გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001896342
2-1320/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06/03/2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ა------ დ------ე, ი-–-- დ------ე, ჯ--–--- ა----–--ე
წარმომადგენელი - რ----------------ძე
მოპასუხე - მ------- ხ-------–---–-, ნ------ ხ-------–---–-
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა------ დ------ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ა------ დ------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას მ------- ხ-------–---–-ს მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა. ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს მ------- ხ-------–---–-ს მიერ აგებულ ღობეს და მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს მისი მფლობელობისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 419 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78კვ.მ. შენობა-ნაგებობა ა------ დ------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთიდან 122,37 კვ.მ. ფართობი დაკავებული აქვს მ------- ხ-------–---–ს. მას სასაზღვრო მიჯნა აღმართული აქვს ისე, რომ მოსარჩელის კუთვნილი 122,37 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია მის მფლობელობაში. მ------- ხ-------–---–- მიწის ნაკვეთს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებს და ამ გზით არღვევს მის საკუთრების უფლებას.
1.1.1. მოპასუხე მ------- ხ-------–---–-ს პოზიცია:
მ------- ხ-------–---–- სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სასაზღვრო მიჯნა სწორადაა მოწყობილი. სადაო 122,37 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა, შესაბამისად ის არაა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დაუფლებული და მას ხელს არ უშლის საკუთრების გამოყენებაში. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
1.2. ი-–-- დ------ის სასარჩელო მოთხოვნა:
ი-–-- დ------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხ-------–---–-ს მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა. ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხ-------–---–-ს მიერ აგებულ ღობეს და მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს მისი მფლობელობისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 110.22 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ი-–-- დ------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთიდან 84,53 კვ.მ. ფართობი დაკავებული აქვს მ------- ხ-------–---–ს და ნ------ ხ-------–---–ს. მათ სასაზღვრო მიჯნა აღმართული აქვთ ისე, რომ მისი კუთვნილი 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია მათ მფლობელობაში. მ------- ხ-------–---–- და ნ------ ხ-------–---–- მიწის ნაკვეთს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებენ და ამ გზით არღვევენ მის საკუთრების უფლებას.
1.2.1. მოპასუხე მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხორიშვილის პოზიცია:
მ------- ხ-------–---–- და ნ------ ხ-------–---–- სარჩელს არ ცნობენ. განმარტავენ, რომ სასაზღვრო მიჯნა სწორადაა მოწყობილი. სადაო 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა, შესაბამისად ისინი არ არიან მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დაუფლებული და მას ხელს არ უშლიან საკუთრების გამოყენებაში. მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
1.3. ჯ--–--- ა----–--ის სასარჩელო მოთხოვნა:
ჯ--–--- ა----–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას ნ------ ხ-------–---–-ს მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა. ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს ნ------ ხ-------–---–-ს მიერ აგებულ ღობეს და მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს მისი მფლობელობისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ.№23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 75.8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ჯ--–--- ა----–--ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთიდან 108,46 კვ.მ. ფართობი დაკავებული აქვს ნ------ ხ-------–---–ს. მას სასაზღვრო მიჯნა აღმართული აქვს ისე, რომ მისი კუთვნილი 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია მის მფლობელობაში. ნ------ ხ-------–---–- მიწის ნაკვეთს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებს და ამ გზით არღვევს მის საკუთრების უფლებას.
1.2. მოპასუხე ნ------ ხ-------–---–-ს პოზიცია:
ნ------ ხ-------–---–- სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სასაზღვრო მიჯნა სწორადაა მოწყობილი. სადაო 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა, შესაბამისად ის არაა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დაუფლებული და მას ხელს არ უშლის საკუთრების გამოყენებაში. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 419 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ა------ დ------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 24-25
3.1.2. ა------ დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი მ------- ხ-------–---–-ს საკუთრებადაა ეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 43-44
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 14-21
3.1.3. ა------ დ------ისა და მ------- ხ-------–---–-ს მიწის ნაკეთი ერთმანეთს ესაზღვრება. მათი ნაკვეთების გასამიჯნად მოწყობი-–-- მყარი მიჯნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 14-21
3.1.4. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 110.22 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ი-–-- დ------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 3. ს.ფ. 24-25.
3.1.5. ი-–-- დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხ-------–---–-ს საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 3. ს.ფ. 42-43; ტ. 1. 43-44
3.1.6. ერთის მხრივ ი-–-- დ------ისა და მეორეს მხრივ მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხ-------–---–-ს მიწის ნაკეთი ერთმანეთს ესაზღვრება. მათი ნაკვეთების გასამიჯნად მოწყობი-–-- მყარი მიჯნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 3. ს.ფ. 42-43; ტ. 1. 43-44
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ.3. ს.ფ. 14-21
3.1.7. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 75.8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ჯ--–--- ა----–--ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 25-26.
3.1.8. ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ნ------ ხ-------–---–-ს საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 44-45.
3.1.9. ჯ--–--- ა----–--ისა და ნ------ ხ-------–---–-ს მიწის ნაკვეთი ერთმანეთს ესაზღვრება. მათი ნაკვეთების გასამიჯნად მოწყობი-–-- მყარი მიჯნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 44-45; ტ. 2. ს.ფ. 25-26.
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 2. ს.ფ. 14-22.
3.1.10. მ------- ხ-------–---–-ს და ნ------ ხ-------–---–-ს მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრება, მაგრამ მათ შორის სასაზღვრო მიჯნა მოწყობილი არაა და წარმოადგენს გაუმიჯნავს ნაკვეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 2. ს.ფ. 124-145
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებაა:
- სასაზღვრო მიჯნის მოწყობა საზღვარზე;
- მოპასუხეების მიერ მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის მფლობელობის საკითხი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სამივე სარჩელში სადაოა გარკვეული ოდენობის მიწის ნაკვეთის საკუთრება. კერძოდ:
- ი-–-- დ------ის სარჩელზე 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრება;
- ჯ--–--- ა----–--ის სარჩელზე 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრება;
- ა------ დ------ის სარჩელზე 122,37 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრება;
დასახელებული მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სადაო ნაკვეთი თითეული მათგანის საკუთრებაა. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში დასახელებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ დაამტკიცონ, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ხელშეშლის აღკვეთასაც მოითხოვენ მათი საკუთრებაა. აღნიშნული გარემოების დადგენა გადაწყვეტს სასაზღვრო მიჯნის საზღვარზე განლაგების საკითხსაც. დასახელებული გარემოების დადგენა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ამონაწერით, აზომვითი ნახაზით და ექსპერტიზის დასკვნით. მისი დადგენისათვის სამივე მტკიცებულების ერთობლიობაა საჭირო.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. მოსარჩელეებმა, სადაო მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების გავრცელების დასამტკიცებლებად წარმოადგინეს ზეპირი განმარტება. მოპასუხეებმა მოსარჩელეთა ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყვეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია. მთავარია გაირკვეს რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.7. მოსარჩელეებმა, მტკიცების ტვირთის დაძლევისა და ზეპირი განმარტების გამყარების მიზნით, წარმოადგინეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ამონაწერი, მოპასუხეთა საკუთრების უფლების ამსახველი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ექსპერტიზის დასკვნები და აზომვითი ნახაზები. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულია:
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 419 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 110.22 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 75.8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
აღნიშნული ნიშნავს მას, რომ თითოეული უნდა ფლობდეს იმ მიწის ნაკვეთს, რაც საჯარო რეესტრში აქვთ რეგისტრირებული. ანუ თითოეული უნდა ფლობდეს 419 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ანალოგიურად კუთვნილ ნაკვეთებს უნდა ფლობდენ მოპასუხეებიც, რომელთა ნაკვეთებიც მოსარჩელეთა ნაკვეთების მიმდებარედაა რეგისტრირებული. ეს ნაკვეთებია:
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №29-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1915 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №31-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1917 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 195.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ მოსარჩელეები არ ფლობენ იმ ოდენობის მიწის ნაკვეთს, რაც მათ საკუთრებად აქვთ რეგისტრირებული.
- იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 24-25
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 3. ს.ფ. 24-25.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 25-26.
- ექსპერტიზის დასკვნა ტ.1. ს.ფ. 123-145
3.2.8. დავის გადაწყვეტისათვის მიშვნელოვანი საკითხია ვის ეკუთვნის ის სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია სასაზღვრო მიჯნიდან მოპასუხეთა მხარეს და რომლის გამოთხოვებასაც ითხოვენ მოსარჩელეები. ამ მიზნით საქმეზე ჩატარებული იქნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტმა ადგილზე შეისწავლა მიწის ნაკვეთების განლაგება და შეადარა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
3.2.9. ექსპერტმა საექსპერტო კვლევით დაადგინა, რომ მოპასუხეების ერთიან ნაკვეთსა და მოსარჩელეების ნაკვეთებს შორის, რეალურად არსებული მიჯნის დადგენილი განლაგება, განსხვავდება საკადასტრო გეგმაზე დატანილი და საჯარო რეესტრით რეგისტრირებული მათ შორის საზღვრის ხაზების მდებარეობისაგან. ისინი ურთიერთ წანაცვლებულია ერთი მიმართულებით. როგორც მოსარჩელეების, ისე მოპასუხეების, სამეზობლო ნაკვეთთან მოწყობილი ურთიერთგამმიჯნავი ღობეების ფაქტიური განლაგება ასევე განსხვავდება რეგისტრირებული განლაგებისაგან, ანუ ურთიერთწანაცვლებულია.
3.2.10. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ა------ დ------ე, არ ფლობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო ნახაზზე დაფიქსირებულ ნაკვეთს სრულად, ვინაიდან №0-.3-------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ და საკადასტრო გეგმაზე დატანილ ნაკვეთებთან გადაფარვაშია მ------- ხ-------–---–-ს კუთვნილ ნაკვეთთან არსებული ღობის ფაქტობრივ მდებარეობასთან და მცირდება 122,37 კვ.მ-ით.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 123-145
3.2.11. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ჯ--–--- ა----–--ე არ ფლობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო ნახაზზე დაფიქსირებულ ნაკვეთს სრულად, ვინაიდან №0-.3-------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ და საკადასტრო გეგმაზე დატანილ ნაკვეთებთან გადაფარვაშია ნ------ ხ-------–---–-ს კუთვნილ ნაკვეთთან არსებული ღობის ფაქტობრივ მდებარეობასთან და მცირდება 108,46 კვ.მ-ით.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 123-145
3.2.12. ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. .№25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ი-–-- დ------ე არ ფლობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო ნახაზზე დაფიქსირებულ ნაკვეთს სრულად, ვინაიდან №0-.3-------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ და საკადასტრო გეგმაზე დატანილ ნაკვეთებთან გადაფარვაშია მ------- და ნ------ ხ-------–---–ების კუთვნილ ნაკვეთთან არსებული ღობის ფაქტობრივ მდებარეობასთან და მცირდება 84,53 კვ.მ-ით.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 123-145
3.2.13. სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის კუთვნილება და მფლობელობა ფაქტობრივი გარემოებებაა. მის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სავსებით შესაძლებელია მოპასუხე ფლობდეს იმ ფართს, რაც არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ან კიდე ღობის სახით აღმართული სასაზღვრო მიჯნა განლაგებული იყო იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელეების საკუთრება და იწყება მოპასუხის ან სხვა პირთა საკუთრება, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ:
- ა------ დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 122,37 კვ.მ. დაკავებული აქვს მ------- ხ-------–---–ს;
- ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 108,46 კვ.მ. დაკავებული აქვს ნ------ ხ-------–---–ს;
- ი-–-- დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 84,53 კვ.მ. დაკავებული აქვს ნ------ და მ------- ხ-------–---–ს;
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 123-145
3.2.14. მოპასუხეებს მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვთ ღობის სახით მოწყობილი მიჯნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ ღობის მეშვეობით მოპასუხეებს შემოკავებული აქვთ მოსარჩელის კუთვნილი 122,37 კვ.მ. ფართობი, 108,46 კვ.მ. ფართობი და 84,53 კვ.მ. ფართობი.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 2 ს.ფ. 26-33
3.2.15. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სავსებით შესაძლებელია სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოპასუხეების მფლობელობაშია, ისტორიულად მათი საკუთრებაც იყოს. ამ მოსაზრებას ანვითარებს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს, წანაცვლებულია ერთი მიმართულებით და საჭიროებს საზღვრების ერთიან დაზუსტებას. საზღვრების დაზუსტება დამოკიდებულია მხარეთა ნაბზე. მხარეებმა ერთად უნდა გამოავლინონ ასეთი ნება და კომპლექსურად შეისწავლონ საზღვრები და ზუსტად დაადგინონ წითელი ხაზები. ამ საქმის ფარგლებში საზღვრების სისწორე სასარჩელო მოთხოვნის საგანს არ წარმოადგენს, ამიტომ შეუძლებელია მისი სიზუსტის დადგენა. შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილებას აგებს რეგისტრირებულ მონაცემებზე და მსჯელობს იმ მოცემულობებზე რაც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. აღკვეთილი მუნდა იქნას მოპასუხეების მიერ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ქონება მოსარჩელეებს უნდა გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, აღიარებს საკუთრების ხელშეუხებლობას. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ამდენად საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა როგორც კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას საკუთრების უფლება. ანუ იხემძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ საკუთრებადაა რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 419 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 110.22 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
- ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 75.8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
მიწის ნაკვეთის ნაწილს მათი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. კერძოდ:
- ა------ დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 122,37 კვ.მ. დაკავებული აქვს მ------- ხ-------–---–ს;
- ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 108,46 კვ.მ. დაკავებული აქვს ნ------ ხ-------–---–ს;
- ი-–-- დ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 84,53 კვ.მ. დაკავებული აქვს ნ------ და მ------- ხ-------–---–ს.
მოსარჩელეები ამ გარემოებებზე მითიტებით ამტკიცებენ, რომ მოპასუხეებს აღმართული აქვთ ღობე, დასაკუთრებული აქვთ მათი ნაკვეთის ნაწილი და მოსარჩელეებს არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მათ საკუთრების უფლებას.
6.4. მხარეთა ყურადღებას სასამართლო მიაქცევს შემდეგ ნორმებზე:
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”.
ასევე საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მეორე და მესამე მუხლების შინაარსზე, რომლის მიხედვიტაც ,,საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა)”.
დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით. ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ასეთადაა რეესტრში რეგიტრირებული. ის მესაკუთრედ ითვლება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ჩანაწერი მისი საკუთრების შესახებ უზუსტოა. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკი შეიცავს მონაცემებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების შესახებ. მათ შორის მონაცემებს თუ რა საზღვრებში მოქცეული ქონება წარმოადგენს მოსარჩელეების ან მოპასუხის საკუთრებას. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით, მხარეთა საკუთრების უფლება არაა იმ საზღვრებში, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. დღეისათვის მხარეებს განსხვავებულ საზღვრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები დაკავებული. როგორც წესი მხარეთა მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა უნდა არსებობდეს იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელის საკუთრება და იწყება მოპასუხეთა საკუთრება. მიჯნის ადგილის განსაზღვრა მხარეთა ნებაზე არაა დამოკიდებული. იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისი უნდა იყოს. არაა აუცილებელი მიჯნა გამოკვეთილი იყოს. იგი შეიძლება პირობითიც იყოს და მხოლოდ ერთი ნაკვეთის დასრულებისა და მეორე ნაკვეთის დასაწყისის ადგილას პირობითად იყოს განსაზღვრული. წინამდებარე შემთხვევაშიც მხარეთა შორის მიჯნის ადგილია ის ადგილი, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მთავრდება მოსარჩელეების მიწის ნაკვეთი და იწყება მოპასუხის მიწის ნაკვეთი. მიჯნას, ამჟამად ასეთი მდგომარეობა არ აქვს. ხელოვნური საზღვარი - მოპასუხის მიერ (შეიძლება სხვა პირის მიერაა აგებული) გავლებული ღობე, გადის მოსარჩელეების მიწის ნაკვეთში და ღობის მეშვეობით თავის მიწის ნაკვეთთან გაერთიანებულია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილი. კერძოდ:
- მ------- ხ-------–---–-ს მიერ, ა------ დ------ის კუთვნილი 122,37 კვ.მ. ნაკვეთი;
- ნ------ ხ-------–---–-ს მიერ, ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი 108,46 კვ.მ. ნაკვეთი;
- ნ------ და მ------- ხ-------–---–-ს მიერ, ი-–-- დ------ის კუთვნილი 84,53 კვ.მ. ნაკვეთი.
მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ ღობე სწორედ იმ ადგილასაა გავლებული, სადაც მხარეთა საზღვარი უნდა იყოს. სასამართლო მოპასუხის ამ არგუმენტებს არ იზიარებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე. საჯარო რეესტრის ჩანაწერს ახასიათებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, რაც ნიშნავს მას, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები სწორადაა რეგისტრირებული მანამ, სანამ არ დადგინდება საწინააღმდეგო. მოპასუხე რეგისტრირებული მონაცემების წინააღმდეგ წინამდებარე საქმეში არ დაობს. შესაბამისად სწორ მონაცემებად მიჩნეული უნდა იქნას ის მონაცემები, რაც რეესტრშია რეგისტრირებული. ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება. აღნიშნულის გამო არსებობს სასაზღვრო მიჯნის სხვა ადგილას განსაზღვრის საფუძველი. მიჯნა იმ ადგილას არაა, სადაც მხარეთა მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს. აღნიშნულის გამო სარჩელი ღობის დემონტაჟის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ღობის დემონტაჟითაა შესაძლებელი მიჯნის სათანადო ადგილას აღმართვა. მისი დემონტაჟის გარეშე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვერ აღსდგება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელეებს ნაწილობრივად შეზღუდული აქვთ საკუთრების მფლობელობა და სარგებლობა. მ------- ხ-------–---–-ს მიერ ა------ დ------ის კუთვნილი 122,37 კვ.მ. ნაკვეთია დაკავებული, ნ------ ხ-------–---–-ს მიერ ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი 108,46 კვ.მ. ნაკვეთია დაკავებული, ხოლო ნ------ და მ------- ხ-------–---–ებს ერთად შეზღუდული აქვთ ი-–-- დ------ის კუთვნილი 84,53 კვ.მ. ნაკვეთის მფლობელობა. მოპასუხეები ამ ნაკვეთის მესაკუთრედ არარიან რეგისტრირებულები და მათ მფლობელობას მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. მათ მესაკუთრის თანხმობა არ აქვთ. უფრო მეტიც, მესაკუთრე წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენი-–--, რომ:
- მ------- ხ-------–---–- არაა ა------ დ------ის ნაკვეთის მიმართულებით სასაზღვრო მიჯნამდე არსებული 122,37 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე;
- ნ------ ხ-------–---–-ს არაა ჯ--–--- ა----–--ის ნაკვეთის მიმართულებით სასაზღვრო მიჯნამდე არსებული 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე;
- ნ------ და მ------- ხ-------–---–-ს არ არიან ი-–-- დ------ის ნაკვეთის მიმართულებით სასაზღვრო მიჯნამდე არსებული 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.
დასახელებული ნაკვეთების მოპასუხეების მიერ მფლობელობის წინააღმდეგია მოსარჩელე, რომლებსაც მოპასუხეების გამო ხელი ეშლებათ ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეებსაც არ აქვთ ამ ნაკვეთის ფლობის უფლება. ისინი არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც მათი ზემოქმედებისაგან უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელეების კუთვნილი 122,37 კვ.მ. ნაკვეთი, 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასახელებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრეებისათვის გადაცემით აღსდგება მოსარჩელეების საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 120-120 ლარს. მოსარჩელეებს ბაჟის თანხა წინასწარ აქვთ გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ანაზღაურება. მათვე უნდა დაეკისროთ საექსპერტო კვლევისათვის გადახდილი 201-201 ლარის ანაზღაურებაც.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------ დ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. აღკვეთილი იქნას მ------- ხ-------–---–-ს მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. №25ა/ქ. ბათუმი ლ-------------ს ქ.№27-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს 2018 წლის 5 დეკემბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნაში და მის №7 დანართში მითითებულ და სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც ა------ დ------ის კუთვნილი 122.37 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მ------- ხ-------–---–-ს ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 122.37 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ა------ დ------ეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
3. მ------- ხ-------–---–ს დაეკსროს ა------ დ------ეს აუნაზღაუროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 120 ლარი, ასევე სხვა საპროცესო ხარჯი ჯამში 201 ლარი.
4. ი-–-- დ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
5. აღკვეთილი იქნას მ------- და ნ------ ხ-------–---–ების მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. ქ. №25-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს 2018 წლის 5 დეკემბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნაში და მის №7 დანართში მითითებულ და სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც ი-–-- დ------ის კუთვნილი 84,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია ნ------ და მ------- ხ-------–---–-ს ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 84.53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ი-–-- დ------ეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
6. მ------- და ნ------ ხ-------–---–ს დაეკსროს ი-–-- დ------ეს სოლიდარულად აუნაზღაურონ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 120 ლარი, ასევე სხვა საპროცესო ხარჯი ჯამში 201 ლარი.
7. ჯ--–--- ა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
8. აღკვეთილი იქნას ნ------ ხ-------–---–-ს მიერ ქ. ბათუმში ლ-------------ს ქ. ქ. №23-ში მდებარე, №0-.3-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს 2018 წლის 5 დეკემბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის №7 დანართში მითითებულ და სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც ჯ--–--- ა----–--ის კუთვნილი 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია ნ------ და მ------- ხ-------–---–-ს ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 108,46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჯ--–--- ა----–--ეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
9. ნ------ ხ-------–---–ს დაეკსროს ჯ--–--- ა----–--ეს აუნაზღაურონ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 120 ლარი, ასევე სხვა საპროცესო ხარჯი ჯამში 201 ლარი.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე