გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-303-19
(საქმე N1902101190-2871168)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ნ---- ბ------–--ლი
წარმომადგენელი: ლ-- ლ------რი
მოპასუხე: ე-–------ ნ----------
წარმომადგენელი: ე---------- ქ-–---–---–ი
დავის საგანი: განქორწინება და ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 1. შეწყდეს ქორწინება ნ---- ბ------–--ლსა (დაბადებული 15.02. 1984 წელს, პ/ნ 5----------)და ე-–------ ნ----------ს (დაბადებული 27.02.1983 წელს, პ/ნ 1---------5)) შორის, რეგისტრირებული 2004 წლის 14 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით № 0-46030;
1.2. ნ---- ბ------–--ლი ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება, ს/კ 8-.0-.0-.0--. ½ წილის მესაკუთრედ.
სარჩელში მითითებულია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2004 წლის 14 ნოემბერიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში 20-8 წლის 16 ოქტომბერს შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონის, სოფელი გამარჯვებაში, ს/კ 8-.0-.0-.0--. ამჟამად მხარეებმა შეწყვიტეს ფაქტობრივი თანაცხოვრება .
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2004 წლის 14 ნოემბრიდან ნ---- ბ------–--ლი (დაბადებული 15.02. 1984 წელს, პ/ნ 5----------)და ე-–------ ნ---------- (დაბადებული 27.02.1983 წელს, პ/ნ 1---------5) იმყოფებიან ქორწინებაში, რაც რეგისტრირებულია 2004 წლის 14 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით № 0-46030.
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17)
3.1.2. მხარეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი, ორივე არასრულწლოვანია;
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18).
3.1.3. თანაცხოვრების პერიოდში 2008 წლის 16 ოქტომბერს მხარეებმა შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონის, სოფელი გამარჯვებაში, ს/კ 8-.0-.0-.0--.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 19-21).
3.1.4. მხარეები ოჯახური უთანხმოების გამო დაცილდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი ერთად ცხოვრება არის შეუძლებელი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მოსარჩელე ცნობილი იქნას ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები, 1158-ე, 1161-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, არცერთ მათგანს არ უცდია შერიგება და ოჯახის აღდგენა. მოსარჩელის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ასევე ცნო სარჩელი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი განქორწინება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიიჩნევა მეუღლეთა საერთო თანაზიარ საკუთრებად. ამასთან, ქონებაში აუცილებელია ვიგულისხმოთ არა მარტო ის ნივთი, რომელიც შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს, არამედ ის სახსრებიც, რომლითაც შეძენილია ეს ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სადავო ბინა შეძენილია მხარეთა ქორწინების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო, მოსარჩელე ნ---- ბ------–--ლს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80- ლარის ოდენობით.
ე-–------ ნ----------ს უნდა დაეკისროს ნ---- ბ------–--ლის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა უძრავი ქონებზე, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება, ს/კ 8-.0-.0-.17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ საქმეზე განჩინების მიღებისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს დაშვებულია მექანიკური შცდომა უძრავი ქონების საკადასტრო კოდის მონაცემში, რაც უნდა გასწორდეს - საკადასტრო კოდი ნაცვლად 8-.0-.0-.17 -ისა უნდა მიეთითითოს 8-.0-.0-.0--.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა და ქონების ½ წილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი ნ---- ბ------–--ლი , შესაბამისად , არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ქონების ½ წილზე, ხოლო ½ წილზე, რომელიც ე-–------ ნ---------ის კუთვნილი წილია, უნდა გაუქმდეს ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილი,243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ---- ბ------–--ლის სარჩელი მოპასუხე ე-–------ ნ---------ის მიმართ განქორწინებისა და ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება ნ---- ბ------–--ლსა (დაბადებული 15.02. 1984 წელს, პ/ნ 5----------)და ე-–------ ნ----------ს (დაბადებული 27.02.1983 წელს, პ/ნ 1---------5)) შორის, რეგისტრირებული 20-4 წლის 14 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით № 0-46030;
3. ნ---- ბ------–--ლი ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება, ს/კ 8-.0-.0-.0--. - ½ წილის მესაკუთრედ.
4. მოსარჩელე ნ---- ბ------–--ლს უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 27 თებერვალს მის მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80- ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #0;
5. ე-–------ ნ----------ს დაეკისროს ნ---- ბ------–--ლის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
6. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება, ს/კ 8-.0-.0-.0--. 1/2 წილზე, ხოლო ½ წილის ნაწილში გაუქმდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი