპასუხა, რის შემდეგ უკან გაბრუნდნენ. მაღაზია “მ----------“ შეხვდათ ო---- თ--------ძე, რომელიც გადავიდა მათ ავტომანქანაში. ო---- თ--------ძეს რ----- ხ----------ანმა უთხრა, რომ გ------- ლ----ძე ტელეფონზე არ პასუხობდა, უბანში კი ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, რაზეც ო---- თ--------ძემ უპასუხა, რომ მისულიყვნენ და გაერკვიათ სიმართლე. ისინი კვლავ მივიდნენ აღნიშნულ უბანში, შეკრებილ ხალხში იკითხეს, თუ რომელი იყო გ------- ლ----ძე, რაზეც ერთ-ერთმა უპასუხა, რომ ის იყო. გადავიდნენ ავტომანქანიდან, გაესაუბრნენ მას და უთხრეს, რომ არ იყვნენ საჩხუბრად მისულები, ის გოგოები, რომლებსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა, მათი დები და მეუღლე-ები იყვნენ და სთხოვეს, მოეხადა ბოდიში, რაზეც გ------- ლ----ძე და ზ------ ხ-------------- შეკამათდნენ. გ------- ლ----ძემ შეიგინა მათი მისამართით და გაიწია ზ------ ხ----------ანისკენ, რა დროსაც ზ------ ხ----------ანმა ხელით უბიძგა მას. საპასუხოდ გ------- ლ----ძემ ზ------ ხ----------ანს მუცლის არეში დაარტყა დიდი ზომის დანა, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში. ზ------ ხ----------ანმა დაიძახა, რომ გ------- ლ----ძეს ჰქონდა დანა და არ მიკარებოდნენ მას. ზ------ ხ----------ანსა და გ------- ლ----ძეს შორის ჩადგა ო---- თ--------ძე, რომელსაც ასევე დაარტყა დანა გ------- ლ----ძემ გულ-მკერდის არეში. მოწმის განმარტებით, გ------- ლ----ძე გაიყვანეს იქ მყოფმა პირებმა, რის შემდეგ იგი გაიქცა და შევიდა ერთ-ერთ ეზოში, მან კი ო---- თ--------ძე და ზ------ ხ----------ანი წაიყვანა ხ-–-----ს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით ზ------ ხ-----------ანი გარდაიცვალა. რ----- ხ----------ანმა დაკითხვისას განმარტა, რომ ზ------ ხ-----------ანსა და გ------- ლ----ძეს შორის კამათის დროს, მას გ------- ლ----ძის ხელში დანა არ დაუნახავს და დაინახა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზ------ ხ----------ანმა ხელი კრა გ------- ლ----ძეს. კერძოდ, მან დაინახა დანის მოქნევისა და დარტყმის მომენტი,(2019 წლის 14 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:10:45-17:17:58);
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნ------- ლ-----შვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-- ხ-–----ში. 2018 წლის 29 ივნისს მას დაუკავშირდა მამიდაშვილი ზ------ ხ----------ანი, რომელმაც უთხრა, რომ წინა დღეს მის მეუღლეს და ნათესავ გოგოებს ხ-–----ში, ბ---------ის ქ---- №----ში მცხოვრებმა პირმა, რომელიც რესტორანში მისული იყო “მერსედესის“ ფირმის ვერცხლისფერი ავტომანქანით, მიაყენა შეურაცხყოფა და სურდა ამ პიროვნების ვინაობის დადგენა. ნ------- ლ-----შვილის განმარტებით, ზ------ ხ----------ანთან საუბრის შემდეგ მივიდა აღნიშნულ მისამართზე, ბ---------ის ქუჩიდან ჩიხში შესასვლელში მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში შეამჩნია“მერსედეს ემ-ელ-ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომ-ლის მეპატრონეც გაეცნო გ-------- სახელით. მან აუხსნა, თუ რასთან დაკავშირებით იყო მისული, რის შემდეგ ამ პიროვნებამ დაუძახა იქვე უბანში მდგომ ახალგაზრდა ბიჭს და მიუთითა, რომ იყო ის ბიჭი, რომელმაც წინა დღეს რესტორანში ქალებს აგინა. ნ------- ლ-----შვილმა მას გამოართვა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა. საღამოს მას კვლავ დაუკავშირდა ზ------ ხ----------ანი, რომელმაც უთხრა, რომ გ------- ლ----ძე ტელეფონს არ პასუხობდა, ამიტომ ჩამოსული იყო სანახავად და სთხოვა, რომ გაყოლოდა იმ ადგილზე, სადაც გ------- ლ----ძე ცხოვრობს. ერთმანეთს შეხვდნენ მაღა-ზია “მ----------“, ავტომანქანით შევიდნენ უბანში, სადაც შეკრებილი იყო ხალხი და ქეიფობდნენ. მან ზ------ ხ----------ანს მიანიშნა გ------- ლ----ძეზე და გავიდნენ უბნი-დან. უბნის გასასვლელში მათ შეხვდათ ო---- თ--------ძე, გ------- ხ----------ანი და მათი ნათესავი ბიჭი, სახელად ხ----------. ო---- თ--------ძე დაჯდა მათ ავტომანქანაში და კვლავ შებრუნდნენ უბანში. მანქანა გააჩერეს ხალხის შეკრების ადგილიდან დაახ-ლოებით ათ მეტრში, ფეხით მიუახლოვდნენ შეკრებილ ხალხს, მიესალმნენ და ზ------ და რ----- ხ----------ანებმა დაიწყეს საუბარი გ------- ლ----ძესთან, რომელსაც უთხრეს, რომ ბოდიში მოეხადა წინა დღეს მომხდარი შემთხვევის გამო, რაზეც გ------- ლ----ძე უარს აცხადებდა. მათ მოუხდათ შელაპარაკება. ამ დროს იდგა ზ------ ხ----------ანისა და რ----- ხ----------ანის ზურგს უკან, მის წინ კი იდგა გ------- ლ----ძე. ნ------- ლ------–---–-ს განმარტებით, გ------- ლ----ძე იგინებოდა და ხელებს იქნევდა ზ------ ხ-------------ის მიმართულებით, რა დროსაც გაიგონა ზ------ ხ----------ანის ხმა, რომ იყო დაჭრილი და დაინახა, რომ მან დაიჩოქა. ზ------ ხ----------ანი მან მიიყვანა და ჩასვა ავტომანქანაში, რამდენიმე წამში მათთან მივიდა ო---- თ--------ძე, რომელიც ასევე დაჭრილი იყო. ზ------ ხ----------ანი და ო---- თ--------ძე რ----- ხ----------ანმა მიიყვანა ხ-–-----ს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით ზ------ ხ----------ანი გარდაიცვალა, (2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:22:27-16:02:49);
მოწმე გ------- ხ----------ანის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 ივნისს, დილის საათებში, გ------- ხ----------ანის მეუღლეს - გ---–- მ---------–-ძეს დაუკავშირდა რძალი - ნ---- ფ----ძე, რომელთა შორის საუბრიდან გამომდინარე მან შეიტყო წინა დღეს რესტორანში მომხდარი ფაქტის შესახებ. დღის საათებში აგრეთვე ძმისგან - ზ------ ხ----------ანისაგან გახდა ცნობილი, რომ მან იცოდა იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც მათ მეუღლეებს მიაყენა შეურაცხყოფა. მათი ინფორმაციით, ეს პიროვნება - გ------- ლ----ძე აპირებდა მათთან მისვლას და ბოდიშის მოხდას. საღამოს დაუკავშირდა ზ------ ხ-–----------- და განუცხადა, რომ გ------- ლ-----ძე ბოდიშის მოხდას არ აპირებდა, რის გამოც ის და რ----- ხ----------ანი მიდიოდნენ მის სანახავად. დაახლოებით ათ წუთში მას გაუარა ო---- თ--------ძემ, რომლის ავტო-მანქანით გ------- ხ----------ანთან, ო---- თ--------ძესთან და ხ--------- მ----------თან ერთად წავიდა ხ-–----ში, რა დროსაც გზაში შეხვდნენ ზ------ ხ----------ანს, რ----- ხ-------------სა და ნ------- ლ-----შვილს, რომელთა მანქანაშიც გადავიდა ო---- თ--------ძე. გ------- ლ----ძის საცხოვრებელ უბანში - გზიდან პირველ ჩიხში - პირველად შევიდა რ----- ხ----------ანი ავტომანქანით, მას უკან მიყვა გ------- ხ----------ანი. ადგილზე მისვლისას, იმ დროს, როდესაც ის და ხ--------- მ----------ი გადავიდნენ ავტომანქანი-დან, გ------- ლ----ძე და რ----- ხ----------ანი უკვე საუბრობდნენ. ის დადგა რ----- ხ----------ანისა და ო---- თ--------ძის უკან, ხოლო მასთან პირისპის იდგა გ------- ლ----ძე. საუბრისას გ------- ლ----ძე უარყოფდა, რომ იყო ის პიროვნება, ვინც შეურა-ცხყოფა მიაყენა ქალებს, რის გამოც შელაპარაკება მოუხდა ზ------ ხ----------ანთან და გ------- ლ----ძემ მას შეაგინა, რა დროსაც ზ------ ხ----------ანმა მას ხელით უბიძგა, გ------- ლ----ძემ კი მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ზ------ ხ----------ანმა დაიძახა, რომ დანა დაარტყა ლ----ძემ და იყო დაჭრილი. გ------- ლ----ძესა და ზ------ ხ----------ანს შორის დადგა ო---- თ--------ძე და მან (გ------- ხ----------ანმა) ღამის განათების შუქზე დაინახა, რომ გ------- ლ----ძეს ხელში ეჭირა დანა, რომელიც დაარტყა გულმკერდის მიდამოში ო---- თ--------ძეს, რომელმაც ასევე დაიძახა, რომ იყო დაჭრილი. გ------- ლ----ძე მათი მისამართით კვლავ იყო აგრესი-ული და იგი გაიყვანეს იქ მყოფმა პირებმა ერთ-ერთი ეზოს ჭიშკრიდან. მათ ო---- თ--------ძე და ზ------ ხ----------ანი მიიყვანეს ხ-–-----ს საავადმყოფოში, სადაც მოგვი-ანებით ზ------ ხ----------ანი გარდაიცვალა. (2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:19:52-17:20:58);
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ხ--------- მ----------მა, რომელმაც დაკითხვისას დაადასტურა, რომ დაინახა, თუ როგორ მოუქნია ხელი გ------- ლ----ძემ მუცლის მიმართულებით ზ------ ხ----------ანს, რომელმაც დაიძახა, რომ გ------- ლ-----ძეს ჰქონდა დანა და თვითონ იყო დაჭრილი. ამის შემდეგ ზ------ ხ----------ანსა და გ------- ლ----ძეს შორის დადგა ო---- თ--------ძე, რა დროსაც მან ასევე ო---- თ---------ძისაგან გაიგო, რომ იგი იყო დაჭრილი, თუმცა დაჭრის მომენტი მას არ დაუნახავს,(2019 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:20:54-17:31:57).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ ხ----------ანის მშობლებმა - ნ------ ო-------მა და ლ---- ხ----------ანმა სასამართლოს წინაშე დააფიქსირეს მათი პოზიცია ბრალდებულ გ------- ლ----ძის მიმართ და ითხოვეს სასამართლოს მიერ მისი სრული სიმკაცრით დასჯა, (იხ. 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:42:34-14:09:01);
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ზ----- ნ------ემ აჩვენა, რომ ცხოვრობს გ------- ლ----ძის მეზობლად. 2018 წლის 29 ივნისს იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ხოლო უბანში საქეიფოდ შეიკრიბნენ მისი მეზობელი ბიჭები, რომლებსაც მან ათხოვა დანა და ჯამი. დაახლოებით 22:00 საათისათვის მან გაიგო ხმაური და დაინახა, რომ მის სახლთან გაჩერდა ორი ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდნენ უცხო პირები, რასაც ცოტა ხნის შემდეგ მოყვა გინებისა და ჩხუბის ხმა. ის გავიდა გარეთ, სადაც იმყო-ფებოდნენ მისი მეზობლები, მათ შორის - გ------- ლ----ძე, ხოლო მის სახლთან გაჩერე-ბული ავტომანქანები უკვე მიდიოდნენ. მეზობლებისგან მან შეიტყო, რომ მოხდა ჩხუბი, რა დროსაც გ------- ლ----ძემ დაჭრა ორი პირი. ზ----- ნ------ემ ასევე აჩვენა, რომ მოგ-ვიანებით მას დაუბრუნეს მისგან ნათხოვარი ჯამი, ხოლო დანა აღარ უნახავს, (2019 წლის 04 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:58:23-16:11:59);
მოწმე ზ---- ა---------ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივნისს, მეგობრებთან, მათ შორის - გ------- ლ----ძესთან ერთად იგი იმყოფებოდა ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორანში. ის იყო ნასვამი და არ ახსოვს, თუ რა მოხდა იქ. მეორე დღეს გ------- ლ----ძესთან, დ----- ლ---–---ძესთან, გ------- კ--–-ძესთან და ზ------ ხ---ძესთან ერთად უბანში სვავდა ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც შეიტყო, რომ წინა დღეს, რესტორანში ყოფნისას გ------- ლ----ძემ აგინა გოგოებს. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ უბანში მივიდა “ტოი-ოტას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც რამდენიმე ხნით გაჩერდა და კვლავ გავიდა უბ-ნიდან, რაც მან და მასთან ერთად მყოფმა პირებმა მიიჩნიეს საეჭვოდ და აღნიშნეს, რომ ამ მანქანაში მჯდომი პირები სავარაუდოდ წინა დღეს რესტორანში მომხდარ კონფლიქ-ტთან დაკავშირებით იყვნენ მისულები. ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა კვლავ შევიდა უბანში, რა დროსაც უკან სხვა მანქანაც მიყვა, საიდანაც გადმოვიდა რამ-დენიმე ადამიანი, რომლებმაც გ------- ლ----ძეს დაუწყეს კამათი იმ საკითხთან დაკავ-შირებით, თუ რატომ აგინა მან ქალებს. მოწმის განმარტებით, მათ სუფრაზე ჰქონდათ დანა.
მოწმე ზ---- ა---------ძემ ასევე აჩვენა, რომ ჩხუბისა და ვინმეს მიმართ ფიზიკური შეუ-რაცხყოფის ფაქტი მას არ დაუნახავს, ვინაიდან იყო ძალიან შეშინებული და გვერდით გავიდა. გაიგო ვიღაცის ყვირილი, - დაჭრილი ვარო. ხალხი მალე დაიშალა. მანვე აჩვენა, რომ ადგილზე გ------- ლ----ძე არ დაუნახავს. მოგვიანებით პოლიციაში შეიტყო, რომ მომხდარის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი - დაიჭრა,(2019 წლის 01 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:46:51-16:05:46);
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ------- კ--–-ძემ აჩვენა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მეგობრებთან - ზ---- ლ----შვილთან, დ----- ლ---–---ძესთან, გ------- ლ----ძეს-თან, უ-- დ----------თან და გ------- გ-----–-ძესთან ერთად, მისი კუთვნილი “მერსედეს -ემ-ელ-ის“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–------ში მდებარე რესტორანში საქეიფოდ, მოგვიანებით მათ შეურთდენენ მეგობრები - გ-- ნ------ე და ვ------ ხ---ძე. სუფრა მათზე ადრე დატოვა გ-- ნ------ემ, რომელმაც მისი კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა ვ------ა ხ---ძე და დ----- ლ---–---ძე. მათი იქ ყოფ-ნის პერიოდში რესტორანში მივიდნენ ქალბატონები, რომლებიც მოშორებით მდებარე ფაცხაში დასხდნენ. რესტორანში ყოფნისას, მას და მისი სუფრის წევრებს ამ ქალბატო-ნებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ადგნენ და მოემზადნენ წა-სასვლელად, ნახა ეს გოგოებიც გარეთ იყვნენ გასულები, რა დროსაც გაიგონა, თუ როგორ უყვიროდნენ ისინი გ------- ლ----ძეს, ხოლო გ------- ლ----ძემ მათ შეაგინა. ფიზიკურ დაპირისპირებას მათ შორის ადგილი არ ჰქონია. მეორე დღეს იგი იმყოფე-ბოდა სახლში, რა დროსაც, დილის საათებში მასთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომე-ლიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იყო ხ-–----ელი და გაესაუბრა წინა დღეს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. მას ასევე უნდოდა გ------- ლ----ძის მობილური ტელე-ფონის ნომრის გაგება. ამ დროს მან დაინახა გზაზე მიმავალი გ------- ლ----ძე, რომელ-საც შემდეგ დაელაპარაკა ის პიროვნება და ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს, საღამოს საათებში იგი იმყოფებოდა უბანში, შ--- მ-----ისა და რ------ძის ქუჩების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინთან არსებულ ე.წ. “ბირჟაზე“, სადაც უბნელებთან - გ------- ლ----ძესთან, ზ------ ხ---ძესთან, ზ---- ლ----შვილთან და სხვებთან ერთად სვავდა ლუდს, რა დროსაც, დაახლოებით 22:00 საათზე, მათ უბანში შევიდა დაბურულმინე-ბიანი ვერცხლისფერი ავტომობილი, რომელიც გაჩერდა შორიახლოს და მასში მჯდომი პირები იხედებოდნენ მათი მიმართულებით. დაახლეობით ორი ან სამი წუთის შემდეგ აღნიშნულმა ავტომობილმა გაიარა რამდენიმე მეტრი, გააჩერდა და იქიდან გადმოვიდა მისთვის უცნობი სამი პიროვნება, რომლებიც მივიდნენ მათთან, იკითხეს, თუ ვინ იყო წინა დღეს რესტორანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე და გაესაუბრნენ გ------- ლ----ძეს. შემდეგ მათ შეუერთდა სამი პირი, რომლებიც მივიდნენ შავი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანით და დაიწყეს წინა დღეს მომხდართან დაკავშირებით საუბარი. გ------- კ--–-ძის განმარტებით, საუბარი მიმდინარეობდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რა დროსაც ის და მისი მეგობრები მოუწოდებდნენ, რომ ჩხუბის გარეშე მოეგვარებინათ კონფლიქტი, თუმცა იქ მისული ბიჭები ყვიროდნენ, ჩხუბობდნენ და ითხოვდნენ გ------- ლ----ძისაგან პასუხს. ხმაურის გამო მას არ ესმოდა საუბრის დეტა-ლები, მაგრამ დაინახა, რომ მათთან მისულ პირებს გამოეყო ერთი, რომელმაც თქვა, რომ იყო დაჭრილი და წავიდა შავი ფერის ჯიპის მიმართულებით. რამდენიმე წამში მეორე-მაც იგივე დაიძახა, რის შემდეგაც ყველანი ჩასხდნენ ავტომანქანებში და წავიდნენ. ამის შემდეგ თვითონ და მასთან ერთად მყოფი მეგობრები წავიდნენ სახლებში, ხოლო მათ შორის საუბარს მომხდართან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. გ------- კ--–-ძემ დაა-დასტურა, რომ გ------- ლ----ძე იმ ფაქტის შემდეგ აღარ უნახავს, ასევე ვერ დაინახა, თუ როგორ დატოვა მან შემთხვევის ადგილი. გ------- კ--–-ძემ აგრეთვე აჩვენა, რომ ადგილზე იყო ნორმალური განათება და ჩხუბის დროს დანა ან სხვა ბასრი საგანი მას არ დაუნახავს. მოგვიანებით პოლიციაში შეიტყო, რომ ორი დაჭრილი პირიდან ერთი გარ-დაიცვალა, (იხ. 2019 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:11:43-16:09:45).
მოწმე გ------- გ-----–-ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში, მეგობრებთან - გ------- ლ----ძესთან, დ----- ლ---–---ძესთან, გ------- კ--–-ძესთან, ზ---- ა---------ძესთან და ზ------ ხ---ძესთან ერთად იმყოფებოდა უბანში და ქეიფობდა. მათ სუფრაზე ჰქონდათ დანა. ქეიფის დროს მან შეიტყო წინა დღეს გ------- ლ----ძესა და დაბა ბ---------ში მცხოვრებ ქალებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ მათ უბანში მივიდა ავტო-მანქანა. გ------- ლ----ძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ მანქანაში ისხდნენ ბ---------ში მცხოვრები ბიჭები. მანვე თქვა, რომ თუ მასთან იყვნენ მისულები, ამას მარტივად გაი-გებდა, შემდეგ თითქოსდა დაემშვიდობა სუფრის წევრებს და წავიდა შ--- მ-----ის ქუჩის მიმართულებით არსებული ჩიხისკენ, სადაც თვალს მიეფარა. გ------- ლ----ძის წასვლისთანავე, აღნიშნული ავტომანქანა გაყვა მას უკან, შენიშნეს გ------- ლ----ძე, მაგრამ ვინაიდან ის სუფრასთან ახლოს იყო, აღარ გაჩერდნენ და გზა გააგრძელეს. დაახ-ლოებით 15 წუთის შემდეგ მათ უბანში გაჩერდა შავი ფერის ჯიპი და მასში მყოფმა ბიჭებმა გ------- ლ----ძეს უთხრეს, რომ მანქანაში დამჯდარიყო, რაზეც გ------- ლ-----ძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და დაიწყეს გ------- ლ----ძესთან საუბარი, რა დროსაც იქ მივიდნენ კიდევ უცხო პირები, დაახლოე-ბით ათი კაცი, რომელთაგან გ------- ლ----ძის სიახლოვეს იდგა ორი პიროვნება, ვისაც შეკამათება და ჩხუბი მოუხდა გ------- ლ----ძესთან. ჩხუბის დროს ვიღაცამ დაიძახა, რომ დაჭრილი იყო, ასევე თქვა, - ახლოს არ მიხვიდეთ, დანა უჭირავს ხელშ---. წამიე-რად ყველა გაჩერდა და შემდეგ მეორე ბიჭმაც იგივე დაიძახა. გ------- გ-----–-ძის გან-მარტებით, მას დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, რადგან ჩხუბის დროს მოექცა გ------- ლ----ძის უკან და ესაუბრებოდა სხვა პირებს. მას ასევე არ დაუნახავს, თუ როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი გ------- ლ----ძემ, (2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:41:38-17:20:57);
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ლ---–---ძემ აჩვენა, რომ 2018 წლის 28 ივნისს გ------- ლ----ძესთან, გ------- კ--–-ძესთან და ზ---- ა---------ძესთან ერთად იმყოფებოდა ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე რესტორან “ნ---ში“, საიდანაც ადრე წამოვიდა. დ----- ლ---–---ძის განმარტებით, რესტორანში ყოფნისას მასთან ერთად მყოფ პირებს ან სხვა პირებს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მეორე დღეს გაიგო, რომ მისი წამოსვლის შემდეგ გული აერია გ------- ლ----ძეს, რომელსაც იქ მყოფმა გოგოებმა დასცინეს. მომდევნო დღეს, საღამოს საათებში, შეიკრიბ-ნენ უბნის “ბირჟაზე“ დასალევად გ------- ლ----ძე, ზ------ ხ---ძე, გ------- კ--–-ძე და რამდენიმე სხვა მეზობელი. ის პერიოდულად გადიოდა სუფრიდან სახლში. სუფრასთან დაბრუნებისას მან დაინახა, რომ მათ უბანში იდგა ორი ავტომანქანა, რომელშიც დაჯდა რამდენიმე პირი და ავტომანქანები წავიდა. მან შეიტყო, რომ გ------- ლ----ძემ ჩხუბში დაჭრა ვიღაც პიროვნება. იმ დროს ადგილზე მას გ------- ლ----ძე არ უნახავს. (2019 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:57:25-14:17:42);
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - უ-- დ----------მა და ვ------ ხ---ძემ, რომლებმაც, მათივე ჩვენებით, მოგვიანებით შეიტყვეს 2018 წლის 28 ივნისს ბ---------ის რაიონის სოფელ ა---–-----ში, რესტორან “ნ---ში“ გ------- ლ----ძესა და ახალგაზრდა ქალებს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რის გამოც მომდევნო დღეს გ------- ლ----ძეს კონფლიქტი მოუვიდა ბ---------ში მცხოვრებ პირებთან, რომ-ლებიც ჩხუბის დროს დაჭრა გ------- ლ----ძემ და მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, (2019 წლის 04 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:12:41-16:28:44; 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:17:43-14:25:32);
სასამართლო განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ------ემ აჩვენა, რომ 2018 წლის 28 ივნისს რესტორან “ნ---ში“ გ------- ლ----ძესა და დაბა ბ---------ში მცხოვ-რებ გოგოებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ მან შეიტყო მოგვიანებით. გ------- ნ------ემ ასევე აჩვენა, რომ 2019 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, გ------- კ--–-ძეს სახლთან მან დაინახა უცხო პიროვნება, რომელიც გ------- კ--–-ძეს, როგორც შემდეგ გაიგო, წინა დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრებოდა. საღამოს საა-თებში მისი უბნელები ქეიფოდნენ. მოგვიანებით, სიგარეტის მოსაწევად გამოსული, შეესწრო ჩხუბს უცხო პირებს შორის, რაც დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდა. ჩხუბის მომენტში მან გაიგონა, რომ მოჩხუბრებიდან რომელიღაც იყო დაჭრილი. (2019 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 18:04:50-18:52:03);
მოწმე ზ------ ხ---ძის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, საღამოს, უბანში ქეიფობდა მეზობლებთან ერთად, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფებოდა გ------- ლ----ძეც. ამ დროს მან შენიშნა ორი ავტომანქანა, რომლებიც მიიჩნია საეჭვოდ. მანქანებიდან გადმოვიდნენ უცხო ადამიანები, რომლებმაც გ------- ლ----ძესთან დაიწყეს საუბარი, იყვნენ აგრესიულები და ერთ-ერთმა მათგანმა გ------- ლ----ძეს სახეში ქუდი შემოარტყა. მოწმის ჩვენებით, ისინი იყვნენ ძალიან ბევრნი. ჩიხიდან შემოდიოდნენ უცხო პირები, რომლებიც სცემდნენ გ------- ლ----ძეს თავად კი აშველებდა. ამ დროს რომელიღაცამ დაიძახა, რომ იყო დაჭრილი და წამიერად ყველა გაჩერდა, ამის გაგონებაზე ერთ-ერთმა იქ მისულმა თქვა, რომ იარაღს მოიტანდა და მანქანისკენ გაიქცა, საიდანაც აიღო პისტოლეტი და კვლავ მოჩხუბრებისკენ მობრუნდა, რა დროსაც მას იარაღი დაუვარდა. სთხოვა მას, რომ ვინმესთვის არ ესროლა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს მას დანა არავის ხელში დაუნახავს, ასევე არ დაუნახავს დაჭრის მომენტი, მაგრამ დაადასტურა, რომ სუფრაზე მათ ჰქონდათ დანა, რომელიც შემდეგ აღარ უნახავს, (2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:21:29-17:56:54).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნ-----–---- ს-----შვილმა აჩვენა, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-- ხ-–----ში, გ------- ლ----ძის მახლობლად. 2018 წლის 29 ივნისს, საღა-მოს საათებში, იგი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, რა დროსაც მისი სახლის წინ გაჩერდა შავი ფერის ჯიპი. გარკვეული დროის შემდეგ მას მოესმა ჩხუბის ხმა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გავიდა გარეთ და ნახა უბანში შეკრებილი ხალხი. მას შეხვდა რამდენიმე უცნობი პიროვნება, იქვე იყვნენ მისი უბნელი ბიჭებიც, მათ შორის - ზ------ ხ---ძე, რომელსაც ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო. უბანში ასევე შენიშნა მეზობელი ქალბატონი ნ----- გ-----–-ძე, რომელსაც ბოდიშს უხდიდა უცხო პიროვნება. მოწმის განმარტებით მათ უბანში გაჩერებული იყო სამი უცხო ავტომობილი, აქედან ორი - ჯიპის ტიპის, რომლებშიც ჩასხდნენ მისთვის უცნობი პირები და დატოვეს ტერიტორია, (2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:18:08-16:41:00).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ქ------- მ--–-–-ძემ აჩვენა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში მას შემოესმა ხმაური, გარეთ გასვლისას კი დაინახა, რომ დაახლოებით 15 ადამიანი სცემდა გ------- ლ----ძეს. მან დაუყვირა მოჩხუბრებს, - რას აკეთებთო, ასევე დაინახა, თუ როგორ შევიდა გ------- ლ----ძე მ-----–- ღ------ძის სახ-ლის ეზოში, სადაც ჩამოჯდა. იგი იყო გაფითრებული და დაღლილი. მანვე აჩვენა, რომ თუ ვინმე დაიჭრა ჩხუბის დროს, იმ მომენტში არ გაუგ-- და დანაც არ დაუნახავს, (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:52:09-14:08:35).
დაკითხვისას მოწმე მ-----–- ღ------ძემ აჩვენა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით ღამის 22:00 საათზე, მას ქუჩიდან შემოესმა გინებისა და ჩხუბის ხმა და გავიდა გარეთ, რა დროსაც, ვერ აკონკრეტებს - შევიდა, თუ ვიღაცამ შეაგდო - მის ეზოში მეზობელი გ------- ლ----ძე, რომელსაც ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც გ------- ლ----ძემ უპა-სუხი, რომ იყვნენ ბ---------ელები. მან აგრეთვე შენიშნა, რომ თავიდან მათ უბანში იმყოფებოდა დაახლოებით ოცდაათი ადამიანი, ორი წუთის გასვლის შემდეგ კი ად-გილზე არავინ იყო. გ------- ლ----ძე მის ეზოში დიდხანს არ გაჩერებულა, (2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:06:21-16:17:37);
მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ გ------–-ძემ აჩვენა, რომ ცხოვრობს ქ--–-- ხ-–----ში, გ------- ლ----ძის მეზობლად. 2018 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში, მათ ქ----ზე მივიდა ვერცხლისფერი “ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი, რომელიც გაჩერდა ქუჩის ბოლოში და შემდეგ გავიდა. რამდენიმე წუთში გზაჯვარედინზე, მაგიდასთან, სადაც უბნელ ბიჭებთან ერთად იგი იმყოფებოდა, მივიდა “მერსედესის“ ფირმის ჯიპი, საი-დანაც გადმოვიდნენ ბიჭები, რომლებმაც დაუწყეს საუბარი გ------- ლ----ძეს, შემდეგ მათ მიემატათ დაახლოებით 10-15 კაცი. მოწმის განმარტებით, ჯერ მაგიდასთან სცემ-დნენ გ------- ლ----ძეს, შემდეგ კი, როცა ის გაექცათ, გადაინაცვლეს ქ------- მ--–-–-ძის ჭიშკართან, სადაც დაიჭირეს გ------- ლ----ძე და გააგრძელეს მისი ცემა. ის აკავებდა ორ პირს, ამის შემდეგ კი ჩხუბი დამთავრდა მ-----–- ღ------ძის ჭიშკართან, (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:39:44-15:15:17).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ი---------------ძემ აჩვენა, რომ გ------- ლ----ძეს ჩხუბის დროს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ასევე მან გაიგონა სიტ-ყვები, რომ გ------- ლ----ძე ფრთხილად ყოფილიყო, ვინაიდან მათ ჰქონდათ დანები, (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:15:36-15:29:49).
სასამართლოში დაკითხვისას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ - შ---------–-–---ძემ განმარტა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, გ------- ლ----ძეს უამრავი ადამიანი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდნენ, მან დაუძახა გ------- ლ----ძის მეუღლეს, თუმცა მისვლისას ჩხუბი დამთავრებული იყო, გ------- ლ----ძე კი ნაცემი და მაისურჩამოხეული იმყოფებოდა მ-----–- ღ------ძის ეზოში, (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:30:38-15:47:05);
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტი-ვების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელ----ნ საქმეთა განყოფილების გამომ-ძიებელ ზ----- ხ---ურის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ხ-–-----ს რაიონული სამმართველოდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი მიმართვის საფუძველზე, დაწყებულ იქნა გამოძიება ზ------ ხ-----------ანის განზრახ მკვლელობისა და ო---- თ--------ძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის - ექსპერტ რ---- ნ------ისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–-----------ძის მონაწილეობით დათვალიერდა ქ--–-- ხ-–----ში, შ--- მ-----ისა და რ------ძის ქუჩე-ბის კვეთაზე მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები, (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდო-მის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:09:34-14:34:18).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--–-- ხ-–----ში, შ--- მ-----ისა და რ------ძის ქუჩების კვეთაზე, სადაც ხ-–-----დან ბ---------ის ქუჩის მიმართულებით გზის სამხრეთით მდებარეობს შ--- მ-----ის ქ----, ხოლო ქვაფენილიანი საავტომობილო გზის გავლით მდებარეობს შ--- მ-----ისა და რ------ძის ქუჩების კვეთა, აღნიშნულ ადგილზე საავტომობილო გზა არის ოთხი მიმართულებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა კენჭები და ქვა, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმსგავსი ლაქები, (ტომი N1, ს.ფ. 88-104).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის ფაქტი, დათვალიერების მიმდინარეობა და შედეგი სასამართლო განხილვის დროს დადასტუ-რებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტ რ---- ნ------ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით, (2019 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:49:19-16:16:07);
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება შემდეგი გარემოებები: ბრალდებული გ------- ლ----ძე დაკავებულ იქნა 2018 წლის 30 ივნისს, 18:00 საათზე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ქ-------შვილის მიერ ქ--–-- ხ-–----ში, ბ---------ის ქ---- №194-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში; დაკავებისას მას მარჯვენა იდაყვის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრისა და სისხლჩაქცევების სახით, (ტ.2, ს.ფ. 218-224);
გ------- ლ----ძის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ად-მინისტრაციულ შენობაში, 21:40 საათზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო) გ------- ლ----ძისაგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, კერძოდ - შავი ფერის მოკლესახე-ლოებიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს საყელოსთან აღენიშნება დაზიანება. ასევე მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაც-მელი მოყავისფრო შესაკრავი ზონარებით, (ტ.2, ს.ფ. 235-238);
გამომძიებლების - შ----------------------------------–---–-------------------–--------------------------------------------------------–---------------–---–-----–-----–--------------------–-------------------------–-------–------------------------–------ძის და გ------- ქ-------შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედე-ბების შედეგად მიღებული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო გ------- ლ----ძისათვის წაყენებულ ბრალდებას.
2018 წლის 07 ნოემბრის №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მ--–----------------ის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ:
- ზ------ ხ----------ანის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად, შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით;
- ზ------ ხ----------ანის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებულ იქნა 2018 წლის 30 ივნისს, 00:15 საათზე; გვამის გამოკვლევის დროს ნანახი შემდგომი ნაადრევი მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს;
- ზ------ ხ----------ანის გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები: მუცლის წინა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობის, მიმდებარე რბილ და ფაშარ ქსოვილებში სისხლჩაქცევების, კუჭუ-კანა ჯირკვლის, წვრილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის, მუცლის ღრუ ვენის დაზიანების, დიფუზური სისხლჩაქცევა სისხლძარღვოვან და მარცხენა თირკმლის სუბ-კაფსულურად, სხეულზე ნაჭდევების სახით; ნაჭდევები განვითარებულნი არიან სიკ-ვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერი-ოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანე-ბათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხანდაზმულობით არ ეწინა-აღმდეგება საქმის წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირ-შია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
- ზ------ ხ----------ანის სხეულზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა - წინი-დან უკან, მარცხნიდან მცირედ მარჯვნივ, ზემოდამ მცირედ ქვემოთ, (ტომი N4, ს.ფ. 259-269; 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:26:05-15:02:44).
2018 წლის 24 ოქტომბრის №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის - მ-----------------–ის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ:
- ო---- თ--------ძე 2018 წლის 29 ივნისს მომხდარ სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, შპს. “ახალი კლინიკა“ ხ-–-----ს ფილიალში მოთავსდა 2018 წლის 29 ივნისს, დიაგნოზით: ტრავმული ჰემოთორაქსი. გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრი-ლობა. აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ჭრილობა არასწორი კიდეებითაა. პაციენტი სტაციონარიდან გაწერილია სხვა საავადმყოფოში მკურნალობის გასაგრძე-ლებლად. ინისე თ--------ძე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსდა 2018 წლის 30 ივნისს, კლინიკური დიაგნოზით: გულმკერდის ღია ჭრილობა. ტრავმული ჰემოთორაქსი;
- თორაკოქირურგის კონსულტაციაში, აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ჭრილობა არასწორი კიდეების მქონეა, კონსულტაციის შემდგომ დაიგნოზში კი დაფიქ-სირებულია გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრი-ლობა. გაწერის ეპიკრიზშიც აღწერილობით ნაწილში მითითებულია არასწორი კიდეე-ბის მქონე ჭრილობაზე, ეპიკრიზის შემდგომ დიაგნოზში კი გამოტანილია გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა.
- ო---- თ--------ძეს, მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე აღენიშნება გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ვერ ხერხდება ვინაიდან სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სამედიცინო საბუ-თებში, აღწერილობით ნაწილში ერთი და იგივე ჭრილობა ფიგურირებს, როგორც არას-წორკიდეებიანი ჭრილობა და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.
- ჭრილობა მდებარეობს გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ და ჭრილობის არხი მიემართება გარედან შიგნით, (ტომი N4, ს.ფ. 193-195).
2018 წლის 25 აგვისტოს №005963718 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნით, დადგენილია, რომ 2018 წლის 01 ივლისს, 14:20 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის გ------- ლ----ძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცე-ვების სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუ-შლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ მოანცემებში მითითებულ თარიღს (ტომი N3, ს.ფ. 307-308).
2018 წლის 23 ოქტომბრის №007139818 ბიოლოგიური (გენეტიკური, სერიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ გ------- ლ----ძისაგან ამოღებულ შარ-ვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ზ------ ხ----------ანის სისხლის იდენტურია, (ტომი N3, ს.ფ. 199-229).
2019 წლის 15 თებერვლის №000750719 ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ თ------–--–----–---–ის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ:
- გარდაცვლილ ზ------ ხ----------ანის ტანსაცმლიდან მხოლოდ მაისურზე, მუცლის მიდამოში მარცხნივ, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებუ-ლია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით.
- ზ------ ხ----------ანის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითე-ბული სხეულზე არსებული ჭრილობა, ლოკალიზაციის არით, შეესაბამება ტანსაცმელზე (მაისურზე) არსებულ დაზიანებას. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, რო-გორც დინამიკით - ტანსაცმლისა და სხეულის ურთიერთგადაადგილებით, ასევე და-ზიანების ხასიათით.
- გ------- ლ----ძისაგან ამოღებული ტანსაცმლიდან (მაისური და შარვალი), მხოლოდ მაისურზე წინა გულმკერდის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით, ზემოდან ქვემოთ მიმართული ძალის მოქმედებით.
- ო---- თ--------ძის ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი და უსახელო მაისური, ჯინ-სის შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი - ტრუსი, ერთი წყვილი წინდა) მხოლოდ მაისუ-რებზე წინა გულმკერდის მიდამოში მარცხნივ, არსებული დაზიანება მექანიკური ხასი-ათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით.
- ტანსაცმელზე არსებული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება ინისე თ---------ძის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სხეულზე არსე-ბულ ჭრილობას, (წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე; 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმიაუდიოჩანაწერი: 15:16:51-15:34:24).
ექსპერტ ლ-----------შვილის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებით დადასტურებულ იქნა მის მიერ 2019 წლის 20 თებერვალს გაცემული №001094819 ნივ-თიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტიკურობა, (წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე, 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმიაუდიოჩანაწერი: 15:35:04-15:47:54).
2018 წლის 26 სექტემბრის №006684218 ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ლ----ძე ფსიქი-კურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერე-ბინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმ-ძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ლ-----ძეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონა-წილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ------- ლ----ძეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეო-ბით გ------- ლ----ძე არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს გ------- ლ----ძე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. (ტომი N4, ს.ფ. 173-181).
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულის ქმედება არ შეიცავს მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ნიშნებს ან/და ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ან - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. კერძოდ, გ------- ლ----ძის მიერ ზ------ ხ----------ანისათ-ვის დანის გამოყენებით დაზიანების მიყენების ფაქტი დასტურდება მოწმეთა პირდა-პირი ჩვენებებით, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამორიცხავს ეჭვს იმის შესახებ, რომ მან ზ------ ხ----------ანს განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა სიცო-ცხლისათვის საშიში, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
დაზარალებულების - ზ------ ხ----------ანის და ო---- თ--------ძის, აგრეთვე მათთან ერთად მყოფი პირების მხრიდან გ------- ლ----ძეზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობი-სათვის საშიში თავდასხმის ფაქტი, რაც თავის ჩვენებაში აღნიშნა ბრალდებულმა, არ დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული სხვა მტკიცე-ბულებებით და, პირიქით, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვე-ბულ და ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ - ო---- თ---------ძის, რ----- ხ----------ანის, ნ------- ლ-----შვილის, გ------- ხ----------ანის, ხ--------- მ----------ის, ზ---- ა---------ძის, გ------- კ--–-ძის, გ------- გ-----–-ძის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს დაზარალებუ-ლებს ან მათთან ერთად მყოფ სხვა პირს (პირებს) დანა ან იარაღად გამოსაყენებელი სხვა საგანი თან არ ჰქონდათ.
კერძოდ, სასამართლო არ იზიარებს მოწმე ზ------ ხ---ძის მიერ დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებთან ერთად მყოფი პირი ცდილობდა ცეც-ხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რაც იარაღის ძირს დავარდნის და მის მიერ, აღნიშ-ნული პირის შეკავების გამო მან ვერ მოხერხდა. მოწმის მიერ მითითებული ეს გარე-მოება არ დასტურდება სხვა არც ერთი მტკიცებულებით. ამდენად, მოწმე ზ------ ხ----ძის ჩვენება ამ ნაწილში არის არასაკმარისი და არასარწმუნო ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის.
ამ გარემოებებთან მიმართებაში სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს სასამართლო-სამედიცინო დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილ გარემოებებს, რაც კავ-შირშია როგორც დაზარალებულების, ასევე ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზი-ანებების სიმძიმესთან, მიყენების საშუალებებთან და დაზიანებათა ლოკალიზაციასთან. დაზარალებულების მხრიდან ბრალდებულზე სიცოხლისათვის სახიფათო ფიზიკური თავდასხმა არ დასტურდება აგრეთვე გ------- ლ----ძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნებით. ზ------ ხ----------ანისა და ო---- თ--------ძის სხეულზე არსებული დაზიანე-ბების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნებით დადგენილია, რომ ორივე მათგანს დაზიანება მიყენებული აქვს ნაკვეთ-ნაჩ-ხვლეტი შემავალი ჭრილობების სახით.
ექსპერტიზის დასკვნებითა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვე-ნებებით ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გ------- ლ----ძემ ზ------ ხ-------------ს დანა დაარტყა მუცლის არეში, ხოლო ო---- თ--------ძეს - გულ-მკერდის არეში, იმ ვითარებაში, როდესაც ზ------ ხ----------ანისა და ო---- თ--------ძის მხრიდან მისი მისამართით არ ჰქონია ადგილი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ქმე-დების ჩადენას. ასეთ ვითარებაში დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდებული თავს იცავდა, წინააღმდეგობაში მოდის თვით ბრალდებულის მოქმედებებთან, არ გამომდი-ნარეობს საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ობიექტური ანალიზი-დან და განცხადებულია ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებ-ლობის არიდების ან პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზ------ ხ--------------სათვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო შესაძლებელი და მისი სიკვდილის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სისხლის დაკარგვით გამოწვეული შოკი ან/და დაგვიანებით აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება და ამდენად, მისი სიკვდილი კავშირში არ არის ბრალდებულის მოქმედებასთან. ასეთი პოზიცია ეწინააღმდეგება სასამართლო სამედი-ცინო ექსპერტ მ--–----------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებას და საქ-მეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რითაც დასტურ-დება, რომ მწვავე სისხლნაკლებობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი, განვითარებულია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებების შედეგად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ლ----ძის მოქმე-დება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ზ------ ხ----------ანის სიკვდილთან.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები - მხარეთა მონაწი-ლეობით დაკითხული მოწმეების ჩვენებები და დოკუმენტები, რომელთა წარმომავ-ლობა ცნობილია და დადასტურებულია იმ პირთა ჩვენებებით, რომლებმაც მოიპოვეს ან/და შექმნეს ეს მტკიცებულებები, აგრეთვე - მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩ-ნეული ფაქტები და გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვ-ნათა დაცვით და მათი ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული გ------- ლ----ძის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამარ-თლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ გ------- ლ----ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხ-ლით და 19,109-ე მუხლით მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაული - ზ------ ხ----------ანის განზრახ მკვლელობა და ზ------ ხ----------ანისა და ო---- თ--------ძის, როგორც ორი პირის, განზრახ მკვლელობის მცდელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამ-სუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს. თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გ------- ლ----ძის მხრიდან წარსულში რაიმე სახის მართლსა-წინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დასტურდება.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გ------- ლ----ძეს უნდა დაენიშნოს თავი-სუფლების აღკვეთა 17(ჩვიდმეტი) წლის ვადით, დანაშაულის მცდელობისათვის სის-ხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული სანქციის - თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში, რაც უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ----ს-ძე ლ----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით;
2. გ------- ლ----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ლ----ძეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან;
4. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
4.1 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეთ: ზ------ ხ----------ანის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები; გ------- ლ----ძის, ო---- თ--------ძის, გ------- კ--–-ძის, ნ------- ლ-----შვილის, გ------- ნ------ის, ო---- თ--------ძის, დ----- ლ---–---ძის, რ----- ხ----------ანის, ხ--------- მ----------ის, ზ---- ა---------ძის, ზ------ ხ---ძის, გ------- ხ----------ანის, გ------- გ-----–-ძის ტანსაცმელი და ფეხსაცმელები; გ------- ლ----ძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაისურები და ფეხსაცმელი, “მერსედესის“ ფირმის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული დანა, ქუდი, ქურთუკი, მობილური ტელეფონი, საათი; “ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული სპორტული ზედატანი; რ----- ხ----------ანისაგან ამოღებული “მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით S-------- და “ტოიოტა ქამ-რის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით R---------
4.2 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვები, კენჭები, საექსპერტო კვლევი-სათვის აღებული ნიმუშები, სისხლის კვალი, პოლიეთილენის პარკი - განად-გურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
4.3 საქმეში არსებული DVD დისკი - სულ რვა ცალი - შენახვის ვადით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნ-----–---- მარსაგიშვილი