განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
120100118002549314
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 177 3 ბ , 177 3 ა , 177 2 ა , 177 1
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2549314-1/-297-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

08.05.2019წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე

სხდომის სახე - დახურული

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ-----------–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1--------- წელს, პ/ნ 1---------- ბ---------–----–-----------------------------ა;

კანონიერი წარმომადგენელი - ნ-----------–---–-;

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,ა" და ,,ბ" ქ/პუნქტებით,( 2 ეპზ) 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქ/პ -ებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-----------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" პუნქტით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით.

 

დადგენილების თანახმად, ლ-----------–---–- 2018 წელს გასამართლებული იქნა საქრთველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. 2018 წლის 19 ივნისს, ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-----------–---–- სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლენენ ლ--–------------–ის კუთვნილ ბლუთუზ დინამიკს და „აიფონის“ მოდელის ყურთსასმენებს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ზიანი. ნ-----–---------ს კუთვნილ ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 35 ლარის ზიანი.

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ლ-----------–---–- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის N1/15--18წ. განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2018 წლის 19 ივნისს, ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-----------–---–- სხვა პირთან ერთდ, წინასწარი შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ--–------------–ის კუთვნილ ბლუთუზ დინამიკს და „აიფონის“ მოდელის ყურთსასმენებს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ზიანი. ნ-----–---------ს კუთვნილ ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 35 ლარის ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, რის გამოც ლ-----------–---–- უნდა გამართლდეს ბრალად წარდგენილი ქმედების მნიშვნელოვანი ზიანის ნაწილში, ბრალდება გათვალისწინებული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, პუნქტით, რადგან მიყენებული ზიანი ბრალის დადგენლებისა და საქმის მასალების თანახმად არ აღემატება 150 ლარს და დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ლ-----------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ( შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1, მოწმეთა გამოძახების ოქმი, დადგენილება ლ--–------------–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ლ--–------------–ის უფლებების განმარტების ოქმი, ლ--–------------–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება ი---------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ი---------------–---–ის უფლებების განმარტების ოქმი, ი---ა დ--------–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები,დადგენილება ნ-----–---------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, ნ-----–---------ს უფლებების განმარტების ოქმი, ნ-----–---------ს მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები,დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ლ---ა ქ-----–---–ის ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ლ-----------–---–- გამოკითხვის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო გ------- ფ-------ის ექსპერიმენტის ჩატარებაზე, გ------- ფ-------ის ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, გ------- ფ-------ის გამოკითხვის ოქმი,დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ე---------------ის ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ე---------------ის ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ე---------------ის გამოკითხვის ოქმი,მოწმეთა: ნ-----------–---–-ს, ო-–----------–-–---–ის, ი-------------ის, ქ-----------------ს, დ----- ყ---–--–---–ის, ა--------–---------ის, გ------- კ-------ის და თ-------- ფ-------ის გამოკითხვის ოქმები, ო-–----------–-–---–ის და დ----- ყ---–--–---–ის პატაკები, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის ოქმი და ხელწერილი, დადგენილება ადგილმდებარეობის დათვალიერების შესახებ, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ლ---ა ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ტელეფონის ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი(ტელეფონზე), ნივთიერი მტკიცებულებების გახნისა და დათვალიერების ოქმი(ბლუთუზ დინამიკზე), საქონელმცოდნებითი ექსპერტიზის დასკვნა ტელეფონზე, საქონელმცოდნებითი ექსპერტიზის დასკვნა ბლუთუზ დინამიკზე, ლ---ა ქ-----–---–ის 2018 წლის განაჩენი).

 

დაზარალებულ ლ--–------------–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ქ.ბ---------ში, მძღოლმა ბ---------ში მდებარე პატარა პარკთან გააჩერა ავტობუსი, ბავშვები მშობლებთან ერთად გაემართნენ ბ---------ის პარკის მიმართულებით. ავტობუსში დატოვებული ჰქონდა თავისის ნივთები მათ შორის ყვითელი ფერის კვარდატული ფორმის ,,ბლუთუზი“ და აიფონის მოდელის ყურსასმენები. საღამოს როდესაც დაბრუნდნენ ავტობუსთან ლ--–------------–ი პირველი მივიდა, მაგრამ ნახა, რომ კარი დაკეტილი იყო, უცებ შენიშნა, რომ მძღოლის სავარძელზე იყო 13-14 წლის ბიჭი, სუსტი აღნაგობის მოკლედ შეჭრილი თმით, იფიქრა, რომ ავტობუსი შეეშალა და გამოერიდა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს მათი ავტობუსი იყო მაგრამ ბიჭი ვეღარ დაინახა ავტობუსში აღარ იყო. კარი რომ გააღეს დაინახეს, რომ ჩანთები იყო ამოჩეჩილი, იგი მივიდა მის კუთვნილ ზურგჩანთასთან და ნახა, რომ ზურგჩანთა ამოტრიალებული და ამოქექილი იყო და იქედან მოპარული იყო პლასტმასისგან დამზადებული და მისი ყვითელი ფერის კვარდატული ფორმის ,,ბლუთუზი“ დინამიკი და აიფონის მოდელის თეთრი ფერის ყურსასმენები ( იხ.ტ.1. ს.ფ.22-24).

 

დაზარალებულ ნ-----–---------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ 2018 წლის 19 ივნისს იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ქ.ბ---------ში, მძღოლმა ბ---------ში მდებარე პატარა პარკთან გააჩერა ავტობუსი, ბავშვები მშობლებთან ერთად გაემართნენ ბ---------ის პარკის მიმართულებით. ავტობუსში მან ხელჩანთა იმავე ადგილას დატოვა სადაც იჯდა. ხელჩანთაში ედო საფულე, რომელში ქონდა შენახული დაახლოებით 25 ლარამდე ოდენობის ორლარიანი, ერთლარიანი, 20 თეთრიანი და 10 თეთრიანი რკინის მონეტები. ასევე ორი ცალი ხუთ ლარიანი ქაღალდის კუპიურა. საფულე, სანამ ავტობუსიდან ჩავიდოდა თვითონ გახსნა და ნახა, რომ ფული ადგილზე იყო. მოიარეს ბ---------ის პარკი და დაახლოებით ერთ საათში წამოვიდნენ უკან. ავტობუსში, რომ ავიდნენ დაინახეს, რომ ჩანთები და ნივთები ყველაფერი არეული იყო, ჩანთები გახსნილ მდგომარეობაში აქეთ იქეთ ეყარა, მაშინვე მიხვდა, რომ გაქურდეს. იგი სასწარაფოდ ავიდა მის სავარძელთან, სადაც მისი ხელჩანთა ედო, ჩანთა იყო გახსნილი და საფულე ძირს ავტობუსის იატაკზე ეგდო იქვე სავარძლის ქვეშ ასევე გახსნილ მდგომარეობაში. საფულე აიღო და ნახა, რომ 25 ლარამდე ხურდა ფული და ორი ცალი ხუთ ლარიანი ქაღალდის კუპიურა მოპარული და წაღებული იყო სხვა ყველაფერი ადგილზე ჰქონდა. ( იხ.ტ.1.ს.ფ.25-27)

 

2018 წლის 2- ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით შემოწმებული იქნა ე------ ს--------ის ჩვენება, მან მიუთითა ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე სადაც 2018 წლის 19 ივნისს იდგა ყვითელი ავტობუსი, რომელსაც მძღოლის მხარეს ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული, განმარტა რომ აღნიშნული ჩაწეული მინიდან მოახერხეს მან და მისმა მეგობრებმა -მათ შორის ლ-----------–---–მა ავტობუსში გადასვლა სადაც მოიპარეს ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები ერთად. ( იხ.ტ.1. ს.ფ.101-109)

 

2018 წლის 26 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით შემოწმებული იქნა ლ-----------–---–-ს ჩვენება, მან მიუთითა ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სადაც საავტომობილო გზის პირას მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 19 ივნისს აღნიშნულ ადგილას იყო გაჩერებული ყვითელი ფერის ავტობუსი სახელმწიფო ნომრით N------, რომელსაც წინა მძღოლის მხარეს კარის მინა ჰქონდა ჩაწეული. ბორდიულიდან მოახდინა აღნიშნულ ჩაწეულ მინიდან ავტობუსში შეღწევა, თავის მეგობრებთან ერთად, სადაც დაჩხრიკა და დაათვალიერა სავარძლებზე განთავსებული ხელჩანთები, საიდანაც თავის მეგობრებთან ერთად მოიპარა ფულადი თანხა, ხურდა ფული და ორი ხუთლარიანი, თეთრი ფერის აიფონის ყურსასმენი და ყვითელი ფორმით ოთხკუთხედი ,,ბლუთუზი". ( იხ.ტ.1. ს.ფ.261-274)

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N-133/ს დასკვნის თანახმად 1 ცალი ,ბლუთუზ დინამიკის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 30 ლარს.. ( იხ.ტ.1. ს.ფ.181-184)

 

2018 წლის 28 ივნისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს ქ. ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან ლ-----------–---–- სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინაარმდეგოდ დაეუფლა ლ--–------------–ის კუთვნილ ბლუთუზ დინამიკს და ,,აიფონის" მოდელის ყურთსასმენებს, რის გამოც დაზარებულს მიადგა 100 ლარის ზიანი და ლ--–------------–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით ( იხ.ტ.1. ს.ფ.294-295)

 

2018 წლის 28 ივნისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს ქ. ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან ლ-----------–---–- სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინაარმდეგოდ დაეუფლა ნ-----–---------ს კუთვნილ ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რის გამოც დაზარებულს მიადგა 35 ლარის ზიანი და ნ-----–--------- ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.. ( იხ.ტ.1. ს.ფ.301-302)

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა" ქ/პ-ით დანაშაულს წარმოადგენს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-----------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.

 

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 19 ივნისს, ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-----------–---–- და გ------- ფ-------ე წინასწარშეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლენენ ლ--–------------–ის კუთვნილ ბლუთუზ დინამიკს და „აიფონის“ მოდელის ყურთსასმენებს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ზიანი. ნ-----–---------ს კუთვნილ ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 35 ლარის ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, რის გამოც ლ-----------–---–- უნდა გამართლდეს ბრალად წარდგენილი ქმედების მნიშვნელოვანი ზიანის ნაწილში, ბრალდება გათვალისწინებული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, პუნქტით, რადგან მიყენებული ზიანი ბრალის დადგენლებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ არ აღემატება 150 ლარს და დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 15 იანვარს ქ. ბ---------ში მდებარე N1 საჯარო სკოლაში ლ-----------–---–-ს ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ---–- შ-----–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 50 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის ოდენობის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს( შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1, მოწმეთა გამოძახების ოქმი, დადგენილება ლ---–- შ-----–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ლ---–- შ-----–-–---–ის უფლებების განმარტების ოქმი, ლ---–- შ-----–-–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ლ---ა ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ არასრულწლოვანთან და მისი კანონიერ წარმომადგენელთან კონსულტაციის ოქმი, ოქმი არასრულწლოვნისათვის განრიდების შეთავაზების შესახებ, დადგენილება განრიდების პროცესის დაწყების შესახებ, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, დადგენილება განრიდების პროცესის შეწყვეტის შესახებ, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშები, ხელშეკრულება განრიდებისა და მედიაცის შესახებ, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები, მოწმეთა : ნ-----------–---–-ს, ნ-----–----–--ის, ნ-------------–--ის, ვ----------------ის და ლ--–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი, შუამდგომლობა ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, მიმართვა იურიდულ დახმარების ბიუროს და ადვოკატის ორდერები, მიმართვა და პასუხი სოციალური სამსახურიდან, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები, მიმართვის წერილები ექსპერტს, მიმართვა და პასუხი პრობაციის ბიუროდან თანდართული მასალებით, ლ-----------–---–-ს დაბადების მოწმობის ასლები, ლ-----------–---–- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ხელწერილები. ლ-----------–---–-ს 2018 წლის განაჩენი).

 

დაზარალებულ ლ---–- შ-----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სწავლობს ქ. ბ---------ში N1 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში. 2018 წლის 15 იანვარს დილით 9 საათზე მივიდა სკოლაში და ავიდა მეორე სართულზე მის საკლასო ოთახში. წარიმართა საწავლო პროგრამა ჩვეულებრივად. მეხუთე გაკვეთილი ჰქონდათ სპორტი, რის გამოც მთელი კლასი ჩავიდა დაბლა. გაკვეთილის დამთავრების შემდგომ როდესაც კლასში დაბრუნდა თავის მერხზე დატოვებული კაპიშონიანი ქურთუკის დაბლა მარცხენა ჯიბის ელვა შესაკრავი გახსნილი იყო, რომელიც დაკეტილი ჰქონდა რადგან ჯიბეში 50 ლარი ედო. აღმოაჩინა რომ 50 ლარი ადგილზე აღარ იყო. მივიდა მანდატურთან და უთხრა, რომ კლასში დატოვებული ქურთუკიდან მოპარეს 50 ლარი. ჯიბეში ედო 2 ცალი 20 ლარიანი და 2 ცალი ხუთ ლარიანი. 50 ლარი მიცა დედამისმა, ჭირდებოდა ექიმისათვის( იხ.ტ.3. ს.ფ.279-281).

 

მოწმე ნ-------------–--ის გამოკითხვით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ქ. ბ---------ის N1 საჯარო სკოლაში მანდატურად. 2018 წლის 15 იანვარს დაახლოებით 14:20 საათზე მისმა თანამშრომელმა მანდატურმა უთხრა მის სკოლაში მეორე სართულზე 10-ე საკლასო ოთახში მათ მოსწავლეს ლ---–- შ-----–-–---–ს ვიღაცამ მოპარა 50 ლარი, რა დროსაც მას გაახსენდა, რომ როდესაც მე -10 კლასი იმყოფებოდა სპორტის გაკვეთილზე სპორტდარბაზში და საკლასო ოთახში არავინ იყო, დაინახა რომ ლ-----------–---–- გამოვიდა აღნიშნული საკლასო ოთხიდან, კითხვაზე თუ რას აკეთებდა იქ და გაკვეთილზე შესულიყო, ლ---ამ მიუგო რომ არაფერი არ მოუპარავს, მოწმე განმარტავს რომ ამის თაობაზე მისთვის კითხვა არც დაუსვამს. როდესაც გაიგო რომ ლ---–- შ-----–-–---–მა დაკარგა თანხა გაუჩნდა ეჭვი რომ შესაძლებელია ლ-----------–---–მა მოიპარა აღნიშნული თანხა.( იხ.ტ.3. ს.ფ.274-276)

 

2018 წლის 15 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ლ-----------–---–-ს 2018 წლის 15 იანვარს გამოკითხვით მიწოდებული ინფორმაცია დაადადასტურა ლ-----------–---–მა და მისი მითითებით შედიან ქ.ბ---------ში არსებულ N1 საჯარო სკოლაში, ადიან მეორე სართულზე და ლ-----------–---–-ს მითითებით შედიან საკლასო ოთახში, რომელსაც აქვს წარწერა 10-ე კლასი. საკლასო ოთახში შეშავლელ კარიდან მესამე რიგში ჩალაგებულ მერხებთან, კერძოდ მეორე მერხთან სადაც ლ-----------–---–-ს განმარტებით იდო შავი ფერის ,,დუტის“ კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის გარეთა დაბლა დაბლა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო 50 ლარი, კერძოდ ახალი გამოშვება 2 ცალი 20 ლარიანი და 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურები, ქ-----–---–ის განამარტებით მან აღნიშნული თანხიდან 22 ლარი და 30 თეთრი დახარჯა სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესაძენად.. ( იხ.ტ.3. ს.ფ.310-320)

 

2018 წლის 31 იანვრის დადგენილებით ლ---–- შ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.( იხ.ტ.3. ს.ფ.348-3--)

 

3.სასამართლომ დაადგინა

ლ-----------–---–- 2018 წელს გასამართლებული იქნა საქრთველოს სსკ–ის 177-ე მუხლით. 2018 წლის 27 მაისს, ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-----------–---–- სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ----ა მ------–---–ის კუთვნილ „iphone 6s” მოდელის მობილური ტელეფონსა და ე.წ. უესბე კაბელს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 405 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1, მოწმეთა გამოძახების ოქმი, დადგენილება თ----ა მ------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თ----ა მ------–---–ი უფლებების განმარტების ოქმი, თ----ა მ------–---–ის მოწმისა დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ლ---ა ქ-----–---–ის ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ლ-----------–---–- გამოკითხვის ოქმი, გ------- ფ-------ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები, მოწმე გ------- მ-----–---–ის და მ-------- ჭ-----ის გამოკითხვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება ტელეფონზე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ტელეფონზე, სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება უესბე კაბელზე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა უესბე კაბელზე, მიმართვის წერილები ექსპერტს, მიმართვა და პასუხი პრობაციის ბიუროდან თანდართული მასალებით, ლ-----------–---–-ს დაბადების მოწმობის ასლები, ლ-----------–---–- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ხელწერილები. ლ-----------–---–-ს 2018 წლის განაჩენი).

 

თ----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს კ----- რაიონიდან ორი მიკრო ავტობუსით წამოვიდნენ პირველი კლასის მოსწავლეები და მშობლები ექსკურსიაზე ბ---------ის რაიონში. მათი სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი იყო კ----- რაიონში მცხოვრები გ------- მ-----–---–ი. დაახლოებით 12:00 საათზე შევიდნენ ბ---------ის რაიონში და მთელი დღის განმავლობაში შემოიარეს ბ---------ის რაიონში არსებული ეკლესია-მონასტრები. დაახლოებით 13:00 საათზე იმყოფებოდნენ ქ. ბ---------ში, ს-------------------–-- სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, რა დროსაც თ----ას დაუჯდა თავის კუთვნილი „IPONE 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი. სახლიდან წამოღებული მობილურის დამტენით შეაერთა ტელეფონი დასატენად მიკროავტობუსში. იქნებოდა დაახლოებით 15:00 საათი მივიდნენ მიკრო ავტობუსით ბ---------ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და შევიდნენ ბ---------ის პარკში. მანამ სანამ ჩავიდოდა ავტობუსიდან თავისი კუთვნილი ტელეფონი დასატენად შეერთებული დატოვა, რაც მძღოლმაც დაინახა რა თქმა უნდა. თ----ას ტელეფონის გარდა უამრავი ნივთი ეწყო სამარშუტო ტაქსში რის გამოც მძღოლისთვის მას არ დაუბარებია, რომ მისი ტელეფონისთვის მიექცია ყურადღება. იქნებოდა დაახლოებით 18:00 საათი, როდესაც გამოვიდნენ პარკიდან ელოდებოდა თავიანთ სამარშუტო ავტობუსის მისვლას, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე. მშობლები და ბავშვები მოთავსდნენ მიკროავტობუსში, რა დროსაც თ----ას უნდა ენახა თავისი მობილური ტელეფონი, როდესაც წაიღო ხელი ასაღებად, ნახა რომ იმ ადგილზე სადაც შეერთებული დატოვა აღარ იდო თავის სატენის კაბელიანად. დაბნეულობისგან თ----ამ დაიწყო თავის ხელჩანთაში ძებნა, ასევე დაათვალიერა მიკროავტობუსის მთელი სალონი, მაგრამ ამაოდ, მიხვდა რომ ტელეფონი მოპარეს. როდესაც ჰკითხა მძღოლს, თუ სად იყო მისი მობილური, მან უპასუხა რომ არ იცოდა და ასევე უთხრა რომ იქ სადაც მიკროავტობუსი ჰყავდა გაჩერებული, მანქანა დაკეტა, ხოლო თავის მხარეს კარებზე მინა ჰქონდა ნახევრამდე ჩაწეული. ასევე უთხრა რომ მას ნამდვილად არავინ დაუნახავს, თუ ვის შეეძლო ყოველივე ამის გაკეთება. ტელეფონი შეიძინა 2017 წლის ნოემბრის თვეში ქ. გ----–- უცნობი პიროვნებისგან 900 ლარად. ( იხ.ტ.4. ს.ფ.127-129)

 

გ------- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს 08:30 საათზე თავის კუთვნილი მიკროავტობუსით კ----- რაიონიდან კერძო დაკვეთით ბ---------ის რაიონში წაიყვანა ექსკურსიაზე პირველკლასელები მშობლებთან ერთად. იქნებოდა დაახლოებით 15:00 საათი მივიდნენ ბ---------ის პარკის შესასვლელთან, სადაც ჩამოსვა ბავშვები მშობლებთან ერთად. ხოლო გ-------მ მიკროავტობუსი წამოიყვანა, რადგან არ იყო გასაჩერებელი ადგილი და გააჩერა ბ---------ის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ-------ს ავტომანქანაში ერთ-ერთ მშობელს თ----ა მ------–---–ს, დასატენად დატოვებული ჰქონდა ვარდისფერი ოქროს ფერებში გაწყობილი „IPONE 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი, თეთრი ფერის უესბეს კაბელით. გადმოვიდა მძღოლი მიკროავტობუსიდან, მანქანის წინა და გვერდითი კარებები ჩაკეტა, ხოლო მძღოლის მხარეს არსებული წინა მარცხენა კარების მინა დატოვა ნახევრად ჩაწეულ მდგომარეობაში. გ------- მანქანასთან აღარ გაჩერებულა, რადგან საშინლად ცხელოდა და გადავიდა ე.წ. „პატარა პარკში“ სადაც დაჯდა სკამზე ზურგით მიკროავტობუსისკენ. გ-------სგან ა/მანქანა იქნებოდა გაჩერებული დაახლოებით 30-40 მეტრში. იქნებოდა დაახლოებით 18:00 საათი, რომელიღაცა მშობელმა დაურეკა გ-------ს და უთხრა რომ პარკის შესასვლელთან დახვედროდა. ამის შემდეგ გ------- დაჯდა მიკროავტობუსში და გაემართა პარკის შესასვლელისკენ, სადაც ელოდნენ. ამ დროს ნამდვილად არ შეუხედია იდო თუ არა სალონში დასატენად დატოვებული ტელეფონი, რადგან გზაზე იყო კონცენტრირებული. როდესაც ჩასხდნენ ბავშვები და მშობლები, თ----ამ მოიკითხა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი , რომელიც სალონში უკვე აღარ იდო თავის უესბეს კაბელიანად. მძღოლმა იფიქრა ძირს ხომ არ იყო დავარდნილი მაგრამ ვერსად ნახეს. რის შემდეგადაც მიხვდნენ რომ ტელეფონი თავის დამტენის კაბელიანად იყო მოპარული. ( იხ.ტ.4. ს.ფ.132-134)

 

2018 წლის 27 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში, მშვიდ ვითარებაში. მოწმის სახით გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა მოწმე თ----ა მ------–---–ის მიერ 2018 წლის 27 მაისს გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მთლიანადა დაადასტურა თვითონ თ----ა მ------–---–მა, რის შედეგადაც მის დაზუსტებასა და ფაქტობრივი გარემოებების აღდგენის მიზნით განაცხადა და წერილობით დაადასტურა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მონაწილე პირის თ----ა მ------–---–ის მითითებით მივიდნენ ქ,. ბ---------ში წ------------- ქ. N7-ში შიდასამანქანო გზის პირას გაჩერებულ გ------- მ-----–---–ის კუთვნილ „მ-------------–-------------ს“ მოდელის ა/მანქანასთან, სახელმწიფო ნომრით N M--------, სადაც თ----ა მ------–---–მა მიუთითა ა/მანქანის სალონში სიჩქარის გადამრთველი კოლოფის ზემოთ, მაგნიტაფონის გვერდით ჩამრთველზე, სადაც მისი გამარტებით თეთრი ფერის „USB“ დამტენი კაბელით შეერთებული იყო დასატენად განკუთვნილი „ IPONE 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი, რაც დადებული ჰქონდა მძღოლისგან მარჯვენა მხარეს ე.წ. „ტორპედოში“ განთავსებულ მცირე ზომის საბარგულში. თ----ა მ------–---–ის განმარტებით სწორედ მის მიერ მითითებულ ა/მანქანის სალონიდან მოიპარეს „IPONE 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი, თავის თეთრი ფერის „USB“ დამტენი კაბელით ( იხ.ტ.4. ს.ფ.139-144).

 

2018 წლის 30 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა, ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში, მშვიდ ვითარებაში. მოწმის სახით გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა მოწმე ლ-----------–---–-ს მიერ 2018 წლის 30 მაისს გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მთლიანადა დაადასტურა თვითონ ლ-----------–---–მა, რის შედეგადაც მის დაზუსტებასა და ფაქტობრივი გარემოებების აღდგენის მიზნით განაცხადა და წერილობით დაადასტურა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მონაწილე პირები ლ-----------–---–-ს მითითებით მივიდნენ ქ. ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე სადაც ლ-----------–---–მა მიუთითა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გადასასვლელ ქუჩაზე, სადაც 2018 წლის 27 მაისს გაჩერებულ მიკროავტოს „მ-------------–-------------დან“ აიღო, საიდანაც ლ-----------–---–მა განმარტებით მან მიმდინარე წლის 27 მაისს მოიპარა „IPONE 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი, ამის შემდეგ ლ-----------–---–-ს მითითებით მივიდნენ 9 აპრილის ქუჩაზე მდინარე ბ---------ულასთან საიდანაც მან გადაყარა ტელეფონიდან ამოღებული „სიმ ბარათი“ და ტელეფონის ვერცხლის ფერი ჩასადები. ამის შემდეგ ლ-----------–---–მა მიუთითა იმ ადგილისკენ სადაც დაამტვრია და ნაწილებად დაშალა მობილური ტელეფონი და იქვე დაყარა გზაზე, აგრეთვე მან მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის საძინებელ ოთახში არსებულ საწოლზე მთავსებული იყო კაბელი .ე.წ „უესბე“. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ლ-----------–---–-ს მიერ მითითებული თავის საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებული ადგილიდან ამოღებულ იქნა დამსხვრეული ტელეფონი. ( იხ.ტ.4. ს.ფ.161-180)

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N-12-/ს დასკვნის თანახმად 1 ცალი ,,iphone 6s” საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 400 ლარს. ( იხ.ტ.4. ს.ფ.2-8-222)

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N-123/ს დასკვნის თანახმად 1 ცალი ,,iphone 6s” -ის თეთრი ფერის 120 სმ სიგრძის საკომუნიკაციო USB კაბელის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 5 ლარს. ( იხ.ტ.4. ს.ფ.226-229)

 

2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით თ----ა მ------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ებით. ( იხ.ტ.4. ს.ფ.231-232)

 

4. სასამართლომ დაადგინა

 

4.1. 2018 წლის 15 მაისს, ქ.ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე მდებარე რესტორან "რ-----–--" მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ-----------–---–მა სცადა ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა ზ------ ქ-----–---–ის კუთვნილ ნივთებს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 199-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით.

 

4.2. სასამართლომ დაადგინა

 

2018 წლის 15 მაისს, ქ·ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე მდებარე რესტორან „რ-----–--" მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-----------–---–- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ-----– ხ--–-–---–ის კუთვნილ ერთ ცალ მცირე ზომის გასაშლელი დანას და სიგარეტი გალუაზის გახსნილი კოლოფს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 15 ლარის ოდენობის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნქტით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1, მოწმეთა გამოძახების ოქმი, დადგენილება მ-----– ხ--–-–---–ი დაზარალებულად ცნობის შესახებ, მ-----– ხ--–-–---–ის უფლებების განმარტების ოქმი, მ-----– ხ--–-–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება ზ------ ქ-----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ზ------ ქ-----–---–ის უფლებების განმარტების ოქმი, ზ------ ქ-----–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ლ-----------–---–-ს ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ლ-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, დადგენილება ლ---ა ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ლ-----------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა ლ-----------–---–-ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება ლ-----------–---–-ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ა----------ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათავლიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დანის ამოცნობის ოქმი, დადგენილება ლ---ა ქ-----–---–ის ნიმუშის აღების შესახებ, ლ-----------–---–-ს ნიმუშის აღების ოქმი და ხელწერილი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მიმართვის წერილები ექსპერტს, მიმართვა და პასუხი პრობაციის ბიუროდან თანდართული მასალებით, ლ---ა ქ-----–---–ის დაბადების მოწმობის ასლები, ლ-----------–---–- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ხელწერილები. ლ-----------–---–-ს 2018 წლის განაჩენი).

 

ზ------ ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, 2018 წლის 15 მაისს იქნებოდა დაახლოებით 20:00 საათი, ზ------ ქ-----–---–ის კუთვნილი „მ-–----–-----------“ მოდელის ა/მანქანით სახ. N S------- ქ. ბ---------ში, კ-------ას ქუჩაზე განთავსებულ რესტორან „რ-----–--“ უკანა მხარეს, სადაც გააჩერა ა/მანქანა. იგი გადმოვიდა მისი მეგობრების მ-----– ხ--–-–---–ის და ა----------ის სანახავად, რომლებიც იქვე ისხდნენ რესტორნის უკანა მხარეს, მაგიდასთან. ა/მანქანა რა თქმა უნდა არ დაუკეტია ზ------ს, რადგან ამის საჭიროება არ იყო, ფაქტიურად რამდენიმე მეტრში იყო მისგან გაჩერებული. როცა ადგა ზ------ ქ-----–---–ი და დაემშვიდობა მეგობრებს და მივიდა ა/მანქანის წინა მარჯვენა კარებთან, მინიდან დაინახა, რომ ა/მანქანის სალონში, კერძოდ კი წინა მარცხენა სავარძელზე ვიღაც ბავშვი იჯდა და იქექებოდა ე.წ. „ბარდაჩოკში“. მაშინვე ზ------ი მიხვდა, რომ რაღაცის მოპარვა უნდოდა და არ ელოდა აღნიშნული ბავშვი, რომ უკან დაბრუნდებოდა ა/მანქანში მეპატრონე. სწარაფად გააღო მძღოლის მხარეს კარები ზ------მა და დაინახა რომ სალონში მყოფი ბავშვი იყო ქ. ბ---------ში, ს-----ის ქუჩაზე მცხოვრები ლ-----------–---–-. აღნიშნულ პიროვნებას ზ------ი იცნობდა როგორც სახელითა და გვარით ისე ვიზუალურად და თან არაერთხელ მიუთითებიათ მის ნაცნობებს, რომ არაერთ ქურდობის ფაქტთან ჰქონდა საქმე. როდესაც ზ------მა სწრაფად გააღო მძღოლის მხარეს კარები , დაუყვირა, თუ რას აკეთებდა მის ა/მანქანის სალონში, ლ---ა დააბნია ზ------ის მოულოდნელმა გამოჩენამ, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შეშინებია და არც უცდია თავის მხარეს განთავსებული კარებიდან გაქცევა. ზ------ის მოთხოვნაზე გადმოსულიყო, დაემორჩილა და გადმოვიდა ა/მანქანიდან. ამ ყველაფერს უყურებდნენ მ-----– ხ--–-–---–ი და ა----------ე. ზ------მა ლ-----------–---–ს მოსთხოვა შორტის ჯიბეების გადმობრუნება და ჩვენება იმის თუ რა ჰქონდა მოპარული, ქ-----–---–მა უთხრა, რომ ავტომანქანიდან ვერ მოასწრო რაიმე ნივთის მოპარვა. თუმცა ჯიბიდან ამოიღო და აჩვენა მცირე ზომის გასაშლელი დანა, სიგარეტი „გალუაზის“ გახსნილი კოლოფი, 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და თან თქვა, რომ დანა და სიგარეტი მოიპარა რესტორნის წინ გაჩერებული ა/მანქანიდან, ხოლო ფულადი თანხა იყო მისი კუთვნილი. მ-----– ხ--–-–---–ი დააკვირდა მოპარულ ნივთებს, რომლებშიც იცნო მის კუთვნილ ა/მანქანაში ჩადებული სიგარეტის კოლოფი და გასაშლელი დანა, რაც მას წარსულში აჩუქეს. ნაქურდალი ნივთები ლ-----------–---–მა ისევ მოათავსა თავისი შორტის წინა მარჯვენა ჯიბეში და იძახდა რომ დაბრუნებას არ აპირებდა. ამ ყველაფრის შესახებ შეატყობინა ბ---------ს პოლიციას, რის შედეგადაც ამოიღეს ლ-----------–---–-სგან ნაქურდალი ნივთები. ზ------მა კარგად მოიძია თავისი ა/მანქანაში არსებული ნივთები, მაგრამ არაფერი არ იყო წაღებული. ( ტ.4. ს.ფ.20-22)

 

2018 წლის 16 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ნორმალურ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშრალ ამინდში. მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა მოწმე ლ-----------–---–-ს მიერ 2018 წლის 16 მაისს გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მთლიანად დაადასტურა თვითონ ლ-----------–---–მა, მშობლის ნ-----------–---–-ს თანდასწრებით რის შედეგადაც მისი დაზუსტებისა და ფაქტობრივი გარემოებების აღდგენის მიზნით განაცხადა და წერილობით დაადასტურა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მონაწილე პირები ლ-----------–---–-ს მითითებით მივიდნენ ქ. ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე, არსებულ ე.წ. „კ-------ას დასასვენებელ ბაღთან“ არსებულ რესტორანთან „რ-----–--“ მიმდებარედ, რესტორნის წინ, სადაც ლ-----------–---–მა მიუთითა რესტორნის წინ გზის მეორე მხარეს, რესტორნიდან 30 მეტრში და განმარტა რომ მან 15 მაისს დაახლოებით 19:45 საათზე მან დაინახა აღნიშნულ ადგილზე გაჩერებული „ოპელის“ მოდელის ვერცხლისფერი ა/მანქანა, სახელმწიფო N--------- რომელშიც ჩაჯდა ყველასგან ფარულად და მანქანის მარჯვენა სალონში განთავსებულ ე.წ. „ბარდაჩოკიდან“, მოიპარა 1 ცალი სიგარეტის კოლოფი, წარწერით „GA------S“ და 1 ცალი გასაშლელი დანა, რის შემდეგაც ლ-----------–---–მა მიუთითა აღნიშნული ა/მანქანიდან 80 მეტრში, მოპირდაპირე მხარეს, რესტორან „რ-----–--“ უკან და განმარტა, რომ „ოპელის “მარკის ა/მანქანის გაქურდვის შემდეგ 2018 წლის 15 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე, ასევე დაინახა „მ-–----–-----------“ მოდელი ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით N S------ და გადაწყვიტა აღნიშნული ა/მანქანის გაქურდვაც, რის შედეგადაც მიუთითა ზემოხსენებული ადგილიდან 20 მეტრში რესტორანთან „რ-----–--“ აივანზე განთავსებულ მაგიდაზე და განმარტა რომ აღნიშნულ მაგიდასთან ისხდნენ ა/მანქანის მესაკუთრეები მ-----– ხ--–-–---–ი და ზ------ ქ-----–---–ი, ასევე მათი მეგობარი ა----------ე. ლ-----------–---–მა შემდეგ მიუთითა ადგილზე სადაც ზ------ ქ-----–---–ის ა/მანქანა იდგა და განმარტა, რომ მანქანის უკანა საბარგულიდან გადაძვრა მანქანაში და მარცხენა მხარეს სავარძელში დაჯდა, სადაც განთავსებული იყო ე.წ. „ბარდაჩოკი“, რომელიც ასევე გამოაღო და დაიწყო ნივთების ამოღება, მათი მოპარვის მიზნით, რა დროსაც მასთან მივიდა მანქანის მეპატრონე ზ------ ქ-----–---–ი. ( ტ.4.ს.ფ.37-39)

 

მ-----– ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მაისს გადაწყვიტა მეგობრების მონახულება რესტორან „რ-----–ში“. იქნებოდა დაახლოებით 20:00 საათი, რა დროსაც მისი კუთვნილი ვერცხლისფერი „ოპ--–---------ას“ მოდელის ა/მანქანით, სახ. N--------- მივიდა და ა/მანქანა გააჩერა ქ. ბ---------ში კ-------ას ქუჩაზე მდებარე რესტორანი „რ-----–--“ შესასვლელის მოპირდაპირედ, პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილზე. მანქანა არ დაუკეტია, რადგან მალევე აპირებდა უკან გამობრუნებას. ფეხით შევიდა რესტორნის უკანა მხარეს, ნახა ა----------ე. მალევე რესტორანთან მივიდა „მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის ა/მანქნის სახ. N S------ მისი მეგობარმა ზ------ ქ-----–---–ი, რომელმაც მანქანა გააჩერა ფაქტიურად მათ წინ, რამდენიმე მეტრში, გადმოვიდა და დაჯდა მათთან ერთად მაგიდასთან. იქნებოდა დაახლოებით 2-:00 საათი ზ----- დაემშვიდობა მეგობრებს და წავიდა თავისი კუთვნილი ა/მანქანისკენ. მანქანასთან მიახლოებულმა სწრაფად გააღო წინა მარჯვენა კარები და ხმამაღლა დაიძახა: „აქ რას აკეთებ, რა გინდა“, რაზეც თავიდან მ-----– ხ--–-–---–ი და ა----------ე ვერ მიხვდნენ, თუ ვინ იყო ამ სიტყვების ადრესატი, ხოლო რამდენიმე წამში მ-----–მა დაინახა , რომ „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის მანქანიდან გადმოვიდა სუსტი აღნაგობის ბიჭი, რომელიც მაშინვე იცნო. ეს ბიჭი იყო ქ. ბ---------ში მცხოვრები ლ-----------–---–-, რომელიც საკმაოდ ნაცნობი იყო მათთვის. ზ-----მ მას უთხრა რომ ჯიბიდან ამოეღო მანქანიდან მოპარული ნივთები, რაზედაც ლ---ამ თქვა, რომ „პაჯეროდან“ ვერაფრის მოპარვა ვერ შეძლო, რადგან ზ-----მ ხელი შეუშალა. ხოლო ტანთ ჩაცმული შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო 1 ცალი გასაშლელი დანა,სიგარეტი „GA------S“ (გალუაზი) გახსნილი 1 ცალი კოლოფი და 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა. ამ ნივთების ამოღების შემდეგ ლ-----------–---–მა უთხრა, რომ დანა და სიგარეტი მოიპარა რესტორნის წინ გაჩერებული ვერცხლისფერი „ოპელის“ მოდელის ა/მანქანიდან, ხოლო ფულადი თანხა იყო მისი კუთვნილი. ამის გაგონებაზე კარგად დააკვირდა მ-----–ი ლ---ას ხელში დაკავებულ ნაქურდალ დანას და სიგარეტს. რა დროსაც ვიზუალურად ამოიცნო მისი კუთვნილი დანა და სიგარეტი რაც ეწყო „ოპ--–---------ას“ სალონში ე.წ. „ბარდაჩოკში“. ლ---ას არ დაუმალავს, რომ თავდაპირველად გაქურდა რესტორნის მოპირდაპირედ გაჩერებული მ-----–ის კუთვნილი ა/მანქანა, ხოლო შემდეგ კი ცდილობდა ზ------ ქ-----–---–ის კუთვნილი ა/მანქანის გაქურდვას. მ-----–მა პირველი დანახვისთანავე იცნო მისი კუთვნილი მცირე ზომის, რკალისებული ფორმის, გასაშლელი დანა, რომლის ტარი არის მოყვითალო და მოყავისფრო-მოწითალო ფერებში, მაკაგონის ხის ჯიშისგან დამზადებული, რკინის ყვითელი ფერის თავზე და ბოლოზე აღენიშნება ზედა ორივე მხარეს სამკუთხედი ფორმის გამოსახულება, ოთხ-ოთხი გამოსახულება ზედა მხარეს, ხოლო სამ-სამი გამოსახულება ტარის ბოლოზე. ეს დანა წარსულში მისმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა აჩუქა და მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ სულ თან აქვს, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ დანას ათას დანაში ამოიცნობს. რაც შეეხება „გალუაზის “ სიგარეტის კოლოფს, იქიდან იცნო, რომ იყო მ-----–ის ა/მანქანიდან, რომ კოლოფში დარჩენილი ჰქონდა ზუსტად 12 ცალი ღერი. მ-----–ის თქმით იგი არ არის აქტიური მწეველი და მაგ დღეს ქ. ხ-–----–ი შეიძინა ეგ კოლოფი რაშიც გადაიხადა 2.50 ლარი. ზუსტად სიგარეტის 8 ღერი ჰქონდა მოწეული ზ-----სთან და ა----სთან შეხვედრამდე და ისევ ჩატოვა „ბარდაჩოკში“, არც ამოუღია. ლ-----------–---–- არ აპირებდა მ-----–ის ნივთების დაბრუნებას მისთვის, ისევ შორტის წინა მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო ფულად თანხასთან ერთად. ( ტ.4. ს.ფ.50-54)

 

2018 წლის 15 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ, მოღრუბლულ ამინდში, მშვიდ ვითარებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ---------ში, კ-------ას ქუჩაზე განთავსებულ რესტორან „ რ-----–ი “- ს შენობის უკანა მხარეს, სადაც განთავსებული „ მიცუბიში პაჯეროს “ მოდელის ა/მანქანა, სახ. N S------- რომლის მესაკუთრის ზ------ ქ-----–---–ის განმარტებით, მან ამა წლის 15 მაისს ა/მანქანის სალონში ლ-----------–---–-, რომელიც ცდილობდა ნივთების მოპარვას. ა/მანქანის კარებები ღია მდგომარეობაში, ასევე ღია მდგომარეობაშია ა/მანქანის საბარგულის კარები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისთანავე კინოლოგი ნ----------–-------ის მიერ ა/მანქანის სალონიდან, კერძოდ წინა მარცხენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა სუნის ექსპერიმენტული ნიმუში, რაც მოთავსდა მინის ქილაში და დაილუქა. ა/მანქანის სალონის დათვალიერებისას ნანახი იქნა, რომ წინა წინა მარცხენა მხარეს განთავსებულ ნივთებს ჩასაწყობი მცირე ზომის საბარგული ე.წ. „ბარდიული“ არის გაღებულ მდგომარეობაში, სადაც აწყვია „DVD” და „CD” მუსიკალური დისკები, მძღოლის სავარძელზე აუდიო თეთრი ფერის „USB“-კაბელი, მძღოლის გვერდით სავარძელზე მიმოფანტულია თეთრი ფერის ქაღალდები. მძღოლის სავარძელზე ასევე აგდია მოწითალო-მოთეთრო ფერებში გაწყობილი მუყაოს კოლოფი, წარწერით „AL FAKHER“, საზამთროს ნაჭრების გამოსახულებებით, მოთავსებული ზედ წონა „50 Grams“. აღნიშნული კოლოფი მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. ა/მანქანის როგორც გარედან, ისე შიგნიდან, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე საგანი ან ნივთიერება, არ ყოფილა ამოღებული. ( ტ.4. ს.ფ.15-18)

 

2018 წლის 16 მაისის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით ამომცნობმა პირმა მ-----– ხ--–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი დანიდან, ამოიცნო 1 ცალი რკალისებრი ფორმის, გასაშლელი დანა, მცირე ზომის, რომელიც მ/წ. 15 მაისს მოპარა ლ-----------–---–მა ,,ოპ--–---------ას" მოდელის ა/მანქანიდან.( ტ.4.55-56)

 

ა----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მაისს იქნებოდა დაახლოებით 20:00 საათი, იმყოფებოდა რესტორან „რ-----–ში“, რა დროსაც იქ მივიდა მისი მეგობარი მ-----– ხ--–-–---–ი, რომელმაც კუთვნილი ვერცხლისფერი „ოპ--–---------ის“ მოდელის ავტომანქანა, სახ N--------- გააჩერა იქვე რესტორნის შესასვლელის მოპირდაპირედ, ა/მანქანების გასაჩერებლად განკუთვნილ ადგილზე. ისინი დასხდნენ რესტორნის უკანა მხარეს მაგიდასთან და დაიწყეს საუბარი. მ-----–ის მოსვლიდან რამდენიმე წუთში „მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის ა/მანქანით, სახ N S------- რესტორნის უკანა მხრიდან მოვიდა ასევე მისი მეგობარი ზ------ ქ-----–---–ი, რომელმაც ა/მანქანა გააჩერა ფაქტიურად მათ წინ, რამდენიმე მეტრში, გადმოვიდა და მივიდა მათთან და დაჯდა მაგიდასთან. იქნებოდა დაახლოებით 2-:10 საათი ზ----- დაემშვიდობა და წავიდა კუთვნილი ა/მანქანისკენ მანქანასთან მიახლოებულმა სწრაფად გააღო წინა მარჯვენა კარები და ხმამაღლა დაიძახა: „აქ რას აკეთებ, რა გინდა“,რაზეც თავიდან მ-----– ხ--–-–---–ი და ა----------ე ჯერ ვერ მიხვდნენ, თუ ვინ იყო ამ სიტყვების ადრესატი, ხოლო რამდენიმე წამში ა----მ დაინახა, რომ „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის მანქანიდან გადმოვიდა სუსტი აღნაგობის ბიჭი, რომელიც მაშინვე იცნო. ეს ბიჭი იყო ქ. ბ---------ში მცხოვრები ლ-----------–---–-, რომელიც საკმაოდ ნაცნობი იყო მათთვის. ზ-----მ მას უთხრა რომ ჯიბიდან ამოეღო მანქანიდან მოპარული ნივთები, რაზედაც ლ---ამ თქვა, რომ „პაჯეროდან“ ვერაფრის მოპარვა ვერ შეძლო, რადგან ზ-----მ ხელი შეუშალა. ხოლო ტანზე ჩაცმული შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო 1 ცალი გასაშლელი დანა,სიგარეტი „GA------S“ (გალუაზი) გახსნილი 1 ცალი კოლოფი და 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა. ამ ნივთების ამოღების შემდეგ ლ-----------–---–მა უთხრა, რომ დანა და სიგარეტი მოიპარა რესტორნის წინ გაჩერებული ვერცხლისფერი „ოპელის“ მოდელის ა/მანქანიდან, ხოლო ფულადი თანხა იყო მისი კუთვნილი. ამის გაგონებაზე კარგად დააკვირდა მ-----–ი ლ---ას ხელში დაკავებულ ნაქურდალ დანას და სიგარეტს. რა დროსაც ვიზუალურად ამოიცნო მისი კუთვნილი გასაშლელი დანა, რკალისებრი, მოყავისფრო-მოწითალო ფერის ტარიანი დანა და სიგარეტი. მ-----–მა თქვა რომ დანა და სიგარეტი ეწყო მის კუთვნილ „ოპ--–---------ას“ ა/მანქანის სალონში, მცირე საბარგულში, ე.წ. „ბარდაჩოკში“, მანქანა კი არ ჰქნოდა ჩაკეტილი. ლ---ას არ დაუმალავს, რომ თავდაპირველად გაქურდა რესტორნის მოპირდაპირედ გფაჩერებული მ-----–ის კუთვნილი ა/მანქანა, ხოლო შემდეგ კი ცდილობდა ზ------ ქ-----–---–ის კუთვნილი ა/მანქანის გაქურდვას.ლ-----------–---–- არ აპირებდა ნაქურდალი ნივთების დაბრუნებას მისთვის, ისევ შორტის წინა მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო ფულად თანხასთან ერთად.( ტ.4.ს.ფ.61-63).

 

2018 წლის 27 მაისის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, ლ-----------–---–-სგან თითი კვლევების ნიმუშის აღება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში. მოწმე ლ-----------–---–-ს ხელების ათივე თითიდან, მისივე თანხმობით, შსს ბ---------ის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ექსპერტის გ------- სამხარაძის მიერ სპეციალური საღებავის გამოყენებით აღებულ იქნა თითის კვლების ნიმუში გადატანილი დაქტილობარათზე, რაც დაილუქა NFC073--57 შტრიხ კოდით.( ტ.4.ს.ფ.82-84)

 

2018 წლის 31 მაისის სასამართლო ექსპერტიზის N34/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს 020150518004 საქმეზე, გამოკვლევაზე მუყაოს კოლოფის ზედაპირზე გამოვლენილია ორი კვალი (კვალი N1 და კვალი N2), რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. კვალი N1- იდენტურია 16.12.2003 წელს დაბადებული ლ-----------–---–-ს მარცხენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო კვალი N2 იდენტურია- ლ-----------–---–-ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის. 1--------- წელის დაბადებული - ლ---ა გ-------ს ძე ქ-----–---–ის ხელი თითის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. ( ტ.4.ს.ფ.89-97)

 

2018 წლის 22 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----– ხ--–-–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.( ტ.4.ს.ფ.98-99)

 

2018 წლის 22 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------ ქ-----–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით..( ტ.4.ს.ფ.104-105)

 

6. სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 27 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2003 წლის 16 დეკემბერს დაბადებული არასრულწლოვანი ლ-----------–---–- 2018 წლის 03 სექტემბერს ქ.ა---––---–- ნ-------ის ქუჩაზე გაჩერებული ბ--–- ფ------–---–ის კუთვნილ მიცუბიში აირტეკის მარკის ავტომანქანიდან სახ N--------- დაუდგენელ პირებთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ--–- ფ------–---–ის კუთვნილ მაჯის საათს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ" პუნქტით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბ--–- ფ------–---–ის განცხადება, დანაშაულის ჩადენის შესახებ, ბ--–- ფ------–---–ის, ბ-------------–-–---–ის, ლ-----------–---–-ს, თ-------- ფ-------ის, გ------- ფ-------ის, ნ-----–---------------ის მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ბ--–- ფ------–---–ის ხელწერილი შ/ადგილის დათვალიერების თანხმობაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დადგენილება ბ--–- ფ------–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ბ--–- ფ------–---–ის ხელწერილები საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და ნიმუშის აღების თანხმობის შესახებ, მოწმე ბ--–- ფ------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დადგენილება განსაიდუმლოების შესახებ თანდართული მასალებით (ერთი ცალი DVD დისკი), ბ-------------–-–---–ის პატაკი, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლებისათვის უფლებების განმარტების ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-----------–---–თან ამოღების ჩატარების შესახებ, ლ-----------–---–-საგან საათის ამოღების ოქმი, კანონიერ და საპროცესო წარმომადგენელ ნ-----------–---–-ს, ქ-----------------ს, ე-–-----------–-–---–ის და მ---------------ს თანხმობის ხელწერილები საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ, DVD დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებები საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, მოწმეების ლ-----------–---–-ს, თ-------- ფოხაძისა და ნ-----–---------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დადგენილებები ლ-----------–---–-საგან ნერწყვისა და სუნის ნიმუშების აღების შესახებ, ლ-----------–---–-საგან ნერწყვისა და სუნის ნიმუშების აღების ოქმები, დადგენილება ბ--–- ფ------–---–ისაგან თითის კვლების ნიმუშის აღების შესახებ, ბ--–- ფ------–---–ისაგან თითის კვლების ნიმუშის აღების ოქმი, ბ--–- ფ------–---–ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმი, მიმართვის წერილები სამოქალაქო რეესტრს და პრობაციის ბიუროს და პასუხები, ლ-----------–---–-ს დაბადების მოწმობის ასლი, დადგენილებები თ-------- ფ-------ისაგან თითის კვლების, სუნისა და ნერწყვის ნიმუშია აღებაზე, თ-------- ფ-------ისაგან თითის კვლების, სუნისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმები, მიმართვის წერილები და დადგენილებები დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N78/დ დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46--2-622 დასკვნა, ნ-----–---------------ისა და თ-------- ფ-------ის მონაწილეობით ჩატარებული ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმები, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი ლ-----------–---–-ს მიმართ, შუამდგომლობა ლ-----------–---–-ს დაკავების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება ლ-----------–---–-ს დაკავების შესახებ, დადგენილება ბ--–- ფ------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, შუამდგომლობა ლ-----------–---–-ს მიმარ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, განჩინება ლ-----------–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონსძიების შეფარდების შესახებ, საჩივარი მოსამართლის განჩინებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თმის შესახებ).

 

დაზარალებულ ბ--–- ფ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 9 წელიწადია მუშაობს შემოსავლების სამსახურში საბაჟო დეპარტამენტში მთავარი მებაჟე ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 03 სექტემბერს დაახლოებით 15:15 საათზე შესვენებიდან დაბრუნდა სამსახურში. მისი კუთვნილი „მიცუბიში აირტეკი“-მარკის ავტომანქანა სახ. ნომერი W--------- გააჩერა მისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პ----- ნ-------ის 54-ში. ა/მანქანა დატოვა ღია მდგომარეობაში ანუ არ ჩაუკეტავს საკეტით, მინები აწია ბოლომდე და შევიდა სამსახურში. სამსახურში მუშაობა დაასრულა 18:00 საათზე და გავიდა კვლავ მის ა/მანქანასთან, რა დროსაც ა/მანქანის დაქოქვისას ა/მანქანამ მიცა სიგნალი, რომ ერთ-ერთი კარი იყო ღია. მან გადაამოწმა ა/მანქანა და აღმოჩნდა, რომ ა/მანქანის უკანა მარცხენა კარი იყო გაღებული და მხოლოდ მოხურული, რაც ზუსტად ახსოვს რომ არ დაუტოვებია აღნიშნულ მდგომარეობაში გაჩერებისას და არც არავინ მჯდარა მის ა/მანქანაში მთელი დღის განმავლობაში. კარი, რომ დაკეტა და დაჯდა საჭესთან მიმოიხედა და შეამჩნია, რომ წინა მარცხენა კარზე არსებული სათავსოში, სადაც ედო ორი ცალი მაჯის საათი და ერთი ცალი მცირე ზომის დანა. აღარ იდო ხსენებული დანა და ერთ-ერთი საათი. ხსენებული საათი არის მეტალის, მთლიანად მათ შორის ციფერბლატიც აქვს ლურჯი ფერის, რომლის ამოცნობა შეუძლია, რადგან დაახლოებით 2 წელიწადია თან ატარებს თითქმის ყოველდღიურად. დანა იყო მცირე ზომის დასაკეცი ტიპის, რომელიც იმიტომ ჰქონდა ა/მანქანაში, რომ აპირებდა ქალაქგარეთ „საპიკნიკედ“ წასვლას. მის ა/მანქანასთან არავინ არ შეუმჩნევია საეჭვო პირი. როდესაც ა/მანქანა გააჩერა და სამსახურში შევიდა 2018 წლის 03 სექტემბერს მინები დატოვა აწეულ მდგომარეობაში, ხოლო ა/მანქანის ოთხივე კარი იყო კარგად დახურული, ღია მდომარეობაში. იგი ხსენებული დანისა და საათისა ამოცნობას შეძლებს. საათისა და დანის ქურდობით მას მიადგა დაახლოებით 100 ლარის მატერიალური ზიანი.( ტ.2. ს.ფ.10-12)

 

2018 წლის 04 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ.ა---––---–- ბ--–- ფ------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის გარებისას უკანა სავარძელზე დევს მუქი ლურჯი ფერის ქაღალდის ჩანთა, აღნიშნული ჩანთა არის სწორედ ის ჩანთა რომლზეც ბ--–- ფ------–---–ის განმარტებით იჯდა სავარაუდო დამნაშავე, ავტომანქანის საჭესთან მარცხენა კარის შიდა მხარეს აქვს ორი სათავსო, სადაც ბ--–- ფ------–---–ის განმარტებით ინახავდა ერთ ცალ ლურჯი ფერის საათსა და დასაკეც დანას.( ტ.2. ს.ფ.16-2-).

 

2018 წლის 11 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა საღამოს საათებში, მშვიდ წყნარ ვითარებაში იძულების გარეშე. შსს. ახალციხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმე ლ-----------–---–-საგან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ამოღებული იქნა მასიურად ლურჯი ფერის, მეტალის კონსტრუქციის, მაჟის საათი, რომელსაც აქვს ლურჯი ფერის ციფერბლატი და ოქროსფერი ისრები, ციფერბლატზე აქვს წარწერა ,,FITRON" (იხ.ტ.2.სფ.75-77).

 

2018წლის 12 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მზიან ამინდში. მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა მოწმე ლ-----------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც მთლიანად დაადასტურა თვითონ ლ-----------–---–მა და მიუთითა ნ-------ის ქუჩის იმ ადგილას სადაც 2018 წლის 03 სექტემბერს გაჩერებული იყო შავი ფერის ,,მიცუბიშის" მარკის ვტომანქანა, სადაც ლ-----------–---–მასხვა პირთან ერთად აიღო საათი და დანა(იხ.ტ.2. სფ.93-99).

 

2018 წლის 13 სექტემბრის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბ--–- ფ------–---–მა წარდგენილი ოთხი საათიდან ამოიცნო მისი კუთვნილი საათი, რომელიც მას მოპარეს 2018 წლის 03 სექტემბერს (იხ.ტ.2.სფ.120-12-).

 

2018 წლის 27 სექტემბრის ექსპერტის დასკვნა N46--2-622-ით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N016040918002 საქმესთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ლ-----------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის(იხ.ტ.2.სფ.242-243).

 

2018 წლის 29 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--–- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მესამე ნაწილის,,ბ“ ქ/პ-ით.( ტ.2. ს.ფ.255-256).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლოს დასკვნა ლ-----------–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,ა" და ,,ბ" ქ/პუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა" და ,,ბ" ქ/პ ით, 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქ/პ -ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ლ-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს წარსულში ანალოგიური დანაშაულებისათვის ნასამართლობის ფაქტს.

 

ლ-----------–---–- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის N1/15--18წ. განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 8 თვე.

 

ლ-----------–---–- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ლ-----------–---–ს (პ/ნ 1----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-2 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რომელიც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 8 თვე.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

სასჯელის დანიშვნისას კანონთან კომფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ლ-----------–---–-ს ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გათვალისწინებით საჭიროა მასთან მუშაობა გააგრძელოს ფსიქოლოგმა (საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრმა) განცდილი ძალადობისა და დაბალი თვითშეფასების, ემოციების და ქცევის რეგულირების გამო. დახმარებას საჭიროებს მისი აკადემიური განათლებაც, რათა მან მიიღოს სავალდებულო საბაზისო განათლება. გაუჩნდეს სწავლის მოტივაცია, მნიშვნელვანია, არასრულწლოვანს გაეწიოს პროფესიული დახმარება მისი ინტერესების გათვალისწინებით, რათა მან შესძლოს თავისუფალი დროის ეფექტურად ორგანიზება. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთან მუშაობა დანაშაულის გაცნობიერების კუთხით. არასრულწლოვანთან მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანია მის კანონიერ წარმომადგენელთან დედასთან მუშაობაც, რათა მან შესძლოს შვილთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და მისი ქცევის მართვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლის ამასთან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ლ-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - მინიმალური ოდენობით, რომელიც იქნება 1/3-ით შემცირებული. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულებები -სიგარეტი კომეტი ფილტრებით, ფულადი თანხა 27,70 ლარი, 1 ცალი მუყაოს კოლოფი, შავი ფერის ჩანთა, ელექტრო უსადენო დრელი, ფულადი თანხა 40,85ლარი, ბლუთუზზე მომუშავე დინამიკი, უესბე კაბელი, ასუსის მობილური ტელეფონი, დაზიანებული მობილური ტელეფონი აიფონ 6, გასაშლელი დანა, 2 ცალი 5 ლარიანი, მაჯის საათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

2 ცალი DVD დისკი და 3 აცლი დაქტილოფირი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით

ნერწყვისა და სუნის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით,სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.1. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ( 2018 წლის 19 ივნისის ეპიზ).

 

1.2 ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.( 2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა)თვე.

 

1.3. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის( 2018 წლის 27 მაისის ეპიზ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი)წლის ვადით.

 

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 8(რვა) თვე.

 

1.4. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის( 2018 წლის 19 ივნისის ეპიზ) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი)წელი და 8(რვა) თვე.

 

1.5. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის( 2018 წლის 15 მაისის ზ------ ქ-----–---–ის ეპიზ)სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე.

 

1.6. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2018 წლის 15 მაისის მ-----– ხ--–-–---–ის ეპიზ) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა (ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 8 (რვა)თვე.

 

1.7. ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის( 2018 წლის 03 სექტემბრის ეპიზ) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ-----------–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი)წელი და 8 (რვა)თვე.

 

2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელმა შთანთქავს მეორე და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი)წელი და 8 (რვა)თვე.

 

3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილისა და 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ლ---ა ქ-----–---–ს განააჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 8 (რვა)თვე.

 

4. გაუქმდეს ახალციხის 2018 წლის 27 აპრილისა და 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5. ლ-----------–---–ს (პ/ნ 1----------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 28 სექტემბრიდან- 2018 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით.

 

6.ლ-----------–---–ს (პ/ნ 1----------) საბოლოდ დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

7..ლ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები გაუქმდეს;

 

8.ლ-----------–---–- (პ/ნ 1----------) მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და მისი ეტაპირება უზრუნველყოს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოს.

 

9. ნივთიერი მტკიცებულებები -სიგარეტი კომეტი ფილტრებით, ფულადი თანხა 27,70 ლარი, 1 ცალი მუყაოს კოლოფი, შავი ფერის ჩანთა, ელექტრო უსადენო დრელი, ფულადი თანხა 40,85ლარი, ბლუთუზზე მომუშავე დინამიკი, უესბე კაბელი, ასუსის მობილური ტელეფონი, დაზიანებული მობილური ტელეფონი აიფონ 6, გასაშლელი დანა, 2 ცალი 5 ლარიანი, მაჯის საათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

2 ცალი DVD დისკი და 3 აცლი დაქტილოფირი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით

ნერწყვისა და სუნის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით,10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია