გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
080210117002065504
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2471-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შ--------

წარმომადგენელი - დ---თ მ--–---ა; გ----- კა---–--ი

მოპასუხე - მ----- შა-----ა; თო-----ე შე----–-ა

დ---ს საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე, მ----- შა-----ასა და თო-----ე შე----–-აზე შ---------ს სასარგებლოდ სასესხო დავალიანების 965 ლარის (ძირი-829,20, პროცენტი 36 ლარი, ჯარიმა -100 ლარი) სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე, მ----- შა-----ასა და თო-----ე შე----–-აზე, შ---------ს სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 19 აგვისტოდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 829,20 ლარზე 12 თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 38,22 ლარს, სულ 422 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

1.3. მოპასუხე, მ----- შა-----ასა და თო-----ე შე----–-აზე, შ---------ს სასარგებლოდ - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სასამართლო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის -50 ლარის და იურიდიული მომსახურების -40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის -10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების -15 ლარის, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის, საფოსტო გზავნილების 25.20 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით -20.12.2016 წელს მ----- შა-----ამ განცხადებით მიმართა შპს„G--“-მ და მოითხოვა სესხი 1200 ლარის ოდენობით. გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ----- შა-----ამ მიიღო სესხი 1200 ლარი, თვიური სარგებელი - 16.67 %. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 21 დეკემბრიდან ყოველდღიურად დღეში 40 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2017 წლის 25 იანვარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ, ძირი თანხის - 829 ლარის ნაწილში ცნეს.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ----- შა-----ამ მხარი არ დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა, რადგან 2----–-–----------------- სესხი გადახდილი აქვს, ამიტომ 2----–-–----------------- სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ცნო სარჩელი.

 

მოპასუხე- თო-----ე შე----–-ას სასამართლო უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა და მის მიმართ სასამართლო შეტყობინება საჯაროდ გავრცელდა კანონით დადგენილი წესით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ შ---------სა და მ----- შა-----ასა და თო-----ე შე----–-ას (თავდები) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №ა---, რომლის მიხედვით შ-------- გასცა სესხი 1200 ლარის ოდენობით. მ----- შა-----ამ მიიღო სესხი 1200 ლარი, თვიური სარგებელი - 16.67 %. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 20 დეკემბრიდან ყოველდღიურად დღეში 40 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2017 წლის 25 იანვარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით.

სესხის თანხის დაბრუნება და პროცენტების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის ყოველდღიურად (მათ შორის შაბათ-კვირასაც, დასვენებისა და უქმე დღეებშიც მისამართზე ქ--–----------------–--------------------- შპს (ს/კ 4--------) ოფისში).

სესხის მიზნობრიობა: სამომხმარებლო.

ყოველი დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისათვის დაებრუნებინა დღიურად 40 ლარი, რომელიც შეიცავს გასესხებული თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ვადაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის 36 დღეზე განაწილებულ თანაბარ რაოდენობას.

მსესხებელი ვალდებული იყო გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადის გადაცილებისათვის დღეში 1 ლარი, მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისათვის ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში დაებრუნებინა მიღებული სესხი მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა შპს შ---------ს ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 36 დღის საპროცენტო სარგებელი სესხის ძირ თანხასთან ერთად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის დღეში ერთი ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხად მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით და შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შ---------ს მიერ ცალმხრივად უნდა შეწყვეტილიყო მსესხებელთან, ანუ მსესხებელთან ზემოთ მითითებული სესხის ხელშეკრულება ავტომატურად უნდა შეწყვეტილიყო.

მტკიცებულება:

- სესხის განაცხადის ფორმა (იხ.ს.ფ.15);

- სესხის ხელშეკრულება №ა--- (ს.ფ.17-18);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ.19);

-სალაროს გასავლის ორდერი (იხ.ს.ფ.16)

 

3.1.2. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება №ა--- -დან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე თავდებობა იკისრა თო-----ე შე----–-ამ.

მტკიცებულება:

სესხის ხელშეკრულება №ა--- (ს.ფ.17-18);

 

3.2.3. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მ----- შა-----ამ მხარი არ დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა, რადგან 2----–-–----------------- სესხი გადახდილი აქვს, ამიტომ 2----–-–----------------- სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ცნო სარჩელი.

მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი უარყოფს ვალის არსებობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ დაუპირისპირა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

5.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2----–-–-----------------ს მ----- შა-----ას და შ----------- შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება N ა---. (ს.ფ.17-18).

 

იმავე ხელშეკრულებით, ვალის დაფარვის სოლიდარული ვალდებულება (თავდებობა) იკისრა თო-----ე შე----–-ამ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ მ----- შა-----ას შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.

 

წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით Nა---, დადგენილია, რომ თო-----ე შე----–-ამ როგორც მ----- შა-----ას თავდებმა პირმა აიღო სოლიდარული ვალდებულება გაცემული სესხის გადახდაზე და შპს GთI, როგორც გამსესხებელს გადაუხადოს სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმა, თუკი მსესხებელი თავს აარიდებს როგორც სესხის ძირითადი თანხის ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას.

 

ამდენად მოთხოვნა, მოპასუხეებზე სესხის ძირი თანხის, 965 ლარის მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3.მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი).

სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის პროცენტი შეადგენს 36 ლარს, რომელიც მოპასუხეებს - მ----- შა-----ას და თო-----ე შე----–-ას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 361.2, 895-ე მუხლის თანახმად, სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.4.მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (ს----------------–------------------------).

 

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

- სასამართლო დ---ს გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში (100 ლარი) სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ ეწინააღმდეგება კანონს და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. მხედველობაშია მისაღები, რომ ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხეების მხრიდან და 2----–-–----------------დან.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2----–-–-----------------ს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული აქვთ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

6.5. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე 422 ლარის გადასახდელად დაკისრებას.

 

მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებლის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მოვალისათვის დაკისრებას ხელშეკრულების სრული ვადისათვის ითხოვს. ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი.

 

6...საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებზე მ----- შა-----ასა და თო-----ე შე----–-აზე, სასამართლო საპროცესო და არასაპროცესო ხარჯების გადასახდელად დაკისრებას შპს GთI სასარგებლოდ. კერძოდ - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სასამართლო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის -50 ლარის და იურიდიული მომსახურების -40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის -10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების -15 ლარის, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის -20 ლარის, საფოსტო გზავნილების 25.20 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე არ გასწევდა სესხის დასაბრუნებლად დამატებით ხარჯებს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1. მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს შ---------ს სარჩელი.

 

1.1. მოპასუხე მ----- შა-----ას და თო-----ე შე----–-ას სოლიდარულად დაეკისროთ შ---------ს სასარგებლოდ სასესხო დავალიანების 965.20 ლარის (ძირი-829,20 ლარი, პროცენტი- 36 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი) გადახდა.

1.2. მოპასუხე მ----- შა-----ას და თო-----ე შე----–-ას სოლიდარულად დაეკისროთ შ---------ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 23 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 965.20 ლარზე თორმეტი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 38.22. სულ - 422 ლარი.

 

1.3. მოპასუხე მ----- შა-----ას და თო-----ე შე----–-ას სოლიდარულად დაეკისროთ შ---------ს სასარგებლოდ - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სასამართლო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის -50 ლარის, იურიდიული მომსახურების -40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის -10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების -15 ლარის, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის -20 ლარის, საფოსტო გზავნილების 25.20 ლარის გადახდა.

 

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე